13:11:11
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზაობა » მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ (ვებრძოლოთ ბრაკონიერობას)
მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ
giohunt1982დრო: პარასკევი, 21.06.2019, 17:10:23 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კლუბი "ბაზიერიც" რა თქმა უნდა უერთდება ამ მოძრაობას.
ამ თემაში გაგაცნობთ ამ სიახლეებს და სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას ამ მოძრაობის შესახებ.

ჩვენი მოთხოვნებია

1 ველური ბუნებიდან ამოღებული თევზის რეალიზაციიდან სრულად ამოღება!



ეს კანონი მოქმედებს ყველა ცივილურ ქვეყანაში. რადგან ბრაკონიერობის მიზანი არის სარგებელი რომელსაც ისინი იღებენ თევზის რეალიზაციით და ამ სარგებელის სანაცვლოდ ისინი ანადგურებენ არა მხოლოდ წყლის ბინადრებს არამედ მთელს ეკოსისტემას, რადგან ჩვენი მდინარეებსა და წყალსატევებში დღესდღეობით კრიტიკულად მცირეა თევზის პოპულაცია,ამასთან ველურ ბუნებაში გაზრდილი თევზი არ წარმოადგენს ჩვენს პირად საკუთრებას არავის შეიძლება ჰქონდეს უფლება სარგებელი მიიღოს მისი რეალიზაციით!

ამ კანონის ამოქმედება მოგვცემს იმას რომ; თუ არ იქნება ბაზარი, არ იქნებათევზის დიდი რაოდენობით ამოღების მოტივაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ბრაკონიერობას და თევზის უმოწყალოდ ხოცვა ჟლეტას!

ამასთანავე საქართველოში არსებობს სათევზე მეურნეობები,რომლებიც კანონიერი გზებით ახდენენ თევზის რეწვა,იხდიან გადასახადებს და ამავდროულად საკუთარი თუ სახელმწიფო ინიციატივით ახდენენ თევზის პოპულაციის აღდგენას ჩვენს წყალსატევებში. ამ კანონის ამოქმედებით,მოთხოვნა რომელიც არსებობსბრაკონიერული გზებით მოპოვებულ თევზზე გადაინაცვლებს სათევზო მეურნეობებში მოყვანილ თევზზე და მოხდება ამ სფეროს განვითარება რაც კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს ჩვენს ბუნებაზე და ეკონომიკაზე! ასევე ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციებს, მოხდება სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის პოპულარიზაცია,სათევზაო ტურიზმის განვითარება რომლის დიდი პოტენციალი გააჩნია ჩვენს ქვეყანას, და სხვა რიგი მოვლენები

2 სახლართი ბადეების, ეკრანების ე.წ “პარაშუტების” და სხვა აკრძალული საშუალებების შემოტანა, გაყიდვა დამზადების აკრძალვა! ასევე ელექტროშოკული აპარატების და ასაფეთქებელი საშუალებების დამზადება_შენახვის კრიმინალიზაცია!

რადგან აღნიშნულ საშუალებებს არ აქვს არანაირი დანიშნულება გარდათევზის უკანონოდ მოპოვებისა და ყველა ჩამოთვლილი ინვენტარით თევზაობა არის კანონით დასჯადი ქმედება, დაუშვებელია მისი რეალიზაცია იყოს კანონიერი! აღსანიშნავია ის ფაქტი ,რომ ელექტროშოკული აპარატის არათუ გამოყენების არამედ შენახვის შემთხვევაშიც კანონი იყოს უაღრესად მკაცრი, რადგან ის წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ იარაღს არამარტო ბუნებისათვის არამედ ადამიანებისათვისაც, რამეთუ მრავლად გვაქვს ფაქტები ამ მოწყობილობების გამოყენების შედეგად გარდაცვლილ ადამიანებზე!

მოგეხსენებათ კერძო სატბორე მეურნეობებში,თევზის კანონიერი რეწვისას არ გამოიყენება არცერთი აღნიშნული მოწყობილობა თუ ინვენტარი, რადგან, მეურნემ კარგად ხედავს და იცის რა ფატალური შედეგები მოაქვს არნიშნული ინვენტარის გამოყენებას.. თევზის რეწვა ხდება სპეციალური მოსასმელი ბადეებით,ამრიგად ეს კანონი ხელს არ შეუშლის მათ საქმიანობას.

3 მოხდეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურების აღჭურვა და დაკომპლექტება ისეთი ინვენტარით და ადამიანური რესურსით, რომელიც განაპირობებს მის ეფექტურ მუშაობას! მინიმუმ გაორმაგდეს რეინჯერების რაოდენობა და მოხდეს წყლების მუდმივი კონტროლი არა მხოლოდ ადამიანური რესურსით არამედი ისეთი ტექნოლოგიებით როგორიცაა სათვალთვალო დრონები, ფოტოხაფანგები და ელექტროსაწინააღმდეგო სასიგნალო მოწყობილობები! ამასთან მნიშვნელოვანია ბრაკონიერული ფაქტების შესახებ შესულ ინფორმაცია იყოს კონფიდენციალური,წახალისებული და მოხდეს მასზე მყისიერი რეაგირება!

ეს ყველაფერი არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ისეთ დანახარჯებს რისი გამოყოფაც სახელმწიფოს დღესდღეობით არ შეუძლია! ამისათვის საჭიროა მხოლოდ ნება.

თუ სახელმწიფო ერიდება იმ ამომრჩევლის განაწყენებას ვინც ასეთ ზიანს აყენებს ჩვენს გარემოს და ქვეყანას !დავანახოთ მას რომ მეორე მხარეს დგას ათასობით მეტი ხალხი რომელთა მოთხოვნებიც არის სრულად კანონიერი და აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის და თავად გადაწყვიტოს ვისი განაწყენება ჯობია და სიმართლე ვის მხარეზეა! შემოუერთდით მოძრაობას ბრაკონიერობის წინააღმდეგ!

დამატებულია (21.06.2019, 17:11:44)
---------------------------------------------








დამატებულია (21.06.2019, 17:13:04)
---------------------------------------------
კვირას, 23 ივნისს , საღამოს 8 საათზე ქ.ქუთაისში, პიონერთა პარკში გაიმართება შეხვედრა ჯგუფის წევრებს შორის!!!
შეხვედრის მიზანია მოძრაობის სამოქმედო გეგმის შემუშავება! გელოდებით ყველას ვისაც ეს საკითხი გაწუხებთ!
შემოგვიერთდით!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზაობა » მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ (ვებრძოლოთ ბრაკონიერობას)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика