18:54:00
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
SOS!!! გამოვფხიზლდეთ
ლაშა86დრო: შაბათი, 16.03.2013, 22:16:25 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი ხანია საიტზე ვეღარ შემოვდივარ ისეთი სიხშირით როგორც ადრე(კომპიუტერის არქონის გამო). დროდადრო შემოვიხედავდი ხან ერთი და ხან მეორე მეზობლის კომპიუტერიდან ძველი ბაზიერელი მეგობრების სანახავად, ინფორმაციის მისაღებად. მაგრამ თანდათან იმედები მიცრუვდება და გული მტკივა რომ საიტი რეგრესის გზაზე დგას!!!
საიტზე ვეღარ ვხედავ ისეთ ხალხს ვისთვისაც სულ ერთი არ იყო ამ საიტის ბედი და მომავალი, რომლებთანაც ერთად ჩამოყალიბდა "ბაზიერი.გე" როგორც ერთ-ერთი ლიდერი საიტი ქართულ სამონადირეო სამყაროში. დამაინტერესა და მონადირეების სიაში დავათვალიერე რანგის მიხედვით ხალხი და ეს ხალხი თვეებია და ზოგ შემთხვევაში წლებია აღარ შემოდიან, ვინც შემოდის და აღარ აქტიურობს.. მე მიჩნდება კითხვა: რატომ?(მე ჩემი ვერსია მაქვს, მაგრამ ამას ჩემთვის შევინახავ).
სამწუხაროდ აღარც თემებში მიმდინარეობს საინტერესო საუბრები, ვისაც რა უნდა იმას წერს(ეს მისი ნებაა, მაგრამ აზრიანი მაინც უნდა დაწეროს) რომ ვკითხულობ პოსტებს იედგაცრუებული ვარ.
კარგია დიზაინის შეცვლა, მივესალმები!!! 166 მაგრამ მცოდნე ხალხის დეფიციტია(!) საიტზე.
გია(ადმინ), მეგობარო შენ მე მიცნობ და იცი რომ ჩემთვის ეს საიტი სულერთი არ არის, ეს საიტი ისეთივე ჩემია, როგორიც შენი და როგორიც ნებისმიერი ჭეშმარიტი ბაზიერელისავის,. უმორჩილესად გთხოვ გატარდეს საჭირო ღონისძიებები, სანამ საიტი არ გადაიჩეხა უფსკრულში.
პატივისცემით ლაშა86


ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
ENUQICHIდრო: შაბათი, 16.03.2013, 22:36:45 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაია გამოხატეთ აზრი თუარა გიას გონია ამრტო მე უჩიჩინებ "რაცხას", თუ საიტი არ გინდოდა მაშინ რას მათევიე ამდენი ღამეები და მაწერინე 167 ვხუმრობ საიტისთვის ზრუნავ მართლა ისე ხოარაა მარა იმ ხუმრობას რაუთხარი ცოტა სიმართლე როარ ურევია 167
ვცდილობ რაღაც თემა აიწიოს ფორუმებში კაი აზრიანი, ნაყოფიერი მართლა რო ისწავლის კაცი და უცებ ათასი სხვა თემაზე საუბრები იწყება. ეს რისი ბრალიცაა კითქვა ლაშამ..
მე ფულს კიარ მაძლევს ვინმე მკვდარ საიტზე ყოფნაში და კიარ დაუქირავებივარ ვინმეს გადაგვირჩინე საიტი გამოაცოცხლეო, ვგრძნობ ვალდებულებას და იმიტო. ჰაერზე არ მითქვია თავის დროზე ამ ერთობის გვერდით დგომა.
თუ ფიქრობს ვინმე რომ ტეხავს უკვე აქ წერა ეს რა ბალაგანიაო ადექით და თქვით და არა ისე რომ შემოიხედავთ დაცინებთ ხალხს, მერე რო იქილიკოთ ეს რა ხდება ბაზიერზეო.. ამით სხვათაშორის რეიტინგი არ აკლდება ბაზიერს რადგანაც თქვენი აიპები მაინც შემოდის ბაზიერზე, ხოლო საქმე ნულია!
ქილიკს და ზურგს უკან ლაპარაკს ადექით და გამოასწორეთ თუ რამე არ მოგწონთ, მაგრამ იმ ხალხს ვინც იყო რა დააბრუნებსო ნუ იტყვით. როცა შეხედავენ მოწესრიგებულია საიტი ტყუილა არ ანათებენ წევრები, ფორუმში სიბრძნე თუარ იწერება სიდებილე მაინც არაა და გასუფთავებული ხვდებათ, დაწერენ მერე.
თუ შეურაცმყოფელი იყო ვინმესთვის რაც ვთქვი წინასწარ მე ბოდიში, მაგრამ ეს უნდა მეთქვა.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
bichi2009დრო: შაბათი, 16.03.2013, 23:24:42 | შეტყობინება # 3
ჯგუფი: წაშლილები





ლაშა86, მე და შენ ვიცნობთ ერთმანეთს სტენდზეც და იმის მერე მეორე განყოფილებაშიც გვიქეიფია და ალბათ ზირძველები თუარა საკმაოდ ხანდაზმული ბაზიერელები ვართ. მეც მიკვირს ზოგიერთის რატო არ შემოდიან მითუმეტეს ამდენი ხნის განმავლობაში? მარა ვერავის მოვთხოვთ ხო შემოდიო. ვინც ვართ ამ საიტზე, ვისაც ვენდობით ვისაც ცოდნა გაგვაჩნია გამოცდილებაც და ასე შემდეგ ჩვენ ვიაქტიუროთ გავაღვიძოთ ეს ფორუმები და შემოგვიერთდება ხალხი. არც ჩემთვისაა ამ საიტის ბედი სულერთი მითუმეტეს 10 დღე თითქმის მთელი საიტი გადავამოწმეთ მე და გიოჰანტმა და სისულელეები და უაზრობები წაიშალა. სხვათაშორის ადრინდელი პოსტები 3-4 წლის უკანდელი ძალიან არაკომპეტენტური იყო და რაც უფრო უახლოვდებოდი ახალ გვერდებს უფო მატულობდა ცოდნის ხარისხი და პოსტების კომპეტენტურობაც. ვისაც გული შეტკივა არის ალბათ ამ საიტზე და ვისაც არა ალბათ არ არის. (საწყენად არ ვამბობ) ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია სამსახურიდან მოვიდე (რო ვმუშაობდე) და ბაზიერზე არ შემოვიდე ასე რომ თუ არ შემოდიან რა ვუყოთ? იაქტიურეთ გვერდში დამიდექით თქვენც და ჩვენ დავაყენოთ საიტი ფეხზე ეს არ ჯობია? მეც აქა ვარ 23_30_126
 
ENUQICHIდრო: კვირა, 17.03.2013, 00:04:34 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
ვერავის მოვთხოვთ ხო შემოდიო. ვინც ვართ ამ საიტზე, ვისაც ვენდობით ვისაც ცოდნა გაგვაჩნია გამოცდ

მოთხოვნაზე კიარაა ბიჭი, ახლა რაც არ უნდა ეხვეწო ვინ შემოვა რატო წეროს, ჩააქსოოს მთელი ამოცია, ცოდნა და გამოცდილება, როცა წამკითხველი არ ყავს, როცა დაინტერესებულია თემის წამოწვით რომ კიდევმეტი ინფორმაცია მიიღოს მცოდნეებისგან?! ადგება და სხვა საიტზე შევა სადაც მოუსმენენ და მოისმენს. მე პირადად არ ვარ მიჩვეული ერთი საიტიდან მეორეში მეორედან მესამეში გადასვლას. უფრო მეტიც ინტერნეტში მარტო სოციალური ქსელში ვიყაი და არც ვიცოდი მოხმარება, დავრეგისტრირდი აქ და ვარ სულ აქ. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და გამოვხატავ მადლიერებას იმდენი რამე მასწავლა ამ საიტმა.
ჩვენ რო მოვწესრიგდებით შიგნით მერე სუფთა ფურცლებზე ღირებული გახდება იმ ხალხისთვის დაწერაც და ჩვენთვის ცოდნის გაზიარებაც.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
zrichilaდრო: კვირა, 17.03.2013, 01:31:03 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პატივცემულო მოდერებო, ბაზიერი გე-მ მე პირადად ძალიან ძალიან ბევრი რამე მასწავლა და იმედი მაქვს კიდევ ბევრს მასწავლის. ის ჭკვიანი ხალხი დაბრუნდება თუ აქაც ჭკვიანი ხალხი დახვდება ისევ, რაღაც კითხვა რომ დავსვა კონკრეტულ დეტალზე პასუხს ვერ ვიღებ იმიტომ რომ თემაში 3 კაცზე მეტი არ არის მცოდნე, დანარჩენი მარტო სმაილიკები და "მაგარია". მაგალითებსაც მოგიყვანთ, გავაკეთე მშვილდი, არბალეტი, დავდე ფოტოები და პასუხებიც გავეცი ნორმალურად. ვაკეთებ პნევმატურს, ფოტოებიც მაქვს დეტალურად და დაწვრილებით ავხსნი ყველაფერს, მაგრამ ფოტოებს არ ვდებ და არც დამიპოსტავს რომ ვაკეთებ, რადგან ვიცი ისევ სმაილიკები და "მაგარია" იქნება. სულ 3 კაცია თემაში ვინც რამე იცის და ალბათ ისინიც მიტომ პასიურობენ რომ ჩვენი პნევმოს დეტალების განხილვა შეიძლება თემას ასცდეს და წნევაზე ან ლითონზე მოგვიწიოს საუბარი და ისევ პირადი მიმოწერით ვსარგებლობთ. მე ვინ მკითხავს მაგრამ მგონია პოსტების კონტროლი მოდერების მიერ უნდა იყოს ჯერ გაფრთხიებით რაღაც ოფიციალურად (პოსტის ქვეშ მითითებით) შემდეგ უფრო მკაცრი და მერე სასჯელი. კიდევ თემაში მცოდნე კაცს რაღაც პრივილეგია უნდა ქონდეს (მოდერობას არ ვგულისხმობ) მაგალითად ვაპატიოთ თემას გადაცდენა, გახუმრება, უაზრო რამის დაპოსტვაც კი და შეცდომაზე ზედ არ გადავუაროთ, ადამიანს ის სწყინს დამსახურებას რომ დავუკარგავთ და დამსახურებულ ადამიანებს ნუ დავუკარგავთ. მე ვინ მკითხავს მაგრამ ამ საიტზე მართლა გული შემტკივა და ამიტომაც ვწერე ამდენი და შეიძლება ბევრისთვის აბდაუბდა.

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
ENUQICHIდრო: კვირა, 17.03.2013, 02:34:15 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zrichila, სწორად წერ და გაქვს კიდეც უფლება რასქვია ვინ გკითხავს სიმართლესაც იძახი და კიდევაც გეთქმის საიტი შენიცაა მერე რა მოდერი როარ ხარ, წევრი ხარ და ყველა აქტიურ წევრს ვისაც რამე უკეთებია აქ ყველას აქვს უფლება მსგავსი რამე თქვას.
არგუმენტი ნამდვილად არ არის დრო არ მაქვს და ვერ ვახერხებ შემოსვლას, ჭიშკარიაქ თუ ატმეჩკა უნდა? წამები იკარგება აქ დასაჯდომად..


★ஜ۩۞۩ஜ★
 
bichi2009დრო: კვირა, 17.03.2013, 13:02:04 | შეტყობინება # 7
ჯგუფი: წაშლილები





გიაც ერთია, მარტოა, და დხმარების გარეშე ცვლილებები წარმოუდგენელია. ყველამ უნდა შევცვალოთ რამე მარა რაა? ესაა საკითხავი. მთავარი კიდე ისაა ვინ სად ხედავს პრობლემას. ჩემი აზრით ერთი დიდი შეკრება უნდა მოვაწყოთ ყველა დაკარგული ხალხი მოვიძიოთ და გვერდში დავისვათ ვკითხოთ რამე წყენა ხოარ აქვთ, რა ხდება გავერკვეთ. მოვილაპარაკოთ რა უნდა გავაკეთოთ საიტის გასაუმჯობესებლად რა სახის მასალა უნდა წაიშალოს და აიკრძალოს, მოკლედ სასაუბრო და გადასაწყვეტი ბევრია მარა ამას შეკრება უნდა სხვანაირად არაფერი გამოვა. მოვთხოვოთ გამოცდილებს მეტად იაქტიურონ მითუმეტეს ბევრი ძირძველი ბაზიერელი წელიწადზე მეტია არ შემოსულა. დასანანია 23
 
zrichilaდრო: კვირა, 17.03.2013, 14:07:20 | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი კარგი მეიარაღეს სტატიები მაქვს წაკითხული რომელიც სწერს რომ ქართულ ფორუმებში არარ მონაწილეობს და მიზეზი ვრცლად აქვს აღწერილი, მოკლედ ვიტყვი რაც იმან დაწერა. პირველი ქართული პისტოლეტი რომ გამოვიდა მაგან ინფორმაცია ტელევიზიით მიიღო, რომ საცალო ღირებულება 500-700 დოლარი უნდა ყოფილიყო, ამან რომელიღაც ფორუმზე გააკრიტიკა და საფუძვლიანად თქვა რომ ეს არის ბრაუნინგის 1906 წლის კოპიო და საცალო ღირებულება 150 დოლარია და მეტი არა, რამის მოღალატედ შემრაცხესო. მას შემდეგ ქართულ ფორუმზე აღარ შევდივარო. წავიდა ძმაო და რუსებმა გაუგეს მის იდეებს იარაღმშენებლობაში, უკუდო ამპარტავნები ვართ და ვინც მეტი იცის არ ვუსმენთ. მერე რა რომ შევარდნაძისტია ან ზვიადისტი ან პუტინისტი, ჩვენ ნადირობა, ბაზიერობა, იარაღი და ბუნება გვაინტერესებს. რამე არ მოგვეწონა პოსტიდან? ვკითხოთ დაწვრილებით აგვიხსნას რას წერს და მერე გავკიცხოთ, პირდაპირ ნუ გადავურბენთ. ბავშვი რომ სულელურ შეკითხვას მოგვცემს ხომ არ ვურტყავთ, ვუპასუხოთ შეძლებისდაგვარად. მე რომ თოფს ცხვრის უმარილო დუმით ვპოხავ სეზონის ბოლოს, ეს რომ იარაღის მოვლის თემაში დავწერო დარწმუნებული ვარ მინიმუმ ჩაბჟირების სმაილიკს დაადებენ, არადა სუპერია იარაღის შესანახად. ამიტომ არ ვწერ. ვეცადოთ ხალხიდან მაქსიმალურად ამოვქაჩოთ ინფორმაცია და მკითხველი გაარკვევს რამდენად კაი ინფოა. ალბად მიმიხვდით რის თქმაც მინდა.

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
giiiiviდრო: კვირა, 17.03.2013, 14:18:59 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (zrichila)
ეს რომ იარაღის მოვლის თემაში დავწერო დარწმუნებული ვარ მინიმუმ ჩაბჟირების სმაილიკს დაადებენ

ჩემო ზრიჩილ მერე მაგისთვის არსებობენ მოდერატორები და უნდა გააფრთხილონ და თუ ვერ გაიგებენ ბანი შემდეგ, ასე რომ ვიღაც ღლაპის და უნიჭოს გულიზე, ჩვენ ვისაც გვაინტერესებს ვრჩებით ინფორმაციიის გარეშე , შეურაწყოფას არავის არ ვაყენებ


შეტყობინება დაამუშავა giiiivi - კვირა, 17.03.2013, 14:27:50
 
giohunt1982დრო: კვირა, 17.03.2013, 15:48:07 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
სხვათაშორის ადრინდელი პოსტები 3-4 წლის უკანდელი ძალიან არაკომპეტენტური იყო და რაც უფრო უახლოვდებოდი ახალ გვერდებს უფო მატულობდა ცოდნის ხარისხი და პოსტების კომპეტენტურობაც.

კი,მართალია. გეთანხმები ნაღდად ეგრეა. ვერავის ვაიძულებთ, საიტზე შემოსვლას და აქტიურობას, როგორც ვერ ვაიძულებთ გამწვანების და ასევე სხვა აქციებში მონაწილეობას. ადმინის ნათქვამის არ იყოს, ნაძალადევი არაფერი ვარგა. ბაზიერი.გე, ჩემი აზრით ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, იმით რომ აქ შემოსულ, დამწყებ მონადირეს აძლევს იმის საშუალებას, რომ მიიღოს ის სავალდებულო ცოდნა, რომელიც აუცილებელია, ყველა დამწყებისთვის. ეს კი, ყველამ ვიცით რა აუცილებელია და რამდენად კარგი საქმეა.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - კვირა, 17.03.2013, 16:16:29
 
ზურა333დრო: კვირა, 17.03.2013, 16:59:29 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით არაფრი საგანგაშო არ ხდება საიტზე, სულ უფრო იხვეწება და საინტერესო ხდება, ძირითადი ინფორმაცია სამონადირეო და ბევრ საინტერსო სფეროზე ასე თუ ისე დევს საიტზე და ნელნელა კიდე ემატება. გამოცდილ მონადირეებს და მცოდნე ხალხს ბევრი აქვთ დაწერილი, ერთიდაიგივეს ხომ არ დაწერენ. ზოგს შეიძლება ნაკლებათ მცოდნე ახალგაზრდებთან კამათი ეთაკილება, ან არ სურს და შორიდან ადევნებს თვალყურს. ახალგაზრდები რომ აქტიურობენ, ხშირად ემოციურად და არაკომპეტენტურად, ესეც არ მიმაჩნია ზედმეტად, სხვანაირად შეუძლებელია, სწორად ითქვა, მოდერებმა უნდა აწესრიგონ ამ დროს თემები და აწესრიგებენ კიდევაც შეძლებისდაგვარად. ამ საიტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიმაჩნია სამონადირეო კულტურის დანერგვა საქართველოში, მონადირეებზე საჭირო ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ამას ბაზიერი.გე მერწმუნედ ნამდვილად ახერხებს. ერთმაგალითს მოვიყვან ჩემს თავზე, სანამ ამ საიტზე შემოვიდოდი (1257 დღეა უკვე ჩემი აქ ყოფნის), ფაქტიურად ბრაკონიერული მეთოდებითაც ვნადირობდი და ეს მონადირულად მიმაჩნდა, რაც აქ ინფორმაცია მივიღე იმის შემდეგ მზგავი რამე არ გამიკეთებია. ზოგი მიდის საიტიდან, ზოგი მოდის, ეს ბუნებრივი რამეა, ვისაც არ უნდა ამ კარგ საქმეში მონაწილეობა მიიღოს ღმერთმა ბედნიერად ამყოფოს თავის გზაზე, ყოველთვის მოიძებნება ადამიანები რომლებიც იზრუნებენ ამ საიტზე...
 
bichi2009დრო: კვირა, 17.03.2013, 17:23:24 | შეტყობინება # 12
ჯგუფი: წაშლილები





კარგად ჩამოყალიბებული სიტყვებია. სათქმელი კარგად იკითხება ფაქტიურად ჩემი თავიც დავინახე ამ სიტყვებში. არათემატური და არაპროფესიონალური არაფერი ჩერდება თუმცა ახალგაზრდები მწირი გამოცდილებით მცირ ინფორმაციას დებენ მათგან თემატურები რჩება. ამიტომ ახალგაზრდებს მოვუწოდოთ უნდა ჯერ ფორუმები იკითხონ ამით ცოდნას გაიღრმავებენ და მერე უკვე პირად აზრსაც დააფიქსირებენ საკმაოდ კვალიფიციურად.
 
SNAIPERდრო: კვირა, 17.03.2013, 17:35:56 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, გეთანხმები ზურა 100%.საგანგაშო არაფერი ხდება და ჭიქაში ქარიშხალს ნუ დავატრიალებთ.აქტიურობა, პოსტების სიმრავლე და სიდიდე არ ნიშნავს რო ვიღაცა ბრძნულ აზრს აფრქვევს.აქ ნებაყოფლობითია ყველაფერი და ვინც კარგ საინტერესო, პოსტი იქნება ეს თემა თუ ინიციატივა გამოთქვამს მისასალმებელი იქნება.
საიტი ნელნელა ვითარდება და იხვეწება.შემოსვლა ვისაც უნდა და ახერხებს შემოდის.ზოგი მიდის ზოგი მოდის ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ,ეს შეუქცევადი პროცესია.
 
ლაშა86დრო: შაბათი, 29.03.2014, 01:07:14 | შეტყობინება # 14
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, Gia 23 23 23

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
kucuna1დრო: შაბათი, 29.03.2014, 11:16:54 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მცოდნე ხალხია მეგობრებო საჭირო,ყველა თემაში საკუთარ შტრიხებს რომ შეიტანენ,რათა თემა საკუთარ ჩარჩოებს არ გასცდეს.bichi2009 თემებში ჩართულობაა საჭირო ჩემო მეგობარო,მერე აღარ მოგიწევს უაზრობების და სისულელეების წაშლა.მე ახალი წევრი ვარ ამ საიტის და არცერთ თემაში არ დამიწერია ისე თუ მას თავიდან ბოლომდე არ გადავიკითხავ.მთელი ჩვენი ბუნების და ტრადიციის უბედურება იმაში მდგომარეობს რომ ბოლო 3 წელია რაც ყველამ თოფი აიღო ხელში,შემოდიან ამა თუ იმ ვებ გვერდზე და აქედან გებულობენ ბევრ რამეს,და რა ხდება ამ დროს ხვდება ისევ და ისევ გამოუცდელი და რამის გასაგებად შემოსული"მონადირე",მათ შორის მიდის პოლემიკა და აზრს გადახვეული თემების წერა(სწორედ მაგიტომ გიწევთ სისულელეების წაშლა).შიგა და შიგ თუ მცოდნე ჩაერევა და თავის გასაგებ და გამოცდილ აზრს ჩააქსოვს,მოსაუბრეები თემას დაუბრუნდებიან და სწავლითაც რამეს ისწავლიან.

დამატებულია (29.03.2014, 10:16:54)
---------------------------------------------
giohunt1982 კარგად გახსოვს თუ რა მოჰყვა ჩემს საფუძვლიან აზრს პოინტერის თემაში,ხალხი ერთმანეთს დაერია და არავის არ უთქვამს ეს რო დაწერა იმას ვკითხოთ იქნებ რას გულისხმობდაო.ეხლა ყველას თავი ექსპერტი გონია და გამოცდილებს უპატივცემულოდ ექცევიან(აზრს არ კითხულობენ).ამისთვის არის საჭირო შეკრებები სადაც ყველა თავისი ძაღლით მოვა და ასე რომ ვთქვათ"ლაივში"სათქმელს იტყვის.მერე ეცოდინებათ ვინ როგორი გამოცდილია და ვის როგორი ძაღლი ჰყავს,მოსმენაც შესაბამისად მეტი იქნება.(ბოდიშს ვიხდი თუ თავი მოგაბეზრეთ)


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
lebardeდრო: შაბათი, 29.03.2014, 11:22:55 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზოგი სისულელეს იტყვის, ზოგი ჭეშმარიტებას, იხუმრებს, იკამათებს არგუმენტირებულად ან ისე, კამათის გამო და ესე რა, ცხოვრებაშიც ეგრეა და აქაც რომ ესე იყოს საგანგაშო არაფერია ჩემის აზრით. მე პირადად მომწონს ეს საიტი, რო მომაწვება "ლომკა" შემოვდივარ და თქვენთან ერთად ვსაუბრობ ხან რაზე და ხანაც რაზე. так держать ბიჭებო 39

saburtalo77
 
155დრო: შაბათი, 29.03.2014, 12:37:18 | შეტყობინება # 17
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 56
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც ვიცი აქ საუბარია უნდა იყოს სუფთა სისხლის საგავრეულოს მქონე ძაღლებზე, ძირითადი პროპაგანდა კი უკეთდება საგვარეულოს არ მქონე ძაღლებს რა იწვევს ეჭვს რომ ესა თუ ის ძაღლი არ არის სუფთა სისხლის. აქედან ბევრი ახალბედაც კარგავს საგვარეულოიანი ძაღლის აყვანაზე ინტერესს, ამას უნდა მიექცეს ყურადღება, აუცილებლად თუ არა ვერ გავრინდებით. დავვრჩებით ისევ გაურკევეველი წარმომავლობის ძაღლების ამარა. ჩემი აზრით ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ყველას ვისაც უნდა მის ძაღლე ან მისი ახლობლის ძაღლს პროპაგანდა გაუწიოს აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ძაღლის საგვარეულო, რათა ახალბედები მიხვდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგვარეულოს.

დამატებულია (29.03.2014, 11:37:18)
---------------------------------------------
ძაღლის გამოფენაზე გაყვანას საველეზე გაყვანას და შემდეგ მისგან ერთგული მონადირე მეგობრის მიღებას. საკუთარი ძაღლით წარმატება ძაან სასიხარულოა ჩემთვის და სხვისთვის არ ვიცი.


gorgodze
 
ლაშა86დრო: შაბათი, 29.03.2014, 12:59:11 | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote 155 ()
როგორც ვიცი აქ საუბარია უნდა იყოს სუფთა სისხლის საგავრეულოს მქონე ძაღლებზე, ძირითადი პროპაგანდა კი უკეთდება საგვარეულოს არ მქონე ძაღლებს რა იწვევს ეჭვს რომ ესა თუ ის ძაღლი არ არის სუფთა სისხლის. აქედან ბევრი ახალბედაც კარგავს საგვარეულოიანი ძაღლის აყვანაზე ინტერესს, ამას უნდა მიექცეს ყურადღება, აუცილებლად თუ არა ვერ გავრინდებით. დავვრჩებით ისევ გაურკევეველი წარმომავლობის ძაღლების ამარა. ჩემი აზრით ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ყველას ვისაც უნდა მის ძაღლე ან მისი ახლობლის ძაღლს პროპაგანდა გაუწიოს აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ძაღლის საგვარეულო, რათა ახალბედები მიხვდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგვარეულოს.
დამატებულია (29.03.2014, 11:37:18)
---------------------------------------------
ძაღლის გამოფენაზე გაყვანას საველეზე გაყვანას და შემდეგ მისგან ერთგული მონადირე მეგობრის მიღებას. საკუთარი ძაღლით წარმატება ძაან სასიხარულოა ჩემთვის და სხვისთვის არ ვიცი.

+1000
და არა მარტო ეს, ამ საიტის წევრი როცა გავხდი(4წელია უკვე) უფრო ავტორიტეტული იყო ეს საიტი, მეტი პროფი იყო დარეგისტრირებული და მათ აზრს ხალხი უსმენდა და თუ დაუჯერებდა კარგი იყო(მისთვის).
არავის საწყენად არ ვწერ ამას, მაგრამ აქ როცა ბერგი, 998, უჩაუჩა,მონადირე, შოთიკო იყო მოდერები და აქტიურობდნენ მაშინ ამდენი სისულელე არ იწერებოდა, რადგან მათ ქონდატ ცოდნაც და ავტორიტეტიც.
მცოდნე ხალხის დეფიციტია, და კომპეტენტურობა აკლია საიტს. რაც აისახება კიდეც თემებში. საწყენია და გული მტკივა ამ დგეში რომ ვხედავ.



ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
giohunt1982დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:05:34 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote 155 ()
აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ძაღლის საგვარეულო, რათა ახალბედები მიხვდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგვარეულოს.

ეს ამბავი როგორ წარმოგიდგენიათ?? საიტზე, თუ ვინმე ან ფოტოს დადებს, ან რამეს დაწერს მისი ძაღლის შესახებ, იმ მონადირემ ძაღლის საბუთები წარმოადგინოს???


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bichi2009დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:14:25 | შეტყობინება # 20
ჯგუფი: წაშლილები





ხალხო არვიცი გავიცინო თუ ვიტირო? 23 giohunt1982, მირჩიე რამე ძამა
 
kucuna1დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:20:35 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა თქმა უნდა როცა ძაღლს აქვს სუფთა სისხლის დამადასტურებელი მოწმობა კარგია,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ თუ ძაღლს არ აქვს შესაბამისი მოწმობა მას არ აქვს ნადირობის უფლება ან მისი პატრონი ვინმეზე ნაკლები მონადირეა.მაპატიეთ მაგრამ კიდევ ერთი სისულელე წავიკითხე რომელიც წასაშლელია.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
155დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:20:38 | შეტყობინება # 22
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 56
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიახ ჩემი აზრით უნდა დაწეროს ასევე თუ აქვს მიღწევები და რა მიღწევები ამას შეხედავ ახალბედები და უფრო დაინტერესდებიან. ძაღლით ნადირობით

gorgodze
 
kucuna1დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:22:36 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote 155 ()
ჩემი აზრით ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ყველას ვისაც უნდა მის ძაღლე ან მისი ახლობლის ძაღლს პროპაგანდა გაუწიოს აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ძაღლის საგვარეულო, რათა ახალბედები მიხვდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგვარეულოს

დამატებულია (29.03.2014, 12:22:36)
---------------------------------------------
ეგენი ისედაც იწერება


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
ლაშა86დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:23:06 | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote bichi2009 ()
ხალხო არვიცი გავიცინო თუ ვიტირო? giohunt1982, მირჩიე რამე ძამა

ვერ მიგიხვდი 23 23 იქნებ დააკონკრეტო რას გულისხმობ 167


ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
155დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:24:17 | შეტყობინება # 25
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 56
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობის უფლება ყველას აქვს მაგას ვინ უშლის ვინმეს მაგრამ უმჯობესია საგვარეულოიანი და კაკრგი წარმომავლობის ძაღლებით ინადიროს ხალხმა, თუ ვცდები შემისწორეთ. მეც ვნადირობდი პოინტერის და კურცხაარის ნაჯვარით და ის ძაღლი ახლაც ნადირობს არავის წაურთმევია მისთვის ნადირობის უფლება, და სისულელეს რაში ხედავ?

დამატებულია (29.03.2014, 12:24:17)
---------------------------------------------
ვინმემე დაწერა რო ნადირობის უფლება არ აქვს?


gorgodze
 
kucuna1დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:30:12 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სწორედ ასეთ შემთხვევებზე ვამახვილებდი მოდერის ყურადღებას.რა შუაში იყო ამ თემაში ძაღლის საგვარეულო?სულ სხვა პრობლემაზე იყო აქ საუბარი ჩემი აზრით.

დამატებულია (29.03.2014, 12:30:12)
---------------------------------------------
ამ თემაში სხვა საკითხი განიხილება.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
155დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:30:21 | შეტყობინება # 27
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 56
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობას რაც შეეხება ჩემი აზრით ყველაფერზე შეიძლება ამ თემაში საუბარი

gorgodze
 
bichi2009დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:37:07 | შეტყობინება # 28
ჯგუფი: წაშლილები





Quote ლაშა86 ()
ვერ მიგიხვდი იქნებ დააკონკრეტო რას გულისხმობ

შენ არაფერ შუაში არხარ ლაშა
 
giohunt1982დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:38:47 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, მე რა გირჩიო ძამა? მე თავად არ ვიცი გავიცინო თუ ვიტირო gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:39:34 | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009 ისე არ გვაწყენდა ლაშა86 კითხვაზე პასუხის წაკითხვა.

დამატებულია (29.03.2014, 12:39:34)
---------------------------------------------
ვიღაც ხომ არის შუაში


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:44:58 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote 155 ()
დიახ ჩემი აზრით უნდა დაწეროს ასევე თუ აქვს მიღწევები და რა მიღწევები ამას შეხედავ ახალბედები და უფრო დაინტერესდებიან. ძაღლით ნადირობით


ეგ მხოლოდ თქვენი აზრია!

მოკლედ ასე, მეგობრებო. ამ საიტზე არ ეწევა პროპაგანდა უსაბუთო, არასუფთა სისხლის ძაღლებს! ეს საიტი არ არის მიკერძოებული მანდამაინც ევროპული წარმოების იარაღზე! როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ! არც დეგრადაციის გზაზე დგას საიტი! პირიქით! ვითარდება, იხვეწება და ა.შ.! თუ ვინმეს განსაკუთრებით შესტკივა გული საიტის ბედზე, მაშინ. წერეთ, იაქტიურეთ, მიიღეთ მონაწილეობა საიტის განვითარებაში! საიტის ორგანიზებულ ღონისძიებებში!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bichi2009დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:51:31 | შეტყობინება # 32
ჯგუფი: წაშლილები





ვინმე რაიმეს ახსნას მთხოვს თუუ? თანაც საიტზე??? ყველამ გამოსავალი საკუთარ თავში ვეძებოთ და სოფელიც აშენდება
 
kucuna1დრო: შაბათი, 29.03.2014, 13:57:48 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე არ მახსოვს რომ ვინმეს მეტისის პროპაგანდა გაეწიოს და ადეკვატური პასუხი არ მიეღოს.მაგრამ თუ ყავს ადამიანს და წერს ამის შესახებ ეგ დანაშაულად არ უნდა ჩავუთვალოთ.მათაც უნდათ ჰყავდეთ საუკეთესო სისხლის ძაღლები მაგრამ არ არის საშუალება და რა ქნან(უძაღლოთ ნადირობა უარესი არ არის განა?).ეს საიტი გამოცდილების გაზიარებას და მეგობრობას ემსახურება.თუ ჩვენ მეგობრები ვართ იგივე ჩვენი სირცხვილია თუ რომელიმე ჩვენთაგანს ზემოთ აღნიშნული პრობლემა აქვს.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: შაბათი, 29.03.2014, 14:01:49 | შეტყობინება # 34
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰო. კიდევ ერთი საკითხი. "კარგი დრო იყო" და "ეჰ რა ხალხი წავიდა" ასეთი ლაპარაკი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად! ვისაც უნდა იქნება საიტზე, ვისაც უნდა წავა! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ხალხი ვინც ადრე მოღვაწეობდა საიტზე, ჩვენს მეგობრებად არ რჩებიან!

მოკლედ, ჩემი აზრით ამ თემას არ გააჩნია, არსებობის მიზეზი! ამიტომ როგორც ადმინისტრაციის წევრი, ვხურავ ამ თემას!!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: შაბათი, 29.03.2014, 14:02:58 | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
მე არ მახსოვს რომ ვინმეს მეტისის პროპაგანდა გაეწიოს და ადეკვატური პასუხი არ მიეღოს.მაგრამ თუ ყავს ადამიანს და წერს ამის შესახებ ეგ დანაშაულად არ უნდა ჩავუთვალოთ.მათაც უნდათ ჰყავდეთ საუკეთესო სისხლის ძაღლები მაგრამ არ არის საშუალება და რა ქნან(უძაღლოთ ნადირობა უარესი არ არის განა?).ეს საიტი გამოცდილების გაზიარებას და მეგობრობას ემსახურება


გეთანხმები!!!!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика