ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » ნოემბერი » 30 » ბრაკონიერი პროკურორი – ნადირობა დათვზე ბაწარა ბაბანეურის ნაკრძალში    

22:06:51
ბრაკონიერი პროკურორი – ნადირობა დათვზე ბაწარა ბაბანეურის ნაკრძალში

ბრაკონიერი პროკურორი – ნადირობა დათვზე ბაწარა ბაბანეურის ნაკრძალში კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა. პირი, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, ირწმუნება, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო. 2012 წლის 29 ნოემბერს ის დააწინაურეს და ამჟამად გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული პროკურორია.

პირველი ფოტო 2007 წლის 27 სექტემბრით არის დათარიღებული. ლევან ღვედაშვილის გარდა ამ ფოტოზე კიდევ ორი პირი ჩანს. დადასტურებული ინფორმაციით, ისინი ახმეტის მაცხოვრებლები არიან – ზურაბ გომელაური და რეზო ბერიშვილი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე, ჩვენ მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.

 

 

 

მეორე ფოტო 2009 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. ფოტოზე ლევან ღვედაშვილთან ერთად, იმ პერიოდში თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვალერი მოსიაშვილიც ჩანს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მასთან დაკავშირებაც ვერ შეძლო.

 

 

 

მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორი ლევან ღვედაშვილი, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, დათვზე, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში ნადირობდა, ჩვენ კიდევ რამდენიმე პირთან გადავამოწმეთ, მათ შორის ბაწარა – ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერებთან. კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მათ დაგვიდასტურეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა.

 

ჩვენ გურჯაანის რაიონულ პროკურორს, ლევან ღვედაშვილს შევხვდით, ფოტოები ვაჩვენეთ და ვკითხეთ:

- ბატონო ლევან, ორივე ფოტოზე ხომ ნამდვილად თქვენ ხართ?

- კი, მე ვარ.

- დათვზე ნადირობა რომ დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით?

- დათვზე არ მინადირია მე.

- აბა, ეს მოკლული დათვები საიდან გაჩნდნენ ფოტოებზე?

- არვიცი.

- ეს პირებიც ვიცით ვინ არიან. მათ შორის ერთ–ერთი იმ პერიოდში პროკურატურაში მუშაობდა.

- თუ მეგობრულად მაჩვენებთ ამ ფოტოებს, დიდი მადლობა. თუ დაშანტაჟების მიზნით აკეთებთ...

- შეურაცხყოფის გარეშე ვისაუბროთ. არავითარი შანტაჟი. მე ვარ ჟურნალისტი. მომაწოდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ პროკურორები ნადირობდით და ნადირობთ წითელ ნუსხაში შეტანილ ნადირზე, თან ნაკრძალში. ეს მტკიცებულებების ნაწილია, რაც გაჩვენეთ. თქვენ პროკურორი ხართ.

- დაკითხვას მიწყობთ? თუ საჭიროდ ჩათვალეს მე განმარტებას მივცემ გენერალურ ინსპექციას.

- რა განმარტებას მისცემთ, როგორ და რით უარყოფთ?

- თუ ინფორმაცია მეგობრულად მომაწოდეთ, მადლობა“.

 

მურა დათვი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. კანონის თანახმად, წითელ ნუსხაში შესული ცხოველების, მათ შორის დათვის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, რაც ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით.

დათვის უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში “ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ - ფრინველზე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა 50 000 ლარს შეადგენს.

 

იურისტების განმარტებით, შესაძლოა, ლევან ღვედაშვილი და მასთან ერთად ფოტოზე ასახული პირები გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რადგან დანაშაული 2007 და 2009 წლებშია ჩადენილი და მას შემდეგ 6 წელია გასული, მაგრამ პროკურატურამ გამოძიება ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა პერიოდშია დანაშაული ჩადენილი, ვინ მონაწილეობდნენ და ა.შ. მნიშვნელოვანია რა კვალიფიკაცია მიეცემა დანაშაულს. შესაბამისად, მერე ხდება ხანდაზმულობის ვადის დაზუსტება“, – აცხადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი არჩილ ადამია.

„ნებისმიერი, ინფორმაციის შემცველი მასალა, რომელიც შინაარსობრივად შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ჩვენს მიერ, აუცილებელი წესით, ზიანის გაანგარიშებით იგზავნება საგამოძიებო ორგანოებში. პიროვნებებს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მითუმეტეს ვადებს, რადგან ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

- ბატონო არჩილ, გამოძიებამ თუ დაადგინა, რომ დანაშაული ხანდაზმულია, ზიანის ანაზღაურებას მაინც ითხოვთ?

- თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ამ პიროვნებამ ეს დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ხანდაზმულობის გამო საქმე შეწყდა, ჩვენ ამაზე დაყრდნობით გვექნება უფლებამოსილება, სამოქალაქო წესით მოვითხოვოთ პიროვნებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება“.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვახტანგ გიუნაიძესაც ესაუბრა, რომელიც 2007–დან 2014 წლამდე ბაწარა – ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექტორად მუშაობდა. ახლა თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორია.

- ბაწარა ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექტორად თქვენი მუშაობის პერიოდში, დათვზე უკანონოდ ნადირობის ფაქტი თუ გამოვლენილა?

- ჩვენთვის ასეთი ფაქტი არ არის ცნობილი. 2008 წელს იყო, იარაღი მოგვაყოლეს, ახლოს არ მოხვიდეთო, მაგრამ მაშინ ნადირობის ფაქტი არ იყო, შესვლის მცდელობა ჰქონდათ და ნიღბებით იყვნენ მოსულები. დანარჩენი სხვა ფაქტი არ ყოფილა და არც გამიგია.

- თქვენს მიერ ნახსენებ ფაქტზე მიმართეთ პოლიციას, დაიწყო გამოძიება?

- არა, გარეთ იყო, ნაკრძალს გარეთ“.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე დათვზე ნადირობის 4 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, ყველაზე მეტი, ორი ფაქტი კახეთის რეგიონში დაფიქსირდა. ორივე მათგანი 2013 წელს გამოვლინდა. 2013 წელს დათვზე ნადირობის ერთი ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში და 2015 წელს მცხეთა-მთიანეთში. 2014 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დათვზე ნადირობის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი



წყაროhttp://ick.ge/
კატეგორია: ბრაკონიერობა | ნანახია: 4734 | დაამატა: mtacebeli | ტეგები: ნაკრძალში, ბაწარა, ნადირობა, პროკურორი, ბაბანეურის, დათვზე, ბრაკონიერი | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 10
0   Spam
10 ZATARA   (07.03.2016 11:03:12) [მასალა]
AllSmail133 hunter 48 d410 ec

0   Spam
9 jango   (03.02.2016 17:07:11) [მასალა]
რას დაიჭერენ და დააჯარიმებენ ამათ ხო მარტო იმათი დაჭერა შეუძლიათ და დაჯარიმება ვინც ორცალ კაკაბს და მდინარეში მანქანას რეცხავს

0   Spam
8 monomaxi   (03.12.2015 16:33:03) [მასალა]
ამათი სამართალი რაიქნა უბრალო ადამიანს გაატყავებდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ამას კიდე არაფერსაც არ აკისრებენ მგონი 167 167

0   Spam
7 alika-guria   (03.12.2015 10:53:13) [მასალა]
არდააჯარიმებენ. სურათზე მევარ მაგრამ დათვი არვიცი საიდან გაჩნდაო. ასე განაცხადა ბატ პროკურორმა.

0   Spam
6 ahsal777   (02.12.2015 23:20:06) [მასალა]
AllSmail133 AllSmail133 გადაიგჰეტ ფოტოები ეხლა კიდე ვაი ტქვენს პატრონს ტუ კლავ სჰე კაი კაცო რაგას პოზიორობ სჰეირგე სჰენტვის AllSmail133 AllSmail133 069 069

0   Spam
5 Hunter77   (02.12.2015 22:12:06) [მასალა]
კაცი მონადირეა და მოკლა დათვი რა ამბავი ატეხეთ?????? 16 16 16 16 457 MONADIRE MONADIRE MONADIRE MONADIRE MONADIRE Shooting Shooting Shooting Shooting loony1 loony1 loony1

0   Spam
4 mamuka36   (02.12.2015 12:13:23) [მასალა]
c555d dyr6uq dyr6uq

0   Spam
3 civilioni   (01.12.2015 22:10:34) [მასალა]
ეხლა გამოჩდება თეთრი და შავი,,,, 25 AllSmail133 dyr6uq 3DSmile135

0   Spam
2 bachana   (01.12.2015 12:27:37) [მასალა]
01b 15 dyr6uq dyr6uq dyr6uq dyr6uq dyr6uq dyr6uq ec ec AllSmail133

0   Spam
1 panati   (01.12.2015 10:36:55) [მასალა]
ფაქტი სახეზეა,აბა ვნახოთ თუ დააჯარიმებენ dyr6uq

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика