ბაზიერობა სულ მომწონდა, მაგრამ შეუძლებლად მეჩვენებოდა, რადგან არ ვიცოდი რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ამ საიტის დახმარებით ბევრი რამე ვისწავლე და პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ. წიგნების ძებნაც დავიწყე სადაც კი რამე წიგნს დავინახავდი, ყველგან ვკითხულობდი, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ვიყავი, მაგრამ... საერთოდ არაფერი არაა არსად. ზოგი გაკვირვებულიც კი მიყურებდა რა არის ვაბშე ბაზიერობაო მეკითხებოდა. მაგრად გამიტყდა, - ქვეყანაში, სადაც ბაზიერობა უძველესი ტრადიციაა(იყო), სადაც დედაქალაქიც კი - ბაზიერობამ დააარსა, არ იციან რას ნიშნავს სიტყვა ბაზიერობა!!!!
მოკლედ გამიგრძელდა და იმის თქმა მინდა, რომ ამ ფესტივალის ჩატარება ძააალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ბაზიერობის აღორძინების და პოპულარიზაციის საქმეში. მეც მაგრად მისწორდება, რომ პატარა წვლილი შევიტანე, ისევე როგორც ყველა ბაზიერმა, მონადირემ და ამ საიტის მოყვარულმა და გულშემატკივარმა. მადლობას გიხდით ასევე ყველას, ვინც პროექტი წამოიწყო და გაგიმარჯოთ ყველა ბაზიერს!!!