ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

СВД/Тигр-ი კრიტიკული თვალით


დავიწყებ ძალიან მარტივი და კატეგორიული მოსაზრებით და ვიცი რომ ბევრ ხალხს გადავიმტერებ :–),  СВД და მისი სამოქალაქო ვერსიები არ შეიძლება ჩათვლილი იყოს სნაიპერულ სისტემად ხოლო თვითონ შაშხანა არ გამოდგება როგორც სნაიპერული სისტემის კომპონენტი და არ გამოდგება ზუსტი სროლისთვის. სავარაუდოთ მას არც აქვს პოტენციალი გახდეს ასეთი როდესმე და ავხსნი რატომ. შეიძლება ბევრისთვის ეს იყოს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება მაგრამ ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება დაფუძნებული საკუტარ გაცმდილებაზე და იმ ინფორმაციაზე რაც ჩემთვის არის ხელმისაწვდომი.  ამ სტატიაში მე შევეცდები მოვიყვანო არგუმენტები ჩემი აზრის გასამყარებლად.

სნაიპერული სისტემა არ არის მხოლოდ შაშხანა, ეს არის კომპონენტების ერთობლიობა , რომელიც ქმნის სნაიპერულ სისტემას.  შაშხანა, ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა ( მოკლედ ოპტიკა), სნაიპერული ვაზნა და ჩემის აზრით სადგამი ანუ სოშკები.  შაშხანას უნდა ქონდეს მაღალი სიზუსტის პოტენციალი და ყველაფრი ის რაც ამის მიღწევაში დაეხმარება მსროლელს, ოპტიკა უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს , ვაზნა უნდა იყოს ზუსტი და უზრუნველყოფდეს სტაბილურ სროლას და სოშკები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაბილურ სასროლოსნო პლატფორმას ნებისმიერ სიტუაციებში იქნება ეს ქალაქი, უდაბნო თუ ჯუნგლები.  სოშკების მნიშვნელობის თემას კიდევ დაუბრუნდები ცოტათი მოგვიანებით.

რა ელემენტები უნდა ქონდეს სანიპერულ შაშხანას? და აქ მე დავაზუსტებ, რომ ლაპარაკი მაქვს საარმიო იარაღზე, რომელიც უნდა იყოს მასიურ წარმოებაში, ადვილი ასათვისებლად და ადვილი მომსახურებაში.  მას უნდა იყენებდნენ სნიპერები და არა მარქსმენები. პირველ რიგში   ასეთ შაშხანას უნდა ქონდეს რეგულირებები, ისინი არ უნდა იყვნენ ისეთი მრავალნაირი,  როგორც სპორტულ შაშხანებში, მაგრამ იარაღი უნდა ერგებოდეს მსროლელს და ქონდეს მინიმაური აუცილებელი რეგულირებების საშულება, კონდახის სიგრძე, სალოყეს სიმაღლე, რეგულირებადი ტარი. იდეალური მაგალითი, ერთ ერთი საუკეთესო თვითდამტენი სნაიპერული შაშხანა Heckler&Koch PSG-1. ძალიან მარტივად შეხედეთ რეგულირების საკითხს თუ ეხლა მე არ მეთანხმებით. ჯარში არ არის უნიფიცირებული ფეხსაცმლის ზომა ყველა ჯარისკაცისთვის ხო? რატომ არ უნდა ქონდეს სნაიპერს, ზუსტ მსროლელს, მოირგოს საკუთარ თავზე მისი იარაღი?  რა რეგულირებები გააჩნია СВД-ს? მხოლოდ სალოყე შეგიძლია "ჩართო” ან "გამორთო”.  კონდახი სწორია და მოკლე.  პრობლემატურია სწრაფი სროლა ღია სამიზნით.  არა და ახლო ბრძოლაში ამას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს.

 psg1case

Heckler&Koch PSG-1, რეგულირებადი კონდახის სიგრძე და სალოყეს სიმაღლე, რეგულირებადი ტარი.  იარაღს ასევე მოყვება მაღალი ხარსხის დასაყრდენი სადგამი.  კონსტრუქციის მინუსი, პერმანენტულად დაყენებული ოპტიკა Hensoldt 6×42, რომლის სხვა ოპტიკით შეცვლა შეუძლებელია. ასევე მინუსია დიდი ფასი, დაახლოებით 9000 დოლარი.

ასევე სასურველი იქნებოდა რეგულირებადი სასხლეტი.  რომელიც გააჩნია PSG-1–ს და არ გააჩნია СВД–ს.  უკანასკნელის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მასობრივი წარმობა რუსეთში არასდროს არ ყოფილა ხარსხიანი, შესაბამისად სნაიპერს უნდა ქონდეს საშულება მისი რეგულირების საკუთარი პრეფერენციების მიხედვით.

ეხლა რაც შეეხება სოშკებს, სოშკები არის სნაიპერულის სისტმის განუყრელი და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. რატომ? იმიტომ რომ სოშკები უზუნველყოფენ იარაღის როგორც სასროლოსნო პლატფორმის სტაბილურობას და ერთგარონებას გასროლიდან გასოლამდე მიუხედავათ იმისა თუ რაზე წევს ან ზის მსროლელი.  ხოლო სტაბილურიბა და ერთგავროვნბა არის ის რც განაპირობებს სრლის სიზუსტეს.  ზუსტი სროლა ეს არის ერთგვაროვნების მეცნიერება, ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ ჩემ ნაცნობს, რუსული წარმოშობის კანადელს და ის არის აბსოლუტურა მართალი.  თუ კომპლექტში სოშკები არ არის ან არ არის გათვლისწინებული მათი დაყენება  ეს ნიშნავს, რომ სროლა განხორციელდება არაერთგვაროვანი მდგომარობიდან რაც ყოველთვის იმოქმედებს მოხვედრის წერტილზე. თუ ჩვენ ვიყენებთ ბუნებრივ საყრდენ პარალელურად იცვლენა მოხვედრის წერტილებიც.  ამის მომსწრე მე ვყოფილვარ არაერთხელ. სნაიპერული სისტემების უმეტესობა იყენებს საკუტარი კონსტრუქციის ინტეგრირებულ სოშკებს, ხოლო დანარჩენებს აქვთ უნივერსალური სამაგრი, რომელზეც ადვილად ყენდება კომერციული სოშკები (Harris, Versa Pod).  СВД–ს აქვს სოშკების დაყენების ოფცია, მაგრმ სად? რესივერზე მჭიდის წინ. სამაგრი არასტანდარტულია, არ არის სტანდარტული სამაგრი კომერციულ ტიგრებზეც, რის გამოც იმისთვის, რომ მასზე იგივე Harris–ი დააყენო საჭიროა ხელოსნის ჩარევა. გარდა ამისა  ასეთი სოშკების სამაგრის განლაგება განაპირობებს დამიზნებისას ლულის მოძრაობის დიდ ამპლიტუდას რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სიზუსტეზე.  სოშკები უნდა იყოს განლაეგბული რაც შეიძლება წინ, ლულის ბოლოსკენ. არსებობს СВд-ზე გათვლილი პლასტმასის "ცევიო” ინტეგრირებული სამაგრით, მაგრამ მათი ხარისხი უფრო შეესაბამება ჩინურ სათამაშოს ვიდრე საბრძოლო იარაღის ელემენტს. RSsass_071207A

Armalite-ის წარმოებული თანამედროვე თვითდამტენი სნაიპერული შაშხანა Super SASS, დააკვირდით, როგორ არის განლაგებული სოშკები. ლულის ბოლოსკენ, თუმცა მათი განლაგება შესაძლებელი იყო "ცევიოს” ნებისმიერ ადგილას.  

СВД-ს აქვს ერთი ელემენტი, რაც თეორიულად უნდა ხელს უწყობდეს სიზუსტის გაზრდას. ეს არის დენთის აირების რეგულატორი.  1 მდგორმაობაში ის აწვდის მინიმალურ საჭირო დენთის აირების რაოდნეობას და ამცირებს მოძრავი ნაწილების სიჩქარეს. შესაბამისად მირდება რხევა, რაც ხელს უწყობს  სიზუსტის გაზრდას. მდგომარეობაში 2, დენთის არიების წნევა იწევა რაც განაპირობებს მეტ საიმედოობას დაბინძურების პირობებში. რამდენად ეს იდგომა მართებულია მე არ ვიცი. რეგულატორი აყენია იგივე SASS–ზე მაგრამ ის ასრულებს სხვა დანიშნულეაბს, კერძოდ კი უზრუნველოფს საიმედო ავტომატიკის ფუნქციონირებას მაყუჩით სროლისას.

versus

Тигр 7.62Х54 Cz550 .308 win Varmint–ის წინააღმდეგ. იმ დღეს ჩზ–ს საუკეთესო ჯგუფმა შეადგინა 3 სმ 200 მეტრზე. მიუღწეველი შედეგი ტიგრისთვის.

ოპტიკა. სანამ ოპტიკის კრიტიკას დავიწყებდი უნდა ავღნიშნო, რომ კარაგდ მორგებული გვერდითა სამაგრი თითქმის ყოველთვის ინარჩუნებს ნოლს მიუხედავთ ოპტიკის ხშირი მოხსნა დაყენებისა.  დიახ, სამაგრი არის რთული, ძვირი მაგრამ ის ასრულებს თავის ფუნქციას ძალიან კარგად.  თვითონ ოპტიკას, რაც შეეხება გამომდინარე რამოდენიმე ერთეულის ექსპლუტაციის გამოცდილებიდან (როგორც სამხედრო ПСО-1 ისევე მისი სამოქალაქო მოდიფიკაციები) შეიძლება ითქვას, რომა რი ხარსხის სერიოზული პრობლემა, ასევე დიდი სხვოაბაა ლინზების ხარსხში, რაც გამოიხატება მოყვითალო არამკაფიო გამოსახულებაში.  სიყვითლეს ზოგი ხსნის იმით რომ ეს არის შუქის ფილტრი, რომელიც არის ინტერგირებული ოპიკაში.  4 გადიდება არ არის საკმარისი ზუსტი სროლისთვის.  500 მეტრზე სილუეტსი დეტალების გარჩევა თითქმის შეუძლებლია. ბადეში ინტეგირებული მანძილმზომი უქბე ანაქრონიზმია, ბადე ამის გამო გადატვირთულია, რაც ართულებს ოპტიკური სამიზნის გამოყენებას დაზვერვის და ობსერვაციის მიზნებისთვის.  ინფრაწითელი ეკრანი, რომელიც დაყენებულია ოპტიკაში ინფრაწიტელი გამოსხივების აღმოცენისთვის არ არის გამჭირვალე და მისი ჩართვისას არ ცანს არფერი გარდა ინფრაწითელი გამოსხივებისა.  მისი მასა საკმაოდ დიდია  – 600/620 გრამი, შედარებისთვის Leupold Mark 4 3.5-10x40mm LR/T M2 იწონის 525 გრამს, რა თქმა უნდა სამაგრი არ არის მისი ნაწილი მაგრამ ოპტიკაც თავის შეასძლებლობებით ბევრად აღემატება ПСО1-ს.  ექსპლუატაციაში (სამი ერთეული) გამოვლინდა გარკვეული პრობლემები სამიზნე ბადის მარეგულირებელ მექანიზმში, რაც გამოიხატებოდა ბადის არაკონტროლირებად მოძრაობაში მისი რეგულირებისას.  ოპტიკა საარმიო სანიპერული შაშხანისთვის არ შეიძლება იყოს იაფი. ეს არის პრეციზიული მექანიზმი, რომელიც გარდა იმია, რომ უნდა იყოს ზუსტი დამატებით უნდა უძლებდეს საჯარისო ექსპლუატაციის სერიოზულ დატვირთვას.  ასეთი პროდუქტი ვერ იქნება იაფი.  რამდენადაც მე გავიგე ПСО-ს და მისი კლონების ფასი სრულ კომპლექტში არის დაახლოებით 100–150 დოლარი.  რა ოპტიკას იყიდი დღეს 120 დოლარად, ჩინურ Leapers?

1494288508aa

 მანძილი მანქანამდე 215 მეტრი.  რაიმე დეტალიზაციაზე აქ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი

ვაზნა.  ყველაზე საინტერესო ნაწილი. რა თქმა უნდა კარგი ვაზნა არ არის პრობლემა, მაგრამ დღეს იქ სადაც ხდება СВД ექსპლუატაცია, მათ შორის ქართულ ჯარში არ არის ხელმისაწვდომი კარგი ხარისხის ვაზნები, ხოლო სპეციალურ სნაიპერულ ვაზნებზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.  თავიდან მიხაილ დრაგუნოვმა თავისი შაშხანისთვის აარცჩა ხრახნების ბიჯი 320 მმ, რაც განსხვავდებოდა მოსნის შაშხანის ხრახნების ბიჯისგან (240მმ). მან გააკეთა ეს სპეციალურად იმისთვის, რომ მოეგო სიზუსტეში. საერთოდ კი 7.62Х54R ვაზნის სნაიპერული მოდიფიკაციის ისტორია იწყება სამოციანი წლების ბოლოს, როდესაც СВД–ს შეიაარღებაში მიღების შემდეგ დადგა საკითხი ჯარის ადეკვატური  გაზრდილი სიზუტის ვაზნებით მომარაგების .  ახალ ვაზნაზე მუშაობდნენ ორ "დაწესებულებაში”  61–ე სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (შემდეგ ЦНИИТОЧМАШ) და 188–ე ვაზნების მწარმოებელ ქარხანაში  (დღეს ნოვოსიბირსკის ვაზნების ქარხანა).  აქამდე სნაიპერები საბჭოტა არმიაში იყენებდნენ სტანდარტული ვაზნუის მსუბუქი ტყვიით საუკეთესო პარტიებს.  სპეციალური სნაიპერული ვაზნა არ არსებობდა.  აქ სნაიპერული ვაზნის შექმნის მთელი ისტორიის მოყვანას აზრი არ აქვს. პროცესის უფრო სრული არწერილობა მოყვანილია ჟურნალ Калашников-ის 2009 წლის მე–8 ნომერში. ჩვენ გავჩერდებით მოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე.  თავიდანვე სნაიპერული ვაზნის შექმნისას იყო ჩადბული ურთიერთგამომრიცხავი მოთოვნები და ამას განაპირობებდა   პირველ რიგში, როგორც ეკონომიკური ფაქტორები ასევე წარმოების ზოგადად დაბალი დონე. სნაიპერული  ვაზნა უნდა ყოფილიყო ბიმეტალის მასრით, საშტატო კაფსულით და დენთით.   ერთადერთი რაზეც აზრი ქონდა მუშაობას იყო ტყვიის კონსტრუქცია, მაგრამ აქაც იყო შეზღუდვები: ბიმეტალის გარსი და ფოლადის გული. ყვეკლა ვისაც წარმოდგენა აქვს ზუსტ სროლაზე და ვაზნების რელოუდზე მიხვდება, რომ ასეთ კომპონენტებისგან დამატბული დაბალი წარმოების კულტურა რაიმე შედეგის მიღება ძნელია და რეალობამ ეს დაადასტურა.  რა რპობლემები წარმოიშვა? ლატუნის გილზა უზრუნველყოფს ერთგვაროვან ძალის წარმოქმნას რაც აუცილებელია ტყვიისთვის  მასრის დატოვებისათვის.  ბიმეტლის გარსი არ უზრუნველყოფს ტყვიის ხრახნებში დამაკმაყოფილებელ შეჭრას, პრობლმატურია ერთგვაროვანი ფოლადის გულის დამზადება და მისი ცენტრირება ტყვიის შიგნით.  ყველა ეს პრობლემა ორმაგდება თუ გავითვალისწინებთ დაბალი წარმოების კულტურას.  საბოლოო ჯამში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც საცდელი პარტიები შესანიშნავ რეზულტატებს აჩვენებდა და ჯობნიდა იმ დროს წარმოებულ მაღალი ხარისხის სპორტულ ვაზნებს ტყვიის გულებით, ლატუნის მასრებით, მაგრამ სერიაში გაშვების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად იცვლებოდა.  ერთი ყველაზე დაშოებული მორტყმული ტყვიის გამორიცხვით 300 მეტრზე მიღწეული იქნა რეზულტატი 11.6სმ.   ძირითადი პრობლემა განპირობებული დაბალი წარმოების კულტურით იყო შეუძლებლობა სერიული, მასობრივი  წამროებისას მინიმალური დაშვებების შენარჩუნება. თუმცა ეს დაშვევებიც იყო უფრო დიდი ვიდრე სპორტულ ვაზნებში  მაგალითად,  ტყვიის წონის გადახრა მაქსიმუმ 0.5 გრამი, 0.3 გრამის სანაცვლოდ, ტყვიის დიამეტრი 0.02მმ, 0.05–ს ნაცვლად, ტყვიის ამოსაღები ძალის მაჩვენებელი 30კგ, 55 კგ–ის ნაცვლად.  მიუხედავად ამისა სნაიპერული ვაზნა წავიდა სერიაში და მას მიენიჭა ინდექსი 7Н1.  1974 წელს სიზუსტის ფრონტზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. სნაიპერის ბოეკომპლექტში დამატებით შევიდა ვაზნები  ჯავშანგამტანი და მგეზავი ტყვიებით.  მათი სტაბილიზაციისათვის საჭირო გახდა ხრახნების ბიჯის შეცვლა ისევ 240მმ–მდე. შესაბამისად შემცირდა სიზუსტე სტანდრტული ვაზნების გამოყენებისას.  მოთხოვნები სიზუსტეზე იგივე დარჩა და მალევე გახდა გასაგები, რომ სიზუსტის ნორმატივი ვერ სრულდებოდა. მხოლოდ იღბლიანი ვაზნების პარტიის გამოყენებისას იყო შესაძლებელი ნორმატივის შესრულება.  სიტუაცია გამოსწორდა ტესტირების მეთოდიკის შეცვლით, ეტალონური შაშხანიდან საცდელი ვაზნების გასროლით.  ფურცელზე ვითარება გამოსწორდა, რეალობაში კი არა. მიუხედავათ უზარმაზარი რესურსებისა, საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო ამ პრობლმის მოგვარება.   სიტუაცია რუსეთის ძალოვნებში ნაწილობრივ გამოსწორდა სულ რამოდენიმე წლის წინ,  მას მერე, რაც დაიწყო უცხოური შაშხანების, აღჭურვილობის და ამუნიციის შეძენა. ამის მერე ყველა სპეციალიზირებულ შეჯიბრებებზე სამხედრო სნაიპერები თავისი დრაგუნოვებით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილებს იკავებენ. და რა ხდება ჩვენ ჯარში? არ ვიცი. ერთი წლის წინ გავიგე, რომ ჩატარდა შეჯიბრება, იყენებდნენ СВД–ეებს და სტანდარტულ  ЛПС– ებს (მსუბუქი ტყვია). ეს მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოთ ჩვენთან არც არის იდენტიფიცირებული იარაღის და ვაზნის შეუთავსებლობის  პრობლემა, ისევე როგროც არ არის ჩამოყალიბებული რა საცეცხლე ამოცანებს უნდა ასრულებდეს საჯარისო სნაიპერი.  ერთი წლის წინ პარლამენტის წინ გამოფენილი იყო სხვა და სხვა შეიარაღება, სხვა და სხვა იარაღი, სხვა და სხვა ოპტიკა, აღჭურვილობა, ის ვინც თამაშობდნენ სნაიპერის როლებს არ ერკვეოდნენ არც ოპტიკაში, არც კალიბრებში არც იარაღში.  მახსენდება სცენა ტვ საქარტველოს ეთერში, ტრიალ მინდორში გამომხმარი ბალახის ფონზე მწვანე "გილეს” მასკხალათებში იწვნენ გვერდი გვერდ ორი ჯარისკაცი სნაიპერული გალილებით. ვინ იყო მსროლელი ვინ იყო "სპოტერი”, სად იყო მასკირება დარჩა  გაუგებარი. ვინ და რა პროგრმით ამზადებს სანიპერებს ასევე უცნობია.

ЛПС-ის ფაქტორი. ამას მე ვეძახი სიტუაციას, როდესაც იდეალური სროლის პირობებში 5 – 10 გასროლიან ჯგუფში ხდება 2–4 ამოუცნობი და აუხსნელი აცილება, ანუ 2–4 ტყვიის მორტყმის ადგილი არის მნიშვნელოვნად დაცილებული ძირითად ჯგუფს. ეს ხდება სტაბილურად აღნიშნული ვაზნის გამოყენებისას.  მიზეზი? უკვე ავღწერე ზევით.  დაშვებები და წარმოების კულტურა.  სხვოაბები ტყვიის წონაში, ფორმაში, კალიბრში, მუხტის წონაში.  ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი მე ავხსნი მარტივი მაგალითით.  ხორციელდებოდა სროლა ტიგრიდან (ხრახნების ბიჯი სასურველი ანუ 320მმ) 100 მეტრზე.  ვახორციელებ მხოლოდ სამ გასროალს.  რატომ? ვამცირებ  ЛПС-ის ფაქტორს.  ვდგები და მივდივარ სამზინიკსენ, მესმის შეძახილი: რატომ მხოლოდ სამი? ვპასუხობ ასე: თუ გამიმაღტლა და ეს სამი ვაზნა იყო იღბლიანი კარგი ჯგუფი დამხვდება. ასეც მოხდა. 2.9 სმ 100 მეტრზე სტანდარტული ვაზნით. არც ისე ცუდია.  მრავალი წლის ტიგრის  ექსპლუატაციამ გამოავლინა. რომ ხანდახან იაარღი ისროდა მინუტას, მაგრამ საშუაო სიზუსტე იყო 5–7 სმ 100 მეტრზე რაც ბევრია.  სპორტული ვაზნების გამოყენება არ აუმჯობესებდა რეზულტატს მნიშვნელოვნად, ისე რომ ამაზე წერა ღირდეს.

lps factor

ЛПС-ის ფაქტორის ილუსტრაცია. 100 მეტრზე ნასროლი 10 გასროლიანი ჯგუფი. ერთი პარტიის ვაზნები.  6 გასროლა ქმნის ძალიან კარგ ჯგუფს, მაგრამ დააკვირდით 4 ტყვია სად "გაფრინდა” და ეს მხოლოდ 100 მეტრზე! და რა მოხდბა 400–500 მეტრზე?!  ქვევით ЛПС-ის ფაქტორის წარმატებული გამორიცხვის მაგალითი, 3 გასროლა 100 მეტრზე.  

minuta

რა თქმა უნდა , დაბალი წარმოების კულტურა ეხებოდა არა მარტო ვაზნებს. ასევე ოპტიკას და თვითონ იარაღს. ეს კიდევ უფრო აუარესებდა მდგომარეობას.

აქვს თუ არა  СВД-ს მოდერნიზაციის რეზერვი. არ ვიცი. არ ვარ დარწმუნებული. სახელება მაგალიტად ერთ ერთი გზა შეიცვალოს ხრახნების დაზმადების ტექნოოგია. ელექტროქიმიური მეთოდი შეიცვალოს როტაციული ჭედვით.  რა თქმა უნდა თუ სურილი იქნება შესაძლებელია კარგი სიზუსტის მიღება, მაგრამ ისევ და ისევ დგება ეკონომიკური ფაქტორი. ღიირს რომ წვალებად საერთოდ? ან მაგალიტად საკითხს ასე დავსვავ, რა შეუძლია СВД–ს რაც არ შეუძლია მაგალითად ოპტიკური სამიზნით აღჭურვილ РПК-74-ს თუ ორივეს წინაშე დგას ქვეითი ოცეულის წინაშე მდგარე საცეხლე დავალებები?  მე კარგად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამ თემაზე სტატიაში "მომავალი სნაიპერული სისტემა საქართველოს ჯარისთვის”, რომელიც ამ ბლოგზეა გამოქვეყნებული.  აქიდან გამომდინარე არ გამოდგება СВД მარქსმენისათვისაც, იმიტომ რომ ის კონსტრუქციულად მნიშვნელოვნად გნსხვავდება იმ იარაღებისგან, რომელიც არის ოცეულის შეიარაღებაში. არ გამოდგება კიდევ იმიტომ რომ მისის შესაძლებლობები ახლო მანძილზე ბრძოლაში არის საკმაოდ შეზღუდული. მოსაზრება, რომ СВД არის მასობრივი იარაღი გაუნათლებელი გლეხი ჯარისკაცისთვის არის აბსოლუტურად უაზრო.  ვიმეორებ, რა აზრი აქვს ცალკე შეიარაღების სისტემის არსებობას თუ იგივე დავალებას შეასრულებს უკვე არსებული იარაღი მასზე უბრალოდ ოპტიკის დაყენების შემდეგ?  სნაიპერი არ შეიძლება იყოს აღჭურვილი უვარგისი იარაღით, სნაიპერის მომზადება არ შეიძლება იყოს ზოგადი და იაფი.  მასობრივი უვარგისი იარაღით შეიარაღებულ გაუნათლებელ და მოუმზადებელ მასას ქვია საზარბაზნე ხორცი.  ოცეულში ასეულში ზუსტი მსროლელის  ჩასმა იქნება ეს სნაიპერი თუ მარქსმენი და მისი ადეკვატური იარაღიტ აღჭურვა არ არის ტრივიალური პრობლემა მაგრამ ის გადაწყვეტადია, უკვე დღეს. მთავარია სურვილი იყოს.

PS

არ მინდა გავანაწყენო СВД–ეების და  Тигр–ების პატრონები. როგორც სნაიპერული შაშხანა შეიძლება ეს იარაღი არ არის კონკურენტუნარიანი მაგრამ როგორც თვითდამტენი შაშხანა ის საკმაოდ კარგია.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის საიმედო, მსუბუქი, გამძლე და არც ისე გაბარიტული იარაღი. აღჭურილი კარგი ოპტიკით ის არის ადეკვატური უმეტესობა ნადირობებისათვის. ყველა იარაღს თავისი ფუნქცია, უბრალოდ СВД-ს ფუნქციებს სნაიპინგი და ზე ზუსტი სროლა ნამდვილად არ განეკუთვნება.



წყარო: http://shooterscentral.ge/?p=810
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (26.12.2012)
ნანახია: 2285 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 31
    სტუმარი: 31
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика