15:38:49
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » პოინტერი
პოინტერი
anri-opshkvitiდრო: პარასკევი, 15.03.2013, 00:01:55 | შეტყობინება # 2001
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 217
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, ენუქიჩ უსაბუთო დზაგლიც მყოლია და საბუთიანიც მარა უსაბუთოს უჯობნია ნადირობაში..ყველაფრის საგვარეულოტი შეხედვა არაა მემგონი სწორი, თუ ვცდები მითხარით, 39
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 15.03.2013, 00:58:32 | შეტყობინება # 2002
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობაზე საბუთი მაგიურ ძალას კიარ ახდენს ანრი, საბუთი როცაა მოწესრიგებული, იქ მერე სისხლის აღრევა და სისუფთავე არ დაირღვევა დართვებით. ყველას ეყოლება სუფთა სისხლის მონადირე ძაღლები.
საერთოდ საქართველოში 90% უსაბუთო ძაღლებია. აქედან "ნაჯვარი დვარნიაშკები" 88%-ს ყავს. ერთ პროცენტს ყავს შედარებით მიმგვანებული სუფთა სისხლის ექსტერიერთან, ხოლო დარჩენილ იმ ერთ პროცენტს კარგი ექსტერიერის შეიძლება სუფთაც მაგრამ საბუთები რომ არ გაუკეთეს და ნებისმიერის მიყვანილ ძაღლთან რო რთავენ. ამით საქმე ფუჭდება!
მე რო ლაბრადორები დავარიგე, მისი წინა დები და ძმები მომიყვანეს ატეხილები, მე საერთოდ არ ვაჯვარებ და მითუმეტეს და-ძმას ხოარ შევაჯვარებდი. რამდენი ასე დართავდა ვინ იცის! ამგვარად გადაჯიშდა ირლანდიური სეტერი და სეტერ გორდონი, რომელიც ეხლა კიდე დაუბრუნდა პოპულარული ჯიშების რიგს და წამოვიდა ამ ჯიშის მოყვარულების რიცხოვნობა ნელ-ნელა. თუმცა კაი მონადირე სუფთა სისხლის გორდონი ვერ ვნახე ხოლო ექსტერიერში ძალიან მაგარი ყავს ძმაკაცებს ქუთაისში.
ამდენად უსაბუთო "ნაჯვარი დვარნიაშკები" ყავს უმეტესობას, ნადირობაში სუფთა სისხლები ვერ შეედრებიან ზოგი ისეთი გამოდის და მომპოვებლობის მხრივ უმაღლესია. ასეთების პატრონებს არც ესთეტიური სილამაზე, არც რომანტიკული ტკბობა არ აინტერესებთ, მთავარია მოიპოვონ და თავაწეული გაჩერდება პოინტერი თუ კუდის ქნევით დადგება "სტოიკაზე" მათთვის სულერთია, მწყერს ხო ნახავს და ააფრენს რო ესროლოს. ასეთი ძაღლები რომლებიც ნადირობენ კარგად შთამომავლობას ვეღარ გადაცემენ ნადირობის თვისებებს ისე როგორიც თავად იყო, ექსტერიერზე ხო საერთოდ ლაპარაკი არც მაქვს. ასეთი ძაღლები არც უნდა დავრთოდ საერთოდ რომ არ მომრავლდეს არეული უჯიშო სისხლები! არც ივარგებს და საქმესაც გავაფუჭებთ!!! ზოგი იტყვის რას ამბობ შვილები გამპოუვიდა ჩემ მურიას იმი დეეო მარა მაგათი შვილების დეეო მერე ასე იტყვის.
ახლა პოინტერის თემაში დაგიწერე ანრი ამდენი და პოინტერის უსუფთაობაზეც გეტყვი. პოინტერი საქართველოში ყავს 60 კაცს ალბათ ან ცოტა მეტს. ამას ვამბობ ექსტერიერის და საბუთის მიხედვით ან უსაბუთო თუმცა პოინტერი რომლის პატრონმა ვერ იზრუნა საბუთზე თუმცა ყავს სუფთა სისხლი. ხოლო ნამდვილი პოინტერის ნადირობით მარტო იმ სამ თუ ოთხს რომლების საველეზე გამოდის. ესეიგი პოინტერი მთელი სისწრაფიდ უნდა დარბოდეს მინდორში, ჩერდებოდეს სუნზე, უახლოვდებოდეს ამ სუნს იმ დისტანციაზე როცა მყარდება 100%-ით რომ აქ ორ ან ოთხ მეტრში მწყერი ზის, ან ხოხობი და ა.შ. არის მყარ ნაბულზე. თუ ამოძრავდება ფრინველი ძაღლიც მიყვება ძალიან დამახასიათებელი მოძრაობებით რაც სუფთა პოინტერს აქვს და ლამაზია. მერე თუ გაჩერდება ფრინველი გაჩერდება და გაძეგლდება თვითონაც. ამით აბავს მარტივად რომ ვთქვათ ფრინველს შენთვის მინდორში და გაქვს შესაძლებლობა მიხვიდე ან მიირბინო მასთან რომ შემდეგ ამოაფრინოს და ესროლო. მერე ამ 60 კაციდან ნახევარზე მეტი ვერ ნადირობს მწყერის გარდა ვერაფერზე, მცირე რაოდენობა ანადირებს სხვა ფრინველზეც და რაც მთავარია ქართველებისთვის სხვა რელიეფზეც!
მოგახსენებთ რელიეფის რთულ საკითხზეც, პოინტერისვის ეკლიანში სიარული არის რთული, თუმცა ქათამზე ნადირობს მცირე რაოდენობა. რათქმაუნდა თავ-კუდ მოგლეჯილი კიარ გარბის როგორც მწყერზე და დააკვდება ადგილზე როცა მოყნოსავს. მიყვება სხვა სისტემით თუმცა ჩქარა ამ ბუჩქებში და ხეებში. ასევე მცირე რაოდენობა ნადირობს ზამთარში ისიც როცა სითბოა შედარებით.
მოდით ეხლა შევაჯამოთ რამხელა რთულ საქმესთან გვაქვს შეხება და ეს თემა სათუთია. პირველ რიგში არ უნდა დაიკარგოს სილამაზე, ესთეტიური რომანტიკული თვალის ჩინს ვერ მოვაკლებთ პოინტერის გარეგნობას! მერე იმ თვისებებს რაზეც ვისაუბრე ზემოთ! აგერ ვიცით რომ თუ ვაჯვარებთ ძაღლს სხვა სისხლზე ან ნათესავზე ამით ეს თვისებები ზიანდება და იკარგება, ე.ი. ის რაც გვიყვარს აღარ იქნება და ჩვენ პოინტერი არ გვეყოლება! ამიტომ არის საჭირო საბუთები! თუ ამას კითხულობ ანრი შენ უკვე მეტი აღარც გინდა უკვე იცი ყველაფერი საბუთების მნიშვნელობაზე და ნამდვილ პოინტერზე.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 15.03.2013, 10:15:52 | შეტყობინება # 2003
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
l)omidze, ჩემი, მეგობრის ძაღლია. როგორც მე ვიცი დართვა, მგონი რომ საქართველოში არ ყოფილა, ლეკვი ჩამოიყვანეს, საიდან ჩამოიყვანეს არ ვიცი.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 15.03.2013, 10:19:09 | შეტყობინება # 2004
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, 166 069 საღოლ კარგი პოსტიააა.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Marco-Poloდრო: პარასკევი, 15.03.2013, 11:04:48 | შეტყობინება # 2005
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლამაზი ძაღლია,ლამაზი ნაბულიცააქვს,მაგარი ყნოსვაც,მაგრამ მწყერის გარდა და მინდვრის გარდა,როგორც მივხვდი ვერ გამოიყენებ.ამიტომ შევაჩერე ჩემი არჩევანი უფრო უნივერსალურ ძაღლზე.ჯერ-ჯერობით შოვნა გამიჭირდა საბუთიანის,მაგრამ მაინც ვნახავ და ავიყვან. gimili
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 15.03.2013, 11:22:14 | შეტყობინება # 2006
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Marco-Polo, როგორ ვერ გამოიყენებ?? კაკაბზე, ხოხობზე, ვალდშნეპი და საერთოდ მიწის ფრინველებზე, პოინტერი მშვენივრად ნადირობს, უბრალოდ დაბალ ტემპერატურასთან უჭირს შეგუება.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Marco-Poloდრო: პარასკევი, 15.03.2013, 11:28:32 | შეტყობინება # 2007
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოდა ზამთარში?ცივი ზამთარი რომ დადგეს არდადეგებს მოუწყობ 166

დამატებულია (15.03.2013, 10:26:48)
---------------------------------------------
ძაღლი იმისთვის მინდა სიცივეშიც გამოვიყენო,ჯაგნარშიც და ეკლიანშიც წაიჩალიჩოს,და თუ საჭირო გახდა წყალშიც სევიდეს ზამთარში.

დამატებულია (15.03.2013, 10:28:15)
---------------------------------------------
giohunt1982მთელი ზამთარი იხვს ხომ ვეძებდი,და ვერ ვნახე.ეხლა ლეკვს ვეძებ და ვერ ვნახულობ

დამატებულია (15.03.2013, 10:28:19)
166


შეტყობინება დაამუშავა Marco-Polo - პარასკევი, 15.03.2013, 11:58:22
 
Marco-Poloდრო: პარასკევი, 15.03.2013, 13:13:50 | შეტყობინება # 2008
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი ლამაზია აპრეხილ ცხვირიანები.
 
zviadi565დრო: პარასკევი, 15.03.2013, 15:26:06 | შეტყობინება # 2009
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს არის ჩემი ჯესი (ჯესიკა)2 თვის
 
anri-opshkvitiდრო: პარასკევი, 15.03.2013, 16:12:18 | შეტყობინება # 2010
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 217
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, გასაგებია ენუქიჩ ყველაფერი 23_30_126 23_30_126 23_30_126 გაიხარე, ასეტი კარგი იმფორმაციისთვის 23_30_126 39

დამატებულია (15.03.2013, 15:11:22)
---------------------------------------------
ENUQICHI, რაც შეეხება გორდონს მე მყავს საუკეტესო საგვარეულოს მქონე გორდონი 39

დამატებულია (15.03.2013, 15:12:18)
---------------------------------------------
ENUQICHI თუ დაგაინტერესებს პირადში მოგწერე ჩემი ნომერი

 
butatinoდრო: პარასკევი, 15.03.2013, 16:30:32 | შეტყობინება # 2011
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამფერა პოინტერი არსებობს? საქართველოში თუ არის ?

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
anri-opshkvitiდრო: პარასკევი, 15.03.2013, 16:33:33 | შეტყობინება # 2012
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 217
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საერთოდ თუ შეიძლება სამფერა იკოს პოინტერი 23
 
giiiiviდრო: პარასკევი, 15.03.2013, 20:41:03 | შეტყობინება # 2013
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლავერაკი გამიგია მგრამ პოინტერი თუ იყო ეგ არ ვიცოდი 23 23
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 20.03.2013, 19:20:58 | შეტყობინება # 2014
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოდით არაფრის მომცემი ფოსტებისგან გავწმინდოთ ეს მნიშვნელოვანი თემა და ამ უსეზონობაში სწავლა-განათლებას დაუთმოთ ეს პერიოდი. პოინტერი ჩვენ უნდა შევისწავლოთ რადგანაც როგორც არაერთხელ შევხედეთ პოინერი არ გვცოდნია.
არავის ეწყინება მათ შპრის მეც თუ ფოსტები წაგვეშლება, ამიტომ მოდერმა წაგვიშალოს ჩვენივე თხოვნით ისეთი ფოსტები სადაც თუნდ არის თემასთან ახლოს მდგომი ნაწერები მაგრამ ნაყოფიერებისთვის და შემეცნებისთვის არაფრის მომცემია და ამას გაგებით ვეკიდებით.
კარგი კითხვაა და პასუხიც შესაბამისი უნდა იყოს ოღონდ მხოლოდ "კი კარგი სიმაღლეა ორ წლამდე იზრდება ძაღლი და მოემატება, ან ცოტა პატარაა მეტი უნდა იყოს" ასეთი პასუხით ვერ გავფრინდებით.
ვინც იცის დაწეროს ვთქვათ 6 თვის ასაკში ხვადისათვის რამდენი სმ-ია სასურველი, ან სტანდარტში რა წერია. აქ საკითხი სხვანაირად დგას რადგანაც წერია რომ 64 სმ-დან 68-მდე შეიძლებაო. თუ 8 თვის ასაკში gugaa1987 შენი ძაღლის სიმაღლე 53-ია ცოტა რთული წარმოსადგენია თუ ხვადია მაგან საბოლოოდ კიდევ 15 სმ მოიმაოს რაც ტოლია 68 სმ. ე.ი. სტანდარტის მაქსიმუმის. ადვილი შესაძლებელია 64 სმ-მდე მიყვანა კაი კვებით და ვიტამინებით. ჩემი აზრით არ უნდა იყოს პატარა თუმცამეტიც შეიძლებოდა ალბათ ზუსი პასუხი არ მაქვს.
ამიტომ დაწერეთ როდის რამდენი უნდა იყოს, ძუების შემთხვევაში რახდება, თავებზე კარგად გავიარეთ საკითხები დანდალას დახმარებით, ტანზე დავუიწყეთ და მივატოვეთ. ასე ვერ წავალთ წინ


★ஜ۩۞۩ஜ★
 
butatinoდრო: პარასკევი, 22.03.2013, 21:57:38 | შეტყობინება # 2015
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
suroდრო: პარასკევი, 22.03.2013, 23:47:26 | შეტყობინება # 2016
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img][img][/img]სარა 1 წლის
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 11.04.2013, 02:07:00 | შეტყობინება # 2017
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ბევრ რამეს ისწავლის კაცი აქედან უყურეთ

ერთი ძაღლი ჩემსას ძალიან მაგრად გავს, მარა სადაა ასეთი მოსუქებული ჯერ-ჯერობით მაგრამ მალე მოვიყვან ფორმაში 167


პირველ ვიდეოში ყურადღება გაამახვილეთ იტალიურ სისხლებზე და ევრობაში რომელი ითვლებაო "ვედუშათო", არის კიდევ რაღაც ნიუანსები და თავებზე როცა გვქონდა საუბარი ეს ვიდეო მისწრებაა, ასევე ტანი!
ამ არხზე რომლიდანაც ეს ვიდეოა ამოჭრილი სულ კარგი გადაცემებია


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ხუთშაბათი, 11.04.2013, 02:07:33
 
ktx-100დრო: შაბათი, 13.04.2013, 14:11:23 | შეტყობინება # 2018
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯესი ახლა უკვე 1 წლის :)




069


Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
freddie76დრო: შაბათი, 13.04.2013, 15:09:26 | შეტყობინება # 2019
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 201
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ktx-100, კარგი ტიპია
 
ktx-100დრო: კვირა, 14.04.2013, 10:05:41 | შეტყობინება # 2020
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს



Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
dakotaდრო: კვირა, 14.04.2013, 21:02:06 | შეტყობინება # 2021
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მყავს პოინტერი ჯერ ექვსი თვისაა,ცოცხალაა მარა ჯოხს ან სხვა ნივთს რომ გადაუგდებ რეაქცია არ აქვს.მითხრეს სამონადირეო მაღაზიებში იყიდება პატარა ბალიში მწყრის სუნი აქვსო რამდენად ნამდვილია არ ვიცი.თუ გადავაწყდი სადმე უყიდი იქნებ მაგით ვასწავლო მოტანა.წელს პირველი სეზონი ექნება ვნახოთ როგორ იყოჩაღებს :)

nadiroba.
 
dakotaდრო: კვირა, 14.04.2013, 22:41:54 | შეტყობინება # 2022
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიბატონო გაგაცნობთ.თუ მოვახერხე ფოტოს ატვირთვა :)

nadiroba.
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 15.04.2013, 16:49:43 | შეტყობინება # 2023
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ორშაბათი, 15.04.2013, 16:52:12
 
suroდრო: ორშაბათი, 15.04.2013, 22:02:54 | შეტყობინება # 2024
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gelka72არსებობენ პოინტერზე მეტად უკეთესი ჯიშები რომლებიც ჯერ არც არიან საქართველოში ჯერ ჯერობით მრავლათ და, პოინტერს ყველა ასპექტში რომ ჯობნიან და აჯობებენ. 23
პირველ რიგში მეგობარო არ შეილება ასე მონადირე ჯიშების ერტმანეთან შედარება,პოინტერი იქნება სეტერი კურცჰარი დრათჰარი ბერტონი,ყველს თავისი დანიშნულება აქვს,აბ შენ რომელი ჯიში იცი რომ პოინტერს ჯობნის და რა წყაროებიდან რომელ კვლევებიდან ადასტურებ ამას,ჩვენთვის და საქრთველოსთვის მეტნაკლებად ცნობილი ჯიში რომელია მაინტერსებს მართლაც.
 
hunter78დრო: ორშაბათი, 22.04.2013, 17:49:46 | შეტყობინება # 2025
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლეკვის მშობლებს საბუთები რომ არ ქონდეს არადა ლეკვი ყველა სტანდარტში ჯდებოდეს პასპორტის აღების შანსი არსებობს?მადლობა წინასწარ
 
suroდრო: ორშაბათი, 22.04.2013, 22:27:54 | შეტყობინება # 2026
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
magrana, რა ხნისა და საერტოდ ფრინველი ყავს ნანახი ან თუ აკეთებს ნაბულს?როგორი რეაქცია აქვს თოფის ხმაზე?თუ შეილება დეტალურად დაწეროთ,გირჩევთ ჯერ ფრინველი აჩვენოთ და ნაბული კარგად გამყარებინოდ,პირველ ეტაპზე არ საჯირო თოფის გასროლა,მატავარია ფრინველის მიმარტ ლტოლვა ქონდეს და ნაბული მაყარი,ამოაყვანინე რამოდენიმე ფრინველი და ეგრედ წოდებული სტარტოვკით მიაჩვიე ხმას როცა ამოფრენს ცოტა მოშორებით ვინმემ სტარტოვკა გაისროლოს და ესე რამოდენიმე ვარჯიში ჯირდება.ალბათ შემოვლენ უფრო კომპეტენტური ხალხი ამ აკითხში და გაგიზიარებენ აზრს 167
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 02.05.2013, 11:18:57 | შეტყობინება # 2027
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პოინტერის მუშაობის სტანდარტი(ამონაწერი მეძებარი ძაღლების გამოცდის FCI წესებიდან) პოინტერის ნებისმიერი თვისება ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს; ჟინიანად და ლამაზად ეძებოს ფრინველი. მისი მოძრაობის სიმსუბუქე და მოხდენილობა უზრუნველყოფს თავისუფალ, სწრაფ სირბილს თანაბრი რიტმით. ნავარდისას ზურგის ხაზი მიწის პარალელურია. კისერი გაჭიმულია და შესამჩნევადაა აწეული ბეჭებს ზევით. თავი დააქვს ზურგის ხაზის ზევით, დრუნჩი ოდნავ აწეულია. ის ყურადღებით ათვალიერებს მინდორს, რათა ეს მინდორი გონივრულად გამოიყენოს და თავისი სამონადირეო აზარტის სრული რეალიზება მოახდინოს. წინა კიდურები, რაც შეიძლება შორს და წინ უნდა ეხებოდეს მიწას. ის ამ კიდურებს ისვრის თითქმის ჰორიზონტალურად, რაც მაქსიმალურად გრძელი ნახტომის საშუალებას იძლევა. მოძრაობა(სვლა) გაშლილი, თავისუფალი და ჰარმონიული. გვერდიდან შეხედვისას კარგად ჩანს, თუ როგორ ოდნავ ქანაობს კორპუსი, მაგრამ ზურგის ხაზი რჩება სწორი და გაჭიმული, ხოლო გავა ჯერ მოძრაობს ქვევით და შემდგომ ზამბარასავით იჭიმება, როდესაც უკანა კიდურებს მძლავრი მოძარობით ისვრის, რაშ შეიძლება უკან და შორს. კუდს ატარებს გავის დონეზე, არასოდეს არ წევს ზემოთ და ნავადრის დროს ოდნავ უძაგძაგებს ზემოთ-ქვემოთ. ეძებს ქარის(ნიავის) მიმართულების გათვალისწინებით, ფლობს ფართო და სწორი(დამოკიდებულია ადგილმდებარეობის თავისებურებაზე) ძებნის მანერას. ნაბული: იყნოსავს რა ფრინველს, ის გაბედული, მტიკიცე და სწრაფი ნაბიჯით მიდის ქარის(ნიავის) საწინააღმდეგო მიმართულებით და თითქოს უხილავ წინაღობას გადააწყდაო, მოულოდნელად დგება ნაბულზე. ნაბულზე მდგომი ნატიფ ქანდაკებასავით გამოიყურება-კისერი გაჭიმულია, თავი აგრძელებს ზურგის ხაზს ან უჭირავს მის ზევით, დრუნჩი ჰორიზონტალურადაა ან აწეულია, ნესტოები გაფართოვებული, გამოხედვა ცეცხლოვანი, ყურები მაქსიმალურად აწეული, დაძაბული კუნთები მკაფიოდაა გამოკვეთილი, ერთ-ერთი წინა თათი ხშირად მიკრული აქვს მკერდზე, უკანა კიდურები ძალიან უკან აქვს გადგმული. თუ ფრინველი ცდილობს გაქცევას, პოინტერი კიდევ უფრო იძაბება და დრუნჩს წევს მაღლა, რათა არ დაკარგოს ფრინველის სუნი. როდესაც ძაღლი, სწრაფი მოძრაობისას, მოულოდნელად დგება ნაბულზე, მისაღებია ნაბულის ნებისმიერი სხვა მანერა, მხოლოდ იმ პირობით, რომ დრუნჩს დაიჭერს მაღლა, ფრინველის მიმართულებით. ერთადერთი დაწოლილი ნაბულის შეფასება არ შეიძლება დადებითად. მიტანება აქვს ან სწრაფი და გაბედული, ან ეს მიტანება ჯიშისთვის დამახასიათებელ ხანმოკლე ნაბულების ერთობლიობას წარმოადგენს. სეკუნდირების დროს, როდესაც ძაღლი თავის მეწყვილეს ნაბულზე მდგარს ხედავს, თვითონაც ისეთივე მყარ ნაბულზე უნდა დადგეს. (თარგმნა ლერი ახმეტელმა)

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - შაბათი, 04.05.2013, 20:23:31
 
მამუკადრო: კვირა, 05.05.2013, 23:31:39 | შეტყობინება # 2028
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ჩემი შეგირდია არაქვს არანაირი პასპორტი, მაგრამ არის კარგი მონადირე.მაინტერესებს ვისაც დიდი გამოცდილება აქვს ამ ჯიშებში როგორ შემიფასებთ.
 
77777დრო: შაბათი, 11.05.2013, 01:02:11 | შეტყობინება # 2029
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს მყავდა როქსი ქარის მიუხედავად კმაყოფილი ვარ უკვე დიდი იმედი მაქვს სეზონ მომზადებული დავხვდებით! 10

77777 i.tsirekidze
 
suroდრო: შაბათი, 11.05.2013, 15:35:18 | შეტყობინება # 2030
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მამუკა, მართალია რომ ფოტოთი ძაღლის შეფასება არაკორექტურია,ფოტოზე რაც ჩანს ტიპიური პოინტერია,როგორც dandala-ამ აღნიშნა ცოტა მკერდის სიღრმე აკლია,ან შეილება ნაკლები ვარჯიშები უწევს და მაგიტომა ცოტა გაუნვიტარებული მკერდი,სხვა დანარჩენი გისურვებთ წარმატებებს,და მეგობრული რჩევა დარიგებას მოქცემ რომ აწი თუ აიყვან კარგი გენელოგის მქონე ლეკვი აიყვანო 167
 
giohunt1982დრო: შაბათი, 11.05.2013, 17:05:51 | შეტყობინება # 2031
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
"პოინტერი ნადირობისას". ჩემი აზრით, ძაღლი პირობითად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი სახით:მისი თავი გაყოფილია ორ ნახევარსფეროდ, რომელთა აქტიურობა გამოიხატება: -სირბილის სურვილით, -ნადირობის სურვილით. თუკი სირბილის სურვილი ჭარბობს ნადირობის სურვილს, მაშინ ძაღლი დიდხანს დარბის დაოთხილი შორ მანძილზე, მაგრამ ის არ ნადირობს. და პირიქით, თუ ნადირობის სურვილი ჭარბობს სირბილის სურვილს, მაშინ ძაღლი მონადირის გარშემო მიწაში ჩარგული ცხვირით ტრიალებს და ამუშავებს ფრინველის ყოფნის ნებისმიერ შესაძლო ადგილს. იდეალურად ითვლება, ამ ორი ნახევარსფეროს ჰარმონიული წონასწორობა. ეს წონასწორობა ყოველთვის იდეალურად არ არის ბალანსირებული. ძაღლის მოძრაობა დაკავშირებული უნდა იყოს ფრინველის ძებნასთან. ბევრი ძაღლი დარბის, მაგრამ არასაკმარისად აქვთ გულისყური მიმართული ნადირობისკენ. როდესაც ძაღლს აიძულებენ ისეთ მინდორში ირბინოს, სადაც ფრინველი არ არის, მას ნადირობის ინსტიქტი არ განუვითარდება. თუ ძაღლს გამუდმებით არ აიძულებენ გამოავლინოს ნადირობის ინსტინქტი, მაშინ ასეთი ინსტინქტი თანდათან გაქრება და ძაღლი მხოლოდ სირბილზე დაიწყებს ფიქრს, ანუ დიდი სისწრაფით, ყნოსვის გამოუყენებლად, ყოველგვარი ნადირობის გარეშე ნთქავს სივრცეს. შეჯიბრებაზე ძაღლი ყოვლეთვის იდეალურთან მიახლოვებულ პირობებშია, ნადირობისას კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ნადირობის დროს მან უნდა გამოავლინოს საზრიანობა, რათა გადალახოს ის წინაღობები, რომელსაც ის გადაეყრება, მაგალითად, ქარი-ძებნის მიმართულებით ან რთული რელიეფი. განსაკუთრებით დამახასიათებელი მაგალითია ძაღლის მუშაობა მთაში, სადაც მან თანაბრად უნდა გადაანაწილოს ფიზიკური დატვირთვები, ხანდახან ზურგის ქარიც გამოიყენოს, რომელიც ხშირად ქვევიდან უბერავს, ასევე ჰორიზონტალური მონაკვეთები ძალების ეკონომიის მიზნით. ჩემი აზრით, საზრიანობა პირველხარისხოვანი თვისებაა, რადგანაც იგი მეძებრის ყველა სხვა თვისებას ამაღლებს. ამგვარად, ახალგაზრდა ძაღლს ნადირობის ინსტინქტი სანადირო ფრინველის არსებობის შემთხვევაში უვითარდება. ძაღლი თავისი გონიერების წყალობით, წარმატებებისა და წარუმატებლობების შემდეგ იძენს იმას რასაც ჩვენ გამოცდილებას(ოსტატობას) ვუწოდებთ. მინდორში ყოველი ახალი გასვლა და ფრინველთან ყოველი შეხვედრა ახალგაზრდა ძაღლისთვის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს. და თუ ის არ პროგრესირებს, არ ჭკვიანდება, მაშინ ის სულელი ძაღლია, ასეთი ძაღლები კი საკმაოდ ბევრია. მონადირე ვალდებულია მიეხმაროს ძაღლს გამოცდილების შეძენაში, მიმართოს მისი ძებნა დამახასიათებელ ადგილებში, სადაც ის სანადირო ფრინველს შეხვდება. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ ხორბლის ნათესებში გნოლის სიმჭიდროვე უფრო მეტია მინდვრების განაპირას და შეჯიბრების მსვლელობისას კი ვამჩნევ რომ ბევრი ძაღლი სწორედ იმ დარჩენილ 30 მეტრს გამოტოვებს ხოლმე, რადგანაც გეშვისას მათ ასეთ ადგილებს არ ამუშავებინებდნენ. ნადირობის ინსტინქტის შემდეგ პოინტერის მთავარი იარაღის-ყნოსვის შესახებ ვისაუბროთ. პოინტერის ყნოსვა-ეს არის ბრწყინვალე რადარი, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს უმცირესი სუნი, მე ვიტყოდი ფრინველის სუნის მოლეკულები. მე ვთვლი, რომ ყველა ძაღლს აქვს ყნოსვა, მაგრამ მათგან სულ მცირე ნაწილს აქვს ფრინველის სუნის ანალიზის უნარი, რაც გამოწვეულია ან ამ სუნის არასაკმარისი ძალით, ან გონიერების უქონლობით. ამასთან აუცილებელია ფრინველის სუნი ძაღლმა თვით ფრინველს დაუკავშიროს. ზოგიერთი პოინტერი მშვენივრად ახერხებს საკუთარი ყნოსვის ადაპტირებას ზაფხულის გვალვისადმი, მაშინ როდესაც, ყველამ იცის, რომ სუნი ნესტიან ჰაერში უკეთესად ვრცელდება. ასეთი ძაღლები განთქმულნი არიან და მათზე დიდი მოთხოვნილებაა ესპანეთში, კერძოდ კასტილიის პლატოებზე სანადიროდ. ნადირობა ძაღლისგან მრავალ თვისებას თხოულობს, განსაკუთრებით კი ერთერთ მათგანს, რომელსაც ვერ გამოავლენ შეჯიბრის დროს-გამძლეობას. მე ვთვლი, რომ ფრინველის ჟინიანი ძებნა გამძლეობის მამოძრავებლი ძალაა. მონადირეები დიდად აფასებენ მეძებარს, რომელიც ცივი, გადუღებელი წვიმის დროს რამდენიმე საათი გაუჩერებლად ნადირობს. ეს არის ამ ჟინის ნაყოფი, რომელიც აიძულებს თქვენს პოინტერს ეძებოს ჩიბუხა ყველაზე მძიმე ადგილებში. მნიშვნელოვანია და აუცილებელია თქვენი ახალგაზრდა პოინტერი ჩააყენოთ მძიმე და სხვადასხვაგვარ პირობებში, სასურველია დედასთან ერთად. დედა იქნება მისთვის მაგალითი, ის აჩვენებს მას სანადირო ფრინველს და თუ მას გონიერება ეყოფა, სწრაფად მიხვდება, რომ ფრინველის საპოვნელად საჭიროა ამ სირთულეების გადალახვა. პოინტერის ჩიბუხაზე გეშვის დროს სწავლების ასეთ მეთოდიკას მე ვთვლი, როგორც ძირითადს. რათქმაუნდა, ეს ფრინველი შეიძლება შეგვხვდეს სრულიად განსხვავებულ ბიოტოპში, ზოგან რთულ, ზოგან კი ადვილ ადგილებში. გეშვისას ასეთი რთული პირობების შექმნის გარეშე, შემდგომში ძაღლი არ იმუშავებს მძიმე ადგილებში. ნადირობისას კი უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი გულდასაწყვეტია მოუჩხრეკავი, გამოტოვებული ადგილები. საერთაშორისო პოინტერკლუბის პრეზიდენტი ჟან კლოდ დარიბადი.(თარგმანი ლერი ახმეტელის)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
valerikaდრო: კვირა, 12.05.2013, 01:51:39 | შეტყობინება # 2032
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, 10

....
 
dato535დრო: შაბათი, 18.05.2013, 15:38:41 | შეტყობინება # 2033
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 63
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მყავს შნეპის შვილი, ევროპის ჩეპიონის, კითხვა მაქვს თქვენთან მონადირეებო) ახლა 2 თვის არის მინდორში ვარჯიში როდის უნდა დავუწყო?
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 20.05.2013, 11:23:27 | შეტყობინება # 2034
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (dato535)
ნუსხაში წერია რომ აქვს აღებული პირველი მეორე და მესამე ხარისხის დიპლომი) ფრიადი)

ეს, არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის ჩემპიონია ძაღლი. ასე, რომ ტყუილიც შეიძლება არაფერია მანდ.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
dato535დრო: ორშაბათი, 20.05.2013, 12:22:25 | შეტყობინება # 2035
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 63
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე როგორც მითხრეს ამ ძაღლს აქვს მხოლოდ პირველი ხარისხის დიპლომი საქართველოში. მე ვეძებდი საუკეთესო სისხლის პოინტერს) იმედია არ შევცდი არჩევანში
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 20.05.2013, 12:37:02 | შეტყობინება # 2036
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dato535, არა, ნამდვილად არ შემცდარხართ!!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
dato535დრო: ორშაბათი, 20.05.2013, 13:13:37 | შეტყობინება # 2037
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 63
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მადლობთ ასევე თქვენც წარმატებები)
 
BGდრო: ხუთშაბათი, 23.05.2013, 20:01:21 | შეტყობინება # 2038
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პოინტერი მინდვრის მეფეა! წყალში დათხარი :) დრათჰაარი და არა დათხარი

B. Gumbaridze

შეტყობინება დაამუშავა BG - ხუთშაბათი, 23.05.2013, 20:02:16
 
giohunt1982დრო: კვირა, 02.06.2013, 19:48:55 | შეტყობინება # 2039
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თემა გასუფთავებულია! შეგახსენებთ, რომ ძაღლის მკურნალობაზე, მოვლაზე, დაგეშვაზე და ა.შ. არის სათანადო თემები.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
landiaდრო: შაბათი, 22.06.2013, 22:18:21 | შეტყობინება # 2040
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს



ბევრი ფიქრის შედეგად არჩევანი ამ მშვენიერ არსებაზე გავაკეთე მაინც

დამატებულია (22.06.2013, 21:18:21)
---------------------------------------------
3 თვის და 1 კვირისაა


თ.მაჭარაძე
 
avtandilდრო: კვირა, 23.06.2013, 00:11:17 | შეტყობინება # 2041
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, პირველ რიგში გილოცავ მეგობარო... 166 რა დაგიჯდა თუ საიდუმლო არაა და საბუთები თუ აქვს წესრიგში?

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
landiaდრო: კვირა, 23.06.2013, 00:28:42 | შეტყობინება # 2042
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil, დიდი მადლობელი ვარ მეგობარო გაიხარე.საბუები ყველაპერი წესრიგში აქ საკმაოდ კარგი სისხლის არს ბაონი გოგი ანდრონიკაშვილის შნეპის ქალიშვილია :)ფასზე პირადში ვილაპარაკოთ gimili

თ.მაჭარაძე
 
landiaდრო: ორშაბათი, 24.06.2013, 01:21:40 | შეტყობინება # 2043
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სახელი ამრამახსოვს პასპორთიტიც არგაგვიკეტებია კახა კობალაძეს ძუა დედა

თ.მაჭარაძე
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 27.06.2013, 12:01:47 | შეტყობინება # 2044
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


აი, პოინტერი!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ლაშა86დრო: შაბათი, 29.06.2013, 13:50:39 | შეტყობინება # 2045
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნამდვილად კარგი პოინტერია. მალადეც "როკი" 10 მალადეც ენუ

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
sabjekდრო: შაბათი, 13.07.2013, 19:01:25 | შეტყობინება # 2046
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი პოინტერი (ხვადი) 6 თვის ხდება 27 ივლისს. 27 ივნისს ავუყვანე დამგეშავს ოქროყანაში (უბრალოდ მე არც დრო მაქვს და რადგანაც, ლეკვი კარგი შთამომავლობისაა, ვამჯობინე პროფესიონალთან მიმეყვანა). დღეს, ანუ 2 კვირისთავზე ავაკითხე. ბრძანებებს ასე თუ ისე ასრულებს. მინდორში გავედით "პადსადნოი" მწყერით. 3,5 თვის იყო ზღვაზე, რომ ნაბული გააკეთა. ეხლა სასწაული მიტანება მაჩვენა.
დამგეშავმა ძალიან აქო. ასე პატარა ასიკის და ასე მუშაობდეს, იშვიათად მინახავსო, ყნოსვაც ძლიერი აქვსო და აზარტიც.
თფუ, თფუ, თფუ.
მომილოცეთ ბიჭებო 10


kakhi
 
gabelashvili852დრო: შაბათი, 20.07.2013, 15:31:49 | შეტყობინება # 2047
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ხნის არის ეხლა?

დამატებულია (20.07.2013, 14:31:49)
---------------------------------------------
sabjek, და რამდენი დაგიჯდა ეგ სიამუვნება


შ გაბელაშვილი
 
sabjekდრო: შაბათი, 20.07.2013, 20:31:09 | შეტყობინება # 2048
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
27 -ში ხდება 6 თვის. მართლა ლეკვია, მაგრამ ძალიან გონიერია და თვითონ მწვრთნელმაც აღნიშნა, ამ ასაკის ძაღლის ასეთი ინტერესით მუშაობა იშვიათიაო.
კვებიანად დამიჯდა 450 ლარი. მიჯდება უფრო სწორედ. 30-40 დღე მითხრა ამ ფასში, თუმცა 40 დღე არ უნდა ამას 30 ეყოფაო და მომავალ შაბათს უნდა წამოვიყვანო, თუმცა ვიმეორებ, რომ ის ამბობს, რომ ყველაფერი არის საფუძვლები და მერე უკვე პატრონმა უნდა გააგრძელოს. აპორტირებაზე კატეგორიული უარი მითხრა - 2 წლამდე ლაბრადორის და სპანიელის გარდაო, აპორტირება სტანდარტით დაშვებული არ არისო, ძაღლი ფუჭდებაო, კბილი და ა.შ. პოინტერს კი საერთოდ აპორტირებაზე არ ღლიან.
მადლობა ბიჭებო.
ერთ კვირაში სურათებსაც დავაგდებ.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძაღლი გამხდარი დამხვდა. ბევრმა თქვა ამ კაცზე, რომ ძალიან მოუვლელ ზაღლს ცაგაბარებს უკან, მაგრამ მაგრად მომუშავესო. ალბათ თავის მეთოდები აქვს

დამატებულია (20.07.2013, 19:31:09)
---------------------------------------------
landia
კარგი ძაღლი გყავს მეგობარო, აწი შენზეა


kakhi
 
landiaდრო: შაბათი, 20.07.2013, 22:53:49 | შეტყობინება # 2049
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek, დიდი მადლობა მეგობარო და სად ნახე ჩემი ფერარი :)

დამატებულია (20.07.2013, 21:53:49)
---------------------------------------------
ელემენტარული რაგაცეები კი იცის დამჯერე არის ძან აპორირება იცის კარგად და ეგ მართლა არგამიგია არავისგან ტყის ქათამს როჩამოაგდებ ჯაგებში შენუნდა შეძვრა თყ რაგითხრა?მაგტო მინდა ძაღლი რო მიუდგომელი ადგილიდან გამომიტანოს და მასიამოვნოს მიტო უვლი ესე :) აბა დაჭრის მწყერს თუდაუწყე ზდევდა და ჩემმა ძაგლმა დაჯდა და მიყურა ხო გაუხექე თავი :)) გაარკვიე მეგობარო მაგ აპორის საქმე მე ზუსტად ვერაპერს დამიჩემებ მაგრამარამგონია მასე იყოს, ა სურატებიდან ნახე ჩემი გოგო ზემოთ როდევს 23


თ.მაჭარაძე

შეტყობინება დაამუშავა landia - შაბათი, 20.07.2013, 22:55:55
 
sabjekდრო: შაბათი, 20.07.2013, 23:48:20 | შეტყობინება # 2050
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აპორტს ყველა აკეთებეინებს, უბრალოდ სტანდარტი არ არისო ასე მითხრა. 2 წლამდეო. ეს მეც გამიკვირდა. უარი მითხრა სწავლაზე. პირობა მომცა, რომ ბრძანების გარეშე არ ააფრენს და არ გაეკიდება, მხოლოდ სროლის ხმის მიჩვევისას აფრენილზე მივაჩვევო და 3-4 ნაბიჯს გაეკიდებაო თავიდან, ოღონდ შენ რო ჩაგაბარებ იმ დროისათვის ძირს უნდა ვარდებოდესო და შენც უნდა გააგრძელო მისი ვარჯიშიო. წლევანდელ სეზონზე 5-6 მწყრის მოკვლა და ჰაიდა სახლში, რომ არ გადაიღალოსო. ეს მეც ვიცოდი. ასე, რომ სამუშაო მაინც ბევრი რჩება. მთავარია, 2 კვირისთავზე რო ავედი სასტვენის ხმაზე იცვლიდა ლეკვი მიმართულებებს და ზიგზაგებით დარბოდა, დაწოლა არ მოსწონდა, მაგრამ წვებოდა და ასე შემდეგ.
ხოლო რაც შეეხება პოინტერებს, ცნობილი ფაქტია, რომ აპორტისთვის მეორე ძაღლი დაყავდათ ოღონდ არა საქართველოში 069
ხო, ძირითადა ლეკვობიდან იწყებენო კბილის დარტყმას და მერე გადაჩვეული, მაინც ნე ტოაო, რა


kakhi

შეტყობინება დაამუშავა sabjek - შაბათი, 20.07.2013, 23:53:49
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » პოინტერი
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика