ვარკეთილში უკვე დაიწყო სასტენდო სროლისთვის საჭირო ბაზის მშენებლობა, რამაც სულზე მოუსწრო სპორტის ამ სახეობას, რომელიც სასროლეთის არარსებობის გამო, პრაქტიკულად, ბოლო დღეებს ითვლიდა საქართველოში - ქვეყნის მასშტაბით ხომ ყველგან განადგურდა ბაზები და მხოლოდ ვარკეთილში შემორჩა.
"კერძოდ: სამართალდამრღვევს ჯარიმა ეკისრება ყოველი მოტეხილი ტოტისათვის, რომელიც შესაძლოა შეადგენდეს მიზერულ თანხას; თუმცა, გარემოზე მიყენებული ზიანის სიმძიმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა მერყეობს 200-დან 600 ლარამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს „ფეისბუქის" გვერდისა და ელ.ფოსტის მეშვეობით სამინისტროში შემოდის უამრავი ინფორმაცია ბრაკონიერების მიერ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობისა და სხვა სახის დარღვევების თაობაზე. ასევე ხშირია მომართვები აკრძალული საშუალებებით თევზჭერის ფაქტებთან და ნადირობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით.
ამ საკითხების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მცირედი განმარტების მოწოდება:
გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება გარემოს დაბუნძურებას იწვევს. "საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბნებში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება
11:49 20-04-2013
საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ აცნობა, დასავლეთ საქართველოში, ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები შემოდის, რის გამოც, ხვალიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ასეთი ამინდები 23 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 21 აპრილს, დასავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის
ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მცირე ხნით წასვლა უცხოეთში, - ამის შესახებ სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა...
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 34 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
ბევრი სამგლოვიარო დღე გასთენებია საქართველოს. და აი, 9 აპრილიც: ძალით
შეკოწიწებული საბჭოთა კავშირი შეირყა, ბზარი შეეპარა. ამ ერთა საპყრობილეში
თავისუფლების ნერატმა სიომ შემოჰბერა, მაგრამ განა გველეშაპი ასე ადვილად
სთმობს ნადავლს? ბოლოს გაიბრძოლებს, კუდს მოიქნევს…
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა დათვი დააფიქსირა. ვიდეო დაცული ტერიტორიების სააგენტოს გვერდზე გავრცელდა. როგორც ჩანს, დათვმა ფოტოხაფანგი შეამჩნია, რის გამოც კადრიდან დამფრთხალი გარბის.
"მწვანე ალტერნატივა"-გარემოს წინააღმდეგ ფარულად დადებული შეთანხმებები ანგარიშში განხილულია 2012 წლის მარტში იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროეცსი, რომლითაც დაშვებული გახდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში სამარათალდარღვევის კანონიერად ჩათვლის შესახებ შეთანხმების დადება. ანგარიშში ასევე განხილულია ამ ცვლილებების საფუძველზე დადებული შეთანხმებები.
სურამში, წიწვოვანი ტყის მიდამოებში გარდა ანტისანიტარიისა და დანაგვიანებული გარემოს პრობლემისა თავი იჩინა უკანონოდ ტყის ჩეხვამ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომელიც გადაღებულია 30.03.2013 წელს და მასზე აღბეჭდილია ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები...
სამშაბათს, 2 აპრილს, 17:00 საათზე, იმერეთის
რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სხვა
დაინტერესებულ მხარეებს ვეპატიჟებით შეხვედრაზე გარემოს დაცვის მინისტრთან.
შეხვედრა ჩატარდება ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში (მის: პუშკინის ქ. 6).
საქართველოს „წითელ წიგნში" ცხოველთა და მცენარეთა იშვიათი და გადაშენების პირას მისულ სახეობათა გარდა შეტანილია არაორგანული ბუნების ძეგლებიც. ამ ნუსხაში მოხვედრილია 76 ძეგლი – მღვიმეები, კარსტული ჭები და უფსკრულები, გადაადგილებული და მოქანავე ლოდები, კლდის სვეტები და კოშკები, კანიონები და ხეობები...
სოციალურ ქსელებში შემზარავი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე, მერიის მაწანწალა ცხოველთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა მოფენილია მკვდარი, 2 თვემდე ასაკის ძაღლის ლეკვები.
ბიჭებო დახმარებას გთხოვთ 14 წლის გოგონა დიაბეტით იღუპება,სასწრაფოთ ესაჭიროება 3 ცალი გარეული კურდგელი(მათი ლისხლი).გოგონა ძალიან მძიმედაა.გთხოვთ ძმებო:დაჭერილი ან დაჭრილი(მხოლოთ ცოცხალ მდგომარეობაში)შენარჩუნებისას,შეგვეხმიანოთ T: 599 206 248. ilia
ეს წერილი მომივიდა ემაილზე და ვაქვეყნებ სრულად. gia
1887 - 1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა
გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მთელი მსოფლიო წელს ოცდამეექვსედ აღნიშნავს. 17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა. 1999 წლიდან საქართველო გახდა პარიზში გაეროს მიერ მიღებული გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მხარე. ყოველწლიურად 17 ივნისი სხვადასხვა სლოგანით აღინიშნება. წლევანდელი წლის სლოგანია - "მიწების გაძლიერება, ყველგან ახანგრძლივებს სიცოცხლეს."
12 მარტს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემზარავი ვიდეო გაავრცელა, რომელიც გადაღებულია თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე მერიის მაწანწალა ცხოველთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიდეოში ნათლად ჩანს მკვდარი ლეკვები, რომლებსაც სხეულის და თავის ქალის მრავლობითი ღია დაზიანებები აღენიშნებათ.
მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ჰამლეტ დიმიტრის ძე გონაშვილი დაიბადა 1928 წლის 28 ივნისს. 1953–69 საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მომღერალი იყო. ჰქონდა განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, მაღალი გემოვნ
საქართველოში ოდითგანვე დიდ ყურადღებას აქცევდნენ კავკასიური ნაგაზებს.
დღეს კი ამ სფეროში დიდი პრობლემებია, რომლსაც შეუძლია დაგვაკარგვინოს ეს
საოცარი და განსაკუთრებული ჯიშის მქონე ძაღლები, ისედაც რუსმა კინოლოგებმა
10 000 საუკეთესო ძუ და ხვადი გაიყვანეს
ჩრდილოეთ ოსეთის ალპინისტთა ფედერაცია კავკასიონის ქედის ერთ-ერთი მწვერვალისთვის უგო ჩავესის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ "ბიბისის" რუსული სამსახური იუწყება.
ცხოვრება მშვენიერია, როდესაც გარს ერთგული ადამიანები გახვევია და შენს სიხარულს იზიარებენ. ზოგჯერ ისეთივე ემოციას იწვევს ცხოველების ერთგულება... ძალიან მიყვარს ძაღლები, ამიტომ ჩემმა მეუღლემ ერთ დღეს როტვეილერის ორი თვის ლეკვი მომიყვანა, სახელად ბალუ დავარქვი. ისეთი უსუსური იყო, რომ ჩემს კალთაში ეძინა, ბავშვივით ვუვლიდი. ერთი წლის შემდეგ შვილი შეგვეძინა. ბალუს იმდენად უყვარდა ჩვენი პატარა, რომ მის საწოლს არ შორდებოდა, იქვე იძინებდა. ჩემ გარდა ბავშვთან ახლოს არავის უშვებდა, თვითონვე ეთამაშებოდა. ასე გავიდა ბედნიერების ორი წელი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმა დღემ თავდაყირა დააყენა. ნოემბრის თვე იყო, გიორგობის აღსანიშნავად რაიონში ნათესავთან გავემგზავრეთ. იქ კარგად ვიმხიარულეთ. ვერც კი წარმოვიდგენდით, მეორე დღეს რა უბედურება გველოდებოდა. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ავტოავარია შეგვემთხვა. მე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადამიყვანეს, ჩვენი შვილი, ჩვენი ბიჭუნა კი ადგილზე გარდაიცვალა.
სამების საკათედრო ტაძარში ყოველ დღე, საღამოს 19.00 საათზე პარაკლისი ჩატარდება. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საჭიროა ლოცვა გაძლიერდეს და აღნიშნული გადაწყვეტილებაც ამისთვის იქნა მიღებული.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ძაღლებისგან დაკბენილი შველი იპოვეს. გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, მირზა ნოღაიდელის განცხადებით, შველი სოფელ ქოქოლეთის მცხოვრებმა მალხაზ ქოქოლაძემ მდინარეში იპოვა და გარემოს დაცვის სამსახურს დაუკავშირდა.
გასული წლის სექტემბერში, თბილისში ჩატარებული გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონფერენციისთვის გაწეული ხარჯების მართლზომიერებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის. შესაბამისი მასალები გარემოს დაცვის სამინისტრომ საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაუგზავნა.
საქმე 2012 წლის 5-8 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციას "თბილისი+35" ეხება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით და დაფინანსებით გაიმართა და, რომლისთვისაც უწყების ბიუჯეტიდან 1 მილიონ 623 ათასი ლარი დაიხარჯა.
ბაღდათში დაკარგულია 2 წლის კურცხარი-დათხარის ნაჯვარი კარიჩნი ფერის ძაღლი,ცხვირზე აღენიშნება ოდნავ ჭაღარა თმები დათხარს რო აქვს ისეთი,გულზეც აქვს ოდნავ ჭაღარა თმა.მპოვნელი დასაჩუქრდება.გთხოვთ დარეკოთ 577773526 ვასიკო.
ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესები იცვლება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ხე-ტყის დამზადების,ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში 2013 წლის 25 თებერვლიდან სავალდებულოა: „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის" გამოწერა; მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით; 2013 წლის 25 თებერვლიდან აკრძალულია არამარკირებული, უფირნიშო ხე-ტყის ტრანსპორტირება და სახერხ საამქროში შეტანა-გადამუშავება.
"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც თბილისის ზღვაზე, ჩინური დასახლების პროექტია ასახული. ბაღათურიას ინფორმაციით, ყოფილმა ხელისუფლებამ, 2012 წელს ფარული ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინური ქალაქის მშენებლობას და 127 ათასი ჩინელის ჩამოსახლებას ითვალისწინებს.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2009 წელს ცოცხალი და ნედლი თევზის
იმპორტმა 26 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო 2010 წელს ქვეყანამ თევზის 30 მილიონი
დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!