15:44:29
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » სანადირო სეზონის გახსნის თარიღი (როდის უნდა იხსნებოდეს სეზონი)
სანადირო სეზონის გახსნის თარიღი
როდის უნდა იხსნებოდეს სეზონი
1.1. აგვისტოს მესამე შაბათს[ 8 ][17.78%]
2.2. 28 აგვისტოს (მარიამობის) შემდეგ[ 11 ][24.44%]
3.3. 1 სექტემბერს[ 26 ][57.78%]
გამოკითხვა დასრულებულია - ორშაბათი, 24.09.2018, 12:58:16
სულ პასუხი: 45
IAA116დრო: პარასკევი, 16.08.2019, 17:57:59 | შეტყობინება # 101
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება
https://mepa.gov.ge/Ge....J9sMy8c
 
sabjekდრო: შაბათი, 17.08.2019, 15:06:35 | შეტყობინება # 102
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წესად მაქვს, ერთი კვირით ადრე გამყავს ძაღლი, რა თქმა უნდა, უთოფოდ, ჩემ ადგილებში, ე.წ. დაზვერვაზე. ვიყავი დღეს უთენია. 29 მწყერი, კარგა მოზრდილი და 3 ღალღა ვნახე ხუსტად 1 საათსა და 15 წუთში და წამოვედი. ძაღლმა იმუშავა კარგად - რამდენიმე მყარი ნაბული, რამდენიმე არც ისე მყარი, ძებნაში.
ვფიქრობ, კარგი სეზონი უნდა იყოს. წარმატებებს გისურვებთ.


kakhi
 
giorgi_niqoდრო: შაბათი, 17.08.2019, 18:07:41 | შეტყობინება # 103
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek,
აღმოსავლეთში ალბათ ხო? ეხლა რა ხდება არ ვიცი მაგრამ დასავლეთში არ იყო მწყერი ერთი კვირის წინ.
 
sabjekდრო: კვირა, 18.08.2019, 08:08:00 | შეტყობინება # 104
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi_niqo, კი. სხვათაშორის 6 და 4 აფრინდა ერთად, გუნდიდან და ამან დამაფიქრა, გადასაფრენად ემზადებიან თუ უბრალოდ ერთი ოჯახი იყო? ყველა დიდი იყო და მაგიტომ. ისე, ზოგიერთი ძლივს ფრინდებოდა, ისე არიან გასუქებული, სავარაუდოდ. ნაბულის დროს ზედ თავზე დავადექი, როცა აფრინდა

kakhi
 
panatiდრო: კვირა, 18.08.2019, 11:32:55 | შეტყობინება # 105
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek,კიდე კარგი შენი თვალით გინახავს, რავიცი ისეთები დაწერეს რომ ჯერ ბუდეზე ზისო მერე ბარტყები ყავსო ლამის სეზონი 1-სექტემბერს გადაიტანეს კინაღამ, კიდე კაი ერთკვირაში დაიზარდენ და დასუქდნენ ისე რომ გადაფრენაზე არიან უკვე მზად არაა 069 069
 
sabjekდრო: კვირა, 18.08.2019, 18:31:51 | შეტყობინება # 106
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
panati, კი, ვიცი მე რას ნიშნავს ოჯახი, ეს არის დედა და პატარები. ეს 6 და 4 ცალი, როგორ აფრინდა იცი? ძაღლი დადგა ნაბულზე მყარად, მეც შევანელე ნაბიჯი და აფრინდა ერთი, ძაღლმა თვალი გააყოლა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა, ამ დროს ამოფრინდა მეორე და იმას კი უკვე გაყვა, ამ დროს ამოფრინდა 6 კიდევ. ანუ იყო 8, დაახლოებით 2-3 კვადრატულ მეტრზე. რაც შეეხება 4-ს, ესენი თითქმის ერთი წერტილიდან აფრინდნენ, ძალიან ახლოს ვიდექი და ვნახე მათი ზომებიც. აშკარად ზრდასრულები იყვნენ. პრინციპში, ჩოჩორი არც მინახავს. იმედია, შაბათს ადგილზე დამხვდებიან. საბედნიეროდ, 6 საათიდან რვის ნახევრამდე თოფის გასროლის ხმა არ გამიგია, რაც მახარებს

kakhi
 
panatiდრო: კვირა, 18.08.2019, 23:14:07 | შეტყობინება # 107
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek, გაიხარე ,უსაფრთხო და წარმატებულ სეზონს გისურვებ 166 166
 
zviadauriდრო: ორშაბათი, 19.08.2019, 15:41:20 | შეტყობინება # 108
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 193
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek, გილოცვათ ფერისცვალებას იმდენი სასიკეთო რამე თქვი ..... მოკლედ რაღა და რჩა აგერ გამოჩნდება ,,ყორფელი" მწყერიც ჩოჩორიც და ბრაკებიც მანოკებიც და ნადირობის და ბუნების
ერთგული ადამიანები. AllSmail133


აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
 
tereosდრო: ოთხშაბათი, 21.08.2019, 09:52:35 | შეტყობინება # 109
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ ასე გაგრძელდა უკონტროლობა სახელმწიფოს მხრიდან და შეუგნებლობა ვაიმონადირეების მხრიდან წინადადება შემომაქვს სეზონის გახსნა-დახურვის დღეები საერთოდ გავაუქმოთ. გაუდის ბაგაბუგი ყველგან.

დამატებულია (21.08.2019, 09:55:32)
---------------------------------------------
ცხელი ხაზის და დარეკვების იმედად რომ არიან და ასე უნდათ ბრაკონიერობის აღმოფხვრა ერთი-ორი ფაქტი მაინც დადონ ბრაკონიერობის გამოვლენის იმ ძალებით რაც გააჩნიათ. რაღაცა მინიმუმი მაინც ხომ უნდა კეთდებოდეს.

 
sabjekდრო: ოთხშაბათი, 21.08.2019, 10:17:56 | შეტყობინება # 110
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოხალისეთა რაზმები უნდა ჩამოვაყალიბოთ, ნიღბებით, სანადირო თოფებით და ა.შ. როდესაც მოხდება სერიოზული შეტაკება ბრაკონიერებსა და მოხალისეებს შორის, მერე მოხდება ამ საკითხის განსჯა

kakhi
 
zviadauriდრო: ოთხშაბათი, 21.08.2019, 10:53:38 | შეტყობინება # 111
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 193
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს დილიდან მშვენივრად უბაგუნებდენ ისხმოდა კარგი გვარინაად სროლების ხმა ქუთაისის მისასვლელებიდან ბანოჯის მხარიდან და წყალწითელას მხარეზეც როგორც სანდო მონადირეები მეუბნებიან ასე რომ ბატონო გარემოს დაცვის შეფებო შორს თუ ვერდადიხართ აგერ ახლოს მაინც მიაქციეთ ყურადღება :)აქ მიტომ ვწერ რომ ვიცი რომ კითხულობს ამ პოსტებს შესაბამისი ორგანოები და მაგიტომ.... პირისპირ არწასვწრებივარ თორემ აქ ნამდვილად არდავწერ კი ვიცი რაცუნდა ვქნა ....... 48 23_30_126

აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
 
sabjekდრო: ოთხშაბათი, 21.08.2019, 12:47:05 | შეტყობინება # 112
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ სიტუაციაში სხვა არაფერი დაგვრჩენია ე.წ. დაგინების გარდა. "ვინც სეზონამდე რაიმეს ესროლოს და ვინც მანამდეც და სეზონზეც მანოკი იხმაროს" და მერე კი იცით რაც იგულისხმება...

kakhi
 
panatiდრო: ოთხშაბათი, 21.08.2019, 13:38:07 | შეტყობინება # 113
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეხხ მეგობრებო მაგას ვიძახოდი რომ არაფერი არგვეშველება ასე ტყულა გადაწიეთ ეს სეზონი და ეს სეზონი ჩვენნაირი წესიერ მონადირეებისთვის გადაიწია და არა იმაათთვის,მაგენმა დიდიხანია გახსნეს სეზონი და ჩვენ კიდე ველოდებით ესაა ჩვენი სახელმწიფოც და კანონიც კიდევ უკანონობაც,ვისაც რა უნდა იმას აკეთებს და ჩვენ ვიჭყლიტებით
 
tereosდრო: ოთხშაბათი, 21.08.2019, 13:48:35 | შეტყობინება # 114
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
panati, სეზონის გადაწევა არაფერ შუაშია. აგვისტომდე ნადირობდნენ. ამიტომ ვიძახი რომ სეზონის გახსნა-დახურვა მაგათთვის არ არსებობს.

დამატებულია (21.08.2019, 13:53:34)
---------------------------------------------
გარემოს დაცვაზე ხალხი და რესურსი არ გვყოფნისო რომ იძახიან და პასუხისმგებლობას ჩვენზე აგდებენ. რაც ჰყავთ იმის პროპორციულად მაინც ხომ უნდა ჩანდეს შედეგი. შემდეგ გაპიარება სჭირდება. ერთ ბრაკონიერს რომ დაიჭერ ერთი კვირა უნდა ატრიალო ტელევიზიაში რომ სხვები დაშინდნენ. რა გახდა იმ ერთი ბრაკონიერის დაჭერა მაინც?

 
Gochahahaდრო: ოთხშაბათი, 21.08.2019, 18:24:21 | შეტყობინება # 115
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს დილით ახლობელმა დამირეკა ქ. ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩიდან და შემეკითხა გაიხსნა თუ არა ნადირობის სეზონი, ჩემს უარყოფით პასუხზე, განაცხადა
რომ, დაინგრა სროლებით პროპკის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზეო, მივაყურადე... და უბრალოდ საშინელი ნიჰილიზმი დამეუფლა... განუზომელია თოფმომარჯვებული
არაკაცების(ამათ სხვანაირად ვერ უწოდებ) სიხარბე და სხვა წესიერი მონადირეების მიმართ უპატივცემულობა... ამათ აღარაფერი არ ეშველება. თვით უმკაცრესი
შუასაუკუნეების ინკვიზიციაც კი... რა უბედურებაააა, შეგვინდე უფალო...


Gocha
 
gioggggდრო: ოთხშაბათი, 21.08.2019, 22:47:39 | შეტყობინება # 116
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით ეგ იმის ბრალია რომ კანონის დამცველები თვითონ არღვევენ კანონსაც და სეზონსაც ანდა გარკვეულ მონადირეთა ჯგუფს აგზავნიან ტყესა თუ მინდორში ხან რისი ხორცი სჭირდებათ და ხან რა ხოდა იმ გარკვეულ ჯგუფებს მერე სადმე დარღვევაზე თუ წაასწრებს ლოგიკურია არ და ვერ დასჯის რადგან თვითონვე უბიძგებენ და თუ ერთი ორი ჯარიმა დაწერეს ეგეც ალბათ იმიტომ რომ იმათ შემხედვარე სხვასაც წაუცდება ხოლმე სული ხოდა დაუსჯელობის შეგრძნება აქვთ ალბათ და იმიტომ ხდება ესე

დამატებულია (21.08.2019, 22:54:02)
---------------------------------------------
მაგრამ ისევ ჩვენ კანონმორჩილმა და ბუნების მოყვარულმა ხალხმა პირადად ჩვენში დავიცვათ კანონი და ბუნება ხოდა ამბობენ საქციელი გადამდებიაო ხოდა იქნება მოგვბაძოს სხვებმაც და ასე ეშველოს ამ საშინელებას

დამატებულია (21.08.2019, 23:10:15)
---------------------------------------------
დღეს შუადღის მერე გავიყვანე ძაღლი და მიუხედავად სიცხისა ერთ საათში ათზე მეტი მწყერი ვნახე საბედნიეროდ არცერთი გასროლის ხმა არ გამიგია და აეს თუ ისე კარგად არის მწყერი და თან სულ მსხვილი და ზრდასრული ამოვიდა gimili ყველას მშვიდობიან და წარმატებულ სეზონს გისურვებთ 39 39 39

 
oxotnik42დრო: ოთხშაბათი, 21.08.2019, 23:47:34 | შეტყობინება # 117
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კანონის დამცველები ფრომალურად ქვიათ ამათ! სინამდვილეში რას იცავენ გაუგებარია. არის ამ სფეროში რამე დაცული ამას კი ვხედავთ ვისაც ესმის რაცაა დასაცავი. სეზონი ყველა პატიოსანი მონადირისვვის გადაიწია. დანარჩენი მეხორცეები კიდევ 1 თეა ნადირობენ! ( ვისთვის და რისთვის გვაქვს ეს კანონი) gimili

d.gvilia
 
sabjekდრო: ხუთშაბათი, 22.08.2019, 08:59:14 | შეტყობინება # 118
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giogggg, ანალოგიურად ვიყავი მეც, სროლები არ გამიგია. ეგ, ძირითადად, დასვლეთში ხდება, რეგიონს არ დავასახელებ, თვითონაც მიხვდებით. პატიოსანი ხალხი არ მინდა გავანაწყენო

kakhi
 
vanoarchiდრო: ხუთშაბათი, 22.08.2019, 14:12:32 | შეტყობინება # 119
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე, სახაზინო კოდები რაც დევს არის ძველი კოდები, რომ გაასწორონ არ შეუძლიათ? 2007 წელს დამტკიცებული ბრძანება დევს.
ბანკში მივედი აქედან ამოწერილი კოდით და ვერ იპოვეს ანგარიში; მერე ისევ თვითონ მოძებნეს.


HUGLU 103-C
 
hauhau78დრო: ხუთშაბათი, 22.08.2019, 14:16:39 | შეტყობინება # 120
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 131
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა ხალხო.ყველა პატიოსან და წესიერ კაცს და მონადირეს ვულოცავ წინასწარ სეზონის გახსნას. რა კანონის დაცვაზეა საუბარი იმ დღეს შევედი სამონადირეო მარაზიაში და გამყიდველი ჯიგრულად აჭყვიტინებდა მანოკს და ასწავლიდა თან კლიენტს როგორ უნდა იხმაროს მანოკი
 
tereosდრო: პარასკევი, 23.08.2019, 10:46:12 | შეტყობინება # 121
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სეზონის გახსნის თარიღი გავარკვიეთ. მე მგონი დროა გავხსნათ ახალი სეზონის ახალი თემა. გილოცავთ ახალ 2019-2020 სეზონს. სულ რაღაც თითებზე ჩამოსათვლელი საათებიღა დარჩა. იღბალს და მშვიდობას გისურვებთ. მე მოგვიანებით შემოგიერთდებით. მანამდე კი თქვენი რეპორტების იმედი მაქვს. იმედია არ დაიზარებთ და გაგვიზიარებთ ემოციებს და სურათებს.
 
eagleდრო: პარასკევი, 23.08.2019, 12:08:36 | შეტყობინება # 122
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 84
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველას გილოცავთ მონადირეებო ვინც ჩემსავით პატიოსნად ელოდებოდით და ითვლიდით ყოველ დგეს და საათს... ერთი კი ნამდვილად მივხვდი დიდი სისულელე იყო სეზონის გადაწევა . მაგალმთიან ერთერთ სოფელში კომბაინი რომ შევიდა ხორბლის ასაგებად იქვე ვიყავი და ვერ მოვითბინე და ახლოს მივედი რა თა დავკვირვებოდი რამდენი მწყერი აფრინდებოდა სადგაც 5 ყანას ვუყურე და ერთი მწყერი არ გამოფრენილა და ყურებ ჩამოყრილე დავბრუნდი შინ საუბარია მესხეთზე სადღაც 20 დგის წინ და კიდე აქ უკვე სიმინდს ყანებს იგებს ხალხი ასეთი წელი კაი ხანია არ ყოფილა რომ ესე მალე შემოსულიყოს მოსავალი დაჟე ხნიერ ხალხსაც კი უკვირთ . და რის საფუძველზე გადაწიეს ამ უწიგნურებმა სეზონი საონტერესოა და სასაცილოა მეტი არაფერი. და კიდე ერთი ორჯერ ვიყავი ჩემ ადგილებისკენ მანქანით ადგილები დავათვალიერე და ერთი სროლის ხმაც არ გამიგია რამაც ძალიან გამახარა .. მაგრამ მერე დავფიქრდი და მწყერი თუ არ არის რას ესვრიან მეთქი ტრაკონიერები რავიცი ვნახოთ იმედია შარშანდელივით 10 მწყერით არ დავამთავრებ მწყერის სეზონს
 
sabjekდრო: პარასკევი, 23.08.2019, 15:37:05 | შეტყობინება # 123
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
eagle, სეზონმა, რატომაც გადაიწია, ყველამ კარგად ვიცით. მეც თქვენსავით და კიდევ უამრავი წესიერი ადამიანივით ველოდები ხვალინდელი დღის გათენებას. მაგრამ, გარკვეულმა რაოდენობამ მონადირეებისა გამოიჩინა დიდი (ნუ, ძაააალიან დიიიიიდი) გულისტკივილი ბუნების მიმართ და გადაადებინა სეზონის გახსნა. იმედია, იგრძნობენ შედეგებს. ეს ხომ დათვლადი და/ან გაზომვადი უნდა იყოს. რა შედეგი მოიტანა ამა თუ იმ აქტივობამ, ანგარიში ხომ უნდა ჩაბარდეს ნორმალურ ქვეყანაში ხალხს? ყოველგვარი ცვლილება კეთდება გარკვეული მიზნებით და რა შედეგს გამოიღებს ეს თუ ის ცვლილება, გაზომვადი უნდა იყოს. ასე ვისწავლე მე და არა სპონტანური გადაწყვეტილებებით მოქმედება, რაზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

რაც შეეხება ბრაკონიერებთან ბრძოლას, მე მაგალითად, არ შემრცხვა არაფრის და არავის, როდესაც ვნახე, როგორ თავხედურად მოქმედებდა ადამიანი და ნადირობდა აი, ეხლა, ამ დღეებში. დავრეკე 112-ში, ზუსტად სამ წუთში გადმომირეკა საპატრულო ეკიპაჟმა და მთხოვა არ გამეთიშა ტელეფონი, მეკითხებოდა ვხედავდი თუ არა ეხლა იმ ტიპს და როდესაც თვითონაც დაინახა, მაშინ დროებით დამემშვიდობა. დაახლოებით 1-1,5 საათში გადმომირეკა, მადლობა გადამიხადა ზარისთვის, მკითხა ოქმისთვის ხომ არ მინდოდა ხელის მოწერა, თუ ანონიმად მერჩივნა დარჩენა. ეს საკითხიც გადავწყვიტეთ, ასევე მითხრა, რომ გამოიძახა გარემოს დამცველები, მანქანაში აღმოუჩინეს ნანადირევი. ყველაფერი სათანადოდ გაფორმდა და ეს ტიპი კანონის წინაშე აგებს პასუხს. მადლობები გადავუხადეთ ერთმანეთს და დავემშვიდობეთ.

სხვანაირად, ამ ხალთან არ ჭრის არაფერი. მხოლოდ ჩვენ ვზარალობთ, კანონმორჩილი ადამიანები.

მადლობა ყურადღებისთვის


kakhi
 
Gochahahaდრო: პარასკევი, 23.08.2019, 16:45:53 | შეტყობინება # 124
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მონადირეებო, ყველას კარგ სანადირო სეზონის დადგომას გისურვებთ, ვინმემ ნახეთ გამოქვეყნდა ოფიციალურად სადმე ბრძანებულება სეზონის გახსნის შესახებ? რაიმე ცვლილებები ხომ არ არის შეტანილი. ხვალ თუ იხსნება, ეხლა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ უნდა იყოს?

Gocha
 
chale88დრო: პარასკევი, 23.08.2019, 22:53:08 | შეტყობინება # 125
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო ორი კვირით ადრაც რომ გახსნილიყო ნადირობის სეზონი მაინც აერ ექნებოდა დიდი სხვაობა იმიტო რო მწყერი რა რაოდენობაც არის ისევ ისარის არც მოკლებია და არც მომატებია ერთითვის უკან კი იყო მართლა ზღვასავით. ხვალ ვნახავ რა იქნება პირველად უნდა ვინადირო ჩემ ოთხფეხა მნეგობართან ერთად რომელიც ჯერ ექვსი თვისაა იმედია გაამართლებს ჩემ მოლოდინს.


ბ.თოთაძე
 
gugaloდრო: კვირა, 25.08.2019, 20:20:53 | შეტყობინება # 126
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ მონადორეებს ნადირობის სეზონის გახსნას, კარგ დროს გიეხსნა მწრის ბარტყები უკვე წამოზდილები არიან.სწორი გადწყვეტილება იყო.

m.janelidze
 
zviadauriდრო: ორშაბათი, 26.08.2019, 11:01:26 | შეტყობინება # 127
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 193
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნამდვილ გულით და სულით მონადირეებს გილოცავთ 10 ნადირობის სეზონის გახსნას 39
19 მალე მომელოცოს დახსნაც ე.წ. მუსიკანტი ვაი მონადირეებისაგან 39 48 069


აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!

შეტყობინება დაამუშავა zviadauri - ორშაბათი, 26.08.2019, 11:01:52
 
dudu-dudaდრო: შაბათი, 31.08.2019, 10:23:14 | შეტყობინება # 128
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ სეზონის გახსნას წარმატებულ ნადირობას გისურვებთ 39

 
Gochahahaდრო: პარასკევი, 20.08.2021, 13:48:32 | შეტყობინება # 129
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მონადირეებო.. რა ხდება ხომ არ იცით,, როდის აპირებენ სეზონის გახსნას,, იცის ვინმემ თუ ცუკენბერგს მივწეროთ ფეისბუქზე...

Gocha
 
vanoarchiდრო: შაბათი, 21.08.2021, 10:02:14 | შეტყობინება # 130
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Gochahaha, 28 აგვისტოს იხსნება.
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33111


HUGLU 103-C
 
Gochahahaდრო: ხუთშაბათი, 26.08.2021, 21:12:38 | შეტყობინება # 131
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მონადირეებო, მეთევზეებოო, ბაზიერელებოო, თქვენც გულშემატკივრებო (ბირჟაზე შეყრილნო, ძერებივით რომ აყოლებთ მსუნაგ თვალებს მონადირის დაჩუტულ ჩანთას, პონტის ასაგდები ხორციც რომ არ უდევთ სამწყერე ბადეში) თუ მოკარით ვინმემ თვალი ან ყური სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანებას ახალი სანადირო სეზონის გახსნის გახსნის შესახებ. დიდიან პატარიანად ყველა ნადირობს უკვე კარგა ხანია, მაგრამ ჩვენ წესიერმა, კანონმორჩილმა მონადირეებმა რა ვქნათ.. რაიმეს თუ არ მოვინადირებთ ერთმანეთზე მილოცვის მიზეზი მაინც გვექნება 39 39

Gocha
 
dhდრო: სამშაბათი, 31.08.2021, 22:04:16 | შეტყობინება # 132
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 65
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მონადირეებო ყველა წესიერ მონადირეს გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას ყველას წარმატებულ სეზონს ვუსურვებ...

დათო
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ფრინველებზე ნადირობა » სანადირო სეზონის გახსნის თარიღი (როდის უნდა იხსნებოდეს სეზონი)
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика