მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [19]
საიტის ამბები [27]
ბაზიერი [7]
ბრაკონიერობა [7]
მოიპარეს-დაიკარგა [17]
ცხოველები და ფრინველები [47]
საქართველოს ამბები [76]
უცხოეთის ამბები [124]
საქართველოს წარსულიდან [14]
მიმოხილვა [20]
მგლები და ტურები (საქართველოში და მსოფლიოში) [16]
ქვეწარმავლები (საქართველოში და მსოფლიოში) [4]
დედამიწა [31]
იცით თუ არა რომ [66]
სახუმარო ამბები [5]
სხვადასხვა [84]

ფორუმი
განახლებული 10 თემა
ანეგდოტები
fshaveloპასუხების რაოდენობა: 247
მიმინო
gigagiga239პასუხების რაოდენობა: 172
სპორტი
IKAHUNTERპასუხების რაოდენობა: 66
კურცჰაარი
ivane-66პასუხების რაოდენობა: 336
სანადირო დანები
badzgoპასუხების რაოდენობა: 135
ქორი
giorgiპასუხების რაოდენობა: 367
როგორ დავამატოთ სურათი...
badzgoპასუხების რაოდენობა: 22
თევზაობა
giorgiპასუხების რაოდენობა: 216
პოინტერი
xarataპასუხების რაოდენობა: 1305
მდევრით მონადირეები-”გ...
aragveliპასუხების რაოდენობა: 883

კომენტარი

მთავარი » 2011 » მაისი » 23 » დაიწერება ''წმინდა გიორგის'' ხატი, როგორც საქართველოში მეთევზეთა და მონადირეთა მფარველი...
11:51:34
დაიწერება ''წმინდა გიორგის'' ხატი, როგორც საქართველოში მეთევზეთა და მონადირეთა მფარველი...
                                                                                          რატომ ავირჩიეთ წმინდა გიორგი, როგორც მფარველი და დამცველი მონადირე-მეთევზეთა...                                                                ქართულ მითოლოგიაში წმინდა გიორგისთან (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ) იდენტიფიცირებული პერსონაჟი. რიგ მკვლევართა აზრით, გიორგის სახელი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ მოტივთა და სიუჟეტთა უმეტესობა, ქრისტიანობამდელი წარმოშობისაა. გიორგის ხალხურმა კულტმა თავის თავში გააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელი. მოტივმა ღვთაება-მხედარზე, მონადირეზე, რომელიც თავისი ყოველწლიური სიკვდილით და აღდგომით განასახიერებდა ბუნების ყოველწლიურ კვდომას და აღორძინებას, უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ტრანსფორმაცია განიცადა ლეგენდად წმინდა გიორგის წამებაზე. ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნა გაბნეული, აშენდა ტაძრები. მრავალ ისტორიულ წყაროში (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) დაფიქსირებულია წარმოდგენა სამსხვერპლო ცხოველთა შესახებ, რომლებიც თითქოს თავისი ნებით მიდიან დასაკლავად გიორგისადმი მიძღვნილ ტაძრებში; თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალებმა წაბილწეს იგი, გასინჯეს რა მისი სამსხვერპლო ხორცი, გიორგიმ ირემი ხარით შეცვალა. ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია - ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად. ქრისტიანული წმინდა გიორგის ცხოვრება მოღვაწეობის ამსახველი ფაქტის გავრცელების შემდეგ ამ უკანასკნელთან იგივდებოდა მრავალი ძველი ღვთაება - ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან), ქართველ მთიელთა ლოკალური ღვთაებები (ჯვარი). ამით იმის თქმა გვინდა ძვირფასო მოგობრებო, რომ წმინდა გიორგი მიიღო ქართველმა ერმა, როგორც მრავალმხრივად მფარველი და დამცველი ჩვენი ქვეყნისა. მაშასადამე ძმებო თუ თქვენი კეთილი ნებაც იქნება, რომ წმინდა გიორგი გახდეს ქართველ მონადირე მეთევზეთა მფარველად _ გამოთქვით თქვენი შეხედულება და მივიღოთ გადაწყვეტილება.  ხატი წმინდა გიორგის გამოსახულებით დაიწერება მართლმადიდებლური ხატწერის სრული კანონიზირებით, შემდეგში ხატი დასაკურთხებლად წარედგინება  მის უწმინდესობას და უნეტარესობას ილია 2 საიტი bazieri.ge სახელით. მომავალში ყველა ბაზიერელს და საქართველოში მცხოვრებ მონადირე-მეთევზეს ექნება საშვალება ამ წმ.ხატის ასლი შეიძინოს და წაიღოს სახლში როგორც დიდი სიწმინდე...
კატეგორია: საიტის ამბები | ნანახია: 332 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: წმინდა გიორგის მფარველობა... | რეიტინგი: 0.0/0 სტატიის წყაროს სილკა:
სულ კომენტარები: 14
0  
14 DatuNiko   (04.09.2011 23:38:47)
nugomonadire ! გფარავდეთ წმიდა გიორგის მადლი.
ვფიქრობ, რაღაც ბარიერმა შეგვიშალა ხელი და ინიციატივაც ვერ გახდა ცნობილი ყველასათვის. როდესაც ვხვდები მონადირეებს და ჯერკიდევ არა მონადირეებს, დიდ პატივისცემას გამოხატავენ ინიციატორების მიმართ და მზად არიან მხარში დაუდგნენ BAZIERI.GE-ს ყველა სასიკეთო წამოწყებას.
nugomonadire-ვ! თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ ჩვენი ძალები - შევიკრიბოთ და პრაქტიკულად დავსახოთ როგორ, როდის, რამდენი.
თქვენ შეგიძლიათ!! 23_30_126

0  
13 hunter_buda   (14.08.2011 15:22:14)
ძალიან სასიხარულო ამბავი გავიგე, გაგახარა ღმერთმა მამაო, წმინდა გიორგის მადლი გვფარავდეს ყველას

0  
12 shako77   (24.05.2011 20:32:12)
ძალიან სასიხარულოა ამ წმნდა და საშვილიშვილო საქმის წამოწყება, გვეწეოდეს წმინდა გიორგის მადლი ყველამონადიერს და სრულიად საქაღთველოს. 39 39 39

0  
11 niora   (23.05.2011 23:13:24)
ადამიანი,რომელიც ცდილობს საქვეყნო საქმე გააკეტოს,ის რაც გამოადგება ქვეყანასა და ერს-კურცხეულია ღვთისგან.ღმერთი გფარავდეთ ბატონო ნუგზარ.

+1  
10 kaxelo   (23.05.2011 21:42:14)
მივესეალმები ამ დიდ და ძალზე მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებას!თქვენ გვერდით მიგულეთ!

0  
9 ლაშა86   (23.05.2011 21:14:01)
წმინდა გიორგი გვფარავდეს ყველა ქართველს. თქვენ გვერდში ვარ 26_ში 39 39 39

0  
8 მონადირე   (23.05.2011 21:05:32)
krimanjuli , აჩიკო! ვიცით, რომელ სოფელშია მაგ წიგნის მფლობელი კაცი და როგორ მოვძებნოთ?

0  
7 მონადირე   (23.05.2011 21:02:08)
მამაო, თხოვნა მაქვს ერთი: იქნებ უფრო დაწვრილებით ჩამოგვიყალიბოთ წმიდა გიორგის ხატის დაწერის ამბავი, ანუ როგორ მოხდა შეთანხმება, ვისი კურთხევით იწერება ხატი და ა. შ.

+1  
6 valerika   (23.05.2011 20:47:49)
ღმერთმა დაგლოცოთ ..წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ.. 26 მაისს თბილისში დიდი ( მიტინგია) აჯობებს აქეთ წამოხვიდეთ უსაფრთხოთ იქნებით თან წმინდა ადგილას გელათში . 167

+1  
5 998   (23.05.2011 20:42:43)
მივესალმები ბატონი ნუგზარის თაოსნობას, მე თქვენს გვერდით ვარ.

+1  
4 uchaucha   (23.05.2011 20:33:43)
წმინდა გიორგი ფარავდეს საქართველოს და თითოეულ ქართველს!!! ყველამ კარგად ვიცით რა დიადი წმინდანია გიორგი ქართველთათვის.. ჩემი გვარის მფარველიც ზღუდერის წმინდა გიორგია და ძალიან გამიხარდა რო არამარტო როგორც ქართველს, ზღუდაძეს, არამედ როგორც მონადირეს წმინდა გიორგი მეყოლება მფარველად... დიდი მადლობა მამაოს პირველრიგში და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე 23_30_126 თუ რამეში ვინები საჭირო თქვენს გვერდით მიგულეთ

+1  
3 krimanjuli   (23.05.2011 19:42:16)
დამლოცე მამაო..ძანაც სასიხარულოო ამბავია. მივესალმები წმინდა გიორგის ხატის დაწერას, რომელსაც ერთერთ მფარველად მივიჩნევთ მონადირები და არა ერთადერთად(ამას ისტორიული წყაროები მოწმობენ)
შემდეგისთვის ალბათ დაიწერება დიდი მოცულობითი ხატი ასევე ფართო მოცულობითი სიუჟეტური ხასიათის, სადაც გამოსახულნი იქნებიან ის წმინდანები რომლებიც იფარვიან მონადირეებს მეთევზეებსა და მოგზაურებს განსაცდელში. მთავარ მფარველად მიჩნეულია დედა ღვთისმშობელი, ქრისტეს მოციქულნი ასევე როგორც სხვა მართმადიდებლურ სახელმწიფოების ისტორიებში არის შეყვანილი წმინდანები რომლებიც ნადირობის მოყვარულნი იყვნენ ან ამ დროს შეემთხვათ მათვის და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი განსაცდელი, ჩვენ ალბათ მსჯელობა მოგვიწევს სხვადასხვა სასულიერო კომპედენტური პირებისთანაც, რათა ამ ხატში გამოსახული წმინდანთა კანონიკური გამართლება ვიპოვოთ, მაგალითად მირიან მეფე , რომელსაც ნადირობის დროს მზე დაუბნელდა და ამ ფაქტთან ასოცირდება საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადება მთავარ რელიგიად. მე როგორც პირად მიმოწერაში გწერდით საქართველოში არათუ ნადირობის მფარველი ხატები არამედ ყოველი დღის ნადირობის ლოცვები და ტროპარები არსებობდა, რადგანაც ამ ხასიათის ლიტერატურა სასულიერო წიგნებში თითქმის არ მოიპოვება იმის გამო რო განადგურდა და უფრო მნიშვნელოვანი ხელნაწერები და წიგნები გადარჩა, ბათუმის სასულიერო გიმნაზიაშიც არსებულა ოდესღაც მსგავსი თემის წიგნი რომელიც გასაბჭოებასთან ერთად განადგურდა, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალი რანგის სასულიერო პირები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ თურმე ნადირობის სიყვარულით და აღმოსავლეთის თევზაობის მოყვარულები ყოფილან, თუ გავითვალისწინებთ რო დასავლეთ საქართველოს გასაბჭოების ''მარწუხები'' ყველაზე მეტად შეგვეხო( თითქმის 80 % ეკლესიებისა განადგურდა და ამ ნანგრევებით აიგო სკოლები და სოფლის საბჭოები) ასევე დაიკარგა ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო ცნობები ნადირობასა და თევზაობაზე. რთულია ამ განადგურებული მასალების მოძიება , თითქმის უიმედიოდ ვეძებთ, ერთადერთი დამაიმედებელი ისაა რომ ერთერთმა მღვდელმა გვითხრა , დასავლეთში რომელიღაც სოფელში არის ესეთი გადარჩენილი წიგნი და რომლიდანაც საჭირო ინფორმაციას მივიღებთ, ამის შემდეგ უკვე სრული მიმართულება გვექნება აღებული ხატისთვის და თუ ეს სამონადირეო ტროპარებიცა და ლოცვებიც გადარჩენილი ვიხილეტ მაგაზე უკეთესი რა იქნება, თუ არადა შევქმნათ თემა ამ საკითხთან დაკავშირებით, უხელმძღვანელეთ ამ საქმეს ბატონო ნუგო, დაგვავალეთ , დაგვასაქმეთ, ჩამოვყალიბდეთ, თუ რომელი წმინდანბი გამოისახოს ხატზე, შევკრიბოთ ფული, როგორც კებების ჩამოტანის შემთხვევაში და დავაწერვინოთ ხატი ხატმწერს, მანამდე კი აუცილებელია თავად ხატმწერებისგან ამ თემაზე ესკიზები წარმოადგინონ, ვისაც ავირჩევთ და რათქმუნდა ჩვენი არჩევანი კანონიკისა და დოგმატივის ჩარჩოებში უნდა იყოს იმას გადავცეთ შეგროვებული თანხა და ხატი დავაწერვინოთ, ალბათ მართლები ვიქნებით და ყველანაირად გამართლებული იქნება რო ეგ ხატი დავაბრძანოთ გელათში ..
.. მივესალმები კიდევ ერთხელ წმინდა გიორგის ხატის დაწერას, მისი მადლი გვფარავდეს მონადირებსა და სრულიად საქართველოს.

+2  
2 qorbude   (23.05.2011 13:50:39)
წმინდა გიორგის მადლი გვფარავდეს ყველა მონადირეს,მეთევზეს,ბაზიერს,ბუნების მოყვარულთ და სრულიად საქართველოს

+2  
1 ვულფ   (23.05.2011 13:00:44)
დაგვლოცე მამაო და გაიხარე
წმინდა გიორგი იყოს საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
translate

ძებნა საიტზე

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

შესვლის ფორმა
Login:
პაროლი:

ონლაინში
საიტზე სულ: 4
სტუმარი: 3
მონადირე: 1
misho777

დღეს საიტზე იყვნენ
-BERG-, SNAIPER, beqa, gigagiga239, leo, ვულფ, ohotnik, uchaucha, greika, rachveli, qutaiselibazieri, OchOpinTre, Grigala, jaxi, shalva_1107, Kaxa, xarata, ivane-66, longi, aleko, fshavelo, davita3, IKAHUNTER, paata123123, bendeksi, kobi@85, zrichila, badzgo

დაბადების დღეს
გილოცავთ!!!
onise(38) , monadire15(26) , პედიატრი(45) , chiko0077(21) , @dorejala@(21) , gio_messi10(12) , brasi(24) , roko2092(20) , glaxuka(28)

facebook

ჩვენი გამოკითხვა
თქვენი ასაკი
1. 18-25 წლამდე
2. 25-30 წლამდე
3. 14-18 წლამდე
4. 30-35 წლამდე
5. 35-40 წლამდე
6. 14 წლამდე
7. 45-50 წლამდე
8. 50 წლის და ზევით
სულ პასუხი: 538

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge