03:31:01
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: krimanjuli, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » სროლის ხელოვნება; სასტენდო სროლა » სროლის ხელოვნება (დავწეროთ სწორ დამიზნებაზე და სროლაზე ნადირობის დროს)
სროლის ხელოვნება
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 05.12.2011, 21:31:47 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამოცდილ და მცოდნე ადამიანებს ვთხოვ ვისაუბროთ სწორი სროლის ხელოვნებაზე ნადირობის დროს გასათვალისწინებელი ნიუანსებით და მთელი ამბებით, რადგანაც ერთერთი მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა ვიცოდეთ არის, რომ პნევმატური იარაღით ან შაშხანით სროლის პრინციპი საერთოდ განსხვავდება გლუვლულიანი საფანტის იარაღით სროლის პრინციპისაგან, სადაც შაშხანის დამიზნება ხდება პირდაპირ სამიზნეზე ხოლო საფანტის იარაღის დამიზნება ხდება სანადირო ობიექტზე ოდნავ წინ, მისივე მოძრაობის ტრაექტორიის ხაზზე და სხვა ფაქტორები.[/size]

პირადი პრაქტიკიდან შემიძლია ვთქვა რომ სროლა იწყება თავდაპირველად გაჩერებულ სამიზნეზე. ჯერ ვაჩვევთ სწორი დაკავების მანერას, სასხლეტზე მუშაობის წესებს და ვეჩვევით გავარდნილი თოფის ხმას, შესაბამისად დარტყმას მხარზე. ამისათვის კი თოფი უნდა გავიტანოთ ქალაქიდან მოშორებით ან შესაბამის დაწესებულებაში სადაც შესაძლოა სროლა და დავიწყოთ სამიზნის მიმართულებით რამოდენიმე გასროლა. სახლში ყოფნის დროსაც უნდა ვივარჯიშოთ მის სწრაფად სხვადასხვა მიმართულებით დამიზნებაზე. მაგალითად მე სოფელში ხშირად ვდებდი აქეთ-იქით ქვებს და ვესროდი მიყოლებით რადგანაც ჩემი თოფი 6 ტყვიანია და საჭირო იყო სწრაფად შემძლებოდა მასთან მუშაობა.
თოფის ხელში აღებიდან ვიქცევით შემდეგნაირად:
-კონდახი უნდა იყოს მყარად მიჭერილი ბეჭზე რომ შეამციროთ უკუცემა.
-თოფის ლულაზე განთავსებული ხაზები არ უნდა ჩანდეს მაგრამ არც ისე დაბლა უნდა დაწიოთ ლულა, რომ სამიზნეც დაიმალოს და უმიზნებთ ლულის ბოლოში სამიზნე წერტილიდან.
-ლოყა მჭიდროდ უნდა მიაბჯინოთ კონდახს.

A. დამიზნებულია ოდნავ ზემოთ
B. დამიზნებულია ოდნავ ქვემოთ
C. დამიზნებულია საკმაოდ ზემოთ. ასეთი დამიზნების პრინციპს იყენებენ სტენდზე სროლისას გამოცდილი მსროლელები (მოზიებულია hunters.ge-დან).
ყოველივე ამის შემდეგ ვესვრით რამოდენიმეჯერ და შემდეგ ვისვენებთ, წარმატებული მსროლელი ვიქნებით ამ ეტაპისთვის თუ გაჩერებულ სამიზნეს ყველა სროლიდან სუყველა მოხვდება მიზანს,მხოლოდ ამის შემდგომ გადავალთ მოძრავ სამიზნეზე.


ამონარიდი სხვა სტატიიდან (ლიცენზიით გათვალისწინებული ფრინველები)
-ვთქვათ თქვენს წინ წყალზე ზის იხვი, გინდათ მას დამჯდარს ესროლოთ.. იხვს უმიზნებთ შუა ნაწილში წყლის პირზე, თქვენი თოფის სამიზნე იხვის ტანისა და წყლის დონის გადაკვეთის ხაზზეა, იხვის მთელ ტანს მისჩერებიხართ და სასხლეტის გამოკვრისას შევეცადოთ არ დავხუჭოთ თვალი, რადგანაც შესაძლოა აფრინდეს და ჩვენც ვახდენთ შემდეგ გასროლას.

-თუ ფრინველი(მტრედი, გვრიტი, ქედანი და სხვა) ხის ტოტზე ზის და თქვენ გსურთ იგი დამჯდარი მოკლათ, მას მკერდის დონეზე უნდა დაუმიზნოთ და მყისიერად მოვახდინოთ გასროლა.

-თუ ფრინველი მიწაზე დადის ან დგას. მას ტანთან ფეხების შეერთების ადგილზე, ანუ მუცელში უმიზნებთ და შემდეგ პირიდან ჰაერის გამოშვებით ვესვრით.

-ხოლო თუ ფრინელი აფრინდა, საფანტის იარაღის დამიზნება ხდება სანადირო ობიექტზე ოდნავ წინ, მისივე მოძრაობის ტრაექტორიის ხაზზე.


მოძრავ სამიზნეზე სროლისას ყველაზე ხშირი არის გვერდიდან სროლა როდესაც იარაღი გაასწრებს სამიზნეს გარკვეული მანძილით და გასროლა ხდება იარაღის მოძრაობის შეუჩერებლათ. აქ მთავარია უნდა იცოდეთ თუ რა მანძილით წინ ან ზემოთ დაუმიზნოთ მოძრავ სამიზნეს სხვადასხვა კუთხით და ტრაექტორიით მოძრაბისას.

* წინსწრებით სროლისას ვუმიზნებთ პირდაპირ ფრინველს და და მივაყოლებთ იარაღს, როოგრც კი შევატყობთ რომ იარაღი უმიზნებს საჭირო მანძილით წინ მაშინვე ხდება გასროლა. ამ მომენტში იარაღის მოძრაობის გაჩერება ერთერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა.
* პირდაპირ ფრინველზე დამიზნებისას მსროლელს ეძლევა შესაძლებლობა რომ მიაყოლოს ფრინველს იარაღი და მოახდინოს რიაგირება მისი ტრაექტორიის შეცვლაზე. ხოლო გასროლა მოახდინოს მისთვის სასურველ მომენტში.
სროლისათვის ხელსაყრელი მომენტის შერჩევა ხდება ლანდშაფტის გათვალისწინებით. პირველი ყურადღება ექცევა სროლის უსაფრთხოებას, ისე რომ ცეცხლის ხაზის გასწვრივ არ იმყოფებოიდეს ადამიანები ან შინაური ცხოველები. სროლა უკეთესია მაშინ როდესაც ფრინველი იმყოფება გაშლილი მდელოზე ვიდრე გაუვალი კამიშების თავზე, მოკლულ ნანადირებს ხომ აღებაც ჭირდება, გასათვალისწინებელია ისიც რომ დაჭრილი ფრინველი გაუვალ კამიშებში ან ბუჩქნარში იოლად დაგემალებათ.
პირველი გასროლის შემდეგ ნუ იჩქარებთ და არ მიაყოლოთ მეორე გასროლა იმავე მიმართულებით. ასეთი ნასროლი თითქმის ყოველთვის ცდება მიზანს. განსაკუთრებით თვალში საცემია როდესაც ახალბედას ხელშია ნახევრად ავტომატური იარაღი, მესამე და მეოთხე გასროლას მიზანში მოხვედრის იმედით ისეთ მანძილზე ისვრიან ხანდახან ფრინველები შეურაცყოფას აყენებენ მონადირეებს ზემოდან:)).
* გუნდზე სროლის დროს იმედი არ უნდა გვქონდეს რომელიმეს მაინც ხომ მოხვდება ამდენი საფანტიდან. თუ გუნდის ცენტრში უბრალოდ დაუმიზნებლად ისვრით არსებობს რეალური ალბათობა რომ თვენი ნასროლი ვერც ერთს ჩამოაგდებს. გუნდზე სროლის დროს უნდა გვახსოვდეს წესი შუაში ან გუნდის თავში ამორჩეული ფრინველზე სროლაზე, სადაც შესაძლოა ერთი გასროლით ორი ჩამოაგდოთ, ოღონდ მთავარია რომელიმე კონკრეტულ ფრინველზე ხორციელდებოდეს დამიზნება ზემოთ მოხსენიებული წესების დაცვით.
* მიპარვით ნადირობისას საშუალო მანძილზე ამოფრენილი იხვი საკმარისია დავფაროთ ლულებით (იარღი ისე დავიჭიროთ რომ ლულის თავი ფარავდეს ფრინველს) და გავისროლოთ დაუყოვნებლად. წამიერი დაყოვნებაც კი მიგვიყვანს იარაღის მოძრაობის შეჩერებაზე და შესაბამისად დიდი შანსია ააცილოთ.
* შემხვედრი და გვერდით გაფრენილი ფრინველზე სროლისას აუცილებელია ვისროლოთ წინსწრებით. მანძილი თუ რამდენით წინ უნდა დავუმიზნოთ დამოკიდებულია მანძილის სიშორეზე და ფრინველის მოძრაობის სიჩქარეზე.
თავარია პრაქტიკის გამომუშავება ანუ ყოველი წარმატებული თუ წარუმატებელი გასროლის შემდეგ შეეცადეთ დაფიქრდეთ, გააანალიზოთ სროლის მანძილი, ფრინველის სიჩქარე, სამიზნის წინ გასწრების მანძილი და მომავალში გამოიყენოთ ეს გამოცდილება. მხოლოდ ასე შეგიძლიათ ისწავლოთ კარგი სროლა.
- არ ელოდოთ რომ თქვენ ყოველ გასროლას მოყვება ფრინველის ჩამოვარდნა.
- ეცადოთ არ გაიმეოროთ ადრე დაშვებული შეცდომები.


---------------------------------------------
ამ საიტზე ბევრია მცოდნე ზემოთ განხილულთან დაკავშირებით, ასევე ხრანლულიან სანადირო იარაღიდან სროლასთან დაკავსირებულ საკითხებზე მცოდნენი..სასურველია ვიცოდეთ აგრეთვე ოპტიკური დამიზნების სპეციფიკაც. მაგალითად მე პნევმატურ თოფზე მხოლოდ ბინოკლით მაქვს ნასროლი და იშვიათად თუ მოვხსნიდი, თუ მცა ამგვარი არამოძრავი ლინზის მქონე ბინოკლიდან გასროლა ადვილია. არც მანძილთან მიმართებით ასწორებ და საერთოდ არ ეხები, მხოლოდ 7 სანტიმეტრიან დისტანციას იკავებ თვალსა და ოპტიკურ სამიზნეს შორის. რათქმაუნდა არის სამიზნეები რომლებიც თვალს აჯდებიან რეზინის გარსით სპეციალური ამურტიზატორით, რათა შეაჩეროს დარტყმის ძალა და არ დაგვიზიანოს თვალი. მოკლედ დაწერეთ ყველაფერი რაც იცით. სკს-ს ყიდვა მინდა გაისად და მეც გამომადგება თქვენი გამოცდილება:)))))


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - სამშაბათი, 06.12.2011, 02:03:28
 
levani182დრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:45:08 | შეტყობინება # 2
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაც სეეხებაა სროლას მოძრაავ სამიზზნესე უნდა იცოდე ტყვიის სისცრაპე და მოზრავი რა მანძლიზეა და თვალის ზომით გაიგო სიჩქარე .რათა მოაახდინო წინ სწრები დამიზნება,ეს ერტი იგურით იკნება თუ ნახევრიტ,

დამატებულია (05.12.2011, 23:45:08)
---------------------------------------------
მე ცეგანაც ავგნისნე რო საბრძოლო თყვია არის გამტანი და არა სემაკავებელი,სანადიროთ ხმარება არარი რეკომენდირებული,ორე განა არ შეიძლება,გაივლის და არ გააჩერებს თუ სასიკვდილო ადგილში არ მოხვდა,თავი გული ხერხემაალი

 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:52:19 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ კიდევ აღნიშვნის ღირსია დამიზნება ცხოველზე. ე.ი. ცხოველს უმიზნებთ ბეჭის არეში რადგანაც დიდი ალბათობით მოხვდება გულში ან ფილტვში, რაც მისი გაჩერების ყველაზე კარგი ვარიანტია..შესაბამისად საბრძოლო ტყვია როდესაც ხვდება ადებს მას "სკვაზნოის" (ეს სიტყვა ბერგის თემაში იქნებ დაწეროთ შესატყვისი ქართულად რა აქვს?), შემდეგ ხშირად შორს მიდიან და მაინც კი კვდებიან საბოლოოოდ ოღონდ შესაძლოა მოხდეს ისეც ძირითადად თუ უძაღლოდ ხარ ვეღარც კი ნახო..მე მინახია და გამიგია ჟაკანიც არ აჩერებს მასე და რას გვეტყვით ამაზე ნუ უფრო უკეთესია ამტვრევს და ძვალი როცა ტყდება ქმედუუნარო ხდება რაც უსაფრთხოა და დროშიც ხანმოკლე

★ஜ۩۞۩ஜ★
 
levani182დრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:59:32 | შეტყობინება # 4
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როცაა იარაღს უმუზზნეებ მოზრაავ სამიზნეს არასდროს გააყოლო იარაღი,იარაღი წწინ უნდა დაუმიზნო და სასურველ დროს ესროლო.

დამატებულია (05.12.2011, 23:54:39)
---------------------------------------------
მე როგორც ვიცი სკვაზზნოის ქვია(გამჭოლი)რო გაუვლისს ერთი მხრიდან მეორე მხარეს

დამატებულია (05.12.2011, 23:56:56)
---------------------------------------------
წინ იმიტომ არის საუკეტესო პირველი ბევრი სასიკვდილო ორგანოა,მეორე ტუ გაცდა დიდი სანსია უკანა მენჯებში მოხვდეს რაც შემაცერებელიაა ცხოველისტვის.

დამატებულია (05.12.2011, 23:59:32)
---------------------------------------------
გასროლის 70% დამოკიდებულია სასხლეტის მოგაჩვაზე,ჯერ სასროლი პოზიცია უნდა შეარჩიო,მერე იარაღი მოირგო მყარად ტანზე,მერე აამოიღო სამიზნეში და გააკეთო სასხლეტზე თითის ბალიშის დაჭერა.

 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 06.12.2011, 01:02:23 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levani182, ვიძახდი თუარა ამ კაცის თემას ვხსნითქო 069 10 39 ცხოველზე მანც რაცარუნდა იყოს შენც გვირჩევ ალბათ და ყველა რომ ხრახნლულიანს ოპტიკური სამიზნით აქვს მაგარი მუღამი და ოპტიკურ დამიზნებაზე რას გვეტყვი ლევან

★ஜ۩۞۩ஜ★
 
levani182დრო: სამშაბათი, 06.12.2011, 01:13:43 | შეტყობინება # 6
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სვდ ოპტიკა იმიტ არის კარგი რრო მანძილის გაზომვა შიგიძლია ოგონდ ადმიანებზე, 069 069 069 მტავარია ოპტიკა მოირგო თვალზე და რო გაიხედავ ჩდდილი არ ჩანდეს ოპტიკაში,და შსაბამისათ ზოგს აკვს დანაყოპეპი ზოგს არა,გვერდითა სესცორებისა და მაღლა დაბლა სეცწორებისა,ბევ ნაირი ოპტიკებია,ყველას მოვლა უნდა და რო გააცორებ უნდა გაუპტხილდე რო არრ აგერიოს,

დამატებულია (06.12.2011, 00:13:43)
---------------------------------------------
ყველაზე შორი გასროლა გააკეტა საზღვაო ქვეითმა ავგანეთში,თალიბი მოკლა ერთი 1800 მეტრში მეორე 2450 მეტრში,ეს არის საუკეტესო გასროლა მშოპლიოში 10 10 10

 
-BERG-დრო: სამშაბათი, 06.12.2011, 01:27:47 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან მუშურ-გლეხურად წერთ ჯიგრებო. ყველაფერს თავისი სახელი აქვს. იქნებ ინტერნეტში მოიძიოთ სტატიები და თქვენს "ჭკუაზე მოიყვანოთ", ტერმინოლოგიაც შესაბამისად დაიხვეწება.
ENUQICHI, პირველი სტატია აშკარად გაუმართავია; თუ ტექსტს ნახატი ან ფოტო არ ახლავს თან, ისე გაუგებარია. თხუტმეტ პუნქტიანი ნოტაციაც ზედმეტია აქ...
levani182, მეგობარო, ტექსტს რო დაწერ, გადახედე ხოლმე და მერე დაამატე, თორე გამოცანასავითაა შენი პოსტები 23_30_126
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 06.12.2011, 01:31:47 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


აქ ყველაფერი გასაგებია..ეხლა მთავარია დავდოთ ვიდეო სადაც გლუვლულინით ვახდენთ დამიზნებას უძრავ სამიზნეზე..ნუ საფანტთან გვაქვს საქმე და საჭირო არაა ზუსტად კალაშნიკოვივით მიზანში ამოღება მაგრამ წესი უნდა ვიცოდეთ..რამდენითაც ვშორდებით სამიზნეს იმდენით ვახდენთ შეცვლას მიზნის და ამ სპეციფიკურობებზე ვისაუბროთ

დამატებულია (06.12.2011, 00:31:47)
---------------------------------------------
-BERG-, სტატია გადავიფიქრე..ის ნოტაცია იმიტოა იქ რომ მაგარი სროლა როცა იცი ამ წესებით უნდა გამოიყენო და ყველა თემა ამით უნდა იწყებოდეს..რავიცი თუარ უნდა შენ უფრო იცი ჩავასწორებ რა პრობლემაა


★ஜ۩۞۩ஜ★
 
kostaiakostaდრო: პარასკევი, 06.04.2012, 23:56:17 | შეტყობინება # 9
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გლეხურად უნდა ახსნა .უფრო გასაგებია 090
 
ENUQICHIდრო: შაბათი, 07.04.2012, 00:15:17 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მუშურ-გლეხურად თანაც 069 069 069
ამ თემას სეზონის დაწყების წინ უნდა გადავხედო, ბევრს ნიშნავს წესების ცოდნა და მერე პრაქტიკაში ისე კარგად მოდის თავისით ყველაფერი როგორც დაგიბარებია. ეს თემა როცა შევქმენი და ვწერდი არაფერი ვიცოდი, თან წერაში ვსწავლობდი და კოპირებაში:))) რაღას გამოცდილება მქონდა მაგრამ ეხლა გაცილებით მეტი მაქვს ამ საიტის დამსახურებით, წელს იმდენი ვისროლე აწი უკეთ შემიძლია დამიზნებაზე და სროლაზე საუბარი გლუვლულიანებში))))მერე ხრახნილზეც გადავალ ალბათ 167


★ஜ۩۞۩ஜ★
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 19.12.2012, 09:09:35 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


დამიზნებაზე კარგ რაღაცეებს ამბობს ვიდრე ბენელიზე რეკლამაა ეს ვიდეო და ვფიქრობ გამოგვადგება აქ ამ თემაში, მე "მუშკა" დაუგე ჩემ თოფს ფერადი და უკეთ ვხედავ სამიზნეს. დიდ დაშორებებს აღარ უკეთებ ფრინველებს, როცა ვხედავ არ ვჩქარობ, უყურებ და როცა შემოვაჯენ სამიზნეზე კარგად მერე ვისვრი.. რაც მე ნაცილებიმაქვს იმდენი ლარიანით გავმდიდრდებოდით ბიჭებო და რამდენს აწი დავაცდენ იმდენი სიხარული ყველას 069 23_30_126 19


ამ ვიდეოში თუ მოუსმენთ საუბარია კონდახის მიბჯენის დროს მსროლელისთვის რა უფრო ხელსაყრელია როცა ქარია ან მოძრავი სამიზნე მანევრებს აკეთებს. ვინც დააკვირდება მაინცდამაინც დიდი ინგლისური არ ჭირდება და მიხვდება.
პირადად მე როცა სწრაფად მიწევს სროლა და იქ წამები როცაა პირველს რასაც ვახდენ ეს არის კონდახის მხარზე მომარჯვება მყარად,მერე ან თავს ვხრი და თვალს ვაყოლებ ლულის გასწვრივ, ან თუ მაღლა ფრინველს ვესვრი მერე მოვხუჭავ ცალ თვალს რათქმაუნდა და ვისვრი. ეს წესები კარგად უნდა ვიცოდეთ თუ გვინდა კარგი ჩუბინობა 167
უკეთ ხსნის და ყვება თუ როგორი თავისებურია უმეტესად ადამიანებისთვის დამიხნების პროცესი ამ ვიდეოში. ბოლოსკენ ყურადღებით მიადევნეთ თვალი


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ოთხშაბათი, 19.12.2012, 09:39:04
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 19.12.2012, 10:06:30 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, 166 საღოლ კარგი და საჭირო თემაა 23_30_126

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 19.12.2012, 16:40:50 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საერთოდ მონადირის ფსიკიკაზეა დამოკიდებული სროლაც და სუყველაფერი. საინტერესო სტატია წავიკითხე რასაც ვეთანხმები, დაგიწერთ ნადირობის ჟურნალიდან..
ანუ რა მიზანი გვაქვს და რისთვის დავდივართ ტყეში თუ მინდორში, აქ მთავარია როგორი ტიპის მონადირეს მივეკუთვნებით. საბოლოოდ მონადირეს მიზანია ნადავლის მოპოვება! ხოლო ამ მიზნის მიღწევის პროცესში მთავარია ჩვენ რას განვიცდით, მე მაგალითად ფრინველის ან ცხოველის გამოჩენაზე ელეთმელეთი მემართება და მინდა დიდხანს უყურო, მერე მახსენდება სროლა, რადგანაც ვარ რომანტიკოსი მონადირე. პირობითად დავყოთ მონადირეთა კატეგორია:

1. მონადირე რომანტიკოსი - იგი ნადირობისას არ ერიდება ცუდ ამინდს, არც უგზოობას, არც დაღლილობას უშინდება, მთავარია სანადიროდ წავიდეს და იქედან ნადირ-ფრინველზე გამარჯვებული დაბრუნდეს. აჯობოს მათ ეშმაკობით, გამჭრიახობით, სმენით და ჭკუით..გარდა ამისა ასეთი მონადირესათვის აუცილებელია საკუთარი ძაღლის ყოლა და მისი დახვეწილი მუშაობით ტკბობა! ლევან დათუაშვილის (სტატიის ავტორი) აზრით მდევრებით ნადირობისას ყველაზე მეტად ახერხებს ასეთი ტიპის მონადირე დატკბეს მისი ძაღლების მუშაობით. მართლაც ვისაც უნადირია მდევრებით მიხვდება რაზეც არის საუბარი.
2. მონადირე სპორტსმენი - ამ ტიპის მონადირე ყველაზე მეტად ნადირობაში ოსტატურ სროლას აფასებს. მისი სტიქია არის ისეთ სახეობებზე ნადირობა სადაც მას მინიმალური ფიზიკური დატვირთვის გარეშეც შეუძლია სროლით გული იჯეროს! მაგალითად წყალმცურავებზე და ქედანზე ჩასაფრებით ნადირობისას.
3. მონადირე მოდას აყოლილი - ასეთი მონადირე ან თანამდებობის პირია ან საქმიანი წრეების წარმომადგენელი. იგი ნადირობს ან იმიტომ რომ მოდას აყვა, ან მისი "შეფია" მონადირე. ამ ტიპის მონადირისათვის სულ ერთია სად და რაზე წავა სანადიროდ, უფრო მეტიც შესაძლოა მას ძაღლიც ჰყავდეს (სხვების მიბაძვით), მაგრამ მას არც თვითონ გეშავს და არც უვლის, ან/და სხვასთან ჰყავს მიბარებული დამხოლოდ აჭმევს.
4. მონადირე სნობი - ასეთი მონადირეები უკანასკნელი ორი ათეული წელია რაც გამოჩნდნენ, ადრე იშვიათად შეხვდებოდით. სნობების ძირითადი საფიქრალი ძვირადღირებული იარაღის, სანადირო ტანსაცმლისა თუ ნაირგვარი აქსესუარების შეძენა და კოლექციის შეგროვებაა! ისინი ძირითადად არა რომანტიკული გარემოპს შესაქმნელად დადიან არამედ ერთმანეთის თავის მოსაწონად გადიან სანადიროდ, სხვანაირად რომ ვთქვათ "ზმანებით მარიაჟობენ"


ეს შეფასება პირობითია და არანაირი მკვეთრად გამყოფი ზღვარი არ არსებობს მონადირებს შორის, რადგანაც მონადირე ცოტათი რომანტიკოსიც არის, ცოტა მომპოვებელიც და ცოტაც სროლის მოყვარულიც, მთავარია ინტერესი და ჰარმონიის ძიება ამ პროცესში, სხვანაირად არაფერი გამოვა.
ამიტომ სროლისას დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ მსროლელისთვის სროლის პროცესი უნდა იქცეს მთელი დრამატურგიული პროცესი! მას შესაძლოა ერთადერთხელ უწევს სროლა მთლიანად ნადირობის პერიოდში და ის წამები და წამის მეასედიც კი უნდა იქცეს მისთვის დედა აზრად, თუ რატომ დადის სანადიროდ!


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ოთხშაბათი, 19.12.2012, 16:42:22
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 19.12.2012, 17:00:03 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, ამ სტატიით პირველი კატეგორიის მონადირეებს გაუმარჯოს.

დამატებულია (19.12.2012, 16:00:03)
---------------------------------------------

Quote (ENUQICHI)
1. მონადირე რომანტიკოსი

ყველა ასეთ მონადირს ვენაცვალე


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zaza123დრო: ოთხშაბათი, 19.12.2012, 18:17:29 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ყველაფერი კარგია და გასათვალისცინებელია,მაგრამ არა მგონია იხვინჯა რომ რეაქტიულივით ჩაგიქროლებს უცებ,ანდა უცაბედად წამოგიფრინდება ტყის ქათამი,რომელიც ცდილობს ხეებს შორის გაძვრეს,ეს წესები გაითვალისწინო,აქ უკვე შენს ოსტატობაზე და მორგებულ თოფზეა ყველაფერი დამოკიდებული,ეს ყველაფერი ჩემის აზრით სტენდზეა გამოსადეგი

me var monadire
 
butatinoდრო: ოთხშაბათი, 19.12.2012, 18:59:47 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველ რიგში ყველა მონადირემ უნდა გაითვალისწინოს როცა თოფს ყიდულობს კარგად მოირგოს იგი თუ თოფის კონდახი მორგებული არაა ცათვალე ასეთი თოფი სიცოცხლეს გაგიმწარებთ არსებობს გამოტქმა ლულები ისვრის კონდახი მოარტყავსო და არც ისე უსაფუძვლო, როცა ჯერ კიდევ მამაცემის ნაქონი ტულკით ვნადირობდი ისეთი კარგი მორგებული კონდახი ქონდა ამ თოფს მხოლოდ მხარზე მიდება და მზად იყო, ახალი თოფის შეძენის შემდეგ ყველაფერი ტავდაყირა დადგა მეგონა პირველად დავიჭირე თოფი და სანამ კონდახი არ მოვარგე წვალების მეტი არაფერი მინახავს

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
მონადირედრო: ოთხშაბათი, 19.12.2012, 19:11:18 | შეტყობინება # 17
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butatino, რა თქმა უნდა! კონდახი თუ არ ერგება მსროლელის ფიზიკურ მონაცემებს, მაშინ შედეგიან სროლაზე ლაპარაკი ზედმეტია. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს მონადირემ, თოფის არჩევისას ეს უნდა გაითვალისწინოს. ვისაც უკვე აქვს ისეთი თოფი ნაყიდი, რომელიც არ ერგება, დროულად უნდა იზრუნოს მის მორგებაზე. იმის იმედად ყოფნა, რომ შეეჩვევა უხერხულად სროლას, მხოლოდ წამგებიანია.

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 19.12.2012, 19:37:50 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმებით სერიული თოფები ყველანაირი აღნაგობის მონადირეს ვერ მოერგება ამიტომ ერთადერთი გამოსავალი კნოდახის საკუთარ გაბარიტებზე მორგებაა, მაგრამ მერე თოფის ბალანსი ირღვევა და არც მისი გამოსწორებაა ძნელი. სიმძიმის სწორად დამატებით.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ოთხშაბათი, 19.12.2012, 19:38:20
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 25.12.2012, 19:41:55 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს თემა მეგობრებო არის უკვე შემდეგი პროცესისთვის, ანუ მონადირეს უკვე აქვს მორგებული კონდახი, იცის რომ უნდა ისროლოს და სწრაფად იბჯენს კონდახს მხარზე, იხედება სამიზნეში და ელოდება ხელსაყრელ მომენტს როცა უნდა გამოკრას სასხლეტს. აი ამ დროს უნდა იცოდეს წესები სწრაფად გამოფრენილს წინ რო უნდა გაუწიოს ცოტა "მუშკა" და ისე რო უნდა დაუხვედროს წინ საფანტი, ტბაზე დამჯდარს რო მიეპარება და ლულებით რო უნდა დაფაროს სამიზნე, წინ როცა მწყერი გაუფრინდება ქვევით რო უნდა ესროლოს, გარბენილ კურცქვიტას წინ და ქვემოთ რო უნდა გაუგზავნოს საფანტი თუ მის წინ და მისგან მარჯვნიდან ან მარცხნიდან მარჯვნივ მირბის..სხვა ზოგადი და კონკრეტული წესები.
ეს როცა გაქვს წაკითხული და რაღაც დისკუსიაშიც მიგიღია მონაწილეობა მერე პრაკტიკაში უკვე იცი რა როგორ კეთდება, შენც ცდილობ აკეთო მიზანმიმართულად, ანუ იცი რას აკეთებ და რატო უნდა აკეთებდე მაინცდამაინც ასე! საერთოდ როარ იცი არაფერი და დგახარ ხესავით რამდენი საქმე ფუჭდება კი იცით 167


★ஜ۩۞۩ஜ★
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 25.12.2012, 20:34:44 | შეტყობინება # 20
ჯგუფი: წაშლილები





კონდახი ერთერთი მთავარი ფაქტორია დასამიზნებლად და მოსარგებად. მთავარია არჩევისას გადავზომოთ თუ არ ვფლობთ ინფორმაციას სამიზნე პლანკიდან რამდენ მმ ზეა ეგრეთზოდებული დაშვება, ვარდნა, კონდახის რო ადვილად მისადგომი იყოს თან არსებობს მემარცხენეს და მემარჯვენესათვის კონდახი რომელიც რამოდენიმე გრადუსით გნებავთ მმ ით გადახრილია მარჯვნივ ან მარცხნივ ორლულიანზე მაქვს საუბარი. ჩემი თოფი არჩევისას ადვილად მოვირგე რამაც გამახარა კონდახის დახრა წინა და უკანა ნაწილის ასეა 37 57 ზე რაც სტანდარტზე უკეთესია თუმცა არსებობს უფრო დახრილებიც ან ზაკაზით 40 60 ზე რომელიც მიდება და გამიზნება ერთი იქნება მაგრამ ვფიქრობ რო მაგ შემთხვევაში ლულის გდება მეტი იქნება რაც ეფექტურ სროლას გააძნელებს. საშუალოდ 35 55ზე მაინც უნდა იყოს ეს სტანდარტია სანადირო მოდელებში. კონდახის მოურგებლობა ორლულიანზე დიდი უსიამოვნებაა და გამოცვლას ან კონდახის ზედა თავის მოკლებას გულისხმობს რაცბალანსსაც ვნებს მაგრამ ბალანსის აღდგენა შეიძლება ბევრი მეთოდი არსებობს. აი პოლუავტომატებზე სულ სხვანაირად არის საქმე იმიტომ რო 4 ცალი კონდახის სარეგულირო პრაკლადკა მოყვება პლასმასის რომლითაც კონდახს წევ ზევით ან ქვევით, მარჯვნივ ან მარცხნივ. მაგ კომპონენტით პოლუავტომატს მე ვფიქრობ რო უპირატესობა აქვს და მორგება პრობლემას არ წარმოადგენს. ისევ და ისევ ავიღებ ჩემ საყვარელ თოფს ბენელი ვინჩის რომელსაც კონდახის დახრა შეგიძლია 40 60 მდე რაც ისედაც კარგად მოსარგებ ვინჩის კიდე უფრო მოსახერხებელს ხდის. აწეული კონდახი (სპორტული) სროლისას მოუხერხებელია და სპეციფიკურ დგომას მოითხოვს რაც ნადირობის დროს ყოველთვის არ არის შესაძლებელი.
 
giohunt1982დრო: შაბათი, 05.01.2013, 16:27:16 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯერ თეორია,(ზემოთ მოცემული წესები) შემდეგ პრაქტიკაში ბევრი ვარჯიში და ავტომატიზმამდე ჩამოგიყალიბდება, ჩვევა რომელიც ნადირობისას საუკეთესო შედეგებს მოიტანს.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Adminდრო: შაბათი, 09.03.2013, 17:38:17 | შეტყობინება # 22
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე თუ მკითხავთ დამწყებმა მონადირემ პირველ რიგში წიგნები უნდა წაიკითხოს სწორ და ზუსტ სროლაზე,შემდეგ კი შეიძლება სხვისთვის ყურის დაგდებაც. სერიოზული წიგნი ავტორის სუბიექტურ აზრს არ გამოხატავს, იქ მრავალი მონადირისა თუ იარაღის მცოდნეთა თეორიული თუ პრაქტიკული რჩევები და გამოცდილებაა ასახული.
ასეთი საბაზისო ინფორმაციების მიღების შემდეგ კი შეიძლება სხვის რჩევებსაც უგდო კაცმა ყური,თორემ შეიძლება მოგვიწიოს ისეთი მრჩეველების მოსმენა რომლის შემდეგ ანდაზა :"ყვავს რა ქონდა, ბუს გაქონდაო", მართალი იქნება.

ძალიან კარგი წიგნია."სანადირო თოფის სროლის სახელმძღვანელო"


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
giohunt1982დრო: შაბათი, 09.03.2013, 20:35:48 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (Gia)
მე თუ მკითხავთ დამწყებმა მონადირემ პირველ რიგში წიგნები უნდა წაიკითხოს სწორ და ზუსტ სროლაზე,შემდეგ კი შეიძლება სხვისთვის ყურის დაგდებაც

მართალია 100%-ით. ძალიან კარგი წიგნიაა.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 12.03.2013, 23:11:54 | შეტყობინება # 24
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (Gia)
წიგნები უნდა წაიკითხოს სწორ და ზუსტ სროლაზე,შემდეგ კი შეიძლება სხვისთვის ყურის დაგდებაც. სერიოზული წიგნი ავტორის სუბიექტურ აზრს არ გამოხატავს, იქ მრავალი მონადირისა თუ იარაღის მცოდნეთა თეორიული თუ პრაქტიკული

მიზანი მქონდა ის რომ დამწყებს ესენი წაეკითხა და საბაზისო ცოდნით მიზანმიმართულად ესროლა ნადირობაში რათა კარგი და სწორი პრაქტიკით დაეწყო. სხვა მიზანი მემგონი არც იკითხება არსად.
გლუვლულიანს რო მოიმარჯვებ ფრინველზე რომელიც სწრაფად მიფრინავს ჯერ უნდა გქონდეს ნასროლი ბევრჯერ რომ უკუცემის დისკომფორტი არ გქონდეს, ხმის დისკომფორტს იყო შეჩვეული და სასხლეტის გამოკვრისას წამიერი დაყოვნებას არ იყო მიჩვეული.
როცა აყოლებ ლულებს ფრინველს, ჯერ ხო ბოლომდე სანამ არ ჩამოვარდება ლულები მოძრაობს! მერე კიდე სასხლეტის გამოკვრას ყურადღებას არ უნდა აქცევდე, იქ მომენტი არ უნდა დააფიქსირო აქ უნდა გამოვკრაო თუარა აუცილებლად შეჩერდები და ააცდენ მიზანს! ასეთი მომენტები მქონია მეც და ალბათ ბევრი თქვენგანი იტყვის რომ არსებობს ეს პაუზა.
საკუთარი გამოცდილწებიდან და ჩემი წარმოდგენით ვურჩევ სხვას რომ მთავარია ასეთ პრობლემატურ ფრინველზე-იხვზე უნდა გავაყოლოთ ლულები ისე რომ სროლის წამი არ დავხარჯოთ თითის გამოკვრის ფიქრზე! ვიყუროთ ლულებიდან და როცა ჩამოვარდება დაუშვათ მერე დაბლა. უნდა ამოაგდო ეს თითის გამოკვრის მომენტი და როცა გაქ ასჯერ წაკითხული რომ წინ ვუმიზნებთ ყუველაფერს გაგვახსენდება ეს ნაწერებიც. ტბას რო მივადგებპოდი 40 მეტროში და მეტზეც დაუმიზნებდი წყალს, ვისროდი და ვგებულობდი რამდენი ხნით დაგვიანებულა საფანტის მისვლა წყალთან. მერე ადვილად წარმოვიდგინე იხვი რო გაივლის მერე მიდის ჩემი ნასროლი საფანტი იმ წერტილში სადაც იხვი უკვე აღარაა და როგორ ჩამოვაგდებთქო. ამიტომ ჯერ ბევრი სროლა, იარაღის მორგება და შესწავლაა საჭირო, მერე კითხვა ბევრი და ბპოლოს ეს ყველაფერი სწორი პრაქტიკით გამომუშავდება.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
giogio1974დრო: პარასკევი, 29.11.2013, 02:25:01 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ახალი ვარ საიტზე დამწყები ვარ მაქვს ტოზი34 12კალ ვარ ცაცია საერთოდ ათში ერთს ან ორს ვარტუამდი ეხლა შევცვალე კონდახი მემარცხენეზე და სახლში ვვარჯიშობ გაჩერებულ სამიზნეზე მხარზე მოგდებისას ხან მაჯდება ზუსტად სამიზნე ხანარა ალბათ გამოვასწორებ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ წაკითხული წყაროებიდან ვიცი კონდახს რომ ჩაიდებ მოხრილ იდაყვში და დააყენებ ვერტიკალურ მდგომარეობაში საჩვენებელი თითით თავისუფლად უნდა წვდებოდე თოფის წინა სასხლეტს მე ეს მიჭირდა ახლა გავზომე კონდახის სიგრძე და37სმია მერე მოხრილი თითი გავზომე იდაყვის ბოლომდე 36სმია ახლა ვაპირებ უკან სამხრის რეზინის დამოკლებას 1თი სმით თორემ ხანდახან ტანსაცმელზე მედება სხვას რას მირჩევთ გთხოვთ მირჩიეთ რამე ველი პასუხს დიდი ინტერესით გაიხარეთ

giorgi chaknelize

შეტყობინება დაამუშავა giogio1974 - პარასკევი, 29.11.2013, 03:00:15
 
shontiamoდრო: პარასკევი, 29.11.2013, 22:08:15 | შეტყობინება # 26
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 359
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო მე მაქვს(იჟ-58 16 კალიბრი) არის ბავშვის ნახმარი და კონდახი არის დამოკლებული ჩემი სიმაღლეა194სმ. 5სმ.რეზინი დავამატე მაგრამ მაინც მოკლეა ერთი სიტყვით გამოსაცვლელია კონდახი ხანდახნ ბეჭზეც არ ვიდებ ისე მიწევს სროლა მაგრამ მაინც მიმაქ მიზანში უკვე წლებია ამ იარაღს ვხმარობ და უხერხულ სროლასაც მივეჩვიე მაგრამ ეს ახალი თოფები რაც შემოვიდა რომ ვნახულობ აშკარად სასიამოვნო არის ხელში დასაკავებლას ჩემ იარაღს ვადარებ ერთი სიტყვით იარაღს თუ მოირგებ ყველაზე კარგია მაგრამ არის ასეთი გამონათქვამი ფეხი იქამდე უნდა გაშალო სანამდედაც საბანი წვდებაო და მეც ჯერ ჯერობით ვუჭირვებ თავს და ერთიც კარგ იარაღს კარგი მსროლელიც უნდა მარიაჯობისთვის ნაყიდი კი არა ნამდვილ მონადირეზე მაქ საუბარი ვისაც ბუნება უყვარს იმდენჯერ ვარ სანადიროდ ნამყოფი და რამდენი გასვლა უშედეგო მქონია ვინ მოთვლის მაგრამ ეს საქმე უნდა უყვარდეს ადამიანს და არა რაღაცის ან ვიღაცის გულისთვის აკეთებდეს ჩემთვის სიამოვნებაა ყველაზე დიდი დილით ადრე ფეხზე ადგომა და ცვარიან ბალახში სიარული იქვე შენი ოთხფეხა მეგობარი რომ დარბის და შენს ნათქვამსზე რეაგირება აქ მოკლედ თემიდან ცოტა გადაუხვიე მაპატიეთ და რაც შეეხება თოფის სროლას გამოცდილმა ყველამ ვიცით როგორ და სად უნდა დავიკაოთ თოფი მე თავიდან წიგნით და ლიტერატურით დავიწყე და შემდეგ უკვე პრაქტიკა ყველას წარმატებებს გისურვებთ გაუმარჯოს ყველა სულით მონადირეს 39 39 39

archi
 
maxo777დრო: პარასკევი, 29.11.2013, 22:24:43 | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shontiamo, შენ შემოგევლე 39 საღოლლ

გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
toko001დრო: შაბათი, 30.11.2013, 03:57:45 | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 666
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giogio1974, ხშირათ ინადირე და რაც მეტს ისვრი მით მალე გაისწორებ სამიზნეს

თ. სინატაშვილი
 
ბაქარიდრო: შაბათი, 30.11.2013, 12:35:12 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shontiamo, 39 კონდახის შეცვლის გარეშეც შეგიძლია მაგ პრობლემის მოგვარება, უნრალოდ რეზინის მაგივრად კაკლის ხის მასალა გამოიყენე, თუ სხვა პრობლემა არ აქვს კონდახს. აი როგორც აქ http://www.bazieri.ge/forum/110-717-1#80974

დამატებულია (30.11.2013, 11:35:12)
---------------------------------------------
giogio1974,ისიც გაითვალისწინე რო ზამთარში თბილად გამოწყობილს ყოველთვის გექნება მსგავსი პრობლემა, მე სანამ დავამოკლებდი სწრაფი სროლისას ბიჭი-2009-ის რჩევას ვითვალისწინებდი :166: (baqari3501, მეც გამიგია ეგრე მაგრამ არვიცი ამართლებს თუ არა. ისე დამოკლებაც ვერაა კარგი არჩევანი იმიტომ რო თოფი ბალანსს კარგავს და მაგ შემთხვევაში მოგიწევს ბალანსის აღსადგენად კონდახში ტყვიის ფირფიტების ჩამატება დამატებით ხვრელს გაუკეთებ და ტყვიას ჩააჭედებ იმ წონისას რაც აღადგენს ბალანსს. თუარადა შეეგუე და როგორც პროფესიონალი სპორტსმენები შვებიან ჯერ ოდნავ წინ წევენ იარაღს და მერე იბჯენენ მხარზე. დამუღამება უნდა და ადვილია.)


შეტყობინება დაამუშავა baqari3501 - შაბათი, 30.11.2013, 12:35:59
 
shontiamoდრო: შაბათი, 30.11.2013, 15:25:25 | შეტყობინება # 30
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 359
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqari3501, სხვაც აქ და ასე რომ ერთ მშვენიერ დღეს სულ მთლიანად მოუწევს შეცვლა ჩალიჩს მირჩევნია უკვე შეჩვეული ვარ და სანამ მექნება იყოს მასე თავის საქმეს მაინც იდიალურად ასრულებს გაიხარეთ რჩევებისთვის და არ დაგვავიწყდეს რომ წინსწრფებით უნდა განახორციელო გასროლა და შედეგიც სასურველი დადგება 39 39 39

archi
 
giohunt1982დრო: შაბათი, 30.11.2013, 15:57:20 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote giogio1974 ()
სახლში ვვარჯიშობ გაჩერებულ სამიზნეზე მხარზე მოგდებისას ხან მაჯდება ზუსტად სამიზნე ხანარა ალბათ გამოვასწორებ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ წაკითხული წყაროებიდან ვიცი კონდახს რომ ჩაიდებ მოხრილ იდაყვში და დააყენებ ვერტიკალურ მდგომარეობაში საჩვენებელი თითით თავისუფლად უნდა წვდებოდე თოფის წინა სასხლეტს მე ეს მიჭირდა ახლა გავზომე კონდახის სიგრძე და37სმია მერე მოხრილი თითი გავზომე იდაყვის ბოლომდე 36სმია ახლა ვაპირებ უკან სამხრის რეზინის დამოკლებას 1თი სმით თორემ ხანდახან ტანსაცმელზე მედება სხვას რას მირჩევთ გთხოვთ მირჩიეთ რამე ველი პასუხს დიდი ინტერესით გაიხარეთ

სხვა რაღა გირჩიოთ?? gimili ყველაფერს სწორად აკეთებთ. სახლში ვარჯიშიც ძალიან სასარგებლოა.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giogio1974დრო: სამშაბათი, 03.12.2013, 16:51:15 | შეტყობინება # 32
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეიხარეთ ძამა დიდი მადლობა ეხლა ქალაქში ვცხოვრობ და სახლში ყოველდღე თითო საათი ვვარჯიშობ როცა წინა სასხლეტით ვუმიზნებ თითქოს არა ვარ მყარი და უკანა სასხლეტით როცა ვუმიზნებ ძალიან კარგია რამეს ხომ არ დაამატებდით ბიჭებო მემგონი მაინც რეზინი უნდა დამოკლდეს ააა გაიხარეთ 23 gimili

დამატებულია (03.12.2013, 15:51:15)
---------------------------------------------
ბიჭებო მაინტერესებს თოფის ბალანსის გაგება თუ ვინმემ იცით როგორი უნდა იყოს წონითი შეფარდება კონდახსა და ლულას შორის ტოზია 34 მე ვფიქრობ თანაბარი უნდა იყოს კონდახისა და ლულის წონა თუ ვინმემ იცით სწორი ინფორმაცია ნუ დაგეზარებათ გთხოვთ კონდახის საშუალებით მინდა დავარეგულირო გაიხარეთ წინასწარ მადლობა 23 25


giorgi chaknelize
 
levani893დრო: შაბათი, 10.10.2015, 23:42:58 | შეტყობინება # 33
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებო გავაკეთე რამდენიმე გათვლა განსაკუთრებით ფრინველზე სროლის დროს. გათვლა გაკეთდა 3 ნომერ საფანტზე ცხრილის დახმარებით. ამ ცხრილში მოცემულია საფანტის სიჩქარეები გასროლიდან ყოველ 5 მეტრში.,,,თუ როგორ კლებულობს სიჩქარე მანძილის მომატებასთან ერთად ამასთანავე ყველა ზომის საფანტისთვის. სავარაუდოთ 50 მეტრში როგორც გათვლამ გვიჩვენა იხვის საშუალო სიჩქარით 70 ~80 კმ მოძრაობის დროს ჩვენი.მდებარეობის პარარელურად იძლევა 4 მეტრიან სხვაობას,ესეიგი 50 მეტრში თუ გინდა იხვი მოხსნა 4 მეტრით წინ უნდა გაისროლო, ეს პარამეტრი მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევისთვისაა გათვლილი, საფანტის ზომის მუხტის ფრინველს შორის მანძილის ასევე ფრინველის ფრენის ტრაექტორიის ცვლილებასთან ერთად ეს მანძილი ცვლადია.მაგრამ რამდენიმე ძირითადი საფეხურის დათვლა შეიძლება რომ დამწყებმა მონადირებ იცოდეს
 
minchaninდრო: პარასკევი, 16.10.2015, 21:06:25 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მერე და ცხრილი სადაა?
 
dato75დრო: შაბათი, 17.10.2015, 00:24:34 | შეტყობინება # 35
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თოფიც უნდა მოირგო და თვალიც უნდა გქონდეს სწრაფი ნადირობისას, ჰაერში მანძილს უნდა ზომავდე თვალით მიაღწევს შენი თოფი მიზნამდე თუ არა.
 
vanoarchiდრო: ხუთშაბათი, 23.06.2016, 09:01:26 | შეტყობინება # 36
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ინტერნეტში ინფორმაციას ვათვალიერებდი კოლიმატურულ სამიზნესთან დაკავშირებით, წავაწყდი ძალიან საინტერესო მოდელს (redring), რომელის გლუვლულიანი თოფისთვის და თანაც საფანტის სროლისთვისაა შექმნილი; მოკლედ თემას რომ არ გადავუხვიო ამ სამიზნის საიტზე რომ შევედი ვნახე სპეციალური სავარჯიშო, რომელიც სროლის „დამუღამებას“ უწყობს ხელს (მითუმეტეს დამწყებთათვის). მოცემულია სამი ვარიანტი: სასტენდო სროლა (თეფშები); ცხოველზე და ფრინველზე. აი ლინკიც:

დამატებულია (23.06.2016, 09:01:26)
---------------------------------------------
http://www.redringsight.com/shot-simulator/shot-simulator.aspx


HUGLU 103-C

შეტყობინება დაამუშავა vanoarchi - ხუთშაბათი, 23.06.2016, 09:01:40
 
minchaninდრო: ხუთშაბათი, 23.06.2016, 12:04:33 | შეტყობინება # 37
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote vanoarchi ()
ინტერნეტში ინფორმაციას ვათვალიერებდი კოლიმატურულ სამიზნესთან დაკავშირებით, წავაწყდი ძალიან საინტერესო მოდელს (redring), რომელის გლუვლულიანი თოფისთვის და თანაც საფანტის სროლისთვისაა შექმნილი; მოკლედ თემას რომ არ გადავუხვიო ამ სამიზნის საიტზე რომ შევედი ვნახე სპეციალური სავარჯიშო, რომელიც სროლის „დამუღამებას“ უწყობს ხელს (მითუმეტეს დამწყებთათვის). მოცემულია სამი ვარიანტი: სასტენდო სროლა (თეფშები); ცხოველზე და ფრინველზე. აი ლინკიც:


ვნახე. საინტერესოა.
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » სროლის ხელოვნება; სასტენდო სროლა » სროლის ხელოვნება (დავწეროთ სწორ დამიზნებაზე და სროლაზე ნადირობის დროს)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика