ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 27 » "თამაშას" სევდიანი ამბავი    

17:10:21
"თამაშას" სევდიანი ამბავი
 
 
"თამაშას" სევდიანი ამბავი
"თამაშას" სევდიანი ამბავი
"პატარა იყო, მამამ რომ აჩუქა შვილებს...

საჩუქარს ვერაფრით იყოფდნენ ბავშვები, სულ ხელში უნდოდათ ჰყოლოდათ... 

მამამ, სათამაშო ხომ არ არისო... 

მორიგეობა შემოიღეს და რიგში პირველი და ჩასვეს, გოგოა და იტირებსო... არადა, იმ გოგოს ,,ლიოჩიკას'' ეძახდა მამა, უშიშარი იყო და იმიტომ (დღემდე ასეა)...

სახელიც შესაბამისი შეურჩიეს – ,,თამაშა''...

ოთხივე ერთად იზრდებოდა, სამ ძმას ერთი და ჰყავდათ... 

ჯერ, ბაღში აცილებდა მეგობრებს, მერე სკოლაში, გაკვეთილზეც მიაკითხა ერთხელ ,,ლიოჩიკას'', კლასელებმა დასცინეს, მან კი, –,,ეს უბრალო ძაღლი არ გეგონოთ, ეს თქვენზე ბევრად ჭკვიანია, ბევრად''... მასწავლებელმა უსაყვედურა –,, სად ძაღლი და სად ადამიანი, ლელა?''... ,,მართალი ხართ, შოთა მასწავლებელო, ,,თამაშა'' არასდროს დასცინებს სხვას''...

ეს ამბავი ,,თამაშამ'' მოუყვა მამას, უმთვარო ღამეს, გზაში რომ შეხვდა, მაშინ...

ხელოსანი იყო მამა და გვიან ბრუნდებოდა სახლში, ,,თამაშა'' კი, გზაში შეხვდებოდა, შემოახტებოდა, წკმუტუნს დაიწყებდა და ასე უყვებოდა მთელი დღის ამბავს... მერე, გამოასწრებდა, კარზე ფხაჭუნს დაიწყებდა და კარს მიცვივდებოდნენ მამის მოსიყვარულე შვილები...

24 აგვისტო თენდებოდა, 1984 წლის... მთელი ღამე ყმუოდა ,,თამაშა'' ... პირჯვარს იწერდა ბავშვების ბიძა... სახლს გარს უვლიდა ყმუილით ძაღლი... მერე ჭექაქუხილი, სეტყვა, ცა ჩამოვიდა ძირს, შუქი წავიდა და შეშინებული ,,თამაშა'' სახლში შემოვადრა, მამის საწოლზე დაწვა და ტირილი დაიწყო...

გამთენიისას, 03–ის (სასწრაფო დახმარების ნომერი იყო, იმ ხანად) მანქანა გაჩერდა ჭიშკართან, ,,თამაშა'' კარის გაღების საშუალებას არ აძლევდა მძღოლს...

მანქანიდან მამის ცხედარი როგორ გადმოიტანეს, არ უნახავთ შვილებს (ეძინათ პატარებს,დილის 6 საათი იყო), მაგრამ ნახა ,,თამაშამ'' ...
მთელი კვირა არ მოშორებია ცხედარს... მთელი კვირა არაფერს დააკარა პირი... ვერავინ ბედავდა მასთან მიკარებას, მხოლოდ ,,ლიოჩიკა'' ეფერებოდა და ყურში რაღაცას ეუბნებოდა...

დასაფლავების დღეს, ისევ ,,ლიოჩიკამ'' იმარჯვა, სახლიდან მოფერებით გამოიყვანა... სასაფლაომდე, ერთად მიყვებოდნენ მამის ცხედარს, ობოლი შავბაფთიანი გოგონა და ძაღლი... ეს იყო ყველაზე შემზარავი კადრი...
მთელი თვე მამის საწოლზე იწვა ,,თამაშა'' და ტიროდა... ობლები მიუცუცქდებოდნენ და ოთხივე ტიროდა მამას...
საჭმელზე უარს ამბობდა ძაღლი, წყალსაც არ სვამდა... ბინდი გადაეფარა თვალებზე, დღე და ღამე სულ ერთი შეიქნა მისთვის...

ორმოცის დღეს, მაინც გაჰყვა ბრმა ძაღლი ობლებს მამის საფლავზე...

იქიდან დაბრუნებული თვალსა და ხელს შუა გაქრა, სად არ ეძებეს, ბოლოს ,,ლიოჩიკამ'' მამის სახელოსნოში ხომ არ წავიდოდაო... შებინდებულში დაადგა სამი ობოლი მამის სახელოსნოს გზას...

სახელოსნოს კართან იწვა ძაღლი... აღარ სუნთქავდა ,,თამაშა''...

ისევ იმარჯვა ,,ლიოჩიკამ'', მეზობლისგან ითხოვა ბარი, იქვე გაჭრეს საფლავი და მიწას მიაბარეს ძაღლი, უკვე მეორედ ჩახედეს სიკვდილს თვალებში და გამწარებული ობლობა, უფრო გაიმწარეს...
ახლა, მე ვტირი და იცით, სად ვტირი?!

თბილისში, ვაკე–საბურთალოს გზაზე, გივი სვანიძის 30 ნომერში, ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის'' ერთ ნათელ ოთახში ვზივარ და ვწერ ამ ამბავს, უამრავი ძაღლის ყეფა მესმის, მინდა კარზე ფხაჭუნის ხმა გავიგონო, ისე როგორც შორეულ ბავშვობაში, კარი გავაღო და ზღურბლზე ჩემი ,,თამაშა'' იდგეს, უკან კი, მოჰყვებოდეს მამა, უკვე ჭაღარა მამა...

მიხვდით ალბათ, მე ის ,,ლიოჩიკა'' ვარ, მამის ,,ლიოჩიკა''...

თხოვნა მაქვს თქვენთან, გაუფრთხილდით ყველას, ვინც გყავთ, ადამიანსაც და ცხოველსაც...
და გახსოვდეთ, ძაღლი ცხოველი არ არის , ძაღლი ადამიანის მეგობარია!!!"

ავტორი: ლელა თოლორდავა


წყაროhttp://www.zooclub.ge/zuu/ckhovelebis-blogi/1076-qthamashasq-sevdiani-ambavi.html
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 2060 | დაამატა: giiiivi | ტეგები: თამაშას სევდიანი ამბავი | რეიტინგი: 3.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 zaza1970   (02.02.2015 14:31:07) [მასალა]
ცრემლები ვერ შევიკავე ამ წერილის წაკითხვისას. იმათ გასაგონად ვინც ფიქრობს, რომ თავშესაფარი გასაუქმებელია,ხმამაღლა ვეტყვი, მათ არავინ არ უყვართ თავისითავის გარდა

0   Spam
4 კოკა   (28.11.2014 09:13:20) [მასალა]
აუცილებლად დავდგეთ მათ გვერდით

0   Spam
3 gia-tbilisi   (27.11.2014 23:16:52) [მასალა]
არაფრით არ შეიძლება ამ თავშესაფრის მუშაობას გაჩერება რაღაც უნდა მოვიფიქროთ ყველამ და დავდგეთ მათ გვერდით 25 25 25

0   Spam
2 goga577   (27.11.2014 22:23:23) [მასალა]
გეტანხმები ბევრი აზრზე აგარ არის ტუ რას ნიშნავს ძაღლი და როგორ რამხელა კავშირშია ადამიანთან
ეს ისტორია კი მარტლაც რომ ყველამ უნდა ნახოს ეს მარტო პირველი შემტხვევა არ ყოპილა ჩემთვის ბეცრჯერ მსმენია მეც.

ვწუხვარ.........

0   Spam
1 Nikadzia   (27.11.2014 19:13:08) [მასალა]
ერთი კაი აქცია არის მოსაწყობი, რომელი უწყებაც ამ თავშესაფრის გადატანას განიხილავს იქ 25 :25:

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика