ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიში განაცხადეს.
გამარჯობათ. მეგობრებო დავკარგე აღნიშნული ფრინველი, ფოთში პალიასტომის მიდებარე ტერიტორიაზე, საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია ფეხზე უკეთია ზარი ადვილად მიიქცევს თქვენს ყურადღებას ასევე ფეხზე უკეთია როგილი პასპორტის ნომრით. ძალიან გთხოვთ პირველ რიგში თუ დაინახავთ არ ესროლოთ, უბრალო ფრინველი არარის გაცილებით ბევრს ნიშნავს ჩემთვის. თუ ვინმემ იპოვეთ შემეხმიანეთ სავარაუდოა რომ ასევე შეამჩნიოთ ყულევი- პატარა ფოთი - შავღელეს ტერიტორიაზე, ვინც ამ მხარეებში ნადირობთ ყურადღებით იყავით ძალიან გთხოვთ. მპოვნელი დასაჩუქრდება.
ადამიანებსა და ცხოველებს ერთმანეთის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ, აღნიშნულ ფაქტს უამრავი ისტორიაც გვიდასტურებს. ტიპის მშობლები, ველური ბუნების ფოტოგრაფები, საცხოვრებლად ნამიბიაში გადავიდნენ, სადაც გოგონა ველურ კატებთან, სპილოებთან, გველებთან, ბაყაყებთან და სხვა გარეულ ცხოველებთან ერთად გაიზარდა.
ახალშობილი პანდის წონა, ერთი ჭიქა ჩაის წონის თანაბარია
ციყვებს აქვთ ძალიან განსაკუთრებული თვისება, რომელიც შეიძლება არცერთ ადამიანს არ გააჩნდეს. ისინი უპატრონოდ დარჩენილ ნებისმიერ ცხოველს პატრონობენ, ხოლო მშობლების გარეშე დარჩენილი ციყვები საკუთარი ნებით სხვა ციყვების შვილები ხდებიან.
მსოფლიოში ძუძუმწოვრების , ფრინველების, თევზების, ამფიბიებისა და რეფტილიების რაოდენობა, 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა. ამის შესახებ მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის (WWF) ანგარიშშია საუბარი.
ფონდმა ლონდონის ზოოლოგიურ საზოგადოებასთან ერთად გამოითვლა ინდექსი, რომელიც ასახავს სხვადასხვა სახეობის ცხოველების რაოდენობას. ანგარიშის თანახმად, 1970-დან 2012 წლამდე აღნიშნული ინდექსი 58%-ით შემცირდა. ფონდში დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლისთვს ინდექსი, 1970 წელთან შდარებით, 67 %-ით შემცირდება.
რას ითვალისწინებს ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტი? ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონი მომზადდა, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს და ახალ შეზღუდვებსა თუ უფლებებს აწესებს. რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპოექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ, ამ კითხვებით ”ფორტუნა” გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
კიდევ ერთი გამოცანა, სადაც გონების მობილიზებაა აუცილებელი, თუმცა, ბევრს ამ თავსატეხის ამოხსნა წარმოუდგენლად ეჩვენება.
იპოვეთ იდუმალ ადგილზე გაშლილი 15 მგელი.
თუ ამას ნახევარი წუთის განმავლობაში შეძლებთ, ზედმეტად დაკვირვებული ადამიანი ხართ.
ნეაპოლის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ძაღლები სიტყვიერ ბრძანებაზე მეტად ჟესტებზე რეაგირებენ. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ "Animal Cognition"-ი.
სპეციალისტების მიზანი იყო, გაეგოთ, თუ რომელი ბრძანებებით მუშაობა იყო უფრო ეფექტური-სიტყვიერით თუ მითითებით. კვლევაში 25 ძაღლი და მათი პატრონები
სამაშველო სამსახურის მოსვლამდე ძაღლი შეი უგონო მდგომარეობაში მყოფ პატრონზე იყო გადაფარებული და ხანძრისგან იცავდა. მან ამ საქციელით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
"23 ოქტომბრის გამთენიისას ფილადელფიაში მდებარე (აშშ) ერთ-ერთ სახლს ხანძარი გაუჩნდა. მეზობლებმა მაშველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ძაღლის შეუჩერებელი ყეფა მოესმათ",-წერს "Red Paw Emergency Relief Team"-ი.
"ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალისტი ამბობს, რომ ძაღლს სიზმარში ყოველთვის საკუთარი პატრონი ესიზმრება",-წერს Metro.
ფსიქოლოგის თქმით, ძაღლები ძალიან მიჯაჭვულნი არიან თავიანთ მფლობელს, ამიტომ ისინი სიზმარში პატრონის სახეს ხედავენ. განსაკუთრებით კი იმ მომენტებს, როდესაც პატრონი გაახარეს ან აწყენინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვემო ჩიბათში მოქალაქეს მოპოვებული ჰყავდა ერთი ცალი იხვი მათზე ნადირობისთვის აკრძალულ პერიოდში. შედგა შესაბამისი ოქმი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში მოქალაქე დაურეგისტრირებელი სანადირო თოფითა და გასანათებელი მოწყობილობისა (ფარი) გამოყენებით ნადირობდა . შედგა შესაბამისი ოქმი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ვანის რაიონის სოფელ სალხინოში მოქალაქე თევზაობდა მცირე ზომის ნავით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოს გამოყენებით. მოქალაქეს ჩამოერთვა ნავი, ელექტრონული ხელსაწყო და უკანონოდ მოპოვებული თევზი.
ზაფხულის მიწურულს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ფრინველების მასშტაბური მიგრაცია იწყება. აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩრდილო აზიიდან აფრიკის მიმართულებით ყოველწლიურად 35-მდე სახეობის მტაცებელი მიფრინავს, თუმცა, სანამ საბოლოო დანიშნულების პუნქტს მიაღწევენ, აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი უნდა გაიარონ, რომელიც გადამფრენი მტაცებლების კონცენტრაციის თვალსაზრისით, მსოფლიოში მნიშვნელობით მესამეა. „თბილ ქვეყნებში“ მოსახვედრად ფრინველებმა გზად ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახონ და თუ მაგალითად
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ხვალ იწვიმებს, თუმცა დღეს უნალექო ამინდი იქნება. ხვალ წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.
25-26 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი .
მტაცებელი ფრინველით ანუ ბაზით ნადირობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის კონცეფცია, სტრუქტურა და მიმართულებები გააცნო, რომლის დახვეწის პროცესი
უახლესმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ სპილოებს გონებრივი უნარის გამო, შეუძლიათ გარემოს შეფასება და დამახსოვრება. სპილოები მშვენივრად იმახსოვრებენ თავიანთი გადაადგილების მარშრუტს სავანაში, ამიტომ არასოდეს იკარგებიან და არ ეშლებათ გზა. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც სპილო წყურვილს განიცდის, შეუძლია, გონებაში ყველა სიახლოვეს
მყოფი წყარო გაიხსენოს და მისგან იმჟამად ყველაზე ახლო გზა
მკვლევარები განმარტავენ, თუ რატომ არ უნდა დაუშალონ მშობლებმა ბავშვებს შინაურ ბინადრებთან თამაში. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ, 57%-ით ნაკლებად იტანჯებიან ალერგიით, ასევე, 54%-ით იშვიათად ავადდებიან ასთმით.
უახლეს კვლევებში მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ასი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის ფარგლებში შესწავლილ იქნა მათი სამედიცინო ისტორიები. აღმოჩნდა, რომ
ახალტეკინური ცხენის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე 7-6 საუკუნეებიდან მოდის. დროთა განმავლობაში, მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა, ის უფრო ძლიერი გახადა. ეს სახეობა ამტანი, ძლიერი და გარეგნულად ულამაზესია. მას შეუძლია უდაბნოს დიდი ნაწილი გაიაროს წყლისა და საკვების გარეშე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მოქალაქე ნადირობდა ე.წ. მანოკის გამოყენებით. ამასთან, მან ვერ წარმოადგინა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და გადამფრენ ფრინველზე გარემოდან ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
დაილუქა ე.წ. მანოკი და იარაღი. შედგა შესაბამისი აქტი.
ინგლისური ბულდოგი 2014 წლიდან, ქენელ კლუბის (AKC) მონაცემებით, ოთხი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშებს შორისაა. ამ სახეობამ მთელს მსოფლიოში სახელი გაითქვა განსაკუთრებული ხასიათის გამო. ის 1886 წლიდან ბრიტანელების ერთ-ერთი საყვარელი ძაღლის ჯიშია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ოზურგეთის რაიონის სოფელ დაბა ლაითურში მოქალაქე ნადირობდა ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ე.წ. მანოკის გამოყენებით. შედგა შესაბამისი ოქმი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს მიმდებარედ მდინარე დებედაზე სამართალდამრღვევები ახდენდნენ თევზჭერას თვითნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობით. მოპოვებული ჰყავდათ 3,5 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე თევზების (უმეტესად კარასის სახეობის) სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ ასფიქსიის მოვლენით არის გამოწვეული. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პაატა ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ტერიტორია შეისწავლა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტთა ჯგუფმა. მათივე ცნობით, მოხდა თევზის შეგროვება, ტბის 6 წერტილში აიღეს წყლის სინჯები, შემდგომი
გამოიცა წიგნი "სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი"
წინასიტყვაობა
ცნობარი-სახელმძღვანელო „სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი გლუვი და კომბინირებული ლულებით“ დაყოფილია ორ ნაწილად, ხოლო თითოეული ნაწილი - თავებად. პირველი ნაწილი ზოგადი ხასიათისაა, სადაც გადმოცემულია სანადირო იარაღის შექმნისა და განვითარების მოკლე ისტორია, ახსნილია ძირითადი დეტალებისა და მექანიზმების დანიშნულება და მოქმედების პრინციპი, ილუსტრირებულია სანადირო იარაღზე
მიგვაჩნია, რომ ცნობარი-სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს მუშაკებს, ექსპერტებს, გამომძიებლებს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ასევე საინტერესო იქნება მონადირეებისა და სანადირო იარაღით დაინტერესებული პირებისათვის.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობის ე.წ. ფარის მეშვეობით. ამასთან, მას მონადირებული ჰქონდა ერთი ცალი გარეული კურდღელი. სანადირო თოფი დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეები შენიშნეს, რომლებიც თევზაობდნენ ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით. სამართალდამცველებმა ფაქტის შესახებ დეპარტამენტს აცნობეს. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა 3 მოქალაქე გამოავლინეს, რომლებსაც უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ ფიჩხულის სახეობის 1,00 კგ თევზი.
უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
კორიდის აკრძალვის მოთხოვნით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.
მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით - "კორიდა სისასტიკის სკლოაა", "კორიდა ესპანეთის ეროვნული სირცხვილია".
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ესპანეთში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემხრობა კორიდის აკრძალვას, მიუხედავად ამისა, ხარებთან ბრძოლის ასპარეზობას კვლავინდებურად უამრავი ადამიანი ესწრება. წელიწადში ესპანეთში 2000-მდე ასეთი ასპარეზობა ეწყობა.
კორიდის მომხრეები, რომელთა შორისაც ესპანეთის პრემიერი მარიანო რახოიცაა, აცხადებენ, რომ ეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავირებით, ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებზე ინფორმაცია გააცნო
ცვლილების მიხედვით, 2016-2017 წლების სანადირო სეზონისთვის ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ნადირობის ვადა გაგრძელდება 31 დეკემბრამდე, ნაცვლად 10 ნოემბრისა. ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს და ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ღალღა (Crex crex). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი - 5 ცალით; ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ჩიბუხელა/გარშნეპი (Lymnocryptes minimus). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი - 5 ცალით; ტყის ქათმის მოპოვების დღიური ლიმიტი განისაზღვრა 5 ცალით, ნაცვლად სამისა.
დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნის ტერიტორიაზე მოქალაქეები აკრძალულ პერიოდში ნადირობდნენ.
სანადირო თოფები მოქალაქეებს ჩამოერთვათ და დაილუქა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის მიმდებარედ, სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველზე. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის მიმდებარედ, სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველზე და ნანადირევი ჰყავდა 2 ცალი მწყერი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს მიმდებარედ, სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველზე და ნანადირევი ჰყავდა 4 ცალი მწყერი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
ამ აფრიკული ცხოველისთვის რქების სიდიდეს ნამდვილად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არაპროპორციულად დიდი რქები, რომელიც შესაძლოა, 90-100 კგ-ს აღწევდეს, ეხმარება სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში. სწორედ მისი დახმარებით ადაპტირდება იგი აფრიკული სავანას ტერიტორიებზე, სადაც ტემპერატურამ შესაძლოა, +50 გრადუსს მიაღწიოს.
ალბათ, ყველას გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც მთელი ოჯახით ქალაქიდან გავდივართ, არ შეგვიძლია, ჩვენი შინაური ცხოველი ვინმეს დავუტოვოთ და მისი თან წაყვანა გვიწევს.
ცხოველების ტრანსპორტირების საკითხი საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი არ არის გათვალისწინებული საკუთრივ ცხოველთა მგზავრობისთვის. შესაბამისად, ცხოველების პატრონები,
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!