12:36:05
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » პნევმატური იარაღი » benjamin 397 (კომპრესიული პნევმატიკა)
benjamin 397
smekosmekoდრო: შაბათი, 29.11.2014, 22:16:18 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benjamin 397-ი არის კომპრესიული პნევმატიკა იგივე PUMP სისტემა რომელიც მუშაობს pcp-ს სისტემის პრინციპით. აქვს საკმაოდ მაღალი სიზუსტე და არ გააჩნუა უკუცემა (ატდაჩა). მწარმოებლის თქმით შეიძლება მისი დატუმბვა მხოლოდ 10-ჯერ (მეტი რეკომენდირებული არ არის სისტების კარგად მუშაობისთვის). ერთი შეხედვით ვითომ სათამაშო იარაღს გვაგონებს მაგრამ არ შეცდეთ :) მას გააჩნია მძიმე 10.5 გრეინიან ტყვიებით 220მ/წმ 10 პუპმ-ზე ხოლო 7.9 გრეინიანით 250მ/წ,-მდე :) ასევე მწარმოებლის თქმით ის 30 მეტრზე აკეთებს 3.5 სმ-იან ჯგუფს... მაგრამ არის მომხმარებლები რომლებიც ამ მოდელის საშუალებით 50 მეტრზე აკეთებენ 4სმ-ჯგუფებს სტაბილურად!







ერთი მისუმი მას აქვს ოპტიკის სამაგრის არქონა... მაგრამ ესეც მოგვარებადია სპეციალური რინგების წყალობით :) მასზე შეიძლება ოპტიკის დაყენების 2 მეთოდი.

1.


2.


ამ მოდელის საშუალებით ვიღებთ ზუსტ მსროლელ და საკმაოდ მძლავ იარაღს რომიც გამოირჩევა მისი პრინციპით მომუშავე სხვა მოდელებისაგან ხარისხით. მასე შეიძლება დადგეს იაფფასიანი ოპტიკაც რადგან უკუცემის არ ქონის გამო აოტიკას პრობლება არ შეექმნება.

ჩვენთან ამ იარაღის ფასი მერყეობს 200$ ფარგლებში (ამ ეტაპზე როგორც ვიცი არ არის ჩვენთან) ხოლო ინტერნეტ მაგაზიებში 140-170$.

ოპტიკის ქარხნული სამაგრი დაახლოებით 35 $ ღირს უცხოურ ონლაინ მაღაზიებში.
ჩვენ თუ ამ იარაღს ჩავუტარებთ ტუნინგებს მაშინ მივიღებთ ძალიან სასიამოვნო და გასაოცარ შედეგებს :)





დამატებულია (28.11.2014, 20:54:41)
---------------------------------------------
დაახლოებით 500-600 ლარი დაჯდება ეგ მოდელი თავისი ოპტიკის სამაგრით და ნორმალური ოპტიკით. (მაგ: 3-9X40 რაიმე 100 ლარიანი)

დამატებულია (29.11.2014, 21:16:18)
---------------------------------------------


 
marsiდრო: კვირა, 30.11.2014, 12:33:29 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი არაფერი იარაღი არა არის ეს, ძალიან დაბალი სიმძლავრე აქ და მარტო ბოლოშავებზე ხომ არ უნდა უტკაცუნო 600 ლარიან თოფით? დისკავერზე ნაკლები არ უნდა იყიდოს კაცმა, თუ მარაუდერს იყიდით ხო თლად კაი.

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
smekosmekoდრო: კვირა, 30.11.2014, 13:19:51 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, მძიმე 10.5 გრეინიანებით 220მ/წმ აქვს და დისკოვერს 260 მ/წმ. დამიჯერე არც მცირე ზომის ცხოველები წარმოადგენს ამისთვის პრობლემებს. დისკოვერს 1200 უნდა ოპტიკიანად და ამას დაახლოებით 500 ლარი. ფასში არის სხვაობა. დისკოვერი რათმაუნდა უფრო დაწვეწილია და ფასიც შესაბამისი აქვს.

თხოვნაა ნუ შევადერებთ მაგ ორ მოდელს რადგან ეს პცპ სისტემა არაა :) კომპრესიულია. პცპ სისტემას რომ მიედარა ეს უკვე მის დადებით მახასიათებლზებზე მიუთითებს.
 
marsiდრო: კვირა, 30.11.2014, 18:03:30 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, ანუ ხელით უნდა გამოწელო და ისე იტენება? ცოტა დისკომფორტული გადასატენი არ იქნება?

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
smekosmekoდრო: კვირა, 30.11.2014, 19:53:23 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, ხო მასე უნდა 8-ჯერ ერთი გასროლისთვის. რათქმაუნდა დისკომფორტი არის :) მაგრამ სანადიროდ ანუ თუ ხშირად არ გვიწევს სროლები მაშინ არაა ძალიან საწვალებელი. მეორე იარაღად (პირველი პცპ) არის ძალიან კარგი რამ, ან დამწყებებისთვის პირველ იარაღად სანამ პცპ სისტემაზე გადავლენ.
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 01.12.2014, 19:37:13 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პცპ ძვირი ღირს, "კაჩაობა" მაგასაც გვარიანად უნდა, მერე პცპ-ს მეტი მომსახურება სჭირდება, უფრო "კაპრიზნია". აქ კი ბევრად მარტივი, იაფი, დამოუკიდებელი და საკმაო ძალა.
 
smekosmekoდრო: ორშაბათი, 01.12.2014, 20:31:59 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ეგ ვარიანტია, სანამ პცპ შეიძენს კაცი მანამ ძალიან კომფორტულია და საკმაოდ იაფი, ასევე საკმაოდ მძლავრი 50 მეტრისათვის.
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 01.12.2014, 21:43:41 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
50 მეტრი ცოტა ბევრი ხომ არაა. ამხელა მანძილზე იხვს არ ვესვრი, 25-30 მეტრი.
 
smekosmekoდრო: ორშაბათი, 01.12.2014, 23:51:56 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, 50 მეტრზე არ იარაღს თავისუფლად შეუძლია ყვავი მოინადიროს! ასევე 50 მეტრში თავისუფლად შეუძლია თავში დამიზნებით მოინადირო იხვიც. თუ არ აქანცალებს თავს :D
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 02.12.2014, 22:46:41 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგეხსენებათ, პალიასტომზე ნადირობა აკრძალულია(რომ დაუშვან, იქნება კატერებით გონკაობა) ხოლო სასაფლაოს მხრიდან კუნძულზე, სადაც ადრე სამხედრო ნაწილი იყო, ახლა ტარებას სწავლობენ, არის ლაქაშებიანი შენიღბული კარგი ადგილი, სადაც ქარის დროს დღისით მძინარე იხვები ხანდახან მაგ მანძილზე აღმოჩნდებიან. მე იქ თოფით არასდროს მინადირია, ჭოგრიტით დამითვალიერებია მხოლოდ.
 
smekosmekoდრო: ოთხშაბათი, 10.12.2014, 22:00:30 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ მოდელი საქმეში უნდა ნახოთ. იმდენად კომფორტული, მძლავრიც, ზუსტიც და კომპაქტურია მალევე შეგაყვარებთ თავს. უკუცემის არ ქონა ეგ უკვე ფასეულია, ძალიან დიდი პლიუსია.

 
tyupi008დრო: შაბათი, 13.12.2014, 16:41:12 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
smekosmeko, 100% ით გეთანხმები, უკუცემის არქონა მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეგეთ მექანიზმზე მომუშავე იარაღებს, არცერთს არ აქვს უკუცემა? თუ ეს მოდელია გამორჩეული ყველაზე მეტად ?

bazieri.ge
 
smekosmekoდრო: შაბათი, 13.12.2014, 17:07:37 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tyupi008, ამ სისტემის (კომპრესიული) და pcp სისტემის პნევმატურ იარაგებს უკუცემა არ აქვს.
 
valeri123დრო: შაბათი, 13.12.2014, 21:31:21 | შეტყობინება # 14
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიკვდილიანობის უნარი ამ თოფს რამდენ მეტრზე აქვს

ვალერი.ლელაძე
 
smekosmekoდრო: შაბათი, 03.01.2015, 14:15:44 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
valeri123, დამაზიანებელი არეალი? 50 მეტრზე ქედანის სიდიდის ობიექტზე თავისუფლად შეიძლება ნადირობა. მაქს დისტანცია 100 მეტრი. მერე უკვე ძალა ეკარგება ტყვიას.

დამატებულია (21.12.2014, 12:23:09)
---------------------------------------------
გუშინ შევიძინე benjamin 397-ი. მოკლედ არის საკმაოდ მაღალი შესრულება, მერე გავტესტავ და დავდებ შედეგებს. ჯერ ვისრომე მხოლოდ 1 ტყვია, 2სმ-იანი სისქის ფიცარს ვესროლე და გახვრიტა 7 პუმპზე დატენილმა. როგორც ზემოთ ავღნიშნე რაღაცეების გახვრეტა არაა აუცილებელი, მთავარია სიზუსტე!



ამ ვიდეოში ნაჩვენებია 19 მეტრზე მიზანში სროლა.

დამატებულია (03.01.2015, 13:15:44)
---------------------------------------------
ვყიდი benjamin 397-ს 300 ლარად! მხოლოდ 3 ტყვია აქვს გასროლილი. არანაერი ხარვეზები. გლუვლულიანის ყიდვას ვაპირებ და თანხა მაკლდება.

 
xafoxafoდრო: ოთხშაბათი, 11.01.2017, 23:01:32 | შეტყობინება # 16
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლულის გადაწევის გარეშე როიტენება ეგეთ პნევმატურს pcp ქვია? თბილისში იყიდება ეგეთი თუ მხოლოდ გადასაწევ ლულიანებია?

ira.goniashvili
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » პნევმატური იარაღი » benjamin 397 (კომპრესიული პნევმატიკა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика