ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სიახლის არქივი
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 55 56 »

მიმიდინარე წლის 16 ივლისს ჩატარდება, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ "ბაზიერის" მიერ ორგანიზებული, გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები2017"!
ჩემპიონატი ჩატარდება გურია, ქ. ოზურგეთის რაიონ სოფ. ბაილეთში
ჩემპიონატში მონწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!

მსროლელები გაისვრიან 30 ვაზნას!

შეჯიბრზე დაიშვება მხოლოდ გადასახსნელი(ორლულიანი) და ნახევრადავტომატური თოფები. 12 კალიბრი. ლულის სიგრძის მინიმუმი არის 66 სმ. 66-ზე ნაკლები სიგრძის ლულების მქონე თოფი არ დაიშვება შეჯიბრზე!

 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1858 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 12.07.2017 | კომენტარი (0)

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 2023 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 11.07.2017 | კომენტარი (2)

Gocha Shatirishvili
ინფორმაცია მონადირეებს,5_6 ივლის გვქონდა სამუშაო შეხვედრა ევროპელ ექსპერტებთან,ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები,ჩემს მიერ დაყენებული იქნა საკითხი,რომელიც ეხებოდა რკინის საფანტს,მე განვმარტე თუ რა დიდიზიანი მიაყენა ბიზნეს,ამ უპასუხისმგებლო განცხადებებმა სამინისტროს მხრიდან ,ერთ ხმად გადაწყდა რომ ახალ კანონში აღარ იქნება რაიმე შეზღუდვა ტყვიის საფანტზე და არც 5 ტყვიაზე,ნახევრად ავტომატ სანადირო თოფში...
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3065 | დაამატა: Admin | დრო: 09.07.2017 | კომენტარი (14)

სასტუმრო თბილისი მერიოტში გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მიმართა.

 

 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1296 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 06.07.2017 | კომენტარი (0)

ოჩამჩირის სოფელ ტამიშში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა, ორი მათგანი სოხუმის ერთი კი აგუძერას ჰოსპიტალშია გადაყვანილი, გავრცელებული ინფორმაციით მათ მგლის ნაკბენი თავის და გულმკერდის არეში აქვთ. 

დაწვრილებით...
დათვალიერებულია: 1635 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 05.07.2017 | კომენტარი (2)

9 ივლისს ქ.ბათუმში კლუბ 6 მაისის პარკის ტერიტორიაზე (ყოფილი პიონერთა პარკი) "ბაზიერის" ეგიდით გაიმართება მონადირე ძაღლების გამოფენა.
გამოფენას უხელმძღვანელებენ სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების ექსპერტ-კინოლეგები. გამოფენაზე დაიშვებიან საგვარეულო ნუსხის ან სანადირო ძაღლის მოწმობის მქონე ძაღლები.
მონაწილეობის საფასურია 10 ლარი.

რეგისტრაციის დასაწყისი 9 საათზე.

დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2064 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 05.07.2017 | კომენტარი (3)

სად სვამენ უდაბნოს გადამფრენი ფრინველები წყალს? ითვლებოდა, რომ გადამფრენი ფრინველები უდაბნოს ტერიტორიაზე არ ისვენებდნენ და მას 40 საათის განმავლობაში ლახავდნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ფრინველების უმეტესობა მხოლოდ ღამით დაფრინავს, დღისით კი ისინი ცხელ უდაბნოში ისვენებენ. ოაზისი იქ ძალიან ...
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2345 | დაამატა: Admin | დრო: 03.07.2017 | კომენტარი (1)

კვირას 25 ივნისს , წოდორეთში გაიმართა შეჯიბრი სპორტინგში სახელად „მეგობრობის თასი - წოდორეთი 2017“  შეჯიბრი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რაც გამოწვეული იყო მონაწილეთა რაოდენოით, რთული სასროლი პოზიციებით და ცუდი ამინდით .(ქარი გლეჯდა ყოლიფერს) სულ 40-მა მონაწილემ მოიყარა თავი.


 
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 2503 | დაამატა: akson777 | დრო: 26.06.2017 | კომენტარი (4)

ყურადღებით წაიკითხეთ! 
ყველა ცივილიზებული სახელმწიფო ცდილობს უფრო განვითარდეს. ამისთვის აუცილებელია პრობლემათა გამოვლენა და აღმოფხვრა. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. ჩვენს ქვეყანაში უთვალავი საკითხია მოსაგვარებელი სხვადასხვა სფეროში. პრობლემათა ნუსხაში შედის ეკოლოგიური პრობლემაც. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეკოლოგიური პრობლემის მოსაგავარებლად უფრო ეფექტურია ცნობიერების ამაღლება, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება. 
ჩემი აზრით, ეს მოსაზრებაჭეშმარიტია, რადგან მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული ეკოლოგიური საფრთხე და მისი შედეგები, მას ვერანაირი კანონი ვერ დააბრკოლებს. 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1797 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 20.06.2017 | კომენტარი (7)




ქვეწარმავლების გავრცელება ტემპერატურის მატებასთან ერთად დაიწყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში, "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში" 450-მდე ზარი დაფიქსირდა. რეაგირების შედეგად ეკიპაჟებმა 200-ზე მეტი გველი დაიჭირეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2799 | დაამატა: Admin | დრო: 16.06.2017 | კომენტარი (1)

პატივცემულო ბატონებო! 2017 წლის იანვარში სატელევიზიო ეთერში გამოვიდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ზაზა ხუციშვილი და განაცხადა, რომ მგლებმა ძალზე შეაწუხა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და აუცილებელია აღნიშნული პრობლემის საკანონმდებლო ცვლილების გზით დარეგულირება. პარლამენტარის ამ გამოსვლას მაშინვე მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი “ნაკრესის”
 
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3275 | დაამატა: krimanjuli | დრო: 13.06.2017 | კომენტარი (11)

სალამი კიდევ ერთხელ სპორტინგის მოყვარულებს! მოგეხსენებათ, 25 ივნისს,"მეგობრობის თასის" ეგიდით კვირა დღეს გაიმართება ღია შეჯიბრი სპორტინგში (თეფშებზე სროლაში) სახელად - "წოდორეთი 2017" . მინდა შეგახსენოთ , რომ შეჯიბრი ყოველწლიურად ჩატარდება, წელიწადში რამდენჯერმე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში! შეჯიბრის მთავარი პრინციპებია - ანტიბრაკონიერული კამპანია; სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა; მეგობრობა , მოწინააღმდეგეების პატივისცემა, გარემოსა და ბუნების მოვლა ! 
შეჯიბრის პიზიორები დაჯილდოვდებიან მედლებით და სამახსოვრო სიგელებით. ასევე სამახსოვრო სიგელით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები!
 

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 1752 | დაამატა: akson777 | დრო: 13.06.2017 | კომენტარი (2)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები - მ.ტ. და მ.ქ, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მოქალაქეებს ჩამოერთვათ და დაილუქა სამართალდარღვევის იარაღები.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.

შეგახსენებთ ასევე, რომ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (ანკესით, მათ შორის რეკრეაციული) დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი კალმახისა.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2427 | დაამატა: Admin | დრო: 08.06.2017 | კომენტარი (4)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს ნავიდან ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველი ქესალოს მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ზ.ქ- ს მოპოვებული ჰქონდა 7 კგ. ხრამულის სახეობის თევზი.

მოქალაქეს ჩამოერთვა კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 1540 | დაამატა: Admin | დრო: 08.06.2017 | კომენტარი (5)

გაიზარდა თუ არა საქართველოში მგლების რაოდენობა და მათი მხრიდან შინაურ საქონელზე თავდასხმის ფაქტები, საჭიროა თუ არა მგლის ამოღებაზე ახალი რეგულაციის შემუშავება და როგორი უნდა იყოს ის? ამ საკითხებზე www.mtisambebi.ge ზოოლოგ ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.

- როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, საქართველოში გაიზარდა მგლების რაოდენობა და გახშირდა შინაურ საქონელზე მათი თავდასხმის ფაქტები.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2414 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 05.06.2017 | კომენტარი (19)

პარლამენტი მტაცებლების - მგლის და ტურას მოკვლაზე სანქციების გაუქმების საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ "მსგავსი ინიციატივა არის საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა და ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ კურსს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ".

- რატომ დადგა დღის წესრიგში მსგავსი საკანონმდებლო წინადადების განხილვა, მართლაც გაიზარდა საქართველოში მტაცებელთა რაოდენობა?

 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2228 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 04.06.2017 | კომენტარი (27)

დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 1656 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 03.06.2017 | კომენტარი (1)

18 წლის დიანა ბლუმმა სტაფორდის უმაღლესი სკოლის გამოსაშვები ალბომი მიიღო. 
მისი ფურცვლისას დიანამ ძალიან უცნაური სტუდენტის ფოტო შეამჩნია.

”ძაღლის ფოტომ ჩემი ყურადღება მიიპყრო”, - ამბობს გოგონა, - ”ეს იმდენად საყვარელი იყო, რომ ამ ფურცელს ფოტო გადავუღე და ტვიტერში გამოვაქვეყნე ”.
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1954 | დაამატა: Admin | დრო: 01.06.2017 | კომენტარი (3)

ზიმბაბვეში ნადირობის დროს მოხდა უბედური შემთხვევა, რომელიც სხვადასხვანაირად შეიძლება, აღვიქვათ. 
საფარის რამდენიმე მოყვარული, ტეუნის ბოტის მეთაურობით, სპილოების ჯგუფს შეეჩეხა. ცხოველები ადამიანებს თავს დაესხნენ. ბოტმა მათი მიმართულებით სროლა ატეხა, თუმცა, ვერ შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა ერთ-ერთი გააფთრებული სპილო გვერდიდან და ხორთუმი ჩასჭიდა. სპილოს ესროლეს, მაგრამ ის მთელი სხეულით ტეუნის ბოტას დაეცა და გაჭყლიტა.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 3780 | დაამატა: Admin | დრო: 01.06.2017 | კომენტარი (1)

თითქმის გადაწყვეტლია:1.თუ ტერიტორია მართული არ იქნა ნადირობა აიკრძალება.დაწესდება მართვად ტერიტორიაზე ნებართვის გადასახადიც. 2.აუცილებელი გახდება მონადირეთა სერთიფიცირება და შესაძლევბელია ვისაც უკვე აქვს გავლილი ეს პროცესი თავისდან მოუწიოს გავლა. 3.აიკრძალება გადამფრენ ფრინველზე ტყვიის საფანტით ნადირობა. 4. შეიქმნბეა შუამავალი რგოლი მონადირეებსა და სამინისტროს შორის.ეს იქნება მომნადირეთა კლუბი თუ მონადირეთა ფედერაცია თუ სხვა სახელწოდების მქონე უწყება. ამას ამბობს კარლო ამირგულაშვილი, ტელეკომპანია იბერიას გადაცემა ბიზნეს კოდში, ლინკს მალე დავდებთ ...ანუ არაფერი შეუცვლიათ და მოგვატყუეს ...

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2250 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 01.06.2017 | კომენტარი (17)

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დავცის  სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა .

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნადირობის წესების დარღვევისათვის მკაცრდება. ნადირობის წესების განმეორებით დარღვევის  შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და სამართალდამრღვევს მინიმუმ 1 წლის ვადით  სანადირო იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა.

 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2183 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 26.05.2017 | კომენტარი (8)

ასეულობით ფრინველი ტეხასში ცათამბჯენს დაეჯახა ამინდის პირობებმა ტექნოლოგიურ ფაქტორთან ერთად ტეხასის შტატში 400-მდე ფრუნველის სიკვდილი გამოიწვია. ფრინველები ძლიერი შუქით დაბრმავებულები და ქარის ნაკადით მიმართულნი ცათამბჯენს ეჯახებოდნენ და ცვიოდნენ.
4 მაისს დედამიწაზე, გალვესტონში, ყველაზე მაღალ შენობასთან ადამიანებმა ასობით მკვდარი და მომაკვდავი ფრინველი შენიშნეს. მთლიანობაში 400-მდე ფრინველი აღმოჩნდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2063 | დაამატა: Admin | დრო: 23.05.2017 | კომენტარი (0)

პატივცემულო მონადირეებო და მეძებარი ძაღლების მფლობელებო!!! 
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 2253 | დაამატა: zetxxx | დრო: 16.05.2017 | კომენტარი (6)


ძაღლების ჭირის, ადენოვირუსული ინფექციების, პარვოვირუსული და კორონავირუსული ენტერიტების, ლეპტოსპიროზისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 2577 | დაამატა: ბაქარი | დრო: 15.05.2017 | კომენტარი (2)

 

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ "ბაზიერის" ეგიდით 13-14 მაისს ქუთაისში გაიმართება მეძებრების საველე გამოცდა.

გამოცდას უხელმძღვანელებს სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება.

საველე გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი.

გამოცდაზე დაიშვებიან პასპორტის ან საგვარეულო ნუსხის მქონე მეძებრები!

საველე გამოცდის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე : 593827171 

დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 2495 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 12.05.2017 | კომენტარი (4)



ამა წლის 7 მაისს, ქ.ქუთაისში ჩატარდა მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ "ბაზიერის" შიდა, სარეიტინგო ჩემპიონატი სპორტინგში.
სამი სასროლი პოზიციიდან, განხორციელდა ორმაგი გასროლები. ჯამში 30 გასროლა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო 31-მა მსროლელმა! არახელსაყრელი ამინდის და პოზიციების სირთულის გამო შეჯიბრი შეიძლება ითქვას, რომ მეტად საინტერესო და სანახობრივი გამოვიდა!
 
დაწვრილებით...
კატეგორია: ბაზიერი | დათვალიერებულია: 2610 | დაამატა: akson777 | დრო: 08.05.2017 | კომენტარი (2)

7 მაისს, კვირა დღეს გაიმართება კლუბ "ბაზიერის" შიდა შეჯიბრი სპორტინგში
შეჯიბრი გაიმართება ქ.ქუთაისში
მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 40 ლარს
მონაწილეები გაისვრიან 30 ვაზნას , შესაბამისად თეფშების რაოდენობაც იქნება 30
შეჯიბრის მთავარი მსაჯი იქნება ბატონი შოთა თავაძე
(შეჯიბრის მსვლელობს დროს მსაჯის დაუმორჩიებლობა ნიშნავს ატომატურ დისკვალიფიკაციას)
საიტზე არსებულ სიაში ვინც არ იქნება ჩაწერილი ის შეჯიბ
დაწვრილებით...
კატეგორია: ბაზიერი | დათვალიერებულია: 2293 | დაამატა: akson777 | დრო: 06.05.2017 | კომენტარი (0)


იხვის ჭუკებს დედა ფრენას ასწავლის (+ვიდეო)ხის მაღლობზე, გარეულ იხვს ბუდე ჰქონდა გაკეთებული, სადაც პატარა იხვის ჭუკები ბუდობდნენ . როდესაც მოვიდა დრო, რომ პატარებს ფრენა ესწავლათ, მათ საოცარი სიმამაცე გამოიჩინეს და უშიშრად იმეორებდნენ, იმას, რასაც დედა იხვი აკეთებდა.

იხვის ჭუკებს იმდენად პატარა ფრთები ჰქონდათ, რომ ბუდიდან გადმოფრენისას ძირს ეშვებოდნენ.
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2370 | დაამატა: Admin | დრო: 05.05.2017 | კომენტარი (5)


საქართველოში არსებული 44 წყალსაცავიდან რამდენიმე თბილისშია, მათ შორის, თბილისის ზღვა, ლისის ტბა და კუს ტბა. თითოეულს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ, - თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილებია. 
თბილისის ზღვა
თბილისის ზღვა (სამგორის წყალსაცავი), რომელიც აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს წყალსაცავიც გახლავთ, ივრის ზეგანზე, თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. თავის დროზე მლაშე ტბების - ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას შეიქმნა. ამ სტატუსით ფუნქციონირება 1953 წლიდან დაიწყო. ამ პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერი მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივანი კანდიდ ჩარკვიანი იყო. 
 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2187 | დაამატა: Admin | დრო: 30.04.2017 | კომენტარი (0)

თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ხშირია ავიაკატასტროფები, რომელთა უმრავლესობა ფატალურად სრულდება, თუმცა, არის იღბლიანი, უნიკალური შემთხვევებიც და სწორედ ერთ-ერთი ასეთია 2009 წლის 15 იანვარს, ნიუ-იორკში მომხდარი ინციდენტი, რომელიც მსოფლიო ავიაციის ისტორიაში "ჰუდსონის საოცრების" სახელით შევიდა, მფრინავმა კი, რომელმაც 150 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა, "ნაციის გმირის" ტიტული დაიმსახურა.
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2052 | დაამატა: Admin | დრო: 30.04.2017 | კომენტარი (2)

ერაყში, კირკუკის პროვინციაში, ტახების ჯოგთან მომხდარი შეტაკების შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ სამი „ბოევიკი“ დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა “Iraqi News”-ი  იუწყება.

დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2012 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 26.04.2017 | კომენტარი (2)


ბატმა პოლიციელი მიწაზე აგორავა (+ვიდეო)კანადური ბატი (Branta canadensis) საკმაოდ მსხვილი ჩრდილოამერიკული ფრინველია. როდესაც ის საფრთხეს გრძნობს, პირდაპირ შეტევაზე გადადის და თავდასხმის ობიექტები არც ისე იშვიათად ხდებიან სწორედ ადამიანები, მათ შორის პოლიციის ფორმიანები. 

ბატების ოჯახის წარმომადგენელი, კანადური ბატი (Branta canadensis), ჩრდილოეთ ამერიკაში წყალზე მცურავ ყველაზე გავრცელებულ ფრინველს წარმოადგენს. პოპულაციის რაოდენობა 5 მილიონს აღემატება. ისინი 
დაწვრილებით...
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | დათვალიერებულია: 2255 | დაამატა: Admin | დრო: 25.04.2017 | კომენტარი (2)


ციმბირში ბრაკონიერებმა 20 000 ჩრდილოელი ირემი მოკლეს
ციმბირში ბრაკონიერებმა 20 000 ჩრდილოელი ირემი მოკლეს

"2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტის პერიოდში ბრაკონიერებმა დაახლოებით 20 000 ველური ჩრდილოელი ირემი მოკლეს", - იტყობინება "WWF"-ი.

გამოძიების დროს ცხოველთა უკანონო დახოცვის 800 ადგილი იპოვეს.
 
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2172 | დაამატა: Admin | დრო: 25.04.2017 | კომენტარი (1)

1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს. 
 
დაწვრილებით...
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | დათვალიერებულია: 3920 | დაამატა: Admin | დრო: 25.04.2017 | კომენტარი (12)

1.  2 კგ- მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. 
2.  იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 
3.  იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.
4.  5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 
5.  5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს ანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1413 | დაამატა: ზურა333 | დრო: 14.04.2017 | კომენტარი (1)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.
თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები - დემნა ირემაშვილი და თეიმურაზ აბრამიშვილი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.
მდინარე ალაზანზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ნავიდან ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ ასევე მოქალაქეები - გიგა გოზალიშვილი, ლაშა ცერცვაძე და ბესიკ ხოსიტაშვილი. 

დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2112 | დაამატა: Admin | დრო: 13.04.2017 | კომენტარი (3)

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად, ნიამორი გამოჩნდა.

ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის მხარდაჭერით ჯიხვის აღრიცხვისთვის დაყენდა

პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო NACRES-თან ერთად ახორციელებს. ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3076 | დაამატა: Admin | დრო: 12.04.2017 | კომენტარი (3)


ჩინელმა ქალმა საყვარელი ძაღლის სიკვდილის გამო შურისძიების მიზნით 9 მანქანა გადაწვაQQ.com-ის ცნობით, მის ძაღლს მანქანა დაეჯახა. 
პოლიციელების თქმით, 45 წლის ჩინელმა ქალბატონმა ამგვარად სცადა შურისძიება ძაღლის სიკვდილის გამო, რომელსაც თეთრი ფერის მანქანა დაეჯახა. ამასთან, მან ზუსტად იცოდა, რომ ეს მანქანა სწორედ მის მეზობელს ეკუთვნოდა. 

ეჭვმიტანილს დაკავებისას თან ორი სანთებელა აღმოაჩნდა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 1690 | დაამატა: Admin | დრო: 11.04.2017 | კომენტარი (1)


როგორ ესხმის თავს მორიელი მოწინააღმდეგეს (+ვიდეო)მორიელის 7 ყველაზე შხამიანი სხვადასხვაგვარად ესხმის თავს მოწინააღმდეგეს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ პორტუგალიელი ბიოლოგები, რომლებმაც ფეხსახსრიანები ფირზე აღბეჭდეს.

დედამიწაზე დაახლოებით 2 500 სახეობის მორიელი არსებობს და ისინი შესამჩნევად განირჩევიან ერთმანეთისგან ზომით და კუდის ფორმით. პორტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს მორიელის ანატომიისა და თავდასხმის ტექნიკის შორის კავშირი. ექსპერიმენტისთვის 7 სახეობიდან 
დაწვრილებით...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | დათვალიერებულია: 2397 | დაამატა: Admin | დრო: 11.04.2017 | კომენტარი (1)

ძველ გავაზში (კომუნისტებმა რატომღაც ახალსოფელი დაარქვეს) დაბრუნებულს, მასპინძელი მეუბნება, რომ ახლოს ერთი პატარა ბიჭი ცხოვრობს, ძალიან ყოჩაღი, მაგრამ სასიკეთოდ მატყუარაო.
გვიანი საღამო, მოგეხსენებათ, კახეთში სტუმრობის დროა. ლევან ლაზაშვილის ოჯახის დიასახლისებს წინასწარ შევუთანხმდით ვიზიტზე. შეთანხმება აუცილებელია, რადგან ჩემი რესპონდენტი ყოველთვის სახლში არ არის. მართალია, ჯერ 11 წლისაა, მაგრამ მუდმივად საქმეშია ჩაფლული. მეშვიდეკლასელი ბიჭი ოდნავ დაბნეული მიყურებს. სავს
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2096 | დაამატა: Admin | დრო: 10.04.2017 | კომენტარი (1)


მონადირემ დაინახა, თუ როგორ მოყვა მგელი მახეში... იმას, რაც მან შემდეგ გააკეთა, ბევრი ვერ გაბედავდა (+ვიდეო)ჯონ ოუენსი - გამოუსწორებელი მეთევზე და მონადირე. ბრაკონიერებისგან განსხვავებით, ეს მამაკაცი ადგილობრივ კანონებს მკაცრად იცავს.
აშშ-ს ზოგიერთ შტატში კოიოტებზე ნადირობა ნებადართულია, რადგან ამ ცხოველმა ეკოსისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა.
ოუენსის მიერ სპეციალურად მოწყობილი მახე კოიოტებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მისი შემოწმებისას მონადირეს სხვა ნადავლი დახვდა.

 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2853 | დაამატა: mtacebeli | დრო: 04.04.2017 | კომენტარი (7)


10 ყველაზე დიდი და მძიმე წონის ძაღლის ჯიში მსოფლიოშიყველა ძაღლი ინდივიდუალურია. თითოეული მათგანი შესაძლოა, წარმოუდგენელი სიდიდის გაიზარდოს, ამიტომ საკმაოდ რთულია, შედგეს ზუსტი რეიტინგი, თუ რომელი ჯიშია განსაკუთრებით დიდი ან პატარა. თუმცა, ბოლო მონაცემებით, რომელიც სხვადასხვა წყაროს მიხედვითაა დადგენილი, შესაძლოა, შეიქმნას ადეკვატური სურათი და გავიგოთ 10 ყველაზე დიდი და მძიმეწონიანი ძაღლის ჯიში.
უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესი ძაღლის ჯიშები სპეციალურად გამოიყვანეს ნადირობისთვის, ადამიანის დაცვისთვის ან უბრალოდ იმისათვის, რომ ხაზი 
დაწვრილებით...
კატეგორია: ძაღლები | დათვალიერებულია: 2969 | დაამატა: Admin | დრო: 04.04.2017 | კომენტარი (2)

“მოთხილამურეთა ოცნებებში დაკარგულები” – ასე უწოდეს გერმანელმა მოთხილამურეებმა გურიის კურორტ ბახმაროზე შექმნილ ულამაზეს ვიდეორგოლს.

ვიდეორგოლი მათ მიმდინარე წლის იანვარში გადაიღეს და საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნეს.

ბახმაროში მოთხილამურეები ტურისტული პოტენციალის შესასწავლად რამდენიმე კვირა, გურიის გუბერნატორის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1977 | დაამატა: Admin | დრო: 30.03.2017 | კომენტარი (0)

ეს ფოტო სერიოზული გზავნილია და მან უკვე ნახევარი მსოფლიო დაიპყრო! აქ საიდუმლო აზრია ჩადებული…ეს ფოტო სერიოზული გზავნილია და მან უკვე ნახევარი მსოფლიო დაიპყრო! აქ საიდუმლო აზრია ჩადებული…
დაფიქრებულხართ ოდესმე რა იერარქია არსებობს მგლის ხროვაში? ბოლო დროს ინტერნეტში განიხილავენ საკითხს, რომ რუხ მტაცებლებს შორის არსებული ურთიერთობები ძალიან გავს ადამიანურ ურთიერთობებს!
ამის დასამტკიცებლად მგლის ხროვის ფოტო მოყავთ, სადაც მგლები დათოვლილ ტყეში გადაადგილდებიან. აი როგორ ხსნიან ცხოველების რიგს ფოტოზე.
დაწვრილებით...
კატეგორია: მგლები და ტურები | დათვალიერებულია: 3190 | დაამატა: Admin | დრო: 30.03.2017 | კომენტარი (9)

სოფელ კაიგას მცხოვრებლებმა (სამხრეთ ინფოეთი) სამეფო კობრას წყალი ბოთლიდან დაალევინეს. 

Daily Mail-ის ცნობით, რეგიონი ძალიან დაზარალდა გვალვით. სწორედ ამ მიზეზით წყურვილით გაწამებული 3.5 მეტრის გველი ადამიანებთან წყლის სათხოვნელად მივიდა. ყოველ შემთხვევაში ქვეწარმავალი კუდით ეჭირათ და გველმჭერი ყავდათ მზად, თუმცა კობრამ მშვიდად დალია წყალი ისე, რომ თავდასხმის არავითარი მცდელობა არ ქონია. მოგვიანებით ის ცხოველთა დაცვის ადგილობრივ ცენტრში გადაიყვანეს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 1942 | დაამატა: Admin | დრო: 30.03.2017 | კომენტარი (1)

    გაფრთხილება: არასრულწლოვანთათვის და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირთათვის, მოყვანილი ფოტო და ვიდეომასალის ხილვა არ არის მიზანშეწონილი!
     შემზარავი სანახაობა - მამაკაცი შვიდმეტრიანმა პითონმა შეჭამა, ქვეწარმავალმა მამაკაცის სხეული მთლიანად გადაყლაპა.
გასული კვირის კვირა დღეს, 25 წლის აკბარ სალუბირო დაიკარგა, სალუბირო ზეთის ხილის პლანტაციაში მუშაობდა, რის შემდეგაც აღარ უნახავთ. შემთხვევა ინდონეზიაში მოხდა.

დაწვრილებით...
კატეგორია: უცხოეთის ამბები | დათვალიერებულია: 2906 | დაამატა: Admin | დრო: 29.03.2017 | კომენტარი (3)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით არჩვი (Rupicapra rupicapra) მოკლა. ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფია. მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს ჩამოერთვათ სანადირო თოფები.

გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.
დაწვრილებით...
კატეგორია: ბრაკონიერობა | დათვალიერებულია: 2256 | დაამატა: mtacebeli | დრო: 27.03.2017 | კომენტარი (5)

როგორც წესი, „რენჯ როვერების“ უმეტესობით, მფლობელები ქალაქის გზებზე გადაადგილდებიან ხოლმე. იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ავტომობილები ექსტრემალურ სიტუაციებშიც ისევე საიმედონი არიან, როგორც ასფალტზე , „ლენდ როვერმა“ ერთობ სახიფათო ექსპერიმენტი ჩაატარა.
დაწვრილებით...
კატეგორია: სხვადასხვა | დათვალიერებულია: 1853 | დაამატა: mtacebeli | დრო: 27.03.2017 | კომენტარი (4)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика