ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

ჰამილტონსტევარე
  ჰამილტონსტევარე შვედეთში კულტივირებული, შესანიშნავი სანადირო თვისებების მქონე, მდევარია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაკლებადაა ცნობილი. შეზღუდული რაოდენობით ჰყავთ რამდენიმე ევროპულ ქვეყანასა და აშშ-ში. როგორც ამბობენ, საკუთარ ქვეყანაში ამ ჯიშის პოპულარობა პირველ რიგში განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ ეს მდევრები ოსტატურად მუშაობენ კურდღელზე, საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას შველს. შეგუებულნი არიან დაბალ ტემპერატურას, და  კარგად ნადირობენ თოვლშიც, თოვლი კი შვედეთში იშვიათი არაა. ეს ჯიში 19 საუკუნის მეორე ნახევარში გრაფმა ჰამილტონმა გამოიყვანა, რომელიც შვედეთში მეძაღლეობის პირველი კლუბის დამფუძნებლად ითვლებოდა. მან მიზნად, ახალი სანადირო თვისებებით გამორჩეული ჯიშის შექმნა დაისახა. საამისოდ ინგლისური ფოქსჰაუნდი და სამი გერმანული ჯიშის, კერძოდ კი: კურლანდიული, გოლშნტიკური, და ლიუნენბერგული მდვრები გამოიყენა და მიზანსაც მიაღწია. ჰამილტონსტევარე ჭკვიანი დამჯერი ძაღლია, მაგრამ ზედმეტად ტემპერამენტიანი და ხმაურიანი. დიდ ფიზიკურ დატვირთვებს მოითხოვს ამიტომ მისი სოფლის პირობებში შენახვა სჯობს.                       ექსტერიერის ძირითადი შტრიხებია:                                              თავი-წაგრძელებული ხმელი. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ზომიერად გამოხატული. კეფის ბორცვი ნაკლებად შესამჩნევი. ღაწვები მჭიდროდ მიკრული. ცხვირი სწორი. ცხვირის წვერი აუცილებლად შავი, ფართო, კარგად განვითარებული ფართო ნესტოებით. თვალები-მშვიდი გამომეტყველების, მუქიყავისფერი ფერის. ყურები-საშუალო სიგრძის, ოდნავ მაღლა დაყენებული. ტანი-ზურგი სწორი, მძლავრი, წელი მოკლე. მუცელი დაკუნთული, ოდნავ აკრეფილი. თათები-შეკრული ძლიერი, კარგად განვითარებული ბალიშებით. კუდი-საშუალო სიგრძის, მაღლა დაყენებული, ზომიერად მსხვილი, და ბოლოსკენ შევიწროვებული.  ბეწვი-სწორი მოკლე, მჭიდრიდ მიკრული. კუდის ქვედა მხარეს მეწვი შეიძლება იყოს ოდნავ გრძელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ანაჩეჩით. ფერი-კისრის, ზურგის, გვერდებისა და კუდის ზედა მხარე შავი. თავი კიდურები, კუდის ქვედა მხარე ყავისფერი. სახის ბოლო, ყელი, მკერდის წინა მხარე, თათები და კუდის ბოლო თეთრი. სიმაღლე-ხვადები 570მმ (დასაშვებია 500-დან 600-მდე), ძუები 530მმ (დასაშვებია 460-დან 570მმ-მდე). 


წყარო: http://ჟურნალი ნადირობა
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: nanohunt2000 (21.07.2013) | ავტორი: დათო ცხევდიანი
ნანახია: 2092 | ტეგები: მონადირე, monadire, dzagi, dzaglebi, ძაღლი, ჰამილტონსტევარე, ძაღლები | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика