02:59:50
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზაობა » საქართველოს თასი 2014 ფიდერით თევზის ჭერაში
საქართველოს თასი 2014 ფიდერით თევზის ჭერაში
salamandraდრო: ოთხშაბათი, 10.09.2014, 18:15:39 | შეტყობინება # 1
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოს თასი 2014

მეგობრებო, გატყობინებთ, რომ 11–12 ოქტომბერს, ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია ჩაატარებს პროფესიონალურ რეიტინგულ ტურნირს ფიდერით თევზჭერაში "საქართველოს თასი 2014"

ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: "2014 წლის პროფესიონალური პირველობა ფიდერით თევზჭერაში "საქართველოს თასი 2014""

ტურნირის ჩატარების თარიღი: 11–12 ოქტომბერი (ორი ტური დამოუკიდებელი კენჭისყრით)

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: დაზუსტებით ცნობილი გახდება ტურნირამდე 10 დღით ადრე. სავარაუდო ადგილებია – სიონის წყალსაცავი, წალკის წყალსაცავი, დალის წყალსაცავი, ნადარბაზევის ტბა, კუმისის ტბა.

ტურნირის სტატუსი: პროფესიონალური რეიტინგული შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მოქმედი სპორტსმენების პროფესიონალური რეიტინგის განსაზღვრა

!!! შეჯიბრება პროფესიონალური ხასიათისაა და ჩატარდება საქართველოს ფიდერის ფედერაციის წესების სრული დაცვით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს მხოლოდ ფიდერის ფედერაციის წევრებმა. ის პირები, რომლებიც არ არიან გაწევრიანებული ფიდერის ფედერაციაში, ვალდებულნი არიან გაიარონ წევრობის რეგისტრაცია.
შეგახსენებთ, რომ ფედერაციის წევრობის პროცედურა აღწერილია აქ – http://sportfishing....რაციის-წევრობა/
გაწევრიანების კანდიდატებად დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც მიმდინარე სათევზაო სეზონზე მიიღეს მონაწილეობა მინიმუმ ერთ ფედერაციის მიერ მოწყობილ ტურნირზე ან იმუშავეს მსაჯთა ბიგადაში.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. სხვა ტიპის სიგნალიზატორები, მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია;
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი;
4. შეჯიბრი წარმოადგენს გუნდურ პირველობას და ამიტომ სატურნირო სანაპირო ზოლი დაიყოფა 3 ზონად, ზონები კი სექტორებად. თითოეულ ზონაში მოხვდება ყოველი გუნდის თითო წევრი. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა);
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით;
8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ ერთი ფიდერის მონტაჟი – სპორტული ინ–ლაინ მონტაჟი. სხვა დანარჩენი მონტაჟი აკრძალულია!
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 12 ლიტრი. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. ნემსკავზე გასაკეთებლად აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულია პოპ–აპ საშუალებები, მაგალითად პენოპლასტის ბურთულები.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძით არანაკლებ 2 მეტრისა. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 40 ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003

თანხის შეტანის ბოლო ვადა 5 ოქტომბერი.

შეგროვილი თანხა მოხმარდება ტურნირის საპრიზო ფონდს. დარჩენილი თანხა მოხმარდება ფიდერის ფედერაციის პროექტს: "კაპარჭინას პოპულაციის აღდგენა საქართველოს წყალსატევებში"


CLUB- MONADIRE.GE-FEEDER
 
fisherleqsoდრო: კვირა, 14.09.2014, 22:14:47 | შეტყობინება # 2
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი იქნებოდა ერთობლივი გასვლა თუ დაიგეგმება. ბევრი ბაზიერელი ვიცი ვისაც ნადირობაზე ნაკლებად არ უკვარს თევზაობა. მაგრამ მესმის მათი, იტყვიან ამ გაგანია მცყერის სეზონზე რა დროს თევზიაო gimili

საქართველოო ლამაზო...
 
giohunt1982დრო: კვირა, 14.09.2014, 22:49:24 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
salamandra, ძალიან კარგი საქმეა! წარმატებებს გისურვებთ და მადლობას გიხდით ორგანიზატორებს!!! სამწუხაროდ მონაწილებისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ და მონაწილეობასაც ვერ მივიღებ მაგრამ ვეცდები მომავალ შეჯიბრებებში ჩავერთო!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
salamandraდრო: ორშაბათი, 22.09.2014, 15:09:18 | შეტყობინება # 4
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982

არა უშავს ! ამ ეტაპზე ტურნირი დახურულია და მასში მხოლოდ ფედერაციის წევრები ღებულობენ მონაწილეობას მაგრამ მომავალში დაგეგმილია საქართველოს ღია ტურნირები თევზის ფიდერით ჭერაში რომლებშიდაც ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას.მანამდე კი თუ გუნდს შექმნით კარგი იქნება.შეძლებთ თქვენი კლუბისა და ფორუმის სახელით იასპარეზოთ


CLUB- MONADIRE.GE-FEEDER
 
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზაობა » საქართველოს თასი 2014 ფიდერით თევზის ჭერაში
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика