10:14:48
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » ნადირობა იხვზე (ვისაუბროთ იხვზე სანადირო ადგილებზე)
ნადირობა იხვზე
tokaდრო: ხუთშაბათი, 19.11.2009, 17:56:35 | შეტყობინება # 51
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვარციხის გესთან საკაიფოდ მოდის იხვი, როდის მოთოვს ერთი სული მაქვს 15 15 k01 k01

დამატებულია (19.11.2009, 16:56:35)
---------------------------------------------
ღორიხვები არის ბლომად და ზოგს ბატები გონიათ BATI

 
lordiდრო: ხუთშაბათი, 19.11.2009, 18:04:52 | შეტყობინება # 52
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვინმეს დიღომში მტკვარზე იხვზე უნადირია? მე ვერასდროს შევნიშნე მანდ იხვი, მარტო ბაკლანები დაბორიალობენ...
 
998დრო: ხუთშაბათი, 19.11.2009, 18:14:15 | შეტყობინება # 53
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi, არის ხანდახან ამინდზეა დამოკიდებული. მტკვრის ხეობას მოუყვება.
 
tokaდრო: ხუთშაბათი, 19.11.2009, 19:43:52 | შეტყობინება # 54
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 203
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეოთხე გესი თუ იცით სადაც არის იმერეთში კერძოდ ქუთაისისკენ იქ არის საკაიფო ადგილები, ვიყავი სამი დღის წინ და ღორიხვების მეტი არაფერი იყო:) 167
 
Morisiდრო: შაბათი, 21.11.2009, 23:18:35 | შეტყობინება # 55
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998 მეც მაგას ვფიქრობდი მასკიროვკა უნდა და ჩუჩელები ეგრე შეიზლება რამე გამოვიდეს. რავიცი 31ვის ტბაზე მითხრეს კარგათ არიო სეზონზე თან კარგი ადგილებიაო და იქ ვნახავ. რამე კარგი ადგილი იცი შენ? ფოთის გარდა რათქმაუნდა. 25
 
tetra240დრო: კვირა, 22.11.2009, 10:15:51 | შეტყობინება # 56
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პალიასტომი იხვის ბუდეა მაგრამ ახლა იქ ნადირობა ცოტა ცნელია ნოემბრის ბოლოს ეცერს ცვავენ და მერე იოლია სიარულიც და ნადირობაც
 
shotkaდრო: ხუთშაბათი, 26.11.2009, 01:54:45 | შეტყობინება # 57
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tetra240, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეწეწრს უფრო გვიან წვავენ. მემგონი ჯერ არ იქნება გადამწვარი!?
 
berdznaდრო: ხუთშაბათი, 26.11.2009, 16:33:12 | შეტყობინება # 58
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 180
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shotka, ეგ რა პონტია ძმა? თუ არ იქნება დამწვარი ვერ ინადირებ?
 
tetra240დრო: ხუთშაბათი, 26.11.2009, 17:41:01 | შეტყობინება # 59
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ინადირებ მაგრამ ცნელია სიარული დაუცვავ ეცერჰი ცაან მალე დაგლის ცარმოიდგინე ცელამდე ეცერჰი ნადირობა იოლი იქნება? shotka ვიკავი პალიასტომზე კი არი იხვი მაგრამ ჯერ ცოტა. 2ცალი მოვკალი ისე ბაკლანებია უმეტესად. BATI
 
shotkaდრო: შაბათი, 28.11.2009, 02:09:58 | შეტყობინება # 60
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საერთოდ პალიასტომზეც არის ხან ისეთი მომენტები რომ ნაკლებად შეგხვდება მაგრამ შეიძლება მეორე და მესამე დღეს ძაან მარა გადააწყდე. ვერ გაიგებ მაგას. პალიასტომზე 3 და 5 იხვის მოკვლა, არაფერი არაა. მანდ მაგარი ადგილები აქვს ნათხარში კამიშები და კანალები ისეა ერთმანეთთან შერწყმული რომ გეგონება იხვის ბუდეში ჩავვარდიო.
 
tetra240დრო: შაბათი, 28.11.2009, 20:55:30 | შეტყობინება # 61
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shotka ნათხარი ეგ სადაა ან რომელი ადგილია ცმა მანდ არვარ ნამკოპი ჰეგიცლია მიტხრა?
 
shotkaდრო: სამშაბათი, 01.12.2009, 17:00:09 | შეტყობინება # 62
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნათხარი სად არის და პალიასტომის კიდეზეა რა აქეთ გურიის ტყეების მხარეს. ძალიან მაგარი ადგილია და პალიასტომზე რომ შეხვალ და მაგ ადგილს დატოვებ, ჩათვალე რომ რაც მტავარი სილამაზეა და საინტერესოა, არ გინახავს (საერთოდ ვამბობ) თან თუკი სადმე იხვი ზის, პირველი ეგ ადგილია.
 
grenader21დრო: ხუთშაბათი, 03.12.2009, 18:10:47 | შეტყობინება # 63
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სანამ კარგად არ მოყინავს ცოტა იქნება, იქამდე ტბაზე ტუ ნახავ მიყრუებულ, წყნარ ადგილას, კაი ყინვები რო დაარტყამს, მტკავარზეც ბლომად იქნება და ხრამზეც , არადა მაგრად მევასება მტკვარზე ღამისტევიტ ნადირობა იხვზე, ზიხარ ჩუმად და ელოდები, მერე ცეცხლის პირას ძმებტან ერტად კარგ არაყსაც ჩაურტყამ, დაისვენებ გატბები და გააგრძელე ნადირობა მტელი ღამე,, მაგარია რა, 166 :166:. ახლა კუმისზე არის არაუშავს თუ ოპტიკიანი გეკო გაქს და ნავიც გყავს, სხვა რა გზაა აბა თორე ზის შუაში და არც დაპრინავს , არც სასროლ მანძილზე მოდის.

შეტყობინება დაამუშავა grenader21 - ხუთშაბათი, 03.12.2009, 18:15:10
 
SNAIPERდრო: ხუთშაბათი, 03.12.2009, 22:27:28 | შეტყობინება # 64
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზდაროვა ძმებო ეგ ყველაფერი კარგია პალიასტომზე ნადირობას ვგულისხმობ და მეც თქვენ გვერდში ვარ,მარა ისე პალიასტომზე მასე თავისუფლად ნადირობის საშჰუალება არაა როგორც ვიცი,დაცული ტერიტორიაა და იცავენ კიდეც,უფრო გურიის მხრიდან შემოდიან და ისედაც არის ბევრი შემოსასვლელი მარა,თქვენ წასვლა მოიფიქრეთ და მაგ პრობლემას მოვაგვარებთ რამენაირად,გუშინდავრეკე პალიასტომის ლომებთან და იხვი ჯერ ადრეაო ადგილობრივი იხვი იქ სულაა მარა რასაც მოსული კვატი ქვია ჯერ ადრეა.
იტოგში თუ რამეს მოიფიქრებთ თქვენ გვერჩი ვარ ჩემი ძაღლებიანად 167 39
 
grenader21დრო: შაბათი, 05.12.2009, 13:39:46 | შეტყობინება # 65
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფიტულები არავინ იცის იაფად?
 
lordiდრო: შაბათი, 05.12.2009, 14:25:01 | შეტყობინება # 66
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grenader21, 12 ლარი ღირს თამარ მეფეზე, სხვაგან არ ვიცი...
 
grenader21დრო: კვირა, 06.12.2009, 12:51:29 | შეტყობინება # 67
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დრეს დილას დავბრუნდით მტკვრიდან,მთელი ღამე ვიჯექით ნომრებში , მაგრამ ერთი რო ერთია იმას არ გადაუფრენია, ფრთის სტვენაც კი არ გამიგია, ტყვილა მანოკი დავკარგე და წამოვედით.
 
landiaდრო: კვირა, 06.12.2009, 13:39:21 | შეტყობინება # 68
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მანოკი როგორ დაკარგე ეგ ვერმოგსვლია კარგი საქმე!!ელექრტო მანოკს ხმარობ ?ჩვეულებრივი მანოკები თუიყიდება სადმე და კარგია თუიცი?????
 
grenader21დრო: კვირა, 06.12.2009, 23:07:06 | შეტყობინება # 69
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ვუყო არადა ამერიკიდან ქონდა კაცს ჩამოტანილი არც იცოდა რისი იყო , მეც ვისარგებლე და წავათვი, ცოტა ხმა არ მომწონდა ,წინა დღეებში ჩემ ჭკუაზე გადავაკეთე და დამევასა, წუხელ კი ქუდში მქონდა გარჭობილი და ჩამოვარდა ეტყობა, ისე აქ ნახე საიტზე ინვენტარებში რაღაცეები დავდე მაგაზე , აბა თუ მოგეწონება ?

დამატებულია (06.12.2009, 23:07:06)
---------------------------------------------

Quote (@shota@)
მგონი იხვი იგვიაებს

იგვიანებს კი არა საერთოდ არ აპირებს მოსვლას მგონი,ეგ დამპალი.
 
shotkaდრო: ორშაბათი, 14.12.2009, 00:46:41 | შეტყობინება # 70
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგას ვერ გაიგებ. შეიძლება დღეს არ იყოს იხვი და ხვალ და ზეგ ისე უცებ გამოჩნდეს რომ თქმაც კი ვერ მიასწრო,იხვი არ არისო! 167
 
nugomonadireდრო: ორშაბათი, 14.12.2009, 01:44:03 | შეტყობინება # 71
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მონადირეებო. იცით დიდმა მწერალმა ლევ ტოლსტოიმ რა თქვა იხვზე ნადირობის შესახებ? აი რა თქვადა: საღამოს პერელიოტზე როდესაც იხვი წყლიდან შრიალით აიწევა და მონადირის გულში და ტანში გამჭოლი სისინით ტყე-მინდვრებისკენ მოემართება, შენ კი თოფით ხელში ჩაცუცქული, გატრუნული ისე რომ საკუთარი გულის ცემა გესმის და ელოდები თავზე როდის მოგადგება რომ სანუკვარი გასროლა განახორციელო; აი ეს მომენტი მე ბეთხოვენის მე-9 სიმფონიას მაგონებსო. ისე ტოლსტოი დიდი პირწავარდნილი მონადირე იყო და თავის ნაწარმოებებში ბევრ ადგილას ააქვს აღწერილი ნადირობის საინტერესო სცენები.. 167 . 166
 
shotkaდრო: ორშაბათი, 14.12.2009, 14:32:48 | შეტყობინება # 72
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეეეეჰ.... იხვს კი ვნახავ, დროს ვერ ვნახულობ თორე! 25 25 25
 
krimanjuliდრო: ოთხშაბათი, 16.12.2009, 20:35:30 | შეტყობინება # 73
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კრიმანჭული ძამა ცხვრის ფარასავით რო მოეფინება ცის საძოვრებზე ,ღამით ღრუბელი და მწყემსივით რო ამოუდგება ფარას ოქროსფერ ნაბდიანი მთვარე გვერდში, მაშინ როდესაც მარტო სიცივისა და სიმარტოვის ნიავი შემოგკრავს წკეპელას გაბრაზებული ბებოსავით გვერდებში. მისჩერებიხარ ცას და აქეთ იქეთ აფაციცებ თვალებს, როდესაც ისვის შორეული გადაფრენის ხმა კარგა ხანს ზუზუნად გრჩება ყურებში და გინდა რო უფრო ახლის გაიგონო, იმდენად ახლოს რო დაინახო კიდეც , აი აგერ ერთი, უხ სად გადამასწრო ამდენ ფიქრში ამ ოხერმა და სროლა ვერ მოვასწარიო რო იტყვი,სახლში გინდა მაგრამ იცი რო თუ წახვალ ხვალ ინანებ.აი ამ წამებს არაფერი მირჩევნია....ასე ამიხსნა შოთკამ თავისი სიყვარული იხვზე ნადირობის მიმართ, შეიძლება ამ სიტყვებით არ უთქვამს, მაგრამ მე ეგრე გავიგე... შოთკა მუშაობს დღის მეორე ნახევრიდან და დამატებით ღამით, სახლში ალბათ დილის 6-ზე ბრუნდება, ესეთ რეჟიმს ბევრი ადამიანი ვერ გაუძლებდა, შოთკა კი უძლებს..იმიტომ რომ ის შოთკაა
 
nugomonadireდრო: ხუთშაბათი, 17.12.2009, 16:02:00 | შეტყობინება # 74
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
morieli9999, მოგესალმები ძამიკო, მრავალ ბარბარობას დაესწარი შენს ოჯახთან ერთად. მე წავიკითხე შენი წერილი, სადაც შენ ფარით მოხეტიალე ბრაკონიერებზე წერდი რომ სადღაც სანადიროდ ვიყავითო და ვერაფერი ვერ მოვინადირეთო, ფარით გაჟლიტეს თუ რამე იყოვო. მე მოგწერე ამის თაობაზე პატარა წერილი. მეც ძალიან შეწუხებული ვარ ამ მეტად მტკივნეული პრობლემით და მინდა თქვენთან ერთად, ერთმანეთის დახმარებით რაგაც პოზიტიურ შედეგს იქნებ მივაღწიოთ როგორმე. შემომეხმიანეთ გთხოვთ და თქვენი აზრი გამაგებინეთ... 23 25
 
nugomonadireდრო: პარასკევი, 18.12.2009, 15:19:19 | შეტყობინება # 75
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველას და ხვთის წყალობას გისურვებთ. როგორც ვხედავ იხვის მოლოდინშია მთელი საქართველოს მონადირეები. ამიტომ მინდა ერთი სასიხარულო ამბავი გაცნობოთ. რუსეთის მეტეო-პროგნოზების ინფორმაციის მიხედვით 25 დეკემბრიდან უნდა ველოდოთ დასავლეთ საქართველოში იხვისა და ბატის გამოჩენას. იანვრის დასაწყისიდან კი უფრო მასიურად მთელს საქართველოში, რადგან 20-40 გრადუსიან გამყინვარებას ველით ჩვენს ძვირფას მეზობელ ქვეყანაში. და ამას ყველაფერს თუ დაემატება და მეორე მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანშიც წოუყინავს ცოტათი__ამ შემთხვევაში ჩემო ძმებო გარანტიას გაძლევთ საშობაო არდადეგებს და მთელი იანვრის თვეს ბრწყინვალე და საინტერესო ნადირობაში გაატარებთ. გაიხარეთ და წარმატებებს გისურვებთ... 10 166 39 39 39

დამატებულია (17.12.2009, 17:39:58)
---------------------------------------------
grenader21, სწორი ხარ ჩემო ძამიკო, რათქმაუნდა ბრაკონიერები ბევრნი არიან და გასაკვირიც არ არის. ხო გახსოვთ როგორი განუკითხაობა იყო მაგ მხრივ წლების მანძილზე, არავითარი ინფორმაცია, არც სახელმწიფო სამსახურები, არც პრესა და არანაირი საშვალებები არ არსაბობდა ბრაკონიერობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ დღეს მე ვფიქრობ რომ შეიძლება ამ სენთან ბრძოლაც და დამარცხებაც. უბრალოდ წარმოიდგინეთ ყველა ჩვენგანმა რომ მოვინდომოთ და ჩვენ-ჩვენ რაიონებში თუ ქალაქებში დავიწყოთ სერიოზული აგიტაცია, შევქმნათ პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც დარწმუნებული ვარ ადვილად შეძლებენ ღამით ფარზე მონადირე პერსონების გამოვლენა-გამოაშკარავებას. მერე შეიძლება მათი კატეგორიული სახით გაფრთხილება, დამუქრება. ყველამ ხო კარგად ვიცით რომ ჩვენს ნაცნობ სანადირო ტერიტორიებზე უცხო და გადამთიელები რომ არ მოვლიან საბრაკონიეროდ. ასევე დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს გამოცდილი მონადირეებისათვის ბრაკონიერთა მოძიება. მათი უმრავლესობა ხომ ტრაბახა და მატრაკვეცა პერსონები არიან, რომლებიც თავს იმით იწონებენ__ღამით 20 ქათამი და 10 კურდღელი მოვკალითო და ა. შ. ამიტომ ჩემო მეგობრებო წარმოიდგინეთ, ამა თუ იმ მხარეში მოქმედ ბრაკონიერთა ჯგუფს რომ მიადგება იმავე რაიონში მცხოვრები ავტორიტეტ და გამოჩენილ მონადირეთა ერთი ჯგუფი, რომლებიც პირველჯერზე გაესაუბრებიან მათ, მოკრძალებულად და შინაურულად აუხსინან თუ რა საშიშროებას და საშინელებას წარმოადგენს ბრაკონიერობა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეტყვიან იმასაც, თუ როგორ დიდ ზიანს აყენებენ ცალკეული ბრაკონიერები ძაღლებით მონადირეთა მასებს. ეტყვიან, რომ თუ მოიშლება ბრაკონიერობა 2-3 წელიწადში როგორი ტემპებით შეიძლება გამრავლდეს ნადირ-ფრინველი და თევზი ტბებში და მდინარეებში. ჩემს რაიონში(წყალტუბო) თამამად შემიძლია ვთქვა, თუ შარშან და შარშანწინ 5-10 ფარით ბრაკონიერი გვყავდა წელს მხოლოდ ორად-ორი ბრაკონიერი იქნა გამოვლენილი და ისინიც დაჯარიმდნენ, გდს სამსახურის მიერ ფულადი გადასახადით და საბრაკონიერო აღჭურვილობის ჩამორთმევით. გამჩენი ღმერთი იყურება ზემოდან და დიდება მის სახელს__რამდენიმეჯერ იყვნენ ეს ადამიანები გაფრთხილებულები ჩვენს მიერ. დარწმუნებული ვარ რომ ყველანი თუ მოვინდომებთ ნელ-ნელა, ანუ მძიმე-მძიმეთ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. გისურვებთ წარმატებებს... გწყალობდეთ მამაზეციერი... 23 166 39

დამატებულია (17.12.2009, 17:59:52)
---------------------------------------------
bull, შენ გაიხარე ძამიკო ასეთი ინფორმაციისთვის, ესეიგი გამოჩნდა იხვი პალიასტომზე, მაშინ რაღათქმა უნდა აქეთაც, ჯაპანის ტბებზეც შეიზლება დილის პერელიოტზე ჩარბენა. გწყალობდეს უფალი და წმინდა დედა ბარბარე... 166 10

დამატებულია (18.12.2009, 15:19:19)
---------------------------------------------
kaspera, მოგესალმებით ყველას. თბილისელ მონადირეებს მინდა ერთი რამ გირჩიოთ: ძმებო, საერთოდ იხვზე და ბატზე თუ გადაწყვეტთ სანადიროდ წასვლას, კარგი იქნება თუ დასავლეთში, კერძოთ ფოთში ან გურიაში გამოემგზავრებით. დღეს არავის გვიჭირს ნაცნობების მოძიება და უკეთეს შემთხვევაში მონადირეების მონახვა ამ მშვენიერ კუთხეში. მითუმეტეს რომ ადგილობრივი მონადირეები უზადო პროფესიონალები არიან ამ საქმეში და ბრწყინვალე მასპინძლებიც. თუ გინდათ რომ საუკეთესო, დაუვიწყარი და ხელბარაქიანი სანადირო დღეები გაატაროთ დასავლეთისკენ აიღეთ კურსი. 2-3 დღით შეგიძლიათ პალიასტომის ტბის მახლობლად უპრობლემოდ იქირაოდ ბინა, ასევე შეგიძლიათ, გურიაში კერძოთ გრიგოლეთის დასაწყისშიც, ურეკშიც სადაც თბილი ფეჩი და რბილი საწოლი გექნებათ. თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ტელეფონით დამიკავშირდეთ და ყველაფერში დაწვრილებით გაგარკვევთ:877793079 (ნუგზარი იოსელიანი). გისურვებთ წარმატებებს როგორც ნადირობაში ასევე პირად საქმეშიც. 167 166 166 166

166

 
sandrosდრო: ხუთშაბათი, 24.12.2009, 11:17:04 | შეტყობინება # 76
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xedos, ქესალო სდაა?
 
grenader21დრო: ხუთშაბათი, 24.12.2009, 13:03:14 | შეტყობინება # 77
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქესალო მარნეულშია წითელი ხიდის გზაზე.

დამატებულია (24.12.2009, 13:03:14)
---------------------------------------------
გავიგე მად მტკვარზე ბატი იჩითებაო მოკლეს ერთი ორგერ, მაგრამ ვინც მითხრა ის ადრე ბაკლანზე ბატიაო მედავებოდა.

 
inavelდრო: შაბათი, 09.01.2010, 01:42:41 | შეტყობინება # 78
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მონადირეებო, მიხარია რომ ასეთ კარგ საიტზე დავრეგისტრირდი და საინტერესო ინფორმაციებს გავეცანი ამ ფორუმზე.

მეც სულმოუთქმელად ველოდები ამინდის არევას და ალბათ მთვარის შეცვლაზე გვეღირსება ეგ - მაშინ კი ნამდვილად აირევა ამინდი და იქნებ სეზონის დახურვამდე რამოდენიმე იხვი გავაგორო.

გამიხარდება თბილისის გარშემო სანადიროდ პადდელნიკის პოვნა. იხვი იქნება ეს თუ ტყის ქათამი.

თუმცა პალიასტომისთვის სულს მივყიდი ეშმაკს:)))

 
inavelდრო: კვირა, 10.01.2010, 23:03:42 | შეტყობინება # 79
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998 კი ძმაო, მაგის იმედად ვარ :)), თორემ დავჟანგდი კაცი. თან არ ვიცი ადგილები თბილისის გარშემო და მეშინია არ გავმაზო ეს სეზონი ისე რომ ვერ ვინადირო. ჯანდარაზე ვიყავი დეკემბრის 20ში, კი ვიცოდი რომ არ იქნებოდა მაგრამ ადგილის დათვალიერების მიზანი მქონდა უწიშენიად. იხვი ძაან შორიდან დავინახე და ეგ იყო (6 ფრთა) დანარჩენი ბაკლანები და წყლის ქათამი...

ყველას გისურვებთ კარგ ამინდის არევებს :)))

 
razakiდრო: სამშაბათი, 12.01.2010, 20:59:08 | შეტყობინება # 80
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თქვენ გლდანის არხში თუ გინადირიათ იხვზე? 10 166
 
bullდრო: ორშაბათი, 18.01.2010, 10:46:53 | შეტყობინება # 81
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მონადირეებო, იხვის მოძრაობის შესახებ მე ჩემი აზრი გამაჩნია რამდენად გაიზიარებთ არ ვიცი მაგრამ მე მაინც მოგახსენებთ, მე ძალიან ხშირად დავდივარ იხვზე პალიასტომზე, კატერით შევდივართ და თითქმის ძირითად კანალებზე დავდივართ, ერთი პერიოდი შემოვიდა იხვი ბევრი რაოდენობით, ბატიც მოძრაობდა, მერე გაქრა, ზღვაზე ახლა ძალიან ბევრი იხვი ზიზ და გადადის სამხრეთის მიმართულებით და არც აპირებს აქედ შემოხვევას, რადგან მშვიდი ამინდებია და მიგრაციას ხელს არ უშლის, რუსეთიდან იხვი სექტემრის ბოლოდან უკვე იწყებს მიგრაციას რადგან ეს მათ ინსტიქტშია და რაც არ უნდა კარგი ამინდები ჰქონდეს მაინც იწყებს მოძრაობას, სამხრეთისკენ ანუ თბილი ქვეყნებისკენ, ჩვენთან კი იმიტომ ჩერდება გზად ეღობებათ ცუდი ამინდები და დროებით აქ აფარებენ თავს, აქ მყავს მეგობრები ძველი მონადირეები და შევეკითხე თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა რომ ასე მცირე რაოდენობით გამოჩენილიყო იხვი მეთქი, მითხრეს რომ იყო ასეთი შემთხვევა როცა იხვი გამოჩნდა 22 იანვარს და იყო ძალიან ბევრი რაოდენოთ იმიტომ რომ მათი რაოდენობა ზღვაზე იყო ძალიან ბევრი და ამინდის უეცარმა არევამ ყველას ჩვენთან შემოახვევინა და რამოდენიმე დღე აქ იყოო, ასე რომ მცნება რომ იხვი უკან ბრუნდებაო ჩემი აზრით ტყუილია რადგან მიგრაციაში წამოსული ფრინველი გაზაფხულამდე უკან აღარ ბრუნდება. მე მგონი გააკეთებთ კომენტარს ამ თემაზე.
 
dudu-dudaდრო: ორშაბათი, 18.01.2010, 16:46:37 | შეტყობინება # 82
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bull, სად ცხოვრობ მეც მაქეთ დავდივარ სანადიროდ და გეთანხმები ისეთივე სიტუაციაა როგორც შენ ახსენე
 
bullდრო: ორშაბათი, 25.01.2010, 11:10:03 | შეტყობინება # 83
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩაიარა მეგობრებო უკვე იხვმა მას აწი თუ ვნახავთ გაზაფხულზე სახლის გზას რომ დაადგებიან მაშინ, მოსასვლელი უკვე უნდა მოსულიყო კიდევ აქვს რამოდენიმე დღე თუ არა და ჯობია კარგად დავზეთოთ თოფები, გუშინ პალიასტომი სულ შემოვტყავე მაგრამ ბაკლანის გარდა და გამელოტებული ყვავების გარდა იქ ვერაფელი ვნახე თუ არ ჩავთვლი აქა-იქ მოფარფატე აქ მობინადრე ფუთარიან იხვებს, ეჰჰ მაგარი ბანძი სეზონი იყო წელს.იმედია მომავალი სეზონი მაინც იქნება უხვფრინველიანი მომავალ სეზონამდე ვინც ჯერ არ აპირებთ თოფების დაზეთვას გისურვებთ კარგ ნადირობას.ვინც კითხულობდა ჩემ გზავნილებს ყველას 23_30_126
 
Vladimer_Shavishviliდრო: ოთხშაბათი, 27.01.2010, 00:58:43 | შეტყობინება # 84
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რომელი ადგილებია აგრზალული . იხვზე სანადიროტ . და საერტოდ რა არის საჭირო. საქარტველოში.

დამატებულია (27.01.2010, 00:58:43)
---------------------------------------------
ფრინველზე სანადიროტ.

 
998დრო: ოთხშაბათი, 27.01.2010, 01:06:52 | შეტყობინება # 85
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Vladimer_Shavishvili, აკრძალულია ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე და მათ გარშემო 500 მეტრში ნადირობა ასევე დასახლებულ ადგილების ახლოს. საჭიროა იარაღის ტარების ნებართვა და გადამფრენ ფრინველებზე ლიცენზია. უფრო დაწვრილებით ინფორმაცია არის საიტზე დათვალიერე და ნახავ.
 
nokoდრო: ოთხშაბათი, 27.01.2010, 18:28:47 | შეტყობინება # 86
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვაა ბიჭებო დასავლეთში ახმიანდა იხვი ესეიგი აბა წარმატებებიი 39 აღმოსავლეთში ისევ სიმშვიდე გვაქვს მაგ მხრივ, თუ ასე გაგრძელდა მაშინ შინაურ იხვებს მოუწევთ თავის თავზე დარტყმის მიგება 17
 
bullდრო: ხუთშაბათი, 28.01.2010, 14:18:10 | შეტყობინება # 87
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მე აქ დავწერე ამას წინად რომ იხვი ზის ზგვაზე მეთქი და ისიც დავწერე ძველმა მონადირემ მითხრა გვიან მოსული იხვი თუ მოვიდა ძალიან ბევრი მოვათქო, ასე არის ზუსტად გუშინ იმდენი იხვი ვნახე ჯერ არ მინახავს იმდენი ყველა გუბეში იჯდა თანაც ყველა რუსული კრასნოდარის "ხარაზულები" დღესაც ვიყავი დილით კარგად გააკეთა გადაფრენა, ბატი არის ზალიან ბევრი და მელოტა ენ რაოდენობით. 166
 
grenader21დრო: შაბათი, 30.01.2010, 23:16:15 | შეტყობინება # 88
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი ამიხსენით რატო არ ჯდება იხვი მტკვარზე, მინდორიდან უფრო ფრინდებ ვიდრე წყლიდან,
 
raptorდრო: კვირა, 31.01.2010, 01:57:07 | შეტყობინება # 89
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ვიყავი იხვზე საღამოს პერელიოტზე და ვერაფერი ვერ მოვინადირე, ისე იხვი კი იყო ბევრი მაგრამ მაღლა ტრიალებდა და სასროლად არ დაიწია დაჯდომაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
 
998დრო: კვირა, 31.01.2010, 12:11:49 | შეტყობინება # 90
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grenader21, მტკვარში საჭმელი იხვისთვის არ არის და იმიტომ. იშვიათად ნაპირთან ახლოს ქონდეს ისეთი ადგილი სადაც იხვი საჭმელს მოიპოვებს ამიტომ მტკვრის მიმდებარე პატარა ტბებსა და გუბეებში უფრო არის.
 
lordiდრო: სამშაბათი, 02.02.2010, 13:38:05 | შეტყობინება # 91
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
terminatori, ჯანდარაზე იხვის რა მოგახსენო, რომ თოვდა და ყინვა იყო, მაშინ ვიყავით და იხვის ნასახი არ გამოჩნდა. ბაკლანებია ბევრი და კიდევ კაჭკაჭები აკეთებენ დილა-საღამოს მაგარ პერელიოტს 069
 
nugomonadireდრო: ოთხშაბათი, 03.02.2010, 03:15:28 | შეტყობინება # 92
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დასავლეთ საქართველო ანუ კოლხეთის დაბლობი ჩემი აზრით არის იხვის სამშობლო საქართველოში. საერთოდ იხვზე ნადირობას აქვს ბევრი თავისებურებები(მუღამები): დილის პერელიოტი, საღამოს პერელოტი, ნაბულის ანუ ძაღლით ნადირობა(რაც თავის მხრივ შეუდარებელია იხვზე ნადირობისას), ტყეში მთვარეზე გვიან ღამით ნადირობა, ფიტულებით და ბანოკით ნადირობა იხვზე როგორც ტყეში წყლიან ადგილებში ასევე ტბებსა და მდინარეებში. გურიაში, ფოთში და სამეგრელოში ადგილობრივი მონადირეები უმეტესად ნადირობენ ღამით და სხვათაშორის ძალიან წარმატებულადაც. მაგრამ მათი ნადირობის სტილი მოითხოვს დიდ ფიზიკურ დატვირთვას(გაუვალ ტყეებში და ძნელად სავალ ჭაობებში უწევთ მრავალი კილომეტრების გავლა). ვიცნობ ადამიანებს რომლებსაც ერთი ღამის განმავლობაში ყავთ მოპოვებული და ურთულეს პირობებში გამოზიდული 100 და მეტიც, იხვი. ჩვენთვის, სტუმარი მონადირეებისთვის, იხვზე ნადირობის დროს დასავლეთში ძირითადათ უპირატესობა ენიჭება ნადირობის უფრო იოლ ფორმებს და საშვალებებს: ძაღლით ნაბულზე ნადირობა, დილის და საღამოს პერელიოტზე კარგი ადგილების შერჩევა და საფარში ჩადგომა, მთვარიან ღამეში წყლიან ჭილოფებში და ტყიან ადგილებში ისევ ჩასაფრებით ნადირობა, ასევე ნიჩბებიანი ნავით წყნარად, მიდგომით ნადირობა მდინარეებში. ასე რომ ჩემო მონადირე ძმებო თუ გინდათ წარმატებული ნადირობა გამოგივიდეთ ხოლმე დასავლეთ საქართველოში გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები რომელიც მე ამ ბოლო 25 წლის მანძილზე დამიგროვდა. აუცილებელია ადგილობრივი მონადირეების კონსულტაციების და რჩევა-დარიგებების გათვალისწინება. განსაკუთრებით მათთვის ვინც კარგად არ იცნობს ზემოთ ჩამოთვლილ სამონადირეო ტერიტორიებს...დამატებითი და უფრო ვრცლად ინფოირმაციის მიღების მსურველებს ვთხოვ დამიკავშირდეს:877793079 ნუგო... 167 166 39 39 39
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 25.02.2010, 18:57:00 | შეტყობინება # 93
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მარტში მოსულ იხვზე ნადირობა ბრაკონიერობაა? 23
P.s. მარტში ადგილობრივ იხვზე ნადირობას არ ვგულისხმობ
 
BERGდრო: ხუთშაბათი, 25.02.2010, 19:11:30 | შეტყობინება # 94
ჯგუფი: წაშლილები





lordi, რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივს და მოსულს,ნადირობის სეზონის დახურვა ყველაფერზე ნადირობას კრძალავს.პ.ს.კენჭები როგორ არის?:-)
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 25.02.2010, 19:26:31 | შეტყობინება # 95
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BERG, დაწერილ კანონს არ ვგულისხმობ (ეგრე კურდღელზე ნადირობაც აკრძალულია მთელი სეზონი, მაგრამ შენ იკრძალავ 167 ? ), დაუწერელი კანონები მაქვს მხედველობაში...
მადლობთ, არა უშავთ რა 167
 
BERGდრო: ხუთშაბათი, 25.02.2010, 23:06:27 | შეტყობინება # 96
ჯგუფი: წაშლილები





lordi, ეხლა მივხვდი რასაც ამბობდი.ადრე აკრძალული არ იყო საგაზაფხულო ნადირობა.თუ არ ვცდები ორი კვირით ისევ იხსნებოდა.მერე,სხვაგან არ ვიცი და,რუსეთში დარჩა კანონის ფარგლებში საგაზაფხულო ნადირობა.ეხლაც,სხვადასხვა რაიონებში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვადებით ისხნება;ერთი კვირით,ათი დღით,ორი კვირით.თუ სამხრეთ რუსეთში მარტშია დაშვებული,უკიდურეს ჩრდილოეთში აპრილში იხსნება და ა.შ.ნადირობა დაშვებულია მხოლოდ ტყის ქათამზე (ნა ტიაგე),და იხვზე.და მხოლოდ მამალ იხვზე !!! აქედან წარმოიშვა დედალი იხვით ნადირობაც(პოდსადნაია უტკა.ბუნებრივი მანოკი:-
). აქედან ჩემი პირადი დასკვნა:გაზაფხულზე ნადირობა სულაც არაა ბრაკონიერობა. 23 და კანონი,როგორც ყოველთვის (ვეთანხმები ბევრ წესიერ და განათლებულ მონადირეს) აქაც მოიკოჭლებს...
 
ღლიღვადრო: პარასკევი, 26.02.2010, 10:31:34 | შეტყობინება # 97
ჯგუფი: წაშლილები





BERG, მართალი ხარ ეგრეა ! თუყურებთ ახოტა ი რიბალკას იქ ანახებენ ხოლმე ევროპის სანადირო მეურნეობებში ნადირობას ! ყველგან დაშვებულია საგაზაფხულო ნადირობა ნადიზე (ირემი,შველი,ყორი და სხვა). ოგონდ როგორც შენ სწორედ მიუთითე მხოლოდ მამალზე და ისაც მხოლოდ ზდრასრულზე (ანუ მაგალითად მხოლოდ დიდ ეშვებიან ტახებზე ან დიდ რქიან ირმებზე). ესეთი ნადირობა ერთგვარი გამოხშირვაც არის, რომ გამოირიცხოს ახლონათესავური შეჯვარება და ახალგაზრდა მამლებმა მიახწიონ მდედრთან. ხომ გასაგებია,რომ დიდ და გამოცდილ მამალთან ახალგაზრდას ძალიან მცირე შანსი აქვს პაექრობაში დედლის მოსაპოვებლად ! ასეტი ნადირობა ბრაკონიერობა კი არა პირიქით სასარგებლოა ბუნებისთვის ! წუხელ უყურე არგენტინაში მტრედზე ნადირობას. 6 მა კაცმა 4 დღეში 25 ათასზე მეტი მტრედი მოკლა 25 და კომენტარში სანადირო მეურნეობის მენეჯერმა თვა,რომ ეს მხოლოდ მათ გამრავლებას უწყობს ხელსო 23 ! მთავარია საკითხისადმი სწორი მიდგომა ! იმიტო რომ ნადირობას აკრძალავ ბევრი არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ ! მთავარია ნადირ–ფრინველის მოშენებას შეუწყო ხელი და მაშინ სანადირო ობიექტიც ბევრი იქნება !
 
bullდრო: სამშაბათი, 09.03.2010, 09:48:55 | შეტყობინება # 98
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნამდვილმა მონადირემ არ უნდა ინადიროს სეზონის დახურვის შემდეგ და აქ კიდე გარემოს დამცველების აუგად მოხსენიაებაც არ უნდა იყოს ვაჟკაცობა , ალბათ ნაწილი მონადირეებისა არ დამეთანხმებით მაგრამ ჩვენ ძაგლებივით არ დავრბივართ ვუნახავთ იმას მომავალს რამაც ჩვენამდე მოაღწია, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოდ და ყველაფერი კარგად იქნება, თუ გსურთ რო თქვენმა მომავალმა თაობამ ნახოს და ინადიროს მაშინ ყოველმა მონადირემ უნდა დაიცვას ის კანონები რომელიც დაწერა თქვენზე მეტად შეყვარებულმა ხალხმა ამ საქმის.( მაქ მხედველობაში ის ხალხი ვინც გარემოს დამცველებს აუგად იხსენიებს) მეც მონადირე ვარ ძალიან მიყვარს ნადირობა ,მაგრამ ფრინველის მოპოვებით კიარ ვარ გატაცებული ,პირიქიდ რაც მეტად ძნელია ფრინველის ან ცხოველის მოპოვება ის მეტად მიტაცებს მე მგონი ამ სირთულეშია ის ხიბლი რომელიც ასე გვიზიდავს სუყველას. გაზაფხულზე ეს სირთულე ნაკლებად გხვდება და ჩემთვის გაზაფხულზე ნადირობას არავითარი ხიბლი და სიამოვნების მოტანა არ შეუძლია.
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 09.03.2010, 10:55:04 | შეტყობინება # 99
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმები, ბულლ, პირადად მე სეზონის გახსნამდე 1 დღით ადრეც და დახურვიდან 1 დღის გადაცილებითაც არასდროს მინადირია. გეტყობა, კაცური კაცი და ნამდვილი მონადირე ხარ,თავი რომ არ აარიდე ამ საკითხებს.მე ფოთელი ვარ,მეპატიჟებოდნენ შველზეც და ხოხობზეც სანადიროდ არაერთხელ,მაგრამ არ წავედი.შველს და ხოხობს ვერ ვესვრი,სანამ არ მომრავლდება.შენ როგორ ფიქრობ,ძმაო, გდი-მ უნდა დაუშვას თუ არა ტურაზე და მგელზე ნადირობა მთელი წელი (მარტი,აპრილი,მაისის გარდა),რომ მომრავლდეს სანადირო ობიექტი(აბა ურბანიზაციას ვერ შევაჩერებთ)?იცი თუ არა,ძმაო,რომ ზემოთ მიღებული სულელური კანონების გამო ფოთის ახლომახლო იხვზე ოფიციალურად დაშვებული სანადირო ადგილები არაა მცირეოდენი მიწის ნაგლეჯის გარდა,კარგია,რომ ფოთელი(და ხობელი) გ.დამცველები გაგებით ეკიდებიან ამას და რაღაც შეღავათებს გვაძლევენ. არადა ეს იხვი გადამფრენია,ანადირე ეს გაჭირვებულ-დამშეული ხალხი ყველგან.ამაზეც მაინტერესებს შენი აზრი,არ ვიცი,რა თანამდებობის ხარ გდი-ში
 
bullდრო: ხუთშაბათი, 11.03.2010, 10:15:53 | შეტყობინება # 100
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი. მე მაღალი წოდება ჯერ არ მიმიღია რიგითი ოპერი ვარ, ზოგჯერ ბრძანებით გასვლის დროს ჯგუფის უფროსად გავდივარ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს მთავარი ის საქმეა რომელიც ძალიან მიყვარს. ვიცავ ბუნებს და გარემოს . რომელიც ასე დავაჩაჩანაკედ ეს რამოდენიმე წელია. ვისაც არ უნახავს გადამწვარი ტყეები და გაჩეხილი უიშვიათესი ჯიშის ხეები რომლებიც ფაქტიურად საქართველოში რამოდენიმე ათეულია დარჩენილი, რომელიც ჩვენ ვნახედ და ვეღარ ნახავს მომავალი თაობა რადგა აღარ არსებობს, ის ვერ გაიგებს ამ საქმის აუცილებლობას, მაგრამ მე არ მეგულება ასეთი ადამიანები იმ ერთეულების გარდა რომლებმაც ეს საზარელი ფაქტები ჩაიდინე. რაც შეეხება გადამფრენ ფრინველზე ნადირობას იმ ადგილებში სადაც აკრძალულია ნადირობა მე ვთვილი რომ არარის მართებული, მაგრამ ის ადგილები რომელიც შენ აღნიშნე, იმ ადგილებში არის ჯერ კიდევ შემორჩენილი ის ცხოველებიც რომლებსაც დაცვა ჭირდება და ამ აკრძალვით შეიძლება მათი დაცვა. რადგან იქ შესული იხვზე მონადირე არც შველს და არც ხოხობს რომელიც ერთეულებიღაა შემორჩენილი, არა მგონია რომ მას არ ესროლოს. თუმცა ასეთი მონადირეების კატეგორიაც არსებობს რომლებიც არანაკლებად უფრთხილდებიან მათ. ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს გასვლა როდესაც დაგვეჯარიმებიოს ასეთ ადგილებში მონადირე. ბევრჯერ მინადირია მათ გვერდით ისე რომ არც გამიმხელია ჩემი საჯარო სამსახურის შესახებ.ხოლო მგელი და ტურა ჩემი პირადი აზრით უფრო მეტ ზიანს აყენებს მოსახლეობას და ბუნებას ვიდრე ვითომდა ასუფთავებს მას, ნუ რაგაც დოზით კი არგებს გარემოს მაგრამ ბევგრი ვერაფრიდ. ასე რომ მეც ბევრჯერ მისვრია მაწანწალა ტურისთვის აი მგელი ნამდვილად არ შემხვედრია თორე არც მას გავუშვებდი დაუზიანებელს. ეს ხუმრობით რათქმაუნდა. რადგან კანონის დაცვა აუცილებელია.( ბოდიშს ვუხდი ადმინისტრაციას თუ გადავედი ამ ფორუმის თემას მაგრამ უბრალოდ პასუხი იყო იმ მომხმარებლის რომელმაც კითხვით მომმართა)
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » ნადირობა იხვზე (ვისაუბროთ იხვზე სანადირო ადგილებზე)
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика