17:53:00
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » ირლანდიური სეტერი (ირლანდიური სეტერის დახასიათება)
ირლანდიური სეტერი
giorgi1998დრო: პარასკევი, 24.04.2015, 19:42:02 | შეტყობინება # 301
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, საგვარეულო აქვს? ირლანდიურები კი მუშაობენ იხვზე კარგად მაგრამ მინდორში რა შედეგებიაქვთ ეგაა საინტერესო(საქართველოს ვგულისხმობ) ამ ჯიშს მართლაც ჩავარდნა აქვს საველეს მხრივ გამოფენებზე კი გამოყავთ მაგრამ საველეზე არა.და იხვზე ნადირობითაც ვერ გავიგებთ ძაღლის სამონადირეო თვისებებს.

ნადირობა
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 24.04.2015, 19:51:48 | შეტყობინება # 302
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამოფენაზეც გასულ წელს ერთი ზრდასრული ხვადი იყო და ერთი ლეკვი. ირლანდიურებში სერიოზული ცავარდნა აქვს ქარტულ სანადირო მეძაღლეობას. საქართველოში მაქსიმუმ 15 სუფთა სისხლის საგვარეულოს მქონე ირლანდიური თუ იქნება, აქედან 3 ჩამოყვანილია. 1 ხვადი უკრაინიდან, ქობულეთში ყავთ. ერთი ძუ მე მყავს და ერთი ხვადი ბათუმში ყავს მიშა ბოგვერაძეს. ორივემ სერგო შაგინოვისგან წამოვიყვანეთ, თუმცა ეს სიტუაციას ვერ შეცვლის სამწუხაროდ. აღარავის აღარ უნდა ეს ჯიში, ევროპაშიც დეფიციტია, ძირიტადად შოუ ხაზებია და სანადირო ხაზები მხოლოდ რამდენიმე საშენში დარჩა. აქამდე შეინარჩუნეს ყველაზე კარგი ხაზები, იტალიელებმა ფრანგებმა და გერმანელებმა.

დამატებულია (24.04.2015, 18:51:48)
---------------------------------------------
საველეზეც შესაბამისად არ გამოდიან ვისაც ყავს სუფთა სისხლის, ცოტაა, რაც არის ძალიან ძველი სისხლია-განუახლებელი და კონკურენციას ვერ უწევენ სხვა მეძებრებს.


d.kakulia
 
giorgi1998დრო: პარასკევი, 24.04.2015, 20:03:11 | შეტყობინება # 303
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, მართალიხარ. კიდე რა ხდება ჩვენთან უმეტესობას გონია რომ ირლანდიური სეტერი არის მარტო იხვზე და ვსო. ესაა ყველაზე ცუდი რამ ამიტომაც არ აყავთ უმეტესობას ეს ჯიში და არჩევანს სხვა ჯიშებზე აკეთებენ..

დამატებულია (24.04.2015, 19:03:11)
---------------------------------------------
შაგინოვის სეტერი მრთლა მაგარია. მაგისი ხაზები წაადგება საქართველოს.


ნადირობა
 
bashiachukiდრო: პარასკევი, 24.04.2015, 21:11:33 | შეტყობინება # 304
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, ლევან შენგელიას ყავს კარგი ძუ(საგვარეულოთი), ექსტერიერითაც კარგია და ნადირობაზე აღარ ვსაუბრობ.სხვათაშორის გაიცანი რამოდენიმე ხნის წინ ე.წ."მაჩაბლის კლუბში". წელს გამოიყვანს საველე გამოცდაზე და იმედი მაქვს თავის სიტყვას იტყვის. სამი წელია მაგ ძაღლის ნადირობას ვუყურებ და მოხიბლული ვარ მისით(განსაკუთრებით ტყის ქათამზე).სამწუხაროდ, ხვადი ვერ ვნახეთ შესაჯვარებლად.

cercva
 
suroდრო: პარასკევი, 24.04.2015, 21:38:03 | შეტყობინება # 305
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bashiachuki, არის ბათუმში ხვადი,კარგ ძუზე დავრთავთ,უკრაინიდნა ეხლა კაკრას ჩამოყალიბდა და მზადა დასართავად ულამზესი ხვადია.
 
solomonდრო: პარასკევი, 24.04.2015, 21:40:25 | შეტყობინება # 306
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998, არა საბუთები სამწუხაროდ არააქვს, 7-8 წლის იქნება ეხლა, მწყერზე ნადირობაც მინახავს მაგ ძაღლის და მაგრად ნადირობს (საველე სტანდარტებს არ ვგულისხმობ) ნახულობს მაგრად, და მოაქვს, იმის მიუხედავად რო მაგ ბიჭისთვის ეგ პირველი ძაღლი არის, ეხლა აიყვანა ისევ ირლანდიურის ლეკვი თავისი ხვადი დართო ვიღაცის ძუს.
gagrinski, ქობულეთში ვის ყავს? მე რო ვამბობ ეგ ძაღლიც ქობულეთშია.
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 24.04.2015, 23:07:40 | შეტყობინება # 307
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სახელი და გვარი არ ვიცი, თუ გავარკვიე დავწერ. მე და მიშა ბოგვერაძის ძაღლები ჯერ პატარები არიან, 1 წლის გახდებიან მაისში. მე მაინც იმედი მაქვს რომ გამრავლდებიან ირლანდიურები ჩვენს ქვეყანაში და ძველ დიდებას დაიბრუნებენ.

ისე სიმართლე რომ გითხრა არაა არც ირლანდიურის და არც ინგლისურის საქმე იხვზე ნადირობა, შოტლანდიურს კიდევ გავიგებ მაგრამ ამ ორს არ ესაქმება არაფერი იხვზე, აი ჭაობის ფრინველზე არაჩვეულებრივები არიან.

დამატებულია (24.04.2015, 22:07:40)
---------------------------------------------
ვნახოთ მე და მიშას ძაღლები თუ ვერ ივარგებენ დიდ ავიაციაში გაუყვებიან ნადირობის გზას, თუ ივარგეს სპორტში მაშინ უბედნიერესი ვიქნები


d.kakulia
 
giorgi1998დრო: პარასკევი, 24.04.2015, 23:13:01 | შეტყობინება # 308
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski,
Quote solomon ()
ისე სიმართლე რომ გითხრა არაა არც ირლანდიურის და არც ინგლისურის საქმე იხვზე ნადირობა, შოტლანდიურს კიდევ გავიგებ მაგრამ ამ ორს არ ესაქმება არაფერი იხვზე, აი ჭაობის ფრინველზე არაჩვეულებრივები არიან.

გეთანხმები 1000%-ით სეტერის საქმეა მინდორი და არა იხვზე მუშაობა(სამივე სეტერს ვგულისხხმობ)

დამატებულია (24.04.2015, 22:13:01)
---------------------------------------------
gagrinski, გაქვს ახალი სურათი შენი ძაღლის? თუარ დაგეზარება რომ გვანახო.


ნადირობა

შეტყობინება დაამუშავა giorgi1998 - პარასკევი, 24.04.2015, 23:11:15
 
bashiachukiდრო: პარასკევი, 24.04.2015, 23:24:32 | შეტყობინება # 309
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ე.ი. იხვი მარტო დრათჰაარის არის?(მეძებრებზე ვსაუბრობ).

cercva
 
gagrinskiდრო: ხუთშაბათი, 14.05.2015, 10:26:59 | შეტყობინება # 310
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არამხოლოდ დრატჰარის, კურცჰარიც წარმატებით ართმევს თავს ამ საქმეს, რუსული სპანიელიც. სიმართლე თუ გინდა იხვის გამოსატანად არსებობს მშვენიერი ჯიში ლაბრადორი. მე უფრო იმას ვისურვებდი, დრატჰაარიც და კურცჰარიიც საქართველოში მარტო ფრინველზე არ იგეშებოდეს და მისი უნივერსალურობა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით დრატჰაარის.

ახალი სურათი არ მაქვს სამწუხაროდ. როცა მექნება დავდებ. ისე გეტყვი რომ ექსტერიერით გამორჩეული არაა და ეგ არც მადარდებს. მტავარია სწორი თანკბილვაა აქვს. უმთავრესია მინდორში მაჩვენოს თავი ისე როგორც მე მინდა. მოძუნძულე საკუთარი თავი მეზიზღება

დამატებულია (14.05.2015, 10:26:12)
---------------------------------------------

დამატებულია (14.05.2015, 10:26:59)
---------------------------------------------
ფრიდა ვაინჰაუსი და დაფნი, ყნოსვა ბევრად კარგი აქვს ამ პატარა მაიმუნს


d.kakulia
 
solomonდრო: ხუთშაბათი, 14.05.2015, 10:57:44 | შეტყობინება # 311
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, როგორც სპორტის არაფერი გამეგება, იმას თუარ ჩავთვლით რაც თქვენი პოსტები წავიკითხე, მაგრამ ირლანდიურის საქმე იხვი არააო ვერ დაგეთანხმებით, რათქმაუნდა მინდორში რო იფრენს ეგ უკეთესია მაგრამ გამძლეობა მაგ ძაღლებს აქვს იმისი რო გადაფრენაზე გვერდით გაგიჩერდეს და ნებისმიერ პირობებში იხვი მოგიტანოს, ინგლისურზე დაგეთანხმები სუსტია შედარებით, ჩემს ლავერაკს რო არ შეეძლო და კარავში დავტოვე მეგობრის ირლანდიურმა 7 ცალი ჩემი მოკლული იხვი მოიტანა როცა პატრონის ნანადირევის შეგროვებას მორჩა, გადაფრენიდან ნახ.სთ ველოდე ჩემამდე ძაღლი რო მოეყვანათ და მერე მივუთითე საით იყო იხვები და უკლებლივ ნახა.
აპორტირებაში ლაბრადორი უნიკალურია გეთანხმები მაგრამ სხვა ვერაფერ.. 15 წელი ტყე ტყე დავდივარ და გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა დრათჰაარზე და ირლანდიურზე უნივერსალი ძაღლი არ მგონია რომელიმე იყოს დასავლეთის პირობებში (საქართველოს ვგულისხმობ) gimili
 
gagrinskiდრო: ხუთშაბათი, 14.05.2015, 13:02:08 | შეტყობინება # 312
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon,

მეგობარო ისევ იგივე აზრზე ვარ და აგიხსნი თუ დაგაინტერესებს-მე გეთანხმები იმაში რომ ირლანდიურ სეტერს შეუძლია არაჩვეულებრივად მუშაობა წყალში და ჭაობიან ტერიტორიაზე, მაგრამ მისი უპირველესი დანიშნულებაა ფრინველის ნაბულიტ ამოყვანა და შენთვის მომზადებული სროლის მოცემის საშუალება. ყველა ადამიანი ინდვიდუალურად საზღვრავს როგორი ტიპის ნადირობისთვის გამოიყენოს საკუთარი მეძებარი, მაგრამ არ არის იხვის წყლიდან აპორტირება და გადაფრენის დროს შენს გვერდით ჯდომა მისი მთავარი ფუნქცია. არის ამისთვის რამდენიმე ჯიში რომელიც 100-ჯერ ბევრად კარგად აკეთებს ამ საქმეს. იხვის წყლიდან გამოტანა რომ სეტერების საქმე იყოს მაშინ შესაბამისად ამ დისციპლინაშიც იქნებოდა საველე.

ირლანდიურის სილამაზე არის მინდორი და ჭაობი- და ეს გასაკვირიც არაა თუ გავიტვალისწინებთ ქვეყანას სადაც ეს ჯიში წარმოიშვა. მაგრამ ისევ ვიმეორებ ვისაც როგორ უნდა ისე გამოიყენებს თავის მეძებარს.

სპორტი კიდევ ცალკე თემაა, იქამდე ბევრი გვიკლია და ძალიან ბევრი შრომა უნდა ჩავდოთ, რესურსი რომ რარაცას მივაღწიოთ. ჩემი პირველი ამოცანაა ჯერ-ჯერობით საველე გამოცდებზე დავაბრუნო ირლანდიური როგორც ჯიში!

ინგლისურს რაც შეეხება თუ გინდა იხვის გამოტანა ისწავლოს ერთ მეთოდზე მოგიყვები რომელსაც წარმატებით იყენებენ უკრაინაში-პატარა გუბეში სიღრმე 1 მეტრი ან ნაკლები, სიგრძე სიგანე 10-20ზე დაახლოებით გეუბნები ჩასვი იხვი ფრთებ დაჭრილი, იხვი ეგრევე გუბის ცენტრში გაცურავს, ძაღლისთვის ის გამაღიზიანებელია თან ძალიან დიდი, რამდენიმე წრეს დაარტყამს მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შევა წყალში და ეცდება მის დაჭერას. ამას რომ კარგად დაამურამებს და რამდენჯერმე გააკეთებს, მერე უფრო დიდ წყალტან გადაინაცვლე და იგივე გააკეთე ოღონდ პირველად რომ შევა და წავა იხვისკენ ესროლე ფრინველს, აზარტი თავისას იზამს და გამოიტანს ნადავლს რომელსაც ცათვლის რომ დამსახურებულად მოიპოვა gimili აბა წარმატებები


d.kakulia
 
solomonდრო: ხუთშაბათი, 14.05.2015, 14:02:37 | შეტყობინება # 313
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, გეთანხმები ყველაფერში მე უბრალოდ ის ვთქვი რო ამ ძაღლებს შეუძლიათ ღთულ პირობებში იხვზე ნადირობა და იხვზე ნადირობისას უპირველესი ამოცანაა აპორტირება.

ინგლისური მყავს ძუ, უბრალოდ რთულ პირობებში მეორე დღეს ვეღარ შეძლო პირველი დღე ჩვეულებრივად და მერე შეცივდა თორე, დავიფიცებ გასულ წელს 90 ცალამდე ხარაზული ავიყვანე და იხვი არ დამიკარგავს, თან ისეთ ადგილებში ყოველ მეორეზე მაინც უწევდა შეცურვა. შუადღის მერე რო წავიდოდი საღამოს გადაფრენამდე და სახლში ვბუნდებოდი და თბილად დაწვებოდა ჩვეულებრივად მეორე დღეს იგივეს ასრულებდა, 3 დღით რო წავედი კარავში იქ დაიბრიდა ლამის, მე ვსაუბრობ გამძლეობაზე და სანადირო პირობებზე სად და როგორაც მე მიწევს ნადირობა, ამიტომ ამყავს დრათჰაარი.
შენ რაზეც საუბრობ ყველა იმ პოსტებში რასაც გულმოდგინედ ვკითხულობ მესმის მე, ოღონდ მე ქობულეთში არ მაქვს პირობა დიდ ძებნაზე და სხვადსხავ სტანდარტებზე ძაღლი ვავარჯიშო, დაჯე ეხლა შემოვიარე ტერიტორიები და მინდორი ვერ ვნახე გაზაფხულის მწყერზე ძაღლი გამეხალისებინა ყველაფერი გადახნულია და სიმინდი ითესება სად უნდა ვინადირო სეზონზე არ ვიცი.. ჩვენთან შეიძლება მარტივად შემოიფარგლო, ძაღლი კარგად გიჯერებდეს, აკეთებდეს ნაბულს, არ მიზდევდეს, გადაფრენაზე გვერდით გედგეს, მოქონდეს და ასე შემდეგ, რასაც ჩემი გაზრდილი ძაღლი თამამად ვიტყვი 100% მისრულებს.
ეხლა საბუთიანი ძაღლის აყვანას ვაპირებ, თუ შევძელი და საველე სტანტარტების მიხედვით დავგეშე სიამოვნებით ვიქნები ერთ ერთი ვინც რეგიონიდან ჩამოვა საველეზე. წაკითხულს ნანახი ჯობია და რამეს ვისწავლი უკეთესობისკენ!


შეტყობინება დაამუშავა solomon - ხუთშაბათი, 14.05.2015, 14:03:59
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 15.05.2015, 12:25:56 | შეტყობინება # 314
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვიცი დასავლეთის პირობები, ფოთში ვცხოვრობდი საკმაოდ დიდხანს. საგვარეულოს მქონე ლეკვს თუ გაზრდი მაგაზე კარგს არაფერს იზამ. აბა წარმატებები.

დამატებულია (15.05.2015, 12:19:05)
---------------------------------------------
ფოტოები ფრიდას ვარჯიშებიდან

დამატებულია (15.05.2015, 12:21:22)
---------------------------------------------
სხვადასხვა რაკურსით

დამატებულია (15.05.2015, 12:23:21)
---------------------------------------------
ვნახოთ რა გამოვა ამ მაიმუნისგან

დამატებულია (15.05.2015, 12:24:57)
---------------------------------------------
ესეც სეკუნდირება

დამატებულია (15.05.2015, 12:25:56)
---------------------------------------------
დასასრული



d.kakulia
 
hunter_budaდრო: პარასკევი, 15.05.2015, 12:58:04 | შეტყობინება # 315
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 515
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი ირლანდიურია 166

მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 15.05.2015, 13:12:30 | შეტყობინება # 316
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
hunter_buda,

მადლობა, მაგრამ ჯერ კარგი არ ეთქმის, უნდა მოინდომოს რომ სიტყვა კარგი დაიმსახუროს. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს


d.kakulia
 
jorjoდრო: შაბათი, 19.12.2015, 17:04:59 | შეტყობინება # 317
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მეგობრებო.

მყავს ამ ულამაზესი ჯიშის ძუ საგვარეულო ნუსხით. ვეძებ ხვადს შესაჯვარებლად ასევე საგვარეულო ნუსხით თუ არსებობს ასეთი საქართველოში 23
 
gagrinskiდრო: კვირა, 20.12.2015, 01:49:04 | შეტყობინება # 318
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხვადი 2 ვიცი და ორივე დასავლეთში ყავთ. ერთი უკრაინიდან ჩამოყვანილია, ერთი კიდევ ბათუმში რომელიც ყავთ ჩემი ძაღლის ძმა არის მაგრამ ის პატარაა დასართველად წლის და 7 თვისაა, კლუბს მიმართე ოთხშაბათს სამთო ქიმიის შენობაში 12 საათიდან არიან, პირველ სართულზე. შენი ძაღლის წარმომავლობაზე დაწერე ორი სიტყვა

d.kakulia
 
jorjoდრო: შაბათი, 26.12.2015, 16:11:24 | შეტყობინება # 319
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski,

ზუსტად სამთო ქიმიაში ჩემი ძაღლის საგვარეულო ნუსხაც გაცემული მგონი. დედას ჯინა ერქვა დანარჩენი არ მახსოვს :)

მე-5 გვერდზე დევს ჩემი ძაღლის სურათი გიო ტყემალაძის ნიკით მაქ დადებული მარა იმის პაროლი დამავიწყდა და სხვა დავარეგისტრირე.

ჩემიც დასავლეთშია ზესტაფონში მამენტ იქეთ უფრო მაწყობს :)
 
გოჩა55დრო: კვირა, 27.12.2015, 19:12:12 | შეტყობინება # 320
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან მაგარი ძაღლებია და ჭკვიანები 166 166 166

გ.ჭელიძე
 
daviti911დრო: კვირა, 27.12.2015, 21:54:29 | შეტყობინება # 321
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
jorjo, ბათუმშია მაგარი ხვადი

Born to hunt
 
jorjoდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 16:58:07 | შეტყობინება # 322
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
daviti911,

Quote daviti911 ()
ბათუმშია მაგარი ხვადი


საკონტაქტო ინფო აქვს ვინმეს? :)
 
daviti911დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 21:47:35 | შეტყობინება # 323
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
jorjo, მე არ მაქვს მაგრამ ნადირობის დროს შემხვდა დედალიც ყავს და მამალიც ორივე მაგარია

Born to hunt
 
JULAKIDZE33დრო: სამშაბათი, 08.03.2016, 19:57:25 | შეტყობინება # 324
სერჟანტი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა კარგი ირლანდიურია,აი ეგაა ნამდვილი ირლანდიური სეტერი, თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიოტორიაზე ყავთ მაგარი ხვადი,აი პარლამენტის უკანა მხარეს რომელიგაცა ქვეყნის საელჩოა,თუარვცდები პოლონეთის და აი მაგ საელჩოს მოპირდაპირე სახლში ყავთ,რუსი წაწმომავლობის ქალი ასეირნებდა ხოლმე. ლეკვები ხოარ გყავს შემთხვევით?
 
მახო44დრო: სამშაბათი, 09.01.2018, 14:28:09 | შეტყობინება # 325
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ირლანდიური სეტერის ლეკვი მინდა,სუფთა სისხლის, თუ გყავთ ვინმეს შემეხმიანეთ. წინასწარ მადლობა. 453 453

მ.მელაძე
 
Soso46დრო: ორშაბათი, 14.12.2020, 21:43:07 | შეტყობინება # 326
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს "სიურპრიზი" მომიწყო ჩემმა წითელმა(ლედი). დილით გამოვედი გარეთ და მეზობლის დრათხართან იყო "ჟოსტკი ბუქსირით" ჩაბმული! არადა საქმროც არჩეული მყავდა უკვე!
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 18.12.2020, 07:25:58 | შეტყობინება # 327
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote Soso46 ()
"ჟოსტკი ბუქსირით

069


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » ფრინველზე მონადირე ძაღლები » ირლანდიური სეტერი (ირლანდიური სეტერის დახასიათება)
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика