შვედეთში მაშველებმა თოვლში ორი თვის წინ მოყოლილი მამაკაცი გადაარჩინეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შვედეთის მოქალაქე ამ ხნის განმავლობაში თოვლით დაფარულ მანქანაში იმყოფებოდა.
ძლიერი ყინვებისა და დიდთოვლობის მიუხედავად, იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მოულოდნელად საკურა აყვავდა. ამ მოვლენამ ადგილობრივი ბოტანიკოსები გააოგნა. ქალაქის ქუჩებში, სადაც -5 გრადუსი ყინვაა, ხეებზე სანტიმეტრზე დიდი დიამეტრის ყვავილები გაიშალა. ქალაქში უკვე სამი დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარქვეშ აყვავებულ საკურას უამრავი ფოტოგრაფი იღებს.
"გრაფი მონტეკრისტოს" კუნძულს ვირთხები შეესივნენ. ალექსანდრე დიუმას ნაწარმოებში აღწერილი ცნობილი იტალიური კუნძული მღრღნელებმა მთლიანად დაიკავეს და იმდენად გამრავლდნენ, რომ თითო კვადრატულ მეტრზე მინიმუმ ერთი ვირთხა მოდის.
8 წლის ინდიელი გოგონა კაჯოლ ხანი თავისი თანატოლებისაგან განსხვავებული "სათამაშოებით" თამაშობს: მას სახლში ექვსი სამეფო კობრა ჰყავს. გოგონა მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობს, მისი მამა 45 წელია გველების ჭერას მისდევს და ახლა თავის გოგონას ასწავლის "ხელობას". კაჯოლი კობრამ რამდენჯერმე დაკბინა, თუმცა საოჯახო წამლის საშუალებით ის მალევე იშუშებს ჭრილობებს და კვლავ არძელებს მათთან ურთიერთობას.
სახას რესპუბლიკაში 50-გრადუსიანი ყინვის გამო ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მეწველ ძროხებს კურდღლის ბეწვისგან შეკერილი ბიუსტჰალტერები ჩააცვეს, რათა საქონლის ჯიქანი მოყინვისგან დაიცვან....
ადამიანები ცხოველებთან ხშირად მეგობრობენ, მაგრამ კაისი ანდერსონის შემთხვევა, საკმაოდ გამორჩეულია. იგი საკმაოდ საშიშ, თუმცა კეთილ დათვს დაუმეგობრდა, რომელიც 500 კილოგრამს იწონის. კაისი ანდერსონი დაოჯახებულია, სამწუხაროდ მან მისი ცხოველი მეგობრის ცოლთან დამეგობრება ჯერჯერობით ვერ შეძლო.
გოგონას ხიდიდან ხტომისას თოკი გაუწყდა და ნიანგებით სავსე მდინარეში აღმოჩნდა.
შემთხვევა სამოყვარულო ვიდეოკამერამ გადაიღო.
გოგონამ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები
palitratv.ge
2011 წელი გამოირჩეოდა სკანდალური სიახლეებით, რომლებმაც მსოფლიო შეძრა: - სპეცოპერაციისას მოკლეს ოსამა ბინ ლადენი. - მოძრაობა "დაიკავე უოლ სტრიტი” და მასთან დაკავშირებული გლობალური პროტესტები. - საბერძნეთის ეკონომიკური მარცხი. - ცუნამი იაპონიაში და ფუკუშიმას ატომური რეაქტორის მწყობრიდან გამოსვლა. - სამეფო ქორწილი. - ემი უაინჰაუსის სიკვდილი. - სტივ ჯობსის სიკვდილი. - ეგვიპტის რევოლუცია. - სკანდალი News Corp-ის გარშემო. - ხოცვა-ჟლეტა ნორვეგიაში. - ომი ლიბიაში და მუამარ კადაფის სიკვდილი.
ცნობილ ბრიტანელ ტელეწამყვანს, 53 წლის ჯერემი უეიდს არხებზე - "დისკავერი" და "ცხოველთა პლანეტა", მიჰყავს პროგრამა, სახელწოდებით "მდინარის მონსტრები".ჯერემი ადრე ჩვეულებრივ ზვიგენებსა და პირანიებს იჭერდა, თუმცა ამას წინათ ბუენოს-აირესის მახლობლად 137 კგ-იანი გიგანტურ სკაროსთან მოუხდა 4-საათიანი ბრძოლა და გაიმარჯვა.
ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მამაკაცების სარაგბო გუნდმა "Nude Blacks"-მა ესპანეთის ქალთა გუნდს უმასპინძლა და 20:25 დამარცხდა. გუნდმა "Nude Blacks"-ის სახელი ელიტური გუნდის "All Blacks" პატივსაცემად დაირქვა. სახელიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით, რომ მამაკაცები სრულიად შიშვლები თამაშობდნენ, ხოლო ესპანელ ქალთა გუნდი ჩაცმული იყო.
არგენტინაში, ბუენოს-აირესის აეროპორტში ჩეხეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქვეყნიდან ეგზოტიკური ცხოველების დიდი პარტიის გაყვანას ცდილობდა. ჩხრეკისას პოლიციამ მის ჩემოდანში 247 იშვიათი რეპტილია და მოლუსკი აღმოაჩინა.
სამხრეთ კორეაში , მდინარე ბუქხანგანზე შედგა მორიგი «Sancheoneo»-ს ყინულის ფესტივალის მონაწილეების ყინულქვეშა თევზაობა . ყოველ წელს ზამთარში, მილიონზე მეტი ადამიანი მოდის აქ, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ გრანდიოზულ ღონისძიებაში- მთის ფარელის დაჭერა ყინულის ქვეშ. სამკვირიანი ფესტივალი არ შემოიფარგლება მხოლოდ თევზაობით, არის შეჯიბრებები აგრეთვე ყინულის ფიგურების შექმნაში, ციგურაობაში, ფეხბურთი ყინულზე და ასე შემდეგ. არის გრანდიოზული ფეირვერკი ფესტივალის დახურვისას. თუმცა მთავარი მოვლენაა უამრავი ხალხის გამოსვლაა ყინულზე ანკესით. ნახეთ ამ უცნაური მოვლენის ამსახველი სურათები
სამხრეთ კორეაში , მდინარე ბუქხანგანზე შედგა მორიგი «Sancheoneo»-ს ყინულის ფესტივალის მონაწილეების ყინულქვეშა თევზაობა . ყოველ წელს ზამთარში, მილიონზე მეტი ადამიანი მოდის აქ, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ გრანდიოზულ ღონისძიებაში- მთის კალმახის დაჭერა ყინულის ქვეშ
ცნობილმა გამოცემამ National Geographic-მა, გასული წლის ფოტოკონკურსის შედეგები შეაჯამა. ჟურნალის წლის ფოტოს ტიტული ცნობილი ფოტოგრაფის, შეხეი გოხის "შხეფები" გახდა. მასზე წვიმაში მოყოლილი ჭრიჭინაა აღბეჭდილ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!