15:38:13
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: Gia  
მონადირეების ფორუმი » იურიდიული კონსულტაცია მონადირეებს » იურიდიული კონსულტაცია მონადირეებს » ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტის განხილვა (დავწეროთ ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები)
”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტის განხილვა
ზურა333დრო: პარასკევი, 25.11.2016, 20:48:01 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
”ნადირობის შესახებ” ახალი კანონი მომზადდა, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს და ახალ შეზღუდვებსა თუ უფლებებს აწესებს.

რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპოექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ, ამ კითხვებით ”ფორტუნა” გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ეკოსისტემური მიდგომებისა და ცხოველთა დაცვისთვის, ასევე მონადირეების უფლებების გათვალისწინებისთვის, საჭირო იყო არსებული რეგულაციები ერთ კანონპროექტში გაეერთიანებინათ. ამავდროულად, ცხოველებისა და მათი საბინადრო გარემოსთან დაკავშირებული საკითხებისთვის ”ბიომრავალფეროვნების დაცვის” კანონპროექტი მომზადდა.

კარლო ამირგულაშვილის თქმით, ორივე კანონპროექტის თავდაპირველი პროეექტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით შემუშავდა.

”ნადირობის შესახებ” კანონპროექტი აწესრიგებს რა არის ნადირობის უფლება, ვის ენიჭება ნადირობის განხორციელების უფლება და ა.შ.

კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მონადირეთა სერთიფიცირებაა.

როგორც კარლო ამირგულაშვილმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განმარტა, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მონადირე სერთიფიცირებული პირი იქნება. სერთიფიცირებისთვის კი პოტენციურმა მონადირემ, შესაბამისი ტესტირება უნდა გაიაროს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, არასერთიფიცირებული პირის ნადირობა აიკრძალება და დარღვევის შემთხვევაში მას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.

”იარაღის ტარებასთან ერთად, მონადირეს ნადირობასთან და გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ტესტირება უნდა ჰქონდეს ჩასაბარებელი. ეს ვფიქრობთ, რომ ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სისტემა უნდა იყოს. დაახლოებით, ისე, როგორც მართვის მოწმობის აღება ხდება”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

ასევე, განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიებიც. ამ კუთხით სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც.

”პირველ რიგში შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება. შესაბამისი უფლებები და მოვალეობები კანონში იქნება გაწერილი. ასევე გამოიყოფა სამონადირეო ტერიტორიები. განიხილება აგრეთვე, მონადირეთა ფედერაციის შექმნის საკითხი. ჯერ ამასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა, უნდა შეიქმნას თუ არა ეს ფედერაცია და რა უფლებები ექნება მას. ამას საჯარო განხილვების შემდეგ გადავწყვეტთ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფა შეიძლება მოხდეს როგორც სამინისტროს ინიციატივით, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

ამ ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა.

სამონადირეო ტერიტორიაზე შესვლისთვის გარკვეული სახდელი იქნება დაწესებული.

”სამონადირეო ტერიტორიის მმართველთან იქნებიან გაწევრიანებულები გარკვეული მონადირეები, რომელთაც ექნებათ დადგენილი კვოტა – რა სახეობაზე რამდენის მონადირების უფლება ექნებათ, მათ მოუწევთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც არ იქნებიან წევრები, ნადირობის უფლება, მმართველთან შეთახნმებით მიეცემათ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

მანვე ”ფორტუნასთან” პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა. როგორც ამირგულაშვილმა განმარტა, დღეს, ბევრ ისეთ ტერიტორიაზე ხდება ნადირობა, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია.

”მაგალითად, ხდება მწყერზე ნადირობა ყანებში, ბაღებში, რომლებიც კონკრეტული პირის საკუთრებაა. ასეთი ტერიტორიებიც სამონადირეო ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება მოექცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნადირობის უფლება იქნება გაცემული. ამას გადაწყვეტს თავად კერძო მესაკუთრე. თუკი მან განაცხადა, რომ მის კერძო ნაკვეთზე ნადირობა განხორციელდეს, მაშინ მოხდება ამის აკრძალვა სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა მან.

მონადირეთა ნაწილი ”ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ სფერო დასარეგულირებელია. ისინი რეგულაციების კანონში გაერთიანებას მიესალმებიან. თუმცა მათი ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მონადირეების სერთიფიცირება მიუღებელია.

“იარაღის გასაფორმებლად ტესტირება ისედაც საჭიროა. აუცილებელია, მონადირემ ნადირობის გარკვეული წესები იცოდეს – თუნდაც ის, რომ მანოკი და მსგავსი ბრაკონიერული ხელსაწყოები არ გამოიყენოს, სათანადოდ მაინც არ კონტროლდება ეს სფერო. ბრაკონიერული გზით, იგივე მანოკის საშუალებით, მაინც ნადირობენ გადამფრენ ფრინველებზე, მაინც ხოცავენ მთაში გადაშენების პირას მყოფ ჯიხვს და რაჭაში გადაშენების პირას მყოფ დათვს, მაინც ნადირობენ ირემზე და ა.შ. ეს ტესტირება კი ვთვლი, რომ მიმართულია არა იმისკენ, რომ მოქალაქემ იცოდეს როგორ ინადიროს და რა წესები დაიცვას არამედ, ფულის კეთების მექანიზმია. თუ სახელმწიფოს სურს ამ დარგის განვითარება ამისათვის ტესტირებები კი არ უნდა ატაროს და ფული აიღოს, არამედ ლექციები და ტრენინგები ჩაუტაროს მათ, ვინც ეს არ იცის და გაამკაცროს გარემოს ზედამხედველობა: დაამატონ ჯგუფები გარემოს დაცვის სამსახურს და დაისაჯონ ბრაკონიერები”, – განაცხადა ს.ჯ.-მ ”ფორტუნასთან” საუბარში.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი თორნიკე გულიაშვილი, დამატებით რეგულაციებზე, მათ შორის სერტიფიცირებაზე ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს. თუმცა, მიესალმება ფედერაციის შექმნას.

”დამატებითი ვალდებულებები და რეგულაციები, კარგია თუ არ იქნება, რადგან ვისაც ჰობად აქვს ნადირობა, იმ მცირე დროსაც ვერ დაუთმობს ამ საქმეს, რასაც აქამდე უთმობდა. რაც შეეხება ფედერაციის შექმნას, ეს შეიძლება კარგი იყოს, რადგან პირველ რიგში, ფრინველთა და ცხოველთა გამრავლებაა საჭირო. სწორედ ამას შეიძლება შეუწყოს ხელი ფედერაციამ”, – განაცხადა თორნიკე გულიაშვილმა ”ფორტუნასთან”.

კანონპროექტის საჯარო განხილვები რეგიონებში უკვე დაიწყო. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ყველა დაინტერესებული პირის აზრს მაქსიმალურად მოუსმენენ და გაითვალისწინეენ.

მხოლოდ ამის შემდეგ გავა კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად.

წყარო: http://fortuna.ge/ras-itv....proeqti

http://www.bazieri.ucoz.org/pdf/hunting_draft_law_03-08-2016.pdf



 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 21.02.2017, 08:27:01 | შეტყობინება # 101
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ზურა333 ()
რას ეუბნებით ხვალ შეხვედრაზე? ერთიანობა უნდა იყოს მონადირეების მხრიდან

არამგონია ვინმე მხარდამჭერი ყავდეს მაგ კანონს, მითუმეტეს რეგიონში.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 21.02.2017, 12:09:00 | შეტყობინება # 102
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველა რეგიონში მოიძებნება "საბჭოთა ნომენკლატურის ფუნქციონერი" ვისაც აწყობს და გაცილებით მეტი შანსი აქვს საწადელს მიაღწიოს, ვიდრე ათასობით მონადირეს 167

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - სამშაბათი, 21.02.2017, 12:25:12
 
Maverickდრო: სამშაბათი, 21.02.2017, 17:25:05 | შეტყობინება # 103
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კონკრეტულად რა პრობლემას ხედავთ ამ კანონის ამოქმედებაში?

რეგულაციას დაქვემდებარებული ნადირობა, მკვეთრად შეზღუდავს თოფიანი კაცების თარეშს და ხელს შეუწყობს ნადირობის კულტურის ჩამოყალიბებას,
თუ ვინმე ფიქრობს რომ აღნიშნული კანონით ვინმე მართლს საწინააღმდეგოდ ისარგებლებს და თავის სასარგებლოდ მოაწყობს ყველაფერს, აქ უკვე გამოჩნდება მონადირეების ერთიანი პოზიცია, ყველა მონადირე ფედერაციის წევრია, შესაბამისად ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს საჯარო კონსესუსით მიღწეული
გავჩუმდებით, თავზე გადაგვივლიან
საზოგადოებრივი კულტურაც გაიზრდება, მე ასე ვფიქრობ

აღნიშნული კანონპროექტი ძლაიან გავს საფრანგეთში და გერმანიის ფედერაციაშ მოქმედ კანონებს
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 21.02.2017, 17:38:16 | შეტყობინება # 104
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იქნებ მანამდე უამრავი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, რაშიც ჩამოვრჩებით საფრანგეთს და გერმანიას ? იგივე ნადირობასთან მიმართებაში თუნდაც, სანამ მოსაკრებლებზე და აკრძალვებზე გადავალთ იქნებ სხვა საკითხები განვიხილოთ 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
Maverickდრო: სამშაბათი, 21.02.2017, 18:57:18 | შეტყობინება # 105
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, კი ბატონო განვიხილო, კამათში, განხილვებში პრობლემას ვერ ვხედავ
მთავარია მოწესრიგდეს, დალაგდეს
თქვენ ამბობთ რომ არაა საჭირო ნადირობის შესახებ კანონი? ან სანამ კანონმდებლობამდე მივალთ რა საკიტხებია გადასაწყვეტი ამ სფეროს რეგულაციისთვის?
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 21.02.2017, 19:26:10 | შეტყობინება # 106
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კანონი ყველგან და ყველაფერში საჭიროა. კანონი არ უნდა იყოს აბსურდული და მთავარი - კაპიკია ყველა კანონის ფასი, რომელიც არ სრულდება. ამ ლამაზად შეფუთულ, პოპულისტურ კანონს აქვს თავისი "შავ-ბნელი" მხარეებიც. ამის დამწერი გარტყმაში არ არის რას აწერინებენ .
არსებული კანონი (მიუხედავად იმისა , რომ ძალიან ბევრი რამეა ძირეულად შესაცვლელი), რომ სრულდებოდეს შეიძლება პირველ ეტაპზე აბსოლუტურად საკმარისი იყოს მართლაც სავალალო სიტუაციის გამოსასწორებლად.

დამატებულია (21.02.2017, 19:26:10)
---------------------------------------------
ძალიან მომწონს გერმანელების და ფრანგების მიდგომა მტაცებლებთან მიმართებაში. რა პარალელის გავლება შეიძლება ამ ქვეყნებთან ?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 21.02.2017, 19:59:41 | შეტყობინება # 107
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს შედგა შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროს წამორმადგენლებისა მონადირეებთან.
განხილვის თემა იყო, ახალი სამონადირეო კანონპროექტი.
გდის წარმომადგნელები რომლებიც, კონკრეტულად ამ შეხვედრაზე იყვნენ, რომელი ორგანოთი აზროვნებენ არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავი არ ურევია საქმეში!
ვერც ერთ არგუმენტირებულ და დასაბუთებლ შეკითხვას ვერ გასცეს პასუხი!
რადგან არ გააჩნიათ შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია!
როგორც ის სირმანჯო კანონი დაჯღაბნა ვიღაცა იმბეცილმა, ესენიც მხოლოდ იქედან დაზეპირებული ფრაზებით ლაპარაკობდნენ!
პირველი ის, რომ გურიაში და კერძოდ ოზურგეთში ფიზიკურად არ არის სახელმწიფო ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება სამონადირეო მეურნეობის მოწყობა!
მეორე ის, რომ არც ერთ სამონადირეო კლუბს არ გააჩნია იმის ფინანსები, რომ შეძლოს სამონადირეო მეურნეობის მოწყობა და შემდგომ მისი გაძღოლა!
მესამე ის, რომ ფოლადის საფანტი 4-5 ნომერზე წვრილი არ არსებობს და მწყერზე და მსგავს ფრინველებზე ნადირობა შეუძლებელი ხდება!
მეოთხე ის, რომ რატომ იკრძალებს ნახევრადავტომატურ თოფებში 2 ვაზნაზე მეტი, როცა ევროპაში სამი ვაზნაა დაშვებული?!
ამ კითხვებს ვერ უპასუხეს, ვერცერთს!
და რატომ გახდა საჭირო საერთოდ ამ კანონის შემოღებაო, რომ ვკითხეთ, გვიპასუხეს შემდეგი: საქართველოში არ არსებობდა სამონადირეო კანონმდებლობა და ირღვევა კერძო მესაკუთრის უფლებებიო, როცა მისა ნამკალში შედიხართ სანადიროდო!
შე დედაძაღლო, მთელი ცხოვრებაა კახეთში ვნადირობ, მაგრამ არავის გამოუთქვამს პრეტენზია! იმიტომ, რომ ჯეჯილში და მოსამკელ ყანაში კი არ დავდივარ, არამედ ნამკალში ვნადირობ და შესაბამისად არც არაფერს ვუშავებ, კერძო მესაკუთრეს!
ეგეც, რომ არა, კერძო საკუთრების უფლება კონსტიტუციითაა დაცული და დღეს რა მოგელანდათ?!
გურულმა მონადირეებმა უთხრეს გდის: „ რას გეტყვით ბიძია იცი?, გურიაში იმფერი ხალხი უნდა გამოგეშვენ, დაახლოებით მაინც, რომ ექნებოდენ წარმოდგენა აქაურ სიტუაციაზეო!“
გარემოს დაცვის სამინისტროვ, ეს წარუმატებელი აბორტის მსხვერპლნი არ გამოგადგებათ წარმომადგენლებად! რადგან რაცხა წარმომადგენელი გყავს, მერე იმფერი შთაბეჭდილება გვრჩება თქვენზეც!
და ესენი გვმოძღვრავდნენ დღეს: შეიკრიბეთ სოფელში, უბანში, რამოდენიმე კაცი და ჩამოაყალიბეთ თქვენი სანადირო მეურნეობაო და ინადირეთ როგორც გაგიხარდებათო.
შე დედაძაღლო, სანადირო მეურნებობა კი არა სანადიროდ წასასვლელი ბენზინი რომ ჩავასხათ მანქანაში, ამისთვი ძლივს ვიკრიბებით!
საქართველოში არ ცხოვრობთ? ან ჭურში ზიხართ და დაყრუვდით?
რა სოც.მდგომარეობა გაქვთ ქვეყანაში არ იცით?
რაის სამონადირეო მეურნეობა შევქმნათ, როცა კლუბის წევრობის გადასახადს ვერ იხდის ხალხი???
მოდით რა გულწრფელად და პირდაპირ გეტყვით: ეს, არაკვალიფიციური და უვიცი არსებების ნაჯღაბნი კანონპროექტი დაგრაგნეთ და უკანალში გაიკეთეთ!
თუ რამე ჭკვიანურის დაწერა გინდათ, მაშინ ბიძიკონა ჭკვიან ხალხს შეეკითხეთ და გირჩევენ რაცხას! თლა მასე კი არაა საქართველოს საქმე, დარჩა ჯერ კიდევ ჭკუის საკითხავი ხალხი!
ხმამაღლა ვაცხადებ, რომ პირადად მე და ჩემი სამეგობრო თუ კლუბი ვეწინააღმდეგებით ამ კანონპროექტს!
და თუ ვინმე დაუჭერს მხარს, ამომშალოს მისი მეგობრების სიიდან! წაშალოს ჩემი ტელეფონის ნომერი და ვინც მე გამარჯობა მითხრას გინდა გზაზე და გინდაც სანადიროში, მისი დედა მოვ.....ან!

პს: თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემი შეხედულება ამ საკითხზე, ყველამ კარგად იცის სად და როგორ მომაწვდინოს ხმა თუ მომნახოს!
პატივისცემით: გიო სარიშვილი!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
chale88დრო: სამშაბათი, 21.02.2017, 20:25:46 | შეტყობინება # 108
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთ ერთ ქართულ ტელე არხზე რომ იყო წინა დღეებში ბრაკონიერობაზე გადაცემა მე როგორც ვატყობ ვიღაცეების ინტერესებს ემსახურებოდა სული აქვთ აწრიალებული ამ ფულის მონა ხალხს ვითომ ცხოველები და ბუნება მართლა ადარდებდეთ. ასე იმიტომ ვფიქრობ რო უცბად მოაყოლეს ეს უაზრო კანონი. ხალხისთვის არავინ ფიქრობს ყველა მოსწრებაზეა როგორ იშოვონ მეტი ფული.

ბ.თოთაძე
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 21.02.2017, 20:28:55 | შეტყობინება # 109
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
























დამატებულია (21.02.2017, 20:26:11)
---------------------------------------------
სურათების წყარო: https://web.facebook.com/ozurgetimunicipalityboard/?fref=ts

დამატებულია (21.02.2017, 20:28:55)
---------------------------------------------
ბუკლეტები როგორი დაარიგეს უნდა გენახათ! მგელუკა და დათუჩა როა საბავშო ნახატებზე, ისეთები ეხატა და ქვემოთ ტექსტი: ესაა მგელი, იგი ცხოვრობს აქა და აქ და ა.შ. დათუჩას არ ესროლოთ თორე შეგჭამთ!
მონადირეებს დაურიგეს ასეთი რაღაცეები. არ უნდა გადააგლიჯო თავზე?!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ზურა333დრო: სამშაბათი, 21.02.2017, 22:03:39 | შეტყობინება # 110
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს შეხვედრები არის ფორმალობა, რომ თქვან მერე - შევხვდით ყველგან მონადირეებს და მათთან შეთანხმებით მივიღეთ ეს კანონიო...
ჩემი აზრით სანამ ამ კანონს მიიღებენ, მთელი საქართველოს მონადირეები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი პროტესტი უნდა დავანახოთ ხელისუფლებას. ჯერ ქვეყანა დააყენონ ფეხზე, ეკონომიკა გააძლიერონ, სამუშაო ადგილები შექმნან, ხელფასები გაზარდონ და მერე მიიღონ გერმანული და ფრანგული რეგულაციები ნადირობაზე (თუმცა ასეთ სულელურ კანონპროექტს მაშინაც არ დავეთანხმები).
თუ მიიღეს ეს მონაჩმახი კანონად, მერე კარგად მეყოლეთ, მშვიდობით ბუნებაში ლაღად გასვლა და თავისუფლად ნადირობა...
 
giorgiდრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 02:13:39 | შეტყობინება # 111
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კონკრეტულად პროტესტი ჩემი მხრიდან იმან გამოიწვია მეგობრებო რომ 2019 წლის სეზონის გახსნას მაგნუმის ვაზნებით უნდათ. მე არმაქვს მაგნუმი და არც მქონდა გეგმაში იარაღის გამოცვლა. ამასთანავე სად წავიღო თოფი ვის რაში დაჭირდება მომავალში გამოუსადეგარი თოფი. მაგრამ ერთს მივესალმები იმას რომ რაღაც ტესტირება უნდა იყოს მაგრამ ისე კიარუნდაქნან ტესტირებაზე გასვლა 100 ლარი გიჯდებოდეს იყოს მიზერული თანხა 10 ლარი რომ ფულის კეთებათ არ ჩაითვალოს და ასე შემდეგ. გაამკაცრონ ბარონო ჯარიმა ბრაკონიერობაზე დაამატონ ეკიპაჟები გარემოს არავინ არუშლის მაგათ მაგას. ამასთანავე მტაცებლის თემაც განსახილველი აქვთ ჩემი აზრით მგელზე ნადირობა რათქმაუნდა მთელი საქართველოს მაშტაბით უნდა დაუშვან მაგრამ ამასთანავე უფრო მთავარია მელა და ტურა რაც მგელზე ასჯერ მეტია. მოკლეთ. ამათი საქმე ისეა ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო. დაალაგონ ჯერ თვითონ რაც დასალაგებელიაქვთ და მერე ილაპარაკონ რა აჯობებს მონადირისთვის და ბუნებისთვის. ზიან კაბინეტში და მგელი ტურისგან ვერ გაურჩევიათ უმეტესობას.

giorgi chitadze
 
dima71დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 03:30:34 | შეტყობინება # 112
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა მგონია ფოლადის საფანტზე გადაყვანა დაუშვან .90პროცენტს რუსულ-თურქული აქვთ საიდანაც სროლა პროსტა არ შეილება, ამიტომ ვფიქრობ ეყოფათ ჭკუა,.. მე სხვა მაინტერესებს-სანადირო ტერიტორიების მმართველი!!!.. იფფფ ტრესტის მმართველივითაა.. და მასთან დაახლოებული მონადირეტა ჯგუფი,.. ვერ გავიგე და მომკალით,... არა მაყუთს რომ უეჭველი აიღებენ ეს გასაგებია, მაგრამ რამდენს ეს გაუგებარია!! და ისიც გაუგებარია რომ ამ ფულს გადამფრენზე აიღებენ თუ ადგილობრივ -ხელოვნურად გამრავლებულზე?!..მგონი ეს ბოლო სისულელე დავწერე!!! და კიდევ რა ვერ გავიგე იცით?! ესეც რომ ყოფილიყო და ისიც ,რომ ჩემს ყანაში ამეყვანა რუსეთიდან მაროკოს მარგალიტად მიმავალი მწყერი და ქოთომი რა შავდებოდა ამით? ის ხო არა რო ვიღაცა ვიღაცას მაგრა ვეღარ გაუსწორებდა?..იავიცი,იავიცი !!! ან ეს ფედერაციის შემოღება რატო გახდა ნადირობის როგორც,,უკულტურობის" ,,კულტურული" დეფიბრილატორი ვერც ეს გავიგეი, ამდენი კლუბია და მიიღონ მართველობითი ორგანო პარიტეტულ პრინციპზე, მოხდება მონადირეების კლუბებში გაწევრიანება და ეთიკური კულტურული აღზრდა -განსწავლა,.. მაგრამ არაოო. რაიონებში ოფისებიო, თანამშრომლებიო, ბუღალტერიაო და ჩვენ არ შევინახავთ თქვენ შეინახეთო!! და ბოლოს მონადირის სერთიფიცირება რომელიც ყველაზე უმნიშვნელო ყურადღებას იმსახურებს ჩემგან ,.. იმიტომ რომ მიმაჩნია რომ მაინც ყველა ჩააბარებს, მათ შორის ის გამოუსწორებელი ბრაკონიერიც !! და მიჩნდება კითხვა ხო ჩემს გასაწვალებლადაა მოგონილი ე ქვის მხეთქი სერთიფიკატი თუ მოწმობა?!... აბა ბრაკს კანონიც, ნადირობის სახეობა-ლიმიტიც ხითხით -ხითხითით ახატია ერთ ალაგეს!!!!სხაა ამბავია აქ მმარტველი სადაც ერევა ე იქაა ნამეტანი მიზიდულობა! თვალის ჩაპაჭუნების სმაილი!!!!!!

d.machavariani
 
giorgiდრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 03:45:44 | შეტყობინება # 113
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმები ძმაო ბრაკებისთვის აზრი არაქ გამოცდას ჩააბარებს თუ არა მაინც იბრაკონიერებს და მაინც. მაგრამ რაც შეეხება ვაზნებს ზუსტად იმიტომ შეცვლიან კანონს რომ მონადირეები ცოტა შემცირდეს საქართველოში ყველამ რომ ვერ იყიდოს ახალი თოფი. თან ვინც იყიდის ზოგს გამოცდის ჩაბარება მოუწევს ზოგს გაფორმება და ამით კაიი მაყუთს იშოვიან პლიუს პრემიებიც ექნებათ. სულ არ აინტერესებთ შენ როგორ გიჭირს სხვა თოფის შეძენვა.

giorgi chitadze
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 08:49:24 | შეტყობინება # 114
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote dima71 ()
არა მგონია ფოლადის საფანტზე გადაყვანა დაუშვან .90პროცენტს რუსულ-თურქული აქვთ საიდანაც სროლა პროსტა არ შეილება, ამიტომ ვფიქრობ ეყოფათ ჭკუა,

ტყუილად გაქვთ მათი კეთილგონიერების იმედი! ადამიანს ხომ ეტყობა როცა გელაპარაკება, გაითვალისწინებს და აინტერესებს შენი აზრი თუ არა?! ჰოდა ამათ აშკარად ეტყობათ, რომ მაგრად კიდიათ სხვისი აზრი, თავისას ერეკებიან გამწარებით!

დამატებულია (22.02.2017, 08:49:24)
---------------------------------------------

Quote dima71 ()
.. იფფფ ტრესტის მმართველივითაა.. და მასთან დაახლოებული მონადირეტა ჯგუფი,.. ვერ გავიგე და მომკალით,... არა მაყუთს რომ უეჭველი აიღებენ ეს გასაგებია, მაგრამ რამდენს ეს გაუგებარია!! და ისიც გაუგებარია რომ ამ ფულს გადამფრენზე აიღებენ თუ ადგილობრივ -ხელოვნურად გამრავლებულზე?

მანდ როგორ არის იცით?, ერთ ფულიან სასტავს შეუძლია აიღოს მართვაში სამონადირეო მეურნეობა და მთავრობა რა კვოტებსაც დაუწესებს, მაგ. წელიწადში 20 კურდღელი 10 ტახი და ა.შ. აქედან 30% ვალდებულია რომ გაყიდოს ამ მართველმა სხვა მონადირეებზე, მაგრამ იმას არავინ უკონტროლებს ერთ კურდღელს 1000 ლარად გაყიდის თუ ერთ ლარად! ჩვენთან როგორც ხდება ხომ იცით? მაქსიმალურ ფასად მოინდომებს გაყიდვას!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 10:22:49 | შეტყობინება # 115
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გუშინ გორში ჩატარებულ შეხვედრას ვუყურე, ერთი მონადირე გამოვიდა ყველას სახელით და თქვა - რა კანონსაც მიიღებენ ისე ვინადირებთო, ალბათ მაგ კაცს მმართველობა აქვს წინასწარ გაჩალიჩებული და ამ შემთხვევაში ნადირობაზე მეტად პირადი კეთილდღეობა ამოძრავებს, თორემ ვერ დავიჯერებ მონადირემ ამ ყველაფერს ასე მშვიდად და მონური მორჩილებით შეხედოს.
ალბათ ვერ გაუთავისებია მონადირეების უმრავლესობას რა ფაქტის წინაშეც დადგება ამ კანონის მიღების შემდეგ, იმიტომაა ასეთი პასიურიბა...
მთავრობა რომ ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვაზე მიიღებს კანონს, იმისგან ტყვიის საფანტის აკრძალვა უნდა გაგიკვირდეს?


შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - ოთხშაბათი, 22.02.2017, 10:23:50
 
simoniდრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 11:07:16 | შეტყობინება # 116
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რამე მონადირეების სსეხვედრა ან მზგავსი რამ ხომ არ იგეგმება ამ თემაზე სალაპარაკოდ თუიცის ვინმემ ან რამე ხელმოწერებიან მზგავსი რამ ,რაგაც დაანონსდა სოც ქსელში კვირას იპოდრომზე სევიკრიბოტო და ხომარაფერი იცის ვინმემ??
რამე დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს რომ ეს კანომნი დაიცუნონ და არ გავიდეს კენჭისყრაზე?
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 11:28:07 | შეტყობინება # 117
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი პოზიცია არერთხელ დავაფიქსირე და კიდევ გავიმეორებ (უკაცრავად ცენზურის დარღვევისთვის) ამ პროექტის დამწერ(ნი)ი და თავგამოდებით დამცველი კია არ არის ყ**, არამედ მისი დედის დედაც ყ** იყო და ამათ შემდეგ კიდევ ცხრა თაობას დატოვებს თავისნაირს.
იმ დედამ******მა ევროკავშირვა კიდევ ათასი ვალდებულება დაგვაკისრა უფრო სასწრაფო და უფრო მნიშვნელოვანი. ძალიან ძნელია სოციალური პრობლემების გადადება, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და იგივე გარემოს დაცვაზე ვილაპარაკოთ მემგონი ნადირობის შესახებ კანონი ბოლო შტრიხი უნდა იყოს. რომელ გარემოს ვიცავთ? გარემო გაგვაჩნია საერთოდ? ერთ დიდ ნაგავსაყრელად არის გადაქცეული ქვეყანა. ჭუჭყი და ნაგავი გვჭამს .

დამატებულია (22.02.2017, 11:28:07)
---------------------------------------------
ზურა333 მაინც იყიდება 069


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ოთხშაბათი, 22.02.2017, 13:54:44
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 12:26:08 | შეტყობინება # 118
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვიღაც მონადირეებზე ფულის კეთების პროექტს გეგმავს და იმის პრემბულაა ეს. ასე მგონია. ანდა დიდი არაპროფელიონალიზმის გამოვლინებაა. არსით ანტიდემოკრატიულია. რატო უნდა შებოჭო შენი თანამემამულე შენვე, ქართველმა ნადირობაში, ჯერ ხომ სანადირო ადგილი არ დაგვიტოვეს, სადაც ორი თხმელა ამოვიდა, ყველგად ეროვნული პარკი როგორაა.
ნანადირევში ჭამის დროს ეს ფოლადის საფანტი თუ შეგხვდა ხომ დაგამტვრია კბილები, ბავშვებიც ჭამენ ნანადირევს და ეს არაა ეკოლოგიის დარღვევა და ზიანი?
ეროვნული პარკიაო და ჩვენ არ გვანადირებენ და ყულევის ტერმინალი რომ ააშენეს ნავთობპროდუქტებისთვის და შიგ რკინიგზა გაიყვანეს მის შიგ შუაგულში, ეს შეიძლება?
 
jentile5დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 12:54:56 | შეტყობინება # 119
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 120
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რომელ კანონპროექტზეა საუბარი ? ან სანადირო მეურნება ამ განადგურებულ ბუნებაში სად უნდა შექმნან?.ლიხის ქედზე 27 წელია ჩეხავენ მთას,ცხოველი იქ არარ არის და ფრინველი.წყარები დაშრა უყურადღებიობის და დაუსჯელობის გამო.ბრძოლა გამკაცრონ ბრაკონიერების მიმართ!!!
 
hunter_gioდრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 13:27:49 | შეტყობინება # 120
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენს ბაზარზე არსებული რომელი თოფები ისვრის უპრობლემოდ ფოლადის საფანტს?
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 13:43:19 | შეტყობინება # 121
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
76მმ სავაზნიანი და 1050 ბარ წნევაზე რომაა გატესტილი.
 
dima71დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 14:35:34 | შეტყობინება # 122
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ მაინც და მაინც სანადირო ტერიტორიების მოწყობა იგეგმება(ან რა მოწყობაზეა ლაპარაკი) იყოს მაგრამ რატომ მზღუდავ ჩემ არჩევანში მივიდე და მოველაპარაკო მიწისა თუ მინდვრის მეპატრონეს?!..ვინ გეკითხება რატო ერევი,..ან იმ სანადირო მეურნეობის მართველს და მასთან ერთად გარიგებაში შესულ ფულიან მონადირეს ეგებ სულაც არ უნდა ჩემი შეშვება შიგნით და კვოტის არ არსებობით უკან გამოგიშვებს,თვოთონ კიდე წამოწოლილი ინადირებს,...აი ასეთი ბოდიში თეს..ბებია ჩადებული ,თორემ რამდენი სერთიფიცირებული ბრაკონიერი იქნება ნახავთ თქვენც!!

d.machavariani
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 14:50:31 | შეტყობინება # 123
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველა ვარიანტში უნდა დაგვიტოვონ არჩევანის საშუალება, შესაბამისად თავისუფალი ტერიტორიები. არ მინდა ბატონო ნადირ-ფრინველით "გადატენილ" მეურნეობაში ნადირობა, ხოში მაქ და ცარიელ ტყეში მინდა ხეტიალი. ვიღაც გაქსუებულს უნდა ვუთანხმო შემიშვებს თუ არა ტყეში ? (რათქმაუნდა მონადირული ეთიკის სრული დაცვით. ლიცენზიასაც ავიღებ, ვადებსაც და ლიმიტებსაც განუხრელად დავიცავ)

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ოთხშაბათი, 22.02.2017, 20:58:26
 
aleksa123დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 15:05:49 | შეტყობინება # 124
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, ანუ მრ-27/76

ინადირე მაგრამ ზომიერების ფარგლებში
 
dato75დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 20:11:50 | შეტყობინება # 125
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს მართლა უნიათო მთავრობა ნახეთ რა ამბავში ყოფილა, ვითომ ყველაფერი წესრიგში აქვთ და ევროპული კანონების შემოგება დაიწყეს ნადირობის შესახებ, იმას კი არ ფიქრობენ როგორ და რა საშვალებით ვყიდულობთ ტყვია წამალს და ძაგლებს როგორ ვზრდით, ხალხს პურის ფული არა აქვს და ნამდვილი მონადირე ვისაც სისხლში აქვს გამჯდარი ნადირობა თავის ცოლშვილს აკლებს რო სანადიროდ წავიდეს ერთი დგე მაინც გაიმხიარულოს. ესენი კი ამას არ ფიქრობენ და არც ააქვთ ამის აზრი მთელი დგე თბილ სავარზელში ზიან კომპიუტერთან და მეტს ვერ წვდება მატი ტვინიიი
 
chale88დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 20:55:19 | შეტყობინება # 126
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dato75, ხალხი მართლა წყდება შიმშილით მაგრამ მთავრობას როგორც ვხედავთ საერთოდ არ ადარდებს ხან ბუსუსებიან პრეზერვატივს განიხილავენ პარლამენტში და ხან ამ უაზრო კანონს. ხალხისთვის რო რიალურად რამე გააკეთონ გაცილებით უკეთესი იქნება. ამ ისედაც დაძაბულ და პრობლემებით სავსე ცხოვრებაში ერთი დღე რო გაიხალისოს კაცმა ბუნებაში მაგასაც გვიზღუდავენ.

დამატებულია (22.02.2017, 20:55:19)
---------------------------------------------
მონადირეს რომელსაც სანადირო იარაღი აქვს უკვე წლების მანძილზე თუ დღემდე არაფერი არ დაუშავებია ნადირობს პატიოსნად და წესების დაცვით რაღაში ჭირდება გამოცდების ჩაბარება ვერ ვხვდები ამ უცხო პლანეტელმა ხალხმა საიდან მოიფიქრეს ეს უაზრობა ვერ გამიგია.


ბ.თოთაძე

შეტყობინება დაამუშავა chale88 - ოთხშაბათი, 22.02.2017, 20:56:00
 
firali81დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 21:24:07 | შეტყობინება # 127
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გურიაში სამონადირეო ტერიტორიები ფიზიკურად არ არის, რომელიც ამ კანონპროექტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მსგავსი ვითარებაა დასავლეთ საქართველოს ბევრ რეგიონში. და თუ ეს ადგილები არ არის შესაბამისად ვერც ვინადირებთ. ამის გარდა უამრავი შეზღუდვაა დაწესებული. ტყვიის საფანტის აკრძალვა, ნახევარავტომატებში 2 ვაზნაზე მეტის ჩადება და კიდევ ბევრი აკრძალვა. ასე. რომ ძალიან გთხოვთ ყველამ წაიკითხეთ ეს კანონპროექტი. არ არის მოცულობითი და დიდ დროს არ მოითხოვს. აქ იმდენად ბევრი აბსურდული აკრძალვებია ვერც კი წარმოიდგენთ.
 
dima71დრო: ოთხშაბათი, 22.02.2017, 23:38:01 | შეტყობინება # 128
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხალხო კიდე გამოცდას აწვები სირობაა ეგ გამოცდა გაიგეთ..სწორად გათვალეს იცოდნენ რომ ამ ამბავს ავტეხდით და იმიტომ შემოაგდეს,..სინამდვილეში სანადირო არეალს გიმცირებენ და გზღუდავენ..მაგ გამოცდას შტერი თუ არაა კაცი ყველა ჩააბარებს,..უარესი შენიღბეს მაგით!!

d.machavariani
 
GioXpდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 00:23:44 | შეტყობინება # 129
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორმე უნდა მოხდეს მონადირეების შეკრება და მათ სამინისტროსთან ამ კანონპროექტის გაპროტესტება მის დამტკიცებამდე.

დამატებულია (23.02.2017, 00:21:50)
---------------------------------------------

დამატებულია (23.02.2017, 00:23:44)
---------------------------------------------
2daf4 IXVI

შეტყობინება დაამუშავა GioXp - ხუთშაბათი, 23.02.2017, 00:22:38
 
1q2w3e4r5t6yდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 17:01:28 | შეტყობინება # 130
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333-ს.
თქვენ რაქენით მერე დანარჩენებმა გაჩუმდით და არაფერი თქვით?
 
ზურა333დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 21:15:39 | შეტყობინება # 131
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1q2w3e4r5t6y, მე ჩანაწერი ვნახე
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 22:35:23 | შეტყობინება # 132
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (23.02.2017, 22:34:51)
---------------------------------------------








დამატებულია (23.02.2017, 22:35:23)
---------------------------------------------
ასეთ ბუკლეტებს ურიგებენ მონადირეებს!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ზურა333დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 23:14:01 | შეტყობინება # 133
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მგლების მერე მგელძაღლაც რო შევამციროთ მერე რა გაჩნდება?
 
vanoarchiდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 23:20:32 | შეტყობინება # 134
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საინტერესო რა არის, ეს შეხვედრები რას გულისხმობს; ეს კანონო უკვე შეთანხმებულია და გადაწყვეტილი თუ ამ შეხვედრების და განხილვების შემდეგ რამე ცვლილებებს შეიტანენ და გაითვალისწინებენ მონადირეების აზრს, სამწუხაროდ მე ვერ დავესწარი გორში შეხვედრას, სიუჟეტიდან კიდევ ვერაფერს გაიგებს კაცი იქ რა ითქვა. სხვა საქმეა კანონებს რომ მაინც მიიღებენ, ამასვე ადასტურებს ფოთის მერის კომენტარი, ევროკავშირთან ასოციაციის შელშეკრულება ავალდებულებს ამას; იგივე სიტუაციაა სხვა სფეროებში, კონკრეტულად ვიცი: მე არქიტექტორი ვარ და პროექტირებაში ამ წლიდან უკვე ამოქმედდა ახალი სახანძრო უსაფრთხოებისა და რეგულაციების კანონი, რომელიც მიხედვითაც უნდა დაპროექტდეს ობიექტი; ისეთი გაუმართავი, აბდა-უბდა და დაუხვეწავი კანონია თვითონ "შემდგენელები" ვერ გვცემენ დასაბუთებულ პასუხებს შეკითხვებზე, უბედურება ის არის რომ უკვე ძალაში შევიდა, პირდაპირ ევროპული კანონებიდანაა ნათარგმნი.
იგივე სიტუაციაა ნადირობის ახალ კანონში.
ალბათ რაღაც რეგულაციები საჭიროა, თუნდაც ლიცენზიასთან და გამოცდასთან დაკავშირებით, მაგრამ ესე ბრმად აიღო და გადმოთარგმნო კანონები და არ გაითვალისწინო ადგილობრივი და არსებული სიტუაცია, ეკონომიური მდგომარეობა და რეალობა, რბილად რომ ვთქვათ მაგარი უაზრობაა


HUGLU 103-C
 
ზურა333დრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 23:32:55 | შეტყობინება # 135
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გვანახონ მაშინ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების რომელი მუხლები ავალდებულებს მსგავს რამეებს და დავიჯერებ. ადრეც იყო აკრძალული კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა, მაგრამ იხვის გულისთვის არ დასდევდნენ მონადირეებს დასაჯარიმებლად.
 
zviadauriდრო: ხუთშაბათი, 23.02.2017, 23:55:13 | შეტყობინება # 136
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 193
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წყარო მაცნობებს რომ ეს პროექტი ესე უნდა დამტკიცდეს .თუ რამეს გაკთება გვინდა სწრაფად უნდა შევიკრიბოთ პირდაპირ ბატონ ბიძინისთან .სხვა გზა არააა. 39

აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
 
Grigalashviliდრო: პარასკევი, 24.02.2017, 19:09:23 | შეტყობინება # 137
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ კანონის საბოლოო სახე სავარაუდოდ როდის იქნება ცნობილი ?
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 24.02.2017, 21:22:51 | შეტყობინება # 138
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
https://web.facebook.com/datogamreklidze/videos/408231089527359/

დამატებულია (24.02.2017, 21:22:51)
---------------------------------------------
შეხვედრა მონადირეებთან ქუთაისში. მონადირეების რეაქცია ნათლად ჩანს ამ ვიდეოში.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
vanoarchiდრო: შაბათი, 25.02.2017, 10:45:13 | შეტყობინება # 139
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გუშინ გადაცემა რატის ბლოგში ყავდა მოწვეული გარემოს დაცვის სამინისტროდან წარმომადგენელი. იქ ახსენა ეს ახალი კანონიც და თქვა , რომ ჩვენ საიტზე დევსო განხახილველადო და შეგიძლიათ თქვენი სურვილები და კომენტარები მოგვწეროთო. შევედი გარემოს დაცვის საიტზე და ვერ ვიპოვე ეს კანონი სად არის განთავსებული. იქნებ თქვენ მოძებნოთ და მივწეროთ შენიშვნები და აზრები

HUGLU 103-C
 
giohunt1982დრო: შაბათი, 25.02.2017, 10:51:27 | შეტყობინება # 140
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote vanoarchi ()
მივწეროთ შენიშვნები და აზრები

აზრი არ აქვს! ეგენი არ ითვალისწინებენ არავის აზრს!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
nikala1992დრო: შაბათი, 25.02.2017, 10:52:35 | შეტყობინება # 141
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაგაც უნდა ვქნათ თორე ესე საერთოდ ყველა გზას მოგვიჩრიან და დაგვრჩება ნადირობა საოცნებოდ. ხვალ აქციაა იპოდრომზე და ხელწერევს აგროვებენ როგორც ვიცი
 
giohunt1982დრო: შაბათი, 25.02.2017, 11:57:00 | შეტყობინება # 142
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nikala1992, კი ბატონო, მასეა და მიდით აუცილებლად! ასევე მიაწვდინეთ ხმა თქვენს სამეგობროში ყველა მონადირეს!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zrichilaდრო: შაბათი, 25.02.2017, 23:37:22 | შეტყობინება # 143
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეხლა მოქმედი კანონი ხო კანონი არ არი. ახალს გვთავაზობენ და განიხილავენ ჩვენთან ერთად, ყველასთვის იდეალური ვერ იქნება ნებისმიერი ცვლილება. რკინის საფანტის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაქვსაბჭოური თოფი და დავკიდებ ბუხარზე, გავიდა უკვე პენსიაზე. ვატარებ 76მმ სავაზნე 12 კალიბრ თურქულს და სხვათაშორის არ არისტყვიაზე ნაკლებ შედეგიანი ფოლადის საფანტი. ვისაც არ გივრიათ არ შემედაოთ. მარტო ეგ ვერ გავიგე მე რომ 2 ჰექტარი მიწა მაქ და იქ რო შევიდეს ვინმე მწყერზე სანადიროდ უნდა გავუჩმახო თუ მე დამაჯარიმებს გარემოს დაცვა ეგ ვერ გავიგე მარტო

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
giorgig192021დრო: კვირა, 26.02.2017, 00:36:26 | შეტყობინება # 144
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zrichila, რეებს ამბობ მეგობარო? შენ რომ შენ თოფს შმოდებ ბუხართან და ინადირებ სხვა თოფით სხვა მონადირეებზე არ ფიქრობ? აქ მარტო შენზე და ჩემზე არაა საუბარი. და ეს არ დაივიწყო.

g.sheyiladze
 
giohunt1982დრო: კვირა, 26.02.2017, 08:54:02 | შეტყობინება # 145
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote zrichila ()
ეგ ვერ გავიგე მე რომ 2 ჰექტარი მიწა მაქ და იქ რო შევიდეს ვინმე მწყერზე სანადიროდ უნდა გავუჩმახო თუ მე დამაჯარიმებს გარემოს დაცვა ეგ ვერ გავიგე მარტო

შენს მიწაზე თუ ვინმე შევა სანადიროდ გინდა გაუჩმახე და გინდა ნუ გაუჩმახებ! მარა ამ შენს მიწაზე შენც ვერ ინადირებ თუ სანადირო მეურნეობის სტატუსი არ ექნება და 2 ჰექტარს არავინ მისცემს მაგ სტატუს! gimili უნდა შექმნა ისეთი მეურნეობა სადაც ნადირ-ფრინველის ჯანსაღი და მდგრადი განვითარების პირობები იქნება და მხოლოდ მერე შეგიძლია ნადირობა! მთავრობა რა კვოტებსაც გამოგიყოფს იმ კვოტებით! მწყერზე როგორ აპირებ ფოლადის საფანტით ნადირობას?? თუ არ დაგვზარდები აგვიხსენი??


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ზურა333დრო: კვირა, 26.02.2017, 09:20:29 | შეტყობინება # 146
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ასე ჩვენს თავზე რომ ვფიქრობთ მარტო ქართველები მიტოა კარგად ჩვენი საქმე...
ნახავენ მერე ასეთ კომენტარებს და იტყვიან, რომ მონადირეებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ახალ კანონზე. არა და ვერ წარმომიდგენია მონადირე, რომელსაც გააზრებული აქვს ამ კანონის შედეგები და ეთანხმებოდეს მის მიღებას. ზოგმა საერთოდ არ იცის რას უპირებენ. ამ დღეებშიც შევხვდი ორ მონადრეს, რომლებსაც წარმოდგენა არ ქონდა რა კანონს ღებულობენ...
 
vanoarchiდრო: კვირა, 26.02.2017, 10:47:40 | შეტყობინება # 147
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უამრავმა "მონადირემ" არ იცის ეს კანონი რომ შემოდის. გორში რონ შეხვდნენ ხალხს და ყველა ქალაქზე მშვიდად ჩატარდა,დარწმუნებული ვარ 95 პროცენტს არ ექნებოდა წაკითხული ეს კანონი

HUGLU 103-C
 
giohunt1982დრო: კვირა, 26.02.2017, 11:32:11 | შეტყობინება # 148
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (26.02.2017, 11:32:11)
---------------------------------------------

Quote vanoarchi ()
დარწმუნებული ვარ 95 პროცენტს არ ექნებოდა წაკითხული ეს კანონი

გეთანხმები!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zura89დრო: კვირა, 26.02.2017, 11:57:53 | შეტყობინება # 149
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეე მაგარი ცუდ სიტუაციაში ვართ ამ კანონის მიღებას ურჩევნიათ გარემოს დაცვის ინსპექციას დაუმატონ ხალხი და გაამკაცრონ გარემოზე კონტროლი. ჩემი აზრით ამ კანონის მიღებით უფრო გახწირდება ბრაკონიერობა

ზურა
 
chale88დრო: კვირა, 26.02.2017, 17:12:21 | შეტყობინება # 150
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zura89, გარემოს მცველები ჯერ რაც არიან მაგათმა გააკეთონ საქმე. ძალიან დაუხვეწავი და უაზრო კანონია

ბ.თოთაძე

შეტყობინება დაამუშავა chale88 - კვირა, 26.02.2017, 17:45:28
 
მონადირეების ფორუმი » იურიდიული კონსულტაცია მონადირეებს » იურიდიული კონსულტაცია მონადირეებს » ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტის განხილვა (დავწეროთ ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები)
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика