ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » ბოტანიკური ბაღები    

ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი


    ბათუმის ბოტანიკური ბაღი შავი ზღვის პირას, ქალაქის ჩრდილოეთით არის განლაგებული და იგი უნიკალურია პოსტსაბჭოურ სივრცეში. ბაღს რამოდენიმე ჰექტარი აქვს დათმობილი და ძალიან მნიშვნელოვანია ცდებისათვის.
ბოტანიკური ბაღის განაშენიანება 1989 წლიდან დაიწყო და რუს მოაგარაკეებს უკავშირდება, რომლებიც აჭარის გასაბჭოების შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან მიწებს ყიდულობდნენ.
     ბაღის გაშენებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილ აგრონომ-დეკორატორს, 1885 წლიდან ბათუმის მთავარ მებაღეს მ. დალფონსს. იგი შეეცადა აქაური ფლორა საფრანგეთის რივიერასათვის დაემსგავსებინა. მან სამხრეთ საფრანგეთიდან მცენარეთა ნაირსახეობა დიდი რაოდენობით შემოიტანა.
     განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სუბტროპიკული კულტურების დაფუძნებასა და გამრავლებაში პროფესორ ანდრია კრასნოვს, აგრეთვე, ცნობილ გეოგრაფსა და ბოტანიკოს პ. თათარინოვს.
    კრასნოვმა დაამუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც ბაღი გაშენდა. იგი დაკავშირებული იყო მსოფლიოში ცნობილ ბოტანიკურ ბაღებსა და იქ მომუშავე მეცნიერ-აგრონომებთან, რომლებიც მას სისტემატიურად უგზავნიდნენ სამეცნიერო ლიტერატურას, მცენარეთა თესლსა და ნერგებს. იგი ავადმყოფობის შედეგად 1914 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაკძალეს, იქვეა აღმართული მისი ძეგლი.
1912 წელს კრასნოვმა მთავარი მებაღის თანამდებობაზე მოიწვია იასონ გორდეზიანი, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით გაშენდა ბოტანიკური ბაღის იაპონური, ჩინური, მექსიკური, ავსტრალიური, ჩილეს, ახალი ზელანდიის, ამერიკული და ევროპული განყოფილებები.
     ბაღში დღეისათვის, გარდა აღნიშნული განყოფილებებისა, არის აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების, ჰიმალაისა და ტროპიკული მთების განყოფილება.
    სხვადასხვა დროს ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ ვენის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ჰანს ერენდორფერი, მონტანას უნივერსიტეტის პროფესორი რეგან ქელუიე, რომლებმაც აქ გავრცელებული მცენარეთა ჯიშების სხვადასხვა სახეობები გამოიკვლიეს. აჭარის ტყეების ღირსშესანიშნაობებსა და მათ შორის ბათუმის ბოტანიკურ ბაღს არაერთხელ გაეცნენ გერმანელი, ბავარიელი, ავსტრიელი და ფრანგი მეტყევეთა ჯგუფები.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი 1998 წლიდან ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის მსოფლიო საბჭოს წევრია.

5 კონტინეტის ოთხი სეზონი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
   

ჯული ჯაყელი, გიდი

საქართველო, ბათუმი

აჭარის ღირსშესანიშნავ ადგილებს შორის ბათუმის ბოტანიკურ ბაღს არა მხოლოდ რეგიონისა და ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ მოეძებნება, იმ თვალსაზრისით, რომ ბაღში მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან აღებული მცენარეთა სახეობები  ერთმანეთის გვერდით შესანიშნავად გრძნობენ თავს. ზოგიერთი მცენარე, მაგალითად, იაპონური კამელია თავის სამშობლოში 1.5 მეტრამდე იზრდება, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კი 3 მეტრს აღწევს. ბაღის თერმულ რეჯიმს მისი გეოგრაფიული მდებარეობა. განსაზღვრავს


 

დაცვა. ბაღი სამივე მხრიდან დაცულია კავკასიის მთებით, რომლებიც ზღვის სანაპიროდან წამოსულ თბილ ნაკადს არსად არ უშვებს და, ამასთან, ცივი ქარებისაგნ იცავს ამ ტერიტორიას. რაც შეეხება მეტეოროლოგიურ მონაცემებს: წლიური საშუალო ტემპერატურა 15 გრადუსია, მაქსიმალური სიცხე ზაფხულში 39,9 გრადუსს აღწევს,  ხოლო ზამთარში ტემპერატურა -9 გრადუსამდე ეცემა. ნალექების რაოდენობა 2 620 მ/მ-ია, ტენიანობა 83 პროცენტს შეადგენს - საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ამიტომაც უწოდებენ ბაღის მცენარეებს ტენიან სუპტროპიკულ მცენარეებს.

ბაღი. 113 ჰექტარზე გაშენებულ ბატუმის ბოტანიკურ ბაღში 5 კონტინენტის ფლორა გვიყურებს. ბაღის სამი პარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით გაშენებული 9 ფლორისტული განყოფილება (ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა) დღეისათვის 2 ათას სახეობას ითვლის. აქედან აღმოსავლეთ აზიაზე 40 პროცენტი მოდის, დაახლოებით 100 სახეობა კავკასიური წარმოშობისა

 აბორიგენული ჯიშები. ადგილობრივი ჯიშების გადარჩენა-განვითარებას ემსახურება ამიერკავკასიის ტენიანი სუპტროპიკული მცენარეების განყოფილება, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. განყოფილების კვლევისა და დაცვის საგანია ისეთი უნიკალური სახეობები: როგორიცაა, ჩვეულებრივი ლაფანი, ურთხელი, ჩვეულებრივი ძახველი სამეფო გვიმრა, კავკასიური რცხილა, აღმოსავლეთის წიფელი, სამკურნალო წყავი, ლაზური ზამბახი, ხეჭრელი, კოლხური ბზა, კოლხური სურო, პონტოს შქერი და სხვა. 

ქვედა პარკი. ეს ტერიტორია მოიცავს უნიკალურ მცენარეებს, რომლებიც სტიქიურად არის დარგული. აქ შეხვდებით როგორც ჩრდილოეთ ამერიკულ მცენარეებს ასევე აღმოსავლეთ აზიურს, ხმელთაშუაზღვის წარმომადგენლებს: ასწლოვანი კორპის მუხა, დიდყვავილა მაგნოლია, ფლორიდის ილიციუმი სურნელოვანი ოსმანთუსი კორდილინები (ხმელთაშუაზღვის ერთერთი იშვიათი ელემენტის - ხემარწყვას ერთადერთი ეგზემპლიარი),  ჩინურ იუდას ხეს, ძაფისებრ ვაშინგტონიას, სურნელოვან ოსმანთუსებს, მექსიკის ცხელი და მშრალი ჰავის მცენარეებს ე.წ. სუკულენტებს აგავებს, ალოეს, იუკების სხვადასხვა სახეობებს და სხვა.

იუდას ხე. ეს მცენარე წარმოშობით ჩინეთიდან არის. იუდას ხე ადრე გაზაფხულზე ყვავის, მუქი იასამნისფერი ყვავილებით.  და როდესაც ისინი ყვავილობას დაასრულებენ ჩამოცვი

გრანდი ფლორა. ჩრდილო-ამერიკულ გრანდი ფლორას ქართულად მაგნოლია ჰქვია. მაგნოლია დეკორატიულ გამწვანებაში წარმატებით გამოიყენება. მაგნოლიის ულამაზესი შეფერილობის რძისფერ ყვავილები უჩვეულოდ სურნელოვანია. სურნელოვანია მაგნოლიას არაბუნებრივად მბზინვარე ტყავისებური, მუქი მწვანე შეფერილობის ფოთლებიც, რომლებიც ამ ბზინვარებას წელიწადის ნებისმიერ დროს ინარჩუნებენ. მაგნოლია რელექტური მცენარეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის შორეულ წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული დედამიწაზე და იმდენად ყინვაგამძლეა, რომ კალიფორნიის ტყეებსა და მდინარის სანაპიროებზეც ხარობდა.

პალმაპალმა წვრილკანიანი მცენარეა. ის არ შეიცავს სპეციფიკურ ქსოვილს, რომელსაც ბოტანიკოსები კამპიონს ვუწოდებთ. კამპიონი მერქნიანი მცენარების შემადგენელი ნაწილია, რომელიც წარმოშობს მერქნიან რგოლებს და ხეებს სისქეში ზრდის. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სუპტროპიკული პალმები გვხვდება. ყველაზე გავრცელებული ჩინური მარაოსებრი პალმა - ტრახიკარპუსი, კანარის კუნძულებიდან ფინიკის პალმები, მექსიკიდან - შეიარაღებული ერითეა, ბრაზილიიდან თავნაყოფა ბუტია, ჩინური ლივისტონია, ვაშინგტონია და ა.შ.

მარადმწვანე სექვოია. მარადმწვანე წიწვოვანი სექვოიას სამშობლო კალიფორნიაა. მისი სახელი ჩრდილო-ამერიკული ინდიელების იმ წარმომადგენელს ერქვა, ვინც ადგილობრივ მოსახლეობას - ინდიელებს 1770 წელს დამწერლობა შეუქმნა. სექვოიას მერქანი საკმაოდ მძლავრია და მას, წითელი შეფერილობის გამო, წითელ ხესაც ეძახიან. დანარჩენი წიწვოვანებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ სექვოიას ხანძრების არ ეშინია.

კავკასიური ცაცხვი. თქვენ ხედავთ, ცაცხვი როგორი მძლავრი ეგზემპლარია. ცნობილია, რომ ცაცხვი სამკუნალო თვისებებით გამოირჩევა, არის თაფლის მომცემი და ის  ჩვენი კოლხური  ტყის შესანიშნავი წარმომადგენელია.

ევკალიპტი. ევკალიპტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ფესვები ცოცხალი ტუმბოებია, ნიადაგიდან იწოვს წყალს და ფოთლების მეშვეობით აორთქლებს. სხვა მცენარეებს თუ დავაკვირდებით, მათი ფოთლების ზედაპირი ღია ფერისაა, ხოლო ქვედა ნაწილი მუქი მწვანეა, ევკალიპტის ფოთლებს ორივე მხარე ერთნაირი შეფერილობისა აქვს. ევკალიპტი ჭაობიანი ადგილის ამოსაშრობად გამოიყენება და მისი დახრილი ფოთლები არ ჩრდილავენ ტერიტორიას, ამიტომაც ევკალიპტის ტყეები ყველაზე ნათელი ტყეებია.

კოლხური ტყე. ზამთარში კოლხური ტყე არ შიშვლდება. მის ულამაზეს სახეს მარადმწვანე ქვეტყე განაპირობებს. როდესაც ფოთლოვანი მცენარეები რცხილა ნეკერჩხალი, წაბლი და ა.შ. ზამთარში გაშიშვლდება, ამ დროს ქვეტყე, რომელსაც ქმნის კოლხური ბზა, პონტოს შქერი, სურო, ჩვეულებრივი ბროწეული, ევროპული კოწახური, სამკურნალო წყავი, კოლხური ჭყორი და სხვა მარადმწვანე რჩება.

სამკურნალო თვისებები. ყველა წიწვოვანი მცენარე თავის გარშემო გამყოფს ფიტოცინდებს-არისებრ ნივთიერებას, რომელიც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებზე დამღუპველად მოქმედებს.

კოლექცია. ბოტანიკურ ბაღში ზურაბ ბაგრატიონის ხელმძღვანელობით დღემდე ფუნქციონირებს დამხმარე სანერგე მეურნეობა, სადაც ისეთი ეგზოტიკური და იშვიათი მცენარეების შეძენა შეგიძლიათ, რომლებსაც ყველგან ვერ შეხვდებით. მეურნეობის კოლექციაშია მაგნოლიები, პალმები, ნეკერჩხლები, წიწვოვანი მცენარეები, მარადმწვანე ფოთლოვანი მცენარეები, ინდური იასამანი, და სხვა. კოლექციის მიმართ დაინტერესებას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აზერბაიჯანელი, ყაზახი, ებრაელი ტურისტები გამოთქვამენ.

ისტორია. ბათუმის  ზღვისპირა პარკის გამწვანებაში მონაწილეობდა ფრანგი დიდგვაროვანი მ.დალფონსი. როდესაც დალფონსმა ქალაქის შემოგარენი დაათვალიერა, აღმოაჩინა შესანიშნავი, თვალწარმტაცი ადგილი, რომელსაც «მწვანე კონცხი» უწოდა და იქ აგარაკიც აიშენა. დღევანდელი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკი დალფონსს ეკუთვნოდა. XIX საუკუნის 80-იან წლებში დალფონსი ბათუმის მთავარი მებაღეა. მას სამხრეთ საფრანგეთიდან მცენარეთა ნაირსახეობა დიდი რაოდენობით შემოაქვს და  ზღვისპირა პარკში სუბტროპიკული მცენარეების გაშენებას იწყებს. ამ  პროცესმა XX საუკუნეში ინტენსიური სახე მიიღო, რომელიც დღემდე გრძელდება

ტურისტი. 20 წელია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გიდად ვმუშაობ. ამ ღირსშესანიშნავი ადგილის მიმართ დაინტერესებას ბევრი ტურისტული კომპანია იჩენს.  მიმდინარე წელს ორჯერ გაიზარდა ტურისტების ნაკადი პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან. ბაღის შთაბეჭდილებების წიგნში გახშირდა იტალიელი, იაპონელი, ამერიკელი, ებრაელი, შვედი  ტურისტების ჩანაწერებით, ისინი საქართველოში  სპეციალური ტურებით, ტურისტული კომპანიებით და  კრუიზით შემოდიან.

ოთხი სეზონი. ბათუმის ბოტანიკური ბაღის უნიკალურობა იმაშია, რომ ის მთელი წლის განმავლობაში მომხიბვლელია. აქ ნებისმიერ სეზონზე, რომელიმე მცენარე მაინც ყვავის. რასაკვირველია, ბაღი განსკუთრებით მომხიბლავი გაზაფხულზე და ზაფხულშია, მაგრამ მე ის შემოდგომაზე და ზამთარში უფრო მომწონს. ზამთარმოყვავილე მცენარეებია: იაპონური კამელიები, კემბელის მაგნოლია, ქაღალდის ხე ანუ ფაცია, იაპონური მაჰონია, ეუპატორიუმი, ხემარწყვა ვარსკვლავისებური მაგნოლია, ვერცხლისფერი აკაცია და მუშმულა, რომელიც დეკემბერში ყვავის და ძალიან ლამაზი, თეთრი, ნაზი ყვავილები აქვს. ამ სეზონზე  მაგნოლია, აბელია და ევპატორიუმი ყვავის. 

 

 

       


წყარო: http://www.batumisistoria3.blogspot.com ;www.citizens.ge
კატეგორია: ბოტანიკური ბაღები | დაამატა: Admin (19.12.2011)
ნანახია: 13114 | რეიტინგი: 4.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика