ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

იჟ-27 (ИЖ-27) – MP-27

ИЖ-27 წარმოადგენს ორლულიან სანადირო თოფს, რომელსაც ლულები ვერტიკალურად აქვს განლაგებული. იგი შექმნილია ИЖ-12-ის ბაზაზე ანატოლი კლიმოვის ხელმძღვანელობით. ამ იარაღის შექმნაში, დიდი წვლილი მიუძღვის ჰერმან პროტოპოპოვს, რომელიც მანამდე ИЖ-12-ის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას.

ИЖ-27-ის წარმოება ხდება 1970-ანი წლების დასაწყისიდან. ამ ხნის განმავლობაში გამოშვებულია 1.5 მილონზე მეტი ეგზემპლიარი (მისი ყველა მოდიფიკაცია) და შესაბამისად იგი ითვლება ყველაზე გავრცელებულ, რუსული წარმოების სანადირო იარაღად. მისი კონდახი ძირითადად პისტოლეტური ტიპისაა, რომელიც მზადდება წიფელისგან, თუმცა არსებობს საექსპორტოდ გამოშვებული ერთეულები, რომლებსაც კაკლის კონდახი აქვთ.

არსებობს მისი სხვადასხვა მოდიფიკაციები:

  • ИЖ-27 – ИЖ-12-ის ბაზაზე შექმნილი ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი. გასროლილი ვაზნების ამოღება სტანდარტული ექსტრაქტორით ხდება;
  • ИЖ-27Е – იჟექტორით („Е" – эжектор). მისი საშუალებით ხდება გასროლილი ვაზნის სავაზნიდან ამოგდება, რომლის გამორთვაც ძალზედ მარტივია, ამისათვის მხოლოდ სახრახნისია („ატვიორტკა") საჭირო.
  • ИЖ-27M – მოდერნიზებული ( „М" – модернизированное). ИЖ-27-ის მოდერნიზებული ვარიანტი;
  • ИЖ-27ЕМ – მოდერნიზებული, იჟექტორით;
  • ИЖ-27 РУСЬ – იგივეა რაც ИЖ-27ЕМ, იმ განსხვავებით რომ იგი ერთეული წარმოებისაა (ИЖ-27ЕМ სერიულია). მისი კალიბრი 12/76 „Magnum"-ია, ლულები – „ჩოკი" და „ნახევარჩოკი", ლულის სიგრძე 725მმ. ვინაიდან იგი ცალობით გამოდის, მას აქვს ვერცხლის გრავირება და კაკლის კონდახი. იგი გამოდის დამატებითი 660მმ-იანი ცილინდრული ლულებით, რაც მას უნივერსალურს ხდის და შესაძლებელია მისი ნებისმიერი ნადირობისთვის გამოყენება. მასა 3.6კგ-ია;
  • ИЖ-27-1С – ერთ სასხლეტიანი („1С" – один спуск). თავდაპირველად გამოდიოდა ორსასხლეტიანი სანადირო თოფები, მაგრამ 1977 წლიდან ქარხანამ დაიწყო ერთსასხლეტიანი ИЖ-27-ის გამოშვება, სადაც სელექტორის საშუალებით შესაძლებელი იყო ლულებიდან გასროლის თანმიმდევრობის რეგულირება.
  • ИЖ-27М-1С – მოდერნიზებული, ერთსასხლეტიანი;
  • ИЖ-27EМ-1C "СПОРТИНГ” – მოდერნიზებული, ერთსასხლეტიანი, იჟექტორით.

ИЖ-27-ის ბაზაზეა შექმნილი მრგვალი და სასანგრე სტენდისთვის განკუთვნილი ИЖ-25 და ИЖ-39.

2008 წლის სექტემბრიდან ИЖ-27 გამოდის სახელით – MP-27.

ИЖ-27-ის მახასიათებლები სხვადასხვა მოდიფიკაციით:
კალიბრი – 12, 16, 20. 28, .410;
ლულის სიგრძე – 660-760მმ;
სავაზნე – 70-76მმ;
ჩოკები – 0,5-1მმ;
კონდახი – წიფელი, კაკალი;
მასა – 3,1-3,65 კგ.



წყარო: http://monadire.com
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: dudu-duda (14.08.2011) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 14024 | კომენტარი: 29 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 291 2 »
0   Spam
29 ИЖ_27_ЕМ   (15.04.2018 16:11:55) [მასალა]
35-40 მეტრში საკმაოდ კარგი მიტანა და ჭრა აქ ახალ იჟ-27-ს,მე მაქვს პირადად,ვიყიდე ხელიდან,ვისროლე და კარგია, ამ მანძილში( 35-40) 5 ნომერი მტრედის ზომა ფრინველს 4-5 მარცვალი ხვდება სულ მცირე და ჭრაზე არაფერს ვამბობ,კარგი ჭრა აქვს,შეიძლება თურქმა მეტი მიიტანოს ,მაგრამ ეს ბვრს არაფერს ნიშნავს დამიჯერეთ,როცა მუშა და ვირი თოფი გინდა კავს 166

0   Spam
28 cece   (19.04.2015 11:00:52) [მასალა]
მოგესალმებით მონადირეებო,თოფი მინდა შევიძინო,კონკრეტულად მაინტერესებს იჟ 27-დის შესახებ რას მირცევთ

0   Spam
27 joniberaia   (10.02.2015 22:58:39) [მასალა]
რა მირჩევტ მპ 27 ტუ ჰუგლუ 104 ?

0   Spam
26 joniberaia   (10.02.2015 22:53:10) [მასალა]
მპ 27 კარგი თოფია რას მირჩევთ მპ 27 თუ HUGLU 104 ?

0   Spam
24 mamalixarazuli   (23.01.2014 16:57:14) [მასალა]
giorgito ვილისს და პრადოს ადარებთ ერთმანეთს და ცოტა დაფიქრებაა საჭირო 23

0   Spam
25 giorgito   (23.01.2014 20:04:10) [მასალა]
ისეთი უღიმღამო შედარება წამოაყენეთ რომ,რავიცი სერიოზული პასუხის გაცემა არც ღირს მე მგონი.

0   Spam
22 bichi2009   (22.01.2014 23:38:23) [მასალა]
მაგ ზესაუკეთესო ზღაპრების რუსებსაც აღარ სჯერა წაიკიტხე რუსული ფორუმები ეგ ადრეიყო სიბნელე და იმას ვაქებდით რაც გვქონდა ნანახი. მშვენიერი თოფია ნამდვილად მარა არა ზესაუკეთესო როგორც აღნიშნე. ისე მაგ მუშა ინსტრუმენტებს როგორც შენ უწოდე 10 ჯერ მეტი რესურსი აქვს ანუ რასაც 1 იჯ 27 აქვს საგარანტიო იმაზე ათჯერმეტი. არვაპირებ პოლემიკაში შესვლას. პატივისცემით

0   Spam
23 giorgito   (23.01.2014 00:07:50) [მასალა]
არა პოლემიკაში შესვლას არც მე ვაპირებ უბრალოდ გეტყვი.წარმოიდგინე 10ჯერ მეტი რესურსი რომ აქვს შესაბამისად თითქმის 10ჯერ მეტი ფასიც აქვს აქედან გამომდინარე უნდა იმსჯელო კაცმა თანაც ერთიდაიგივე მანძილში ისვრის ორთავე და რაიმე განსაკუთრებული ხომ უნდა ქონდეს მაგ ფასის თოფს? მერე მეორეც ვთქვათ და მოხდა გაუთვალისწინებელი რამ და გამისკვდა ლულა დაუდევრობით რათქმაუნდა, ხომ დავყევი ნერვიულობით მაგ ამბავს,რადგან ამხელა ფასი მაქვს მიცემული, იჟზე კიდე დიდად არც დაგწყდება გული რადგან ისეთიც არაფერი ღირს(ნუ შეიძლება ვიღაცისათვის არც უცხოური თოფი არ წარმოადგენდეს რაიმე დიდი რირებულობის საგანს მაგრამ ზოგისთვის წარმოადგენს კიდეც,ხოდა აქედან გამომდინარე ჩვენნაირი გლეხი კაცისთვის ჩვენს პირობებში იჟ–27–ი ჯობია ყველას,ნუ ღმერთმა მოგცეთ ყველას იმის შესაძლებლობა რომ სუყველას ბერეტები ბრაუნინგები პერდეები და ფაბარმები გამოგეცვალოთ სხვადასხვა სეზონზე...ჩვენს პირობებში კი ნამდვილად იჟ–27–ი ჯობია ყველას

0   Spam
20 bichi2009   (22.01.2014 22:52:03) [მასალა]
ზესაუკეთესოო? 23 ეგ რაღაც ახალია ალბათ. დღეს ბერეტტა ბრაუნინგი აღარაა ზესაუკეთესო ცოტა ზედმეტები მოგდით რა 167

0   Spam
21 giorgito   (22.01.2014 23:25:47) [მასალა]
ნამდვილად ზესაუკეთესოა ვიცი რასაც ვლაპარაკობ...ეგ შენი ჩამოთვლილი იარაღები კი მუშა ინსტრუმენტებია!!!

0   Spam
19 giorgito   (22.01.2014 18:40:55) [მასალა]
მე მაქვს იჟ–27–ი საბჭოთა დროინდელი და მინდა გითხრათ რომ ეს თოფი არის რაღაც ზესაუკეთესო, აქვს საუცხოო საფანტის მიტანა,მექანიზმი ყველამ იცით თუ რა ზეგამძლე აქვს ნებისმიერ იჟ–27–ს,რაც შეეხება ახალ იჟ–27–ებს, მე მგონი რომ სულ ტყუილად ლანძღავენ, რადგან აქ არავის აქვს გამოცდილი პრაქტიკაში ახალი იჟ–27–ი და მხოლოდ იმიტომ ლანძღავს რომ ზოგადად სურს რუსული იარაღის დამცირება,,,ყველამ კარგად ვიცით თუ რა დიდი პოპულარობით სარგებლობს საბჭოთა იარაღი ძველი თაობის მონადირეებში,ამიტომ ტყუილად ნუ ეცდებიან რუსული იარაღის დამცირებას მათი სასაყვედურო რუსულ იაღაღს და მითუმეტეს საბჭოურს ნამდვილად არაფერი არა აქვს.

0   Spam
18 giainterstar1   (24.12.2012 23:07:52) [მასალა]
საუკეტესოა მაგნიუმის ლულიტ 10 10

0   Spam
17 BUA-900   (25.10.2012 21:42:18) [მასალა]
ბიჭებო ატანეო როგორია???

0   Spam
16 mp-27em-1c   (07.10.2012 15:40:12) [მასალა]
კაროჩე მრ 27 მაქ და მაგარი კმაყოფილი ვარ მაგ თოფით მარა ძაან მძიმეა რა იტოკში 4 კილოა ჰადა ჰა რაგა აკლია

0   Spam
15 mamalixarazuli   (01.10.2012 09:24:22) [მასალა]
ძველი მოდელები ჯობია ახლებს! საკუთარი გამოცდილებიდან ვემბობ.... 23 ჟაკანზე კარი თოფია 166 მძიმეა კა კარგად იტანს..............

0   Spam
14 tatoxoni   (30.09.2012 23:37:46) [მასალა]
ყიდვა მინდოდა ადრე

0   Spam
13 aleko   (30.09.2012 22:00:37) [მასალა]
mp-27em-1c პასპორტში წაიკითხე, შიგ ეწერება...

0   Spam
12 mp-27em-1c   (30.09.2012 20:04:08) [მასალა]
იჟ 27 მაქ ახალი და მაგარია მაქსიმუმი რამდენია ამ თოფის წონა?

0   Spam
10 sdika   (05.03.2012 16:41:43) [მასალა]
მეც მაქ ახალი იჯ 27ი .ძველი თუ არი ისეთი რომ რაიმე ნაკლი არ ააქვს ,ყველანაირად ჯობია ახლას . კონდახი რბილი აქვს , ერტ საგამოს რო არ გაწმინდო დილას დაჯანგული დაგხვდება . 2 წელი მაქ მე ისე და ნადირობის დროს არანაირი პრობლემა არ შემქმნია მაგნუმასც ვსროლავ უმეტესად ჩემ დატენილებს ,ჭრაშიც კარგია. 23

0   Spam
9 მონადირე   (28.12.2011 18:25:54) [მასალა]
კაკლის კონდახი ნამდვილად აღარ უკეთდება მხოლოდ ერთეულებს!

0   Spam
8 niora   (17.08.2011 17:26:21) [მასალა]
მე რამდენიც მინდა ალბათ იმდენს ვერა 069 069 069 069

0   Spam
7 kako45   (17.08.2011 11:38:02) [მასალა]
რამდენსაც გინდა ძმა იმდენს გაუძლო და გაუძლებს....ბაუაშენს პოლისჯოხი აქვს თუ ცოცხი ეგ არ ვიცი მაგრამ ჩემ ძველ იჟ-ს ბევრი ნატრობს მაგრამ..... 167

0   Spam
6 niora   (16.08.2011 17:26:55) [მასალა]
შეიძლება ზოგიერთი ახალ იჟ_27 ისეთ ძველ იჟ_27ადარებს როგორიც ბაბუაჩემს აქვს(ხშირად პოლის ჯოხადაც ხმარობს:)ფაქტი სახდეზეა;ახალი თოფის არც დიზაინი,არც შესრულება სახარბიელო არ არის(ლულების შეერთებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია:))(ჩემი სუბიექტური აზრია)ისე მაინტერესებს 4კაკო45_რამდენ 54გრამიანის გასროლას გაუძლებს გამარიაჟებული ახალი იჟ_27?:))) 167 167 167 167

1-20 21-25
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика