ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა (შვილების) სახელები:
ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა (შვილების) სახელები:


გარეული ცხოველების შვილები:

მგელის, ტურას, მელას შვილი - ლეკვი;
დათვის შვილი - ბელი; 
ჯიქის, ლომის, ვეფხვის შვილი - ბოკვერი
სპილოს შვილი - სპლიყვი;
ციყვის შვილი - დღნაჩვი ან დღნაშვიინტერნეტში გავრცელებული ციყვის შვილის სახელწოდება, რომლის სინამდვილეს სანდო წყაროზე დაყრდნობით ვერ ვადასტურებთ. 
ირმის შვილი - ნუკრი; ბიჟინა; 
შვლის შვილი - ნუკრი; ბიჟინა;
ჯიხვის შვილი - ფოთრი;
კურდღლის შვილი - ბაჭია; ბაცაცი;
თაგვის შვილი - წრუწუნა; ღლაპი;
გველის შვილი - წიწილი;
თევზის შვილი - ლიფსიტა;
ლოქოს - ღლავის შვილი - ღლაბუტა

გარეული ფრინველების შვილები:

არწივის, მიმინოს, ქორის, შავარდნის და სხვა მტაცებელი ფრინველების შვილი - მართვე
ყველა საბაზიერო ფრინველის მართვეს - ქულა
ყვავის შვილი - ბახალა;
ხოხობის, კაკაბის, გნოლის, დურაჯის, როჭოს, შურთხის და სხვა ამდაგვარი ფრინველების შვილი - ლაპი;
ბეღურას, მერცხალის და სხვა წვრილი ჩიტების შვილი - ბარტყი;
მტრედის შვილი - ხუნდი;
მწყერის შვილი - ჩოჩორი;
ფარშავანგის შვილი - "ნამლევი" - ინტერნეტში გავრცელებული ფარშავანგის შვილის სახელწოდება, რომლის სინამდვილეს სანდო წყაროზე დაყრდნობით ვერ ვადასტურებთ.
ბუს შვილი - "ღლაპი"ინტერნეტში გავრცელებული ბუს შვილის სახელწოდება, რომლის სინამდვილეს სანდო წყაროზე დაყრდნობით ვერ ვადასტურებთ.

შინაური ცხოველების შვილები:

ძროხის შვილი - ხბო;
კამეჩის შვილი - ზაქი;
ცხენის შვილი - კვიცი;
ვირის შვილი - ჩოჩორი; მუტრუკი;
აქლემის შვილი - კოზაკი;
თხის შვილი - თიკანი;
ცხვარის შვილი - ბატკანი; კრავი
ღორის შვილი - გოჭი
ძაღლის შვილი - ლეკვი;
კატის შვილი - კნუტი;


შინაური ფრინველების შვილები:

ქათმის შვილი - წიწილი;
ბატის, ინდაურის შვილი - ჭუკი
იხვის შვილი - ჭუკი; ბჟიტი;






წყარო:
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: Admin (27.11.2013)
ნანახია: 96321 | კომენტარი: 12 | ტეგები: (შვილების), ცხოველების, ნაშიერთა, სახელები:, და, ფრინველების | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 12
0   Spam
12 chelo2121   (01.12.2014 22:12:34) [მასალა]
ციყვის შვილი დღნაშვია gimili

0   Spam
10 TURA   (06.12.2013 18:32:57) [მასალა]
ციყვის შვილს როგორც მე ვიცი ბელი ქვია..დედაენსჰი თუ სადღაც ვნახე პატარა დეიდაშვილის წიგნში 23 23

0   Spam
11 giohunt1982   (06.12.2013 19:52:36) [მასალა]
ტურა ახლანდელ სკოლის წიგნში თუ ნახე არ დაიჯერო მაგათი..... 069 069 069

0   Spam
8 racha123   (27.11.2013 20:21:09) [მასალა]
ციყვის შვილი - დღნაჩვი-დღნაშვია მე როგორც ვიცი 167 167

0   Spam
9 Admin   (28.11.2013 11:27:32) [მასალა]
კი ბატონო წყარო მოიყვანეთ და დავადასტურებ. მხოლოდ წყარო უნდა იყოს ან ლექსიკონი ან ენციკლოპედია ან რომელიმე ასეთი ტიპის სარწმუნო წყარო და არა უბრალო ინტერნეტ მომხმარებლის ნაწერი რომელიც მერე ავტომატურად ვრცელდება მთელ ინტერნეტსამყაროში

0   Spam
3 giohunt1982   (27.11.2013 16:40:31) [მასალა]
”ლოქოს - ღლავის შვილი - ღლაბუტა”
შეცდომაა. ღლაბუტა ცალკე ჯიშია. რუსები Налим-ს უწოდებენ.

0   Spam
4 Admin   (27.11.2013 17:37:26) [მასალა]
ქართული ლექსიკონის მიხედვით ღლაბუტა არის პატარა ლოქო http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=48438

0   Spam
5 Admin   (27.11.2013 17:44:18) [მასალა]
რუსულ-ქართული ლექსიკონის თანახმადაც.
http://www.slovarus.info/gru_1812.php?id=%26%234326&pg=2

ისე ძალიან ცუდი ტრადიცია დამკვიდრდა ინტერნეტში, ვისაც რა სურს იმას არქმევს რაღაც საგნებს და მერე ვრცელდება,სიმართლეს ვერც მიაკვლევ. (კონკრეტულად ამ შემთხვევაზე ვერაფერს ვიტყვი,რადგან ღლაბუტა მოხსენიებულია სარწმუნო წყაროებშიც,თუმცა რა პრობლემაა ორივეს რომ ერქვეს ერთიდაიგივე სახელი, ქართულში ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.)

0   Spam
7 giohunt1982   (27.11.2013 18:38:38) [მასალა]
მართალი ხარ. ინტერნეტში ვინ რას არქმევს ვერ გაიგებ.
ეს ღლაბუტა, ლოქოსებრთა ოჯახის წარმომადგენელია და გარეგნულადაც ჩამოგავს. თუმცა ზომებით ლოქოსთან ვერ მივა. გაცილებით პატარაა და შეიძლება ეს იყოს მიზეზი, რომ ლოქოს ”შვილს”, ანუ პატარა ლოქოს, რომ ღლაბუტას ეძახიან. საქართველოში, ამ თევზის გავრცელების შესახებ კი არ მსმენია! შეიძლება,”ნალიმის” იოლი გადმოქართულების შედეგი იყოს ღლაბუტა, რომ დაარქვეს ”ნალიმს”.

0   Spam
2 tatoxoni   (27.11.2013 15:44:30) [მასალა]
ბუს შვილი-ბუკიოტი

0   Spam
6 Admin   (27.11.2013 17:46:05) [მასალა]
ბუკიოტი თვითონაა ცალკე ჯიში და არა ბუს შვილი

0   Spam
1 Admin   (27.11.2013 15:09:04) [მასალა]
თუკი დამატებითი სახელწოდებები გექნებათ დაწერეთ და დავამატებ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика