17:50:42
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: Gia, dudu-duda  
მონადირეების ფორუმი » ბაზიერობა » პირადი თემები ჩვენი მტაცებლებისთვის » მტაცებელი ფრინველის შვებულება (წავიდა და დაბრუნდა)
მტაცებელი ფრინველის შვებულება
levana90დრო: კვირა, 01.02.2015, 01:35:54 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მინდა ეს თემა შეეხოს ფრინველებს რომლებიც "დავკარგეთ" ანუ წავიდნენ და დაბრუნდნენ ...

12 წლიდან შეხება მაქვს ბაზთან ჩემი პირველი ფრინველი ქორი იყო სამწუხაროს ის შვებულებაში სამუდამოდ წავიდა თოფით მომიკლეს :( თან ახლობელმა გარეული ეგონა რადგან ქორი კაკლის ხეზე იჯდა ..

შემდეგ ბევრი ფრინველი მყავდა მიმინოები , კირკიტები და რათქმაუნდა ჩემი ფავორიტი მტაცებელი ფრინველი ქორი ,,

დიდი ხნის გამოცდილების შემდეგ მაინც ვჭოჭმანობდი ამეყვანა თუ არა შავარდენი, ვიყავი თუ არა მზად ამეღო პასუხისმგებლობა და შევჭიდებოდი საქმეს რასაც შავარდნის გამართვა ქვია !!!! დამიჯერეთ ეს მიმინო ან ქორი არაა და სანამ გადაწყვეტს ვინმე ამხელა ნაბიჯი გადადგას კარგად უნდა დაფიქრდეს!!! ბევრი რომ არ გავაგრძელო 2014 წელს ავიყვანე ჩემი პირველი შავარდენი ,, ფრინველი უნიკალურია გცნობს ესმის შენი და რაც მთავარია ერთგულია !! რატომ ? ეხლა მოგიყვებით :))
შავარდენი საკმაოდ გვიან ავხსენი არა იმიტომ რომ მეზარებოდა ან მეშინოდა მისი დაკარგვის არამედ ვაცადე ბუმბული სრულად ამოსულიყო და საკმაოდ გამაგრებულიყო რადგან ტყვეობაში რაც კარგ პირობებში არ უნდა გვყავდეს რისკი მაინც არის რომ რაღაცას უშნოდ მიარტყამს ბუმბულს რაც ბუნებაში მინიმუმამდეა დაყვანილი და რაც მთავარია აგვისტოში არ მყოლოდა ბუმბულ დამტვრეული ფრინველი ! ერთი სიტყვით ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე ფრინველი ახსნილი მყავდა, საკმაოდ მაღლაც ადიოდა და იმას აკეთებდა რაც მე მაკმაყოფილებდა. ისე დაგეშვაში ძალიან დამეხმარა დათო ჯღამაძე და მას დიდი მადლობა, მას ბევრი შავარდენი გაუმართია სათანადოდ !!
დადგა სექტემბერი და დაიწყო სანატრელი მიმინოს მიგრაციიის სეზონი, დავიჭირე საკმაოდ კარგი ეგზემპლარი და ეგრევე გამოვეშურე სახში გავმართე ზუსტად 5 დღეში და დავიწყე ნადირობა ხოლო შავარდენი თითქოსდა დამავიწყდა მხოლოდ ეზოში ვავარჯოშებდი ძუაზე გამობმულს თვის ბოლოს კი წონაში მოიმატა ავხეენი და ნახვამდის ჩემო ჩიტუნა უკანაც არ გამოუხედია :( :(

მაგრამ :P

მე 17 დღეს გამოჩნდა და ჩემდა გასაკვირად მიცნო რადგან ჭყავილი დაიწყო როგორც კი მნახა :) უძახე უძახე მაგრამ უკვე კარგად ნაჭამი იყო და არ მოვიდა თუმცა 3 საათი არ მშორდებოდა წავიდოდა მოვიდოდა და ასე შემდეგ მე18 დღე არ მოსულა ხოლო მე19 დღეს დილით ადრე მოვიდა დაუტრიალე თალბა ჩამოვიდა დაარტყა დაჯდა და თითქოსტა 15 წუთის ახსნილი იყო ისე ავიყვანე ხელში და წამოვიყვანე სახლში :) წასვლის დღეს გაუშვი 610 გრამი ხოლო 19 დღის შემდეგ დამიბრუნდა 610 გრამი ასე რომ ეს ფრინველი დღემდე ჩემთან არის და საკმაოდ კარგადაც იქცება :))


შეტყობინება დაამუშავა levana90 - კვირა, 01.02.2015, 01:45:05
 
tyupi007დრო: კვირა, 01.02.2015, 02:34:23 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levana90, ვაააააააა,საღოლ ლევან შენ და შენს შავარდენსაც.ძაან მაგარია.აბა კარგი შვებულება გამოსვლია შენს შავარდენს. ბუნებაში გაგიშვია პროფესიის ასამაღლებლად და დაგიბრუნდა ისევ 069 :069: 069 ეეეე რა ჯობია მართლა ამდენი ხნის მერე რო არ დაავიწყდები და დაგიბრუნდება ისევ gimili ალბათ ძალიან იშვიათი იქნება ეგეთი შeმთხვევები და უმეტეს შემთხვევაში უკან აღარ ბრუნდებიან

bazieri.ge

შეტყობინება დაამუშავა tyupi007 - კვირა, 01.02.2015, 02:35:45
 
Gi0rGiდრო: ორშაბათი, 02.02.2015, 12:38:21 | შეტყობინება # 3
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 141
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levana90, ასწორებს ეგეთი ფრინველი რო გყავს :) ეგეთივე ისტორიით

The Mauler
 
kukushaდრო: ორშაბათი, 09.02.2015, 20:52:50 | შეტყობინება # 4
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 59
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვა მაგარი ისტორიაა ძაან ეს თემაც კაია აბა რამდენს წასვლია ფრინველი შვებულებაში? 36_1_69 მე ჯერ არმქონია ეგეთი შემთხვევა gimili

Охота ы РыБалка
 
levana90დრო: ოთხშაბათი, 11.02.2015, 01:09:50 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოდი გავაგრძელებ და ჩემი მეგობრის შავარდნის ისტორიას მოვყვები ,,

ამბავი ხდება ისევ ფოთში

დავით ჯღამაძეს ყავს 3 წლის დედალი შავარდენი რომელსაც დიდი ხანია უშვებს 2014 წლის ფაზისობის ღონისძიებასთან დაკაშირებით ფრინველს ვავარჯიშებდით ქალაქის ცენტღსი რათა დღესასწაულის დღეს ხალXისთვის შოუ მოგვეწყო , შავარდენი ხმაურიან ქალაქში იქ სადაც ბევრი მანქანა დადის ხალხი მოძრაობს 3 დღე ძალიან კარგად იქცეოდა მოძრავ მანქანებს გვერდს უვლიდა და ისე მოდიოდა თალბაზე ხოლო მე4 ვარჯიშზე კი ბაზრიდან ამოფრენილი მტრედები ალბათ ბევრად გემრიელი მოეჩვენა ვიდრე თალბა და გაეშურა მათ დასაჭერად შემდეგ მტრედები დაემალა და რკინიგზაში გადავიდა იქავ ვერაფერიუ ქნა და პორტისაკენ გაეშურა იქ კი ძალიან ბევრი მტრედია იფიქრა ალბათ აი მივაგენი სამოთხესო მაგრა უცებ გამოვარდა ველური დედალი შავადრენი და გააგდო ეს ჩემი ადგილი არისო ბევრი რომ არ გავგრძელო ბოლოს ფრინველი თვალთახედვიდან დაგვეკარგა 2 დღე გრძელდებოდა მისი ძებნა ხოლო მე3 დღეს ერთერთ ადგილას სადაც ადრე ვავარჯიშებდით იქ გამოჩნდა თალბის დატრიალება და ფრინველი შურდულივით დაეშვა პატრონმა ტკბილი სიტყვებით და გემრიელი ხორცის ნაჭერით აიგვანა ხელზე და სახლში გაეშუნენ :)))
 
tyupi007დრო: ოთხშაბათი, 11.02.2015, 18:25:21 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levana90, ლამაზი და სასიამოვნო ისტორიაა 10 gimili

bazieri.ge
 
dudu-dudaდრო: სამშაბათი, 03.11.2015, 15:58:47 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი მიმინოს შვებულება
სამსახურიდან გვიან დავბრუნდი ზოგადად მიმინოს ორჯერ ვაჭმევ ხოლმე რათა ფორმაში მყავდეს და არ დამისუსტდეს, მაგრამ მოხდა ისე რომ იმ დღეს მხოლოდ 1 ჯერ ვაწამე დილით სამსახურიდან გვიან დავბრუნდი და არ მინდოდა ფრინველი მშიერი დარჩენილიყო ამიტომ გადავწყვიტე საღამოს მიმეცა მისთვის განკუთვნილი ულუფა, დაგეშილი მყავდა უკე მაგ დროისთვის , შევხსენი როგორც წესი ისე და დავსვი მოაჯირზე დავუძახე და ხელზე მოვიდა შემდეგ ვაჭამე. მეორეჯერაც იგივე გავიმეორე და მოულოდნელად დაფრთხა და სადაც უნდა დამჯდარიყო ნაცვლად იმისა შორს გაეშურა... ფრინველს ვერ ვხედავდი ღამე იყო მხოლოდ პროჟექტორიდან მომვალი გამჭოლი ნათება და ზარების ხმა მესმოდა რომელიც ნელ ენლა წყვდიადში უჩინარდებოდა. რაღაც გავხდებოდი, გადავწყვიტე ალიონს დავლოდებოდი, გარიჟრაჟე ხორცის ნაჭერით ხელში გავეშურე სავარუდო ადგილისკენ სადაც მეგულებოდა მაგრამ სამწუხაროდ მანდ არ დამხვდა და უკვე თამარ მეფის ხიდზე ვარ მისული და მესმის ეჟვნების ხმა ძალიან სუსტი, აშკარად შორიდა. ხორცის ნაჭერი ხელთათმანზე დავდე და დავაფსტვინე აზრზე არ ვიყავი სად იყო ფრინველი. უცებ შეწყდა ზარების ხმა და რამდენიმე წამში ტირიფებიადნ შურდულივით მოვარდა ხელზე :) თითქოს მეძებდა მელოდებოდა როდის მივიდოდი მოკლედ ეს ისტორია ასე მთავრდება. ერთს დავამატებდი ფრინველის დაკარგვა მხოლოდ და მხოლოდ ბაზიერის დაუდევრობის ბრალია. დიდი ყურადღება გმართებს ფრინველთან მოპყრობისას


 
მონადირეების ფორუმი » ბაზიერობა » პირადი თემები ჩვენი მტაცებლებისთვის » მტაცებელი ფრინველის შვებულება (წავიდა და დაბრუნდა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика