მონადირეების საიტი - სტატიები და ჟურნალები
ძებნა

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [67]
სტატიები ფრინველებზე [50]
სტატიები თევზებზე [17]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [6]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [37]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [44]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [1]
საქართველოში მობინადრე მწერები [0]
საქართველოს ფლორა [29]
ფლორა [6]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყე შეუნახეთ შვილებსა ...
lengo88პასუხების რაოდენობა: 586
Beretta AL391 Teknys S...
tarxanaპასუხების რაოდენობა: 29
ახალი იარაღი
minchaninპასუხების რაოდენობა: 15
ბაზიერელების ყოველწლიუ...
krimanjuliპასუხების რაოდენობა: 96
ნადირობა ტურაზე
tixagiaპასუხების რაოდენობა: 2417
bazieri. ge _ ს კეპი დ...
gio90პასუხების რაოდენობა: 597

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

კურდღელი


საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა - რუხი კურდღელი. 
კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის

შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან.
ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.

დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია - სპეციალური ლიცენზიით დაშვებული.

კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება - მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 - 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს . მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები.
საქართველოში კურდღლის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა,  იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება.

კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს, საქართვეეოში ძირითადად ნადირობენ მდევრებით (ძაღლებით) და კვალზე ნადირობა(უძაღლოდ).

მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე მოსახერხებელი ადრიანი დილაა. როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს. 
 კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი. 
კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგან კვალი ირეცხება. საერთოდ რთულია დაარახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა. 
კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს.
რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით!
კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე. 





წყარო: http://hunters.ge/gareuli-cxovelebi/169-kurdgeli.html
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: გიომონადირე (24.04.2012) W
ნანახია: 274 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

მაღაზიები

შესვლის ფორმა

ონლაინში
საიტზე სულ: 17
სტუმარი: 14
მონადირე: 3
lengo88 , cq , paitona17

დღეს საიტზე იყვნენ
krimanjuli, ij43, simoni, gmg668, hunter_nika, giiiivi, tacha-swd, mmzz80254, nugomonadire, ზურა333, cxadaze, mamuka-r, iurinka, rati, freddie76, razaki, camaro, panati, omarinnn, პედიატრი, cou, zuramonadire, zazaiaaa1, gogala_84, badri94, OchOpinTre, myudro@, akson777, Grigala, dandala, tazo1987, [სრული სია]

გილოცავთ!
მიტო(53) , nikilauda001(33) , simon2007(41) , RV(28) , aleqs-1994(19) , zio11(34) , spirta(39) , JANDURA(18) , italia707(27) , zuma2505(25) , lexo(28) , jaba-mefarishvili(18) , jaba_mefarishvili1995(18) , ბუთა(29)

facebook

ჩვენი გამოკითხვა
დენის "აპარატით"თევზაობა უნდა ისჯებოდეს
1. სისხლის სამართლის კოდექსით (პატიმრობით)
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დიდი ჯარიმით (500 ლარზე მეტით)
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მცირე ჯარიმით (500 ლარზე ნაკლები)
სულ პასუხი: 241

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ტეგები

    sape.ru

    რეკომენდაცია:


    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge  Create a website for free