ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

შირაქში
                                                 შირაქში

დეკემბრის პირველი რიცხვებია. საკმაოდ ყინავს უკვე, თუმცა თოვლი ჯერ არ ჩანს. "სადევარი” ამინდებია. მდევრებით ნადირობისთვის ზედგამოჭრილი! კურდღელზე მდევრებით ნადირობა, ერთ-ერთი "სამეფო ნადირობათაგანია”! ბევრი ვერაფერი "მუსიკა” შეედრება, კვალზე მომუშავე მდევრის ყეფას! "ყეფა” ძალიან უბრალო სიტყვაა, უფრო ლამაზი შესატყვისიც ეკუთვნის, მაგრამ ძაღლი ყეფს, არ "მღერის” და რა ვუყოთ?! თუმცა, სწორედ ეს ყეფაა, გულისცემას რომ უხშირებს, მონადირეს! სუნთქვას უკრავს და ადრენალინის გამოყოფას ათგზის აძლიერებს! აარჩევ, "გეზსს” და სუნთქვაშეკრული უსმენ მდევრის ხმას, რომელიც ხან ზარივით წკრიალაა, ხან ბოხი, ხან პერიოდული, პაუზებით და აი, მდევრის "გადაფიჩინებას” გაიგებ, მიხვდები, რომ კურდღელი ადგა და იწყება "თამაშთა შორის საუკეთესო თამაში” (ფოლკნერი). მდევარისგან დამფრთხალი, კურდღელი შენს "ნომერთან” ჩაიქროლებს ისარივით, წამის მეათედი, თოფის მხარზე მოგდება, გასროლა და კურდღლის გადაკოტრიალება! ეს, არის სანახაობა და წამები რომლებიც არასოდეს დაგავიწყდება! ამ დროს, ამ მომენტში შენზე ბედნიერი კაცი არ არსებობს დედამიწის ზურგზე! გაცუდებული გასროლის შემდეგ, გაქცეულ კურდღელს ნაღვლიან, მზერას რომ აყოლებ გამწარებული, მაშინ შენზე უბედური არავინაა! მაგრამ დგება მეორე დღე და ღიმილით გახსენდება, შენი "ხლაფორთი”, როცა კურდღელი, როგორც ყოველთვის მოულოდნელად გამოჩნდა! შენ კი ხან რას "წამოედე”, ხან რამ "შეგიშალა” ხელი სროლაში და გრძელყურაც უვნებელი წავიდა! ჰოდა, ამ დეკემბრის პირველ დღეებში, ვიხსენებ წარსულ ნადირობებს და მომავალზე ვოცნებობ! რამოდენიმე დღიანი პაუზა მაქვს ნადირობაში და ამიტომ ახლა განსაკუთრებით მომენატრა, კახეთი, ბალახიან-ჯაგიანი ფერდობები, ალაზნის ველი და კავკასიონის თოვლიანი ხედები! "საკურდღლე გორის” წვერზე შემომდგარი, რომ გადახედავ ალაზნის ველს, რამოდენიმე წუთით ხმასაც ვერ იღებ! ნადირობაც გავიწყდება, დგახარ და უბრალოდ გიხარია, ბედნიერი ხარ, რომ ეს "ყველაფერი” შენია! ჯერ მზე არ ამოსულა და ყველაფერს ვერცხლისფერი მდუმარება გადაჰკვრია, ალაზანსაც და ყინვისგან შეჭირხლულ ვენახებსაც. ხმელი, ოქროსფერი ბალახიც, ყინვით დაჭირხლული ვერცხლისფრად ბზინავს, მაგრამ ამოვა უზარმაზარი, ბაჯაღლოსფერი მზე და ყველაფერს დაუბრუნებს სიცოცხლეს და თავის ნამდვილ ფერს! შენ მზის ამოსვლამდეც "ცოცხალი” ხარ, ამ ყინვაშიც კი, მაგრამ მზე შენშიც რაღაც ახალს აღვიძებს! თუმცა მრავალჯერ შესწრებიხარ ამ მომენტს და ასეთი სურათიც არაერთხელ გინახავს, მაგრამ ყოველ ჯერზე, თავიდან იბადები! "ახალი” იბადება შენში! 
ამ, ფიქრებიდან ისევ "ზარმა” გამომიყვანა! ნიკა რეკავს, "ბიჭო, ჩემთან მივდივარ სოფელში, წამოხვალ?” -"მაგას კითხვა უნდა? როდის გავდივართ?!”-ვპასუხობ გახარებული. კახეთში, დედოფლის წყაროს რაიონის ერთერთ სოფელში, რამოდენიმე დღე გავატარეთ! ახლო-მახლო "სანადიროები” მოვიარეთ, მაგრამ ისეთი "საყურადღებო” იქ არაფერი მომხდარა! პატარა შირაქში, გვქონდა ისეთი ნადირობა რომელიც არასდროს დამავიწყდება და ალბათ ასეთი არც როდესმე განმეორდება! მოკლედ, გადავწყვიტეთ, რომ კარგი ნადირობისთვის, სოფლიდან მოშორებით წავსულიყავით! იქ, სადაც ყველზე ნაკლებად არის "შეწუხებული” ნადირ-ფრინველი. შევიკრიბეთ და ღამიანად გავედით! ოთხნი, მე და ნიკა, ორნიც ადგილობრივი მონადირეები! ერთი, ყველაზე უფროსი და გზების ყველაზე კარგად მცოდნე, "უფროსად” დავნიშნეთ! იმდენად რთული გზაა მისასვლელად და მისაგნებად, რომ ნამდვილად "შვიდჯერ უნდა დაფიქრდე” სანამ იქ წასვლას გადაწყვეტ! "უფროსმა” მიუხედავად იმისა, რომ გზები ყველაზე კარგად იცის, მაინც ძლივს გააგნო! პირველი "გაჩერება” მთავარ სანადირომდე გავაკეთეთ. უკვე გათენდა და დროის დაკარგვა გვენანება! გადმოვუშვით მანქანიდან ძაღლები. ერთი რუსული მდევარი, ერთიც კურცჰაარი და ჩემი "ესტონელი”. მდევრები მაშინვე გორაკებს შეუყვნენ, ფერდობებზე ტრიალებენ და კვალს ეძებენ! კურცჰაარი კი პატრონთან შორი-ახლოს ტრიალებს! აი, მდევრებმა კვალი აიღეს, პირველი წაყეფება და ჩვენც "გავიშალეთ”. მდევრები უკვე "საწოლ კვალზე” ყეფენ, კურდღელიც ძალიან მალე ააგდეს და ნახევარ წრეზე "აიღო” ნიკამ! ყველაფერი ძალიან მალე მოხდა! მდევრებიც მოვარდნენ, ნანადირევთან. დავიჭირეთ ძაღლები და დავაბით! რადგან "უფროსმა” გვითხრა, აქ დროის დაკარგვა არ ღირს და იქ "მთავარ ადგილზე” მივიდეთო. იქ უფროა კურდღელიო. 1 საათი კიდევ დაგვჭირდა, მანქანით ჯაყჯაყი, "გზის” ძებნა! გზა, ძალიან პირობითი მცნებაა იქ! რადგან მანქანის ყველა "ნატარ-ნაკვალევი” გზად ითვლება და სად მიგიყვანს კაცმა არ იცის! მე შენ გეტყვი და ორიენტირებია თუ რა?? ყველა გორაკი ერთმანეთს გავს! მაღალ ხეს ვერ ნახავ, რომ ორიენტირად აიღო! ხევებიც ერთნაირია! მხოლოდ ცხვრის "ბინები” გშველის! მეცხვარეებთან იკითხავ გზას, მაგრამ თუ თათარი მწყემსი შეგხვდა, აი მერე ხარ ცოდო! ქართული იმან არ იცის და რუსული! შენ კი აზერბაიჯანული ენა არ გესმის! ჰოდა, "ძველი, კეთილი” ჟესტების ენა გშველის მარტო! ხელებით, ფეხებით და საერთოდ მთელი "არსებით” უხსნი ყონაღს, თუ რა გინდა, რა გჭირდება! ისიც "სერიოზულად-შტერი” სახით გიყურებს და გუნებაში ცხვრებს ითვლის! ანუ შენი არაფერიც არ ესმის! როგორც იყო მივაღწიეთ "მთავარ ადგილას”! გადმოვედით მანქანიდან და გადმოვუშვით ძაღლებიც,მაგრამ ჯერ არ ვუშვებთ საბმელიდან! ლადო, ნაბახუსევია და გვთხოვს ჯერ ვისაუზმოთ, დავილოცოთ და კურდღელი ვერსად გაგვექცევაო! დილით, ნადირობის წინ არც საუზმე მიყვარს და არც საუზმის განუყოფელი "სამი ჭიქა” არაყი! ვერ ვიტან! მაგრამ რა უნდა ქნა? ახლადგაცნობილი, მონადირე სადღეგრძელოს რომ გეტყვის, შენ უარს ხომ არ აკადრებ? თან რაიმე "რიგით” სადღეგრძელოს კი არ გეტყვის, არამედ "მზაკვრულად” ნადირობას-ძაღლ-მონადირეს-სამშობლოს-ბუნებას დალოცავს, "ჯიგარს დაგიწვავს” და ნუ დალევ აბა თუ ბიჭი ხარ?! დალევა და ქეიფი ნადირობის შემდეგ არის "ტკბილი”! მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც არ გამოვა სხვანაირად და დავილოცეთ "სამ-სამი”! დავამთავრეთ "საუზმე”, ავისხით თოფ-იარაღნი, ავუშვით ძაღლები და ვიწყებთ ნადირობას! მაგრამ რად გინდა? ნადირობა კი არა ისეთ ხასიათზე ვარ, აი, ბექარა ჯეირანაშივლი, რომ "ებოდიშებოდა თავის ცხენს”! აი, ეს მახსენდება : "კარგი ადგილებია, მე და ჩემმა ღმერთმა. აი, როგორ არი, იცი?.. კახეთში, ვთქვათ, სიღნაღიდან ალაზნის ველს გადახედავ ისეთი სანახავია, ტიალი, რომ ყელში ჯავრის გორგალს მოგაყენებს, ეგეთი ძალა აქვს იქაურ ადგილებს, სულზე ფეხს დაგადგამს, შენ ნაკლები ხარო! ადგები და გულის მოსაფხანად შენსავე ხარებს პატრონის დედას შეაგინებ და ამაყ სიმღერას იტყვი. მაშა!..” ეს მახსენდება, ჰოდა რაღა თოფის სროლა მინდა? სიყვარულით უკვე გაგიჟებულს?? თანაც ნანადირევი უკვე არის, "საღამოს მიზეზიც” გვაქვს უკვე! მაგრამ მონადირულ აზარტი არ გვასვენებს! თან მეორედ ან ჩამოხვალ აქ და ან არა!! ისევ "გავიშალეთ” და ისევ "დავიწყეთ”! მე, ნათხოვარი, ჩახმახიანი ბებერით ვარ შეიარაღებული! "ჩახმახიანს” არ ვარ შეჩვეული და ამიტომ განსაკუთრებით ვფრთხილობ, ჩახმახები დაშვებული მაქვს და ის კიარა "გადახსნილი თოფით” ვივლი მეთქი ვფიქრობ, მაგრამ რამე რო იყოს მერე არ გინდა, თოფის დაკეტვა და ჩახმახების მოზიდვა მოასწრო??? მოკლედ, მშვენიერ გუნებაზე მივბოდიალობ ხევში, ხევის გვერდებზე, ჯაგნარში ჩემი "ესტონელი” ბორიალობს! უცბად, ისეთი "გააბა” ვიფიქრე ნეტავ სუნთქვას როგორ ასწრებს მეთქი! აღრიალდა "ესტონელი” და "ისარივით გავარდნილ” გრძელყურასაც მოვკარი თვალი! ჯაგებში რომ "მიფრინავდა”. ერთი ჩახმახის მოზიდვა მოვასწარი და იმ ლულიდან მივაყოლე ფუჭი ნასროლი! წავიდა გრძელყურა და მოვიდა "უფროსი” გრძელი ენით! აჯაჯღანდა მაგრამ რა აჯაჯღანდა, თითქოს მაგის "მოსისხლე მტერი გამეშვას”! "მარტო ხმა კი არა კლავს, მორტყმა უნდა კურდღელს საფანტის მორტყმა”! ტფუუუ ამის ყბაში როგორ ჩავარდი?! ცოტა ხნით შევისვენეთ და ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ დღეს კურდღელს ვინც ვერ მოინადირებს, საღამოს სუფრაზე ის იქნება თამადაო! "ვაჰ, აქამდე "მომკვლელი” იყო თამადა და ესენი პირიქით იქცევიან”-გავიფიქრე ჩემთვის. "ჯანდაბას”, ავიტან თამადობას, მაგრამ "უფროსის” ყბიდან მინდა ამოვიდე! გავაგრძელეთ სიარული! კურდღლის კვალი მართლა ბევრია! ძაღლები ცალ-ცალკე დასდევენ "საკუთარ” კურდღლებს! გავარდა თოფი, ძაღლის ხმაც აღარ მესმის და სროლის ხმა საიდანაც შემომესმა იქით წავედი! მივედი და "უფროსო” არის გაცეცხლებული, აუცილებია ბიჭს! ეუფ, მომეცა ლხენა და ჩავრთე "მარტო ხმა კი არა კლავს! ცოტა დამიზნებაც უნდა უფროსო”! ბოლომდე გადავუხადე სამაგიერო! ჰოდა, ცოტა დარცხვენილია ჩვენი "უფროსო” ! ძაღლების ყეფა მოტრიალდა ისევ და გავიშალეთ! ცოტა ხანში კიდევ გავარდა თოფი და ძაღლებიც გაჩუმდნენ! მივედით იმ ადგილზე და "უფროსო” რეაბილიტირებულია! "აიღო” კურდღელი და ბედნიერია! გავაგრძელეთ,ისევ! რადგან ეს ყველაფერი დროის პატარა მონაკვეთებში ხდება და ძაღლები არ დაღლილან ჯერ! ისევ ააგდეს ძაღლებმა კურდღელი და მალევე აიღო ლადომ კურდღელი! გამოვიდა, რომ ჩემს გარდა ყველას ყავს მონადირებული კურდღელი! ჩავიქნიე ხელი და საღამოსთვის სადღეგრძელოებს ვიმეორებ გულში! ისევ "გაშლილები ვართ” ძაღლები დასდევენ და ამჯერად ცოტა შორს გაყვნენ კურდღელს, ხმაც აღარ მესმის და სადაც ვიდექი "ნომერში” იმ გორიდან დაშვება გადავწყვიტე, რადგან ხევზე ერთი კარგი ადგილი შევნიშნე ნადირისთვის გზის მოსაჭრელად! თოფზე ჩახმახები მოზიდული მაქვს, მაგრამ თოფი გადახსნილი მიჭირავს ხელში! ვიფიქრე, რომ ასე აჯობებდა, რადგან თოფის დაკეტვა უფრო სწრაფად შეიძლებოდა და ვიდრე ჩახმახების მოზიდვა, თან უსაფრთხოც იყო ასე ტარება! ნელ-ნელა ჩამოვდივარ და საიდანღაც ლადოს კურცჰაარი მოვიდა ჩემთან! იქვე დაიწყო ტრიალი. ბიჭოს, რაღაცის კვალზეა, მაგრამ მეძებარია და არა მდევარი! მიდი და გაიგე ფრინველის კვალზეა თუ კურდღლისაზე! მაგრამ უცბად, ჯაგთან ნაბულზე გაიყინა! ისეთ ჯაგთან დადგა, რომ იქ კურდღელს ნამდვილად არ ველოდი და მოვალეობის მოხდის მიზნით ვუთხარი "ეცი”-მეთქი! ესეც "ეცა” და კურდღელი გამოაგდო! ეს არ უნდა წამივიდეს მეთქი გავიფიქრე და თოფის დაკეტვა ვცადე, სიჩქარეში ერთი ვაზნა გადმომივარდა ლულიდან და მხოლოდ ერთი ვაზნით დავკეტე თოფი! ამიტომ კარგად დამიზნება ვცადე და ის იყო აღმართზე ავარდნილი კურდღელი თვალს უნდა მოფარებოდა, რომ მივაყოლე! რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მოხვდა და იქვე იქნებოდა შორს ვეღარსად წავიდოდა! იმ ადგილისკენ რომ დავაპირე გაქცევა, უცებ ზემოდან ჩამომავალი ლადოს ხმა გავიგე: "წავიდა არ მოხვედრიაო” მითხრა! იმ წუთას, ლადო კი არა, თვით ოჩოპინტრე ვერ დამაჯერებდა, რომ ”წავიდა” ის კურდღელი! რათქმაუნდა არ დავიჯერე!!! ავირბინე ის აღმართი და ვაჰ, მართლა არ არის! არ მჯერა! აი, ხომ არის, რომ გულით გრძნობ რომ "ის შენია”! დარწმუნებული ხარ ამაში და კაციშვილი ვერ გადაგარწმუნებს! ზუსტად ასე ვარ! მაგრამ არ ჩანს კურდღელი! ისევ ლადოს კურცჰაარს დავუძახე. მოვიდა სადაც მე ვიდექი და იქვე ჯაგს ეცა! თურმე დაჭრილი კურდღელი იქ დამალულა! გამოვარდა კურდღელი და კიდევ ერთი გასროლით "დარჩა ადგილზე”! ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო იმ წუთას! ოთხნი ვართ და ოთხივეს გვყავს ნანადირევი კურდღელი! ლადომ შეხედა თუ არა "ჩემს კურდღელს”, -"ვაჰ, ბიჯო რამხელაა ო?” "ემოდენა კურდღელი არც მინახია ჯო!” - არ ვიცი მე გამიკეთა გული თუ მართალს ამბობდა, მაგრამ მე კი ძალიან გამიხარდა! პირველ რიგში ის, რომ "უფროსოს” ყბიდან ბოლომდე ამოვედი! მოვგროვდით მანქანასთან და ყველას გაუხარდა ჩემი ნანადირევი! ყველამ აღნიშნა ამ კურდღლის სიდიდე! ეს, არ გახლავთ მონადირული "გაბუქება ზომებში” ! მართლა ასე იყო! დღეს ლადო აღარ არის ცოცხალი, მაგრამ დანარჩენი მონაწილეები იმ დაუვიწყარი ნადირობისა ცოცხლები არიან და დამემოწმებიან! გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები! ჩავბარგდით და წამოვედით შინისკენ! ოღონდ "წამოვედით” ამის თქმა უფრო ადვილია ვიდრე შესრულება! ჯერ დღის შუქზე როგორი მისაგნები იყო და ახლა სიბნელეში ხომ საერთოდ გაგვიჭირდა! რამოდენიმეჯერ დაგვებნა გზა! ხან ხევს მივადექით და ხან რაღაც ჯანდაბას! ძლივს მოვაღწიეთ სახლებამდე! ისეთი დაქანცულები ვიყავით ყველა, რომ ქეიფი "მომავლისთვის” გადავდეთ! მე და ნიკამ კი "ავღნიშნეთ” ეს ნადირობა სახლში! საოცარია ნადირობა! როგორ ადამიანს არ შეგახვედრებს! ლადო, კაცი, მონადირე, რომელიც მხოლოდ ერთხელ ვნახე! მხოლოდ ერთი დღე ვინადირეთ ერთად! ამ ნადირობის შემდეგ მალევე დაიღუპა ავარიაში! ერთხელ ვნახე, ერთხელ ვინადირეთ, ერთხელ დავლოცეთ "სამ-სამით” ერთმანეთი და ნადირობა! ყველაფერი "ერთხელ” იყო, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ჩემს სიცოცხლეში, ლადო და მისი კურცჰაარი! არასოდეს დამავიწყდება ის "დიდი ნადირობა”! დღეს აღარც კი მინდა იმ ადგილას ნადირობა თანაც მაშინდელივით ბარაქიან-იღბლიანად! ის, მაშინდელი "დიდი ნადირობა” დარჩება განსაკუთრებულად, რომელიც მთელი სიცოცხლე გაგვყვება თან!


წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (18.02.2014) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 3696 | კომენტარი: 10 | ტეგები: მონადირე, ნადირობა, შირაქში, monadire, გიორგი სარიშვილი, bazieri.ge, nadiroba, giohunt1982, კურდღელზე | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 10
0   Spam
10 doreuli2000   (08.10.2014 23:02:39) [მასალა]
10 10

0   Spam
9 civilioni   (04.05.2014 22:52:41) [მასალა]
19

0   Spam
8 civilioni   (04.05.2014 22:50:34) [მასალა]
გაიხარე მართლა კარგად გაქვს აგწერილი ყველაფერი, 5bit

0   Spam
7 nugo12   (15.04.2014 21:36:58) [მასალა]
საღოლ რა მაგარი ამბავია ერტი კომედიის გადაღება შეიძლება 10 10 48

+1   Spam
6 iakaniiakani   (26.03.2014 17:54:27) [მასალა]
ძალიან მაგარია,საღოლ 10

0   Spam
5 Hunter77   (12.03.2014 21:36:29) [მასალა]
10 166

0   Spam
4 zkk1963   (05.03.2014 23:56:13) [მასალა]
166 166

+1   Spam
3 gioxmala   (01.03.2014 01:13:08) [მასალა]
ძალიან მაგარი გადმოცემის უნარი, გაქვს ის ადამიანი კი ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მაგარი ჩანაწერია.

+1   Spam
2 tatoxoni   (18.02.2014 14:36:40) [მასალა]
გიო როგორც ყოველთვის მაგარი ჩანაწერები გაქ 166 ლადოს ამბავმა გული დამწყვიტა

0   Spam
1 avtandil   (18.02.2014 13:50:00) [მასალა]
3_8_62 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика