15:42:15
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ცხოველებზე ნადირობა » კურდღელზე ნადირობა (სად არის ყველაზე კარგი სანადირო კურდღელზე,და რა დროს?)
კურდღელზე ნადირობა
butatinoდრო: პარასკევი, 18.01.2013, 19:13:42 | შეტყობინება # 1151
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად 5 ნომერს ვესვრი და ჯერ მეორე სროლა არ დამჭირვებია gimili

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 18.01.2013, 19:21:28 | შეტყობინება # 1152
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butatino, არ აგიცდენია კურდღლისთვის არასოდეს??? gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
butatinoდრო: პარასკევი, 18.01.2013, 20:48:58 | შეტყობინება # 1153
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, არასოდეს, მონადირეებს კი უყვართ გაზვიადება მაგრამ არასოდეს ამიცდენია რაც სასროლი არაა არ ვესვრი საერტოდ და რასაც ვესროლე ერთის მეტი არ მისროლია არასოდეს gimili

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 18.01.2013, 20:51:51 | შეტყობინება # 1154
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butatino, მალადეც ძმაო, 166 10 10 კაია, დაკვირვებულად და დინჯად რო ესვრი, მაშინ ნაკლებად აუცდება ყველას.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
l)omidzeდრო: პარასკევი, 18.01.2013, 21:38:50 | შეტყობინება # 1155
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი გასართობია კურდღრი gimili ელზე ნადირობა მომწონს 166 butatino, 10 10 მართლაც სწორად იქცევი ეგრე დაკვირვებულად რომ ისვ 167

მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
butatinoდრო: პარასკევი, 18.01.2013, 21:49:51 | შეტყობინება # 1156
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარეთ საერთოდ არ მიყვარს უტავბოლო სროლა, ცაზე გაკრულ ფრინველზე ან ას მეტრზე ცხოველზე ყოველთვის ველოდები შესაბამის მომენტს და ვესვრი, ფრინველზე როგორ არ ამიცდენია რამდენიც გაგიხარდება ამაზე არც მწყდება გული მაგრამ როცა დაჭრილ ფრინველს ვკარგავ ამას ძალიან განვიცდიდი ყოველთვის რაღაცნაირად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ავი ძაღლის არაკივით გამომდიოდა, აქედან გამომიმუშავდა დაკვირვებული სროლა

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
zorbegaდრო: შაბათი, 19.01.2013, 10:53:04 | შეტყობინება # 1157
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 116
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butatino, 166 166 კარგი ჩვევააააა

,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ"
 
lomiდრო: ორშაბათი, 21.01.2013, 19:15:53 | შეტყობინება # 1158
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუტატინიო ყოჩაღ მეგობარო კაია.

jer arasdros ar yofila messi ase swrafi mdumarebit shemosili xavis zusti pasi qrolvit iwvevs da golebshi axchobs real madrids ase giji ase swrafi barsa me ar maxsovs
 
დათო_მონადირედრო: კვირა, 03.02.2013, 16:41:54 | შეტყობინება # 1159
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურდღელზე ნადირობა ნაწილი 1



კურდღელი ჩვენში მეტნაკლები რაოდენობით, თითქმის ყველგან მოიპოვება. გვხვდება ყველა ვერტიკალურ ზონაში, გარდა ალპურის ზედა ზონისა და მყინვარების მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ეტანება გაშლილ ადგილებს, ველებსა და ნახევარუდაბნოებს, ბორცვებსა და მთისპირებს. არ ერიდება არც ტყის მასვიებს, მაგრამ მაინც ტყის პირებს ამჯობინებს. უყვარს ბუჩქნარი, ჩალიანი და კულტურული ლანდშაფტები.

კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა 5-6 კგ-ს აღწევს. მაკეობს წელიწადში სამჯერ (თბილი ზამთრის პერიოდში ოთხჯერასც) . მაკეობა 45-48 დღეს გრძელდება. ბადებს 2-3 თვალხილულ ბალნით შემოსილ ნაშიერს. ვინაიდან კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს მოფარებულ ადგილზე ტოვებს და დრო და დრო აკითხავს მათ გამოსაკვებად. ლიტერატურაში არის ცნობები იმის შესახებ, რომ ბაჭიებს შეიძლება სრულიად უცხო დედალმა კურდღელმაც მოაწოვოს. ახალგაზრდები სწრაფად ვიტარდებიან და თვე-თვენახევარში სრულიად დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. სქესობრივ სიმწიფეს 1 წლის ასაკში აღწევენ. ცოცხლობენ 10 წლამდე.



ეს ცხოველი მხოლოდ მცენარეებით იკვებება. თბილ პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს, ჯეჯილს და ახალგაზრდა ყლორტებს ჭამენ; არ ერიდებიან ბოოსტნებში შესვლას და ეტანებიან კომბოსტოს, სტაფილოსა და სხვა ბოსტნეულს. ძამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ქერქი და ახალგაზრდა ტოტებია.

ბუნებაში კურდღელს ბევრი მტერი ჰყავს. მათზე ნადირობას არ თაკილობს არც ერთი ოთხფეხა მტაცებელი და ზოგიერთი ფრთოსანიც, განსაკუთრებით ქორი და არწივი. მაგრამ ამ ცხოველის ყველაზე დიდი მტერი აღვირახსნილი ბრაკონიერობაა - ღამე მანქანის ფარების შუქზე და პროჟექტორებით ნადირობა. ზოგ შემთხვევაში ასეთი მონადირეები ათობით კურდღელ კლავენ და თითქმის სპობენ მას. მისი რიცხოვნობის შემამცირებელი სხვა ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს ჰელმინთოზით დაავადებები, რომლებიც ხშირად კურდღლის მასობრივ სიკვდილიანობას იწვევს.

კურდღელზე თავისუფალი ნადირობა 1960 წელს აიკრძალა. გასული საუკუნის 70-იან წლებში ნადირობის ინსპექცია სპეციალურ ლიცენზიებს გასცემდა მეტად შეზღუდული რაოდენობით, შემდეგში ესეც შეწყდა. ახლა კი მასზე ნადირობა მხოლოდ სპეციალურ სანადირო მეურნეობებშია დაშვებული.

ამ ცხოველზე ნადირობის რამდენიმე წესი არსებობს. ყოველგვარ ნადირობას თავისი მოტრფიალეები ჰყავს. ვის არ ესიამოვნება შემოდგომის პირს მწყერზე, ტყის ქათამზე ან კაკაბზე ნადირობისას მოულოდნელად წამომხტარი კურდღლის მონადირება. ან იმ წუთებს რა დაგვავიწყებს, როცა უცნაურ პოზაში ნაბულზე მდგომ მეძებართან მისულს, ბრძანების ხმაზე ფრინველის მაგივრად გრძელყურა ნაცარა დაგელანდება და სროლის შემდეგ რამდენიმე მალაყზე გადასული, ადგილზე დარჩება. ხოლო მდევრების შეწყობილი ხმით ნადევნი კურდღლისათვის გზის მოჭრა და ადგილის კარგად შერჩევა ხომ ბევრისთვის შეუცვლელი სიამოვნებაა? და ა.შ. არიან ისეთი მონადირეებიც, რომლებიც კურდღელს მათთვის დამახასიათებელ ადგილებში უძაღლოდ ეძებენ და საკუთარი გამოცდილების წყალობიტ შედეგსაც აღწევენ. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

უძაღლო მონადირეებისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ფესდაფეხ ნადირობაა. ამ შემთხვევაში შედეგიანი ნადირობა მონადირისგან ფიზიკური გამძლეობის გარდა გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვს. პირველ რიგში კი კურდღლისთვის დამახასიათებელი, სავარაუდო საწოლი ადგილების ზუსტად შერჩევას. საერთოდ ცნობილია, რომ კურდღელი დასაწოლად ისეთ ადგილებს ირჩევს, სადაც მას საფრთხის თავიდან აცილება შეუძლია. იგი ყოველთვის პირით ქარის მიმართულებით წვება და მოახლოებულ საშიშროებას შორიდან გებულობს. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც ეჭვობთ, რომ კურდღელი შეგხვდებათ ყოველთვის ქარის საწინააღმდეგოდ უნდა იმოძრაოთ. ამ შემთხვევაში კურდღელი უფრო ახლოს მიგიშვებთ და ძნელადაც გაგეპარებათ. დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის ფაქტორსაც. თბილ, ნესტიან ამინდში იგი გაცილებით მაგრად წევს და შედარებით ახლოს უშვებს მონადირეს; დიდი ყინვაში კი, როგორც წესი მასთან მიახლოება ძალიან ძნელია, რადგან ადრე დგება და სასროლი მანძილის მიღმიდან იპარება.

კურდღელზე ფეხდაფეხ ნადირობისათვის ყველაზე ხელსაყრელი თოვლიანი ამინდია, თუ თოვა საღამოს პირს ან ადრე ღამით შეწყდა, მაშინ ცხოველები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად არიან და შესაბამისად თოვლზე მოძრაობის მთლიან მარშუტს კვალზე ტოვებენ. ასეთ კვალს გრძელი კვალი ჰქვია. თუ თოვა გვიან ღამით ან ადრე გამთენიისას გადაიღო, მაშინ კვალზე კურდღლის მოძრაობის მხოლოდ ბოლო მონაკვეთი რჩება; ეს უკვე მოკლე კვალია. რომელიც მონადირეებისათვის ნამდვილი მისწრებაა. იგი კარგად იკითხება და ცხოველის პოვნა გაცილებიტ იოლია. კურდღლის კვალი სხვა ცხოველების კვალისაგან ადვიი გასარჩევია, ის როცა გარბის წინა ფეხებს უკანებს შუა ატარებს. ამგვარად გადაადგილებისას მის კვალზე უკანა თათის ანაბეჭდები უფრო წინაა ხოლმე ვიდრე წინასი.

კურდღელი სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული ტიპის კვალს ტოვებს.

საკვებ კვალზე თათების ანაბეჭდები შედარებით შემჭიდროებულია და ერთგვარ ბილიკს წააგავს.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
მონადირე1დრო: კვირა, 03.02.2013, 16:52:15 | შეტყობინება # 1160
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დათო_მონადირე,
+1 კარგი სტატია ყოჩაღ
 
დათო_მონადირედრო: კვირა, 03.02.2013, 17:04:41 | შეტყობინება # 1161
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურდღელზე ნადირობა ნაწილი 2



კურდღელი შესანიშნავი სანადირო ობიექტია. მასზე ნადირობის მრავალი წესი არსებობს, რომლიდანაც მე პირადად არცერთს არ გამოვყოფდი რადგან ყველა საოცრად აზარტულია. სამწუხაროდ დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია - სპეციალური ლიცენზიით დაშვებული. ამ სტატიის დაწერაც ძირითადად ამ ფაქტმა განაპირობა. ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გვახდევინებს სამონადირეო მეურნეობის მეპატრონე - მაღალჩინოსანი ან და ყოფილი მაღალჩინოსანი ფულს, როცა კურდღლის პოპულაციის გამრავლებაში ან და მის დაცვაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის, უფრო მეტიც თითო მოკლულ კურდღელზე გადახდილი 25-30 ლარიდან ქვეყნის ბიუჯეტში დარწმუნებული ვარ თეთრიც არ შედის. პარალელურად იკარგება კურდღელზე ნადირობის შესანიშნავი ტრადიციები. ყველამ კარგად ვიცით, რომ კურდღელზე არაკანონიერად დღესაც ნადირობენ, დარწმუნებული ვარ, რომ რაიონში ამ აკრძალვების შესახებ მონადირეებმა საერთოდ არაფერი იციან, რომ არაფერი ვთქვათ დაურეგისტრირებელი იარაღით აღჭურვილ და ულიცენზიო მონადირეებზე. პრობლემის გადასაწყვეტად კურდღელზე ნადირობის დაშვება და მასზე სპეციალური ლიცენზიების შემოღება მიმაჩნია. კერძოდ მონადირე სანადირო სეზონის გახნისთანავე, სურვილისამებრ გადამფრენ ფრინველებზე ლიცენზიისგან დამოუკიდებლად აიღებს ერთ თვიან სახელობით, სპეციალურ ლიცენზიას, რა თქმა უნდა შესაბამისი თანხის გადახდით. (ანუ კურდღელზე სახელობითი ლიცენზია 1 თვიანი იქნება. ვადის გასვლის შემთხვევაში თუ სურვილი ექნება ხელახლა აიღებს. ლიცენზიის აღემა კი მოგეხსენებათ დღეს-დღეობით პრობლემა არ არის რადგან უწინდელისგან განსხვავებით მის მაგივრობას ბანკიში გადახდის ქვითარი ასრულებს) მოდით თანხაზე წინსაწარ ნუ ვიკამათებთ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველა კეთილსინდისიერი მონადირე გადაიხდის თანხას იმისთვის, რომ თავისუფლად და დაუფარავად ინადიროს კურდღელზე იმ ტერიტორიებზე სადაც ნადირობა დაშვებულია. გადახდილი თანხა შევა ბიუჯეტში და არა სამონადირეო მეურნეობის მეპატრონის ჯიბეში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ მათ მიერ დაწესებული კურდღლის მოკვლის ტარიფები საოცრად არარეალურია და ამ ფასის გადმოტანა სახელობით ლიცენზიაში დიდი უაზრობა იქნება და შედეგსაც ვერ მოგვიტანს.



ყველაფერი კურდღლის შესახებ:

კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით თბილი ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბალნით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე ტოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე - თვენახევარში იწყებენ.
კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს,და დღეს ძილში ატარებს,
კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან. განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები - ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიაც იპარებიან. ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.
კურდღლის ძირითად მტრებს, მასზედ ძლიერი ცხოველები წარმოადგენენ - მელა, ტურა, მგელი მნიშვნელოვნად ანაგურებენ კურდღლის პოპულაციებს. მათ არ ჩამოეჩებიან მტაცებელი ფრინველებიც კი, მაგალითად ქორი და არწივი ადვილად იტაცებენ კურდღლის ბაჭიებს.

კურდღლის გავრცელების არეალი:

კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება - მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 - 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს კულტურული ლანდშაფტი - ე.ი. მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები.
საქართველოში კურდღლის პოპულაციის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა როგორც ზემოდ ავღნიშნე იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება.

კურდღელზე ნადირობა:

სამწუხაროდ საქართველოში კურდღელზე ნადირობა პირველად, ოფიციალურად 1960 წლებში აიკრძალა და იგი დღემდე აკრძალულია. მიზეზი კურდღლის პოპულაციის მნიშვნელოვანი შემცირება გახლდათ. მე ბევრი ვეძიე და ვერსად მოვიპოვე ის მასალები თუ რა კვლევებზე დაყრდნობით გამოიტანეს ეს დასკვნა მაშინდელმა გარემოდამცველაბმა - ბუნების დაცვის კომიტეტმა ან და მონკავშირის მაღალჩინოსნება. საქმე იამაშია, რომ კურდღელზე ნადირობის აკრძალვა მხოლოდ ქაღალდზე მოხდა და პრაქტიკულად კი ამ ცხოველზე ნადირობას ყველა დაუფარავად აგრძელებდა და აგრძელებს დღესაც. უფრო მეტიც არც ტელეგადაცემებში ყოფილა დაფარული მასზე ნადირობის ამსახველი კარდები. მე შემიძლია ასეთი მრავალი გადაცემა გავიხსენო არა მარტო ადრე არამედ უკანასკნელ წლებშიც კი გაშვებული.
გასული საუკუნის 70 წლებში კურდღელზე ნადირობა დაიშვა მხოლოდ სპეციალური ლიცენზიებით, რომლებსაც უბრალო მოკვდავნი ვერ ეკარებოდნენ, თუმცა ამის საჭიროება არც ყოფილა რადგან ვიმეორებ, რომ კურდღელზე ნადირობა მხოლოდ ქაღალდზე იყო აკრძალული და დღესაც კი დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნახევერზე მეტმა მონადირემ არაფერი იცის ამ აკრძალვის შესახებ განსაკუთრებით კი რაიონებში.
დღეს კურდღელზე ნადირობა დაშვებულია მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებში - სადაც გაიცემა სპეციალური ნადირობის ლიცენზია. მისი ფასი 25 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს.

კურდღელზე ნადირობის წესები:

კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს. მე მინდა ყურადღება გავამახვილო ყველზე მიღებულ და ჩემთვის ახლობელ წესებზე. ამ საკითხის განხილვისას თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი საკითხი. კურდღლის მოკვლა და მოპოვება ხშირად ყოველგვარი დაგეგმილი წესების გარეშეც ხდება ხოლმე, ანუ როდესაც მასზედ არ ვნადირობთ სპეციალურად. ეს ხშირად ხდება ფრინველებზე ნადირობის დროს, მაგალითად მწყერზე, კაკაბზე, და ასე შემდეგ. ამ დროს კურდღლის მოკვლას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, რადგან ყოფილა შემთხვევა, როცა მინდორში მწყერზე ნადირობისას ძაღლი ნაბულზე გაყინულა და მწყრის მაგიერ ყურცქვიტა წამომხტარა. ამგვარი ფაქტები დამეთანხმებით რომ განსაკუთრებით ხშირია კაკაბზე ნადირობის დროს, ამიტომ ამ დროს ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენს გვერძე ბუჩქიდან ისე გაიპარება, რომ თვალს ან ვერ მოვკრავთ ან და უკვე შორს არა სასროლმანძილზე დავლანდავთ ხოლმე. ამაგვარი ფაქტები ხშირად ხდება ჩვენს ნახევარუდაბნოებში ნადირობისას. მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს იღბლიანი ნადირობის საჩუქარია და მასზედ დიდი ყურადღება არ გავამახვილოთ. განვიხილოთ ჩვენთან მიღებული კურდღელზე ნადირობის რამოდენიმე ვარიანტი.
მდევრებით (ძაღლებით) ნადირობა.

ალბათ არ არის იმის აღნიშვნა საჭირო, რომ კურდღელზე მდევრებით ნადირობისას აუცილებელია კარგად დაგეშილი ძაღლები, თუ რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდაეს კურდღელზე კარგად დაგეშილი ძაღლები ამის ახსნას აქ არ შეუდგები, რადგან ამის განხილვა ცალკე ძაღლების თემაში მოვაწყოთ. ეხლა ჩავთვალოთ, რომ გვყავს კარგად დაგეშილი გონჩი და ვაპირებთ კურდღელზე ნადირობას.
მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე უპრიანი და მოსახერხებელი ადრიანი დილაა. მაღლა როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს.
კურდღელზე მდევრებით ნადირობის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველ ვარიანტად შეიძლება ჩავთვალოდ, როდესაც მონადირეები მწკრივში დგებიან და ძაღლების დახმარებით საგულდაგულოდ ჩხრეკენ წინსწარ შერჩეულ ტერიტორიას. ამ დროს განსაკუთრებულად მომზადებულნი უნდა ვიყოთ, რადგან კურდღელი შეიძლება ახლო მანძილიდანაც წამოგვიხტეს. კარგად უნდა ვიცოდეთ მეგობარი მონადირის ადგილმდებარეობა, სწრაფად შევაფასოთ სიტუაცია ვისი ნასროლი უფრო წარმატებული იქნება.
ჩემის აზარით მეორე ვარიანტი უფრო აზარტულია და უფრო დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ამ დროს მონადირეები წინასწარ კეტავენ ამორჩეულ ტერიტორიას და ერთ-ერთი მონადირე კი ანუ ამ შემთხვევაში მარეკი უშვებს ძაღლებს. მეორე ვარიანტით ნადირობისას ჩდება მონადირის ცოდნა ამა თუ იმ ცხოველის თვისებების და ზნეჩვეულებების შესახებ. ჩვენ უნდა ვეცადოთ ისე გადავკეტოთ ტერიტორია, რომ წამოხტარი კურდღელი არ გაგვეპაროს. ამ დროს მონადირის მიზანია რომ ნადირს გზა პირველივე წრეზე (მდევრების დევნის) მოუჭრას და მოკლას იგი, რადგან მეორე და მესამე წრე უკვე როგორცე წესი უფრო დიადია ხოლმე და ჩდება შანსი ნადირის დაკარგვის. ბევრს ჰგონია რომ ძაღლი აიძულებს კურდღელს იმ მიმართულებით ირბინოს საითაც მას სურს, მაგრამ ეს უსაფუძვლო მითია, სინამდვილეში მიმართულებას თვითონ ნადირი ირჩევს, ძაღლი კი მის დატოვებულ კვალს ყეფით მიყვება. მონადირეს ნიჭი ამ დროს სწორედ ნადირის გზის გადაკეტვის შერჩევაში და მის მოჭრაშია.
წარმატებული ნადირობითვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ამინდსაც ენიჭება. კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი.
კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგან კვალი ირეცხება. საერთოდ რთულია და არახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა.
კურდღელზე წარმატებით ნადირობის კიდევ ერთ-ერთი საწინდარია სანადირო ადგილის კარგად ცოდნა ან და მისი ნადირობამდე შესწავლა. ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გამოცდილი მონადირე არჩევს ბილიკებს, რომლებითაც კურდღლები ხშირად სარგებლობენ. უფრო მეტიც ნებისმიერ ტერიტორიაზე შესაძლებელია იმისთანა ბილიკის პოვნაც, რომელსაც კურდღელის ვერანაირად ვერ ასცდება. ეს უკანასკნელი კი წარმატების გარანტიაა.
ნომერში აუცილებელია იდგეთ ჩუმად. ამოირჩიეთ ისეთი ადგილი საიდანაც თვალთახედვის არეალი უმჯობესი გექნებათ. ნუ იმოძრავებთ რადგან, მოძრაობა შორიდანვე იპყრობს ნადირის ყურადღებას. გულდასმით ათვალიერეთ მიმდებარე ტერიტორია და ყურადღებით მოუსმინეთ ძაღლის ყეფას ამით თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რა მიმართულებით მოძრაობს ან და რამდენადაა დაშორებული ნადირი თქვენგან. და ბოლოს არასოდეს არ მიატოვოთ ნომერი საკუთარი გადაწყვეტილებით.

კვალზე ნადირობა.

კვალზე ნადირობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ , რომ კურდღელი სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვანაირ კვალს ტოვებს. მაგალითად: როდესაც თათები შემჭიდროვებულია და კვალი ერთგვარ ბილიკს წააგავს ანუ წინა და უკანა ფეხების ანაბეჭდები ერთმანეთთან ახლოსაა ეს იმას ნიშნავს რომ იგი დამფრთხალი არ არის, ამ დროს კურდღელი ერთ ადგილზე ტრიალებს რადგან საჭმელს ეძებს. ამ კვალის გატანას აზრი არ აქვს უმჯობესია ტერიტორია კარგად მოვჩხრიკოთ და გამავალი კვალი ვიპოვოთ რომელიც მის საწოლ ადგილამდე მიგვიყვანს.
დამფრთხალი კურდღლის კვალს ადვილად გასარჩევია, რადგან ნახტომებს შორის დაშორება შეიძლება ერთი მეტრიც იყოს. არის შემთხვევა როცა კვალი უეცრად წყდება! ამ შემთხვევაში ტერიტორია კარგად უნდა მოვჩხრიკოდ, რადგან არ არის გამორიცხული რომ კურდღელი გვერძე იყოს გადამხტარი. ხშირად კურდღელი ტერიტორიას წრეზე უვლის რომელიც თანდათან ვიწროვდება, აი ამ დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ეს იმის მაუწყებელია რომ კურღელი სადღაც ახლოს არის განაბული. უნდა დავიმახსოვროთ რომ კვალზე დგომისას გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე, უნდა ვიყოთ ჩუმად. ჩვენივე ნაფეხურებით არ უნდა დავაზიანოთ კვალი, რადგან მეორე წრემ შეიძლება კვლავ იმ ადგილზე მიგვიყვანოს. სროლისათვის მუდმივად უნდა ვიყოდ მზად. თუ კი კურდღელი გაგვექცევა ანუ სასროლ მანძილზე ვერ მივუახლოვდებით მის დევნას აზრია ფაქტიურად აღარ აქვს, რადგან ის ახლოს აღარ მიგვიშვებს.

მორეკვით ნადირობა.

ამ ფორმით ნადირობის კულტურა ჩვენში პრაქტიკულად არ არის, რადგან საქართველოში არ გვხვდება დიდი რაოდენობით კურდღელი. ამ მეთოდიც არც მე მინადირია თუმცა მოსინჯვა შესაძლებელია. წინსაწარ არჩეულ ტერიტორიას სადაც გვეგულება კურდღელი, მონადირეთა ერთი ნაწილი ხმაურით მიუყვება, მათ არ უნდა დატოვონ არც ერთი ბუჩქი დანარჩენი კი გამოსასვლელ ბილიკებს კეტავენ და ნადირს ელოდებიან. ამ დროს საჭიროა დიდი ყურადღება რათა არ მოხდეს მარეკის დაზიანება ან და უბედური შემთხვევა ჩვენი გასროლის შემდეგ.

ხშირად დასმული კითხვები.

რა ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები ვიხმაროთ კურდღელზე ნადირობისას?

კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს, მაგრამ მე მაინც 2 – 3 ნომერს გირჩევდით.

დაშვებულია თუ არა კურდღელზე ღამით ფარით ნადირობა?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში კურდღელზე ნადირობა აკრძალულია, იგი დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიებით სამონადირეო მეურნეობებში. რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით.

სამონადირეო მეურნეობებში წლის რომელ პერიოდშია ნებადართული კურდღელზე ნადირობა?

კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე.

მართალია თუ არა რომ ერთ ადგილას განაბულ კურდღელს თუ არ დავაფრთხობთ - მაგალითად თოფის სროლით მეორე დღესაც ვნახავთ მას იამავე ადგილზე?

ეს მითია, როგორც მაღლა ავღნიშნე კურდღელს მუდმივი ადგილსამყოფელი არ გააჩნია და მისი კონკრეტულ ადგილზე მუდმივად გაჩერების ალბთობა ძალზედ ნაკლებია. თუმცა კურდღელმა იცის ერთ კონკრეტულ ტერიტორიის შეჩვევა და მისი ნახვა ამ ტერიტორიაზე ხშირად შეიძლება. ხაზს ვუსვავ არა კონკრეტულ ადგილზე არამედ კონკრეტულ ტერიტორიაზე.

წყარო:forum.guns.ge (ავტორი HUNTER)


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
butatinoდრო: კვირა, 03.02.2013, 17:10:06 | შეტყობინება # 1162
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დავით ამდენი კაი რამე რო დაწერე, ერთი მდევარი ვერ აიყვანე ჯერ ნუ პასიურობ აქედან დაიწყე გამოცდილება დაგიგროვდება 166

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
freddie76დრო: პარასკევი, 08.02.2013, 22:24:53 | შეტყობინება # 1163
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 201
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


6 თვის როკიმ თავის დასაგეში კურდღელი თვითონ იპოვა
 
swn555დრო: პარასკევი, 08.02.2013, 22:58:55 | შეტყობინება # 1164
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურდღელი დარჩა კიდევ სადმე
 
giohunt1982დრო: შაბათი, 09.02.2013, 13:33:02 | შეტყობინება # 1165
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
swn555, არც მთლად მასე გადაშენების პირას არ არის მისული gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
freddie76დრო: შაბათი, 09.02.2013, 17:26:46 | შეტყობინება # 1166
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 201
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ზოგ ადგილებში მართლა გადაშენების ზღვარზე არის კურდღელი და მაგიტომ 110 კილომეტრზე მივდივარხოლმე არადა 30 კილომეტრის გავლაც არ მჭირდებოდახოლმე
 
giohunt1982დრო: შაბათი, 09.02.2013, 18:50:01 | შეტყობინება # 1167
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
freddie76, ხო, ზოგან შემცირებულია ძაან(ფაქტიურად აღარ არის). მაგრამ წეღან არის კიდე სადმეო, ძაან მასშტაბურად იკითხეს და მაგიტომ ვუპასუხე ასე.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
freddie76დრო: შაბათი, 09.02.2013, 19:22:29 | შეტყობინება # 1168
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 201
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, კურდღლის მაშტაბური გადაშენებისგან ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ სადაც არის იქაც ძნელია მონადირება რადგან ბევრი ხელის შემშლელი ქვხდება ხოლმე ხან კი ამინდი არ გვიწყოფს ხელს
 
butatinoდრო: შაბათი, 09.02.2013, 19:55:36 | შეტყობინება # 1169
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამტრედიაში ერთ ადგილას მეგულებოდა კურდრელი კარგად იყო მომრავლებული არც არავინ აწუხებდა და მიხაროდა, დღეს კი საშინელი ამბაი მითხრეს ვირაც ტიპი დადიოდაო და მტელი ზაფხულის განმავლობაში 70 კურდღელი მოუკლავს ფარით მერე წუწუნებდა კურდრელი არ არისო, მამამისს უტქვამს სიამაყით რო ვატყავებდით ბაჭიები უცვიოდაო, ასეთი ადამიანი რო სემხვდეს არ ვარ დარწმუნებული რო არ მოვკლავ, ასეთი შვილი როგორ უნდა გაზარდო კაცმა ეგ რო ჩემმა შვილმა იკადროს ხელს მოვაჭრი მარჯვენს ასეთი სამარცხვინო ფაქტები ხდება ამ ქვეყანაში 25

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
gio90დრო: შაბათი, 09.02.2013, 21:08:28 | შეტყობინება # 1170
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
freddie76, მალადეც კარგია 166

დამატებულია (09.02.2013, 20:08:28)
---------------------------------------------
ჩემთან სოფელში 90 წლებში როგორც მოხუცი მონადირეები მეუბნებიან კურდღელი ყოფილა ბევრი მაგრამ დღეს ერთიც აღარაა


მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
giohunt1982დრო: კვირა, 10.02.2013, 14:15:12 | შეტყობინება # 1171
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (butatino)
დღეს კი საშინელი ამბაი მითხრეს ვირაც ტიპი დადიოდაო და მტელი ზაფხულის განმავლობაში 70 კურდღელი მოუკლავს ფარით მერე წუწუნებდა კურდრელი არ არისო, მამამისს უტქვამს სიამაყით რო ვატყავებდით ბაჭიები უცვიოდაო,

სიტყვები არ მყოფნის, ზრდილობა და პატივისცემა თანასაიტელების და ადმინისტრაციის მიმართ თორემ, იმ სიტყვებით მოვიხსენიებდი მაგის ჯიშ-ჯილაგს რასაც იმსახურებს, ეგ.....


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
butatinoდრო: კვირა, 10.02.2013, 15:44:13 | შეტყობინება # 1172
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, აუცილებლად მივაგნებ მაგ კაცს აუცილებლად, მაგას ადამიანი არ ქვია ასეთ ადამიანს არაფერი არ უყვარს საერთოდ არც სამშობლო ეს ცხოველია და მეტი არაფერი, გამოვლენ მერე და ტურამ დააქცია ქვეყანაო

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
grenader21დრო: სამშაბათი, 19.02.2013, 11:59:02 | შეტყობინება # 1173
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butatino, ბევრის დახოცვა მოგიწევს სამწუხაროდ, შარშანწინ გაზაფხულიდან ვხედავდი იალგუჯაზე რამოდენიმე კურდღელი ერთიდაიგივე ადგილას იყვნენ სულ, მეთქვი ვაცდი ზამტრამდე(საერთოდ კარგად სანამ არ აცივდება კურდღელზე არ დავდივარ) გამრავლდებიან ბაჭიებს ბლომად დაყრიანთქო მაგრამ მეც ეგრე გავიგე ვიღაც სტარიკა კაცი ჩვენივე უბნიდა თურმე მთელი ზაფხული ზიდავდა და სეზონზე აღარც არაფერი დაგვხვდა.

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
freddie76დრო: სამშაბათი, 19.02.2013, 16:34:56 | შეტყობინება # 1174
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 201
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნეტა იყიდებოდეს მაინც გარეული კურდღლები და ხელოვნურად გაამრავლებდა კაცი
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 19.02.2013, 16:42:19 | შეტყობინება # 1175
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (freddie76)
ნეტა იყიდებოდეს მაინც გარეული კურდღლები და ხელოვნურად გაამრავლებდა კაცი

თუ ორფეხა და ოთხფეხა მავნებლების პრობლემა არ გადაწყდება, ისე მართლაც რომ იყიდებოდეს და გაუშვა კურდღლები აზრი არ ექნება.

დამატებულია (19.02.2013, 15:42:19)
---------------------------------------------

Quote (grenader21)
მეც ეგრე გავიგე ვიღაც სტარიკა კაცი ჩვენივე უბნიდა თურმე მთელი ზაფხული ზიდავდა და სეზონზე აღარც არაფერი დაგვხვდა.

ხოდა ასეთს პირში უნდა ვუთხრათ ხოლმე რასაც ის წარმოადგენს.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
freddie76დრო: სამშაბათი, 19.02.2013, 16:57:21 | შეტყობინება # 1176
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 201
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მავნებლებზე მეც ნაფიქრი მაქ მაგრამ სანამ ორფეხები გაიგებენ გამრავლდება ოთხფეხები კი ადრეც იყოხოლმე რახაც რომ უნდ მოვიმოქმედოთ ეს ნათელია ბევრ გონჩატნიკს ველაპარაკე და ყველას პრობლემა აქ თბილისში
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 19.02.2013, 18:55:50 | შეტყობინება # 1177
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (freddie76)
რახაც რომ უნდ მოვიმოქმედოთ ეს ნათელია

სხვა თუ არაფერი, ლაპარაკით, ახსნით, უნდა განვუმარტოთ, ჩვენს გარშემო ვინც არის ორფეხა მავნებელი, რომ ასეთი საქციელი, არც კაცურში და არც შენი ქვეყნის სიყვარულში, არ მოსულაააა. ვისთანაც წყნარი ლაპარაკი არ გაჭრის იმას სხვანაირადაც შეილება დაველაპარაკოთ. ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ, მონადირეებმა, მეტი კაცი არ ყავს ჯერჯერობით გულშემატკივარი, ჩვენს ფლორა-ფაუნას.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 19.02.2013, 19:23:37 | შეტყობინება # 1178
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, 39 ამ ვიდეოში არიან ბრიტანელები კერძოდ ინგლისიდან, ამრავლებენ და არ ბრაკონიერობენ, ოღონდ იმდენია უკვე მათ უშლით ხელს და ხან მტრედებს ხოცავენ ხან კურდღლებს, ფერმას საფრთხესუქმნიან. უკვე პნევმატურებით დაიწყეს მუღამობა კი უყურებთ იმდენი ყავთ. ჩვენ კურცქვიტებს დავსდევთ ძაღლებით მონადირულად და თან გული გვტკივა იქნებ ბოლო ინდივიდს ვანადგურებთ, კიდეც გვიხარია და კიდეც გული გვტკივა..ყველამ უნდა ვიმოქმედოთ ძმებო ერთობით და ურთიერთობით


★ஜ۩۞۩ஜ★
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 20.02.2013, 11:00:18 | შეტყობინება # 1179
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ENUQICHI)
ჩვენ კურცქვიტებს დავსდევთ ძაღლებით მონადირულად და თან გული გვტკივა იქნებ ბოლო ინდივიდს ვანადგურებთ, კიდეც გვიხარია და კიდეც გული გვტკივა..ყველამ უნდა ვიმოქმედოთ ძმებო ერთობით და ურთიერთობით

მართალიააა, ჯიგარი ხარ. 166


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 12:52:45 | შეტყობინება # 1180
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გაიხარე, ამ პრობლემას გამოუცდელი მონადირეები ერთვის თან! აფეთებენ, ვერ კლავენ! არ იციან სად დადგნენ, ის რო ნიშანი ჯერ სწორად უნდა შეარჩიო, მერე ხმა რო გიახლოვდება ცანცარი კიარ უნდა დაიწყო, გაუნძრევლად უნდა მოუცადო. ახალბედები ზოგი მალევე უღებს ალღოს ზოგი გვიან, ორივე მონადირეა, მაგრამ მოუსვენარები ვერ უმუღამებენ და არც უყვართ მდევრებით ნადირობა.
მე მაგალითად მიყვარს და იმ ადამიანებს ვინც ვერ გაიგო რას ნიშნავს მდევრით კურდღელის მონადირება დაუწერ კარგ ფოსტს, რა ნიუანსებია გასათვალისწინებელი, რატოა მომხიბვლელი და ა.შ.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 13:00:38 | შეტყობინება # 1181
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, კარგს, იზავ თუ გაანათლებ მასეთებს. ეგება მეფარეებიც მოვიყვანოთ პატარა ჭკუაზე.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 13:01:44 | შეტყობინება # 1182
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამას ვერაფერი შეედრება და გულსატკენია როცა უმაწყალოდ ფარით ანადგურებენ არაკაცები, რამეში 5 6ცალს არადა სეზონზე მეტი არც გვინდა გონცატნიკებს რო სიამოვნება მივიღოთ, ასეთი ადამიანები არ უნდა დაინდო, რითიც შემიძლია ვებრძვი მავნებლებს დღე დარამე ტურებს დავდევ და ეს არაკაცები უარესს აკეტებენ ამატაც მივხედავ წელს

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 13:47:25 | შეტყობინება # 1183
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზოგიერთი თავისებურად უყურებს კურდღელზე ნადირობას, ალბათ იმიტომ რომ ან არაჩვეულებრივ ცხოველს მართლაც ახასიათებს თავისებურობები განსხვავებით სხვა ცხოველებისგან.
პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა შევარჩიოთ ადგილი როდესაც ყეფა ატყდება, სავარაუდოდ სად გადმოირბენს კურდღელი. ამას კი პრაქტიკა ჭირდება და ცოტა თეორიაც მეგობრებო. თუ ჩვენ ვიცით და წაგვიკითხავს რომ კურდღელმა იცის ღია ადგილებში, ტყის პირებზე და ბილიკებზე გამოსვლა. მეჩხერში დიდხანს არ ჩერდება. მაშინ უკვე ადვილია რომ ყეფის დროს ვკეტავთ ბილიკებს. გამოცდილი "გონჩატნიკები" ლოგიკური ანალიზის საფუძველზე ზუსტად იქ დგებიან სადაც დაბარებულივით გამოუვლის კურცქვიტა და კიდეც კლავენ ხშირად.
აქ მნიშვნელოვანია ცოდნა "გონჩების" ხმის, რადგანაც თუ ტურაა მაშინ სხვა რამეს უნდა ელოდო, რაც ხმის მიხედვით უნდა გაარჩიო. გახტუნებისას კურდღელს დღე ბუჩქებში ძინავს და მდევარი წამოაგდებს, შესაბამისად კურდღელი ახლოს უშვებს მდევარს! ანუ ხმა უფრო გადაკიდებულია რადგანაც ხშირად თვალითაც ხედავენ ძაღლები.
ტურა ასე არ მიუშვებს მდევრებს, ის ნადირობის დაწყების ფაციფუცზეც კი ტოვებს ადგილს. შესაბამისად ძაღლი გაპარულ კვალს ეძებს და ნელ-ნელა შეყავს და შეყავს ყეფა ცხელ კვალზე, სწორედ ამიტომ უძახიან აზარტულს და გაბმულს! ხოლო კურდღელზე ნადირობისას დროდადრო წყდება ხმა, რადგანაც უორკვალებს ხშირად კურდღელი კვალს ძაღლებს რათა აურიოს და ინაბება. ნაკლებად მძაფრ სუნს ტოვებს და ტურაზე ბევრად ნაკლებ წრეზე დადის. ასე რომ მალევე არის ნადირობა შედარებით ვიდრე გაბმულ ყეფისას ტურაზე რომელიც დიდ წრეზე მიდის (მელა კიდე უფრო დიდზე).
ადვილი წარმოსადგენია რა თვალთა ხედვა აქვთ ცხოველებს, თუმცა კურდღელი სრულიად გაუნძრევლად ყოფნას არ გთხოვთ, შეიძლება ფეხი შეინაცვლო, თოფი შეგერხეს ოღონდ არ ნიშნავს ეს მოძრაობას და არც უნდა გაინძრე თუმცა გპატიობს კურცქვიტა. ტურა ფრთხილია უფრო, მელა კიდე უფრო ფრთხილი. მართალია არ აორკვალებენ ესენი მაგრამ შორს დიდ წრეზე მიდიან და იქ იტრიალებენ, ამ დროს გიწევს კაი ხანი ცდა.
რაც მთავარია კურდღელზე ნადირობისას უნდა გამოიჩინოთ მოთმინება, როგორც დაგიწერეთ არც თუ ისე დიდი ხანი მოგიწევთ ნომერში დგომა შედარებით სხვა ცხოველებისგან, ამ დროს პირიქით უნდა დატკბეთ ძაღლების ყეფით, ყოველი წამის მოლოდინით. არ შეიძლება ყეფის მოახლოების დროს ერთი ნომრის მიტოვება და აქეთ-იქეთ სიარული, ჯობია იდგე და დაკეტო ეს ადგილი ვიდრე გაუშვა. ბევრჯერ მომდომებია ეჰ ვერ ავარჩიე კაი ნიშანი და სხვა ადგილზე უნდა დავმდგარიყავითქო რომელიც მესამე ნადირობისას გამეხსნა და დავამუღამე. წინა ორზე არ ვიცოდი სისტემა თუმცა ერთს მეორე ნადირობა ჯობდა მეორეს მესამე და ასე მოდის ცოდნაც.
წერით დავიღალე სწრაფად ვკრიბავ არ მიჭირს უბრალოდ მეტს ვერაფერს ვიტყვი ჩემი ნადირობიდან და წაკითხულიდან გამომდინარე. მთავარი "კაიფი" იმ ცდას აქვს ყოველ წამს ცხოველი შეიძლება გამოვარდეს და შენ უნდა მოკლა. ამ დროს წარმოიდგინე შენც მგელი, დათვი, მტერი და უნდა მოკლა ესენი. იმიუნჰაუზენე გუნებაში ვინ გიშლის. აი ეს არის რისთვისაც დავერეკებით ხან სად და ხან სად. ზოგს სიარული ურჩევნია და ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, თუ აუხსნით მუღამი რაშია აგერ ბატონო და წაიკითხოს.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 15:41:30 | შეტყობინება # 1184
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (21.02.2013, 14:41:30)
---------------------------------------------
აი ასე ვნადირობ გაზაფხულზე კურდღელზე ოღონდ მხოლოდ ვიდეო კამერით


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 15:52:16 | შეტყობინება # 1185
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butatino, 10 10 10 შენ გინდა კაი პნევმატური ბიძია ვო ვოოტ 167
ერთს დავუმატებ ჩემს წინა ფოსტს რომ კიდე მეუბნებიან გონჩატნიკების ვიდეოს ვერ უყურებს კაციო, ჩართავ და ტყე ჩანს მარტოო, ვიდეოს ბოლოს თუ დაინახავ კურდღელსო..ის კიარ იციან რომ იქ ხმებია მოსასმენი, გარემო უნდა დაათვალიეროს ბილიკები მოჩითოს სად დგას მონადირე რატო აირჩია ასეთი ადგილი და ა.შ.
ნუ ნუკრი შენ ვიდეოს დასაწყისში უნდოდა რედაქტირება. გაგეშალაშინებინა და მოგეჭრა ტოტების და აჟურული კადრების დასტა AllSmail133


★ஜ۩۞۩ஜ★
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 21.02.2013, 16:02:18 | შეტყობინება # 1186
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ისე სრულყოფილებიტვის ასე მგონია სხვებიც ისევე განიცდიან იმ მომენტებს როგორც მე ფრტხილად და აუცქარებლად ვეპარებოდი ვცდილობდი არ დამეფრთხო

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 01.03.2013, 21:21:09 | შეტყობინება # 1187
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
swn555, თუ წაიკითხავ ზემოთ რაც მიწერია ლურჯად ჩემს ფოსტს მაშინ მიხვდები კურდღელზე ნადრობა რას ქვია, მაგრამ შეიძლება კაცმა ე.წ. უნივერსალური ძაღლი აიყვანოს და ინადიროს ცხოველზეც, თუმცა ჯეკ რასელი გაუგონარი სწრაფი მოუსვენარი ძაღლია, მათი ნადირობები არ არის როგორც წესი კურდღელზე თუმცა მე ვიდეო მინახავს სადაც დაუჭერია და ალბათ იჭერს უმეტესაც ზამთარში ხშირ ბუჩქებში მიძინებულ კურცქვიტებს..
ტერიერები გამოიყვანეს სოროსთვის თაგვების წინააღმდეგ, რადგანაც ქერის მარაგებს უჭამდა ადამიანებს. ისეთ ზომებს აღწევდნენ კატები უძლური იყვნენ და ეს აგრესიული, მოკვლის ჭინით აღსავსე ძაღლები კარგი მედარაჯეები იყვნენ ამ თვალსაზრისით, ისინი არ ტოვებდნენ სავარგულებს და იცავდნენ 24 საათის განმავლობაში.



★ஜ۩۞۩ஜ★
 
swn555დრო: შაბათი, 02.03.2013, 12:30:00 | შეტყობინება # 1188
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რას მირჩევთ ჩვენს პირობებში რაზე შეიძლება საერთოდ რო დავგეშო 23
 
butatinoდრო: შაბათი, 02.03.2013, 13:41:20 | შეტყობინება # 1189
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
swn555, ტურაზე მელაზე მაჩვზე ნუტრიაზე, მოკლედ სოროს მოყვარულებს მიაწექი კურდღელს რაც შეეხება მდევარი აიყვანე და ეგ არი 166

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
ENUQICHIდრო: შაბათი, 02.03.2013, 22:02:55 | შეტყობინება # 1190
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
swn555, როგორ უნდა დაგეშო გონჩები გყავს ან იმათთან ერთად დადიხარ ვისაც ყავთ? დაგეშვა ცოტა რთული მომენტია თუ არ იცი მარა თუ გაქ შეხება და გადაწყვიტავ სთხოვო გონჩატნიკებს დაგეშავ, ოღონდ ტურაზე.. სოროს ცხოველებზე არ გირჩევ ძმაო, რო ჩაყვეს სოროში და შევიდეს შეიძლება იქედან არც გამოუშვას მელამ, მაჩვთან ბრძოლაშიც დაშავდება და დაიღუპება. იაგდი უფროძლიერია და ისეთ დღეში აგდებენ ხანდახან მეცოდება.
შენთვის გაისწორე ტურაზე ასდევინე იქნებ კი გააგორო თოფით..სხვათაშორის ბურდუებში და ისეთ ადგილებში სადაც ძაღლებს უჭირთ შესვლა (მაგ: ხოხობი) იქ ასეთი კონსტრუქციის ძაღლი კაია ფრინველის ამოსაგდებად. მოიფიქრე გასართობად თუარა მონადირედ არც ჩვენ ვთვლით და არც სხვაგან. იქაც ერთობიან რასაც უყურებ


★ஜ۩۞۩ஜ★
 
butatinoდრო: შაბათი, 02.03.2013, 23:07:36 | შეტყობინება # 1191
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც ჩანს პატარა ზომის ზაღლები მოგწონს თუ სოროს აღლი გინდა და მეომარი აიყვანე იაგდტერიერი და თუ ტურამელაზე და კურდრელზე ნადირობა გსურს ამისათვის მდევარია საჭირო კარგად გადაიკითხე შესაბამისი ტემები მასალები ჩვენც დაგეხმარებით თუ აყვანას გადაწყვეტ და ჯიშიანი მდევარი გაზარდე სხვანაირად კურდღელზე ნადირობას რასაც ნამდვილი ნადირობა ქვია ვერ განიცდი იმ აზარტს და შეგრძნებეს რაც მდევრით ნადირობას ახლავს თან

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
ormeteliდრო: სამშაბათი, 05.03.2013, 20:03:20 | შეტყობინება # 1192
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წელს კურდგელი ორჯერ შემხვდა ორივეჯერ ჩევს ბიჭს შეხვდა მაგრამ ორივწჯერ მხოლოდ თვალის მოკვრა მოასწრო
 
butatinoდრო: პარასკევი, 08.03.2013, 13:51:54 | შეტყობინება # 1193
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაინც კარგია თუ შეგხვდა თუ საქმეს არ მივხედეთ მალე მარტო უცხოურ საიტებზე შეგვხდება, ormeteli მდევრები თუ გავს იქნებ გვანახო

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
turaturaდრო: პარასკევი, 08.03.2013, 20:03:16 | შეტყობინება # 1194
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცჰემტან არის მარა ამ ბოლო დროს ცალიან სეცოტავდა

muraditurashvili
 
butatinoდრო: პარასკევი, 08.03.2013, 21:01:44 | შეტყობინება # 1195
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შეცოტავდებოდა იმდენი ტურა და ბრაკონიერია, მალე უნდა შველა სანამ საერთოდ გაქრება

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
zaza123დრო: ოთხშაბათი, 27.03.2013, 17:26:40 | შეტყობინება # 1196
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რას ფიქრობს ეს ხალხი არ ვიცი,ტურა მომრავლდეს და კურდღელი გადაშენდეს?დაგვრჩება მარტო ტურა და მგელი

me var monadire

შეტყობინება დაამუშავა zaza123 - ოთხშაბათი, 27.03.2013, 17:27:21
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 27.03.2013, 19:30:49 | შეტყობინება # 1197
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახლა კურდღელზე მარტო ძაღლების ყეფის მოსასმენად თუ წახვალ კაი ამინდი როცაა ცვარიანზე დილით ერთი ორი საათით დატკბე და დაიოკო სურვილი.. თვითონ კურცქვიტას თუ შეხედე მთლად კარგი, არის ასეთი ადგილებიც როცა მინდორში გამოხტება და ხედავ როგორ ურევს კვალს ძაღლებს..
თუ საგეშია უნდა მოვიცადოთ და არ უნდა მოუკლათ, ზოგი არც აჭმევს გეშის ფეხებს და წელებს, მაგალითად რუსეთში როგორც ვიცი არც აჭმევენ. ცოტა ხანში ბაჭიებზე კარგად დაიგეშება ძაღლები ვისაც საგეში ყავს. ამიტომ ნამდვილი მონადირე არ ესვრის კურდღელს ამ პერიოდში, რადგანაც ძირითადად ახლა მრავლდებიან. საერთოდ სულ კურდღელაობენ ორი სამი თვის გარდა წელიწადში დანარჩენი დრო მიდის "ოპ ოპ ოპ განამ სტაააარ" მაგრამ ძირითადი სიმრავლე მოდის ამ პერიოდზე როგორც მესმის მონადირეებიდან.
აბა ვინც დაწერს დავაჯილდოვებ ლიტერატურაში რა წერია ჩვენთან კურდღლები როგორ მრავლდებიან რომელი თვეები იყო ადრე დაშვებული ნადირობისთვის, ამ ყველაფერს ვინც ჩამოწერს ისე მე როგორადაც ვიცი ფოსტის გაშანშალება ჩემგან ექნება ჯილდო, დარწმუნებული ვარ სხვებისგანაც 23_30_126


★ஜ۩۞۩ஜ★
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 27.03.2013, 19:46:04 | შეტყობინება # 1198
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით თბილი ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბალნით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე ტოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე - თვენახევარში იწყებენ.
კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს,და დღეს ძილში ატარებს,
კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან. განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები - ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიაც იპარებიან. ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.
კურდღლის ძირითად მტრებს, მასზედ ძლიერი ცხოველები წარმოადგენენ - მელა, ტურა, მგელი მნიშვნელოვნად ანაგურებენ კურდღლის პოპულაციებს. მათ არ ჩამოეჩებიან მტაცებელი ფრინველებიც კი, მაგალითად ქორი და არწივი ადვილად იტაცებენ კურდღლის ბაჭიებს.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 27.03.2013, 19:51:16 | შეტყობინება # 1199
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყოფილ სსრკ-ში ბინადრობდა 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaeus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს. ენუქიჩ მეტი ინფოს ინტერნეტში მოძიება ჭირს, შენ რაც გაინტერესებს იმას ლიტერატურაში თუ ვნახავ და თუ კი ვნახე შემოგთავაზებთ თქვენც

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ოთხშაბათი, 27.03.2013, 20:21:09
 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 02:50:17 | შეტყობინება # 1200
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გაგიმარჯოს ღმერთმა 23_30_126
რა არის იცით ძმებო, ამას მეც კი ვნახავდი და ვნახე ათასი რამე მაგრამ ყველა ფორუმში მე ხოარ დავწერ, როცა წავა თემა რაიმეზე გთხოვთ ყველას გუგლიდან მოვიძიოთ ბევრი ინფორმაცია და იმათი ციტირებებით და სრული დაკოპირებებით გავძეძგოთ ჩვენი ფოსტები, ჯობია კვირაში ერთხელ დაწერო კაცმა მაგრამ ღირებული და ნაყოფიერი. სწავლა სიკვდილამდეა სადღაც კი ისწავლი კაცი ოდესღაც მაგრამ როცა მონადირე ხარ, როცა ყველა გიცნობს არაფერს არ აკეთებ მარტო დადიხარ სანადიროდ, გეკითხებიან ათას რაღაცას (ჩემ თავზე ვამბობ).
ხან მანქანამ ფორმით ჩამომსვა, ხან ჩემი გაალახებული მანქანით და ძაღლებით დამინახეს, მე ჯარში არ ვყოფილვარ და არც სადმე ვმუშაობ ფორმა სანადიროდ რო მაცვია ადვილი მისახვედრია, ჰოდა მეკითხებიან ხანდახან ისეთ რაღაცეებს თითქოსდა მე უეჭველი უნდა გავცე პასუხი რადგანაც თუ მონადირე ხარ უნდა იცოდე კიდეც. ამას გარდა მაინტერესებს ისეთი ნიუანსებიც რომლებზე კითხვები მე თავად მაქვს. დარწმუნებული ვარ ვიღაცა მაინც იკითხავს ადრე თუ გვიან აქ და ჩვენი თავისდროზე მოპოვებული ინფორმაციით უკვე ხო გავანათლებთ და დაუკმაყოფილებთ კითხვაზე პასუხს იმას ვინც შემოვიდა იმედით რომ ბაზიერზე იპოვიდა პასუხს.
ხშირად ვიარე წელს და გასულ წელს კურდღელზე, მოვისმინე ბევრი რამე და ჩემი თვალითაც ვნახე, ბევრი კაი კურდღელის მდევარი ყავს ძმაკაცებს რომლებმაც მაზიარა კვალზე ნამდვილ მუშაობას, კაი ყეფას და კარგ ადგილებს. მარტო ჩემი სიამოვნებისთვის ხომ არაა ბუნება, სხვამაც უნდა ნახოს და ამიტომ ვასწავლოთ ერთმანეთს


★ஜ۩۞۩ஜ★
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ცხოველებზე ნადირობა » კურდღელზე ნადირობა (სად არის ყველაზე კარგი სანადირო კურდღელზე,და რა დროს?)
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика