20:11:33
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » პნევმატური იარაღი » პნევმატური იარაღები
პნევმატური იარაღები
პედიატრიდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 14:04:30 | შეტყობინება # 901
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო მართლა, აქ შეიძინე თუ გამოიწერე?
 
smekosmekoდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 14:10:02 | შეტყობინება # 902
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, უკვე გეტყვი რომ ეგ ნიტრო პცპ-ს ჩამოუვარდება :) მაგრამ ცუდი ნამდვილად არაა. ნუ ძალა კისრამდე ყოფნის 50 მეტრში სკვაზნოიზე რომ გავიდეს. ქედანზე და მისნაირებზე მისწრებაა.

დამატებულია (08.10.2013, 13:10:02)
---------------------------------------------
პედიატრი, აქ შევიძინე (http://iaragi.ge). გამოწერაც შეიძლება უბრალოდ ეგ ადამიანი ჩემი ნაცნობია, პირდაპირ კროსმანის ქარხნიდან ჩამოაქვს პროდუქცია და გაცილებით დახვეწილია ვიდრე ამაზონის (დეკონვერსაციაც კი არ სჭირდება ისეთი სუფთაა შიგნით)

 
marsiდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 14:18:14 | შეტყობინება # 903
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, ნადირობა ხორცის მოპოვებაც არის, აბა უბრალოდ ცოცხალი არსების მხოლოდ ხოცვა ჟლეტა ხოარ მოგვანიჭებს კაცს სიამოვნებას? მე ნანადირევი ძაან მიყვარს და არ დაგავიწყდეს რომ ნადირობა ადამიანის უძველესი ხელობაა და სწორედაც რომ ხორცის მოპოვების მიზნით

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
smekosmekoდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 15:02:46 | შეტყობინება # 904
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, მაგაშიც მართალი ხარ, მაგრამ ბრაკონიერული "ხორცი" სხვანაერად უნდა გამოვყოთ ოღონდ თორე გაუხარდათ მემანოკეებს :D

დამატებულია (08.10.2013, 14:02:46)
---------------------------------------------
ასევე გთავაზობთ ჩემს ზდპ სისტემის პნევმატურ იარაღს. ეს არის weihrauch 35 მწარმოებელი გერმანია. წელი: 1959 ;) აქვს ყველაფერი ქარხნული, მანჟეტიც კი (ნუ ძაან მაგარი ხარისხია და არ ფუჭდება თითქმის არასოდეს ეგ ფიშტოები)





აქვს ლულის ჩამკეტი რასაც ძალიან დიდ პლიუსად ვთვლი, ხელის ლულაზე შემთხვევით მირტყმის ან რაიმე საგანზე მიტყმის შედეგად ლულა არ გადაიხსნება. ლულაში არის 12 ნარეზი, ლულის დასასრულს ანუ ტყვიის ლულიდან დატოვების ადგილი არის იდეალურად დამუშავებული. აქვს რეგულირებადი სასხლეტიი, რომლის სიმძიმე ძალიან ადვილად რეგულირდება. კაკლის კონდახი. გარე სამიზნე თურქულების მსგავსად პლასტმასის არაა, არის მეტალის და კარგი დასამიზნებელია, დისკომფორტს არ ქმნის. რელსი ოპტიკისთვის არის 11მმ, მერცხლის კუდი. მეორე დიდი პლიუსი: საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი თოფის გაუსროლელად გაუვნებელყოფა შეიძლება, ანუ ლულას გადაწევ და სასხლეტს გამოკრავ./ არვიცი შეიძლება ეგეთი კროსმანებსაც ქონდეს. ტყვიის სიჩქარე მწარმოებლის განაცხადიდ 230 მ/წმ-ა მაგრამ რომელი ტყვიით ჩორტზნაეტ. (საშუალოდ სიმძიმის ტყვიებით მგონი) ძირითადი და ყველაზე უდიდესი პლიუსი: ეს არის სიზუსტე! მაგრამ ახლო მანძილზე, ესე 25 მეტრი.

 
marsiდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 16:20:56 | შეტყობინება # 905
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, კარგი იარაღია ბოლოშავებზე სატკაცუნოდ. ვაირაუხები მეც მაგრად მომწონს მარა უსაშველოდ დიდი ფასები აქ. პრინციპში რა ხარისხიც აქვთ ის ფასები აქვთ ესაა რო ჩვენ ვერ ვქაჩავთ იმდენს რა იარაღიც გვინდა

დამატებულია (08.10.2013, 15:08:25)
---------------------------------------------
პცპ სისტემის იარაღები აქვთ უძლიერესი და ბენჯამინმარაუდერს ბევრად ჯობს ჩემი აზრით

დამატებულია (08.10.2013, 15:08:51)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (08.10.2013, 15:10:38)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (08.10.2013, 15:11:01)
---------------------------------------------
თუარ ვცდები ესენი მაგნუმში 2600 ღირდა

დამატებულია (08.10.2013, 15:13:44)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (08.10.2013, 15:14:33)
---------------------------------------------
ისე მიზანში სასროლად მე რაც გამოვცადე ბაიკალის პნევმატურებიც არ არის ცუდი

დამატებულია (08.10.2013, 15:16:32)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (08.10.2013, 15:17:10)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (08.10.2013, 15:20:23)
---------------------------------------------
რას არ ნახავ კაცი ერთერთ ჩინურ ფორუმზე ვნახე ეს ხელთნაკეთი პცპ

დამატებულია (08.10.2013, 15:20:56)
---------------------------------------------
[img][/img]


საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
smekosmekoდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 17:13:44 | შეტყობინება # 906
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი მარადიორს ჯობს ნამდვილად. ფასები საშუალოდ 2500 ლარის ფასებში მერყეობს :) აქვს რამოდენიმე ჩემს ნაცნობს, ზალიან მაგარი რამეა. უზუსტესია, ნუ ძირითადად სპორტისთვის იყენებენ. სანადიროდ მარადიორი უკეთესია, ფინანსური კუთხითაც და ძაან დიდი სიზუსტეც არაა საჭირო ნადირობაში (3-4 მილიმეტრი)

დამატებულია (08.10.2013, 15:49:38)
---------------------------------------------
marsi, ამ weihrauch 35 სანადიროდ არ ვიყენებ. ამან ინადირა უკვე მისი წილი :D უკვე კლასიკად იქცა 54 წლისაა :) ხანდახან მიზანში ვისვრი ხოლმე. ძაან მაგარი სასხლეტი აქვს. ღირს ძვირი აბა რა weihrauch-ს ყველა მოდელი უნაკლო აქვს. ეგ weihrauch 35 ახალი გამოშვებების ფასი 550-650 ლარში მერყეობს. მყმარკეტზე იდო weihrauch 50 400 ლარად და ვერ ვიყიდე, მაგრად დამწყდა გული. 400 ლარს ხალხი ჰაცანის ზდპ-ებში იხდის.

დამატებულია (08.10.2013, 16:13:44)
---------------------------------------------
ამოვიღე ყუთიდან, ჯერ ერთხელაც არ გასროლილა. როცა გავტესტავ დავდებ ფოტოებს, ნუ კი ვიცი რა შედეგიც ექნება მაგრამ მაინც.

 
marsiდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 17:51:21 | შეტყობინება # 907
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, მაგარი ლამაზი ჩანს, მარა სანადიროდ ჩემი აზრით მაინც პცპ ჯობს, იმიტომ რომ მჭიდში 10 ტყვია გიდევს

დამატებულია (08.10.2013, 16:51:21)
---------------------------------------------
ისე ჩემი ჰაცანი მოდ 135 და დაჟე 95-იც უპრობლემოდ ატრიალებდნენ მელოტებს. ესაა რო გადატენილი სულ ვერ გექნება და წარამარა უნდა ტენო და მერე საშინლად მძიმე და უდიდესი უკუცემა აქ, მარა მაინც მქონდა დამუღამებული და უპრობლემოდ ვუბრახუნებდი დაახლოებით 80 მეტროში


საქართველოს გაუმარჯოს!!!

შეტყობინება დაამუშავა marsi - სამშაბათი, 08.10.2013, 17:51:56
 
smekosmekoდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 18:06:50 | შეტყობინება # 908
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, პცპ ყველანაერად ჯობს ამას. უბრალოდ ჰაერის ზამბარის პონტში ვიყიდე და მომწონს ეს დიზაინი. ახლო მანძილზე სანადიროდ კარგია :) ესე 50 მეტრამდე.
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 09.10.2013, 23:57:54 | შეტყობინება # 909
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi ეგ ჩინური თვითნაკეთი კროსმან 2400-ია გადაკეთებული(საკმაოდ ჩინურად)მგონი
ზრიჩილა აკეთებდა მულტიკომპს და არ გამოჩენილა კაი ხანია. არადა თითქმის დასრულებული ქონდა
 
tatoxoniდრო: ხუთშაბათი, 10.10.2013, 00:28:30 | შეტყობინება # 910
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაცი 300 ლარად რამე წესიერ პნევმატიკას შეიძენ? და თუ არის რამე ასეთი იარაღი მირჩიეთ რამე გამოცდილი ადამიანების რჩევა მჭირდება რამდენიმე ვნახე მაგრამ დამდენად გამოსადეგია არ ვიცი 1000559 1000559 1000559 1000559

ხონსკი
 
smekosmekoდრო: ხუთშაბათი, 10.10.2013, 19:57:44 | შეტყობინება # 911
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tatoxoni, ჯერ ის თქვი რისთვის გჭირდება? ანუ მიზანში სასროლად თუ გინდა ანუ ჯგუფების საკეთებლად, მაშინ 300 ლარად ვერ შეიძენ და მინ ამისათვის მინუმუმ 800 ლარი მაინც დაგჭირდება. თუ სანადიროდ გინდა მაშინ 300 ლარად შეიძენ მერად რაიმე კორსმანის მოდელს (კარგ მდგომარეობაში) რომელითაც თუ კარგი მსროლელი ხარ 50 მეტრში თავისუფლად ინადირებ ქედანის ხელა ობიექტებზე. ტექნოლოგია დაიხვეწა და ეცადე შეიძინე ჰაერის ზამბარიანი პნევმატიკა, ზდპ. ანუ პრუჟუნის მაგივრად სხვა მექანიზმნი აქვს, რომელიც იძლევა 70% უფრო დაბალ ხმას და 30% უფრო ნაკლებ უკუცემას. აი თუნდაც ის მოდელი რომლის ფოტოც მე დავდე ზევით. ბენჯამინ ტიტან ნიტრო.

დამატებულია (10.10.2013, 18:50:39)
---------------------------------------------
ისე რომ ვიცოდეთ კროსმანი რას წარმოადგენს. კროსმანი არის ამერიკული ფირმა, მისი საწარმოო არის ჩინეთში და იარაღები გამოდის წარწერით made in china. არის გამონაკლისიც, ეს არის მენჯამინ მარადიორი პცპ სისტემის, რომელიც ბოლო ვინტის ჩათვლით იწყობა ამერიკაში და გამოდის როგორც made in usa.

დამატებულია (10.10.2013, 18:57:44)
---------------------------------------------
კიდევ ერთი რჩევა დამწყებებს... გერჩივნოთ შეიძინოთ სახელოვანი პნევმატიკა (მაგ: გერმანული) იყოს მცირე ენერგიის მქონდა და ძალიან ზუსტი (მექანიზმი კი ძალიან მაღალი ხარისხის) ვიდრე იყოს უძლიერესი ენერგიის და მიზანში ძალიან არასტაბილული (და ცუდი ნაკეთობა, მაგ: თურქული) ანუ გადაიხადეთ კარგში და სუსტში უფრო ძვირი ვიდრე ძლიერში და უხარისხოში უფრო ნაკლები. გამყიდველს ნურასოდეს დაუჯერებთ! თორე დარჩებით ხელში თურქული ჰაცანით, რომელსაც ზალიან ცუდი ბალანსი აქვს, (არის გამონაკლისებიც) ძალიან დიდი უკუცემა და უზარმაზარი ხმა. ნუ სიზუსტეზე არაფერს ვამბობ. გამყიდველის თქმით თქვენ 80 მეტრში იხვს მოკლავთ, კი მართლა ესეა მაგრამ მთელი 500 ცალი ტყვია უნდა ესროლო რომ გაარტყა :) ყველაზე მისაღები ფასები (დაბალი) და ნორმალური ხარისხი აქვს კროსმანის ფირმას. (დიდი ვერაფერი მაგრამ ბიუჯეტური ვარიანტების მხრივ კარგია)

 
marsiდრო: პარასკევი, 11.10.2013, 01:17:06 | შეტყობინება # 912
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tatoxoni, 300 ლარად ჰაცანის ყიდვა შეიძლება. მე ჰაცანის თითქმის ყველა მოდელი გამოვცადე და უზომოდ კმაყოფილი ვარ, ძალიან გამძლე და ზუსტია. ქუთაისში არის მაღაზიაში ჰაცანის მოდ 90, რომელსაც აქვს ძალიან ძლერი ჭრა და კარგი მიზანი. 305მ/წამში უწერია. ძალიან ძლიერია, ტურას მოკვლაც კი შეუძლია. ფასი 190 ლარი. პლიუს უყიდე 80 ლარიანი დარტყმა გამძლე ოპტიმას ფირმის ოპტიკა და 270 ლარში მშვენიერი თოფი გექნება. შეგეძლება მელოტებძეც უტკაცუნო

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
smekosmekoდრო: პარასკევი, 11.10.2013, 02:10:40 | შეტყობინება # 913
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, მეგობარო ჰაცანი ძალიან ზუსტში რას გულისხმობ? :) სიზუსტე იცი რა არის? 50 მეტრში 20მმ ჯგუფი. შენს მიერ ნახსენები ჰაცანი აკეთებს 50 მეტრში 8სმ-იან ჯგუფს. ეს ნამდვილად არ არის სიზუსტე და კიდევ ერთი, 80 ლარიანი ოპტიკა არანაერად არ გაუძლებს თუნდაც ჰატსან 125-ს. არც 100 ლარიანი არც 150 ლარიანი რადგან მას უფრო მეტი უკუცემა აქვს ვიდრე 300 win mag-ს. ამას დამატებული მას წინცემაც აქვს. 80 ლარიანიო დარტყმა გამძლე ოპტიკა მაქს იქნება ლიპერსის 4X იანი ოპტიკა, რაც უფრო ართულებს იმ 8სმ-იანი ჯგუფის გაკეთებას 50 მეტრზე :) ჰაცანი სულაც არ არის სარეკომენდაცია ფიშტო :) ზემოთ კარგად დავწერე: ჯობს იყოს სუსტი და უზუსტესი ვიდრე უძლიერესი და უზუსტო, რამეთუ მთავარია ტყვია მიდიოდეს ზუსტად. შენ ალბათ ჰაცანის გარდა სხვა ზდპ-ები არ გამოგიცდია თორე უზომოდ კმაყოფილი ვერანაერად იქნებოდი მეგობარო. პირველად გამყიდველმა დამაგოიმა და მაყიდინა ჰატსაც 125, რომელზეც 200 ლარიანი ოპტიკა დაახლოებით 400 გასროლაში დაიშალა.. ანუ საბოლოოდ ეგ უხარისხო ზდპ უფრო ძვირი დაჯდება და ჯობს თავიდანვე ხარისხიანის ყიდვა. ჰაცანი თუ ვინმეს უნდა მაშინ ის მგონი 170 ლარიანი თუ 190 ლარიანი უნდა იყიდონ, რადგან ყველანაერად ჯობს 125 და 135-ტსაც. (უკუცემა აქვს ნაკლები, ხმაც, უფრო სტაბილურად მიფრინავს ტყვია) სანადიროდ საკმარისია ახლო მანძილზე. 80 მეტრში იცი რამდენი აქვს მაგ მოდელს 10.5 გრეინიანი ტყვიებით ძალა? დაახლოებით 80მ/წმ, ანუ მელოტას ვერანაერად მოკლევს თუ თავში არ მოხვდა. გათვლილია 30 მეტრში სასროლად, მაქს 50. გამიტესტია, მისვრია,მინახავს, გამიმეორებია, გამომიცდია, არ ვამბობ მონასმენს. ის "ჭრა: კარგი იყო :) ეგ გლუვი არ არის. აქ ჭრას მხოლოდ ტყვია განაპირობებს და მისი ექსპანსიურობა, დამიჯერე ლულის შემადგენლობები ამ შემთხვევაში ჭრაზე არ ახდენს გავლენას, არც უარყოფითს და არც დადებითს. მხოლოდ სიზუსტეზე. სხვები უნდა გამოსცადო რომ გაიგო ჰაცანი რაც არის. 80 მეტრზე არარეალურია მაგით ნადირობა, 20-30 გასროლა არ უნდა გიწევდეს 80 მეტრში რომ გაარტყა 5-სმ-იან სამიზნეს.

დამატებულია (11.10.2013, 01:10:40)
---------------------------------------------
გამოსავალი არსებობს :) თუ ზალიან გინდათ მაინც ჰაცანი მაშინ შეიძინეთ და ზამბარის მაგივრად ჩააყენეთ ჰაერის ზამბარა:) მიიღებთ გაცილებით ზუსტ, ნაკლები უკუცემის მქონეს, ნაკლები ხმაურის მქონე ჰაცანს :) მაგრამ მაინც ჰაცანია საბოლოო ჯამში.

 
Daveდრო: პარასკევი, 11.10.2013, 06:26:39 | შეტყობინება # 914
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას :) marsi, აი შენთან კი თხოვნა მექნება weihrauch და marauder ი აღარასდროს აღარ შეადარო ერთმანეთს და არც ის თქვა რომ ერთი მეორეს ჯობია :) იმიტომ რომ : მარაუდერო არის სანადირო იარაღი და ვეირაუხი სპორტული :) დაჟე ყოფილა შემთხვევა რომ მარადას ქაღალდზე სპორტულ სროლაშიც კი უჯობნია ვარიასთვის :) და აი ნადირობისას ხო ვარია ვერც კი ინატრებს რომ მარადას აჯობოს ;)
 
smekosmekoდრო: პარასკევი, 11.10.2013, 10:34:23 | შეტყობინება # 915
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალს ამბობს აგერ კაცი :) (სავარაუდოდ აირგანელი) სანადიროდ მარადიორი გაცილებით უკეთესია და პრაკტიკული, ფასიც საკმაოდ ნორმალური აქვს. მხოლოდ მექანიზმნის შედარებით უკეთესი ხარისხი რითაც ვაირაუქსი ჯობს მარადიორს (ამაშიც არაა ისეთი სხვაობა როგორც მათ შორის ფასები) და 3-4მმ უკეთესი ჯგუფი რაც მხოლოდ შეჯიბრებაზე ჩანს.
 
dato_janashviliდრო: პარასკევი, 11.10.2013, 18:26:55 | შეტყობინება # 916
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სალამი მეგობრებო. თვალები მაქვს უკვე დათხრილი ფორუმებზე პნევმატურ იარაღების შესახებ ინფორმაციის კითხვით. დიდი ხანია მინდა პნევმატური შაშხანის შეძენა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ რაც ბენჟამენ მაროუდერი გავიცანი არცერთი იარაღი აღარ მომდის თვალში, მაგრამ იქიდან გამომდინარე რო ფინანსურად ვერ ვწვდები მარადიორს აქამდე ვერ მოვახერხე ვერაფრის ყიდვა. ამ თემას რო ვათვალიერებდი რამოდნიმე პოსტი შემხვდა სადაც ეწერა რო მარადიორის ყიდვა საქართველში (ნასოსით) შესაძლებელია 1300 ლარადო. მეკი მხოლოდ 1600 ლარად მაქვს ნანახი ისიც ნასოსის გარეშე. მაინტერესებს ღირს თუ არა ნახმარი იარაღის (პნევმატიკის) ყიდვა და საერთოდ რა ფასშია შესაძლებელი საქართველოში მარადიორის შეძენა ნასოსით და შესაფერისი ოპტიკით.

რაც უფრო ვიცნობ ხალხს, მით უფრო ვაფასებ ჩემს ძაღლს.
 
Daveდრო: პარასკევი, 11.10.2013, 18:38:21 | შეტყობინება # 917
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dato_janashvili, 1665 ლარი ღირს მარადიორი www.iaragi.ge აი აქ შეგიძლია რომ ნახო :) მე ვყიდი 1300 ლარად სრულ კომპლექტს hatsan at44-10 bullpup ვერსიას, თავისი ყველანაირი ატრიბუტიკით გარდა ჩანთისა :) გასროლების რაოდენობა 65 ერთ დატენვაზე ;) ნუ მოკლედ აი ბმული და ნახე რა http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_230&product_id=4988711
 
marsiდრო: პარასკევი, 11.10.2013, 18:53:19 | შეტყობინება # 918
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, კომპლექტში რომ ჰაცან 135-ს ოპტიკა მოყვება ის 80 ლარი ღირს. ამ თოფით უკვე მეოთხე წელია ვატკაცუნებ უსაშველოდ ბევრს და ჯერ ოპტიკას არაფერი არ მოსვლია. 135 სტენდზე 50 მეტრში სიგარეტის კოლოფს რომ ვაყენებდი უპრობლემოდ ვარტყამდი. და ეს რადიუსი ამ სიმძლავრის თოფზე კარგია და არანაირად არ უშლის ხელს მელოტას მონადირებას

დამატებულია (11.10.2013, 17:46:14)
---------------------------------------------
შენ რომელ ოპტიკაზე გაქ საუბარი არ ვიცი რომ ამბობ ვერ გაუძლებსო

დამატებულია (11.10.2013, 17:46:38)
---------------------------------------------
და ეს ოპტიკა ახლობლებს ესკაესებზე უყენიათ

დამატებულია (11.10.2013, 17:53:19)
---------------------------------------------
მოკლედ არ გედავებით არავის, მე ჩემი ჰაცნები და მარაუდერი საკმარისზე მეტად მაკმაყოფილებს. ჩემთვის ჯერ გლუვლულიანით ნადირობაა და მერე პნევმატიკით გართობა. ამით ვასრულებ პნევმატიკაზე საუბარს. წარმატებები ყველას


საქართველოს გაუმარჯოს!!!

შეტყობინება დაამუშავა marsi - პარასკევი, 11.10.2013, 18:54:10
 
dato_janashviliდრო: პარასკევი, 11.10.2013, 18:53:31 | შეტყობინება # 919
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Dave, დიდი მადლობა მეგობარო ყურადღებისთვის.

და გამოწერის ამბავი როგორ არის? ისევ პრობლემაა საბაჟოებზე? ეს 1665 ლარი ნასოსის და ოპტიკის გარეშე ხო?? რა უბედურებაა, ნეტა საერთოდ არ გამეგო ამ იარაღის არსებობის შესახებ. ეს ახალი კანონმდებლობაც როგორ "სასიამოვნო" სურპრიზად მოგვევლინა, იმედი მქონდა .22-იან პნევმატიკას დაუშვებენ მეთქი და ლამის .177-იც სახვეწნელი გახდა.


რაც უფრო ვიცნობ ხალხს, მით უფრო ვაფასებ ჩემს ძაღლს.
 
smekosmekoდრო: პარასკევი, 11.10.2013, 18:56:21 | შეტყობინება # 920
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, მერე მიზანს რამდენხანში ასწორებ ხოლმე? არ ურევს ხშირად? ალბათ კარგი გამოდგა სენი ოპტიკა :) სკს უფრო ნაკლები უკუცემა აქვს.

dato_janashvili, Dave ნამდვილად კარგ ვარიანტს გთავაზობს! პირადად მქონია და არ გეგონოს რომ რამეთი ჩამოუვარდება მარადიორს. ვიდი აქვს სხვა სულ ეგაა ძირითადი განსხვავება, თან ნასოსიც და ოპტიკაც მოყვება. ან დაელოდე მოაგროვე 2000 ლარამდე და იყიდე მარადიორი თუ გაწვდები მადგენს :)

დამატებულია (11.10.2013, 17:56:21)
---------------------------------------------
dato_janashvili, გამოწერაზე ჯერ მაინც არის საფრთხე იარაღის დაკავების. გარისკვაზეა თუ გიღირს ამად :) თან ეგეთ ფასიანი განბაჯებასაც გაივლის და რავიცი.

 
Daveდრო: პარასკევი, 11.10.2013, 18:57:08 | შეტყობინება # 921
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dato_janashvili, 1665 ლარი კომპლექტი ღირს მე როგორც ვიცი :) ნასოსი შედის კომპლექტში ოპტიკა და კლიპი. გამოწერით იწერს ხალხი პნევმატიკას და ბევრმა ჩამოიტანა უკვე ოღონდ ზამბარდგუშიანი ვერსიები. აი პცპ სისტემის ჩამოტანა რამდენად შესაძლებელია არ ვიცი :)
 
smekosmekoდრო: პარასკევი, 11.10.2013, 19:06:28 | შეტყობინება # 922
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Dave, მე როგორც ვიცი ოპტიკა არ შედის კომპლექტში. ნასოსი და კლიპი კი შედის.
 
Daveდრო: პარასკევი, 11.10.2013, 19:13:07 | შეტყობინება # 923
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, ხო არ ვიცი ეგრე ზუსრად მართალი რომ გითხრა :) მე რა ნასოსიც მაქვს მაგის ფასად 2 მარადას ნასოსი მოგივა :D
 
smekosmekoდრო: პარასკევი, 11.10.2013, 19:23:13 | შეტყობინება # 924
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Dave, ლინკი ვნახე, რა ნავაროჩენი ნასოსი შეგიძენია. ხალხი ვერ ერკვევა თორე 1300 ლარზე არც უნდა გალაპარაკონ.
 
minchaninდრო: შაბათი, 12.10.2013, 00:32:54 | შეტყობინება # 925
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko
მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ჰატსანის თოფები აგრე უვარგისია, როგორც თქვენ ახსენეთ. ეგ ფირმა არაა ეგრე ხელწამოსაკრავი. როგორც ფასისა და ხარისხის შეფარდებას მე მას საკმაოდ მისაღებად ვაფასებ. ხოლო მისი სასხლეტი მექანიზმი კონსტრუკციულად (უპირველეს ყოვლისა გამძლეობით) ერთ ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია. თუ ცოტა ხელს შევავლებთ საკმაოდ კარგი იარღი შეიძლება გამოვიდეს. მაგალითად მოდელი-90, 95,99,105 საკმაოდ კარგი მოდელებია. ხოლო რაც შეეხება 20 მმ-იან სიზუსტეს 50 მეტრზე. ცოტა არ იყოს დიდ ეჭვს იწვევს ჩემში. თუ არ ვცდები ყველაზე კარგი რეზულტატი 50 მეტრზე ჰქონდა ჯაჯა-ს 18 მმ.(აირგანიდან), ისიც პცპ-დან, და არა ზდპ-დან. ამ თოფებში კარგად ყენდება ჰაერის ზამბარები და აპგრეიდიც კარგად უკეთდება.
 
smekosmekoდრო: პარასკევი, 18.10.2013, 10:58:12 | შეტყობინება # 926
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, თუ უკეთ წაიკითხავ ჩემს დაწერილებს ნავახ რომ "მოდელი-90, 95,99,105" მეც ნახსენები მაქვს და ასევე ჰაეის ზამბარაც :) თვითონ მქონდა ატ44 მაგრამ ნახევარი მექანიზმნი გადაკეთებული იყო, სტანდარტული ატ44 საშინელებაა! საშინელებააში ვგულისხმობ მცირე ნიუანსებს თორე სროლით ყველა ისვრის და ყველათი მოინადირებ რაიმეს. ფასები ძაან იაფიც არ ადევს ზდპ-ებს, მაგ 125 და 135 ფასად კროსმანი მოვა ნიტრო, რომელიც აბსოლიტურად ყველაფრით ჯობია ჰაცანებს. ძაან უნდა გადაჩარხო ჰაცანი რომ კროსმანის ბალანსზე მიიყვანო. მხოლოდ მოდ 90 რომელიც ნორმალურია მართალა, ჰა 99-იც. ჯგუფურობა თუნდაც 5-სმ-ზე გავწიოთ. რა ჰატსანის ზდპ- 5 სმ-იან ჯგუფს გააკეტებს 50 მეტრზე? სტანდარტული და არა ნავაროცენი. შანსი არაა. ათასში ერთხელ შეიძლება კი გაკეთდეს, მაგრამ ზედიზედ.... ზდპ-ს აქვს ისეთი მოდელები რომლებიც თითქმით ისედი შედეგით როგორც პცპ 50 მეტრზე და ამის არაერთი ინფო და ვიდეო არსებობს. მე რომ ვინმემ მთხოვოს ამარცევინეო მაგ: 300-400 ლარის ფარლებში, ჰაცანს არანაერად არ გავუწერ რეკომენდაციას! და ამის დათვლელი მიზეზი მაქვს! მაგ ფასად უკეთესი ყრია. ვისაც ძალიან უნდა თურქული მაშინ არსებობს სტროგერიც, საკმაოდ ნორმალურია ჰაცანთან შედარებით.

დამატებულია (12.10.2013, 09:56:26)
---------------------------------------------
იარაღი არის ბალანსი, სასხლეტი და სიზუსტე. რომელი მათგანი აქვს ჰაცანს? გადაკეთებების გარეშე. იცი შენ ეგ გადაკეთების სფერო და არ გეშლება, ყველა უაზრობიდან შეიძლება ნორმალური გამოყვანა, მაგრამ სტანდარტული უნდა იყოს კარგი და 300 ლარიანს თუ 500 ლარს დაიჯენ მაშინ ჯობს პირდაპი 500 ლარიანი იყიდო :)

დამატებულია (18.10.2013, 09:58:12)
---------------------------------------------


 
minchaninდრო: შაბათი, 19.10.2013, 20:46:52 | შეტყობინება # 927
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვფიქრობ საინტერესო იქნება http://www.youtube.com/watch?v=zrRG1HLNy2o
 
tatoxoniდრო: ოთხშაბათი, 23.10.2013, 21:14:50 | შეტყობინება # 928
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, 23_30_126 marsi, დიდი მადლობა ბიჭებო თქვენს რჩევას აუცილებლად გავიტვალისწინებ 23_30_126 23_30_126 23_30_126

ხონსკი
 
TARASICHAდრო: ხუთშაბათი, 24.10.2013, 12:27:20 | შეტყობინება # 929
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს ბაზიერელებს, როგორ ხართ? ხომ არ იცით ვინმემ hatsan99 ან hatsan95 მოდელი რომ იყიდებოდეს საქართველოში და თუ იცით რომელ მაღაზიაშია? მე ვერ ვნახე ვერსად და მაინტერესებს ხომ არავინ ნახეთ სადმე რომ იყოს?
 
smekosmekoდრო: ორშაბათი, 28.10.2013, 20:23:47 | შეტყობინება # 930
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
TARASICHA, hatsan99 ვიცი რომ უყკვე არაა ჩვენთან დარჩენილი. ნახმარს თუ იყიდი თორე...
 
geojorjikaდრო: ორშაბათი, 04.11.2013, 23:29:51 | შეტყობინება # 931
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin,
Quote minchanin ()
50 მეტრზე ჰქონდა ჯაჯა-ს 18 მმ

ერთხელ ჩემი ვაირაუხით 11 მმ გავაკეთეთ 50 მეტრზე :)


Beretta A300 Outlander 12/76
 
minchaninდრო: ოთხშაბათი, 06.11.2013, 22:12:58 | შეტყობინება # 932
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote geojorjika ()
minchanin,
Quote minchanin ()
50 მეტრზე ჰქონდა ჯაჯა-ს 18 მმ

ერთხელ ჩემი ვაირაუხით 11 მმ გავაკეთეთ 50 მეტრზე :)

10
166
 
smekosmekoდრო: პარასკევი, 08.11.2013, 09:55:06 | შეტყობინება # 933
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


 
პედიატრიდრო: შაბათი, 09.11.2013, 13:05:29 | შეტყობინება # 934
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შენ მეგობარო მაგარი ნებისყოფა გქონია, პნევმატურით მწყერზე როგორ ინადირე
 
giashaდრო: ორშაბათი, 11.11.2013, 16:27:43 | შეტყობინება # 935
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა, ვინმეს ხომ არ გაქვთ მაგნუმის ფასდაკლების ბარათი?

დამატებულია (11.11.2013, 14:57:00)
---------------------------------------------
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, წინასწარ გიხდით მადლობას.. iaragi.ge-ზე რომ დევს ბენჯამინის პნევმატური, ზემოთ ვიგაცის დაპოსტილიც ვნახე ეგ თოფი.. მაგაზიაში რომ ნახოთ, ანუ შეხედვით, შეგიძლიათ გაიგოთ ამერიკული არის თუ არა?

დამატებულია (11.11.2013, 15:27:43)
---------------------------------------------
ვინ შლის?

 
ramazi74დრო: პარასკევი, 15.11.2013, 20:08:31 | შეტყობინება # 936
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მონადირეებო. როგორ უნდა გამოვიწერო ებაიდან ან ამაზონიდან პნევმატური თოფი 0.45 კალიბრი რომლის შემოტანა ჩვენთან კანონიერია. თუ ვინმეს პირადად გამოგიწერიათ გთხოვთ მირჩიოთ.


ramazi74
 
vbirtvelდრო: ხუთშაბათი, 26.12.2013, 14:17:56 | შეტყობინება # 937
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველს, მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და მაინტერესებს თქვენი აზრი პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი Benjamin NPS-ზე რა აზრის ხართ? ამ იარაღის ყიდვას ვაპირებ გასართობად და სანადიროთ წვრილ ფრინველსა და ნადირზე და რას მირჩევთ ღირს ყიდვა ?
http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/32040
 
geojorjikaდრო: პარასკევი, 03.01.2014, 01:23:39 | შეტყობინება # 938
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vbirtvel,

კარგი არჩევანია

Quote vbirtvel ()
წვრილ ფრინველსა და ნადირზე


ამას ყველგან ვკითხულობ და მგონი სტერეოტიპად იქცა, რომელ წვრილ ნადირზეა საუბარი ვერ მეტყვით? რა გაქვთ საქართველოში სანადირო წვრილი ნადირი? ან საერთოდ ნადირი?

დამატებულია (03.01.2014, 00:23:39)
---------------------------------------------
პ.ს.

დღეს ეს შევმატე არსენალს



Beretta A300 Outlander 12/76
 
minchaninდრო: შაბათი, 04.01.2014, 22:20:48 | შეტყობინება # 939
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote geojorjika ()
დღეს ეს შევმატე არსენალს

თოვლის ბაბუამ მოგიტანა? 166
 
geojorjikaდრო: კვირა, 05.01.2014, 01:30:54 | შეტყობინება # 940
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin,

ჰოო :)

აქვე დავძენ , მულტიკომპრესული მინდა რამე და ორზე მაქვს არჩევანი შეჩერებული და ვერ გადავწყვიტე რომელი ავიღო

Sharp Innova და Benjamin Sheridan 397


Beretta A300 Outlander 12/76
 
minchaninდრო: ორშაბათი, 06.01.2014, 11:37:21 | შეტყობინება # 941
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეოჯორჯიკა, მე გირჩევდი იყიდო ორივე, და მერე გაყიდი იმას, რომელიც არ მოგეწონება. gimili
 
ja_jaდრო: ხუთშაბათი, 09.01.2014, 16:58:16 | შეტყობინება # 942
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin
Quote minchanin ()
თუ არ ვცდები ყველაზე კარგი რეზულტატი 50 მეტრზე ჰქონდა ჯაჯა-ს 18 მმ.(აირგანიდან)


ნუუუუუ... ეგ გააჩნია რომელ იარაღზეა საუბარი . Marauder-იდან მართლა 18 მილიმეტრი გამიკეთებია (თან ხშირად, შეიძლება ითქვას მაგ თოფის მაქსიმუმია ქარხნულ ვერსიაში, მაგრამ ხელის შევლებისას უკვე 10 მილიმეტრამდე ჩამოდიხარ უპრობლემოდ), HW100-დან (ანუ ზემოთ ხსენებული weihrauch hw100) კაკრაზ 11 მილიმეტრი და მგონი არასრული 10 მილიმეტრიც გამიკეთებია, აი Stayr LG110-დან კი 6.5 და 7 მილიმეტრიც გამიკეთებია 50 მეტრზე. სამწუხაროა რომ სტაბილურად არ გამომდის ეგრე.

რაც შეეხება Hatsan-ის მოდიფიკაციებს - რომ კარია და ასე შემდეგ, მე უფრო დავაკონკრეტებდი რომ კარგია Mod99-ის ჩათვლით, მაგრამ მოდელები რომლებიც შეიცავენ ნომერს 100-ზე მეტს, ნუ სრულიად გაუმართლებელია (ერთადერთი არ ვიცი რა ხილია 105, მარა იმის გამო რომ უფროსი ძმები ნამეტანი ურუკინებენ ყოველთვის თავს ვიზღვევ და ვიძახი ხოლმე რომ 100-ის ზემოთ ვავა )

გინდა იყოს 125, გინდა 135, მითუმეტეს და საერთოდ 155. არა აქვს მნიშვნელობა რკინის ზამბარაზე იქნება თუ აირის ზამბარაზე. არაა ზ.დ.პ-ს საქმე ეგეთი ენერგეტიკის განვითარება, ეგ იგივეა ჟიგულს აიძულო 300 კილომეტრ საათით იაროს და ბუგატის მოუჯოკროს. ჯინაზე თუ დააპირებ და მატორს შეცვლი და ჰაი ჰუი ბაზარი არაა გაქაჩავს 300 კილომეტრს, მაგრამ ვაი იმ მძღოლს რომელიც მაგ დროს მაგ მანქანაში იჯდება აი ეგრეა Hatsan-ის მოდელები 100-ს ზემოთ, შეძლებით შეაძლებინებ, მაგრამ კომფორტი და მოხერხებულობა ძალიან შორსაა მაგ დროს სასურველისგან.

.
.
.
.

geojorjika
ნეტა ერთი არ ატრაკებდე რა რა მულტიკომპრესიული აგიტყდა (გულზე შემომეყარა ამ კვირას გასვლაზე რომ მითხარი) ამოსულიყავი სანამ გრიშას ბენჯამინი მქონდა და 1-2 დღე გესროლა, მოიკლავდი ჟინს და მორჩებოდა ეგ შენი მინდა არ მინდა Sharp Inova ხომ საერთოდ რათ გინდა ნუ საბაზისო კომპლექტაციას ვგულისხმობ და ახლა საჩალიჩო გასართობად თუ გინდა ეგ სხვა საქმეა.

ის ვერიკო რომ იყიდე ეგ მეცოდება შენს ხელში ტყუილად სადღაც უნდა იდოს და მტვერი უნდა დაედოს. ზარაზა არადა ვიღაცას შეეძლო ეყიდა და გამოეყენებინა... უუუხ სკატტე არ გინდა შენი 30 ლარიანი თოფი გაყიდო?

.
.
.
.

marsi
არ გირჩევ МП 573-ზე გაჩერებას. ეგ არის ოლიმპიური 10 მეტრიანი დისტანციისთვის, დაბალი საწყისი სიჩქარით და დიდი წონით 5 კილოგრამამდე (უფრო ზუსტად 4.7 კილო), არც სანადიროდ ვარგა და არც იმ სპორტული ღონისძიებებისთვის რომელსაც საქართველოში ვაწყობთ ხოლმე, მაგ თოფით 50 მეტრზე ვერ ისვრი, ფიზიკურად ტყვია არ მივა მიზნამდე.

თუ ვინმე იფიქრებს რომ რაღაცას მოუჭერს და დამრტყმელს აიძულებს კლაპნიდან მეტი ჰაერი გამოაშვებინოს, მაგ შემთხთვევაში მეორე კურიოზს აწყდები, ლულის ტვისტი აქვს დაბალი სიჩქარეებისთვის, შედეგად აწეულ სიჩქარეზე ხრახნებიდან მიწყვიტავს ტყვიას და ლულიდან გლუვი გატყავებული ტყვია გამოვარდება (ნუ ახლა მართლა გლუვი არ იქნება, მაგრამ ნამეტანი დაზიანებული იქნება), პლიუს მაღალი ბრუნვის გამო... მოკლედ სანამ ოლიმპიადაზე არ დააპირებ გასვლას მანამდე მაგ თოფისკენ გახედვა არ ღირს

მარა იმის გამო რომ ოლიმპიადისთვის მზადება ბავშვობიდან უნდა დაიწყო შესაბამისად მეც შენც, და ალბათ ამ ფორუმის უმეტესობა მომხმარებლების სამწუხაროდ მოწყვეტილები არიან ოლიმპიურ დისციპლინას.

და ბოლოს თუ ასაკიც ხელს გიწყობს და მიზანშიც კარგად ისვრი, ნუ შენი მიზანი უნდა იყოს Walther-ის შესაბამისი მოდელები, Stayr Aluteck-ის სერია, ან Feinwerkbau-ს მოდელები, არანაირად არ გირჩევ რუსულ მოდელებს, კაცს ვერ ნახავ ვისაც რუსული თოფით მოუგია ოლიმპიადაზე, თვითონ რუსებიც კი ზემოთ ხსენებული 3 ფირმის მოდელებს იყენებენ, ასე რომ გინდა არ გინდა მსოფლიო ტენდენციას უნდა აყვე, მარა შეგიძლია საკუთარ თავზე ექსპერიმენტები ატარო. რავი კაცია და გუნება


შეტყობინება დაამუშავა ja_ja - ხუთშაბათი, 09.01.2014, 17:35:26
 
geojorjikaდრო: შაბათი, 11.01.2014, 00:03:15 | შეტყობინება # 943
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ja_ja ()
სკატტე არ გინდა შენი 30 ლარიანი თოფი გაყიდო?


რომელი?


Beretta A300 Outlander 12/76
 
marsiდრო: შაბათი, 11.01.2014, 22:28:25 | შეტყობინება # 944
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ ბევრს გეტყობათ რომ მაგარი გაჭედილი გაქვთ პნევმატიკაში, არანაკლებ მეც მაგრამ რამოდენიმე თვის უკან ნაყიდი მარაუდერი ჯერ ვერაფერში ვერ გამოვიყენე გარდა იმისა რომ 7-ში სიმაურის ღორს შუბლი გავუხვრიტე 30 მეტროდან. სხვას რას ვესროლო ვერ გავიგე, მელოტა არსად აღარ ზის იხვზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, გლუვლულიანით ვეღარ ვნადირობ. მაგარამ მაინც მინდა ვიყიდო ბულფაფით რომელიმე მოდელი, მაგარ მუღამში ჩავარდი ბულფაფზე, მაგრამ თანხასაც მაქსიმუმ 1500–ზე მეტს ვერ გავქაჩავ და ამ ფასად რას ვიყიდი?

დამატებულია (11.01.2014, 21:28:25)
---------------------------------------------
ხელით გადასატენების უკვე ატანა აღარ მაქ, ჰაცანიც გავყიდე და ფანტომიც. pcp მაინც სულ სხვა სიამოვნებაა სანადიროდ, მაგრამ როგორც საქართველოში გავრცელებულია ნათქვამი წვრილფეხა ნადირზეო მართლა სადაა ნადირი და კაი ცხოვრება


საქართველოს გაუმარჯოს!!!

შეტყობინება დაამუშავა marsi - შაბათი, 11.01.2014, 22:29:39
 
geojorjikaდრო: კვირა, 12.01.2014, 00:41:03 | შეტყობინება # 945
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi,

1500 ლარია თუ რაიმე სხვა ვალუტა?

არც ერთი ქარხნული ბულპაპი ჯერ საქართველოში არ იყიდება, თუ გინდა 2 ვარიანტი გაქვს

1)დაუკვეთო და ჩამოიტანო რომელიც ალბათ მინიმუმ 1500$ და მეტი დაგიჯდება გააჩნია რომელს იყიდი
2)უკვე არსებული იარაღი (მაგ იგივე მარადიორი) დააბულპაპო, ეგ გაცილებით ნაკლები დაჯდება კონდახის გარდა ალბათ მაქს 100 ლარი + კონდახი


Beretta A300 Outlander 12/76
 
marsiდრო: კვირა, 12.01.2014, 01:14:30 | შეტყობინება # 946
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, ლარებში დოლარებს ვერ გავქაჩავ

დამატებულია (12.01.2014, 00:14:30)
---------------------------------------------
geojorjika, მარაუდერის გადაკეთება მაგრად მენანება ისე ლამაზი და დახვეწილია. პრინციპში საქართველოში ბულფაფი მართლა არ შემოდის და რომ დავუკვეთო და ჩამოვატანიო ძვირი დამიჯდება და ვერ გავქაჩავ. ჰაცანის პეცეპეზე ვიფიქრე, ვესტერნში 800 ლარი ღირს და გავაბულფაფებდი, იუტუბზე ვნახე რუსები როგორ აკეთებდნენ ჰაცანს ბულფაფად და მშვენიერი ჩანდა, მოკლედ ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი


საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
geojorjikaდრო: ორშაბათი, 13.01.2014, 17:38:38 | შეტყობინება # 947
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi,
როცა დაგჭირდება უპრობლემოდ დააბრუნებ ორიგინალში და რა პრობლემაა კონდახს კი არ აფუჭებ


Beretta A300 Outlander 12/76
 
gioxmalaდრო: სამშაბათი, 14.01.2014, 01:24:42 | შეტყობინება # 948
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ბაზიერელებო მე ვარ დამწყები მონადირე და მინდა პნევმატური იარაღის შეძენა,300იდან 400 ლარის ფარგლებში,რომელს მირჩევთ დასაწყისისთვის??გილოცავთ შობა ახალ წელს წინასწარ დიდი მადლობა გაწეული დახმარებისთვის.
 
ja_jaდრო: ხუთშაბათი, 16.01.2014, 18:49:44 | შეტყობინება # 949
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika
Quote geojorjika ()
რომელი?

ზარაზა ვითომ არ იცი რომელი იყიდე არა ნავთლუღში 30 ლარად კიუ პარშივი!

დაგილპება ტყუილა თაროზე ტაკ ჩტო დავაი მაიტა აქეთკენა, თან ოჯახშიც გაუხარდებათ ერთი ჟანგიანი რკინა მოგვაცილესო


შეტყობინება დაამუშავა ja_ja - ხუთშაბათი, 16.01.2014, 18:53:07
 
geojorjikaდრო: ხუთშაბათი, 16.01.2014, 21:40:59 | შეტყობინება # 950
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უი უი უი იარაღის გაყიდვა როგორ შეიძლება შე უწმინდურო ჰა? :D :D

Beretta A300 Outlander 12/76
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » პნევმატური იარაღი » პნევმატური იარაღები
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика