ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ივლისი » 23 » როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე (+4 ფოტო)    

02:45:18
როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე (+4 ფოტო)

11:13 / 22-07-2014

როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე (+4 ფოტო)
თბილისის მერიის ინიციატივით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა, - ამის შესახებ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნეს კონტაქტში " საუბრისას განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა აღნიშნული ინიციატივის ჩამოყალიბების მიზეზებსა და იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც რეკრეაციული ზონების განვითარებასა და გაფართოებას შეუწყობს ხელს.

"მას შემდეგ, რაც თბილისში გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით ახალი გზის გაჭრა მოხდა, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა ხიდის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ეკოლოგიური თვალსაზრისით, დამატებითი პრობლემები გაჩნდა. პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე დამატებითი რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოოთ", - აღნიშნა თბილისის მერმა და დასძინა, რომ მერიის სურვილია, ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიის ერთმანეთთთან დაკავშირება საფეხმავლო ესტაკადით, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.

"დაირგვება დამატებითი ხეები, რათა ერთიანი სივრცე შეიქმნას და გარდა ამისა, გაკეთდება თანამედროვე ხმაურდამცავი მოწყობილობები, რითაც ხელს შევუწყობთ რეკრეაციული ზონების დაცვას, განვითარებასა და გაფართოებას," - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის ზღვის პირას მშენებარე ახალი ზოოპარკის პროექტის ერთ-ერთი სავარაუდო დიზაინი, როგორც ეს ვებ-გვერდ proctorandmatthews.com-ზეა აღნიშნული, ექვს მსხვილ ცხოველთა კოლექტიურ ზონას მოიცავს, რომლებსაც მშენებლობის ცალკეული სტრუქტურა ექნება. საიტის ინფორაციით, ეს ჯგუფური გარემო გაერთიანებულია საერთო გეოლოგიური მიწის ნიადაგით. თითოეული ზონა აგრეთვე ხასიათდება ოთხი ბუნებრივი ელემენტით: წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი - "მსოფლიოს ნედლი ტყეები" (წყალი), "ველური ევროპა" (ჰაერი), "აფრიკული სავანა და აზიური ნაბიჯები" (მიწა) და საბოლოოდ, "ჩრდილოეთ ამერიკა" (იელოუსტოუნის პარკი) და "ავსტრალიური ბუჩქებით დაფარული მიწა" (ცეცხლი).

აღნიშნული სავარაუდო დიზაინი ეკუთვნის "Proctor and Matthews"-ის თბილისის ზოოპარკისთვის გამართული საერთაშორისო დიზაინის კონკურსში მიწვეულ წევრებს. თუმცა საიტზე არ არის მითითებული, ვისი დაკვეთითაა შესრულებული პროექტი.

"პროექტის დიზაინი შექმნილია ისე, რომ მიმზიდველი იყოს საერთაშორისო პუბლიკისთვის და მოიზიდოს მნახველები,რომლებიც შეძლებენ კვლევის ჩატარებას, საუბრების გამართვას და განათლების მიღებას. როდესაც დასრულდება თბილისის ზოოპარკის მშენებლობა, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზოოპარკი მსოფლიოში და გახდება წამყვანი ველური ბუნების ატრაქციონი ევრაზიულ კონტინენტზე. ის შეძლებს მოიზიდოს 1.5 მილიონ მნახველზე მეტი წელიწადში.

თბილისის ზოოპარკი გახდება 21-ე საუკუნის ველური ბუნების ატრაქციონი და განუდგება 20-ე საუკუნის დრომორჭმულ ზოოპარკებს. თბილისის ზოოპარკში იქნება უბარიერო გარემო და შეიქმნება უპრეცედენტო თემატური ლანდშაფტები, რომელიც მნახველს მიანიჭებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს და ამასთან შეინარჩუნებს ყველა ჯიშის ბინადრისთვის საჭირო გარემოს.

ეჭვგარეშეა ფაქტი, რომ როდესაც დასრულდება ზოოპარკის მშენებლობა, ის გახდება ევროპული სტანდარტების ადგილი. ოჯახებს შეეძლებათ დარჩენა საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში. ამისთვის შეიქმნება მრავალი ხის სახლი, თემატური სასტუმროები. სასტუმროები აგრეთვე საჭიროა ზოოლოგიური კონფერენციების დელეგატების მოსაზიდად და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული მეცნიერების ყურადღების მისაპყრობად", - აღნიშნულია საიტზე.






 



წყაროhttp://www.ambebi.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3795 | დაამატა: Admin | ტეგები: ახალი, თბილისის, განთავსდება, და, იქნება, რა, ძველ, ტერიტორიაზე, როგორი, ზოოპარკი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 ზურა333   (25.07.2014 17:58:18) [მასალა]
ზოოპარკის გადატანის იდეა ქ.თბილისის გენერალური გეგნგეგმით უარყოფილია ჯერ კიდევ 80-იან წლებში..
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, ღერძით ზღვაზე, არის მთლიანად მოთავსებული აეროპორტის თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენ კორიდორში, სადაც საცხოვრებელად შეუთავსებელი ხმაურის ზონაა, სადაც ცხოველები დაავადდებიან და დაიხოცებიან გაზრდილი დეციბალების ქვეშ ხანგძლივი ცხოვრებით!!
ამ საკითხზე არსებობს ქალაქთმშენებლობითი ნორმები!!!
ამასთანავე კორიდორის ქვეშ არის ტრაპეციის ფორმის დაცული ზონა შესაბამისი უსაფრთხოების მაღალი რისკებით!!!
ასეათი საკითხები ყოველთვის ჯერ არქიტექტორ-ქალაქმგეგმარებლებთან უნდა იქნეს განხილული და ქალაქის განვითარების გენგეგმასთან მიმართებაში გახილული!!!

0   Spam
4 Terrax   (24.07.2014 01:41:51) [მასალა]
ეგ ერტი ადგილიგა დარცჰა სადაც ძაღლს ვასერნებ და ვატარებ და ეგეც უნდა გააოხრონ

0   Spam
3 ზურა333   (24.07.2014 00:52:50) [მასალა]
ზვიგენს ალბათ თბილისის ზღვაში გაუშვებს...

0   Spam
2 young_hunter_15years_old   (23.07.2014 20:00:47) [მასალა]
ელოდეთ მოგვართმევენ 069

0   Spam
1 doreuli2000   (23.07.2014 17:21:36) [მასალა]
კარგია 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика