კარგი იყო მაგრამ ზოგ პუნქტს არვეთანხმები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო ვაკრიტიკებ სულაც არა არაჩვეულებრივი ნაშრომია და აზრი კომპეტენტურად იკითხება უბრალოდ თანამედროვე თოფისთვის 50 მეტრი სროლის ეფექტურობის არეალში შედის და ეფექტურობის მაჩვენებელი 50 % ზე მეტია მსროლელის ოსტატობიდან გამომდინარე პლიუს მინუს. მე მაგ მაძილზე დიდი ზომის ფრინველზე არანაირი პრობლემა არამაქ. ეს ჩემი აზრია
მე მყავს ამ ჯიშის ლეკვი ძაან მაგარი ჯიშია.მაგრამ ამათ ჩემისგან განსხვავებით უფრო მაღი ბეწვი აქვთ მგონი ესე ჩანს.ჩემს დაბალი თხელი ბეწვი აქვს და სიცივესაც ადვილად იტანს
ამ ვიდეოში რაც ჩანს ძაღლები სადისტურ პირობებში იმყოფებიან, ძალიან მცირე ზომის გალიებია სადაც კურდღელსაც კი გაუჭირდება ცხოვრება. შენობა ხო ვაბშე გაფარჩაგებულია. ეს ჩემი აზრით ძაღლების მიმართ სადისტური მოპყრობაა, და საერთოდ ქუთაისში ქუთაისის მთავრობას სინამდვილეში სულ ფეხებზე კიდიათ ამ საცოდავი ძაღლების ბედი. ძაღლები კიარა საქართველოში მთავრობას ყოველთვის ხალხიც ფეხებზე კიდია და ძაღლების უფლებებს დაიცავენ? ჩემი აზრით ძაღლების ასეთ პირობებში ყოფნას ისევ ქუჩაში იყვნენ ის ჯობია. მაგარი არეული და მოუწესრიგებელი ქვეყანა ვართ რა და არც იქნება ჩვენი საშველ
მოკლედ მინდა მოგითხროთ კომპანიაზე, რომელიც არა ღარიბი და ნიჭიერი ოსტატის მიერ იყო დაფუძნებული(როგორც კომპანიათა დიდი ნაწილი), არამედ ქალაქის მმართველის მიერ...
Ludwig Borovnik
1848 წელს ავსტრიის ქალაქ ფერლახის ბურგომისტრმა ლუდვიგ ბოროვნიკმა(მაშინ 24 წლის იყო) თავისი საიარაღო საამქრო დააფუძნა. საწარმო თავიდანვე ელიტ კლასის შტუცერების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. ბოროვნიკი თავისი არსებობის 160 წლის მანძილზე არ ღალატობს ავსტრიული იარაღისათვის დამახასიათებელ უმაღლეს ხარისხს, სტილსა და დიზაინს. თოფები ელეგანტურებია და გამოირჩევიან ძალიან მაღალი სიზუსტით. საწარმოს მართვა თაობიდან თაობაში ოჯახის წევრებზე გადადის. მათ შორის უმეტესობა ლუდვიგ ბოროვნიკია. საწარმოში ნებისმიერი სახის სანადირო იარაღის შეკვეთაა შესაძლებელი ლულათა სხვადასხვა კომბინაციით. ამასთან თითოეული ეგზემპლიარი ინდივიდუალიზმითაა გაჟღენთილი. ლითონი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფოლადია, ხოლო ხე კი მხოლოდ ელიტარული კაკალი, რომელიც საწარმოს საწყობებში მინიმუმ 20 წელი ყოვნდება. ამ ხნის მანძილზე მასალა იძენს იმ თვისებებს, რომლებიც შემდგომი დამუშავებისას საუკეთესო შედეგს იძლევა.
ბოროვნიკის თოფებზე გრავირებას ავსტრიის საუკეთესო ოსტატები ასრულებენ(მაგ. ობილჩინიგი), რომლებიც სხვადასხვა სტილს გამოიყენებენ, უფრო მეტად კი ღრმა გრავირებას. გრავირებისას ხშირად გამოიყენება ოქროს ინკუსტაცია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!