ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სასწავლო სტატიები    

რა აინტერესებთ ყველაზე მეტად ახალბედა მონადირეებს
თოფის ბალანსი

თოფის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ კავშირშია სროლის სიზუსტესთან. განასხვავებენ 2 სახის ბალანსს: ჰორიზონტალურს და ვერტიკალურს. 

ჰორიზონტალური ბალანსი 
   
ამ სახის ბალანსი მოწმდება სახსრის ჭანჭიკის გასწვრივ საყრდენზე თოფის მოთავსებით(მაგ. ფანქარზე). შემდგარი ბალანსის დროს არც კონდახმა უნდა დაწონოს და არც ლულამ. თუ კონდახმა დაწონა ასეთ შემთხვევაში უნდა შემსუბუქდეს კონდახი. თუ გადაწონა ლულამ, ასეთ შემთხვევაში კონდახს უკან უკეთდება ნახვრეტები და მასში თავსდება ჩამოსხმული ტყვია ან საფანტი. საბალანსე ნახვრეტები კეთდება კონდახის წარმოსახვითი ცენტრიდან ზემოთ და ქვემოთ(ეს ვერტიკალური ბალანსისათვისაც აუცილებელია).
საჭირო წონის საბალანსე ტყვია თავსდება პოლიეთილენის პარკში ან სხვა ჭურჭელში და თავსდება ნახვრეტში, რომელსაც ვხურავთ საცობით, საცობს საჭიროების შემთხვევაში ამოვაძრობთ ,,პროპოშნიკით". 



 

ვერტიკალური ბალანსი

ვერტიკალური ბალანსი მოწმდება შემდეგნაირად:

თოფს ქვედა ლულის(ვერტიკალური წყობის შემთხვევაში) ტუჩით დავიჭერთ და ავწევთ საჩვენებელი-ცერა თითებით. შემდგარი ვერტიკალური ბალანსის შემთხვევაში სამიზნე თამასა(შესაბამისად ლულათა წარმოსახვითი ღერძებიც) უნდა იდგეს ვერტიკალურად(შეიძლება შედარდეს სწორ კედელთან ან შემოწმდეს თარაზოთი).
  
თუ ვერტიკალური ბალანსი არა შედგა, მაშინ საბალანსე ტყვიას შესაბამისად დაგავიტანთ კონდახის ზედა ან ქვედა ნახვრეტში.

ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაბალანსება ხდება ერთდროულად და სავაზნეში უნდა ეწყოს კონკრეტული თოფისათვის რეკომენდირებული წონის ვაზნები(უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია!!!)

დაბალანსებული თოფი ,,დამატებითი წონის" მიუხედავად უფრო მანევრირებადია და მსუბუქიც გვეჩვენება. არ გჯერათ? აბა შეამოწმეთ! 

თოფის არჩევისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ


1) პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ გამყიდველი დაინტერესებულია საქონლის გასაღებით!!!

ის, რომ თოფი ახალია, უმთავრესი არაა. ახალი თოფები(განსაკუთრებით ბოლო პერიოდის) ხშირად არაკეთილსინდისიერადაა ნაკეთები, მათში ხშირად იმალება ,,შეფუთული" წუნი. 

2) თოფი უნდა იყოს კარგად მორგებული(მონადირის ფიზიკური კონდიციების შესაბამისად), კარგად ჯდებოდეს ხელში გააჩნდეს კარგი ბალანსი(ან მინიმუმ დაბალანსების შესაძლებლობა). 

3) იარაღი უნდა შეესაბამებოდეს მონადირის წონას. თოფი, რომელიც დიდხნიანი ტარებისთვისაა განპირობებული, უნდა იყოს ზომიერად მსუბუქი, ხოლო ჩასაფრებით ან წყალმცურავებზე ნადირობისათვის განკუთვნილი თოფი უნდა იყოს უფრო მძიმე(დიდ მუხტებზე გათვლით). გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქ თოფს მეტი უკუცემა აქვს. საშუალოსტატისტიკური მონადირის თოფის წონა შეადგენს მისი წონის 1/22-ს

4) ლულები გარგად უნდა შემოწმდეს(შიგნით-გარეთ). არ უნდა გააჩნდეს ამონატეხები, ამონაბერები, გარედან შესამჩნევი რგოლები. ლულის შიგა ზედაპირის დათვალიერებისას ხილული რგოლები უნდა იყოს მკაცრად სიმეტრიული. ლულა უნდა შემოწმდეს სკურპულოზურად_ვაი და ,,შუსტირებულია"(ხეხავენ შიგნიდან ნიჟარების დასამალად)???!!!
კარდაგ უნდა შემოწმდეს სამიზნე და შემაერთებელი თამასების შედუღების ხარისხი(წერტილოვანი-მთლიანი). ამის შემოწმება ხდება შემდეგნაირად:
ლულა ქვედა კაუჭით გამოკიდეთ პატარა თოკით და თამასების მთელ სიგრძეზე დააკაკუნეთ ფანქარი. კაკუნის ხმა ყრუა შეუდუღებელ ადგილებში და მკვეთრი შედუღებულში(ისე ამას სმენა ჭირდება და ივარჯიშეთ კრიმანჭულში.

5) დააკვირდით სანემსეებს(სხვა შემთხვევაში ბრანდმილებს), ეს ადგილი ხშირად კოროზირებული და დაზიანებულია. ლულისა და კალაპოტის ბალიშები უნდა იყოს უცვეთი ან თანაბრად ნაცვეთი(მეორადი თოფის პირობებში). სახსრის ჭანჭიკი უნდა იყოს უცვეთი ან თანაბრად ნაცვეთი.
ამის შემგეგ თოფს ავაწყობთ და არ დავაფიქსირებთ ტიბჟირს. ამ მდგომარეობაში თოფი უნდა შემოწმდეს რყევაზე(შატკა).

6) თოფის შეყენებისას უნდა გვესმოდეს(და ვგრძნობდეთ ხელში) მექანიზმის მკვეთრი და სუფთა ხმა. ნემსას უნდა გააჩნდეს დარტყმის ზომიერი ძალა. აღნიშნული მოწმდება შემდეგნაირად:

შეყენებულ თოფს ვშლით და სანემსეებზე დავაწყობთ ცარიელ(!!!) ლატუნის ვაზნებს. დასხლეტის შედეგად ცარიელი ვაზნა უნდა ავარდეს 50 სმ ზე. 

7) კონდახს არ უნდა გააჩნდეს ნაბზარები. კალაპოტისა და ხის შეხების ადგილებში უნდა იყოს თანაბარი დაშორება. 
 


წყარო: http://club-monadire.ge
კატეგორია: სასწავლო სტატიები | დაამატა: hunting-jim (28.01.2015)
ნანახია: 3599 | კომენტარი: 2 | ტეგები: მონადირეებს, ახალბედა, მეტად, ყველაზე, აინტერესებთ, რა | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 ტორა   (08.04.2015 16:46:59) [მასალა]
საინტერესოა 10

0   Spam
1 giosergeant   (31.01.2015 12:21:44) [მასალა]
ერთი კითხვა მაქვს, უცხოელ მოქალაქეს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ლიცენზიას თუ შეიძენენ აქვთ თუ არა ნადირობის უფლება სხვისი თოფით თუ თოფის მფლობელიც გვერდით ჰყავს.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика