''ვერ გაუძლო ამ უზარმაზარმა ძაღლმა პატრონზე დარდს. რა გული გქონია ტაისონა, რამხელა სიყვარული შეგძლებია და რა უგულო ყოფილა შენი პატრონი. მაპატიე რომ ვერ განუგეშე და პატრონი ვერ შეგიცვალე. დღეს მოკვდა ტაისონა.''
2 ივნისი მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღეა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, სიმბოლური აქცია გაიმართა. ახალგაზრდები მტკვრის სანაპიროზე შეიკრიბნენ და და გამვლელებს მოუწოდეს, რომ დაიცვან გარემო და არ დააბინძურონ მდინარე მტკვარი. თბილისის მერიის დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კი კატერებით, ნავებითა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მტკვრის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 2 ივნისი მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღედ 1999 წელს გამოცხადდა და მას საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანში აღინიშნავენ. საქართველოში ეს დღე პირველად 2001 წელს აღინიშნა.
აზიური ირმები (Tragulus) – ჩლიქოსან ძუძუმწოვართა ოჯახს განეკუთვნებიან. ამ ყველაზე პატარა ჩლიქოსნების სხეულის სიგრძე 40–დან 75 სანტიმეტრამდე მერყეობს, წონა 0,7–დან 8 კილოგრამამდე. ბეწვის შეფერილობა ღია ან მუქია. ისინი ურქო ირემთა სახეობას განეკუთვნებიან. ბინადრობენ სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში. აქტიურები არიან ღამით. ტყეში ცხოვრობენ დაფარულად და უმეტეს შემთხვევაში უჩნდებათ ორი ნაშიერი.
ვეფხვისებური გოლიათი (ლათ. Hydrocynus goliath), იგივე ვეფხვისებური თევზი ბინადრობს აფრიკაში. იგი მსოფლიოს მტკნარი წყლების ბინადართ შორის ერთ–ერთ ყველაზე საშიში და სახიფათოა. ამ მხრივ ის მხოლოდ პირანიას თუ ჩამორჩება. როგორც ცნობილია 32 ბასრი კბილით აღჭურვილი ამ სახეობის მოზდრილი წარმომადგენლები ნიანგებსაც კი ესხმიან თავს. სულ ვეფხვისებური თევზის 5 სახეობაა ცნობილი, მათ შორის ყველაზე დიდი ზომის სახეობა ყველაზე წყალუხვ და აფრიკის სიგრძით მეორე მდინარე, კონგოში გვხვდება. ეს მტაცებელი 1,8 მეტრამდე იზრდება და 70 კილოგრამზე მეტს იწონის. ზრდასრული თევზი ნამდვილი სიკვდილის მანქანაა.
National Geographic–მა დოკუმენტური ფილმისათვის გადაიღო ცხოველთა თითქმის სრულყოფილად ფორმირებული ემბრიონები. ეს გახლავთ ცხოველთა დაბადებამდე გადაღებული ერთ–ერთი საუკეთესო ხარისხის ფოტოსურათები, რომელთა ხილვაც აქამდე ადამიანმა შეძლო. გადაღებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ დაბადებამდე ცხოველთა ნაშიერებს მშობლების მსგავსად ჩამოყალიბებული აქვთ სხეულის თითქმის ყველა ნაწილი.
ცხოველთა სამყაროში, ისევე როგორც ადამიანთა შორის არსებობენ თავიანთი ჯიშის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენლები. ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენელი გახლავთ 24 წლის კატა სახელად პოპი (Poppy), რომლის ასაკიც ადამიანის 114 წელს შეესაბამება. 24 წლის პოპი ოფიციალურად არის აღიარებული მსოფლიოს ყველაზე უხუცეს კატად, რის თაობაზეც არსებობს შესაბამისი ჩანაწერი გინესის რეკორდების წიგნში.
მოგესალმებით ბაზიერელებო, 26 მაის ტრადიციისამებრ ბაზიერელები ვიკრიბებით გელათის მონასტერში, მადლობა უფალს რომ ესეთი ისტორიული და წმინდა ადგილი არის ჩვენი ნავსაყუდელი, ეს ის ადგილია სადაც მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი ხატია დაბრძანებული, კიდევ ერთხელ მოვილოცოთ და მადლი მივიღოთ , კიდევ ერთხელ გავიხაროთ ერთმანეთის ნახვით, კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ერთმანეთს გასული სანადირო სეზონის ემოციები და თავგადასავლები, კიდევ ერთხელ შენდობა ვსთხოვოთ უფალს. 26-ი მაისი ბაზიერის იუბილეც არის, ერთობაც არის, ეს ის დიდი დღეა, როდესაც გელათში ასული თითოეული ჩვენგანი მივალთ ჩვენს მფარველ ხატთან, ვთხოვთ მიტევებას ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის და კიდევ ერთხელ პირობას დავდებთ, რომ ვიზრუნებთ ვინადიროთ წესიერად, სინდისისა და ნამუსის კარნახით, კანონის დაცვით.
არა მხოლოდ ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული პირადი ჰიგიენა, არამედ ცხოველებსაც. აი, მაგალითად შანხაის ზოოპარკის ამ ბეჰემოთს კვირაში 3 -ჯერ უსუფთავებენ კბილებს სპეციალური კბილების ჯაგრისით. როგორც ჩანს მას მოსწონს ეს პროცედურა…
ორი დღეა დამთავრდა ციციშვილის სახელობის მემორიალი, 2014 წლის საველე შეჯიბრი, ჩვენთვის სასიხარულო ფაქტით დამთავრდა ეს შაჯიბრი რადგანაც ჩვენმა კარგმა და საამაყო წევრმა სიმონ (simoni) რუსიშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, ჩვენ ყველანი ვგულშემატკივრობდით და ვულოცავთ მთლიანი ბაზიერის სახელით ამ უდიდეს წარმატებას, გაიხარე სიმონ შენს ოთხფეხა მეგობართან ერთად, ასევე ვულოცავ პირველ ადგილოსანს, ეს არის ვანო დონჯაშვილის ცოცხალი ლეგენდა ჯიმი, გილოცავ ვანო, გაიხარე, ეს მხოლოდ დასაწყისია მჯერავს, ველი ევროპას შენგან.. ასევე მესამე ადგილოსანს ვულოცავ ბრწყინვალე შედეგს... მალე სურატებსაც დავდებ . .
I ადგილი - ინგლისური სეტერი ჯიმი,ქულა : 77,III ხარისხის დიპლომი. გამომყვანი : ვანო დონჯაშვილი.
II ადგილი - გერმანული კურცჰაარი , ქულა : 75,III ხარისხის დიპლომი. გამომყვანი : სიმონ რუსიშვილი.
III ადგილი - ინგლისური პოინტერი ბაქსი,ქულა 74,III ხარისხის დიპლომი. გამომყვანი : დავით დანელია
ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი – გოლიათის (Conraua Goliath) სიგრძე, რომელიც 1899 წ დაიჭირეს კამერუნში, შეადგენდა 36, 83სმ, ხოლო ფეხების ჩათვლით 87, 63 სმ.
ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ცხოველის თვალი ახლო კადრში. იმედია, დაგაინტერესებთ. ალბათ, ზოგიერთი მათგანი მრავალჯერ გვინახავს, მაგრამ სულაც არ მიგვიქცევია ყურადღება მათი უცნაური, ადამიანისგან სრულიად განსხვავებული თვალებისთვის. ასეთ კადრში კი მათი ხილვა ძალიან საინტერესოა. მაგალითად, მე, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ თუნდაც, ნიანგს ან პინგვინს ასეთი მხედველობის ორგანოები ჰქონდათ. ბუნება გასაოცარია და ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანი უნდა ეზიაროს ამ სილამაზეს.
ალბინიზმი და ლეიკიზმი მსგავსი მდგომარეობა არის ცხოველებში და ფრინველებში, რომელსაც ახასიათებს პიგმენტების ნაკლებობა ორგანიზმში. სხვაობა იმასში მდგომარეობს, რომ ლეიკიზმი ალბინიზმისაგან განსხვავებით გამოწვეულია ორგანიზმში ყველა ტიპის პიგმენტაციის არ არსებობის გამო. ალბინოსებს წითელი ფერის თვალები აქვთ, როდესაც ლეიკოზიან ცხოველებს ღია ფერის თვალები აქვთ, ძირითადათ ცისფერი. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები რომლებსაც აღენიშნებათ ეს იშვიათი დარღვევები.
ჩინური სამზარეულო იმდენად გამოირჩევა სხვა ქვეყნების სამზარეულოებისაგან თავისი ეგზოტიკურობითა და კერძების "მრავალფეროვნებით", რომ ბევრი ჩვენგანი ვერ გაბედავდა იმ "გემრიელობების" მირთმევას, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაშ ასე, მოემზადეთ საოცრებების სანახავად.
ურნალი National Geographic პერიოდულად გამოსცემს საინტერესო პროექტებს.ამ ჯერად პლაკატები რეკლამისთვის,რომელზეც ცხოველები არიან გამოსახულნი დღეისთვის პოპულარული სელფშუტებით,იდეა აზრათ მოუვიდათ სილვიო მედეიროსს (Silvio Medeiros) და პედრო გალდის (Pedro Galdi) ბრაზილიური სააგენტოდან Heads”
ეს ამბავი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მოხდა. ერთ-ერთ მინისტრს აცნობეს, რომ მომავალ კვირას ევროპიდან ჩამოდის მისი კოლეგა დელეგაციასთან ერთად. ქართველი რის ქართველია, სტუმრის დახვედრა და გაოცება რომ ვერ შეძლოს! დატრიალდა ეს ჩვენი მინისტრი, შეაგროვა კოლეგაზე ინფორმაცია და გაიგო, რომ ძალიან უყვარს კურდღელზე ნადირობა.
მოგესალმებით ბაზიერელებო მინდა წარმოგიდგინოთ ჩემს მიერ დაედითებული ვიდეოს "Fastest Animals Makes a Kill" მე 2 ნაწილი. რომელიც მთლიანად დაეთმო არაბი ბაზიერებისა და მათი მტაცებლების ნადირობას... დიდი იმედით ავღნიშნავ რო ასეთი ვიდეო უახლოეს მომავალში ქართველ ბაზიერებს მიეძღვნება. გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში მოგეწონათ თუ არა ვიდეო. თუ პირველი ნაწილი არ გაქვთ ნანახი იხილეთ ლინკი დაწვრილებით
ბიოინჟინრებმა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, შექმნეს გენმოდიფიცირებული ალვის ხე. მისი მერქანიდან ლიგნინის ადვილად ამოღებაა შესაძლებელი, რაც ქაღალდის და ბიოსაწვავის წარმოების პროცესს ნაკლებ ხარჯიანს ხდის.
გახსოვთ, ბოლოს როდის ჩაიდინეთ კეთილი საქციელი? დამეთანხმებით, თანამედროვე შეშლილ სამყაროში ყველას როდი შეუძლია სიკეთის გაკეთება.ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ კეთილი საქმეების ნაკრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ეს ადგილი მდებარეობს 8 კილომეტრის დაშორებით ქალაქ იკადან. ბუნების ამ ულამაზეს ადგილზე მოხვედრილ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი აფრიკის შუაგულში იმყოფება.
უაკაჩინა წარმოადგენს პატარა დასახლებას, რომლის მოსახლეთა ოდენობა დაახლოებით 100 ადამიანია. თავდაპირველად ამ ადგილს ქალაქ იკას მაცხოვრებლები სტუმრობდნენ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში უცხო ქვეყნის ტურისტების რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა. უაკაჩინაში მთავარი გასართობი გახლავთ „სენდბორდი“ იგივე სნოუბორდი, თუმცა ამ შემთხვევაში თოვლის ფუნქციას ქვიშა ასრულებს.
გამოქვეყნდა ფოტოკონკურს – Annual Photo Contest–ის 60 გამარჯვებული, რომელიც რიგით მე–11 გახლავთ და სადაც 132 ქვეყნის 50 000 ფოტოგრაფი, 6 კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ კი გამარჯვებული ფოტოებიდან ამჯერად რამდენიმე შევარჩიეთ თქვენთვის, რომლებიც ბუნების თემატიკას განეკუთვნება.
ყველა ჩვენგანი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვედრილა კოკისპირულ წვიმაში და გალუმპულა. უამრავი ადამიანისთვის ეს არც ისე სასიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა როგორც ირკვევა, არამხოლოდ ადამიანებისთვის. ამ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ წვიმიან ამინდში მოხვედრა დიდად არც მწერებს სიამოვნებთ.
52 წლის სანდრა ნაბუკო (Sandra Nabucco), რიო-დე-ჟანეიროში, რომელიც ძაღლს ასეირნებდა უეცრად ერთ-ერთი განათების ბოძიდან ცამოვარდნილი მაჩვზღარბა დაეცა თავში, მაჩვზღარბა თავის წვეტებს არ ისვრის, მან ქალის თავში დატოვა თავისი მჩხვლეტავები. საავადმყოფოში უბედური სანდრას თავიდან ამოიღეს 272 წვეტიანი ეკალი, რომელიც მაჩვზღარბამ დაუტოვა თავში. თუ როგორ გამოიყურებოდა სანდრა ამას ქვემოთ ნახავთ!
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ თევზჭერის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
საბჭოთა პერიოდში თბილისში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. დამსწრეთა შორის სამად სამი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებმაც კონფერენციის შემდეგ დალევა გადაწყვიტეს. პურ-მარილი სასტუმროს ნომერშივე გაიშლა და ქეიფიც გახურდა. შუა ქეიფის დროს მაგიდის თავზე დაკიდებული ასვატიანი ნათურა ჩაქრა და მასწავლებლებმა სართულის მორიგეს მისი გამოცვლა სთხოვეს. მორიგემ ნათურა ახლით
ზებრა-ვირს დაარქვეს Khumba, ის სიმაღლეში 70 სმ-ია, ხოლო მისი წონა 26 კგ-ია. Khumba-ს დედა არის ზებრა სახელად Rayas-ი, ისიც ზოოპარკში ცხოვრობს. მისი მამა კი ცისფერთვალება ვირია, რომელიც ზოოპარკთან ახლოს არსებულ ფერმაში ცხოვრობს.
ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი შეემატა. როგორც დელფინარიუმის განცხადებაშია ნათქვამი, ახლად დაბადებული დელფინი დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ა.
„ჩვენს ერთ-ერთ ბინადარს მეტსახელად „ციცის“ ქალიშვილი შეეძინა. პატარას წონა დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ა. გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. შემდეგ კი პატარა დედის და მამის - „კაკოს“ სინქრონულად დაცურავდა. რამდენიმე საათის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი სავარაუდოდ 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. „ციცი“
მსოფლიო მოიარა სულისშემძვრელმა სცენამ როტერდამის ზოოპარკში...
მომვლელმა მარიომ, რომელიც დაბადებიდან გონებრივად ჩამორჩენილია, თავისი მოწოდება ზოოპარკში ნახა - 25 წელი ვოლიერებს ასუფთავებდა.
54 წლისა კიბოთი დაავადდა და სიცოცხლის ბოლო დღეებში ის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებლად მიიყვანა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც მომაკვდავთა უკანასკნელ სურვილებს ...
მაშველებმა ძაღლი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინეს. შემთხვევა, 15 აპრილს, დღის 2 საათზე მოხდა. ინფორმაცია Facebook-ზე გვერდმა, ideahub-მა გაავრცელა. იქვე გამოქვეყნდა სამაშველო ოპერაციის ამსახველი 6 ფოტოსურათი თანდართული ტექსტით:
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!