ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » აპრილი » 17 » კანქვეშა ტკიპა    

09:43:01
კანქვეშა ტკიპა
 

დემოდეკოზი - კანქვეშა ტკიპა

დემოდეკოზი პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი დემოდექსის ტკიპა კანშიგა პარაზიტია. ამჟამად ცნობილია ამ ტკიპის ას ორმოცამდე სახეობა , რომლებიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში პარაზიტობენ. დაავადება ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ძაღლებში ის დერმატიტებს ანუ კანის ანთებით დაავადებებსა და ჰიპერკერატოზებს – კანისა და მისი დანამატების პათოლოგიურ გასქელებას იწვევს.ბოლო ხანს ეს დაავადება ადამიანებს შორისაც გახშირდა, თუმცა ადამიანის კანში დემოდექსის მხოლოდ რამდენიმე სახეობა პარაზიტობს, თანაც მისი ორგანიზმიდან იმ ტკიპის გამოყოფა, რომელიც ძაღლის დასნებოვნებას იწვევს, აღწერილი არ არის. ასე რომ, ძაღლი და ადამიანი დემოდეკოზის გადაცემის თვალსაზრისით ერთმანეთს საფრთხეს არ უქმნიან.

როგორ ვლინდება დემოდეკოზი
ცხოველებში დემოდეკოზის სამი კლინიკური ფორმაა მოსალოდნელი. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სკვამოზური ანუ ქერცლოვანი ფორმა. ის ძაღლებში ყველაზე ხშირად გვხვდება, რასაც გარკვეული მიზეზი აქვს: ვინაიდან ძაღლის ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარები საკმაოდ ფართოა, დემოდექსის ტკიპა მათში ადვილად აღწევს და ყველაზე ადრე სწორედ მათ აზიანებს. ტკიპის ცხოველქმედების შედეგად ჯირკვლები წყვეტენ ცხიმის გამომუშავებას. კანი შრება და იქერცლება. პროცესი წვრილი, 1-3 მმ დიამეტრის წითელი წერტილოვანი ლაქების წარმოქმნით იწყება. შემდეგ ამ ადგილებს ბეწვი სცვივა და მელოტდება. ამგვარი ცვლილებები უმეტესად ლოკალიზებულია თვალების ირგვლივ, ლოყებზე, ცხვირის ზურგზე, ფერდებზე, კისერზე. სიწითლე თანდათან გაივლის და დაზიანებულ ადგილებზე კანის აქერცვლა იწყება. კანი სქელდება, ადვილად ნაოჭდება, უჩნდება სისხლმდინარე ნახეთქები. ქერცლს მონაცრისფერო-მოლურჯო ელფერი აქვს და ადვილად ჩამოიფცქვნება. როცა პარაზიტი საოფლე ჯირკვლებში კი არა, თმის ფოლიკულის ძირში იბუდებს, ვითარდება დემოდეკოზის პუსტულოზური ფორმა. ჩნდება მომცრო ჩირქგროვები - პუსტულები. როგორც წესი, ამ დროს ღრმად მდებარე თმის ფოლიკულები ზიანდება. კანის ღრმა ფენებში თავდაპირველად 1-4 მმ დიამეტრის დემოდეკოზური კერები ჩნდება, რომლებიც შემდგომში შესაძლოა ჩირქით გაივსოს, თავისთავად გაიხსნას და ზედაპირი მურა ნაცრისფერი ქერქით დაეფაროს. დემოდეკოზის ამ ფორმისას უმეტესად ზიანდება ყბათაშორისი სივრცე, პირის მახლობლად, ტუჩებისა და თვალების ქვემოთ მდებარე არეები. საზოგადოდ, დემოდეკოზის დროს ძაღლს თავის არე უფრო ინტენსიურად უზიანდება. ეს ბუნებრივია, ვინაიდან სხეულის სწორედ ამ ნაწილით ეხება ძაღლი დაავადებულ ცხოველს. კანის დიდი უბნების დაზიანებისას ძაღლის სხეული არასასიამოვნო, ამძაღებული კარაქის მსგავს სუნს გამოსცემს. იშვიათია დემოდეკოზის პაპულოზური ფორმა. მას დიდი ზომის ანთებითი ელემენტების – პაპულების წარმოქმნა ახასიათებს. დაავადების ეს ფორმა ძლიერი პარაზიტული ინვაზიის, მისი გენერალიზაციის დროს ვითარდება და უპირატესად ზურგის, გავის მიდამოს, კუდის ფუძის დაზიანებით ვლინდება. იშვიათი არ არის დაავადების შერეული ვარიანტიც, რომლის დროსაც ზემოთ აღწერილი ორი ან სამივე ფორმა ერთდროულად გვხვდება. შერეული ფორმა, წესისამებრ, სკვამოზურით იწყება, შემდეგ ჩნდება პუსტულები, პროცესის გენერალიზაციის შემთხვევაში კი - პაპულები. დემოდეკოზის ნებისმიერ ფორმას ხშირად ერთვის მეორეული ბაქტერიული (უმეტესად - სტაფილოკოკური) ინფექცია.

ვის ემართება დემოდეკოზი
ვეტერინარები აღნიშნავენ, რომ დემოდეკოზით უმთავრესად ის ძაღლები ავადდებიან, რომლებსაც ინდივიდუალური მიდრეკილება აქვთ ამ პათოლოგიისადმი, რაც, უპირველეს ყოვლისა, თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიის დარღვევას უკავშირდება. ეს უკანასკნელი აღინიშნება თმიანი საფარველის გაცვენისას, კანის ატონიისას. ამ დროს განვითარებული ცვლილებების გამო ტკიპა ადვილად აღწევს თმის ფოლიკულში, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ დასნებოვნება არც ჯანსაღი თმიანი საფარველის შემთხვევაშია გამორიცხული. დემოდეკოზისადმი განწყობას ქმნის აგრეთვე კანში იმუნური რეაქციების დათრგუნვა და ჰორმონული დარღვევები. დემოდეკოზით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა ძაღლის კონტაქტი დაავადებულ ცხოველთან და ამ დროს მის ორგანიზმში სქესობრივად მომწიფებული დემოდექსის შეღწევა. სხეულის იმ უბანზე, რომლითაც ჯანმრთელი ძაღლი ავადმყოფს შეეხო, იმატებს ტემპერატურა, რაც ხელს უწყობს პარაზიტის გამრავლებას. დასნებოვნების შემდეგ დემოდექსი განსაკუთრებით ინტენსიურად მრავლდება ჰორმონ ოქსიტოცინის ზემოქმედებით, ეს უკანასკნელი კი ძაღლის ორგანიზმში უხვად წარმოიქმნება ლეკვების ძუძუთი კვებისას. ამის გამო მეძუძური ძაღლის ორგანიზმში დემოდექსი გაცილებით სწრაფად მრავლდება და ძუძუს წოვებისას ლეკვებსაც ასნებოვნებს.
ცნობილია, რომ დაავადებულ ადამიანთა 20%-ს დაავადება კლინიკურად არ უვლინდება - ისინი დემოდექსის მხოლოდ მატარებლები არიან. ძაღლებში უსიმპტომო მატარებლობის შესაძლებლობა შესწავლილი არ არის, თუმცა სპეციალისტები მის არსებობას არ გამორიცხავენ.

დიაგნოსტიკა
დემოდეკოზის კლინიკური ნიშნები ძალიან ჰგავს სხვადასხვა მიზეზით აღმოცენებული კანის ანთებითი დაავადების – დერმატიტის სურათს. სწორედ ამიტომ ამბობენ სპეციალისტები, რომ დემოდეკოზის დიაგნოზის დასმა მხოლოდ სიმპტომების მიხედვით შეუძლებელია. გამონაკლისია დაავადების გენერალიზებული ფორმა, რომელსაც ცხოველის სპეციფიკური სუნით ამოვიცნობთ. დაავადების დიაგნოზის დასმის უმთავრესი და ამავე დროს არცთუ რთული მეთოდია დემოდეკოზური უბნების შიგთავსის მიკროსკოპია, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, მიკროსკოპში უშუალოდ დაინახოს დემოდექსი. მეთოდი საკმაოდ სარწმუნოა. ტკიპის აღმოჩენა პუსტულების შიგთავსშიც შეიძლება.

როგორ ვუმკურნალოთ დემოდეკოზს
დემოდეკოზის მკურნალობა პირველ რიგში მისი გამომწვევის ცხოველმყოფელობის დათრგუნვას გულისხმობს. გარდა ამისა, აუცილებელია დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებზე ზემოქმედება, კერძოდ, კანის ატონიის მკურნალობა, თმის ზრდის გაუმჯობესება, იმუნური რეაქციების სტიმულაცია, ჰორმონული დარღვევების აღმოფხვრა. ეტიოტროპული (მიზეზზე უშუალოდ მოქმედი) მკურნალობა კომპლექსურია. ის ითვალისწინებს ანტიპარაზიტული პრეპა¬რატების გამოყენებას როგორც ადგილობრივად, ისე სისტემურად – ტაბლეტების ან ინექციების სახით. მკურნალობის წვრილმანების შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებთ, ვინაიდან ეს პროფესიონალი ვეტერინარების პრეროგატივაა.

ჩემი ძაღლი-(ი)ს ფოტო.


წყაროhttps://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1537734163145461&id=1462260844026127&substory_index=0
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2803 | დაამატა: ბაქარი | ტეგები: ტკიპა, კანქვეშა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 10
0   Spam
9 giorgi100   (04.01.2017 23:13:43) [მასალა]
გადამდები არის ნეტა სხვა ძაღლს თუ გადაედება შეხებით

0  
10 giohunt1982   (05.01.2017 13:02:46) [მასალა]
კი, გადამდებია!

0   Spam
7 ბაქარი   (18.04.2015 21:30:21) [მასალა]
giiiivi აუცილებლად გადავიტან, კიდევ ერთი არსებობს ტკიპის საწინააღმდეგო ვაქცინა რომელიც როგორც ვეტერინარმა მითხრა 6 თვე იცავს მეძებარს და ასევე ვაქცინა რომელიც აშორებს ტკიპას ანუ კლავს მას და მის კვერცხებს ორივე ერთად სულ რაღაც 9 ლარი ჯდება 166 166

0   Spam
8 Hun-ter   (25.04.2016 23:24:57) [მასალა]
ბაქარი, შეგიძლია მითხრა სად იყიდება ეს ტკიპის მოსაშორებელი ვაქცინა? ჩემს ძაღლს ყავს და ვერ ვშველი

0   Spam
6 gialo123321   (18.04.2015 11:18:24) [მასალა]
10 10 10

0  
5 akson777   (17.04.2015 22:47:51) [მასალა]
10 10 საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა

0   Spam
4 gadarchenili   (17.04.2015 21:50:24) [მასალა]
მე მაინტერესებდა ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვისს

0   Spam
3 koba30   (17.04.2015 15:40:55) [მასალა]
ჩემ ლეკვს გაუჩდა ნემსებით მოვარჩინე მალევე მაგრამ კონტროლი უნდა ხშირი gimili gimili

0   Spam
2 don_33   (17.04.2015 15:05:19) [მასალა]
როგორც ვატყობ ჩემ ძაღლსაც არასწორი დიაგნოზით ვუმკურნალე,აქედან გამომდინარე შედეგი არ მომცა დიაგნოზად სოკო დამისვეს მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ტკიპაა,ბეწვი მხოლოდ თვალებს გარშემო აქვს გადაქუცული და უსიამოვნო სუნსაც ვგრძნობ 23_30_126

0   Spam
1 ბაქარი   (17.04.2015 09:52:40) [მასალა]
მოკლედ ეს პარაზიტი ძალიან დიდ ზიანს აყენებს ბეწვის საფარს, ამიტომ მსგავსი ნიშნების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ კარგ ვეტერინარს, ჩემს შემთხვევაში დაგვიანებულმა დიაგნოზმა და არასწორმა მკურნალობამ, დრათჰაარის ჯიშის მეძებრისთვის დაბალი ბეწვის (ღინღლის) 60% იანი გაქრობა გამოიწვია. საბედნიეროდ მოვახერხეთ პარაზიტის დამარცხება შემდე კი ვიტამინების და მკვებავების დახმარებით პრობლემა მოგვარებულია 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика