02:18:39
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: krimanjuli, ზურა333, ბაქარი  
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » სროლის ხელოვნება; სასტენდო სროლა » სასტენდო სროლა ... (სასტენდო სროლა, სასტენდო სროლის თავისებურებანი და ტექნიკური)
სასტენდო სროლა ...
-BERG-დრო: პარასკევი, 17.06.2011, 02:36:56 | შეტყობინება # 51
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ensi, "ავტოქარხნის" უბნიდან, ალბათ გინდოდა გეთქვა... 23

შეტყობინება დაამუშავა -BERG- - პარასკევი, 17.06.2011, 02:37:23
 
ლაშა86დრო: პარასკევი, 17.06.2011, 02:42:46 | შეტყობინება # 52
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ასეა, მარა ავტოქარხანას ქუტაისში მაინც "ზაოდი" ქვია 069 069

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
zaueraდრო: შაბათი, 18.06.2011, 15:17:43 | შეტყობინება # 53
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 70
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ensi<მართალი ხარ ხო იციი 069

დამატებულია (18.06.2011, 14:17:43)
---------------------------------------------
ensi<რავშვებით ძამი ხო არ გაგვიგია რით მივდივართ ჩვენი ხოდით თუ მარშუტი მიგვყავსს????????მე მარშუტი მირჩევნიაა უფრო მაგრი იქნება ჩემი აზრით ამდენი მონადირების თავ მოყრა გზაზე ვილაპარაკებთ ნადირობაზე დ ა1000რამეს გავიგებთ ერთმანეთზე და რავიცი კიდ ემთელი ამბები ნუ ერთი სიტყვით მარშუტზე ვიფიქროდ რაა 23 166 19

 
oto_rugbyდრო: პარასკევი, 15.07.2011, 20:38:39 | შეტყობინება # 54
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჩებო ჩემპიონატი როდის იწყება და სად იქნება?

ო.დემეტრაშვილი
 
-BERG-დრო: პარასკევი, 15.07.2011, 23:19:34 | შეტყობინება # 55
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
oto_rugby, იწყება კი არა, დამთავრდა უკვე. შემდეგი მომავალ წელს იქნება. ალბათ 23
 
ლაშა86დრო: შაბათი, 16.07.2011, 00:14:52 | შეტყობინება # 56
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 555
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, ალბათ კი არა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ეს დიდებული საქმე, მარტო ის რად ღირს რომ ამდენი კაი კაცი შევიყარეტ ერთად და ვისიამოვნეთ 166 166 166 39 39

ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
 
goga-0niდრო: პარასკევი, 22.07.2011, 18:18:31 | შეტყობინება # 57
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შემდგომში აუცილებლად უნდა დავესწრო ძაან მაინტერესებს სტენდზე სროლა, არადა საერთოდ არ მივარჯიშნია ერთი გასროლაც არ მქონია ჯერ ჯერობით მაგრამ იმედი მაქვს ტოლს არ დავუდებ ბევრს 23
 
მონადირედრო: პარასკევი, 22.07.2011, 18:30:13 | შეტყობინება # 58
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goga-0ni, ეგრე იქნება გოგაჯან, ეგრე! მაშ! მთაში სულ სხვა სროლა იციან!

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
mixo-kizikiდრო: პარასკევი, 12.08.2011, 17:43:31 | შეტყობინება # 59
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 71
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shotka, გაომარჯოს ჩემო ძმაო. ჩვენ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს სტენდებზე შოთასთან. ჩემს ძმებთან ერთად ვიყავი ბასიანის მომღერლებთან.

mixo-kiziki
 
ახოტნიკდრო: პარასკევი, 12.08.2011, 19:30:17 | შეტყობინება # 60
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოვდივარ მომავალში მეგობრებო,არა იმისთვის რო გინდათუარა წარმატებით დავბრუნდე უმეტესად მისთვის რო გავიცნო ბევრი ბაზიერელი პირადად,ეგ ჩემი ოცნებააა ყველა ოცნებას შორის 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 39 39 39

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
krimanjuliდრო: შაბათი, 03.09.2011, 00:17:47 | შეტყობინება # 61
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 31.10.2011, 02:20:15 | შეტყობინება # 62
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, მაგარი ვიდეო დაგიდევს ძმაო 39
სასტენდო სროლა როცა იქნება აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას 166



მთავარი კიარაა ასე ისროდე 23 069 23_30_126


★ஜ۩۞۩ஜ★
 
krimanjuliდრო: სამშაბათი, 22.11.2011, 01:58:42 | შეტყობინება # 63
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
 
muxaდრო: ხუთშაბათი, 16.02.2012, 21:54:14 | შეტყობინება # 64
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა,თუ შეგიძლიათ მითხრათ ზუსტად სად მდებარეობს თბილისში სასროლი სტენდი,სად შეიძლება თეფშის სასროლი ჯოხის შეძენა,და თვითონ თეფშების?
 
-BERG-დრო: პარასკევი, 17.02.2012, 02:28:30 | შეტყობინება # 65
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (muxa)
სად შეიძლება თეფშის სასროლი ჯოხის შეძენა,და თვითონ თეფშების?

ბოლოს მაღაზია "მაგნუმში" ვნახე, ალბათ სხვაგანაც იქნება.

Quote (muxa)
თუ შეგიძლიათ მითხრათ ზუსტად სად მდებარეობს თბილისში სასროლი სტენდი

პმ ნახე
 
muxaდრო: პარასკევი, 17.02.2012, 11:13:10 | შეტყობინება # 66
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (-BERG-)
ბოლოს მაღაზია "მაგნუმში" ვნახე, ალბათ სხვაგანაც იქნება.

მადლობა
 
ringoდრო: სამშაბათი, 13.03.2012, 00:43:13 | შეტყობინება # 67
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არასდროს არ მაქვს მონაწილეობა მინაღები, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად. კარგი სახალისო არის ხო????? გამოცდილებო და გამოცდილება. loony1

@@@@@
 
ramazi_777_დრო: სამშაბათი, 13.03.2012, 17:23:19 | შეტყობინება # 68
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 206
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჩებო 2012 სჰი ტუ ტარდებაა ჩემპიონატი ან ჩატარებტ აუცილებლად გამაგებინეტ ,,, და ტუ რამე დაგჩირდატ ან რამის სჰედზენა მოხდება დამიკავსჰირდიტ და აუცილებლად ტკვენ გვერდზეე ვარ ყველაფერსშ , და რა არის საცჰირო მონაწილეობის იისაგებად,,,,,გმერტმა ხელი მო გვიმარტოს და გაგვახაროსს, 39 39 39 39 39 39

r.jiqia
 
gigilo-408დრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 17:20:21 | შეტყობინება # 69
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ramazi_777_, რა გაგებინება უნდაა??საიტთან და საიტელებთან უნდა იმეგობრო და წინასწარ დაიწერება აქაც და მთავარ გვერდზეც ეგ ყველაფერი 167 167 39 39 39
 
Terraxდრო: პარასკევი, 25.05.2012, 00:05:47 | შეტყობინება # 70
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაიმე სასტენდო სროლების ჩატარებას ხომ არა აპირებტ კიდევ ??????????????????? იქნებ დაიგეგმოს რამე კაი იქნება !
 
-BERG-დრო: შაბათი, 16.06.2012, 00:49:47 | შეტყობინება # 71
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კვირას, 17 ივნისს, თბილისის სტენდზე ტარდება მონადირეთა შორის შეჯიბრება. დასაწყისი 13:00სთ.
ვისაც სურვილი გაქვთ მიბრძანდით.
ეს ინფორმაცია მეც ეხლა გავიგე.
 
hunter_nikaდრო: კვირა, 20.01.2013, 01:08:54 | შეტყობინება # 72
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხომარ იცით კონკრეტულად თბილისში თუა და სადაა სტენდი.და რა ღირს?

შეტყობინება დაამუშავა hunter_nika - კვირა, 20.01.2013, 01:09:13
 
მონადირედრო: ორშაბათი, 21.01.2013, 15:51:50 | შეტყობინება # 73
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
hunter_nika, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე! ერთი გასროლა - 1 ლარი. თუ თქვენი ვაზნებით მიხვალთ - 50 თეთრი.

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
mamalixarazuliდრო: პარასკევი, 08.02.2013, 14:08:46 | შეტყობინება # 74
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არიან ნეტა მსურველები სტენდზე სროლა გავიმეოროთ ბაზიერელებმა 23 წელს, როცა იქნება. . .

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
gio90დრო: პარასკევი, 08.02.2013, 14:36:01 | შეტყობინება # 75
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი მევიქნები,მაინტერესებს როგორია სტენტზე სროლა თან ერთმანეთს გავიცნობთ დაკარგადაც ჩავუქეიფებთ 39 ამას რაჯობია

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
avtandilდრო: პარასკევი, 08.02.2013, 18:36:39 | შეტყობინება # 76
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი იქნება გაზაფხულის ბოლოსკენ კარგი იქნება თოფის სროლა რომ მოგვენატრება აი ზუსტად მაგ დროისთვის იქნება მისწრება 39 39

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
mamalixarazuliდრო: პარასკევი, 08.02.2013, 19:53:33 | შეტყობინება # 77
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოდა როცა დრო იქნება მიუბრუნდეთ ამ თემას. იქნებ შევიკრიბო ამის მსურველები..

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
babukaდრო: ორშაბათი, 27.05.2013, 12:05:17 | შეტყობინება # 78
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 41
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მეგობრებო!!!!! 8 ან 9 ივნის ხო არ შევკრებილიყავით სტენდზე (თბილისის ზღვაზე)??? ე მანდ ცოტა წაგვევარჯიშა,მერე წაგვექეიფა!!! 25 ან შეიძლება სხვანაირად დავგეგმოთ: შეჯიბრი ჩავატაროთ (მოთელვის)გარეშე და მერე ქეიფი (ისიც მოთელვის)გარეშე!? ან ვაფშე ლისის ტბაზე ხო არ ჩავატაროთ ტურნირი სპორტინგში??? ოღონდ ესეც ბანკეტით??? იქვე ჩავიდეთ რესტორნებში საბურთალოზე,მაგალითად შინიში ან სადაც მოვილაპარაკებთ!!! practice 48 39 bokali

შაფოოოოო
 
ramazi_777_დრო: ორშაბათი, 03.06.2013, 20:36:52 | შეტყობინება # 79
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 206
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოვინდომოთ ბიჩებოო,,და ჩავატაროთ შიდა ტურნირ,სეზონისთვისაც გავივარჯიშებთ,ერთმანეთსაც გავიცნობთ,კარგი მსროლელებიც გამოიკვეთბიან, 23 23 23 დიდი არაფერის ამას არ უნდა,,

r.jiqia
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 03.06.2013, 20:55:11 | შეტყობინება # 80
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ramazi_777_, http://www.bazieri.ge/forum/55-939-1

2daf4 2daf4 2daf4 გადმოდით აქეთ!!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ორშაბათი, 03.06.2013, 21:02:18
 
Guga_Shapakidzeდრო: სამშაბათი, 11.06.2013, 17:54:18 | შეტყობინება # 81
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებთ,
აქ ბევრი რამ ითქვა სპორტინგზე, მაგრამ მრგვალი სტენდის შესახებ არც ისე, ამიტომ ცოტა რამეს დავწერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

ზოგადად სასტენდო სროლა არის სროლა გლუვლულიანი თოფით საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე (სტენდზე) სპეციალური დანადგარიდან ნატყორცნ მფრინავ სამიზნეებზე.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1929 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი: 1929-იდან _ კაცები, 1962-იდან _ ქალები; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1900-იდან _ კაცები, 1996-იდან _ ქალები (1988 და 1992 წლების ოლიმპიურ თამაშებში, სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემდეგ კაცებთან ერთად ქალებიც ასპარეზობდნენ).

1920-იანი წლებიდან შემოვიდა მრგვალი სტენდი (ინგლ. Skeet). აქ თეფშების ფრენის ტრაექტორია არ იცვლება, თავად მსროლელები იცვლიან სროლის ადგილს და კუთხეს. დღეისათვის მრგვალი სტენდი ითვლება კლასიკურ სასტენდო ვარჯიშა და ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრებებიც ამ დისციპლინაში იმართება.





საქართველოში სასტენდო სროლას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 30-იან წლებში ახალჩამოყალიბებული მონადირეთა კავშირის ინიციატივით. ამ კავშირის წევრები _ ვლადიმერ ჯაბახაძე, გურგენ ავალოვი, პეტრე სარქისოვი, დავით ცაგარეიშვილი და სხვები პირველ საკავშირო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. დიდუბეში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, მოეწყო პირველი თვითნაკეთი სასროლო სტენდი, რომელიც მალე დაიშალა, თუმცა რამდენიმე შეჯიბრება გაიმართა და სოლიდური პრიზებიც გათამაშდა. 1940-იან წლებში საქართველოს მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელების კონდრატ ციმაკურიძისა და ვლადიმერ ბურჯანაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა სასტენდო სროლის ფედერაცია (თავმჯდომარე _ ბორის ოსიპოვი) და სპორტული სექცია. 1947 წელს თბილისში, მუშთაიდის ბაღში, მოეწყო სტანდარტული სტენდი, რომელმაც რამდენიმე წელიწადს იარსება. მოგვიანებით სასროლო სტენდები და სპორტული სექციები გაჩნდა აფხაზეთში, აჭარაში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. რეგულარულად იმართებოდა საქალაქო და რესპუბლიკური ტურნირები. სასტენდო სროლა დაინერგა სპორტსაზოგადოებებში “დინამოსა” და “ლოკომოტივში”, არმიის სპორტულ კლუბში.
საქართველოს სპორტსმენებს იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამარჯვებები. 1938 წელს სასტენდო სროლის სხვადასხვა დისციპლინაში საკავშირო ჩემპიონატი მოიგეს ჯაბახაძემ და ავალოვმა, 1947-ში _ სარქისოვმა, 1950-ში _ ბორის გობარევმა, მომდევნო წლებში _ ბორის ანტონოვმა, დავით ცაგარეიშვილმა, კარლო დარასელიამ, იური საგანელიძემ, ზურაბ მაჩხანელმა და ვილი ალავერდოვმა. მაჩხანელი არაერთხელ გამოსულა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში. 1954 წელს მან ვარშავაში გამართულ ევროპის არაოფიციალურ პირველობაში გაიმარჯვა, მერე კი მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და მრავალი სახელოვანი მესტენდურე აღზარდა. მათ შორის პირველ დიდ წარმატებას მიაღწია ტარიელ ჟღენტმა, რომელიც ოთხჯერ იყო ევროპის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში, სამჯერ _ მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, 1973 წელს კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასევე დიდი წარმატებები მოიპოვა თამაზ იმნაიშვილმა _ ევროპის 7-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა პირად ჩათვლაში, სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილემ. 1970-იან წლებში საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა თემურ მატოიანმა _ ევროპის თასის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა.
სასტენდო სროლაში საქართველოს წარმომადგენლებმა ბოლო მნიშვნელოვან წარმატებებს 1994 წელს მიაღწიეს: თამაზ იმნაიშვილმა, დავით ქვათაძემ და გივი შენგელიამ მსოფლიო თასის გუნდურ გათამაშებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მსოფლიოს ჩემპიონატში კი _ ბრინჯაოსი.

შეჯიბრის წესები (მრგვალი სტენდი) :

მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ მოედანზე განლაგებულია 8 საცეცხლე წერტილი, აგრეთვე “მაღალი სახლი” (მარცხნივ) და “დაბალი სახლი” (მარჯვნივ). “მაღალი სახლიდან” სამიზნეები ამოიტყორცნება მიწიდან 3,05 მეტრის, “დაბალი სახლიდან” კი – 1 მეტრის სიმაღლეზე. თეფშებმა თავზე უნდა გადაუაროს ცენტრალურ მოედანს და ჰაერში იფრინოს 65 2 მეტრზე. ტაიმერის მექანიზმი თეფშს ტყორცნის მსროლელის სიგნალის შემდეგ 0-3 წამში. თეფშები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე შეჯიბრებისას. ვაზნის მაქსიმალური სიგრძეა 70მმ, საფანტი (დიამეტრიც – 2მმ, საბრძოლო მუხტის წონა -22გ) სფეროსებურია და მზადდება ტყვიის ან მისი შენადნობისაგან. აკრძალულია სავი დენთის, აგრეთვე ტრასირებული და ცეცხლგამჩენი ვაზნების გამოყენება.
სპორტსმენები თითოეული საცეცხლე წერტილიდან მორიგეობით ისვრიან. მათ აწვდიან ერთ სამიზნეს “მაღალი სახლიდან” და ერთს – “დაბალი სახლიდან”. ორმაგი სამიზნეები ზუსტად ერთდროულად უნდა გამოჩნდეს. №8 საცეცხლე წერტილიდან სპორტსმენმა სამიზნეს მანამ უნდა ესროლოს, სანამ ის ცენტრის ხაზს გადაკვეთს. ქულების დათვლის სისტემა ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე.

სამიზნე თეფშის სიმაღლეა 25-27 მმ, დიამეტრიც -110 მმ, წონა -100-110 გ. შეჯიბრებისათვის შერჩეული სამიზნის ფერი

მრგვალ სტენდზე სროლისისა დიდი ყურადღება ექცევა მსროლელი განლადებას სასროლ პოზიციაზე, დამწყები მსროლელი ამას ყურადღებას არ აქცევს, რაც საბოლოო ჯამი მის სროლის ხარისხზე აისახება, შემდეგ სურათში ნაჩვენებია როგორ უნდა განთავსდეს სპორცმენი მრგვალი სტენდის საცეცხლე პოზიციაზე.



და ასევე მნიშვნელოვანი მსროლელი დგომა, აქ ძირითადად სტანდარტული დგომა ასეთი: წინა გადადის მარცხენა ფეხზე (მემარჯვენეებისთვი) და მსროლელი იხრება დიაფრაგმის ნაწილში ანუ წელში მოხრილი კი არ არის არამედ ოდნავ ტანი აქვს წინ გადაწეული.

დაახლოებით აი ასე:


გისურვებთ წარმატებებს....

 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 11.06.2013, 19:47:49 | შეტყობინება # 82
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Guga_Shapakidze, კარგია, ძალიან! 166 სტატიებშიც დაამატეთ, კარგი იქნება!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
krimanjuliდრო: ხუთშაბათი, 13.06.2013, 12:09:34 | შეტყობინება # 83
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


2013 წლის მსოფლიო თასის გათამაშება
 
babukaდრო: ხუთშაბათი, 13.06.2013, 14:04:07 | შეტყობინება # 84
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 41
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Guga_Shapakidze, გაიხარეე, კაძახო!!! 10 166

შაფოოოოო
 
boneდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 17:24:01 | შეტყობინება # 85
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მეგობრებო !

როგორც იქნა გვეღირსა საქართველოშიც კომპაკ სპორტინგის ოფიციალური სტანდარტების მქონე მოედანი 10

მოედნის ოფიციალურ გახსნასთან ერთად სპონსორები ატარებენ ღია შეჯიბრს სპორტინგში....საინტერესო პრიზი გათამაშდება

ბოდიშით შესაბამისი თემა ვერაფრით ვერ ვიპოვე, ეს კი ლინკი ამ შეჯიბრის ფორმატის

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=11035&st=0&gopid=278739&#entry278739

ადმინს ვთხოვს შემეხმიანოს პმ-ით


შეტყობინება დაამუშავა bone - სამშაბათი, 08.10.2013, 17:27:18
 
giohunt1982დრო: კვირა, 24.11.2013, 16:35:59 | შეტყობინება # 86
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bone, გმადლობთ ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის!! 166 23_30_126

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
omarinnnდრო: კვირა, 24.11.2013, 23:01:59 | შეტყობინება # 87
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 119
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას შეჯიბრში მაგრამ რას იზამ დროის გამო ვერ ჩამოვალ თბილისში.ბათუმში რო იყოს დიდი სიამოვნებით
 
gugunaდრო: ორშაბათი, 25.11.2013, 11:26:11 | შეტყობინება # 88
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თქვენ გვერდზე ვარ 15 ში

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
boneდრო: ორშაბათი, 25.11.2013, 17:58:59 | შეტყობინება # 89
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ !

როგორ ხართ მეგობრებო , მოგილოცავთ მოგვიანებით წმინდა მართმადიდებლურ დღესასწაულებს.

სიამოვნებით გაუწყებთ, რომ ამა წლის 15 დეკემბერს , თბილისის სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი კომპაკ სპორტინგში , ოფიციალური სტანდარტის მოედანზე ოფიციალური წესებით და პროგრამით. შეჯიბრი "პირველი თოვლი" ინდივიდუალურია
მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი სქესისა და სტატუსის მქონე ადამიანს ნებისმიერი კლუბიდან და ა.შ. 18 წელს ზემოთ

მთლიანი შეჯიბრის მოცულობა არის 25 სამიზნე.
ერთ სამიზნეზე შეიძლება ორი ვაზნის გამოყენება სპორტინგის წესებით. თუმცა დეტალები ადგილზე...
გისურვებთ წარმატებებს


შეტყობინება დაამუშავა bone - ორშაბათი, 25.11.2013, 18:28:56
 
bichi2009დრო: ორშაბათი, 25.11.2013, 18:08:50 | შეტყობინება # 90
ჯგუფი: წაშლილები





bone, პრიზირა გვაქ მითხარი და გურიიდან წამოვალთ ფირალები 39
 
levani182დრო: ორშაბათი, 25.11.2013, 18:31:34 | შეტყობინება # 91
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
guguna, გაუმაროჯოს,თოფს აქვს მნიშვნელობა ორიანი გეკნება თუ ხუთიანი?ან ლულების სიგრძეს მნიშვნელობა აკვს თუ იცით?მადლობა წინასწარ
 
gugunaდრო: ორშაბათი, 25.11.2013, 18:57:35 | შეტყობინება # 92
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა მგონია მნიშვნელობა ქონდეს შიდა ჩემპიონატზე 5 ვიყავი ისე ვერტიკალი ჯობია თუ დამურამებული გაქვს მაგით სროლა ლულის არჩევანი გაქვს ანუ გამშლელი არაგამშლელი

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
simoniდრო: ორშაბათი, 25.11.2013, 19:42:20 | შეტყობინება # 93
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე გამოვდივარ, ვინმემ სია შეადგინეთ რაა. 39
 
boneდრო: ორშაბათი, 25.11.2013, 19:59:04 | შეტყობინება # 94
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წესდება იხილეთ ლინკზე

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=11198&st=0

ვინც დარეგისტრირებული ხართ ოჩოპინტრეზე გთხოვთ დაემატოთ ან დაამატოთ მონაწილეები სიაში
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 25.11.2013, 20:08:54 | შეტყობინება # 95
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1.simoni
2.guguna
3.?????

აბა, ბაზიერელებო იაქტიურეთ.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
guramiდრო: ორშაბათი, 25.11.2013, 22:50:36 | შეტყობინება # 96
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მიმაჯგაპნეთ თქვენთან ვარ მიხარია მაგრა 36_1_69 36_1_69 36_1_69 36_1_69 36_1_69

guramicignadze
 
TURAდრო: სამშაბათი, 26.11.2013, 14:17:47 | შეტყობინება # 97
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 159
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დამამატეთ მეც სიაში ბიჭებო 10 166
 
avtandilდრო: სამშაბათი, 26.11.2013, 19:58:12 | შეტყობინება # 98
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან გამიხარდება ბაზიერელმა, რომ გაიმარჯვოს წარმათებებს ვუსურვებ, ვინც მონაწილეობას მიიღებს... თუ მოვახერხე გულშემატკივრად მოვალ 39

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
TURAდრო: სამშაბათი, 26.11.2013, 21:32:31 | შეტყობინება # 99
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 159
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც გავიგე 16 კალიბრიც შეიძლება იმედია ჩემი თოფით უკეთესი შედეგი მექნება 10 წარმატებები ვინც გავალთ,მე ვაპირებ აუცილებლად რამე გაუთვალისწინებეი თუ არ მოხდა
 
guramiდრო: სამშაბათი, 26.11.2013, 23:26:33 | შეტყობინება # 100
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
TURA, არა ტორმეტი უნდა იყოს უეჩველი

guramicignadze
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » სროლის ხელოვნება; სასტენდო სროლა » სასტენდო სროლა ... (სასტენდო სროლა, სასტენდო სროლის თავისებურებანი და ტექნიკური)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика