15:17:42
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
გარეული ღორი (ტახი)
sabjekდრო: პარასკევი, 19.10.2012, 23:09:27 | შეტყობინება # 301
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღორი, როგორც წესი, იოლად განიცდის ადაპტაციას გარემო პირობებთან. ამასთან, ეს ცხოველი საკმაოდ ჭკვიანია და ამ თვისებების გამო ველურ ბუნებასაც ადვილად ერწყმის. ყველასათვის ცნობილია, რომ ღორი იკვებება აბსოლუტურად ყველაფრით: როგორც ხორცით (ლეში), ასევე მცენარეული საკვებით. მას არ გააჩნია საოფლე ჯირკვლები, რის გამოც ხშირად ვხვდებით წყლის სიახლოვეს. გარეული ღორი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

„ევროპელი“ გარეული ღორის ზომა ბევრად აღემატება „ამერიკელი“ ღორისას. შინაური ღორისაგან განსხვავებით, გარეული უფრო სწრაფია და ნაკლებად მსუქანი. მას კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და მხედველობა. სქელი ჯაგარი იცავს მის შინაგან ორგანოებს. საშუალო აღნაგობის ზრდასრული ტახის წონა 150 კგ აღწევს, ხოლო ძუს წონა - 110 კგ, თუმცა მონადირეთა ნადავლი უფრო ხშირად მოზარდი და ტანმორჩილი ღორი ხდება. ღორის მაქსიმალური წონა 200 კგ ფარგლებშიც კი მერყეობს.

გარეული ღორი გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნისას ძალიან სახიფათოა: მას შეუძლია თავს დაესხას ადამიანს, მაგრამ თუ მის პროვოცირებას არ მოვახდენთ, ის არ გამოხატავს აგრესიას. გამოცდილი მონადირეები ამბობენ, რომ ღორს ძალუძს წამებში დაფლითოს ადამიანი. ის შეიძლება იყოს შთამბეჭდავი ზომების, მისი ეშვის სიგრძე 12 სმ აღწევს.

წონისა და ქცევის წესების წინასწარი განჭვრეტის შეუძლებლობის გამო, ძნელდება შესაბამისი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის შერჩევა. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი წონის ვაზნა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს ღორს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოში. არ არის აუცილებელი გასროლა იყოს იდეალური, მთავარია ის იყოს სასიკვდილო.

ვაზნების შერჩევისას გასათვალისწინებელია ამა თუ იმ ნადირის სიცოცხლისუნარიანობა და მდგომარეობა, რომელშიც ის იმყოფება გასროლის მომენტში. გამოცდილება უჩვენებს, რომ უფრო იოლია მოდუნებული და მშვიდი ნადირის მოკვლა, ვიდრე იმ ნადირისა, რომელიც გააფთრებით იბრძვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია.

გასროლა უკეთესია, როდესაც ნადირი არ არის აფორიაქებული და ადრენალინი არ არის ავარდნილი მაღლა.

ღორზე სანადიროდ ვაზნები შერჩევა ცალკე სასაუბრო თემაა და სასურველი იქნება ყველამ გაგვიზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილებ
ა.


დამატებულია (19.10.2012, 22:07:52)
---------------------------------------------
ღორზე ნადირობა პოპულარული და საინტერესოა, რადგანაც ის მოითხოვს სიმამაცის გამოვლენას. ნადირობა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, მაგრამ განსაკუთრებით]ხშირად გამოიყენება სატყუარათი და კვალზე დევნის მეთოდები.

ღორზე ძაღლებით ნადირობა 2 კატეგორიად იყოფა. პირველი ეს არის: ძაღლების მეშვეობით ღორის ჩიხში მომწყვდევა და დაჭერა, როდესაც ძაღლები შესაბამისად არიან გაწრთვნილი. ამ შემთხვევაში ძაღლები გრძნობენ ნადირს და იწყებენ ყეფას, რაც მონადირეს მიანიშნებს ნადირის აღმოჩენაზე. მომწყვდეულ ნადირს კლავს მონადირე.

მეორე მეთოდია კვალზე დევნა. ძაღლები მიყვებიან ღორის ნაკვალევს. ამ ძაღლებს გააჩნიათ ბასრი კბილები, რომელთა დახმარებითაც ისინი აკავებენ ნადირს მონადირის მოახლოებამდე.

საუკეთესო ვარიანტია ამ ორივე მეთოდის შერწყმა: ძაღლების ნაწილი იმწყვდევს ღორს, მეორე ნაწილი კი მიყვება კვალზე.
ღორზე ძაღლებით ნადირობა ეფექტურია და დღითი დღე იძენს უფრო დიდ პოპულარობას.

ზოგიერთი რჩევა:
1. ღორი ყნოსვის მაღალი უნარის საშუალებით მალევე აღმოაჩენს მონადირეს, ამიტომ უნდა ამოვეფაროთ ბუჩქნარს ან ხეებს, რათა ღორმა ვერ შეამჩნიოს ადამიანის სილუეტი, ამასთან აუცილებელია დავდგეთ ქარის საწინააღმდეგოდ;

2. მონადირომ არ უნდა იმოძრაოს იმ ბილიკებზე, რომელზეც შესაძლებელია გაიაროს ღორმა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მონადირეს აცვია სპეცფეხსაცმელი, ღორი მაინც აღიქვამს მცირეოდენ სუნსაც კი;

3. მონადირემ წინადღით უნდა დაათვალიროს სანადირო ადგილები - ღორი ეწევა მომთაბარეობას და ხშირად იცვლის ადგილს;

4. ნადირობა უნდა ვაწარმოოთ წყლიან ადგილებში;

5. მონადირეს უნდა შეეძლოს შესაბამისი ნიშნების „წაკითხვა“: ნაკვალევის ამოცნობა, ღორის ხეზე ხახუნის მიხედვით მისი სიმაღლის დადგენა და ა.შ.;

6. მონადირე უნდა იყოს მზად პირველი გასროლის გაცუდების შემთხვევაში სწრაფად შეიცვალოს ჩასაფრების ადგილი და არ დაკარგოს თვალთახედვიდან ნადირი;

7. დამიზნება უნდა მოხდეს მხრის ნაწილში;

8. ძაღლების ყოლა სასურველია, რადგანაც ჭრილობას ღორი იოლად იშუშებს და მან შეიძლება არ დატოვოს სისხლიანი კვალი;

9. მონადირე უნდა ელოდოს ღორის 2 ტიპს: აგრესიულს და ფრთხილს. აგრესიულის წონა 100 კგ მეტი იქნება და მისი მოპოვება უფრო რთულია, ფრთხილი ღორის მოძებნა და მომწყვდევა უფრო იოლი და რეალური
ა. [/[/size]b]

დამატებულია (19.10.2012, 22:09:27)
---------------------------------------------
როგორ გამოვიცნოთ გარეული ღორის საშუალო ასაკი

ყველაზე იოლია გამოვყოთ 2 ჯგუფი: გოჭი და მოზრდილი. ამას გამოუცდელი მონადირეც ადვილად მოახერხებს. უფრო რთულია გავარჩიოთ ე.წ. ბურვაკი (სიცოცხლის მეორე წელიწადში მყოფნი), რომელიც შეიძლება აგვერიოს ნამდვილ ღორში.

გოჭები (სიცოცხლის პირველი წელი) გამოირჩევიან პატარა ზომებით, უფრო ღია ფერის არიან და გრძელ ფეხებზე დგანან. ბურვაკებს უვითარდებად სხეული, იზრდებიან, ეზრდებათ ჯაგარი ზურგზე. ღორები ბურვაკებზე უფრო მასიურები არიან, ზურგის ჯაგარი უფრო მაღალია, ეშვების სიგრძე 10სმ-ს აღწევს (ნეზვს უფრო ნაკლები აქვს). ქვედა ეშვები მიმართულია მაღლა, სიცოცხლის მე-4, მე-5 წლებში უჩნდებათ კეხი (კუზი).

შემოდგომა-ზამთრის ნადირობის სეზონისათვის, გოჭებს (7-11 თვე) აქვთ 36 კბილი, მესამე სარძევე იცვლება მუდმივით, პირველი და მეორე მჭრელი კბილები ცვდება. ბურვაკებს (18-23 თვე) აქვთ 40 კბილი. სარძევე კბილების ცვლა მუდმივ კბილებზე სრულდება. განვითარებას იწყებს მესამე ძირითადი კბილი. ტახის ეშვი აღწევს 40მმ-ს, ნეზვისა მნიშვნელოვნად ნაკლებია. 3 წლის ასაკში კბილების ფორმულა მთლიანად ჩამოყალიბებულია - სულ 44. მჭრელი კბილები ცვდება. 8 წლის და ზევით ასაკის ღორებს კბილები ემტვრევათ და ცვივათ. ეშვები უვიწროვდებათ. ხშირია მჭრელი კბილების ნაპირების მსხვრევა. კბილები გაცვეთილია ღრძილებამდე.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, გარეული ღორის ასაკის მიახლოებით დადგენას შევძლებთ კბილებზე დაკვირვებ
ით.


kakhi

შეტყობინება დაამუშავა sabjek - პარასკევი, 19.10.2012, 23:28:22
 
berZulდრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 01:28:23 | შეტყობინება # 302
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა მნიშვნელობა აქვს კანონს რას დაწერენ მთვარია რას აკეთებ შენ,.
საქართველოში არ არის იმ რაოდენობის გარეული ღორი რომ მასზე ინადიროს მონადირემ (და არა მარტო მონადირემ)

დამატებულია (24.10.2012, 00:28:23)
---------------------------------------------
კარგად იციან იმათ, ვინც ტყეებში უწევს ხშირი სიარული(სანადიროდ,) წლები ისე გადის ვერ ნახულობენ და გაიკითხეთ ნაცნონენში და ისინი უკეთესად აგიხსნიან რა რაოდეობიტ არის


ლევან ბერძული
 
დათო_მონადირედრო: ორშაბათი, 29.10.2012, 23:29:06 | შეტყობინება # 303
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღორს ნაირგვარ სახელს უწოდებენ. მაგალითად მამალ ღორს ქვია ტახი, ეშვი, დედალს - ნეზვი, ქუბი, ნორჩ ნაშიერს გოჭი, ცოტა უფრო მოზრდილს, ბურვაკი, ნაზარდა, თელი, სასუქად შენახულს - კერატი, კვრეტი, ქოსმენი. ღორს აქვს ზოგიერთი მოფერებითი სახელიც.

გარეული ღორის საშუალო ზომის ჩლიქოსანი ცხოველია. იგი შინაური ღორის უშუალო წინაპარია. მისთჳის დამახასიათებელი მკვრივკუნთოვანი სხეული, რმელიც შემდგარია მძლავრსა და შედარებით დაბალ ფეხებზე. კისერი მოკლე და ძლიერ გამსხვლიბეული აქვს. ამის გამოა, რომ მას თავის მობრუნება არ შეუძლია. თავი წაგრძელებული აქვს და ქმნის დინგს, რომელიც ხრტილოვანი წარმოაქმნით ნიკველით მთავრდება. გარეული ღორის სხეულის საერთო სიგრძე 160-205 სმ-ია, აქედან კუდი 20-30 სმ სიგრძისა აქვს. სიმაღლე მინდაოში 80-120 სანტიმეტრამდე აღწევს. წონა საშუალოდ 100-დან 250 კილოგრამამდეა, თუმცა აღრიცხულია ეგზემპლარები, რომელთა წონა 270-400 კილოგრამი იყო. ნეზვი ზომა წონით ტახს ნამდვილად ჩამორჩება. გარეულ ღორს, განსაკუთრებით კი ტახს ძლიერ აქვს განვითარებული ეშვები, რომლებიც მისი თავდაცვის ძირითადი იარაღია. ეშვები ღორს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება და შესაბამისად უცვდება.



მეტწილად გარეული ღორი ერთგვაროვანი შეფერილობისაა - მოშავო, შავი, მურა - მოშავო, მურა - მორუხო. ფერი სეზონურად მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის.

საქართველოს ფარგლებში გარეული ღორი მნიშვნელოვნად არის გავრცელებული, თუმცა განუკითხავი ბრაკონიერების შედეგად, ბევრ ადგილას აღარ გვხვდება. ისტორიულად მრავლად იყო კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე, განსაკუთრებით ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონების სავარგულებში... მოიპოვება აფხაზეთში, მცირე რაოდენობით გურია-აჭარის ქედს ტყეებში. ძველ მკვლევართა გადმოცემითბათუმის მისადევრებსა და მის მახლობელ მთებში, რომლებიც უდრიან ტყით ყოფილან დაფარული, დიდი რაოდენობით გარეული ღორი მოიპოვებოდა. სამწუხაროდ დღეს ამას ვეღარ ვიტყვით. ეს ნადირი მცირე რაოდენობით ბინადრობს თრიალეთის ქედის კალთებზე, გარდაბნის მახლობელ მტკვრისპირა ჭალებში, მესხეთ ჯავახეთის ზოგიერთ სავარგულში. რამდენიმე ეგზემპლარი შემორჩენილია ვაშლოვნის ნაკრძალში, ყარაღაჯის მახლობლად ტყის პატარა კორომში. აქა-ია არაგვის ხეობაშჲ, აგრეთვე თეძამისა და ძამას ხეობაშჲ, იმნათის, მუხათგაჭრილის, ლესას მიდამოთა სავარგულებში, ჭალადიდში პალიასტომის ტბის მისადევრებში.

საქართველოს ფარგლებს გარეთ გარეული ღორი გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ უკრაინაშჲ, აზერბაიჯანში, სომხეთში, ჩრდილო კავკასიაში, მცირე, წინა და შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირში, ამურის მხარეში, ჩრდილო აფრიკაში.

ვერტიკალურად ვრცელდება 2600 მეტრამდე ზღვის დონიდან. არეალის ზოგ ადგილას 4000 მეტრამდეც აღწევს.

გარეული ღორის ტიპობრივი საბინადროებია: ტყეები, ჭალები, ბუჩქნარები, მაყვლის ბარდები, ჩალიანები. საერთოდ იგი ეტანება მაყვალსა და გაუვალ სავარგულებს. აღსანიშნავია რომ ასეთ ადგილებში თავშესაფრებული ღორების დაფრთხობა და ღია ადგილას გამოყვანა, თუნდაც დაგეშილი ძაღლებითა და თოფის სროლით, არც ისე ადვილი საქმეა. ზოგჯერ კოლტი ისეთ სიმაგრეში წევს, რომ მათი იქიდან გამოდევნა საერთოდ შეუძლებელია. ხმაური, ყვირილი ასეთ შემთხვევაში ამაოა. სიმაგრის გარდა გარეული ღორისათვის აუცილებელი საარსებო პირობაა წყლის სიახლოვე. ამიტომ იგი ძირითადად ჭაობიან ადგილებსა და წყალსატევების მახლობლად ბინავდება.


გარეული ღორი კოლტების სახით ცხოვრობს, რომლებშიც გაერთიანებულია რამდენიმე ნეზვი, თავიანთი ნაშიერებითურთ. კოლტებში ინდივიდთა რაოდენობა აღწევს აღწევს 15-დან 20-მდე, თუმცა ლიტერატურაში ცნობილია ისეთი კოლტებიც, რომლებშჲც ასამდე ღორი ყოფილა. ტახი ჩვეულებრივ განმარტოებულად ბინადრობს და ნეზვებთან მხოლოდ ხურაობის პერიოდში გაერევიან ხოლმე. ამ დროს ერთ ტახთან 3 - 4 ნესვი იყრის ხოლმე თავს.

ღორი ყველაფრისმჭამელი ცხოველია. იკვებება როგორც მცენარეულობით ისევე ცხოველებით. ჭამს მცენარეთა ნაყოფებს, ხილს, კენკრას, რკოს, წიწიბოს, წაბლს, თხილს, კაკალს, აგრეთვე მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებსა და სხვა უხერხემლო ცხოველებს, ზოგჯერ მიწაზე მჯდომ ფრინველებს, მათ კვერცხებსა და მართვეებს, თაგვისებურ მღრღნელებს, კურდღლის ბაჭიებს.

მრავლდება წელიწადში ერთხელ. ხურაობა ნოემბერ იანვარში მიმდინარეობს. მაკეობა 114-დან 140 დგემდე გრძელდება. 2-10 გოჭს იშვიათად მეტს. დაზუსტებულია რომ ახალგაზრდა ნეზვები შედარებით მცირე რაოდენობით ნამატს იძლევიან. ვიდრე ხანდაზმულები. გოჭს სიცოცხლის პირველ თვეებშჲ სხეულზე გასწვრივი ნათელი ზოლები ემჩნევა. რომლებიც მის ზრდასთან ერთად ქრება. ახალშობილი გოჭები პირველი 7-8 დღის განმავლობაში, სანამ რამდენადმე მოღონიერდებიან და მარჯვედ სიარულს შეძლებენ ბუნაგში რჩებიან. გოჭები სწრაფად იზრდებიან. 8-9 თვის ბურვაკის წონა 50 კილოგრამამდე აღწევს. ტახი სქესობრივად 15-18 თვის ასაკში მწიფდება, ხოლო სრულ ზრდას 4 წლისთავზე ასრულებს. ნეზვი სქესობრივად რამდენადმე უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე ტახი.

ბუნებრივი მტრები გარეულ ღორს, შეიძლება ითქვას თითქმის არ ჰყავს. საქართველოს ფარგლებში ნორჩ გოჭებს, ზოგჯერ ბურვაკებსა და დაავადებულ ნეზვებს თავს ესხმის მგელი და ფოცხვერი, ხოლო წარსულში ჯიქიც. განმარტოებით მცხოვრებ ტახზე თავდასხმას ვერ ბედავს არამარტო მგელი და ფოცხვერი , არამედ დათვიც.

საყურადღებოა! რომ გარეული ღორი ანადგურებს მრავალ მწერსა და მატლს, რითაც სახალხო მეურნეობისთვის სარგებლობა მოაქვს. მაგალითად ცნობილია რომ მაისი ხოჭოს რაოდენობას 30-40 პროცენტით ამცირებს. იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთი სხვა სახეობის მავნე მწერების შესახებაც. აღსანიშნავია ისიც რომ გარეული ღორი ჩიჩქნის ნიადაგს და ამით ერთგვარად ხელს უწყობს მცენარეთა თესვასა და აღდგენას.

მას სოფლის მეურნეობისთვის ერთგვარი ზიანიც მოაქვს მარცვლოვანი და ბოსტნეული კულტურების დაზიანებით. რიგ ადგილებში ანადგურებს ხემცენარეთა ამონაყარს და ნერგებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გარეული ღორის მიერ მოტანილი სარგებლობა აჭარბებს მის მიერ მიყენებულ ზიანს.

და ბოლოს, საქართველოს ფარგლებში მობინადრე სანადირო-სარეწაო ჩლიქოსნებს შორის გარეულ ღორს თვალსაჩინო ადგილი უკავია. გამოიყენება მისი ხორცი, ცხიმი და ჯაგარი. ამჟამად მასზე ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია მხოლოდ კერძო სანადირო მეურნეობაში, რის შედეგადაც მისმა რაოდენობამ ბევრგან შესამჩნევად იმატა.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
butiliდრო: ოთხშაბათი, 30.01.2013, 23:39:12 | შეტყობინება # 304
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 132
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღორები ადრე ბლომატ ყოფილა Hვენსას მარა ბრაკონიერებს გოუნადგურებიატ ისე რო იყოს კაი კია

kola
 
akson777დრო: ორშაბათი, 03.06.2013, 23:07:06 | შეტყობინება # 305
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სასურველია ღორს ამ არეალში ვესროლოთ


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
mishoდრო: ოთხშაბათი, 07.08.2013, 16:25:02 | შეტყობინება # 306
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან მაგარია ტახზე ნადირობა 166 166
 
ilo_bukiaდრო: სამშაბათი, 28.10.2014, 14:17:43 | შეტყობინება # 307
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ბიჭებო,თეთრ წყაროდან დამირეკეს 2 დგის წინ, ჩემი ახლობლის ძაღლი მისი პატრონის თვალწინ გარეული ღორების კოლტს დაუმტვრევია,ნეკნებში არისო გადამტვრეული დაახლოებით 9-10 ტახი იქნებოდაო,შეგახსენებთ ეს ძახლი აზიური ნაგაზი იყო ,ლეკვი, აბა თქვენ იცით ვინმე წასვლას თუ დააპირებთ დამიკავშირდით.იქ დარჩენა და კარგი პურ მარილი ჩემზე იყოს 39

იარაღის ხელში ჭერა მონადირეობას არ ნიშნავს !
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 28.10.2014, 16:57:11 | შეტყობინება # 308
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ilo_bukia, 9-10 ტახი ერთად არ დადის,ეხა მითუმეტეს,ნოემბრის ნახევრისკენ შეჯვარების სეზონი ეწყებათ და დიდი ტახები,კოლტთან შორიახლოს დაძრწიან.
ოღონდ არა მაგ რაოდენობით(2-3 კიდე შეიძლება ოღონდ წვრილები)


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
ilo_bukiaდრო: სამშაბათი, 28.10.2014, 17:37:46 | შეტყობინება # 309
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, რავი მე დამირეკეს და ეგრე მითხრეს ზუსტად,თან მამაოა ვინც დამირეკა და არამგონია მოეტყუებინა,არვიცი უბრალოდ რაც მითხრეს ის ვთქვი მე ჯერ 2 თვეა ვნადირობ და არვარ გამოცდილი მონადირე 25

იარაღის ხელში ჭერა მონადირეობას არ ნიშნავს !
 
tarxanaდრო: სამშაბათი, 18.11.2014, 17:35:14 | შეტყობინება # 310
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (18.11.2014, 16:35:14)
---------------------------------------------


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - სამშაბათი, 18.11.2014, 17:34:49
 
giiiiviდრო: ოთხშაბათი, 19.11.2014, 00:00:04 | შეტყობინება # 311
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასე ნადირზე სროლა, უნდა გაატარო და გვერდიდან ესროლო.
 
stoeger1დრო: ოთხშაბათი, 19.11.2014, 00:48:13 | შეტყობინება # 312
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წინიდან არასდროს არ უდნა დაუდგეე ცხოველს , ყოველთვის გვერდიდან უნდა ესროლო მე როგორც ვიცი და ბეჭის არეში
 
giiiiviდრო: ოთხშაბათი, 19.11.2014, 01:40:58 | შეტყობინება # 313
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, 305 პოსტზე აქსონას დადებულ სურათზე კარგათ არი ნაჩვენები რომელ ადგილზე უნდა ესროლო, გამოკვეთილთ ჩანს გულის და ფილტვის არეალი, მაგ ადგილზე სროლით შეაჩერებ ნადირს, აუცილებელი არ არი გულში გაარტყა ფილტვში ტყვიის გავლისას აუცილებლათ გაჩერდება მაგრამ კვალს უნდა მიყოლა სად დაეცემა
 
revaziiდრო: ოთხშაბათი, 19.11.2014, 16:27:43 | შეტყობინება # 314
სერჟანტი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვანის მთებში კლავენ მაგრად ტახებს.და არჩვებსაც

yfuifuf
 
tarxanaდრო: ოთხშაბათი, 19.11.2014, 16:40:17 | შეტყობინება # 315
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე არ იყო დიდი ღორი რო დაედო კარგად ლაბავოი ამოატრიალებდა მაგ ტახს ისეთს რო ცოტა არ მოეჩვენებოდა



Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - ოთხშაბათი, 19.11.2014, 16:40:32
 
ქორადრო: ხუთშაბათი, 29.01.2015, 23:27:36 | შეტყობინება # 316
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ კითხვა იყო რა ტყვიას ხმარობენ ღორზეო პასუხი კი კარგად ცნობილი კარტიჩი და ჟაკანი მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ კარტიჩს თითქმის შედეგი არ მოაქ მარტო პატარა ღორებზეა ეფექტური ტახზე კარგად მოხვედრილი ჟაკანი კი უტყუარია

დამატებულია (29.01.2015, 22:27:36)
---------------------------------------------
ბორჯომში გუჯარეთის ხეობაში ღორი მრავლად შემოდის ძამას ხეობიდან შველი კი სულ გაქრა შხვაგან არ ვიცი მაგრამ შველს აქ მაგარი დარხეული აქ

 
akson777დრო: პარასკევი, 30.01.2015, 00:17:56 | შეტყობინება # 317
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქორა, კი ჟაკანი ჯობია რა თქმა უნდა. კარტეჩი ცუდი არაა მაგრამ მაქსიმუმ 30-35 მეტრშია ეფექტური, დიდი ზომის ღორის შემთხვევაში კი საერთოდ 15-20 მეტრის ფარგლებშია საიმედო კარტეჩი. მოკლედ ჟაკანი ჯობია რა ერთი სიტყვით, ქვეყნების უმრავლესობაში სარეკით ნადირობაში კარტეჩის გამოყენება აკრძალულია მარტო იმიტომ კიარა რომ კარტეჩი უფრო ნაკებად საიმედოა და დაჭრილად წასული ცხოველების რიცხვი ბევრია. კიდევ მიზეზი ის იყო რომ იყო შემთხვევებიც რომ გამოუცდელმა მონადირემ ღორზე ნასროლი კარტეჩი ღორზე მიდევნებულ მდევარს გაარტყა ისე საზიზღრად და არაპროგნოზირებადად იშლება კარტეჩის მარცვლები .

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
tarxanaდრო: ორშაბათი, 02.02.2015, 16:37:59 | შეტყობინება # 318
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (02.02.2015, 15:37:35)
---------------------------------------------

დამატებულია (02.02.2015, 15:37:59)
---------------------------------------------


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
kaxakuxi12დრო: ორშაბათი, 23.02.2015, 22:53:01 | შეტყობინება # 319
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ალბატ მაგარი იქნება

დამატებულია (23.02.2015, 21:53:01)
---------------------------------------------
10


ddsf
 
jeri20დრო: ოთხშაბათი, 23.09.2015, 15:12:53 | შეტყობინება # 320
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 80
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტახზე ნადირობა საქართველოში სად შეილება ტუ იციდ და სადაა ისე რო ცოტა გავინადიროთ?

ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
 
shalvamagradzeდრო: პარასკევი, 08.01.2016, 14:46:40 | შეტყობინება # 321
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
https://www.youtube.com/watch?v=X3ngRwSkhCk

აი ძმებო სეკაჩი. :) 48 :48: 48 :48:


შეტყობინება დაამუშავა shalvamagradze - პარასკევი, 08.01.2016, 14:47:07
 
Bazookaდრო: პარასკევი, 08.01.2016, 15:55:32 | შეტყობინება # 322
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძამის ხეობაში და ბორჯომისკენაა კაი ტახზე

T.vartasashvili
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 08.01.2016, 18:11:07 | შეტყობინება # 323
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნაკრძალი რომ არის ? 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
derezaდრო: შაბათი, 09.01.2016, 18:56:38 | შეტყობინება # 324
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 318
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Nაკრძალში რა პირობებია ღორზე სანადიროდ ან რა ღირს ხომ არ იცით?? Kახეთისკენ ვამბობ სადმე

i.maxatadze
 
rezo100დრო: შაბათი, 09.01.2016, 19:52:04 | შეტყობინება # 325
სერჟანტი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვანის მტებში მოკლენ გარეული ღორი გუშინწინ,მაგრაი დიდი ყოფილა

kl;j'iolkgklhj
 
dratxaraდრო: შაბათი, 09.01.2016, 21:03:35 | შეტყობინება # 326
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დმანისიაკენ
 
bparcvaniaდრო: სამშაბათი, 12.01.2016, 08:20:07 | შეტყობინება # 327
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
13
 
roba_mavneდრო: ოთხშაბათი, 13.01.2016, 15:52:50 | შეტყობინება # 328
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 32
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dereza, 200 ლარი შესვლითი გადასახადი და თითო მოკლულ ტახზე 500 ლარი ეს ივრის ჭალებში ასეა ფსდები

:X
 
tarxanaდრო: ხუთშაბათი, 21.01.2016, 09:39:41 | შეტყობინება # 329
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
muriko6დრო: პარასკევი, 09.02.2018, 10:00:07 | შეტყობინება # 330
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 166
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენთან მაკე ღორებს კლავენ და რაუნდაიყოს:(:(:
 
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика