13:23:09
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ინგლისური სეტერი თუ პოინტერი
versionდრო: სამშაბათი, 24.01.2012, 20:48:59 | შეტყობინება # 51
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლს რაც არ სიამოვნებს იმას ხო არ გააკეთებს არა? თუ არავინ უბრძანა და თავის ნებით შედის წყალში
 
alekoდრო: სამშაბათი, 24.01.2012, 23:35:25 | შეტყობინება # 52
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, გეთანხმები რომ არც პოინტერი და არც ინგლისური სეტერი ზამთარში წყალში შესასვლელად არ არის შექმნილი, მაგრამ რომ ითავსებენ ამ ფუნქციას ზოგიერთები??შენ პირადად თავისუფალი ხარ არჩევანში როგორც გინდა ისე გაზრდი შენს ძაღლს,მარა მე იმას ვიძახი, რომ ზოგიერთი ამ ორი ჯიშის წარმომადგენელი შედის წყალში ზამტარში, ლავერაკი მაინც, მე პოინტერი მინახავს რომელიც ჭაობში შევიდა, სადაც წყლის დონე დაახლ.15 სანტიმეტრი იყო.
და თუ ლავერაკი ან პოინტერი ზაფხულში შედის წყალსი ჩვეულებრივად და ზამთარშიც შევა არაფერი მოუვა, თუ მოძრაობაში გეყოლება და სახლში მისვლისას გაამშრალებ ლავერაკს(პინტერს არ დაჭირდება)


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
bendeksiდრო: სამშაბათი, 24.01.2012, 23:51:46 | შეტყობინება # 53
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, ალეკოს ვენაცვალე მე ის კი არ მითქვამს რომ წყალში შესვლისას გაცივდება და მოკვდებათქო... მე ვამბობ, რაშიც დარწმუნებული ვარ... რეგურალურად ასეთ ვითარებაში ძაღლის მუშაობა იმოქმედებს მის ჯამრთელობაზე და ამით უბრალოდ შევუმცირებთ სიცოცხლის ხანგრძლივობას... თუ უნდა იცოცხლოს 15 წელი იცოცხლებს 10ს! აი ამას ვამბობ...

დამატებულია (24.01.2012, 22:51:46)
---------------------------------------------
თუმცა მე რომ ვარ დარწმუნებული ჩემს ნათქვამში, ეს არ ნიშნავს რომ ეს ასეა ნამდვილად...


ნიკა რაზმაძე
 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 25.01.2012, 00:38:22 | შეტყობინება # 54
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიდევ ერთხელ ვიმეორებ : თემას ქვია - ინგლისური სეტერი თუ პოინტერი, ქვესათაური - ვის რომელი ჯიში ურჩევნია და რატომ

Quote (bendeksi)
არ წავიყვან სანადიროდ ზამთარში... ნოემბერში მისი მისია სრულდებადა ელოდება მომავალ აგვისტოს.

და, დეკემბერში ან იანვარში რომ წაიყვანო კაკაბზე რა მოხდება?!
რას მიაცივდით ამ იხვს და წყალს?! იხვის გარდა არაფერია ზამთარში სანადირო?!
სამეგრელო-გურიის დაბალი ზონის გარდა, არსად არაა ისეთი ადგილები სადაც პოინტერით ნადირობა არ შეიძლებოდეს. მითუმეტეს აღმოსავლეთ საქრთველოში.

ეხლა რაც შეეხება თემის ქვესათაურს. ეს თემა იმიტომ არ წაიშალა, რომ ისეთ რამეებზე უნდა იყოს საუბარი რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ და არა "სიცივეში უჭირს","წყალში არ შედის"...
ყველა ძაღლს ნადირობის საკუთარი სტილი აქვს (შეიძლება ამ სიტყვების წაკითხვისას ბევრს გაეღიმოს და გაიფიქროს: აქაურ სეტერ-პოინტერებს რა სტილი აქვთო, მაგრამ მაინც...რაც აქვთ) და მე მეძებრებიდან ყველაზე უფრო ინგლისური სეტერის სტილი მომწონს; მისი თავდაუზოგავი, ერთხაზოვანი ცურვა მინდორში. მართალია პოინტერისნაირი გრაცია არა აქვს მის ნაბულს, გაკრეჭილიც ვერაა მანდამაინც კარგი შესახედავი, ტორფში ამოსვრილიც საცოდავად გამოიყურება მაგრამ მაინც...
"მინდორში ფაფარაშლილი თეთრი სეტერი ქრის"...
თუმცა ისე მოხდა რომ პოინტერი მყავს.
 
bendeksiდრო: ოთხშაბათი, 25.01.2012, 00:46:52 | შეტყობინება # 55
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (-BERG-)
და, დეკემბერში ან იანვარში რომ წაიყვანო კაკაბზე რა მოხდება?!
რას მიაცივდით ამ იხვს და წყალს?! იხვის გარდა არაფერია ზამთარში სანადირო?!

ხოო ნამდვილად მართალი ხარ... უბრალოდ წყალზე და ზამთარზე იყო გამახვილებული ყურადღება... მე "იმენა" ზამთარში წყალში შესვლაზე მაქვს გართულება უბრალოდ არ მესმის როგორ უნდა გაიმეტო ძაღლი თორე რავი ყველას თავის შეხედულება აქვს და შეიძლება ვცდები კიდეც....


ნიკა რაზმაძე

შეტყობინება დაამუშავა bendeksi - ოთხშაბათი, 25.01.2012, 00:57:05
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 25.01.2012, 12:16:14 | შეტყობინება # 56
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებოო ეხლა ვკითხულობ თქვენ ნაწერებს და ერთს ვიტყვი მარტო,დაუშვებელია ამ ორი ულამაზესი ჯიშის შედარება.ზამთარს და წყალს რაც შეეხება ერთი კვირის წინ კახეთში მომიწია ქათამზე ნადირობა მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით ჩემი 11 თვის პოინტერით ალაზნის ჭალებს რო დავყევით ისე მოგვიწია რომ .ერთი ფშის იქით მოვხვდით მეორე აქთ (ამ ჭალას ყოფდა ფშააა)ჩემი პოინტერი რომელიც ოთახშია გაზრდილი და ცივი ნიავი არ კიკარებია გადადიოდა ამ გაყინულ წყალში ჩემ ძმაკაცისკენ დაამუშავებდა ადგილს და მერე ისევ გადმოცურავდა ჩემსკენ ,მერე ალაზანთან რომ მოვხვდით ჯოხი გადავუგდე და შეცურა გამომიტანა .არანაირი პრობლემა არ შექმნია მას სიცივეზე სახლშიც ისე წამოვედით ერთი არ დაუკანკალია.ამიტომ ნუ იტყვით რომ პოინტერი მცივანაა და ზამთარში ვერ ინადირებ(რათქმა უნდა იხვზე ცოტა ძნე;ლია ღამე პერელიოტზე უმოძრაო რომ დააყენო) 23_30_126 :23_30_126: 23_30_126 :23_30_126: 23_30_126 39 :39: 39 :39: 39 :39: 39

დამატებულია (25.01.2012, 11:16:14)
---------------------------------------------
-BERG- სანამ ჩემ პოინბტერს ავიყვანდი სამი ინგლისური სეტერი მყავდა ,საერთოდ მამაჩემი სულ სეტერებით ნადირობდა ხან გორდონი ხან ირლანდიური და ბოლოს სამი ულამაზზესი სეტერი რომლითაც ვიწავლე ფრინველზე ნადირობა.ეს ლეკ ვი რომ უნდა ამეყვანა მაშინ სეტერს ვეძებდი გაგიჟებული ვერ ვიშოვე ლეკვი და შემთხვევთ პოინტერს წავაწყდი,მერე გავერკვიე პოინტერებში საველეზეც პოინტერების მუღმში წავედი სულ სეტერები გამოდიოდნენ იმ დღეს ერთი პოინტერი გამოდიოდა მარტო თაბაგარის 'ჯინო"ბატონ შადიმანს ვთხოვე გამოგყვებით და ვუყურებთქო საბედნიეროდ ბატონმა შადიმანმა დამრთა ნება წასვლის ,ისეთი ლამაზად და სწრაფად დაიწყოჯინომ რომნ ძარღვებში სისხლი გამეყინა მერე თავაწყვეტილ ნავარდში უცბათ ქვას დაემსგავსა მაშინ მიიღო პირველი მეორე ხარისხი და პირველ ადგილას გავიდა იმ შეჯიბრზე.მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო რომ ვნახერა ჯიშიჩ ამიყვანია და მივყევი ამ ჯიშს .ახლა მარტსი მეორე ამყავს და თუ ღმეთმა გადმომხედა მეორე ზაფხულს ესპანეთიდან ჩამოვიყვან ძუს.სეტერიც უნიკალური ძზაღლია ულამაზესი მუშაობა აქვს ნამდვილად 39 :39: 39 :39: 39


შეტყობინება დაამუშავა monadire11 - ოთხშაბათი, 25.01.2012, 12:17:13
 
alekoდრო: ოთხშაბათი, 25.01.2012, 19:54:32 | შეტყობინება # 57
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (monadire11)
მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით ჩემი 11 თვის პოინტერით ალაზნის ჭალებს რო დავყევით ისე მოგვიწია რომ .ერთი ფშის იქით მოვხვდით მეორე აქთ (ამ ჭალას ყოფდა ფშააა)ჩემი პოინტერი რომელიც ოთახშია გაზრდილი და ცივი ნიავი არ კიკარებია გადადიოდა ამ გაყინულ წყალში ჩემ ძმაკაცისკენ დაამუშავებდა ადგილს და მერე ისევ გადმოცურავდა ჩემსკენ ,მერე ალაზანთან რომ მოვხვდით ჯოხი გადავუგდე და შეცურა გამომიტანა .არანაირი პრობლემა არ შექმნია მას სიცივეზე სახლშიც ისე წამოვედით ერთი არ დაუკანკალია.ამიტომ ნუ იტყვით რომ პოინტერი მცივანაა და ზამთარში ვერ ინადირებ

monadire11, ხოდა სწორედ მაგიტომაა ეს თემაც გახსნილი, მაგას ალბატ ბევრი არ დაიჯერებდა(მე პირადად მჯერავს), მაგას ალბათ ეს ტემა რომ არა პოინტერის თემაში დაწერდი, შანსი არაა ვინმეს კომენტარი არ გაეკეთებინა რომ "არ მჯერავს" და "სეტეზე რომ გეთქვა კიდე შეილებაოო", ხოდა ბატონო რაღა უნდა პოინტერის ტემა დაემსგავსებოდა ამ 2 ჯიშის შედარებას, კონკრეტულად წყალთან მიმართებაში. ეს ტემაც სწორედ ამიტომაა შექმნილი, რატქმაუნდა რასაც ქვია ვერ შეადარებ მაგრამ აქ აქცენტია გაკეტებულუ წყალზე, ჯაგებზე, თმის საფარველზე და ა.შ სად რომელი უკეთ მუშაობს და ა.შ ამაზე ყოველთვის იქნება კამატი, და მე ვთვლი თემაც საჭიროა. 167 39 39


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
bendeksiდრო: ოთხშაბათი, 25.01.2012, 19:55:36 | შეტყობინება # 58
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, კი ბატონო ყველაფერი წინაა... ორივე ერთად კარგია მაგრამ... ვიკმაროთ ის რაც გვაქვს... ჯერ ყველაფერი წინააა ჩვენ ახლა ვიწყებთ 166 166 166

ნიკა რაზმაძე
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 25.01.2012, 21:18:47 | შეტყობინება # 59
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko გაიხარე ძმა. მაგრამ ერთს გეტყვი ინგლისურს სეტერს არაფერი არ შეედრება ტყის ქათამზე ნადირობაში. მაგრამ არც პოინტერია ნაკლები. ყველაფერი ძაღლის წინაპრებზეა დამოკიდებული თუ ჟილკიანი წინაპრები ყავდა ის აუცილებლად ჟილკიანი იქნება და ყველა პირობებში ინადირებს.
 
ringoდრო: ოთხშაბათი, 08.02.2012, 19:25:13 | შეტყობინება # 60
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ინგლისურის სეტერის ნაირი ჯიში არ არსებობს მონადირე ძაღლებს შორის, ნებისმიერ დროს სანადიროდ კარგია ფრინველზე,. მე მყავდა ეს ჯიშები და ვიცი. 166 166 166 166

@@@@@
 
toka_monadireდრო: ოთხშაბათი, 08.02.2012, 19:33:36 | შეტყობინება # 61
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ringo, მართალი ხარ ინგლისური სეტერი მაინც სხვაა

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 08.02.2012, 20:35:53 | შეტყობინება # 62
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რატომ ადარებთ ხალხო ამ ულამაზეს ქმნილებებს ერთმანეთს????სეტერი მინდვრის დედოფალია პოინტერი მეფე როგორ შეილება მეფე დედოფლის შედარება ერთმანეთთან???? 39 :39: 39 :39: 39 :39: 39

შეტყობინება დაამუშავა monadire11 - ოთხშაბათი, 08.02.2012, 20:36:27
 
l)omidzeდრო: ხუთშაბათი, 09.02.2012, 00:20:57 | შეტყობინება # 63
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პოინტერი მირჩევნია და ამ თემაზე დავა არ ღირს იმიტომ რომ ყველა ძაღლს აქ მინუს-პლიუსი

დამატებულია (08.02.2012, 23:20:57)
---------------------------------------------
და ყველას თავის გემოვნება აქვს


მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
xarataდრო: ხუთშაბათი, 09.02.2012, 13:19:37 | შეტყობინება # 64
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (l)omidze)
მე პოინტერი მირჩევნია და ამ თემაზე დავა არ ღირს

l)omidze, ეგ შენი თვალით არ ღირს დავა თუ როგორ?? 23 23 23 მე პირადად სეტერი მირჩევნია იმიტო რო იმას ზამთარშიც გამოიყენებ და პოინტერს ვერა(წყლებში ვგულისხმობ) 166 166 166 166
 
Begiდრო: შაბათი, 03.03.2012, 21:48:12 | შეტყობინება # 65
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორივე ძალიან კარგი ძაღლია !! ამაზე კამათი არ შეიძლება ამ ორ ჯიშს შორის ცოტა მაგრამ დიდი განსხვავებაა ხასიათში სეტერი უფრო გულჩვილია მაგრამ პოინტერიც არ ჩამოუვარდება სიყვარულში!!! 39 39

b.beria
 
დათო_მონადირედრო: შაბათი, 03.03.2012, 22:33:38 | შეტყობინება # 66
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Begi, 100% ხარ მეგობარო

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
gio90დრო: შაბათი, 17.11.2012, 13:21:00 | შეტყობინება # 67
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორივე კარგები არიან მინდა ორივე მყავდეს მაგრამ ფინანსები მიშლის ხელს gimili მაგრმ მე ცოტა ლავერაკისკენ გადავიხრები.მწყერზე ოროვე მაგრები არიან მაგრამ ქათამზე რო მივდივარ სანადიროდ ზოგჯერ მაგარი სიცივეა,სუსხი,წვიმა და ამდროს პოინტერი ცოდოა 167

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
giohunt1982დრო: შაბათი, 17.11.2012, 14:38:39 | შეტყობინება # 68
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორივე ჯიში ძაან მაგარია, ორივეს აქვს თავისი ჯიშის დამახასიათებელი პლიუსები. მე მაინც სეტერი მირჩევნია, იმიტომ რომ ნაკლებად მცივანაა, მაგრამ პოინტერიც ძალიან მომწონს, იმით რომ მოკლე ბეწვი აქვს და მწყერზე ნადირობისას, არც თვითონ იტანჯება ბირკისგან და არც მონადირე წვალობს გაცლაზე. ორივე ჯიში კარგია. ისე ცუდი ჯიშები არ არსებობს, არსებობენ ცუდი ეგზემპლარები და ცუდი, ძაღლის ამღზრდელი მონადირეები.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zrichilaდრო: კვირა, 18.11.2012, 00:50:02 | შეტყობინება # 69
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა თქმაუნდა ლავერაკი, ისე ცოტა უადგილო მეჩვენება შედარება მაგრამ არჩევანზე რომ დადგეს საქმე ლავერაკი მირჩევნია ჩვენს პირობებში მითუმეტეს რომ კახეთში ვცხოვრობ დავტანჯავდი მაგრამ იმდენი პლიუსები აქვს რომ გადაწონის, პოინტერი ძაან მაგარი ძაღლია და მიყვარს ეს საოცრება ძაღლი, ისეთი რამეების გაკეთება შეუძლია პატრონი რომ არ ელოდება და გააოცებს მაგრამ სეტერი სილამაზით ჯობნის და მინდორს ავსებს თითქოს ლავერაკის გამოჩენამდე რაღაც აკლდა ბუნებასო იფიქრებს კაცი. არც ერთი მყოლია და არც მეორე და ორივესთან ცალკ-ცალკე მივლია ველად და ბოლოს ლავერაკმა გადაწონა. ხომ არის ერთი მოგწონს მეორე გიყვარს ესა რა ლავერაკი მიყვარს, ლავერაკი დედოფალია, პოინტერი მეფე, დრათხაარი ბრძენი, კურცჰაარი ჯადოქარი.


წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
gio90დრო: კვირა, 18.11.2012, 01:42:26 | შეტყობინება # 70
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zrichila.ისეთი მაგარი ჩამონათვალი გააკეთე ვერაფეერს ვერ დავამატებ 39 39

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
TechnoVikinGiდრო: ოთხშაბათი, 28.11.2012, 15:48:00 | შეტყობინება # 71
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 11
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
,,ლავერაკი დედოფალია, პოინტერი მეფე, დრათხაარი ბრძენი, კურცჰაარი ჯადოქარი." 166 100%

როცა შესაძLებლობა გაქ 2ვე რატო არ უნდა გყავდეს 23
 
ganjaდრო: ოთხშაბათი, 28.11.2012, 18:07:34 | შეტყობინება # 72
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პოინტერი მყავს და მაგრად ნადირობს წყალშიც შედის მაგრამ ცემი აზრით მე ლავერაკი მირჩევნია.

seuli
 
verdziდრო: პარასკევი, 07.12.2012, 05:02:37 | შეტყობინება # 73
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პოინტერი მირჩევნია მაგრამ ლავერაკიც ზაან მაგარია და დიდი სიამოვნებიტ ვიყოლიებდი ორივეს.

t.geladze
 
butatinoდრო: პარასკევი, 07.12.2012, 13:25:32 | შეტყობინება # 74
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (07.12.2012, 12:25:32)
---------------------------------------------
ესეც ორივე ერთად


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 07.12.2012, 19:12:02 | შეტყობინება # 75
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადრინდელები უშნო შესახედაობისანი იყვნენ,გასულ საუკუნეში დაიხვეწა ნელ-ნელა კარგი და აზრიანი სელექციის შედეგად ეს ორი უნიკალური ჯიში. ნოემბრის ჟურნალში წერია რამოდენიმე აღსაღნიშნავი ისტორია პოინტერზე და შემდეგში თუ მოვიცალე დაგიწერთ..
მე მაინც ვრჩები ერთ აზრზე რომ პოინტერი მონადირე კაცს ერთ ძაღლად არ უნდა ყავდეს და ესაჭიროება აუცილებლად მეორე ფრინველის ძაღლი, ამიტომ უპირატესად ლავერაკისკენ ვიხრები კვლავაც.
ლავერაკი ის ინგლისელია რომელიც მინდორშიც და ტყეშიც ერთნაირი დამაჯერებლობით შედის! ამიტომ უპირატესობაც მისკენ მგონია..ძალიან ლამაზია ტყეში მოსიარულე, გაფაციცებული სვლით თავ დაწეული, ხან აწეული თავით მპარველი სვლით შესული ლავერაკი. ჩაცმული აქვს ლამაზი ბანალი (თეთრზე შავი წიწნკლიანი მომწონს ყველაზე მეტად). როცა ყნოსვა დააარტყავს კაცს გგონია ამაზე მეტი სიფრთხილე და მონადირული მანერა რაღა უნდა იყოს მაგრამ ამ დროს სუნზე კიდევ უფრო დაბლა იწევს და უკეთესად ლამაზი სურათი გხვდება თვალწინ! ვისაც ქათამზე უნადირია ტყეში და ბურდუში იცის რა გაფაციცებით ადევნებ თვალს ძAღლს რათა არ მოეფაროს თვალს, ესპანელები და პორტუგალიელები აბნევენ ხმოვან ყელსაბავს (ესპანეთის შემთხვევაში ცივ რეგიონში ყავთ უმეტესად ლავერაკები, დანარჩენ ტერიტორიაზე პოინტერები). ჩვენთან გლეხურად ქათამზე ნადირობისას ინგლისურ სეტერს ზარებსაც უბნევდნენ, საზღვარგარეთ ეს ხმოვანი ყელსაბამი ასრულებს მონადირის გამოცნობის ფუნქციას იმ თვალსაზრისით რომ მიხვდე ძაღლი ნაბულზე დგას თუ არა! ესეიგი როდესაც დაიწრიპინებს ყელსაბამი მაშინ ძაღლი გაჩერებულია და არ ინძრევა.. ამ ხმაზე მიდის მონადირე და იწყება ნადირობის დამაგვირგვინებელი სცენა.
ამიტომ ინგლისური სეტერი ცოტა სხვა დონეა, მსი შესაძლებლობების ბოლომდე ამოწურვაუნდა მოხდეს და უნდა დადიოდეს აქტიურად მონადირე ტყის ფრინველზე, ლავერაკის გამოყენება ყველა სეზონზეა შესაძლებელი, გამძლეა და ადვილად არ დაიღლება, დასვენების შემდეგაც შეგიძლია ანადირო, ისე რომ დავარდეს ასეთი რამ არ ყოფილა, რაც პოინტერზე რაც არ უნდა ამტკიცო დეკემბერში გამიყვანია ძმაო და მინადირებიაო გამორიცხულიაა!!!! ცოცხალი მაგალითებიც ვიცი ზამთარში იხვზე პოინტერით მონადირე ჩმეი ძმაკაცების მაგრამ ქეც მოკლეს ძაღლი!
სხვა მხრივ პოინტერს და ლავერაკს ვერაფრით ვერ შეადარებ რადგანაც სტილი მართალია ერთია მაგრამ პოინტერი უფრო მაღლა დგას ნაბულზე, ძეგლდება, ჩანს დაკუნთული მასა ბეჭზე და ფეხებზე, არის ულამაზესი სანახავი, არ იკიდებს ბირკებს, გასრიალებულია და ლაპლაპებსმისი დაბალი ბანალი, გადასვლაც არაჩვეულებრივია, ამოძრავებულ ფრინველს მიყვება უმშვენიერესად და აკავებს დროდადრო (გაჩერ5დება თუარა ფრინველი რომელსაც ვერ ხედავს მაგრამ ყნოსვით გრძნობს ეგრევე გაჩერდება თვითონ რომ არ დააფრთხოს). ლავერაკიც იგივენაირად ამუშავებს ფრინველს ოღონდ შეიძლება მთლად დაწვეს, ცოტა აჩქარებულად მიყვეს უფრო მეტი ჩქარი კადრი მოდიოდეს ვიდრე პოინტერზე.
მე პოინტერს ავიყვან და ოქტომბრამდე სულ ვანადირებ, მეორე ლაბრადორს ძალიან კაი თვისებები აქვს და ჩემისთანა რომანტიკოს მონადირეს სულ დააკმაყოფილებს ეს ორი ჯიში


★ஜ۩۞۩ஜ★
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 07.12.2012, 19:33:31 | შეტყობინება # 76
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, 10 10 10 კაი ხანია ესეთი მაგარი პოსტი არ წამიკითხია 166

დამატებულია (07.12.2012, 18:32:45)
---------------------------------------------

Quote (ENUQICHI)
ჩემისთანა რომანტიკოს მონადირეს

166 166

დამატებულია (07.12.2012, 18:33:31)
---------------------------------------------
ნამდვილი მონადირე რაღაც დოზით აუცილებლად რომანტიკოსია


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monadire777(temo)დრო: ხუთშაბათი, 03.01.2013, 12:15:49 | შეტყობინება # 77
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 53
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, გამძლეა და ადვილად არ დაიღლება, დასვენების შემდეგაც შეგიძლია ანადირო,
ლავერაკი იღლება კი არა ძმაო, დილა-საღამოს ნადირობს ჩვეულებრივად,შეუძლია ერთი კვირა გადამბულად ინადიროს 069 ასეთი ენერგიული ჯიში არ არსებობს, მე ორივე მყავს და ერთად ვანადირებ, ლავერაკი 4 წლის ხდება , პოინტერი წლინახევრის, პოინტერიც არაფრით ჩამოუვარდება, ორივე ჩემი დაგეშილია, ერთი ესაა რო პოინტერი გაცილებით მალე დაიგეშა ვიდრე ლავერაკი, და ცოტა უფრო დამჯერეცაა.
ბავშვობის სურვილი იყო ჩემი ეს ორი ჯიში მყოლოდა და ავიხდინე კიდეც. ნადირობის პროცესი სამივეს მაგრა გვსიამოვნებს. ჩემი აზრით საუკეთესო ჯიშებია.


„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
 
neoდრო: ხუთშაბათი, 03.01.2013, 22:31:48 | შეტყობინება # 78
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire777(temo), მართალი ხარ..მართლა,რივე კარდი ჯიშებია .მაგ ჯიშებს ბადალი არ ყავთ. 166 166 166 166
 
nugomonadireდრო: ხუთშაბათი, 03.01.2013, 23:14:14 | შეტყობინება # 79
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ლავერაკი ტობი ხომ გახსოვთ ძმებო _ ცივი და თბილი წყალი მას არ აინტერესებდა ოღონდ კი რამე მომეკლა და სადაც არ უნდა ჩავარდნილიყო არ დამიკარგავდა. ეხლა რომ პოინტერი მყავს არც მაგას მოვაკლებ იხვზე ნადირობის სიამოვნებას, თუმცა აქვე დავსძენ, რომ დიდ ყინვებში არ წავიყვან. შეურჩევ ამინდს და ისე ვიმოქმედებ. იხვის დილის გადაფრენაზეც არაფერი უჭირთ, თუ ირბენს, მერე გაამშრალებთ და გაათბობთ. მე ბუშლატი და სპეცოვკაც კი შევიძინე ჩემი პოინტერისთვის ასეთი შემთხვევებისთვის... gimili

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
avtandilდრო: პარასკევი, 04.01.2013, 01:19:23 | შეტყობინება # 80
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, ანუ ლავერაკი ამ შემთხვევაში სჯობს ამას ამბობთ ხო??? რადგან ლავერაკს ბუშლატა და სპეცოვკა არ ჭირდება მოცემულ მომენტში gimili

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
nugomonadireდრო: პარასკევი, 04.01.2013, 10:56:30 | შეტყობინება # 81
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil, ჩემს ლავერაკს ბოლომდე თმაც კი არ უსველდებოდა წყალში როცა შედიოდა. ისე რათქმაუნდა პოინტერს ზამთარში და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ინგლისური სეტერი ჯობია. 3 ჯერ ვიყავი წელს იხვზე სანადიროდ და პოინტერი ვერ წავიყვანე. ტობი რომ ცოცხალი იყოს არცერთ იხვს რომელიც მაღალ ბალახში დავკარგეთ არ დავკარგავდით. ის იყო ჩვენი მარჯვენა ხელი ზამთარ-ზაფხულ-შემოდგომაზე... gimili

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 04.01.2013, 11:27:00 | შეტყობინება # 82
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლავერაკიც საკმაოდ მცივანაა ოღონფ მოძრაობაში ხურდება და აკეთებს გასაკეთებელს, პოინტერმა რაც არ უნდა დაისაქმოს თავი ორი-სამი ცდის შემდეგ მაინც სიცივე მოტეხავს თუარა გამიგია გამონაკლისის სახით პოინტერები რომლებიც ლაბრადორივით ძამთარში ჩვეულებრივად შედიოდნენ ოღონდ ერთ მშვენიერ დღეს ნახეს პატრონებმა გასული გაღმა მარილზე 167

★ஜ۩۞۩ஜ★
 
monadire777(temo)დრო: პარასკევი, 04.01.2013, 12:17:55 | შეტყობინება # 83
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 53
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოძრაობაში ხურდება ყველა ძაღლი. აბა ჭაობიდან ამოსული დამჯდარი დრათხარის კბილების რაკუნიც კი გამიგონიაა 069 , ცივა და მიტოო, უბრალოდ ბევრად ამტანია სხვა ჯიშებთან შედარებით, ლავერაკიც ეგრეა, პოინტერს კი როგორც მამაომ თქვა ამინდი უნდა შეურჩიო. თუ გინდა რო დიდხანს განადიროს და თვითონაც ისიამოვნოს ამ პროცესით.

„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 04.01.2013, 12:56:45 | შეტყობინება # 84
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire777(temo), მოძრაობაში ხურდება ყველა თბილ სისხლიანი მადლობა რო შეგვახსენე, მაგრამ საუბარიაო იქ როცა გავაგრძელე ფრაზა პოინტერზე რომელსაც ეს "მოძრაობის" დაწყება უჭირსო ანუ.. გადმოსვამ თუარა მანქანიდან ძაღლს ვერ ცნობ, რაც ლავერაკს არ მოუვა, გაცილებით ამტანია და მაგიტომ 167

★ஜ۩۞۩ஜ★
 
giohunt1982დრო: შაბათი, 05.01.2013, 16:37:57 | შეტყობინება # 85
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
(ENUQICHI)
გადმოსვამ თუარა მანქანიდან ძაღლს ვერ ცნობ, რაც ლავერაკს არ მოუვა, გაცილებით ამტანია და მაგიტომ

მასეა ნაღდად, ლავერაკი სიცივეს უკეთ იტანს.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
lomiდრო: ორშაბათი, 14.01.2013, 12:21:44 | შეტყობინება # 86
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პოინტერს ავირჩევდი

jer arasdros ar yofila messi ase swrafi mdumarebit shemosili xavis zusti pasi qrolvit iwvevs da golebshi axchobs real madrids ase giji ase swrafi barsa me ar maxsovs
 
zorbegaდრო: ორშაბათი, 14.01.2013, 13:07:37 | შეტყობინება # 87
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 116
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, 39 39 39 გეთანხმები, მე სეტერი მყავს და მცყერზე პოინტერები რო დგანან ცვარში გაციებულები ჩემი როკი უბერავს, ასე რო დილის 6ზე 5-8 მწყერის ფორას ვიგებ და ისე ვაგრზელებ ნადირობას 167 167 167

დამატებულია (14.01.2013, 12:04:56)
---------------------------------------------
monadire777(temo), მართალია ცოტა ურჯულოები და მოუსვენრები არიან ლავერაკები, მარა იმდენი პლიუსი აგვს პოინტერს ბევრად ჯობიააააა 39 39 39 39

დამატებულია (14.01.2013, 12:07:37)
---------------------------------------------
monadire777(temo), რომელი გრილდება ერთი მითხარით ტუ ზმა ხარ რო ვიყოლიო 069 069 069 069 069 069 069 069 069 069


,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ"
 
IRAKLIGდრო: ორშაბათი, 14.01.2013, 14:11:17 | შეტყობინება # 88
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე სეტერი მყავს როგორც nugomonadire-მ აღნიშნა მიოსთვის სულერთია სიციმე თუ სიცხე სეტერს ერთადერთი პრობლემა აქვს მწყერზე ნადირობისას სექტემბრის ბოლორიცხვებზე ორკბილა იწყებს ცვენას ეს კი მის ბეწვზე ეკრობა ყველა, ძნელიმისი ბეწვიდან ორკბილას მოშორება ! რაც შეეხება პოინტერს ვიცი მისი ნადირობა ახლობლებს ყავთ და მივლია სანადიროდ და მიმიღია საკმაო სიამოვნება მისი ნადირობით ! ზათარში ცოდვაა არ აქვს მნიშვნელობა nugomonadire ნაკლებად სუსხი იქნება თუარა რო გაგიცივდეს მაგას არ გირჩევნია 5 ან თუნდაც 10 იხვი დაკარგო?? 8e9df77 სეტერი მაგარია 342

”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
 
l)omidzeდრო: ორშაბათი, 14.01.2013, 23:12:02 | შეტყობინება # 89
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
IRAKLIG, გეთანხმები ზამთარში ცოდოა იხვზე სანადიროდ მაგრამ მართლაც რას მიახტით ამი იხვს -BERG-, -ის თქნის არ იყოს სხვა ფრინველი არ არსებობს ზამთარში სანადიროდ იხვის გარდა

მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
baqsi-pointerდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 00:03:22 | შეტყობინება # 90
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მეგობრებო.გეთანხმებით ლავერაკი მართლაც რომ კარგი ძაღლია მაგრამ იმაშიც დამეთანხმებით ალბათ,რომ არც პოინტერი ჩამოუვარდება არაფრით,მე პოინტერი მირჩევნია და შესაბამისად პოინტერს ვანიჭებ უპირატესობას.რაც შეეხება პოინტერის მოკლე ბეწვზე და იმაზე რომ მცივანაა სხვისი რა მოგახსენოთ და ჩემი პოინტერი ზამთარში არც ერთს უჩივს და არც მეორეს და ზაფხულში მითუმეტეს,ჩვეულებრივად ჩადის წყალში.

თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
 
l)omidzeდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 00:15:18 | შეტყობინება # 91
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqsi-pointer, ხო რა ყველა პოინტერი ვერ ჩადის წყალში ზამთარში და ზოგს მაგარი (ჟილკა) აქვს და მერე ის სიცივე აღარ აინტერესებს gimili

მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
baqsi-pointerდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 00:17:51 | შეტყობინება # 92
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგრამ იმაშიც გეთანხმებით ზამთარში როგორც არ უნდა უჭირდეს წყალში შესვლა პოინტერს მაინც ცოდოა სეტერთან შდარებით.

დამატებულია (14.01.2013, 23:17:51)
---------------------------------------------
l)omidze გეთანხმები.


თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
 
hunter_nikaდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 00:31:20 | შეტყობინება # 93
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიშველოთ იქნებ ვინმემ რამე ინგლისური სეტერი მყავს მესამე წელშია უკვე.პირველ წელს მყავდა მწყერზე მაგრამ არ ინადირა ვერ მიხვდა რა უნდა ექნა არ ედზებდა.მეორე წელს ანუ ახლა ზაპხულზე ინადირა მაგრამ სტოიკა არ გააკეთა არადა კაი ყნოსვა აქვს.მე ვაბრალებ იმას რო ზამთარში თოვლში ბეღურებს დასდევდა იჭერდა და მოქონდა.და მგონი მასჰინ გაფუჭდა.ტან შტოიკაზე არ ვავარჯიშებდი მეთქი ყველა ინგლისურს სისხლში აქვს ეგთქო.და უბრალოდ ბალიშის მოტანაზე ვავარჯიშებდი.მირჩიეთ ვინმემ რამე იქნებ რამე ვუშველო აწი თუ ეშველა
 
giiiiviდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 00:51:15 | შეტყობინება # 94
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
hunter_nika, ბალიშზე მოუბი ძაფი და დააამაგრე ჯოხზე სანამ ნაბულს არ გაუკეთებს არ დააჯერინო, ნაბულს რო გააკეთებს მერე დააჭერინე და თან დაასაჩუქრე, რამდენჯერმე რო გააკეთებს მერე შენ ბრძანებას მიაჩვიე სანამ არ უბრძანებ არ უნდა დაეტაკოს, სეტერის თემაშიც დაგიწერე ძმობილო ყოველ შემთხვევაში მე მასე ვასწავლედა
 
giorgevichi83დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 00:52:45 | შეტყობინება # 95
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 108
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორივე მაგარია და ორივეს ვენაცვალე მაგარი ჯისჰები არიან ორივე.
 
budaდრო: შაბათი, 19.01.2013, 18:06:59 | შეტყობინება # 96
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პოინტერი

ნადირობა,სულიერი,საზრდოა,არა,ნადირტა,და,ფრინველთა,ხოცვა
 
zorbegaდრო: შაბათი, 19.01.2013, 20:23:41 | შეტყობინება # 97
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 116
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giiiivi, ეგ ლეკვობაზეა შესაძლებელი ჩემი აზრიტ, 3 წლისაზე გაჭირდებაააა 23 23 23

,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ"
 
lomiდრო: კვირა, 20.01.2013, 13:55:54 | შეტყობინება # 98
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პოინტერი

jer arasdros ar yofila messi ase swrafi mdumarebit shemosili xavis zusti pasi qrolvit iwvevs da golebshi axchobs real madrids ase giji ase swrafi barsa me ar maxsovs
 
monadire13დრო: კვირა, 20.01.2013, 15:38:27 | შეტყობინება # 99
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 83
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რამდენად შევძლებ რო სუფთა სისხლის სეტერის ლეკვი ვიყიდო?
 
freddie76დრო: კვირა, 20.01.2013, 17:07:39 | შეტყობინება # 100
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 201
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი სანადირო არეალიდან გამომდინარ პოინტერს ვამჯობინებ
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика