მონადირეების საიტი -
ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [47]
საიტის ამბები [45]
ბაზიერი [10]
ბრაკონიერობა [19]
მოიპარეს-დაიკარგა [47]
ცხოველები და ფრინველები [107]
საქართველოს ამბები [170]
უცხოეთის ამბები [181]
საქართველოს წარსულიდან [33]
მიმოხილვა [25]
მგლები და ტურები [23]
ქვეწარმავლები [8]
დედამიწა [65]
იცით თუ არა რომ [139]
სახუმარო ამბები [28]
სხვადასხვა [235]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ბუ
badri94პასუხების რაოდენობა: 284
კირკიტა
cqპასუხების რაოდენობა: 355
ბაზიერის შიდა ჩემპიონა...
lasha79პასუხების რაოდენობა: 172
იარაღები
monadire777(temo)პასუხების რაოდენობა: 4102
BERETTA A400 XPLOR UNI...
tarxanaპასუხების რაოდენობა: 100
სამ ლულიანი სანადირო თ...
babukaპასუხების რაოდენობა: 9

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

ჩემპიონატი

მთავარი » 2012 » მარტი » 18 » ფოკის მონასტერი ფარავნის ტბაზე...    

17:10:44
ფოკის მონასტერი ფარავნის ტბაზე...

ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი

ტრაპეზი პოკის მონასტერშიფოკის წმიდა ნინოს მამათა მონასტერი

ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბის ნაპირას. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში. წმინდა ნინო საქართველოში სომხეთის მხრიდან შემოვიდა და პირველად გაჩერდა ფარავნის ტბასთან, სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამა მონასტერი, ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც. ის წმინდა ნინოს ეკლესიასთან მდებარეობს. ტაძარი XI საუკუნის 30-40-იან წლებში აუშენებია ქართლის კათალიკოსს იოანე ოქროპირს, ხუროთმოძღვარი კი მიქელ „ქართლისა ბანაქასალარი" - სავარაუდოდ ქართლის ხუროთმოძღვართუხუცესი უნდა ყოფილიყო. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჟამთა სვლის გამო ძლიერ დაზიანებული ტაძრის აღდგენა.

მონასტრის დამკვიდრება მრავალ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. გარდა მძიმე კლიმატური პირობებისა (აქ ზამთარში ყინვა 37 გრადუსამდე აღწევს და თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მონასტერი სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს), აქ სხვა სირთულეებიც იყო. ისტორიული ძნელბედობის გამო ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე შეწყვეტილი იყო მართლმადიდებლური ღვთისმსახურება.

ამჟამად მამათა მონასტერში ხუთი ბერ-მონაზონი და მორჩილი, ხოლო დედათა მონასტერში შვიდი მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს.

ფოკის დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა. მონაზვნები ადგილობრივ ბავშვებს ასწავლიან ქართულს, ინგლისურს, მუსიკას და ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების გაღვივებას ამ მხარეში. მონასტერთან ასევე ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, სადაც მონაზვნები სოფლის მცხოვრებთ უსასყიდლოდ მკურნალობენ.

მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ფოკანი", სადაც ხატები და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები და ჭურჭელი მზადდება. 

2007 წლის 27 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" მოეწყო ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სახელოსნო „ფოკანის" ნამუშევრების გამოფენა. სტუდია „ფოკანს" ხელმძღვანელობს მხატვარი დავით კაკაბაძე (უმცროსი). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუდიის 5-წლიანი არსებობის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები. გამოფენილი იყო ტიხრული მინანქარი, ოქრომჭედლობა, მოზაიკა, კერამიკა. გამოფენის ექსპონატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აღნიშნული გამოფენა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გაგრძელდა.

დედებს აქვთ ასევე მცირე მეურნეობა, მისდევენ მესაქონლეობას.

შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრისა და მისი მრევლის ძალისხმევით, 1999 წელს მამათა მონასტერში დასრულდა წმინდა ნინოს ტაძრის მშენებლობა. თავდაპირველად ამ ადგილას ღია საკურთხეველი იყო მოწყობილი.

ფოკის დედათა და მამათა მონასტრებს 25 ჰექტარი მიწა ეკუთვნით, სადაც მოჰყავთ მარცვლეული. ყოველ ზაფხულს ფოკაში ერთი თვით ჩადიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ფიზიკური შრომით შეეწევიან მონასტერს. აქ ისინი მონასტრის სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, ესწრებიან წირვა-ლოცვებს, ტარდება სხვადასხვა შეხვედრები, კონფერენციები, გასვლები ამ მხარის წმინდა ადგილების მოსალოცად.

ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა და მამათა მონასტრების დღესასწაული არის 1/19 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს.

გამოყენებული ლიტერატურა:
ი. გუნია „საქართველოს მონასტრები"
2005

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი"


კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1253 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: საქართველოს მონასტრები. | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

მაღაზიები

შესვლის ფორმა

ონლაინში
საიტზე სულ: 39
სტუმარი: 34
მონადირე: 5
tengo81 , landia , beqarichi , shakia , guruli71

დღეს საიტზე იყვნენ
Gia, krimanjuli, landia, mixo-kiziki, simoni, chincho, goga-giorgi, zkk1963, besara, datoburchuladze, gigagiga239, giorgii, kechakmadze, ვულფ, grenader21, tacha-swd, sandros, mmzz80254, vajikaxadeli, kiro, nugomonadire, dimi, @snaipi@, cxadaze, iurinka, rati, დათო_მონადირე, Bochora, ohotnik, kaxelo, freddie76, [სრული სია]

გილოცავთ!
nikaperxuli(22) , nika--gorda(22) , jumbo(25) , beqa8319(30) , BOQSONA(58) , knemsadze(41) , mishela222(25) , zkZAZA(46) , xaxuti000(25) , tamuna01(80) , Jorjika(31) , gigi(15) , cixelashvil(27) , chechena(31) , gagucha4(28)

facebook

ჩვენი გამოკითხვა
ე.წ. ფარით ნადირობა უნდა ისჯებოდეს:
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მცირე ჯარიმით (500 ლარზე ნაკლები)
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დიდი ჯარიმით (500 ლარზე მეტით)
3. სისხლის სამართლის კოდექსით (პატიმრობით)
სულ პასუხი: 239

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ტეგები

    sape.ru

    რეკომენდაცია:


    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge  Create a website for free