ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » აპრილი » 25 » 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსის სანქციებს    

01:35:19
1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსის სანქციებს
1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს. 

მუხლი 300. უკანონო თევზჭერა
 

1. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 



წყაროhttp://facebook.com
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 3922 | დაამატა: Admin | ტეგები: აკრძალული, აგვისტოს, საშუალებებით, პერიოდში, ქვირითობის, გამოიწვევს, ჩათვლით, მაისიდან, 31, თევზჭერა | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 12
0   Spam
12 panati   (24.04.2017 23:00:49) [მასალა]
შარშან კარგად მახსოვს ჩემი სახლისწინ კვარიათში 26 თევზმჭერი თურქული სეინერი იჭერდა ,მაგის ხმაზე მთელი ერთი კვირა ღამე ვერვიძინებდი.

0   Spam
11 panati   (24.04.2017 22:57:27) [მასალა]
აგენს ფული აჩვენე ოღონდ და ზღვასაც დაგაშრობიებენ,თურქები ლიცენზიაში ერთმილიონს იხდიან და აგულავებენ, როგორც უნდათ ტრალავენ და არიან,აქხდება ასე, აბა წავიდეს და თურქეთში დაიჭიროს მასე და ნახავს ,სეინერსაც დაკარგავს და სროკზეც გაუშვებენ

0   Spam
10 SHAKO1981   (24.04.2017 18:19:32) [მასალა]
შავ ზღვაზე ჩვენს აკვატორიაში თურქების თევზმჭერი ნავები სპობენ ყველაფერს ფკერიანად ტრალავენ ყველაფერს. ნაპირიდან თევზაობას დაეკარგა მუღამი. ამხელა ზღვაზე ორ ტაფა თევზს რო ვერ დაიჭერ ცუდათაა საქმე.

0   Spam
9 panati   (21.04.2017 12:49:23) [მასალა]
თითქმის ყველა ქვეყანა უფრთხილება, ჩვენთან პირიქითაა ოღონთ დღეს დაიჭიროს, გაანადგუროს და ხვალე თავისი შვილი რას შეჭამს მაგაზე არფიქრობს

0   Spam
8 zaza123   (21.04.2017 01:09:43) [მასალა]
რაც ჩამოთვლილია სულ უნდა იყოს დასჯადი,რათ უნდა მაგას აგვისტო მაისი?სასროლი ბადე არ უნდა აკრძალონ ოღონდ უჯრედების დიამეტრი აკონტროლონ

0   Spam
7 ttg   (19.04.2017 09:38:07) [მასალა]
ელექტროშოკური და მომწამლავი ნივთიერებებით მეთევზეზე უნდა გამოიყენებოდეს ჯერ ფულადი, ხოლო შემდეგ დასასჯელი მექანიზმი. მშურს, რუსეთისა და საზღვარგარეთის მდინარეებში რამდები თევზია და როგორ უფთხილდებიან (რუსეთში ცოტა უჭირთ). ჩვენთან რა უბედურება გვჭირს, ოღონდ ფული იშოვონ და ანადგურებენ თევზსაც და თუ რამე მოძრაობს წყალში. მათმა შვილმა ანკესით თევზაობა, რომ მოინდომოს მალე თავს დაანებებს, რადგანაც დენით დაჭერა ჯობიაო გეტყვის. როცა ადრე ანკესით მოთევზავე არ ჩამოუერდებოდა მათ თევზის რაოდენობით, ანკესით თევზაობა პროფესიონალიზმია და უფრო და უფრო ვითარდება, შენც გახდი პროფესიონალი,ისწავლე, გამოიგონე ახალი მეთოდები, რაც ძალიან საინტერესოა.რაც შეეხება ეკრანით თევზაობას ამაში კატასტროფული არაფერია. 1,2 მ ბადის სიგრძის, რომლის უჯრის ზომა 0.24მმ იქნება და ძირითადი ძუა 0,4მმ, არაფრით არ ჩაწყდება და თუ ჩაწყდა იმაზე ბევრად ნაკლებ ზიანს მოიტანს , ვიდრე დენი და სხვა, შემდეგ ქვებისაგან ნადგურდება და ისპობა. ზომების დამრღვევიც უნდა დაისაჯოს დიდი ფულადი ჯარიმით.სათქმელი კიდევ ბევრია, შემდეგისათვის გადავდოთ. ბოდიში ბევრი გამომივიდა, გისურვებთ კარგ თევზაობას.

0   Spam
6 temo-niko13   (14.04.2017 23:08:09) [მასალა]
აგი ყოველთვის არე იყო,მარა ვინ ასრულებდა,

0   Spam
5 basheli   (14.04.2017 23:00:42) [მასალა]
1p3 23 166

0   Spam
4 pepe7   (14.04.2017 22:02:16) [მასალა]
მემგონი უფრო უნდა გამკაცრდეს. ვნახოთ როგორ იმუშავებენბ, ყველამ კარგად ვიცით სად რა ხდება მაგას ბევრი სირბილიც არ ჭირდება.

0   Spam
3 zviadauri   (16.05.2016 11:01:31) [მასალა]
სასჯელის რაზომას ითვალისწინებს?

0   Spam
2 solomon   (15.05.2016 08:45:56) [მასალა]
აკრძალული ყოვეკთვისაა! ამ პერიოდში სისხლის სამართალით ისჯება დანარჩენში ადმინისტრაციულით

0   Spam
1 panati   (14.05.2016 12:46:50) [მასალა]
ეს 1მაისიდან-31 აგვისტომდე კიარა სულ უნდა იყოს აკრძალული 167

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика