რათქმაუნდა ქოხი და ხელით გაფრთხიალებული ჩიტი ჯობია , მარყუჟებით დაჭერას არცააქვს ის მუღამი რაც მამაპაპურ ხერხს თან მტაცებლის დაზიანების დიდი შანსია, ეს ვიდეო ოთხკუთხედი ბადის გამო დავდე , ფორუმზე ბევრს აინტერესებდა ოთხკუთხა ბადის დაგება, იგივე იქნება ისიც ოღონდ ოთხივე მხრიდან დაიდგმევა ესეთები
ბოლო ფრაგმენტზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ არის რთული გამოსახსნელი და იმტვრევენ ბუმბულს, სხვა ვიდეოებში გამოხსნაც მაქვს ნანახი. ძუა წაჭერილი ფეხებ დასიებულიც მინახია მტაცებლები თაგვებზე მე მირჩევნია ჩვენი მამა-პაპური ქოხი და ხელით გაფრთხიალებული ღაჟო ან სხვა ჩიტი ჯოხზე!
ლაშა გამარჯობა მე კოკა ვარ მგონი სშენი კომენტარი იყო ციბრუტაზე რო მაგის სშვილი გყავს შეგიდზლია სურათი მანახო მეც მყავს მამალი ლეკვი მაკედან ერტი ცლის და ორი თვის
ფლორიდის შტატის მკვიდრი ელექტრო-სიგარეტის აფეთქების შედეგად რამდენიმე კბილსა და ენის ნაწილს გამოემშვიდობა.
ვარაუდობენ, რომ აფეთქება ელექტრო-სიგარეტის ბატარეამ გამოიწვია. დაზარელებული მას სიგარეტზე თავის დასანებებლად იყენებდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ელექტრონული სიგარეტი, გარეგნულად, არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სიგარეტისგან. ეს არის ერთგვარი მილი, რომელსაც აქვს აკუმულატორი, ორთქლის გენერატორი და ფილტრი, რომელშიც არომატიზატორებია მოთავსებული. მოქაჩვის შემდეგ, ფილტრი იწვის და მწეველი ორთქლს ისუნთქავს, რაც სიგარეტის მოწევის იმიტაციას ქმნის.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, სხვა სამედიცინო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ელექტრონული სიგარეტი, ჩვეულებრივი სიგარეტის მსგავსად, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
ჩილიმი მართალია არომატნია, არც ასეთი მავნებელი, თუმცა ნაკლებად შეიცავს ნიკოტინს და სიგარეტზე დამოკიდებულ ადამიანს "ლომკას" ვერ მოუხსნის... ისე ჩილიმსაც გააჩნია, არომატებსაც და იმ ნახშირსაც რაც იწვის... შეიძლება უხარისხობამ უარესი მავნებლობა გამოიწვიოს... აი ბავშვებს რაც შეეხება ეგ მცდარი აზრი უნდა იყოს... გრიინ სმოუკი კი იგივე ჩილიმი არაა რადგან არომატთან ერთად იგივე ნიკოტინის დოზას შეიცავს, რასაც ერთი ღერი სიგარეტი... თუ არ ვცდები, ნიკოტინის ზომა 0.5 მგ/სიგ... ია ეს 4 ნომერ კენტზე ოდნავ ძლიერია... მე ასე მახსოვს ყოველშემთხვევაში...
ჩილიმის მოყვარული გავხდი რაც შევიტყვე ამ არაჩვეულებრივი საშუალების შესახებ, მანამდე ისე ვეწეოდი არც დავფიქრებულვარ რამდენად სასარგებლოა, თბილიში სულთან ბარის და კიდე რამოდენიმე ბარის საახლობლო მყავს რა აზერბაიჯანელები, რომლებმაც ამიხსნეს, პატარა ბავშვებსაც აწევინებენ და წმინდავს ფილტვებს! თუ ასეთი ეფექტი აქვს რომელიმეს კარგია მაშინ რადგანაც როგორც ვიცი გრინსმოუქში მცირე ზომის იგივე არომატებია ჩაშვებული და მინი Xილიმიაო! იქნებ მითხრათ ბიჭებო რაღამც ამდენი იცით ეს აზრი მცდარია თუ ჭეშმარიტი)))))
levaniko16 გეთანხმები სრულიად... ეს ყველაფერი ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი... თოფმა და ნადირობამ მე ფასდაუდებელი რამ მომცა... (მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა... :)) მართალი ხარ მეგობარი...
bendeksi, სხვაგანაც დავწერე და აქაც დავწერ მაქედან გამომდინარე აზრს რო მოზარდი რომელიც ნადირობით, თევზაობით, მეძებრის დაგეშვით და ბუნებასთან ურთიერთობით არის დაკავებული ნაკლებად თუ მიეჩვევა თამბაქოს, ნარკოტიკებს და სხვა მავნე ნივთიერებებს, არამარტო ეს ის გულში არ ჩაიდებს მავნებლობის სურვილს და არ იქნება უზრდელი(ამითარ ვამბობ იმას რო ვისაც ეს არ უყვარს ის უზრდელიათქო), ყოველთვის ეცოდინება მეგობრის და მეგობრობის ფასი.
levaniko16 ყოველშემთხვევაში ისე არ ვნებს, როგორც სიგარეტი... მე ამას არ ვამბობ ჩემ ნააზრევს, მე ვამბობ ექიმის შეხედულებას... სიგარეტის თავის დანებებაზე კი გეთანხმები აბსოლიტურად... ჩემს მიერ დადებული ლინკსაც სწორედ ეს დატვირთვა ქონდა... ეს როგორც ჯამრთელობას ვნებს, ასევე იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას... მაგალითად როცა პერელიოტზე დგახა და სიგარეტი გინდა... საშინელებააა... როცა ნომერში ხარ... მოკლედ მონადირე კაცისთვის ერთი ათჯერ მტანჯველი მავნე ჩვევაა... რომ აღარაფერი ვთქვათ საზოგადოებრივ თავ შეყრის ადგილებზე სადაც უხერხულია უბრალოდ სიგარეტის კვამლით დახრჩოლება...
bendeksi, სიგარეტის და ამის შედარებაც არ შეიძლება, ამ აპარატის მუშაობის პროცესში ისეთი ნივთიერებები გამოიყოფა რომელიც სიგარეტზე მეტადაც ვნებს ზოგიერთ ორგანოს, სიგარეტსაც აქვს მინუსები და ამასაც, სულაც არაა გამოსავალი თავის დასანებებლად გრინ სმოუკი დაიკავო ხელში ეს დამოკიდებულოია ადამინაის ნებისყოფაზე და იმაზე თუ რამდენად აქვს სურვილი თავის დანებების, ხშირ შემთხვევაში მწეველთა უმეტესბა მაშინ ანებებს თამბაქოს თავს როცა უკვე ამ მავნე ჩვევით ავნო თავის ჯანმრთელობას და სხვა გზა აღარ რჩება.
p.s. ადამიანის ორგანოზმისთვის ნიკოტინის გარკვეული რაოდენობა სიცოცხლისთვისაა აუცილებელი მაგრამ არაა საჭირო ეს ბალანსი სიგარეტის მოწევით შეივსო, ნიკოტინის შემცვლელი სხვა მრავალი მედიკამენტი არსებობს.
ესეც მორიგი პროპაგანდა სიგარეტის ფირმებისგან რათა მათი რეალიზაციის დონე არ შეფერხდეს... სისულელეა, მავნებელია მაგრამ 10ჯერ ნაკლებად ვიდრე სიგარეტი, ანუ ელექტრო სიგარეტის შემთხვევაში ორგანიზმში ხვდება მხოლოდ და მხოლოდ ნიკოტინი რითაც ვიკმაყოფილებთ ეგრედწოდებულ "ლომკა"-ს... სიგარეტის წვის შემთხვევაში იწვის თუთუნი, რომელიც გამოყოფს როგორც ნიკოტინს ასევე კუპრს, ჭვარტლს წვის შედეგად წარმოქმნილ ნახშირორჟანგს და კიდევ რამოდენიმე მავნე ნივთიერებას, ასევე თუთუნთან ერთად იწვის ქაღალდი რომელიც ხელოვნურად ქიმიური ნივთიერებებითაა დამუშავებული და თუთუნის წვაზე ბევრად მავნებელია... სისულელეა ელექტრო სიგარეტი ბევრად ჯობია... არც ეს აფეთქება გავს რეალურ ამბავს, როგორ შეიძლება საათის ელემენტის ხელა ელემენტმა ისეთი აფეთქება გამოიწვიოს რომ ადამიანი ასე დაზიანდეს... მოკლედ ეს ყველაფერი დიდი ს ი ს უ ლ ე ლ ე ა!!!!!!!!!!!
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
translate
ძებნა საიტზე
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!