ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

“მთვარეზე ნადირობა”
                                                      "მთვარეზე ნადირობა”



ლამაზად ჟღერს, "მთვარეზე ნადირობა”. ანუ მთვარის შუქზე, იხვის ღამის გადაფრენაზე ნადირობა! დღისით, მზის შუქზე ათასჯერ ნანახი სანადირო, მდინარე, რიყე და ჭალა. ღამით, მთვარის შუქზე აბსოლიტურად სხვანაირად გამოიყურება! იმდენად, რომ ვერც კი იცნობ ადგილს, რომელიც დღის შუქზე "დეტალურად” გაქვს შესწავლილი! ღამე, მთვარის შუქზე სულ სხვაგვარი ელფერი ეძლევა ყველაფერს! სხვა გრძნობა, აურა და იდუმალება ახლავს, ღამეს და მთვარეს! მარტო ის რად ღირს, რომ ღამით სულ უმნიშვნელო "ხმაური”, სულ პატარა "ჩქამიც” კი მეხის გავარდნასავით ისმის! ამის გარდა, მთვარის შუქ მოფენილი, ვერცხლისფრად მოლივლივე წყლის ყურება, ხომ ცალკე სასწაულია! რიყეც კი, ლამაზია ამ დროს, უბრალო ქვებია ლამაზი! ეს კი, ღამის და მთვარის "დამსახურებაა”! მართალია, რომ მონადირეები დიდი "უცნაური” ხალხი ვართ! მონადირის თვალით დანახული სამყარო ძალიან განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელსაც "ქალაქს არ გაცილებული” ადამიანი ყოველდღე ხედავს! ჰოდა, მკითხავს ალბათ ეს "ქალაქს არ გაცილებული”, რომ "რა არი კაცო ლამაზი? ქვები, ღამე, ყინვა და ტალახი?” მე კი, ვუპასუხებ: "ჰო, ძმაოჯან ეგ არის ლამაზი ეგ! როცა შენში სიყვარულია მაშინ ყველაფერი ლამაზია!” შენ ალბათ სულ სხვა "რაღაც” გიყვარს და იმაში ხედავ "სილამაზეს”! მოკლედ, მე ჩემებურად ვაფრენ და შენ შენებურად! სხვაობა ის არის, რომ მე "სიბერეში”, სიცოცხლის ბოლოს უამრავ, ლამაზ, ჯადოსნურ მომენტს გავიხსენებ ჩემი ცხოვრებიდან! შენ კი, მხოლოდ "ნაცრისფერი ერთფეროვნება” გაგახსენდება და სინანულის გრძნობა შეგაწუხებს, სინანული იმისა, რომ შენც შეგეძლო სიცოცხლით დამტკბარიყავი, მაგრამ "ამას” ვერ მოეშვი, "იმან” არ დაგაცალა და ა.შ. მხოლოდ "ბოლოს” იგრძნობ, რომ რეალურად არაფერიც არ გინახავს ამ ცხოვრებაში! არაფერი ლამაზი! წეღან, ტყუილად არ ვახსენე "ჩემებურად ვაფრენ” მეთქი! ზედიზედ ორი ღამე გავტხეთ, მე და ჩემმა მეგობრებმა (არც ისინი არიან "დალაგებულები”) ორი ღამის, უძილობა. ორ უძილო ღამეს ნაგროვები შთაბეჭდილებები, სიხარული, ბედნიერების განცდა და სილამაზით ტკბობა! დღეს 28 იანვარს, მესამე ღამესაც "გავტეხავთ”, კიდევ ერთი ჯადოსნური, "მზიანი ღამე”! შეემატება ჩვენს მოგონებებს! ამ ნაწერს, ვერასდროს გაიგებენ ისინი, ჩვენ მონადირეები, "თოფიან როჟებს”, რომ ვეძახით! "მეხორცეებისთვის” წარმოუდგენელია, რომ შეიძლება” ნაკლული იაგდტაშით” მაგრამ სავსე გულით, ბედნიერი დაბრუნდე შინ! ათასმეერთედ გეუბნებით, რომ მთავარი ხორცი არ არის არააა!!!! მთავარი, სიყვარულია! სიყვარული ბუნების, სამშობლოსი, მეგობრების და თავგადასავლების!! ნანადირევი, გინდა თუ არ გინდა "ხორცია”, მაგრამ კარგი და ძვირფასი მაშინ არის ჩვენთვის როცა ნორმა და წესები დაცულია მოპოვებისას!! ჰო, კიდევ ერთი, ყველა ნადირობა, ანუ ყველა გასვლა, რომ ნანადირევით მთავრდებოდეს ერთ სეზონზე სამუდამოდ დავანებებდი თავს ნადირობას!! რადგან ნადირობა ჩემთვის აზრს დაკარგავდა, დაეკარგებოდა ყოველგვარი აზარტი!! მაშინ მხოლოდ ფოტოაპარატით "შეიარაღებული” დავივლიდი ტყე-ველთ იმიტომ, რომ ჩემთვის ბუნებასთან ურთიერთობა იგივეა რაც თევზისთვის წყალი!!
მოკლედ, ნადირობაში, რომ მთავარი ძმური, მეგობრული ურთიერთობაა და მხოლოდ მაშინ არის ის ნადირობა ჩვენთვის "შემდგარი” და სასიამოვნო, ამის მაგალითად წუხანდელ ნადირობას მოგიყვებით! 
27 იანვარია. კიდეც მოიღრუბლა, კიდეც წამოწვიმა და თითქოს სანადირო დარია, მაგრამ ის მაინც არ არის, რაც ჩვენ გვინდა. (მხოლოდ მონადირეს უხარია, წვიმა, ძლიერი ქარი, თოვლი, ყინვა და სხვა ათასი "ჯანდაბა”) ბოლომდე არ არის, სანადირო დარი, მაგრამ მაინც არ გვიძლებს გული და ატყდა ერთმანეთში გადარეკვა-გადმორეკვა. " რა ვქნათ ბიჭო? არ წავიდეთ დღეს? ნახე, მგონი ამინდი დაგვიდგა?” "წავიდეთ, აბა რა! მგონი, რომ იქნება იხვი” "ხო რა, წავიდეთ და რაც იქნება იქნება!” "ხო, მართალი ხარ! მეც მომენატარა გასვლა” "კუდიანს მე დავურეკავ, ბენოსაც შევეხმიანები” "ჰო, შეეხმიანე ბიჭებს და გასვლის დრო დავთქვათ!” რამოდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ: " მოკლედ, მივდივართ, ჩემთან 7-ზე იყავი, მერე ბენოს გავუაროთ და მერე კუდიანს შევხვდებით!” "კარგი, შევთანხმდით!” დაახლოებით ასეთი იყო ჩვენი "სამზადისის” დიალოგები! აი, ოთხივე ერთად ვართ, მანქანაში. სათანადოდ აღჭურვილ-მომზადებულნი! წინ გზაა, რომელიც ყოველთვის გრძელი გვეჩვენება, როცა სანადიროდ გვეჩქარება! ახლაც გვეჩქარება, ისე, თითქოს მეხანძრეები ვიყოთ და ხანძრის ჩასაქრობად მივრბოდეთ "თავქუდმოგლეჯილები”! ხანძარი კი მართლა გვინთია, ოღონდ გულში, ბუნების, ნადირობის და მეგობრების სიყვარულის სახით! როგორც იქნა მივაღწიეთ, ნაცნობ და საყვარელ სანადიროში! გაჩერდა მანქანა, გადმოვედით და რას ვხედავთ, ვიღაც "თავხედს”, ჩვენს "სამფლობელოში” შემოჭრა განუსძრახავს! მარტოა, თვითონ და ჩვენი "დესანტი” რომ დაინახა, ნაჩქარევად დაგვემშვიდობა და მიაშურა ჯანდაბას! მითუმეტეს,რომ მანამდე ნოდარი და კუდიანი მივავლინეთ "პარლამენტიორებად”!! დავრჩით ჩვენ. ვნაწილდებით "საფარებში” "გიო, მე იქ დავდგები, აი, კარგი დასამალი, რო აქვს” - "კარგი, შენ იქ გადადი, ბენოს ცოტა მოშორებით დავტოვებთ, მე და კუდიანი კი ბოლოში გადავალთ!” გავნაწილდით: ნოდარი, მოშორებით ბენო და ბოლოში მე და კუდიანი ვართ ერთ "ნომერში”. "პარალონი” გავშალეთ, მოვეწყვეთ მე და კუდიანი. მთვარეზე ნადირობისას, სმენა, ხედვა და შეგრძნება უმაღლეს დონეზე არის გაფაციცებული და დაძაბული! ცივა, მაგრამ ქუდს მაინც ყურებს ზემოთ ვიწევ, რომ სმენაში არ შემიშალოს ხელი. იხვის ფრთების "სივილი”, რომ არ გამომეპაროს! მთვარე არ ჩანს, საკმაოდ მოღრუბლულია და ირგვლივ "სრული წკვარამია”, მაგრად ბნელა, იხვის დანახვა ძნელი იქნება, მაგრამ სულაც არ მადარდებს ეს! ისეთ ხასიათზე ვარ, რომ მგონია, მთვარის მაგივრადაც "გავანათებ” თუ საქმეს დასჭირდება! ისეთი ლამაზი სიტყვებით და ისეთი ლამაზი გრძნობით დამილოცა გზა, რომ დარწმუნებული ვარ ხელი მომემართება! დაიწყო. პირველი იხვის ფრთების ხმაც გაისმა. ამ დროს სუნთქვასაც კი ვიკავებთ, რომ უკეთ გავიგოთ "ფრთების ხმა” საიდან წამოვა! მობილურით სმს-ი მივიღე, ისეთი, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებ! ამიტომ, ვცდილობ რომ მობილურის განათებული ეკრანი დავფარო, შუქით იხვი რომ არ დავაფრთხო და ასე ვკითხულობ, ასევე ვწერ პასუხსაც! ყველაზე სასაცილო, ის არის რომ რა წამსაც ამოვიღებ ტელეფონს ჯიბიდან, მაშინვე იხვი შემოვარდება ჩვენს თავზე, დატრიალდება და მოშორებით ჩაეხეთქება წყალში! მარა რათ გინდა? არ ჩანს, ის ბურდღადამწვარი! ირგვლივ საოცარი სიჩუმეა, რომელსაც კუდიანი პერიოდულად არღვევს "ყიყინით” ეძახის და ეძახის იხვებს, მაგრამ დღეს თითქოს შემოსწყრნენო კუდიანს, იხვები ხმას არ სცემენ! არადა წინა დღეს ნახევარ საათიან საუბარში, კუდიანმა და იხვმა, ერთმანეთს გული გადაუშალეს! ერთმანეთს უყვებოდნენ "ამ მთისას და იმ ბარისას”! "თუ, ძმა ხარ, ამოიღე ეგ ტელეფონი, ხომ ხედავ ისე არ მოდიან,” მეხუმრება-კუდიანი! უცბად, ნოდარის "ნომრიდან” ხმაური შემოგვესმა, გავხედეთ და რას ვხედავთ: ნოდარი, ჯიბის ფანრით ანათებს წყლის პირზე და "ქშა” "ფრრრ”, ჰოუუს” ძახილით დადის! რა უნდა მეფიქრა კარგი? რა მოუვიდა ამ კაცს ? მეკითხება კუდიანი. "რავიცი, ტო. ნეტავ რას აკეთებს? რატო ხმაურობს?” მეშლება ნერვები! თურმე, ნოდარის წინ წყალში დამჯდარა იხვი, მაგრამ სიბნელის გამო ვერ ხედავს და უნდა ხმაურზე ააფრინოს, რომ იქნება მაღალზე მაინც გამოჩნდეს და სროლა მოახერხოს! ამანაც ჯერ ცოტაზე დაიწყო ხმაური, იხვი, რომ არ აფრინდა უმატა ხმას "ფრრრ”, "ოეეე” და ნელ-ნელა უმატებს ხმას და ბოლოს სანამ დედ-მამის სული არ შეაგინა გამწარებულმა ისე არაფრით არ "ადგა” იხვი! აფრინდა და უკვე გამწარებული ნოდარის ნასროლი საფანტი ჩაიყარა ჯიბეში და არხეინად, ყიყინ-ყიყინით წავიდა! ალბათ მოუსვლელში, რადგან ნოდარმა იქით უსურვა გზა! გავიგუდეთ, სიცილით! გავაგრძელეთ, ლოდინი. უცბად, ერთი იხვი, ბენოს წინ დაეშვა წყალზე! ეს, მე და კუდიანმაც დავინახეთ! იხვს ვხედავ და თოფიც დამიზნებული მაქვს. როგორც იტყვიან "მუშკაზე მყავს”, მაგრამ გასროლას არ ვჩქარობ! რადგან ეს იხვი ისე ზის, რომ პირველი გასროლის ყველა უფლება ბენოს ეკუთვნის! თან პირველი ტროფეი უნდა გახდეს ეს იხვი ბენოსთვის! პირველი ტროფეის სიხარული ყველა მონადირეს მთელი სიცოცხლე მიჰყვება თან!! მე, უფრო "დაზღვევის” ამბავში მყავს ეს იხვი მიზანში, რომ თუ ვერ დაინახა ან ვერ მოარტყა მერე ვესვრი! ბენო კი ამ დროს გაფაციცებულია, კარგად დაუმიზნა, გასროლა და დარჩა იხვი წყალზე! "ვაჰ, საღოლ ბენო, ჯიგარი ხარ” ისმის, ჩვენი ხმა! ბენოც მეცხრე ცაზეა სიხარულით! ჩვენც ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მეგობარია ასეთი გახარებული! "იყოს და მერე გამოვიტანოთ” "გავაგრძელოთ” გადავწყვიტეთ! ქარი ამოვარდა, აცივდა თუმცა გვიხარია, რომ ეს ქარი გვეხმარება და იხვს ნაპირზე გამორიყავს! იხვი კი გამოგვიტანა ქარმა, ოღონდ გაღმა ნაპირზე! ეგ, არაფერი მოვუაროთ მერე, ჩურჩულით მეუბნება კუდიანი! საერთოდ ჩურჩულით ვსაუბრობთ! ჩურჩულიც კი არ შეიძლება საფარში, მაგრამ ორ მონადირეს სალაპარაკოს რა გამოგვილევს?! ჰოდა, ჩვენც ყველაფერზე "ვლაპარაკობთ”! თუ საეჭვო ხმაურს გავიგონებთ, მაშინვე ვჩუმდებით, ერთმანეთს ვანიშნებთ საიდან, რა გავიგონეთ. პატარა პაუზა და ისევ ჩურჩულით მიდის "საუბარი”! უცბად, გვერდიდან გვესმის "ფრთების სივილი” და იხვიც გამოჩნდა, კუდიანმა თოფი მოიმარჯვა და გააყოლა, "დაიცა არ იჩქარო, დაჯდება ეგ იხვი” ვჩურჩულებ მე. კუდიანმა თოფი დაუშვა და იხვიც ჩაჯდა წყალში, ჩვენს წინ. როგორც იქნა ჩვენს ნომერშიც მოვიდა! იხვს ვხედავ, უფრო სწორედ იხვის ჩრდილს, მუქ წერტილს წყალზე! ავწიე თოფი და ჩემს წინ მჯოდმ იხვს ვუმიზნებ, არ მეჩქარება და ვცდილობ კარგად დავუმიზნო! კუდიანიც თოფმომარჯვებულია ოღონდ "დაზღვევაზე” ! კარგად დავუმიზნე და წინა სასხლეტს ნელა გამოვუსვი თითი! შენც არ მომიკვდე! "დააყალბა” ტფუ, შენი.... შევიკურთხე გუნებაში! "შენ, ესროლე, ხომ ხედავ არ გავარდა!” ვეჩურჩულები კუდიანს, ოღონდ უკვე არცთუ ისე ხმადაბლა! რადგან სადღა წაგვივა მეთქი. "არა, არა მიდი შენ ესროლე” მეუბნება კუდიანი. "კაცო, ხო ხედავ დააყალბა?! მიდი შენია ესროლე!” -ვპასუხობ მე. "მეორე ტყვიაც ხომ გაქვს, შე კაცო? ესროლე შენია”-ისევ მე მითმობს კუდიანი! ამ ლაპარაკში კი იხვი ზის, "გაშეშებული” და აფრენისაც ეშინია. ესმის რა ჩვენი "თავაზიანი საუბარი” ალბათ ფიქრობს: "ჩემი ბედის დედა ვატირე, მონადირე შეგხვდეს და ისიც ორნი, თან ორივე გადარეულიო?!” მოკლედ მორიგი მეგობრული "ძღვენი” მივიღე და ვესროლე იხვს! დარჩა წყალზე თუმცა დაჭრილია, წვრილი საფანტით ორი გასროლა კიდევ დასჭირდა, რომ ნაპირთან მისული სადმე არ გაპარულიყო და შემდეგ ტურის "კერძად” არ ქცეულიყო! გვიხარია, თან ვიგუდები სიცილით ამ ჩვენს "მხოლოდ თქვენს შემდეგ ბატონო”-ზე!! ორი ინგლისელი, ლორდი ბუკინგემის სასახლეში, მეჯლისზე, ვერ გამოიჩენდა ამდენ თავაზიანობას ერთმანეთის მიმართ! უკვე კაი დროც გასულა, სიცივემ იმატა, იხვმა კი იკლო და ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს ამით მოვრჩეთ და ხვალ გავაგრძელოთ დანარჩენი! ვგროვდებით მანქანასთან. ჩავბარგდით, მანქანის სალონში დატრიალებული სითბო, სააქაოს გვაბრუნებს! ისევ გზა შინისაკენ, ისევ გემრიელი მოგონებები, ისევ ბუნება და ისევ ძმაკაცობა! ჯერ კუდიანი დავტოვეთ სახლში, შემდეგ ბენო მივიყვანეთ, ბენოსთან ერთად მეც ჩამოვედი მანქანიდან და არაფერი დაგრჩეს მეთქი ვახსენებ. " არა ძამა, რა უნდა დამრჩეს, აბა ჰე ხვალამდე, მადლობა”-ო და შევიდა ბენო სადარბაზოში. მე, მანქანაში ჩავჯექი და ნოდარს ვეკითხები "ბიჭო, ბენომ იხვი წაიღო??” "არ ვიცი არ დამინახიაო”-მეუბნება ნოდარი. "დაიცა ერთი, გააჩერე და საბრგულში ვნახავ მეთქი” გააჩერა, მანქანა. გადმოვედი, გავაღე უკანა კარი და რაც ვხედავ? "ამ აბდალს” იხვები დაუტოვებია! თავისი პირველი იხვი ჩვენ დაგვიტოვა! მომეთხარა ნერვები, თუმცა კი მესიამოვნა ბენოს საქციელი!! დავურეკე ტელეფონით და სახლში ასული "ლანძღვა-ჯაჯღანით” უკან ჩამოვიყვანე!! მისი მონადირებული მამალი ხარაზული გავატანე და კარგადაც "მივალანძღე”!
მოკლედ, ეს არის ნადირობაც, ძმაკაცობაც, ბუნების სიყვარულიც და საერთოდ ყველაფერი! გარგძელება რაღათქმაუნდა იქნება, რადგან ზუსტად ახლა, როცა ამას ვწერ, ტელეფონი არ ჩერდება! ხან ერთი რეკავს და ხან მეორე! გეგმავენ და მითანხმებენ ამღამინდელ ახალ თავგადასავლებს!! ასე, რომ მომავალ შეხვედრამდე!


წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (01.02.2014) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 3345 | კომენტარი: 10 | ტეგები: ixvze, ნადირობა, მთვარეზე ნადირობა, monadire, nadiroba, giohunt1982, იხვზე | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 10
+1   Spam
10 benito   (25.02.2014 16:14:13) [მასალა]
როგორც ყოველთვის 23_30_126

+1   Spam
9 torgwa   (16.02.2014 15:19:08) [მასალა]
166

+1   Spam
8 torgwa   (16.02.2014 15:18:50) [მასალა]
ბრავოოოო! მაგარია! საღოლ გიო. ლიტერატურულად, გრამატიკულად, თუ მხატვრულად მაგარია. (მარა ის საფანტი რომ არ ჩაგეყარა ნოდარის ჯიბეში ისე არ იქნებოდა ხო?) 167

+1   Spam
7 tacha-swd   (07.02.2014 21:59:10) [მასალა]
ნამდვილად მაგარია გიო გაიხარე მაგრად გაფასებ მიუხედავაი იმისა რომ არ გიცნობ გაიხარე ძმა სულ ჯამრთელი და ბედნიერი ცხოვრებაშიც და ნადირობაშიც

+1   Spam
6 koda   (07.02.2014 16:52:42) [მასალა]
თქვენ გენაცვალეთ ორივე მაგარი კაცები ხართ

0   Spam
5 sos112   (06.02.2014 11:54:16) [მასალა]
10 10 10 10

+2   Spam
4 mamalixarazuli   (04.02.2014 17:35:14) [მასალა]
მთელი არსებით მონადირეხარ გიო! 23_30_126 ვამაყობ შენი თანასაიტელობით 39 ვკითხულობთ შენს ჩანაწერებს და "ვნადირობთ" თითქოს... გაიხარე 23_30_126

+2   Spam
3 giorgiamigo   (04.02.2014 13:49:43) [მასალა]
გაიხარე გიო ასეთი სულში ჩამწვდომი ჩანახატისთვის, ზუსტად გამოძახილი მონადირის (ოღონდ რათქმაუნდა ნამდვილი)რომელიც იბადება და კვდება იმ "მოწამლული სისხლით" რასაც ნადირობა ქვია. ჩემი სურვილი იქნება ყველამ წაიკითხოს ეს წერილი მითუმეტეს დამწყებმა მონადირეებმა. გაიხარეთ

+2   Spam
2 tatoxoni   (03.02.2014 00:49:40) [მასალა]
ამ მშვენიერი ნადირობის წინ ბენიტოს ვწერდი და წარმატებული ნადირობა გისურვეთ და გამოგსვლიათ კიდეც 39 გიორგი ჩანაწერზე რამის თქმა ზედმეტია 166 39 39 39

+2   Spam
1 fisherleqso   (01.02.2014 23:11:09) [მასალა]
გეთანხმები გიო,ვერანაირი ნადავლი ვერ გადაცონის იმ სიამოვნებას რასაც თვითონ ნადირობის პროცესი გვანიჩებს. მეგობრებთან ერთად ბუნებაში გატარებულ საათებს, (თუნდაც გამით ყინვაში),ვერაფერი შეედრება. 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика