მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [19]
საიტის ამბები [27]
ბაზიერი [7]
ბრაკონიერობა [7]
მოიპარეს-დაიკარგა [17]
ცხოველები და ფრინველები [47]
საქართველოს ამბები [76]
უცხოეთის ამბები [124]
საქართველოს წარსულიდან [14]
მიმოხილვა [20]
მგლები და ტურები (საქართველოში და მსოფლიოში) [16]
ქვეწარმავლები (საქართველოში და მსოფლიოში) [4]
დედამიწა [31]
იცით თუ არა რომ [66]
სახუმარო ამბები [5]
სხვადასხვა [84]

ფორუმი
განახლებული 10 თემა
ანეგდოტები
fshaveloპასუხების რაოდენობა: 247
მიმინო
gigagiga239პასუხების რაოდენობა: 172
სპორტი
IKAHUNTERპასუხების რაოდენობა: 66
კურცჰაარი
ivane-66პასუხების რაოდენობა: 336
სანადირო დანები
badzgoპასუხების რაოდენობა: 135
ქორი
giorgiპასუხების რაოდენობა: 367
როგორ დავამატოთ სურათი...
badzgoპასუხების რაოდენობა: 22
თევზაობა
giorgiპასუხების რაოდენობა: 216
პოინტერი
xarataპასუხების რაოდენობა: 1305
მდევრით მონადირეები-”გ...
aragveliპასუხების რაოდენობა: 883

კომენტარი

მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » დაემშვიდობეთ მტკვარს - საქართველოს დედა მდინარეს კალაპოტს უცვლიან
01:19:18
დაემშვიდობეთ მტკვარს - საქართველოს დედა მდინარეს კალაპოტს უცვლიან
დაემშვიდობეთ მტკვარს - საქართველოს დედა მდინარეს კალაპოტს უცვლიან 
თურქი დეპუტატის ცნობით, ჰიდროელექტროსადგურთა კასკად "ბეშიქ ჰაიას" აშენების შემდეგ მტკვარი კასპიის ნაცვლად შავი ზღვისკენ წავა
რუსიკო მაჩაიძე 
(26.12.2011)

საქართველოში მტკვარი აღარ გამოივლის და ზაფხულობით, როდესაც მტკვრის შენაკადების ადგილობრივი მოხმარება გაიზრდება, თბილისში ყველა ხიდი "მშრალი" იქნება. უარესი მდგომარეობა კი აზერბაიჯანს შეექმნება, რადგან მინგეჩაურის წყალსაცავს მთავარი მკვებავი წყარო მოაკლდება.

ეს პერსპექტივა ელის საქართველოს და აზერბაიჯანს, თუკი თურქეთმა შეძლო იმ პროექტის განხორციელება, რაზეც მუშაობა თურმე ძალიან აქტიურად მიმდინაროებს და ამ თემაზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრემიერ - მინისტრს შორისაც ყოფილა.

საუბარია პროექტზე, რომელიც მტკვრის სათავეში ჰიდროელექტროსადგურთა კასკადის - "ბეშიქ ჰაიას" მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პროექტის მთავარი არსი კი ის არის, რომ თურქეთის პროვინცია არდაგანში, სადაც სათავეს იღებს მტკვარი, აშენდება ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი და იმისთვის, რომ მტკვრის რესურსი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული, მდინარეს შეეცვლება კალაპოტი და საქართველოში წამოსვლის ნაცვლად თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის და კასპიის ზღვის ნაცვლად შავ ზღვაში ჩავა.

თურქეთის მთავრობის ამ პროექტზე წინა კვირას საქართველოს პარლამენტში თურქეთის პარლამენტის დელეგაციის წევრმა, არდაგანის ოლქის დეპუტატმა ისაუბრა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თავად საქართველოს პარლამენტის წევრებისთვისაც ახალი ამბავი იყო, არ გაჟღერებულა.

"თურქეთის პარლამენტის წევრმა მე პირადად და ფრაქცია" ქრისტიან - დემოკრატებთან "შეხვედრაზე მოგვითხრო, რომ ასეთი საკითხი დღეს თურქეთის ხელისუფლებაში აქტიურად განიხილება და მან შემოგვთავაზა, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან თავად ეს დუპუტატი გახლავთ არდაგანის ოლქიდან.

როგორც მე მივხვდი, ის არის მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი თურქეთის პარლამენტში არდაგანის ოლქიდან. როგორც მოგეხსენებათ, არდაგანის ოლქი არის ჩვენი მოსაზღვრე ტერიტორია, საიდანც გამოედინება მტკვარი, შემდეგ გაივლის საქართველოს ტერიტორიას და აზერბაიჯანის ტერიტორიის ჩავლით ჩაედინება კასპიის ზღვაში.

"ეს ინფორმაცია პირადად ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა და ჩვენ შევთანხმდით, რომ, როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე გავცვლით დეტალურ ინფორმაციებს და მე ამის პარალელურად ვაპირებს, რომ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნო მთავრობას, რა ინფორმაციას ფლობს და, თუკი ინფორმაცია არა აქვთ, დაინტერესდნენ, ამ საკითხის განხილვა რა ეტაპზეა . ჩვენ ასევე აქტიურად ვიკონტაქტებთ ჩვენს საელჩოსთან სტამბულში ", - აცხადებს" ქრისტიან - დემოკრატების "ლიდერი გიორგი თარგამაძე.

როგორც იგი აღნიშნავს, თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა მას ეს ინფორმაცია სწორედ იმ მიზნით მიაწოდა, რათა მოხდეს ერთობლივი ჩარევა და არ დაუშვან ამ პროექტის განხორციელება, რადგან ეს რეალურად საფრთხეს შეუქმნის როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს, ასევე თურქეთის ამ პროვინციას.

"ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგებით შეიძლება დამთავრდეს საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და თურქეთის გარკვეული რეგიონებისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თურქეთში ელექტროენერგიის ბაზარი დეფიციტურია. თურქეთს არა აქვს ატომური ელექტროსადგურები, შეზღუდული რაოდენობით აქვს თბოელექტროსადგურები. ამიტომ მათ პრიორიტეტს წარმოადგენს ჰიდრორესურსების ათვისება. ამ რესურსების ძირითადი ნაწილი არის მოქცეული თურქეთის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში, ანუ ჩვენს საზღვართან.

"სწორედ აქედან გამომდინარეობდა თურქეთის მიერ განხორციელებული ძალიან დიდი მასშტაბის -. ჭოროხის ხეობის ათვისების პროექტი, რომელმაც საქართველოსთვის დიდი ეკოლოგიური მასშტაბის პრობლემები შექმნა და სწორედ ამის შედეგია, რომ შავი ზღვის აჭარის სანაპიროს მუდმივად სჭირდება სერიოზული ჩარევა იმისთვის, რომ სანაპირო ზოლი მთლიანად არ წაიღოს ზღვამ შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები დადგეს, თუკი მტკვრის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების კაშხალის მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდება ", - აცხადებს გიორგი თარგამაძე.

ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ეკოლოგები დაუჯერებლად მიიჩნევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს გლობალურ კატასტროფებს გამოიწვევს.

"ამ ბოლო პერიოდში სულ არანორმალური რაღაცების კომენტირება მიწევს და არც ეს გამიკვირდება, რომ მოხდეს. მაგრამ ეს უკვე რეგიონული მასშტაბის საკითხია და არა მგონია, რომ ასე მარტივად გადაწყდეს.

"მტკვარი საქართველოს ძირითადი არტერიაა და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო სწორედ მტკვრის საშუალებით სულდგმულობს და, თუკი მტკვარი აღარ იქნება, პრობლემა შეექმნება მთელ ქვეყანას.

"გარდა ამისა, მინგეჩაურის წყალსაცავის მთავარი მკვებავი საშუალება არის მტკვარი და ამით პრობლემა შეექმნება მასაც ამიტომაც ვამბობ, რომ ამ პროექტის განხორციელება პოლიტიკურ დონეზე საერთაშორისო სკანდალი იქნება, ეკოლოგიურ დონეზე კი -.. კატასტროფის გამომწვევი ეს იქნება სახელმწიფოთა დონეზე სერიოზული დაპირისპირების საგანი და ამაში ჩართული იქნება არა მარტო საქართველო, არამედ აზერბაიჯანიც ", - აცხადებს" მწვანეთა პარტიის "თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე.

ექსპერტ ნინო ჩხობაძესაც ამ პროექტის განხორციელება საეჭვოდ მიაჩნია, თუმცა აცხადებს, რომ ეს პროექტი, განხორციელების შემთხვევაში, შექმნის როგორც ეკოლოგიურ პრობლემებს, ასევე დიდი ალბათობით გამოიწვევს სამხრეთ საქართველოში მდებარე ისტორიული ძეგლების განადგურებას.

"ზოგადად მტკვრის სათავეში კაშხლის გაკეთება სათუოა, რადგან ეს ძალიან დიდ ზემოქმედებას იქონიებს ჩვენზე. პირველ რიგში, აქ კაშხლის მშენებლობა, რომელიც უსათუოდ შეცვლის ამ ტერიტორიაზე კლიმატს, დაგვიზიანებს ვარძიის კომპლექსს და ამ ტერიტორიაზე მდებარე ყველა იმ ისტორიულ ძეგლს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს ჩვენი ისტრიის მთლიანი წაშლა იქნება. ამას დაამატეთ ის გლობალური პრობლემები, რასაც გამოიწვევს მტკვრის საქართველოს ტერიტორიაზე აღარგავლა და მინგეჩაურში არჩასვლა.

"მე ეს პროექტი დაახლოებით ისეთი ტიპის პროექტად მიმაჩნია, როგორიც არის, მაგალითად, ციმბირის მდინარეების გადაგდება არალის ან კასპიის ზღვისკენ. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს" პროჟექტი "უფრო არის ვიდრე" პროექტი ".

"თუკი ამას დათანხმდებიან, მთელი ჩვენი ენერგოსისტემა, რაც მტკვარზეა განთავსებული, წყლის გარეშე რჩება. თქვენ გესმით, ეს რას ნიშნავს? მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, ასეთი რამ ვის შეიძლება აზრად მოუვიდეს. ცხადია, ტექნიკურად ამის გაკეთება შესაძლებელია. მთავარი აქ სხვა რამაა. იცით, ეს როგორი გლობალური კატასტროფის ტოლფასი იქნება? " - კითხულობს ნინო ჩხობაძე.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება არ მოხდეს ამ პროექტის განხორციელება, გია გაჩეჩილაძე ერთადერთ საშუალებად საერთაშორისო სამართალს მიიჩნევს.

"არსებობს გაეროს კონვენცია მდინარეთა გამოყენების შესახებ და ამის გამოყენება უნდა მოხდეს, რათა ეს პროექტი არ განხორციელდეს. მაგრამ, მე არა მგონია, რომ ეს სერიოზული პროექტი იყოს. უფრო მგონია, რომ ეს თურქეთისთვის დამახასიათებელი სტილის გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი რაიმე სხვა გადაწყვეტილებაზე დაიყოლიონ. რადგან, თუკი მტკვარი საქართველოზე აღარ გამოივლის, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთმა ომი გამოუცხადოს საქართველოს და აზერბაიჯანს ეს შეიძლება რეგიონული კონფლიქტის საფუძველი გახდეს ", -. აცხადებს გაჩეჩილაძე.

თუმცა, ნინო ჩხობაძის თქმით ", არსებობს მდინარეების და ტბების გამოყენების შესახებ ჰელსინკის კონვენცია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ჩვენ და არც თურქეთი ამ კონვენციაზე მიერთებულები არ ვართ".

"ქრისტიან - დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე კი 1928 წელს საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გამოყენებას მიიჩნევს ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად.

"რა თქმა უნდა, ამ საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს ინტერესი გათვალისწინებული უნდა იქნეს და ამის საერთაშორისო საფუძველი არის 1928 წლის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული არის მაშინდელ საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის და ამ ხელშეკრულებით მტკვარი ამ ორი სახელმწიფოს საერთო საკუთრებად არის მიჩნეული.

"დღევანდელი ვითარებით, ამ საკითხში საბჭოთა კავშირის სამართალმემკვირდეს წარმოადგენს საქართველო და აზერბაიჯანი. შესაბამისად, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებთან შეუთანხმებლად უნდა გამოირიცხოს ასეთი მსხვილი მასშტაბის პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება თურქეთის მთავრობის მიერ.

"მე არ მინდა, რაიმე წინმსწრები კომენტარები და განცხადებები ვაკეთო, რადგან უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მედიას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით", - აცხადებს თარგამაძე.

საინტერესო ის არის, რომ ამ პროექტის არსებობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ბალავაძე.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, თურქეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას ამ საკითხზე მნიშვნელოვანი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

"მთავარი რაც იყო, ეს არის ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავება და გაძლიერება. ეს საკითხი, რასაც თქვენ ამბობთ, სხვა ბევრ საკითხს შორის დაისვა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამის მშენებლობა იყო გეგმაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოა მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების შედეგად ეს მშენებლობა გადმოვა აქეთ, საქართველოს ტერიტორიაზე ამ შეხვედრაზე სწორედ ეს ფაქტი იქნა აღნიშნული, რომ კარგი რამ გაკეთდა ", -. აცხადებს ვახტანგ ბალავაძე.

მისი თქმით ", საუბარია პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს კაშხლის აშენებას თურქეთის მხარეზე და ახლა მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ აშენდეს აქეთ. პროექტს შეიმუშავებს და განახორციელებს თურქეთი, თავისი სახსრებით".

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დათანხმდა საქართველო ამ ვარიანტს, აღნიშნავს, რომ "იქ აშენებას შეიძლება გარკვეული პრობლემები გამოეწვია. ვგულისხმობ ლანდშაფტს და იმ ზიანს, რაც შეიძლება მტკვარს მისდგომოდა. უკვე პრობლემა იქნებოდა მდინარეების საქართველოსკენ წამოყვანა და მოხდებოდა კალაპოტის შეცვლა და ა.შ. ეს პროექტი იყო ძალიან რთული კონსტრუქცია და ამიტომ მათი მხრიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აქეთ მხარეს აშენდეს ".

თუმცა, როდის დაიწყება ამ პროექტის განხორციელება, ბალავაძე ვერაფერს ამბობს.

კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 318 | დაამატა: Gia | რეიტინგი: 0.0/0 სტატიის წყაროს სილკა:http://www.resonancedaily.com
სულ კომენტარები: 16
0  
16 zaza-50   (13.01.2012 21:41:00)
არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს მაინცდამაინც. სულ რაღაც 8-10 კმ ა თურქეთის საზღვარში რაცაა და დანარჩენი იმდენი შენაკადები აქვს მტკვარს რო ბევრი არაფერი მოაკლდება და ის კიდევ რასაც ჩამოაჭრიან თურქები გადაინაწილონ და შეისხან ერთგან. საშიში არაფერია. ვარ ნამყოფი და მაქვს ნანახი. გოოგლე მაპს ში შედით და გადაათვალიერეთ სათავე სადაა და მის მერე რეები ხდება ბოლოს და ბოლოს

0  
15 Gia   (13.01.2012 03:44:37)
ამაზეა ნათქვამი საზიაროს ასე და ისეო.აბა დასავლეთში მოდის რიონი დინჯათ,კაციშვილი არ ეხება. ისე რაჭველებს კი ქონიათ რაღაც მაკვარანცხული პროექტი,ქვედა მხარე რეიზა ვასარგებლოთო,მარა მერე ზღვა ვერ ნახეს რო დეერთებინათ და ქე დოუნებებიათ თავი. 36_1_69

0  
14 bendeksi   (12.01.2012 19:35:57)
არაფერი კაგასტროფა არ მოხდება, უბრალოდ დაიკლებს წყლის დონე... ვინმე ყოფილხართ და გინახავთ მტკვარი სულ რამხელაა როცა საქართველოში შემოდის ? ქვემოთ 80 % დავწერე მაგრამ დარწმუნებული ვარ 90%იც თავისუფლად საქართველოს მდინარეებით მარაგდება...

0  
13 firali81   (12.01.2012 18:53:13)
ეგ სერიოზული საკითხია. ამ პრობლემის მოგვარება აქედანვე უნდა დაიწყოს. ეს პროექტი თუ განხორციელდა ეს იქნება კველაზე კატასტროფული რამ ჩვენი მხარისათვის. ამის წინააღმდეგ ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა.

0  
12 მახო44   (12.01.2012 02:12:22)
ეს პროექტი; მაგარი ავანტურისტის მოგონილია... ტექნიკურად შესაძლებელია მაგრამ, ფაქტიურად ეს არ მოხდება,უბრალოდ იმიტომ რომ, ამის წინააღმდეგი მარტო ჩვენ კი არა,მთელი მსოფლიო იქნება! ამით რაღაც სარგებელს ნახავს თურქეთი, ეს არის და ეს. ასე რომ,იხვი რომელიც მოვა "მტკვარზე" უშიშრად მოინადირეთ. 166

0  
11 merabnozadze   (11.01.2012 23:10:46)
23 23

0  
9 paata123123   (11.01.2012 18:49:59)
..

0  
8 uchaucha   (11.01.2012 17:40:39)
შანსი არაა

0  
7 aleko   (11.01.2012 15:03:55)
ეგ არ მოხდება, არაააა 25 25

0  
6 berZul   (11.01.2012 14:47:35)
თურქებს ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს უნდოდათ მაგრამ მე როგორც ვიცი პოლიტ.ექსპერებისგან რომ შევარდნაძე ომს გამოუცხადებდა თურქეთს თუ მშენებლობას დაიწყებდა, აქედან გამომდინარე შეჩერდა პროექტი

0  
10 fshavelo   (11.01.2012 21:44:41)
ლევან ვერასოდეს ვერ გამოუცხადებდა ომს შევარდნაძე თურქეთს, იმიტომ რომ ნატოს წევრია თურქეთი, ჩვენზე 100 ჯერ მეტნი არიან, შეიარაღებაშიც გვჯობნიან, მომზადებაშიც და რუსებზე არანაკლებ დღეს დაგვაყრიან კიდე....და მაგ საკითხის გამო ომი გამოცხადება არ ხდება, იმის გამო რისი მოწესრიგებაც საერთ. სასამართლოთი სულ მარტივად შეიძლება ომს არავინ იწყებს 39

0  
3 tolia   (11.01.2012 02:02:41)
მთელი კანალიზაცია ქალაქის, მტკვარზეა შეერთებული. არქიტექტორი ვარ და ვიცი ნახაზები რაც კეთდება კანალიზაციის საკითხი მარტივად წყდება .პირდაპილ მტკვარში. ეგ რო დაშრეს არ გაიჩერება თბილიშიი . თურქების პროექტს არ დათახმდება საქართველოს მხარე !

0  
5 fshavelo   (11.01.2012 02:15:01)
მტკვარი რომ დაწყვიტონ, თბილისი განავლის ქალაქად იქცევა, აბა რა !

0  
2 bendeksi   (11.01.2012 01:42:06)
არა არა ეს რაღაც შორეული ოცნება შეიძლება იყოს თურქეთისთვის. საქართველო მტკვრის გარეშე? ისე თურქეთიდან დიდი რაოდენობა მაინც არ მოედინება 80% მტკვრის ჩვენი მდინარეებიდან ივსება, ასე რომ დამშრალ მტკვარს მაინც ვერ ვიხილავთ :)

0  
4 fshavelo   (11.01.2012 02:14:14)
სადღაც შენც მართალი ხარ 167

0  
1 fshavelo   (11.01.2012 01:35:38)
ხოოო, ეს უკვე წავიკითხე მე სადღაც, მოლაპარაკებები შეიძება მიმდინარეობდეს მაგრამ ძალიან მცირეა ალბათბა იმისა რომ მოხდეს ეს ყველაფერი. ეს მარტო თურქეთის გადასაწყვეტი არ არის, ჩვენი და აზრეების თანხმობაც საჭიროა, ჩვენმა მთავრობამ რომ დაუშვას არამგონია აზერები დასთანხმდნენ, თან მტკვრის დაწყვეტა ეკოლოგიის შეცვლას და ბევრ გვერდით მოვლენებს გამოიწვევს, ასე რომ ჯერ ჯერობით მემგონი სადარდებელი არაფერი გვაქვს, ასე უცბად ვერ გადაწყვეტენ ამ საკითხს. 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
translate

ძებნა საიტზე

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

შესვლის ფორმა
Login:
პაროლი:

ონლაინში
საიტზე სულ: 4
სტუმარი: 3
მონადირე: 1
misho777

დღეს საიტზე იყვნენ
-BERG-, SNAIPER, beqa, gigagiga239, leo, ვულფ, ohotnik, uchaucha, greika, rachveli, qutaiselibazieri, OchOpinTre, Grigala, jaxi, shalva_1107, Kaxa, xarata, ivane-66, longi, aleko, fshavelo, davita3, IKAHUNTER, paata123123, bendeksi, kobi@85, zrichila, badzgo

დაბადების დღეს
გილოცავთ!!!
onise(38) , monadire15(26) , პედიატრი(45) , chiko0077(21) , @dorejala@(21) , gio_messi10(12) , brasi(24) , roko2092(20) , glaxuka(28)

facebook

ჩვენი გამოკითხვა
თქვენი ასაკი
1. 18-25 წლამდე
2. 25-30 წლამდე
3. 14-18 წლამდე
4. 30-35 წლამდე
5. 35-40 წლამდე
6. 14 წლამდე
7. 45-50 წლამდე
8. 50 წლის და ზევით
სულ პასუხი: 538

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge