02:04:26
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
მონადირეების ფორუმი » სხვადასხვა » სხვადასხვა თემები » ახალი ამბები (ნადირობა, თევზაობა, ტურიზმი, ბუნება ჩვენთან და საზღვარგარეთ!)
ახალი ამბები
მონადირედრო: პარასკევი, 25.03.2011, 11:32:21 | შეტყობინება # 51
ჯგუფი: წაშლილები





21 მარტი - ტყეების დაცვის მსოფლიო დღეა

ორშაბათს, 21 მარტს აღინიშნა ტყეების დაცვის მსოფლიო დღე, ეს თარიღი დაფუძნდა და აღინიშნება გაეროს ინიციატივით 1971 წლიდან.
გაზაფხულზე, 21 მარტს, დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება და ეს თარიღი შემთხვევით არ არის არჩეული. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 21 მარტი ტრადიციულად ითვლება გაზაფხულის დაწყების დღედ და სიმბოლოდ ახალი ცხოვრებისა, ახალი საწყისისა.

ტყეების დაცვის საერთაშორისო დღის ძირითადი დანიშნულებაა - მთელი პლანეტის მოსახლეობის მიერ უკეთ გათვითცნობიერება ტყეების მნიშვნელობისა, მათი აღდგენისა და შენარჩუნების აუცილებლობისა.

დღესდღეობით პლანეტაზე ტყეების საერთო ფართობის შემცირება არის საერთაშორისო დონის პრობლემა, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ გადაწყვეტას ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით.

ტყეებს ტყუილად არ უწოდებენ პლანეტის ფილტვებს: ისინი შთანთქავენ მავნე ნივთიერებებს, არეგულირებენ ტემპერატურას პლანეტაზე და უზრუნველყოფენ მას ჟანგბადით. ტყე სახლია ბევრი ცხოველისა და მცენარისა, ტყე - ეს არის კვების, დასვენებისა და ჯანმრთელობის წყარო ადამიანებისათვის.

გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო საზოგადოებამ მიზნად დაისახა 2012 წლამდე ხმელეთის 33%-ის ტყეებით დაფარვა. გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიაღწიეს შესაბამის შეთანხმებებს და ეხლა მიმდინარეობს საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა - კონვენცია ”კლიმატის შეცვლის შესახებ”, კონვენცია ”ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესახებ”, და კონვენცია ”გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”.

ჩვენს პლანეტაზე ტყის ფართობები სულ უფრო და უფრო მცირდება. ისტორიულად ეს დაკავშირებულია მოსახლეობის ზრდასთან და ტყის მასივების გარდაქმნასთან სხვადასხვა საჭიროებისათვის. ამასთან ერთად ტყე ნადგურდება ხაძრისაგან, მავნე მწერებისაგან და დაავადებებისაგან, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებისა და სხვა მიზეზებისგან.

ტყის მასივების ფართობის შემცირება იწვევს გლობალური მნიშვნელობის ნეგატიურ პროცესებს: ნიადაგის ეროზიას, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნების შემცირებას, წყლის ბასეინების დეგრადაციას, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის ზრდას, სამრეწველო და სათბობად გამოსაყენებელი ხის რესურსების შემცირებას და საბოლოო ჯამში - კაცობრიობის ცხოველქმედების პოტენციალის შემცირებას.

ტყე არის არა მხოლოდ უძვირფასესი ნედლეული, არამედ იგი წარმოადგენს ბიოსფეროს განუყოფელ კომპონენტს, რომელიც გავლენას ახდენს პლანეტის ჟანგბადურ და ნახშირბადურ ბალანსზე და დიდად განსაზღვრავს სასიცოცხლო პირობებს დედამიწაზე.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყეების საერთაშორისო დღესთან ერთად აღინიშნება ხის დღეც. ასე მაგალითად, მე-19-ე საუკუნის ბოლოდან იტალიაში დამკვიდრდა ტრადიცია: 21 მარტს საშუალო სკოლის მოსწავლეებს ეზოში უნდა დაერგოთ ერთი ხე მაინც. მას შემდეგ 21 მარტს აღინიშნება ხის დღე, როგორც განახლებისა და ადამიანის ბუნებასთან შერწყმის დღესასწაული.

შეგახსენებთ აგრეთვე, რომ გაეროს მიერ 2011 წელი გამოცხადებულია ტყეების საერთაშორისო წლად.

 
მონადირედრო: პარასკევი, 25.03.2011, 16:48:12 | შეტყობინება # 52
ჯგუფი: წაშლილები





საერთაშორისო აქცია ”დედამიწის საათი”

ველური ბუნების მსოფლიო ფონდი WWF მარტის თვის ბოლო შაბათს ყოველწლიურად მართავს საერთაშორისო აქციას ”დედამიწის საათი”. აქცია მოუწოდებს ყველას ერთი საათის განმავლობაში გამორთონ ელექტროენერგია. ამით ეკოლოგები მოუწოდებენ ხალხს, რომ ეკონომიურად ხარჯონ ელექტროენერგია და სხვა ბუნებრივი რესურსები, სათუთად მოეპყრონ წყალს, გააკეთონ არჩევანი ქაღალდისა და სხვა მასალების მეორადი გადამუშავების სასარგებლოდ. აქციის მონაწილეები - კერძო პირები, ორგანიზაციები ერთი საათით თიშავენ განათებას და სხვა სიცოცხლისთვის არამნიშვნელოვან ელექტრომოწყობილობებს, რათა მიაპყრონ საზოგადოების ყურადღება გარემოს დაცვის პრობლემებისკენ.

ნამდვილ წინამძღოლებად გარემოს დაცვის საქმეში გვევლინებიან ქალაქის მმართველობები და ეხლა ქალაქები არა მხოლოდ იღებენ მონაწილეობას აქციაში, არამედ იჩენენ ინიციატივებს სხვადასხვა ბუნებისდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც ცდება ”დედამიწის საათი”-ს ჩარჩოებს.

აქცია პირველად გაიმართა ავსტრალიაში, სიდნეიში 2007 წლის მარტში WWF-ის ინიციატივით. მაშინ მასში მიიღო მონაწილეობა 50 000 000-ზე მეტმა ადამიანმა მსოფლიოს 35 ქვეყნის 270-ზე მეტი ქალაქიდან. 2009 წელს მონაწილე ქვეყნების რაოდენობამ 88-ს მიაღწია, ხოლო ქალაქების რაოდენობამ - 1400-ს.

”დედამიწის საათი-2010”-ში მონაწილეობას იღებდა ყველა კონტინენტიდან 126 ქვეყანა და 4000-ზე მეტი ქალაქი. ათასობით ხალხი შეგროვდა დედაქალაქების მოედნებზე, რათა ეზეიმა ”დედამიწის საათი” და დაენახა მსოფლიო ძეგლების გამორთული განათებები: აკრძალული ქალაქი პეკინში, ეიფელის კოშკი პარიზში, ბრანდენბურგის ალაყაფის კარი ბერლინში, მაცხოვრის ძეგლი რიო დე ჟანეიროში, განთქმული დაკიდებული ხიდი ბოსფორის სრუტეზე სტამბულში, ინდოეთის ალაყაფის კარი დელიში. ზიმბაბვეს ასობით ბავშვი იმყოფებოდა სანთლებით განათებულ პიკნიკზე ჩანჩქერ ვიქტორიასთან, ბულგარეთში გაიმართა აღლუმი სოფიის მთავარ ქუჩაზე, გამორთული შუქის ფონზე გალაპაგოსის კუნძულებზე გაუშვეს კინო.

შარშან მასშტაბურ აქციაში ჩაერთო საქართველოც. სიმბოლურად გამოირთო განათებები თბილისის სასტუმროებში "რედისონი" და "თბილისი მერიოტი", ჩაქრა თბილისის მერია და სატელევიზიო ანძა.

წელსაც, ხვალ, შაბათს, 26 მარტს, 20სთ-სა და 30წთ-ზე საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დაგეგმილია ერთი საათით ელექტროენერგიის გამორთვა!

 
მონადირედრო: კვირა, 27.03.2011, 14:49:15 | შეტყობინება # 53
ჯგუფი: წაშლილები





რუსეთში აკრძალეს დათვზე ნადირობა ბუნაგთან

ამა წლის 15 მარტიდან რუსეთში აიკრძალა დათვზე ნადირობა ბუნაგთან, აგრეთვე ერთ წლამდე ასაკის დათვზე და ბელებიან დედა დათვზე ნადირობა.

შეიცვალა აგრეთვე ნადირობის ვადები. მურა დათვზე ნადირობა დაშვებულია 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით და 1 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით. ჰიმალაის დათვზე ნადირობა დაშვებულია 1 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით.

ყოველწლიურად, რუსეთში მონადირეების ხელით იხოცება ასობით დათვი და ბელები. ძველი წესების თანახმად, თუ ბუნაგში იმყოფებიდა ორი, ან მეტი დათვი, მონადირეს უფლება ჰქონდა მოენადირებინა ყველა. ასე რომ, ბელებზე და დედა დათვზე ნადირობა იყო კანონიერი.

 
მონადირედრო: კვირა, 27.03.2011, 19:07:12 | შეტყობინება # 54
ჯგუფი: წაშლილები





valerika, ჩვენთან კანონმდებლობით საერთოდ აკრძალულია დათვზე ნადირობა!
 
მონადირედრო: კვირა, 27.03.2011, 19:42:59 | შეტყობინება # 55
ჯგუფი: წაშლილები





"დედამიწის საათი" აღინიშნა

მსოფლიომ გუშინ "დედამიწის საათი" აღნიშნა. მსოფლიოს 131–მა ქვეყანამ 1 საათით ელექტროენერგია გამორთო და დედამიწა დაასვენა.

მსოფლიო მასშტაბის სიმბოლურ აქცია საქართველოც შეუერთდა. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მოსახლეობამ ელექტროენერგია დაზოგა. დედაქალაქში ყველა ის ობიექტი გამოირთო, რომელიც ელექტროენერგიას ყველაზე აქტიურად მოიხმარს.

აქციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სიმბოლური ღონისძიებაც ჩატარდა.

 
Adminდრო: კვირა, 27.03.2011, 23:15:11 | შეტყობინება # 56
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საიტის მთავარ გვერდზე სპეციალურად ასეთი სახის ინფორმაციებისათვის დაემატა ახალი ამბების ბლოკი.შეგიძლიათ მთავარ გვერდზე განათავსოთ ყველა ასეთი სახის ინფორმაცია 39

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
valerikaდრო: ორშაბათი, 28.03.2011, 17:35:08 | შეტყობინება # 57
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია ,მაგრამ ძაან გადაიტვირთება მთავარი გვერდი. პოტოალბომი აღარ ჩანს უკვე 23

....
 
-BERG-დრო: კვირა, 13.11.2011, 21:18:15 | შეტყობინება # 58
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს სამების ტაძარში მისული იყო მონადირეების ჯგუფი, რომელთაც ითხოვეს რიკოთის უღელტეხილზე დაღუპული მონადირეების სახელზე ჯვრის აღმათვაზე კურთხევა. ისე რომ პასუხს არ დალოდებიან წავიდნენ...
პასუხი დადებითია (მეუფე იობის მიერ).
თუ ვინმე იცნობთ ამ მონადირეებს, ან იცით მსგავსი ფაქტი, გთხოვთ აცნობოთ.
 
მონადირეების ფორუმი » სხვადასხვა » სხვადასხვა თემები » ახალი ამბები (ნადირობა, თევზაობა, ტურიზმი, ბუნება ჩვენთან და საზღვარგარეთ!)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика