ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 31 » სროლის და დამიზნების მანერა    

08:53:38
სროლის და დამიზნების მანერა
ადამიანის კუნთები დუნდება, შესაძლოა თქვენ საკმაოდ აქტიური სამუშაო გქონდეთ მაგრამ იარაღს გადაჩვევა მაინც ხდება.  სროლის სიზუსტე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხშირად გიჭირავთ ხელში თქვენი იარაღი.  იარაღთან ხშირი კონტაქტისას  ეჩვევით მის წონას, პროპორციებს, ფორმას.  ავითარებთ რიაქციას და ასე ვთქვათ მოდამ ფორმაში ხართ.

ფორმის შესანარჩუნებლად სასურველია პერიოდულად ვარჯიშების შესრულება.


         იაღე 4 სამიზნე, ეს შესაძლოა იყოს 4 რვეულის ფურცელი რომელზეც დახატავტ ვაშლისოდენა წრეებს და გააფერადებთ.

        სამიზნეები განალაგეთ ოთახის ოთხივე კედელზე, სასურველია პირველ ვარჯიშზე მხრების სიმაღლეზე და დაიწყეთ მორიგეობით დამიზნება ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ თანმიმდევრობით, შემდეგ პირიქით. 
 
       მეორე ჯერზე სამიზნეები დაალაგეთ დაბლა იატაკის სიმაღლეზე და შეასრულეთ იგივე მოძრაობა, მესამეთ ჭერის სიმაღლეზე ხოლო ბოლოს არეულად.

კვირაში ერთხელ მაინც, 10 ან 15 წუთი ასეთი ვარჯიში საშუალებას მოგცემთ მუდამ ფორმაში იყოთ და მინდორში გასვლისას იარაღი ხელში ერ გეჭიროთ როგორც უცხო სხეული.

ძალიან მნიშვნელოვანია სროლის როგორ მანერას ანიჭებთ უპირატესობას.  

 

  1.  მომენტალურად სროლა ამოფრენილ ფრინველზე იარაღის გაყოლების გარეშე.
  2. სწრაფი ხანმოკლე დამიზნება იარაღის მცირე გაყოლებით.
  3. გაყოლებით დამიზნება და აუჩქარებლად სროლა.

ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ და გააძლიეროთ თქვენი სუსტი მხარე,  არავინ არ იცის სად, რა პირობებში და სიტუაციაში მოგიწევთ სროლა.  ამიტომ შეეცადეთ მაქსიმალურად კარგად ფლობდეთ სროლის ყველა მანერას.

მაგალითად თუ თქვენ ნადირობთ ტყის ქათამზე ხშირ და ეკლიან ტყეში მაშინ დამიზნების დრო ძალინა მცირეა და თითქმის მომენტალურად გიწევთ სროლა.

გარემოს გარდა მნიშვნელობა აქვს თუ როგორი იარაღით ნადირობთ. 
როდესაც ნადირობთ მწყერზე მოკლელულიანი თოფით მაშინ სროლა გიწევთ ან მომენტალურად ან სწრაფი დამიზნებით, ხოლო თუ იგივე სიტუაციაში ნადირობტ გრძელლულიანი იარაღით მაშინ ძირითადად უნდა ესროლუდ გაყოლებით და კარგად დამიზნებით შორ მანძილზე.
აქვე უნდა ავღნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ეს არის დამიზნების მანერა  რომელსაც ასევე ვარჯიშის დროს უნდა მივეჩვიოთ.

 
ყველასათვის კარგად არის ცნობილი რომ დამიზნებისას ცალი თვალი უნდა დახუჭოთ. ეს წესი აუცილებელია თუ ჩვენ ვისვრით შაშხანიდან,  განსაკუთრებით კი უძრავ სამიზნეზე.  
საფანტის სროლისას ამ წესის დაცვა აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ ორივე თვალი გქონდეთ გახელილი მაგრამ ასეთი ტიპის დამიზნებას ჯერ უნდა მიეჩვიოთ რომ არ ააცილოთ.
საქმე იმაშია რომ როდესაც ცალი თვალი დახუჭული გვაქვს და ჩვენსკენ მომავალ ფრინველს ლულა გადაეფარება ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ მანძილს რამდენით წინ დავუმიზნოთ ფრინველს, საკმარისია მეორე თვალიც გაახილოთ რომ გვერდიდან კარგად ჩანს დაშორება ფრინველსა და იარაღის სამიზნეს შორის.  ამ დროს  სროლის გაკონტროლება იოლია, ხდება სწრაფი კორექტირება ფრინველის სიჩქარისა და მანძილის მაგრამ რთულია გააკონტროლით სამიზნის სისწორე რად

თუ დამიზნების ამ მეთოდსაც აითვისებთ, წარმატებსი შანსი კიდევ უფრო გაიზრდება.

გან სამიზნის პლანკა სულ მუდამ ჩანს მეორე თვალით და ხშირათ დამიზნება ხდება გაცილებით ზემოთ ან ქვემოათ. 

უკეთესი ეფექტისათვის სასურველია სახლის პირობებში მოაწყოთ მოძრავი სამიზნე, დაახლოებით ვაშლის ზომის ან ოდნავ მეტი და ივარჯიშეთ მასზე სროლაში 5  ან 7 მეტრის მანძილიდან, პნევმატური იარაღით.  
გაითვალისწინეთ ერთი თავისებურება, ორივე თვალი გახელილი გვაქვს და იარაღს უმიზნებთ როგორც სანადირო იარაღს პლანკაზე დამიზნებით და არა როგორც შაშხანას სამიზნის ჭრილის ზუსტი გასწორებით.  ასეთი ვარჯიშის შემდეგ წარმატების შანსი ბევრად უფრო დიდია. 
დამეთანხმებით ალბათ, დასანანია როდესაც კილომეტრებს გაივლი ძლივს რამოდენიმე ფრინვალს ნახავ და მასაც ვერ მოიპოვებ.  ნუ დაიზარებთ ვარჯიშს !!!
 

წყაროhttp://hunters.ge
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2882 | დაამატა: hunting-jim | ტეგები: და, მანერა, დამიზნების, სროლის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
4 qartvelo222   (31.12.2014 17:57:34) [მასალა]
რა კარგად არის დაკონკრეტებული ყველაფერი , მომწონს . 10

0   Spam
3 akson777   (31.12.2014 13:33:51) [მასალა]
სასარგებლო სტატიაა ვფიქრობ ბევრ მონადირეს წაადგება არა მარტო მოყვარულს.

ახალი დაწყებული რომ მქონდა ნადირობა მე მაშინ მირჩიეს გამოცდილმა მონადირეებმა სახლის პირობებში ვარჯიში, მეც დავუჯერე და კვირაში 3-ჯერ,4-ჯერ გამომქონდა ხოლმე თოფი და 1.5-2 მეტრი სიგრძის დახატულ წვრილ ხაზს სიგრძეზე გავაყოლებდი სისწრაფეში აქეთ იქით ისე რომ მუშკა წვრილი ხაზის გასწვრივ მოძრაობდა სულ , არ უნდა ამოვარდნილიყო. ასეთმა ვარჯიშებმა ძალიან გამიუმჯობესა შედეგები რაც მთავარია მეხმარება რომ მუდმივად ტონუსში ვიყო, ეხლაც ვაკეთებ მსგავს ვარჯიშებს და ყველას გირჩევთ, გარანტიას გაძლევთ დადებითი ეფექტი გარდაუვალია! 167

0   Spam
2 stoeger1   (31.12.2014 11:44:56) [მასალა]
კარგი რჩევებია, მე ყოველთვის მესამე ვარიანტს ვირჩევ, გაყოლება და აუღელვებლად სროლა

0   Spam
5 alika-guria   (31.12.2014 21:44:19) [მასალა]
stoeger1. ნამდვილად მასე ჯობია თუ მოსასწრებად არგვაქ საქმე.

0   Spam
1 mampo   (31.12.2014 11:30:30) [მასალა]
კარგი რჩევები ყოველთვის მისაღებია და სასურველია 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика