კარგი იყო მაგრამ ზოგ პუნქტს არვეთანხმები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო ვაკრიტიკებ სულაც არა არაჩვეულებრივი ნაშრომია და აზრი კომპეტენტურად იკითხება უბრალოდ თანამედროვე თოფისთვის 50 მეტრი სროლის ეფექტურობის არეალში შედის და ეფექტურობის მაჩვენებელი 50 % ზე მეტია მსროლელის ოსტატობიდან გამომდინარე პლიუს მინუს. მე მაგ მაძილზე დიდი ზომის ფრინველზე არანაირი პრობლემა არამაქ. ეს ჩემი აზრია
მე მყავს ამ ჯიშის ლეკვი ძაან მაგარი ჯიშია.მაგრამ ამათ ჩემისგან განსხვავებით უფრო მაღი ბეწვი აქვთ მგონი ესე ჩანს.ჩემს დაბალი თხელი ბეწვი აქვს და სიცივესაც ადვილად იტანს
ამ ვიდეოში რაც ჩანს ძაღლები სადისტურ პირობებში იმყოფებიან, ძალიან მცირე ზომის გალიებია სადაც კურდღელსაც კი გაუჭირდება ცხოვრება. შენობა ხო ვაბშე გაფარჩაგებულია. ეს ჩემი აზრით ძაღლების მიმართ სადისტური მოპყრობაა, და საერთოდ ქუთაისში ქუთაისის მთავრობას სინამდვილეში სულ ფეხებზე კიდიათ ამ საცოდავი ძაღლების ბედი. ძაღლები კიარა საქართველოში მთავრობას ყოველთვის ხალხიც ფეხებზე კიდია და ძაღლების უფლებებს დაიცავენ? ჩემი აზრით ძაღლების ასეთ პირობებში ყოფნას ისევ ქუჩაში იყვნენ ის ჯობია. მაგარი არეული და მოუწესრიგებელი ქვეყანა ვართ რა და არც იქნება ჩვენი საშველ
ძლიერი იმუნიტეტი იმ ბავშვებს, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ, 77%-ით მყარი იმუნიტეტი აქვთ ალერგიის მიმართ, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებსაც ოთხფეხა მეგობრებთან არ აქვთ სისტემატიური კონტაქტი. თუკი სახლში ორზე მეტი ცხოველი გყავთ, ალერგიის წარმოშობის რისკი კიდევ უფრო მინიმალურია.
განსაკუთრებული კავშირი ლეგენდის თანახმად, სწორედ ქალმა მიიჩვია პირველად კატა და მას საკუთარ სახლში დაუდო ბინა. მას შემდეგ ხშირად საუბრობენ ამ ორი არსების ემოციურ მსგავსებაზე. თუკი რამე გტკივათ, კატა აუცილებლად მტკივნეულ ადგილთან მოგიცუცქდდებათ, თუ ცუდ განწყობაზე ხართ_ კუდის ქიცინით მოვა დასამშვიდებლად. როდესაც კატას უყურებთ, თქვენი წნევა რეგულირდება, თავის ტკივილი კი უკვალოდ ქრება.
ოთხფეხა სპორტსმენები XIX საუკუნის დასაწყისში ადამიანი სიცოცხლის მანძილზე, დაახლოებით 75 ათას კილომეტრს გადიოდა ფეხით. XXI საუკუნეში ეს რიცხვი 42 ათას კილომეტერს შეადგენს. ამ შედეგის გაზრდას აუცილებალდ შეძლებთ, თუკი ძაღლის იყოლიებთ. ის გაიძულებთ დღეში ნახევარი საათი მაინც ისეირნოთ მასთან ერთად.
ცხენის ძალა ცხენით გასეირნება სტრესის მოსახსნელად არაჩვეულებრივი საშუალებაა. ავადმყოფობისგან განსაკურნად კი ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მიმართავდნენ ამ მეთოდს.
საუკეთესო მეგობრები 7-8 წლის ბავშვების 90%, მშობლების შემდეგ, ყველაზე საყვარელ არსებად სწორედ შინაურ ცხოველებს ასახელებენ. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ, უფრო ადვილად ურთიერთობენ და მეგობრობენ თანატოლებთან. ამას გარდა, სწავლის კოეფიციენტიც უფრო მაღალი აქვთ. ამ ფაქტს მეცნიერები ასე ხსნიან: როდესაც იმ ოთახში, სადაც ბავშვი მეცადინეობს, ოთხფეხა ცხოველიცაა, ეს ბავშვის ნერვებზე დამამშვიდებლად მოქმედებს და ამასთან, საკუთარი თავის რწმენას ჰმატებს მას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!