მონადირეების საიტი -
ძებნა

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [46]
საიტის ამბები [42]
ბაზიერი [10]
ბრაკონიერობა [19]
მოიპარეს-დაიკარგა [45]
ცხოველები და ფრინველები [101]
საქართველოს ამბები [161]
უცხოეთის ამბები [180]
საქართველოს წარსულიდან [33]
მიმოხილვა [25]
მგლები და ტურები [23]
ქვეწარმავლები [8]
დედამიწა [64]
იცით თუ არა რომ [137]
სახუმარო ამბები [23]
სხვადასხვა [226]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
პოინტერი
ij43პასუხების რაოდენობა: 2214
ტელე-რადიო გადაცემები
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 17
ვაზნები
dakotaპასუხების რაოდენობა: 699
ვიჟლა
babukaპასუხების რაოდენობა: 82
ბაზიერების მინი-ჩატი
gio1994პასუხების რაოდენობა: 1429
კურცჰაარი
babukaპასუხების რაოდენობა: 1113

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მთავარი » 2012 » ივლისი » 13 » მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი კომპანია    

16:43:41
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი კომპანია
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი კომპანია
მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი კომპანიამსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისა თუ კომპანიების რეიტინგებს მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემები, ტრადიციულად, აპრილ-მაისში ადგენენ, რაც, რასაკვირველია, წინა წლის სხვადასხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით ხდება. მსოფლიოს 10 უმდიდრესი კომპანიის სიის შედგენისას, როგორც წესი, ძირითად კრიტერიუმად კომპანიის წლიური შემოსავალი მიიჩნევა. თუ მსოფლიოს 10 უმდიდრესი კომპანიის ბოლო წლების რეიტინგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ  ზოგი კომპანია ათეულში სტაბილურად ხვდება, მაგრამ გაცილებით შთამბეჭდავი ის არის, თუ რამდენს გამოიმუშავებენ ეს ფულის მკეთებელი გიგანტები: ამ სიაში ყველაზე "ღარიბი" დღეში დაახლოებით 550 მილიონ დოლარს აკეთებს, რაც საათში 23 მილიონია, ხოლო წუთში დაახლოებით 380.000 დოლარს შეადგენს! 

1. ექსონ-მობილი (Exxon Mobil Corporation) 
შემოსავალი: 486,4 მილიარდი დოლარი 
საქმიანობა: ნავთობი და გაზი.
თანამშრომლების რაოდენობა - 82000
სათავო ოფისის მისამართი - აშშ, ტეხასის შტატი, ქ. ირვინგი

2. შელი (Royal Dutch Shell) 
შემოსავალი: 470 მლრდ 
საქმიანობა: ნავთობი და გაზი
თანამშრომელი - 90000
მისამართი: ჰოლანდია, ჰააგა და დიდი ბრიტანეთი, ლონდონი

3. ვალმარტი (Walmart) 
შემოსავალი: 446 მლრდ 
საქმიანობა: საცალო ვაჭრობა
თანამშრომელი: 2150000
მისამართი: აშშ, არკანზასის შტატი, ქ. ბენტონვილი

4. ბრიტიშ პეტროლიუმი (BP) 
შემოსავალი: 386,4 მლრდ 
საქმიანობა: ნავთობი და გაზი
თანამშრომელი: 97000
მისამართი: დიდი ბრიტანეთი, ლონდონი

5. ვიტოლი (Vitol Group)
შემოსავალი: 297 მლრდ 
საქმიანობა: ნედლეული
თანამშრომელი: 2700
მისამართი: ჰოლანდია, როტერდამი და შვეიცარია, ჟენევა 

6. სინოპეკი (China Petroleum & Chemical Corporation Ltd)
შემოსავალი: 273 მლრდ 
საქმიანობა: ნავთობი და გაზი
თანამშრომელი:  400500
მისამართი: ჩინეთი, პეკინი 

7. შევრონი (Chevron)
შემოსავალი: 253,7 მლრდ 
საქმიანობა: ნავთობი და გაზი
თანამშრომელი: 61500
მისამართი: აშშ, კალიფორნიის შტატი, ქ. სან-რემო

8. კონოკოფილიპსი (ConocoPhillips Company)
შემოსავალი: 251 მლრდ 
საქმიანობა: ნავთობი და გაზი
თანამშრომელი:  29800
მისამართი: აშშ, ტეხასის შტატი, ჰიუსტონის ენერგოდერეფანი

9. ტოიოტა (Toyota Motors)
შემოსავალი: 235 მლრდ
საქმიანობა: ავტომობილები
თანამშრომელი: 316 100
მისამართი: იაპონია, აიჩის პრეფექტურა, ქ. ტოიოტა-სიტი

10. ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია გრიდი  (State Grid Corporation of China  SGCC)
შემოსავალი: 226 მლრდ 
საქმიანობა: ენერგეტიკა, ნავთობი და გაზი
თანამშრომელი: 1564000
მისამართი: ჩინეთი, პეკინი
ნავთობ-გაზის გიგანტების ლიდერობა სტაბილურია. არც "ტოიოტას" ათეულში ყოფნაა მოულოდნელი. უფრო საინტერესოა კომპანია "ვალ მარტი". 1962 წელს სემ უოლტონის მიერ და არსებული კომპანია სადღეისოდ მსოფლიოს უდიდესი საცალო ქსელია 10130 მაღაზიით 27 ქვეყანაში, მათ შორის ჰიპერმარკეტებით. კომპანიის დევიზია - "დაზოგე ფული": მის მაღაზიებში ფასები საბითუმოს უახლოვდება.



ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა 

რამაზ გურგენიძემ
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 434 | დაამატა: Gia | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0  
3 IKAHUNTER   (16.07.2012 01:09:45)
fshavelo მერე ეგენი კი აღარ "იზავენ" ბუნება "იზავს" უფრო ხშირ მიწისძვრებს, წყალდიდობებს და ა.შ (ახლაც არ განვიცდით უმაგისობას). ხომ იცი ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთზე როგორ არის გადაჯაჭვული.

0  
1 IKAHUNTER   (15.07.2012 23:56:34)
აი ნათელი სურათი იმისა, თუ როგორ ისქელებენ ჯიბეებს ნავთობისა და გაზის მომპოვებელ-რეალიზატორი კორპორაციები ეკოლოგიური უსაფრთხოების ფეხებზე დაკიდების ხარჯზე. თუმცა რაც ყველაზე ცუდია გამოსავალი ამ სიტუაციიდან ჯერ კიდევ არ ჩანს. მოხმარება დროდადრო უფრო იზრდება და მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობა უკუღმა მიდის 23 ესაა ჩემი კომენტარი!

0  
2 fshavelo   (16.07.2012 00:35:30)
მსოფლიო ეკოლოგიას ნავთობისა და გაზის მოპოვება-ექსპლოატაციაზე მეტად, ტყის მასობრივი ჩეხა და ურბანიზაცია უქმნის საფრთხეს.
პ.ს. ეს ნავთობი და გაზი მალე გათავდება და მერე რაღას იზამენ ?!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

მაღაზიები

შესვლის ფორმა

ონლაინში
საიტზე სულ: 27
სტუმარი: 20
მონადირე: 7
gagna777 , anz-2 , giohunt1982 , minchanin , გოჩა555 , kechakmadze , krimanjuli

დღეს საიტზე იყვნენ
Gia, krimanjuli, ij43, mixo-kiziki, simoni, levani588, mmzz80254, dudu-duda, nugomonadire, gurulig, Terrax, pewooo, პედიატრი, cou, iloilo1, gogala_84, badri94, omo_96, dato535, merabnozadze, Kaxa, gelka72, giainterstar1, stogeri, joksa, butatino, Nikadzia, niora, marsi, fshavelo, მახო44, [სრული სია]

გილოცავთ!
tsulo(20) , ASLAN(37) , chibo79(34) , ASLANBEI(37) , imeda_abesadze(37) , shakoshako(19) , guga_1999(52) , levani1975(38) , LULA(31) , ფოთი6924(44) , skipi(28) , il(28) , chija24(25) , gizo81(32) , maqsi19(19) , chia85(28) , bacho123(53)

facebook

ჩვენი გამოკითხვა
დენის "აპარატით"თევზაობა უნდა ისჯებოდეს
1. სისხლის სამართლის კოდექსით (პატიმრობით)
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დიდი ჯარიმით (500 ლარზე მეტით)
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მცირე ჯარიმით (500 ლარზე ნაკლები)
სულ პასუხი: 241

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ტეგები

    sape.ru

    რეკომენდაცია:


    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge  Create a website for free