ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სიახლის არქივი
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 55 56 »
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიში განაცხადეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1804 | დაამატა: ზურა333 | დრო: 17.11.2016 | კომენტარი (1)

რაჭაში, კერძოდ, ლეკნარსა და შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი რაოდენობით ხე-ტყის ჩეხვა სისტემატურად მიმდინარეობს.
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული კომპანია "ლიცენზიანტია და სოციალურ ჭრებს ახორციელებს".
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1456 | დაამატა: ზურა333 | დრო: 17.11.2016 | კომენტარი (1)

გამარჯობათ. მეგობრებო დავკარგე აღნიშნული ფრინველი, ფოთში პალიასტომის მიდებარე ტერიტორიაზე, საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია ფეხზე უკეთია ზარი ადვილად მიიქცევს თქვენს ყურადღებას ასევე ფეხზე უკეთია როგილი პასპორტის ნომრით. ძალიან გთხოვთ პირველ რიგში თუ დაინახავთ არ ესროლოთ, უბრალო ფრინველი არარის გაცილებით ბევრს ნიშნავს ჩემთვის. თუ ვინმემ იპოვეთ შემეხმიანეთ სავარაუდოა რომ ასევე შეამჩნიოთ ყულევი- პატარა ფოთი - შავღელეს ტერიტორიაზე, ვინც ამ მხარეებში ნადირობთ ყურადღებით იყავით ძალიან გთხოვთ. მპოვნელი დასაჩუქრდება.
დაწვრილებით...
კატეგორია: მოიპარეს-დაიკარგა | დათვალიერებულია: 1851 | დაამატა: dudu-duda | დრო: 14.11.2016 | კომენტარი (0)

ადამიანებსა და ცხოველებს ერთმანეთის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ, აღნიშნულ ფაქტს უამრავი ისტორიაც გვიდასტურებს. ტიპის მშობლები, ველური ბუნების ფოტოგრაფები, საცხოვრებლად ნამიბიაში გადავიდნენ, სადაც გოგონა ველურ კატებთან, სპილოებთან, გველებთან, ბაყაყებთან და სხვა გარეულ ცხოველებთან ერთად გაიზარდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1806 | დაამატა: Admin | დრო: 13.11.2016 | კომენტარი (0)

 
ცხოველების უჩვეულო უნარები:

ახალშობილი პანდის წონა, ერთი ჭიქა ჩაის წონის თანაბარია
ციყვებს აქვთ ძალიან განსაკუთრებული თვისება, რომელიც შეიძლება არცერთ ადამიანს არ გააჩნდეს. ისინი უპატრონოდ დარჩენილ ნებისმიერ ცხოველს პატრონობენ, ხოლო მშობლების გარეშე დარჩენილი ციყვები საკუთარი ნებით სხვა ციყვების შვილები ხდებიან.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1896 | დაამატა: Admin | დრო: 13.11.2016 | კომენტარი (0)

 

მსოფლიოში ძუძუმწოვრების , ფრინველების, თევზების, ამფიბიებისა და რეფტილიების რაოდენობა, 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა. ამის შესახებ მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის (WWF) ანგარიშშია საუბარი.

ფონდმა ლონდონის ზოოლოგიურ საზოგადოებასთან ერთად გამოითვლა ინდექსი, რომელიც ასახავს სხვადასხვა სახეობის ცხოველების რაოდენობას. ანგარიშის თანახმად, 1970-დან 2012 წლამდე აღნიშნული ინდექსი 58%-ით შემცირდა. ფონდში დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლისთვს ინდექსი, 1970 წელთან შდარებით, 67 %-ით შემცირდება.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი აღნიშნულს ადამიანის 

დაწვრილებით...
კატეგორია: დედამიწა | დათვალიერებულია: 1736 | დაამატა: Admin | დრო: 13.11.2016 | კომენტარი (0)

რას ითვალისწინებს ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტი? ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონი მომზადდა, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს და ახალ შეზღუდვებსა თუ უფლებებს აწესებს. რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპოექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ, ამ კითხვებით ”ფორტუნა” გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3014 | დაამატა: ბაქარი | დრო: 11.11.2016 | კომენტარი (21)

 
შეძლებთ ფოტოზე 15 მგლის პოვნას? ძალიან რთული თავსატეხი
 
კიდევ ერთი გამოცანა, სადაც გონების მობილიზებაა აუცილებელი, თუმცა, ბევრს ამ თავსატეხის ამოხსნა წარმოუდგენლად ეჩვენება.
იპოვეთ იდუმალ ადგილზე გაშლილი 15 მგელი.

თუ ამას ნახევარი წუთის განმავლობაში შეძლებთ, ზედმეტად დაკვირვებული ადამიანი ხართ.

 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2969 | დაამატა: Admin | დრო: 04.11.2016 | კომენტარი (8)

 
სპეციალისტები: "ძაღლები სიტყვიერ ბრძანებაზე მეტად ჟესტებზე რეაგირებენ"ნეაპოლის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ძაღლები სიტყვიერ ბრძანებაზე მეტად ჟესტებზე რეაგირებენ. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ "Animal Cognition"-ი.
სპეციალისტების მიზანი იყო, გაეგოთ, თუ რომელი ბრძანებებით მუშაობა იყო უფრო ეფექტური-სიტყვიერით თუ მითითებით. კვლევაში  25 ძაღლი და მათი პატრონები
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2179 | დაამატა: Admin | დრო: 02.11.2016 | კომენტარი (0)

მაშველების მოსვლამდე, ძაღლი პატრონს ხანძრისგან იცავდასამაშველო სამსახურის მოსვლამდე ძაღლი შეი უგონო მდგომარეობაში მყოფ პატრონზე იყო გადაფარებული და ხანძრისგან იცავდა. მან ამ საქციელით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
"23 ოქტომბრის გამთენიისას  ფილადელფიაში მდებარე (აშშ) ერთ-ერთ სახლს ხანძარი გაუჩნდა. მეზობლებმა მაშველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ძაღლის შეუჩერებელი ყეფა მოესმათ",-წერს "Red Paw Emergency Relief Team"-ი.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2225 | დაამატა: Admin | დრო: 02.11.2016 | კომენტარი (1)


სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლები სიზმარში თავიანთ პატრონებს ხედავენ"ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალისტი ამბობს, რომ ძაღლს სიზმარში ყოველთვის საკუთარი პატრონი ესიზმრება",-წერს Metro.
ფსიქოლოგის თქმით, ძაღლები ძალიან მიჯაჭვულნი არიან თავიანთ მფლობელს, ამიტომ ისინი სიზმარში პატრონის სახეს ხედავენ. განსაკუთრებით კი იმ მომენტებს, როდესაც პატრონი გაახარეს ან აწყენინეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1815 | დაამატა: Admin | დრო: 02.11.2016 | კომენტარი (1)

უპატრონო ძაღლების ხროვამ მამაკაცს მანქანა დაუმტვრია (+ვიდეო)
ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ძაღლები პირდაპირი მნიშვნელობით მანქანას დაესხნენ თავს. ინციდენტი მოხდა თურქეთის პროვინციაში.
მათ მოგლიჯეს ავტომობილის ე.წ. ბამპერი და მრავალმხრივი დაზიანებები მიაყენეს.
ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელიც შემთხვევის
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1914 | დაამატა: Admin | დრო: 02.11.2016 | კომენტარი (0)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვემო ჩიბათში მოქალაქეს მოპოვებული ჰყავდა ერთი ცალი იხვი მათზე ნადირობისთვის აკრძალულ პერიოდში.
შედგა შესაბამისი ოქმი.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2442 | დაამატა: Admin | დრო: 27.10.2016 | კომენტარი (9)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში მოქალაქე დაურეგისტრირებელი სანადირო თოფითა და გასანათებელი მოწყობილობისა (ფარი) გამოყენებით ნადირობდა .
შედგა შესაბამისი ოქმი.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2106 | დაამატა: Admin | დრო: 25.10.2016 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ვანის რაიონის სოფელ სალხინოში მოქალაქე თევზაობდა მცირე ზომის ნავით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოს გამოყენებით. მოქალაქეს ჩამოერთვა ნავი, ელექტრონული ხელსაწყო და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1700 | დაამატა: Admin | დრო: 25.10.2016 | კომენტარი (1)

ზაფხულის მიწურულს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ფრინველების მასშტაბური მიგრაცია იწყება. აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩრდილო აზიიდან აფრიკის მიმართულებით ყოველწლიურად 35-მდე სახეობის მტაცებელი მიფრინავს, თუმცა, სანამ საბოლოო დანიშნულების პუნქტს მიაღწევენ, აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი უნდა გაიარონ, რომელიც გადამფრენი მტაცებლების კონცენტრაციის თვალსაზრისით, მსოფლიოში მნიშვნელობით მესამეა. „თბილ ქვეყნებში“ მოსახვედრად ფრინველებმა გზად ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახონ და თუ მაგალითად 
დაწვრილებით...
კატეგორია: ბაზიერი | დათვალიერებულია: 2505 | დაამატა: mtacebeli | დრო: 25.10.2016 | კომენტარი (2)

 
 
რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიმომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ხვალ იწვიმებს, თუმცა დღეს უნალექო ამინდი იქნება. ხვალ წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.
25-26 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი .
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1905 | დაამატა: Admin | დრო: 23.10.2016 | კომენტარი (4)

მტაცებელი ფრინველით ანუ ბაზით ნადირობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: ბაზიერი | დათვალიერებულია: 2014 | დაამატა: gagrinski | დრო: 20.10.2016 | კომენტარი (7)

ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის პროექტის განხილვა გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის კონცეფცია, სტრუქტურა და მიმართულებები გააცნო, რომლის დახვეწის პროცესი 
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 2481 | დაამატა: Admin | დრო: 19.10.2016 | კომენტარი (2)

სპილოებს გონებაში ადგილის რუკის შექმნა შეუძლიათ, ამიტომ არასოდეს იკარგებიან
უახლესმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ სპილოებს გონებრივი უნარის გამო, შეუძლიათ გარემოს შეფასება და დამახსოვრება. სპილოები მშვენივრად იმახსოვრებენ თავიანთი გადაადგილების მარშრუტს სავანაში, ამიტომ არასოდეს იკარგებიან და არ ეშლებათ გზა. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც სპილო წყურვილს განიცდის, შეუძლია, გონებაში ყველა სიახლოვეს
 
მყოფი წყარო გაიხსენოს და მისგან იმჟამად ყველაზე ახლო გზა
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 1755 | დაამატა: Admin | დრო: 17.10.2016 | კომენტარი (1)

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შინაური ბინადრები ბავშვებს ასთმისაგან იცავენ
მკვლევარები განმარტავენ, თუ რატომ არ უნდა დაუშალონ მშობლებმა ბავშვებს შინაურ ბინადრებთან თამაში. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ,  57%-ით ნაკლებად იტანჯებიან ალერგიით, ასევე, 54%-ით იშვიათად ავადდებიან ასთმით.

უახლეს კვლევებში მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ასი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის ფარგლებში შესწავლილ იქნა მათი სამედიცინო ისტორიები. აღმოჩნდა, რომ
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 1953 | დაამატა: Admin | დრო: 17.10.2016 | კომენტარი (1)

ახალტეკინური ცხენის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე 7-6 საუკუნეებიდან მოდის. დროთა განმავლობაში, მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა, ის უფრო ძლიერი გახადა. ეს სახეობა ამტანი, ძლიერი და გარეგნულად ულამაზესია. მას შეუძლია უდაბნოს დიდი ნაწილი გაიაროს წყლისა და საკვების გარეშე.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2266 | დაამატა: Admin | დრო: 08.10.2016 | კომენტარი (3)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მოქალაქე ნადირობდა ე.წ. მანოკის გამოყენებით. ამასთან, მან ვერ წარმოადგინა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და გადამფრენ ფრინველზე გარემოდან ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

დაილუქა ე.წ. მანოკი და იარაღი. შედგა შესაბამისი აქტი.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1874 | დაამატა: Admin | დრო: 08.10.2016 | კომენტარი (1)

5 გავრცელებული მითი თვითგადარჩენის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს
რჩევები, რომლებიც ხშირად წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ სხვადასხვა გადაცემაში შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს.
ჩვენ შევკრიბეთ 5 გავრცელებული მითი, რომლებსაც არ უნდა ენდოთ.

1. თუ ტყეში სეირნობისას დათვი გამოგეკიდათ, თავი მოიმკვდარუნეთ.
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2950 | დაამატა: Admin | დრო: 08.10.2016 | კომენტარი (1)

დაიკარგა ან მოიპარეს დრათჰაარის ჯიშის ძაღი ბათუმში აეროპორტის ტერიტორიიდან კერძოდ ადლიდან

წაბლისფერი შავი საყელოთი თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ გამაგებინოთ 593068787 მადლობა წინასწარ

დაწვრილებით...
კატეგორია: მოიპარეს-დაიკარგა | დათვალიერებულია: 1657 | დაამატა: grafi87 | დრო: 29.09.2016 | კომენტარი (0)

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ინგლისური ბულდოგი
ინგლისური ბულდოგი 2014 წლიდან, ქენელ კლუბის (AKC) მონაცემებით,  ოთხი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშებს შორისაა. ამ სახეობამ მთელს მსოფლიოში სახელი გაითქვა განსაკუთრებული ხასიათის გამო. ის 1886 წლიდან ბრიტანელების  ერთ-ერთი საყვარელი ძაღლის ჯიშია.
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 3914 | დაამატა: Admin | დრო: 23.09.2016 | კომენტარი (1)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ოზურგეთის რაიონის სოფელ დაბა ლაითურში მოქალაქე ნადირობდა ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ე.წ. მანოკის გამოყენებით.
შედგა შესაბამისი ოქმი.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2663 | დაამატა: Admin | დრო: 23.09.2016 | კომენტარი (12)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს მიმდებარედ მდინარე დებედაზე სამართალდამრღვევები ახდენდნენ თევზჭერას თვითნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობით. მოპოვებული ჰყავდათ 3,5 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1726 | დაამატა: Admin | დრო: 23.09.2016 | კომენტარი (0)

პალიასტომის ტბაზე თევზების სიკვდილიანობა, სავარაუდოდ ასფიქსიამ გამოიწვიაკოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე თევზების (უმეტესად კარასის სახეობის) სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ ასფიქსიის მოვლენით არის გამოწვეული. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პაატა ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ტერიტორია შეისწავლა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტთა ჯგუფმა. მათივე ცნობით, მოხდა თევზის შეგროვება, ტბის 6 წერტილში აიღეს წყლის სინჯები, შემდგომი
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1941 | დაამატა: Admin | დრო: 13.09.2016 | კომენტარი (0)

გამოიცა წიგნი "სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი"
წინასიტყვაობა
ცნობარი-სახელმძღვანელო „სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი გლუვი და კომბინირებული ლულებით“ დაყოფილია ორ ნაწილად, ხოლო თითოეული ნაწილი - თავებად. პირველი ნაწილი ზოგადი ხასიათისაა, სადაც გადმოცემულია სანადირო იარაღის შექმნისა და განვითარების მოკლე ისტორია, ახსნილია ძირითადი დეტალებისა და მექანიზმების დანიშნულება და მოქმედების პრინციპი, ილუსტრირებულია სანადირო იარაღზე
მიგვაჩნია, რომ ცნობარი-სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს მუშაკებს, ექსპერტებს, გამომძიებლებს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ასევე საინტერესო იქნება მონადირეებისა და სანადირო იარაღით დაინტერესებული პირებისათვის.
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3171 | დაამატა: Giorgi8181 | დრო: 13.09.2016 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობის ე.წ. ფარის მეშვეობით. ამასთან, მას მონადირებული ჰქონდა ერთი ცალი გარეული კურდღელი.
სანადირო თოფი დაილუქა.
შედგა შესაბამისი ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2354 | დაამატა: Admin | დრო: 11.09.2016 | კომენტარი (6)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ზუგდიდის რაიონის სოფელ დავითიანში მოქალაქე ნადირობდა ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ე.წ. მანოკის გამოყენებით.

შედგა შესაბამისი აქტი.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1944 | დაამატა: Admin | დრო: 11.09.2016 | კომენტარი (2)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეები შენიშნეს, რომლებიც თევზაობდნენ ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით. სამართალდამცველებმა ფაქტის შესახებ დეპარტამენტს აცნობეს. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა 3 მოქალაქე გამოავლინეს, რომლებსაც უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ ფიჩხულის სახეობის 1,00 კგ თევზი.

უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1625 | დაამატა: Admin | დრო: 11.09.2016 | კომენტარი (1)

კორიდის აკრძალვის მოთხოვნით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.

მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით - "კორიდა სისასტიკის სკლოაა", "კორიდა ესპანეთის ეროვნული სირცხვილია".

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ესპანეთში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემხრობა კორიდის აკრძალვას, მიუხედავად ამისა, ხარებთან ბრძოლის ასპარეზობას კვლავინდებურად უამრავი ადამიანი ესწრება. წელიწადში ესპანეთში 2000-მდე ასეთი ასპარეზობა ეწყობა.

კორიდის მომხრეები, რომელთა შორისაც ესპანეთის პრემიერი მარიანო რახოიცაა, აცხადებენ, რომ ეს

დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1634 | დაამატა: Admin | დრო: 11.09.2016 | კომენტარი (0)

ბაზალეთზე იპოვეს კურცჰაარი, აშკარად მოვლილი, ვინც იქით ნადირობთ გაიკითხეთ ერთმანეთში
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1690 | დაამატა: BAGMAN | დრო: 07.09.2016 | კომენტარი (1)

 
ხარდანგერვიდდის ეროვნულ პარკში (სამხრეთ ნორვეგია) მეხის ჩამოვარდნის შემდეგ 323 მკვდარი ირემი იპოვეს.

სააგენტო BNO News-ის ცნობით ტყის მცველმა დახოცილი ცხოველები 26 აგვისტოს იპოვა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შემთხვვეის ადგილზე 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2667 | დაამატა: Admin | დრო: 30.08.2016 | კომენტარი (4)

გამარჯობათ, გაიხსნა ცეცხლსასროლი იარაღების მაღაზია შ.პ.ს ქარავანი + ის მესამე მაღაზია, მისამართი: თბილისი,გლდანი, მუხიანი თემქის გადასასვლელზე ,რ.შენგელიას 9
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3705 | დაამატა: stoeger1 | დრო: 28.08.2016 | კომენტარი (2)

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

 

პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს;

 

  1. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ღირებულება 10 ლარი.
  2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის გადახდა 

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3435 | დაამატა: Admin | დრო: 21.08.2016 | კომენტარი (2)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავირებით, ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებზე ინფორმაცია გააცნო
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 2307 | დაამატა: daviti911 | დრო: 19.08.2016 | კომენტარი (1)

Image result for გარემოს დაცვის სამინისტრო ცვლილების მიხედვით, 2016-2017 წლების სანადირო სეზონისთვის ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ნადირობის ვადა გაგრძელდება 31 დეკემბრამდე, ნაცვლად 10 ნოემბრისა. ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს და ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ღალღა (Crex crex). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი - 5 ცალით; ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ჩიბუხელა/გარშნეპი (Lymnocryptes minimus). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი - 5 ცალით; ტყის ქათმის მოპოვების დღიური ლიმიტი განისაზღვრა 5 ცალით, ნაცვლად სამისა.
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 2845 | დაამატა: IKAHUNTER | დრო: 19.08.2016 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში მოქალაქე ნადირობდა გადამფრენ ფრინველზე ნადირობისათვის აკრძალულ დროს.

შედგა შესაბამისი ოქმი და სანადირო თოფი დაილუქა.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2236 | დაამატა: Admin | დრო: 17.08.2016 | კომენტარი (4)

დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 4 ფაქტი გამოავლინეს.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნის ტერიტორიაზე მოქალაქეები აკრძალულ პერიოდში ნადირობდნენ.

სანადირო თოფები მოქალაქეებს ჩამოერთვათ და დაილუქა.

შედგა შესაბამისი ოქმები.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2304 | დაამატა: Admin | დრო: 12.08.2016 | კომენტარი (13)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის მიმდებარედ, სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველზე. 
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2267 | დაამატა: Admin | დრო: 12.08.2016 | კომენტარი (6)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის მიმდებარედ, სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველზე და ნანადირევი ჰყავდა 2 ცალი მწყერი.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2131 | დაამატა: Admin | დრო: 12.08.2016 | კომენტარი (2)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს მიმდებარედ, სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველზე და ნანადირევი ჰყავდა 4 ცალი მწყერი.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2109 | დაამატა: Admin | დრო: 12.08.2016 | კომენტარი (4)

 
ამ აფრიკული ცხოველისთვის რქების სიდიდეს ნამდვილად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არაპროპორციულად დიდი რქები, რომელიც შესაძლოა, 90-100 კგ-ს აღწევდეს, ეხმარება სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში. სწორედ მისი დახმარებით ადაპტირდება იგი აფრიკული სავანას ტერიტორიებზე, სადაც ტემპერატურამ შესაძლოა, +50 გრადუსს მიაღწიოს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2027 | დაამატა: Admin | დრო: 12.08.2016 | კომენტარი (4)

ცხოველების საქალაქთაშორისო რკინიგზით ტრანსპორტირების წესები საქართველოშიალბათ, ყველას გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც მთელი ოჯახით ქალაქიდან გავდივართ, არ შეგვიძლია, ჩვენი შინაური ცხოველი ვინმეს დავუტოვოთ და მისი თან წაყვანა გვიწევს. 

ცხოველების ტრანსპორტირების საკითხი საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი არ არის გათვალისწინებული საკუთრივ ცხოველთა მგზავრობისთვის. შესაბამისად, ცხოველების პატრონები, 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1615 | დაამატა: Admin | დრო: 12.08.2016 | კომენტარი (1)


უზი ებრაული ფისტოლეტ-ტყვიამფრქვევი აქვს 3 სხვადასხვა ვერსია 9x19,22lr,45ACP                                                  და 41AE  გამოირჩევა სროლის ინტენსივობით
დაწვრილებით...
მიმაგრებულია: სურათი 1 ·სურათი 2
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1805 | დაამატა: @giorgi1211@ | დრო: 06.08.2016 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика