15:45:10
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
”საუბრები კოცონთან”
მონადირედრო: ორშაბათი, 18.07.2011, 19:08:39 | შეტყობინება # 1
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


განვითარებულ და ცივილიზირებულ სამყაროში სპეციალურად ნადირობისათვის ტელეარხებია მიძღვნილი და მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ნადირობისადმი ინტერესი დიდია, ხოლო რადიო, ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები ბევრი, მონადირისათვის ასეთი რამ მაინც მწვავე დეფიციტს წარმოადგენს. განსაკუთრებით უძნელდება მონადირეს უსეზონობის დროს (ეს კი თითქმის 6 თვე გრძელდება) იმ ჟინის დაოკება, რომელიც ასე მძლავრადაა მასში. ამ თითქმის ცარიელ ნიშას შევსება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ ფონზე ყველა ჩვენთაგანისათვის განსაკუთრებით სასურველი და სასიხარულოა რადიოგადაცემის შექმნა, რაშიც ხელი შეგვიწყო რადიოპალიტრის დირექციამ.

მონადირეებო! ყოველ ხუთშაბათს, 20 საათზე რადიოპლიტრა FM 103,9-ზე პირდაპირ ეთერში გადის ახალი რადიოგადაცემა ”საუბრები კოცონთან”, რომლის წამყვანიც ჩვენი საიტის წევრი ბექა ყურაშვილი (BERG) გახლავთ!

გადაცემა ეხება ნადირობას, თევზაობას, ბუნებაში აქტიურ დასვენებას, მოგზაურობას (ლაშქრობა, ექსპედიცია), ეკოლოგიას, ფლორასა და ფაუნას, სამონადირეო კანონმდებლობასა და ნადირფრინველს, ბაზიერობას, კინოლოგიას, სანადირო იარაღსა და ა.შ.

სასაუბროდ შეირჩევიან და მოწვეული იქნებიან სტუმრები: ბიოლოგები, ნადირობათმცოდნეები, სანადირო მეურნეობების მფლობელები, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტ-კინოლოგები, ბაზიერები, ვეტერინარები, იარაღის ექსპერტები, ცნობილი მონადირეები, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის წევრები. სტუმრის მოწვევა განპირობებული იქნება გადაცემის მთავარი თემით. პერიოდულად გადაცემაში მოხდება ორი დაპირისპირებული აზრის შეხვედრა. მაგ: წარმომადგენელი ცხოველთა დაცვის საზოგადოებიდან და გამოცდილი მონადირე, ან ბიოლოგი.

გადაცემა სტუმართან საუბრისას შეეხება აგრეთვე ახალ ამბებსაც (სტატისტიკა, ფაქტები მსოფლიოს მასშტაბით), ნადირობის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, განვითარებასა და დღევანდელობას.

მსმენელს შესაძლებლობა აქვს აგრეთვე სატელეფონო კავშირის მეშვეობით ჩაერთოს პოლემიკაში, დააფიქსიროს თავისი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, დასვას შეკითხვები (ტელეფონის ნომრებია: 237-103-9 და 238-103-9). მომავალში აგრეთვე იგეგმება მსმენელთა ვიქტორინაში მონაწილეობა, გამარჯვებული დაჯილდოვდება სამახსოვრო პრიზით.

გადაცემის ძირითადი თემა ნადირობაა, მაგრამ იგი გვერდს ვერ აუქცევს ისეთ ეკოლოგიურ საკითხებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, შემცირებული მტკნარი წყლის მარაგი, გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა სამყაროს სახეობების გადარჩენა, უზომოდ გამრავლებული მტაცებლების რაოდენობის შემცირების აუცილებლობა და ა.შ. საჭიროა ბუნებრივი რესურსების სწორი, რაციონალური გამოყენება და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანაში ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების შექმნა, სამონადირეო მეურნეობისა და სამონადირეო ტურიზმის განვითარება ერთადერთი მართებული გამოსავალია.

”საუბრები კოცონთან” - ეს არის გადაცემა ნამდვილი მამაკაცებისათვის! ნადირობა ხომ მამაკაცის უძველესი პროფესიაა!

რადიოგადაცემის მოსმენას თქვენ შეძლებთ აქ.

და რაც მთავარია, რადიოგადაცემა გავა ინტერნეტტელევიზიითაც, მის ყურებას პირდაპირ ეთერში თქვენ შეძლებთ ამ მისამართზე.

მონადირეებო! მეთევზეებო! ბაზიერებო! ბუნებისმოყვარულნო! გილოცავთ ამ წინგადადგმულ ნაბიჯს! მოსდეთ მთელ ქვეყანას ეს ამბავი! თქვენს აქტიურობაზე, იმაზე, თუ რამდენად პოპულარულსა და რეიტინგულს გავხდით ამ გადაცემას, იქნება დამოკიდებული მისი არსებობისა და შემდგომში სატელევიზიო გადაცემად ქცევის საკითხი!

აქ ვისაუბროთ ამ გადაცემის გარშემო.


охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
grenader21დრო: სამშაბათი, 20.09.2011, 21:08:05 | შეტყობინება # 51
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მელაზე ტურაზე და მგელზე რა წესებითაა ნადირობა?

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
kituashvililდრო: ხუთშაბათი, 20.10.2011, 18:05:08 | შეტყობინება # 52
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია 39 39 39
 
მონადირედრო: ხუთშაბათი, 03.11.2011, 19:01:33 | შეტყობინება # 53
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო! დღეს 20 საათზე ”საუბრები კოცონთან” არ დაგავიწყდეთ! გადაცემას რეიტინგი ჭირდება და ეცადეთ, რომ დარეკოთ გადაცემაში! ჩვენზეა დამოკიდებული მისი რეიტინგი.

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
მამუკადრო: შაბათი, 26.11.2011, 01:24:51 | შეტყობინება # 54
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზან კარგია
 
qorbudeდრო: შაბათი, 28.01.2012, 17:38:20 | შეტყობინება # 55
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ ბექას დაბრუნების ვარიანტი აღარ არი ამ გადაცემაში?ინტერესი ნაღდად დაიკარგა რა,რადგან მისი რეიტინგი წამყვანზე მნიშვნელოვნად არი დამოკიდებული,ეს წამყვანი კი მე პირადად არ მომწონს,ალბათ სხვა გადაცემას კარგადაც წაიყვანს,მაგრამ ამას არა რა
 
fshaveloდრო: შაბათი, 28.01.2012, 19:19:18 | შეტყობინება # 56
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
qorbude, არც მე მომწონს ეს წამყვანი და აღარც ვუყურებ მაგ გადაცემას უკვე, ინტერესი დამეკარგა, ხვნეშის ხოლმე საუბრისას და ნერვები მეშლება

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
qorbudeდრო: შაბათი, 28.01.2012, 20:17:59 | შეტყობინება # 57
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo ხო ეგ ხვნეშა კიდე ცალკე თემაა 069
 
DatuNikoდრო: კვირა, 29.01.2012, 05:11:10 | შეტყობინება # 58
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 48
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეეჰ! ეს ან შეცდომაა, ან დროებითი ცვლილება. ყოველშემთხვევაში საწყენია. -BERG-ის წამყვანობა იმდენად ბუნებრივი და ახლო იყო ჩვენთან, ,,ბაზიერის" საძმოსთან, რომ გადაცემას სიამოვნება მოჰქონდა. ნახეთ გამოხმაურბები პირველ ( 1 ) გვერდზე და შეადარეთ მე-2ს.
რა გვემართება ბატონებო აქაც ,,ნაბიჯი უკან"?!
+ღმერთმა დაგვიფაროს!
25 :25: 167


ქრისტიანი.აღმსარებელი მართლმადიდებელი. არქიტექტორი;ეკონომისტი.
მონადირე.ცოლშვილიანი. სახელმწიფო მოხელე.
პ.პ.პ. - პატიოსანი;პატრიოტი;პროფესიონალი


შეტყობინება დაამუშავა DatuNiko - კვირა, 29.01.2012, 05:14:15
 
baqarixarebavaდრო: ხუთშაბათი, 21.06.2012, 00:13:17 | შეტყობინება # 59
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
”საუბრები კოცონთან”
http://www.bazieri.ge/dir/97


ბაქარ ხარებავა

შეტყობინება დაამუშავა baqarixarebava - ხუთშაბათი, 21.06.2012, 00:13:57
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 04.03.2013, 19:22:23 | შეტყობინება # 60
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან კარგი გადაცემა იყო და წამყვანიც ასეთი 166

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 03.04.2019, 17:38:16 | შეტყობინება # 61
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო, იუტუბზე როცა ნადირობის სეზონი არაა, სხვის ნადირობებს ვუყურებ ხოლმე (ალბათ თქვენც ) და რამდენიმე ქართულიც შემხვდა. ვისაც გაქვთ ბაზიერელებო რაიმე ნადირობაზე, დადეთ ლინკები და ვუყუროთ, აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს, რჩევები მივცეთ...
 
alekoდრო: შაბათი, 06.04.2019, 14:00:12 | შეტყობინება # 62
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, "რატის ბლოგი"

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика