მონადირეების საიტი -
ძებნა

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [46]
საიტის ამბები [42]
ბაზიერი [10]
ბრაკონიერობა [19]
მოიპარეს-დაიკარგა [45]
ცხოველები და ფრინველები [101]
საქართველოს ამბები [161]
უცხოეთის ამბები [180]
საქართველოს წარსულიდან [33]
მიმოხილვა [25]
მგლები და ტურები [23]
ქვეწარმავლები [8]
დედამიწა [64]
იცით თუ არა რომ [137]
სახუმარო ამბები [23]
სხვადასხვა [226]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
bazieri. ge _ ს კეპი დ...
anri-opshkvitiპასუხების რაოდენობა: 595
ახალი იარაღი
minchaninპასუხების რაოდენობა: 10
Beretta AL391 Teknys S...
IAA116პასუხების რაოდენობა: 27
დრათჰაარი
beqarichiპასუხების რაოდენობა: 578
ბაზიერელების ყოველწლიუ...
merabnozadzeპასუხების რაოდენობა: 92
ჩემპიონატი
boneპასუხების რაოდენობა: 384

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მთავარი » 2011 » აპრილი » 23 » გიგანტური პირანია    

02:29:33
გიგანტური პირანია
ბრიტანელმა მეთევზემ ნიანგებზე მონადირე გიგანტური პირანია დაიჭირა
ბრიტანელმა მეთევზემ ნიანგებზე მონადირე გიგანტური პირანია დაიჭირა სამხრეთაფრიკული პირანია

აფრიკაში, მდინარე კონგოზე ექსპედიციაში მყოფმა ბიოლოგმა და ექსტრემალური თევზაობის მოყვარულმა ჯერემი უეიდმა ნიანგებზე მონადირე 50 კილოგრამიანი გიგანტური თევზი-ვეფხვი, პირანიის ერთ-ერთი სახეობა დაიჭირა.

მტკნარი წყლების ბინადარი თევზი-ვეფხვი სრულად ამართლებს თავის სახელს - მძვინვარე და გაუმაძღარი, ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს... მათზე ნადირობა საშიში და აზარტული საქმიანობაა, რადგან ეს გოლიათი რკინის ანკესებსაც კი მაკრატელივით ჭრის.

აფრიკელი აბორიგენებისთვის პირანიის ეს სახეობა ძალზე ძვირფასი ალაფია - მისი სამართლებელივით ბასრი კბილებისგან ისრებსა და დანებს ამზადებენ და სამკაულებსაც აკეთებენ, ცოცხალი კი დალაქის ფუნქციასაც წარმატებით ითავსებს.

KvirisPalitra.Geამისთვის თავი ახლოს უნდა მიიტანონ ურჩხულის დაკრეჭილ კბილებთან და ისიც კრეჭს და კრეჭს აბორიგენთა დალალებს. ერთია მხოლოდ - ყურადღება არ უნდა მოადუნო,  გულმოდგინე "სტილისტმა" თმას ყურებიც რომ არ მიაყოლოს. მეთევზეები თევზი-ვეფხვის თავებისგან ფიტულებსაც ამზადებენ თავიანთი საცხოვრებლის მოსართავად.

სამხრეთაფრიკული პირანიისგან განსხვავებით, სამხრეთამერიკული უფრო დაუნდობელი და სასტიკია. ამაზონის პირანია ადამიანს ესხმის თავს და თვალის დახამხამებაში უსწორდება.  1976 წელს ამაზონის სანაპიროზე ავტოკატასტროფა მოხდა და მგზავრებით სავსე ავტობუსი მდინარეში ჩავარდა.

მაშველებმა 39 ადამიანის გვამი ამოიღეს წყლიდან და მათი ამოცნობა მხოლოდ ტანსაცმლის ნაფლეთებითა და დაღრღნილი ფეხსაცმლით შეძლეს.

KvirisPalitra.Geუშიშარი მონადირე მხოლოდ პირანიებით როდია დაინტერესებული. ბერლინის შემოგარენში, მტკნარ წყალში ბინადრობს კატისებრი ლოქო, რომელზეც ლეგენდებს თხზავენ ადგილობრივი მცხოვრებნი. მათი გადმოცემით, ლოქო ადამიანებსაც ესხმის თავს და ხშირად ის 90 კილოგრამსაც აღწევს. ჯერემი უეიდი მდინარის ფსკერზეც კი ჩასულა მტაცებლის შესასწავლად.

ის არც ამერიკის ოკეანის სანაპიროს რისხვას - ხარისებრ ზვიგენს შეუშინდა, რომელიც არხეინად შედის მდინარეთა კალაპოტში, ხშირად კონტინენტის შუაგულამდე აღწევს, სადაც მას არავინ ელის და თამამად ესხმის თავს ადამიანებს. ასე რომ, ოკეანეების დარად, მტკნარი წყლებიც იდუმალი და სახიფათო, ჯერჯერობით შეუსწავლელი სამყაროა, რომელიც ჯერემი უეიდისებრ მამაც და გაბედულ მკვლევრებს ელოდება.
გაზეთი "კვირის პალიტრა"
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 931 | დაამატა: Gia | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 14
0  
14 teri   (17.06.2011 23:48:22)
სერიოზული უხა გამოვიდოდა 069

0  
13 toka_monadire   (29.05.2011 13:26:00)
აუ რა მაგარი კაცია...იცოდა და მაინც შევიდა წყალში პირანიის დასაჩერად 166 166 166

0  
12 bizona   (14.05.2011 01:44:26)
რა გული ქონია მაგას უყურეე 069 069 069 069 მაგას ნაპირზე გამოტანილსაც არ მივუახლოვდები 069 069

0  
11 vaxo_vaxo   (27.04.2011 14:30:16)
ამ თევზს ხელსაც არ მოვკიდებდი 069 069 069

0  
10 gurami   (26.04.2011 15:00:14)
ცყალში სულ არ ჩავალ მაგ რო ვიცოდე რო ცყალში არის 069 069 069 069

0  
9 27salo   (25.04.2011 17:50:35)
39 39 10 10 166 166

0  
8 27salo   (25.04.2011 17:43:14)
ყოჩაღ მაგააას:166: 166 [size=8]

0  
7 Burusa777   (25.04.2011 15:43:40)
ამის მწვადს კი გასინჯავდა კაცი.... 069

0  
6 badri94   (24.04.2011 19:46:01)
მაგარი კაცი კია მაგრავ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ვერაა რაღაც მატორზე... 069 069 069 166 166

0  
5 nisusa   (24.04.2011 18:41:08)
10 საგოოლ კაციი.... მაგარია .. ამაზე პატარა თევზით სახლში რა დააბრუნებდა 166

0  
4 joksa   (24.04.2011 10:07:06)
სერიოზული რიბაკია ცოტა გარეკილი რო არ იყოს...... 167 167 167

0  
3 tarantuli777   (23.04.2011 23:33:10)
აი მესმის ნანადირავი. 10 10 10 166

0  
2 spai   (23.04.2011 13:12:04)
აუ რამხელააააააააააა

0  
1 ლაშა86   (23.04.2011 02:35:04)
მალადეც ამ კაცს, მაგ თევზთან ერთად წყალში რა გამაჩერებს 069 069 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

მაღაზიები

შესვლის ფორმა

ონლაინში
საიტზე სულ: 8
სტუმარი: 6
მონადირე: 2
paitona17 , razaki

დღეს საიტზე იყვნენ
simoni, giiiivi, cou, gogala_84, myudro@, gura_bazadze, IAA116, tura11, cq, BUA-900, beqa030304, irodi123, hunter99, babuka, nukri478, vato_osaralidze, ბენგო

გილოცავთ!
მიტო(53) , nikilauda001(33) , simon2007(41) , RV(28) , aleqs-1994(19) , zio11(34) , spirta(39) , JANDURA(18) , italia707(27) , zuma2505(25) , lexo(28) , jaba-mefarishvili(18) , jaba_mefarishvili1995(18) , ბუთა(29)

facebook

ჩვენი გამოკითხვა
დენის "აპარატით"თევზაობა უნდა ისჯებოდეს
1. სისხლის სამართლის კოდექსით (პატიმრობით)
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დიდი ჯარიმით (500 ლარზე მეტით)
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მცირე ჯარიმით (500 ლარზე ნაკლები)
სულ პასუხი: 241

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ტეგები

    sape.ru

    რეკომენდაცია:


    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge  Create a website for free