მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [19]
საიტის ამბები [27]
ბაზიერი [7]
ბრაკონიერობა [7]
მოიპარეს-დაიკარგა [17]
ცხოველები და ფრინველები [47]
საქართველოს ამბები [76]
უცხოეთის ამბები [124]
საქართველოს წარსულიდან [14]
მიმოხილვა [20]
მგლები და ტურები (საქართველოში და მსოფლიოში) [16]
ქვეწარმავლები (საქართველოში და მსოფლიოში) [4]
დედამიწა [31]
იცით თუ არა რომ [66]
სახუმარო ამბები [5]
სხვადასხვა [84]

ფორუმი
განახლებული 10 თემა
ანეგდოტები
fshaveloპასუხების რაოდენობა: 247
მიმინო
gigagiga239პასუხების რაოდენობა: 172
სპორტი
IKAHUNTERპასუხების რაოდენობა: 66
კურცჰაარი
ivane-66პასუხების რაოდენობა: 336
სანადირო დანები
badzgoპასუხების რაოდენობა: 135
ქორი
giorgiპასუხების რაოდენობა: 367
როგორ დავამატოთ სურათი...
badzgoპასუხების რაოდენობა: 22
თევზაობა
giorgiპასუხების რაოდენობა: 216
პოინტერი
xarataპასუხების რაოდენობა: 1305
მდევრით მონადირეები-”გ...
aragveliპასუხების რაოდენობა: 883

კომენტარი

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 20 » გადაიხადე და გაანადგურე! ანუ "წითელი წიგნიც" "გაიყიდა"?! ბაზიერელებო გთხოვთ იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით...
10:53:46
გადაიხადე და გაანადგურე! ანუ "წითელი წიგნიც" "გაიყიდა"?! ბაზიერელებო გთხოვთ იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით...
ზ19-09-2011


გადაიხადე და გაანადგურე! ანუ "წითელი წიგნიც" "გაიყიდა"?!
"ამ ფასად ძროხას ვერ იყიდი და კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად უნდა მოკლან?"

"დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება"


საქართველოს
ფაუნისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, - ასე შეაფასა მონადირეთა
ნაწილმა ცვლილება კანონში - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლის შესახებ. ენერგეტიკის სამინისტროს განკარგულებით, დაშვებულია
დღემდე აკრძალული სახეობების კვლა, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი
პოპულაციებისა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ირმის, ჯიხვისა და დათვის
ხოცვა. ახალი ნებართვის მიხედვით დათვს 1.000 ლარად, შველს კი 5.00 ლარად
მოინადირებთ. ირმისთვის სროლის უფლება 1.300 ლარად მოგეცემათ, ყველაზე
ძვირი ჯიხვზე ნადირობაა, 1.500 ლარი დაგიჯდებათ.

საკითხავია, ვინ
დათვალა წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციები და რატომ დაიშვა ნადირობა
გაიშვიათებულ, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე?

ჯანსუღ ბოჭორიშვილი (მონადირეთა წიგნის, ,"მონადირის გზამკვლევის", თანაავტორი, საქართველოს მონადირეთა კლუბ "მონადირის" წევრი):
- ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ნებისმიერ პოპულაციაზე ნადირობის
ლიცენზიის გაცემამდე, ზუსტად იციან ცხოველების რაოდენობა და გავრცელების
არეალი. შესაბამისად, კონკრეტულ რეგიონში კონკრეტულად არის განსაზღვრული
მათი ბუნებიდან ამოღების დასაშვები რაოდენობა. ამ კანონის მისაღებად თუ ამ
კრიტერიუმებით ისარგებლეს, იქნებ გაგვაცნონ ჩვენში ცხოველების ზუსტი
რაოდენობა.

- მგელზე, ტურაზე, მაჩვსა და კვერნაზე კარგა ხნის წინ
უნდა დაეშვათ ნადირობა. ძალიან დიდ ზარალს აყენებენ ფაუნას (ჩემი აზრით,
გამონაკლისი უნდა იყოს შველი, არჩვი და კურდღელი. რაოდენობიდან
გამომდინარე,  დასაშვებია მათზე ლიმიტირებული ნადირობა). საქართველოში
თითზე ჩამოსათვლელი ირმის და ასევე გაიშვიათებული ჯიხვის მოკვლას პირადად
მე, სამშობლოს ღალატის ტოლფას დანაშაულად მივიჩნევ.

დაუშვებლად
მიმაჩნია ნადირობა კავკასიურ მურა დათვზეც. მიკვირს, ვინ და რა კრიტერიუმით
შეაფასა ირემი 1.300 ლარად? მაგ ფასად კარგ ძროხას ვერ იყიდი და
კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად
უნდა მოკლან?

ან ამ კანონებს ვინც წერს, საქმის მცოდნეს არაფერს ეკითხება? დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება.

ავთანდილ დარახველიძე (წიგნის "მონადირის გზამკვლევი"ს" თანაავტორი): -  წინააღმდეგი ვარ ირემზე ნადირობისა.

მონადირეები
იმ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგებიან ამ განკარგულებას, თუ პროცესი
რეალურად კონტროლირებადი იქნება. მათ სწორედ კონტროლის იმედი არ აქვთ.
ეგერები ჩვენ არ გვყავს, გარემოს დაცვის ინსპექცია ფაქტობრივად არ
არსებობს, მათი 80% ჯიხვს და არჩვს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. უკონტროლობით
უკანასკნელ ეგზემპლარსაც მოვუსწრაფებთ სიცოცხლეს ისე, რომ არავის
ეცოდინება, ენდემური ჯიშის ბოლო წარმომადგენელი რომ გაანადგურა. ირემზე
ნადირობას იმ შემთხვევაში დავეთანხმებით, თუ მოხდება მათი საფუძვლიანი
შესწავლა, გამოვლინდება გადაბერებული და არაპროდუქტიული ხარ-ირმები,
რომლებიც ხელს უშლიან პოპულაციის ზრდას. მათი დახოცვა აუცილებელია. თუმცა,
პოპულაციის ზოგადი სიმცირის გამო, მთელ საქართველოში ასეთი ალბათ 4-5
ეგზემპლარი იქნება. ამას ეგერებმაც შეიძლება მიხედონ. თუ დასაბუთდება, რომ
ისინი ამოსაღებია, გასცენ ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები. სხვა
შემთხვევაში ირემზე, ჯიხვსა და შველზე, მით უფრო დედალ ეგზემპლარებზე
ნადირობა კატეგორიულად უნდა აიკრძალოს". 
მონადირეთა და საზოგადოების კითხვების საფუძველზე "კვირის პალიტრა" ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ესაუბრა:

-
ბატონო ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ სპეციალისტები აცხადებდნენ, "წითელ
წიგნში" შეტანილი სახეობები თანდათან მცირდებაო. სამინისტროს განკარგულებით
კი მათზე ნადირობა დაიშვა. რამ განაპირობა ამ განკარგულების მიღება?

-
ნადირობა საკმაოდ აზარტული მიმართულებაა, ამიტომ ამ დარგში ბევრი ტურისტის
მოზიდვა შეიძლება. ისინი  დიდ თანხებს ხარჯავენ ნადირობისთვის. ამასთან,
იმის გამო, რომ შარშან სოფლები აიკლეს მგლებმა და ხალხი მათზე ნადირობის
ნებართვას მოითხოვდა, დავუშვით ეს უფლება. გარკვეულ სახეობებზე
ნადირობისთვის სპეციალური კვოტები დაწესდება.

- არის მეცნიერულად შესწავლილი გაიშვიათებული პოპულაციებიდან რომელიმეს გავრცელების არეალი, მათი ზუსტი რაოდენობა?
- ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. ყოველ წელს მოხდება კვოტების დადგენა და პოპულაციების შემოწმება.

- გაგვაცანით ამჯერად დადგენილი კვოტები.
- ამ ეტაპზე ვანგარიშობთ და ცოტა ხანში იქნება ინფორმაცია.

-
ორიოდე წლის წინ გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის გარემოს დაცვის
და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლები ამბობდნენ,
ბრაკონიერების თარეშმა საქართველოს ტყეებში კატასტროფულად შეამცირა ირემი,
ჯიხვი და მურა დათვიო. ორ წელიწადში მათი რაოდენობა იმდენად ჭარბი გახდა,
რომ ნადირობა დასაშვებია?

- გარემოს დაცვის სპეციალისტები
ამას მეტი გრანტის მიღების იმედით ამბობდნენ და არა იმიტომ, რომ მართალა
ასეთ მდგომარეობაში იყო ეს პოპულაციები. თუმცა ბრაკონიერები გამალებით
ნადირობდნენ ჯიხვსა და ირემზე. განა დღეს იგივე არ ხდება? ამ პოპულაციების
რაღაც რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში ბუნებიდან არის ამოსაღები.
მაგალითად, ხნიერი მამალი ჯიხვი აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ბუნებიდან, რომ
გამრავლებას არ შეუშალოს ხელი. ჩვენ ამას ვნერგავთ და არა იმას, რომ 
მონადირემ ხელაღებით აკეთოს ის, რაც უნდა.

- მონადირეთა ნაწილი კატეგორიულად მიუღებლად თვლის ჯიხვზე, ირემსა და მურა დათვზე ნადირობას.

- მონადირეთა ეგ კატეგორია ნუ ივლის სანადიროდ. სხვები კი მოინადირებენ იმდენს, რამდენის დახოცვაც დასაშვები იქნება.

- რის საფუძველზე განსაზღვრეთ სალიცენზიო ფასები?
-
მეზობელ ქვეყნებში არსებული ტარიფებისა და იმის მიხედვით, რომ საქართველო
იყოს კონკურენტუნარიანი. აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთს ესაზღვრება.
ჯიხვს ხომ ვერ აუკრძალავ საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლას? თუ ის
მონადირეები, რომლებსაც ჯიხვზე ნადირობა არ უნდათ, აკრძალავენ ამას? თუ
აზერბაიჯანში დაშვებულია ნადირობა,  საქართველომ რაღა დააშავა?
აზერბაიჯანის მაღალმთიან სოფლებში ჯიხვზე ნადირობა დიდად შემოსავლიანია.
რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს საქართველოში?

-  რომელი სამსახური გააკონტროლებს ნადირობას?
- ვინც დღეს აკონტროლებს,  ხვალაც ის გააკონტროლებს.

- რომელიმე კონკრეტული ქვეყნის გამოცდილება გაქვთ გამოყენებული სამონადირეო წესების ახალი მოდელის შექმნისას?
- ნახეთ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა. იცით, რომ ავსტრიაში ირმებზე ნადირობა უფასოა?

-
ეს შესაძლებელია იქ, სადაც მგლის არარსებობის გამო ირემი ძალიან ბევრია.
მგონი, საქართველოს და ავსტრიის შედარება ამ მხრივ მიზანშეწონილი არ უნდა
იყოს.

- თქვენ მკითხეთ, რომელი ქვეყნების მაგალითზე მიიღეთ ეს
დადგენილებაო და გპასუხობთ, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითზე, მათ
შორის - ავსტრიის.

- როგორც ვიცი, ირემი საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი.

-
თქვენ გგონიათ, ავსტრიის "წითელ წიგნში" არ არის? "წითელი წიგნი" "წითელი
წიგნია" ყველგან. ჩვენ ყველაფერი გადამოწმებული გვაქვს, თქვენც
გადაამოწმეთ.

P.S. ინფორმაციის მოძიების შემდეგ დადგინდა, რომ
საქართველოში არსებული პოპულაცია  - კეთილშობილი ირემი ენდემურია,
დამახასიათებელია მხოლოდ კავკასიისთვის. შესაბამისად სხვა ქვეყნებში ვერ
იპოვით, მათ შორის, ავსტრიაში. მცირერიცხოვნობის გამო საერთაშორისო "წითელ
წიგნშია" შეტანილი. ასევე დაცულია "საქართველოს იშვიათი სახეობების წითელი
ნუსხის"  მიხედვით. იმავე ნუსხის მიხედვით დაცულია დასავლეთკავკასიური
ჯიხვი და მურა დათვიც. ეს სახეობები გადაშენების პირას არის. გადაშენებას
იწვევს ბრაკონიერობა, საძოვრების გაფართოების გამო საარსებო არეალის
შევიწროება, უკონტროლო ტურიზმი, ნადირობა და სხვ.

KvirisPalitra.Geმურა დათვი

მურა დათვი გვხვდება დიდ კავკასიონზე, მცირე კავკასიონის ზოგიერთ ნაწილში
და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის
საზღვართან. დაფიქსირებულია ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ბაწარის, კინტრიშის,
ბორჯომის ნაკრძალებში, თუშეთში, არხოტის, დურუჯის და ლიახვის ხეობებში,
თრიალეთის ქედზე, ბორჯომის ხეობაში, გურია-აჭარის ქედზე, დუშეთის რაიონში.
პოპულაცია ყველა ზონაში საგანგაშოდ შემცირებულია.




KvirisPalitra.Geდასავლეთკავკასიური ჯიხვი


დასავლეთკავკასიური ჯიხვი გვხვდება სვანეთში, შესაძლებელია შემორჩენილი
იყოს რაჭასა (სვანეთის საზღვართან) და აფხაზეთში (რიწის ნაკრძალი).







KvirisPalitra.Geკეთილშობილი ირემი

კეთილშობილი ირემი საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი, როგორც იშვიათი
სახეობა. მისი მდგომარეობა რეალურად შეესაბამება საფრთხის წინაშე მყოფ
სახეობათა კატეგორიას.
ამჟამად ირემი შემორჩენილია ლაგოდეხის,
ბორჯომის, გარდაბნის, თუშეთის, ლიახვის ხეობის, ქვემო სვანეთის და რიწის
ტერიტორიებზე. ყველაზე მრავალრიცხოვანია ლაგოდეხის პოპულაცია. ბორჯომის,
თუშეთის და გარდაბნის პოპულაციები ძალზე მცირერიცხოვანია და საფრთხის
პირასაა.

ეკა ლომიძე













წყარო: www.kvirispalitra.ge
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 1042 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 0.0/0 სტატიის წყაროს სილკა:
სულ კომენტარები: 321 2 3 »
+1  
32 gogita12   (02.10.2011 21:26:55)
ბატონ მინისტრს არ ეგონოს რომ ჩვენ არ გვინდა ირემზე ნადირობა და მიტომ უნდა აიკრძალოს დრობით მაინც.... მომრავლებისა და სწორი დათვლის შემდეგ მართლაც შეიძლება დაიშვას ნადირობა და ეგრეთწოდებული მათი საყვარელი ტურიზმის განვიტარება ნადირობის სფეროში. მანამდე უნდა დათვალონ.....
ჯერ ერთ მინისტრს ევალა ეგ საკითხი და მან სანამ საერთოდ არ გაანადგურა ნადირობისა და ბუნების დაცვის სფერო მანამ არ გადააბარეს მეორე მინისტრს.... ეს მეორე მინისტრი კი ამ საკითხში მგონი სუსტია და ჯობს სპეციალისტებს დაეკითხოს და იმისი არ იყოს შავი იკრა რომელი თევზისაააო ამან კავკასიური ირემ,ი ავსტრიაში უფასოდ იკვლებაო...... ჯერ იკითხეთ და მერე გაეცით პასუხი....... ავსტრიაში ირემის მომრავლების ფერმები არსებობს და აქ მითხარით სად ამრავლებთ ჩვენ კავკასიურ ირემს? იქ ავსტრიაში ბრაკონიერობა არ არსებობს ფაქტიურად და ამ სფეროს კარგადაც აქცევენ ყურადღებას, აქაური გარემოს დამცველებივით ჯიპებით არ დადიან და ჩართული მიგალკებით, ფეხით დადის ავსტრიის გარემოსდამცველები ტყეებში და ბრაკონიერობაც არ არის. მგელი დაუკავშირდით ავსტრიის ,გერმანიის საფრანგეთის გარემოს დაცვის სამსახურებს და კითხეთ რამდენ მგელს ითვლიან, 10მდე ერთეულს გერმანიაში, 15მდე ერთეულს საფრანგეთში და ავსტრიაში იკითხეთ რამდენია. 1ერთეული.
საერთოდ ინგლისში დარეკეთ და კითხეთ რამდენი მგელი ყავთ.? საერთოდ არ ყავთ. არადა ინგლისი მგელის დაცვის ქვეყანადაა აღიარებული. საერთოდ არ ყავს ინგლისს მგეოლი. ბატონო მინისტრო იქნებ დაუთმოთ რამოდენიმე დღე და გაიკითხოთ ეს ინფორმაციები. მერე დართეთ ნება კავკასიურ ირემზე ნადირობა.ს

+2  
31 terminatori   (02.10.2011 21:11:31)
უბრალოდ ნახეთ....ეხლა ცავიკითხე ხეთაგურის კომენტარი, გასაოცარი არაპროფესიონალიზმი და ცინიზმია საერტოდ. მე მომხრე ვარ საერტოდ სამონადირეო ტურიზმის განვითარებისა, მაგრამ ადამიანმა, რომელიც ამ დარგს ხელმძღვანელობს და გზააბნეულ პასუხებს იძლევა, თავისთავად ცუდის მანიშნებელია. მოყავს მაგალითები, ანუ რადგან სხვაგან ასეა, აქაც ასე უნდა იყოს. როგორც ავღნიშნეთ კავკასიური ირემი ენდემურია და სხვაგან არსად გვხვდება, ამდენად მისი განმარტებით რადგან ავსტრიაში უფასოა, ჩვენთან აუცილებლად უნდა იყოს. იმას არ უფიქრდებიან, რომ ამ რაოდენობის პოპულაციებით რაც ახლა საქართველოშია შემორჩენილი, უბრალოდ ტურისტი ერტხელ ჩამოვა და რომ არაფერი დახვდება უკანვე წავა. ბატონმა მინისტრმა უნდა დაასაბუთოს რის საფუძველზე ხდება ლიცენზირების დაანგარიშება, შესწავლილია თუ არა მათი რაოდენობები, რა ნაბიჯები გადაიდგმება მათზე ნადირობის შემდგომ მათ გასამრავლებად, ანუ ბალანსის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება უცხოეთის მაგალითებს, იქ აღნიშნული მკაცრად დაცულია და კონტროლდება. საინტერესოა რა სამთავრობო ჯგუფები მუშაობენ აღნიშნული საკიუთხების შესასწავლად. და ბოლოს, ძალზე სასაცილოდ მომეჩვენა როდესაც განმარტა, რომ წითელი წიგნი ავსტრიაშიც არსებობსო.................ბატონო მინისტრო, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ, განვითარებულ ქვეყნებში, წითელ წიგნში შესულ ნადირთა ბუნებიდან ამოღება ხდება არა თავისუფალ ზონებში, არამედ კერძო სამონადირეო მეურნეობებში........

+1  
30 gogita12   (02.10.2011 20:01:33)
კარგით. შექმენით ბლოგი და იქ დადებულ წერილს ჩვენ აქ ცალკე განვიხილავთ, იქაც იქნება აქტიურობა ჩვენი საიტიდან.... მე ბლოგის შექმნაში ცოტათი მოვიკოჭლებ და ამიტომ გავაკეთოთ ცალკე ნეიტრალური ადგილი....... შევხედოთ როგორ წარიმარტება დისკუსიები და მომავალი საქმეც გამოჩნდება .......

0  
29 gogita12   (02.10.2011 14:09:03)
ბიჭებო უკვე მივედით იმ დონეზე რომ საჭიროცაა რაიმე წერილის სახით ან სხვაგვარად ჩამოვყალიბდეთ, მეც თანახმა ვიქნები გინდ აქ დავდოთ მთავარ გვერდზე და დავიწყოთ განხილვა. ამ და ამდაგვარ საიტებს მთავრობის წევრებიც ათვალიერებენ და ვერ ვიტყვი მთალდ ჩვენთვის მაგრამ გარკვეულ საკითხებს ამგვარი განხილვებიდან ითვალისწინებენ., ამიტომ დროზე დავიწყოთ განხილვა. გინდ წერილის სახით გინდ ჩამოვყალიბდეთ და არის გარკვეული საშვალებები ინფორმაციის გასავრცელებლად და დავიწყოთ რა....

0  
28 monadire007   (01.10.2011 23:02:55)
არა რა ერთი ბომბი უნდა იქ გადაწყვეტილებას სადაც იღებენ მაგისას... წითელიუ წიგნი რატო ქვია წითელი წიგნია ხალხნო არ შეიძლება არა გადაშენდებიაააან!!!! 48 48 48

0  
27 gocha   (01.10.2011 21:02:21)
დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი 25 25 25

0  
26 RazGAAA   (01.10.2011 20:43:43)
ჩემი აზრით არ შეიძლება ისეთი ცხოველის ან ფრინველის მოკვლა რომელიც გადაშენების პირასაა.

+6  
25 nugomonadire   (01.10.2011 19:35:59)
ჩემი აზრით საჭიროა მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ აღნიშნულ საკითხზე. მე ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ. კანონ-პროექტი რომელიც ლიცენზირებულ ნადირობას ითვალისწინებს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველებზე აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ბრაკონიერობასთან კანონიერი გზებით ბრძოლისთვის. პროექტმა, რომელიც ჯერ არც კი ვიცით სრულყოფილად როგორი სახით ჩამოყალიბდება და დამტკიცდება, მაგრამ როგორც ვხედავთ გარკვეულ წრეებში და პროფესიონალ მონადირეებშიც უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და მწვავე რეაქცია. კოლეგებო ვფიქრობ, როგორც ჩვენი ძმები გვთავაზობენ, ცუდი აზრი არ არის ამ საკითხების ირგვლივ თუ გავერთიანდებით, ვიმსჯელებთ ჩვენ-ჩვენ საიტებზე, შემდეგ თუ მოვიპოვებთ მეტ ინფორმაციას და ბოლოს თუ შევიკრიბებით და ჩვენს აზრს საჯაროდ დავაფიქსირებთ ტელევიზის იქნება ეს თუ პრესის საშვალებით...

0  
24 bendeksi   (30.09.2011 01:10:51)
მე მგონი ვინმე გვთისნიერი გვჭირდება ვინც ამ საკმეს სათავეში ჩაუდგება და წინ გაგვიძგვება... მე მივესალმები და რა ფორმითაც შევძლებ გვერდში დავდგები დიდი მონადირეების...

+1  
23 ზურა333   (29.09.2011 12:06:57)
გუშინ ღამით შუა წყალტუბოში - პარკში ვნახე ტურა, საშინლად მომრავლდა უკვე, ეს პრობლემა როგორც ვხედავ მთელს საქართველოში აწუხებთ. სანამ ''თავზე არ გადაგვივლიან'' უმჯობესი იქნება მათზე და მგლებზე ნადირობა დაიშვას და მეტიც მათ მოკვლაზე თუნდაც მცირეოდენი პრემია დაწესდეს.

+1  
22 gogita12   (28.09.2011 17:42:00)
ჩემი აზრით ერთ-ერთი გზა ამ საკითხის სააშკარაოზე გამოტანა ერთ ერთ ჩვენგანს ბექას შეუძლია. ვტხოვოტ და მოვაწვევინოთ გადაცემა "საუბრები კოცონთან." კომპეტენტური ადამიანი ამ საკიტხში რომელსაც პასუხი მთავრობაშიც მოეთხოვება , ანუ ვიგულისხმე სამინისტროს თანამშრომელი და მანამდე ცვენი წინადადებები მივაწოდოტ ბექას.BERG-ს. მგონი ამ საკითხის გადადება აღარ შეიძლება. ბრაკონიერობას ბოლო უნდა მოეღოს. 25 :25: არააქვს მნიშვნელობა ფასს დააწესებენ ნადირის მოპოვებაში თუ ჯარიმის თანხას, ერთია რომ ნადირობა უნდა იყოს ნადირზეც და ამიტომ ბრაკონიერობა უნდა მოისპოს პირველად, აი ჩვენ გვიშლიან დენიტ თევზაობას და ამ დროს თავად დამშლელები აკეტებენ ამას, თანაც არადაფარულად,. აქ უნდა შევცვალოდ მიდგომა.. ეს უნდა გამოაშკარავდეს, თორე თუ ვინმე სანადიროთ ძაღლებით წავა და სუფთა მონადირულად მოიპოვებს თუნდაც დათვს, მგონი ეს არ უნდა ჩაითვალოს ბრაკონიერულად. აი ნახეთ ჩემი სურათი თევზაობაზე, ეგ თევზი რიონზე დავიჭირე ანკესით 1.8 კგ-ია და ეგ ამბავი რომ გაიგო ერთ ერთმა ჩინოვნიკმა იმ დღეს რიონი აპარატით გადაადუღა. აი ამას უნდა ვებრძოლოთ.

0  
21 omo_96   (28.09.2011 16:45:22)
არ ვიცი ეს ინფორმაცია სად ამოიკიტხეთ მაგრამ მეთვითონ გადავხედე ამ კანონს და იქ ეწერა ყველა ნადირის ფასი და ბოლოს ეწერა რომ ეს ფასები დადენილია ბრაკონიერთა ფულადი თანხით დასასჯელად... თავად წავიკითხე და ზუსტად ვიცი ამიტომ ვისაც გინდათ დაიჯერეთ და ვინც სიმართლეს ეძებთ თქვენ თვითონ გადახედეტ ამ კანონს და დარწმუნდით ამ სტატიის სიცრუეში... პ.ს ამას არავის საწყენად არ ვამბობ უბრალოდ არ მინდა ხალხში ცრუ ინფორმაცია გავრცელდეს

0  
20 ზურა333   (26.09.2011 10:17:52)
ამ გაზეთემბა ოღონთ დააინტერესონ მკითხველი და რაც უნდათ იმას წერენ

+2  
19 bendeksi   (23.09.2011 17:40:41)
მე ტუ მკიტხავტ სისულელეა ეს დაშვება... აკამდეც უამრავი ადამიანი ნადირობდა ამ ცხოველებზე და ამის მერეც უამრავი ინადირებს და ძაან ცოტა იკნება ისეტი ვინც ლიცენზიას აიგებს...

0  
18 niora   (23.09.2011 17:10:56)
ჯერ კანონს იღებენ და მერე ნაგარიშობენ ამათი..........აღარ იციან როგორ შეავსონ ბიუჯეტი

1-15 16-30 31-32
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
translate

ძებნა საიტზე

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

შესვლის ფორმა
Login:
პაროლი:

ონლაინში
საიტზე სულ: 4
სტუმარი: 4
მონადირე: 0

დღეს საიტზე იყვნენ
-BERG-, SNAIPER, beqa, gigagiga239, leo, ვულფ, ohotnik, uchaucha, greika, rachveli, qutaiselibazieri, OchOpinTre, Grigala, jaxi, shalva_1107, Kaxa, xarata, ivane-66, longi, aleko, fshavelo, davita3, IKAHUNTER, paata123123, bendeksi, kobi@85, zrichila, badzgo

დაბადების დღეს
გილოცავთ!!!
onise(38) , monadire15(26) , პედიატრი(45) , chiko0077(21) , @dorejala@(21) , gio_messi10(12) , brasi(24) , roko2092(20) , glaxuka(28)

facebook

ჩვენი გამოკითხვა
თქვენი ასაკი
1. 18-25 წლამდე
2. 25-30 წლამდე
3. 14-18 წლამდე
4. 30-35 წლამდე
5. 35-40 წლამდე
6. 14 წლამდე
7. 45-50 წლამდე
8. 50 წლის და ზევით
სულ პასუხი: 538

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge