12:18:41
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლების დაგეშვა » ძაღლისთვის მოტანის სწავლება (aport)
ძაღლისთვის მოტანის სწავლება
gio90დრო: ორშაბათი, 15.09.2014, 18:41:21 | შეტყობინება # 101
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 404
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო დამეხმარეთ რა 4.5 თვის კურცჰაარი მყავს,ბრძანებებს კარგად ასრულებს,სახლში მოტანაც ვასწავლე მწყერის ბალიშით ვავარჯიშებ,მწყერზედაც ვანადირებ, მაოცებს ისე კარგად ნადირობს მაგრამ რომ მოვკლავ მივა და თითქოს შეჭმაუნდა,მოტანის ბრძანებას ვაძლევ მოფერებით რას არვაკეთებ მაგრამ არმოაქვს

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
დათო_მონადირედრო: შაბათი, 11.10.2014, 14:20:56 | შეტყობინება # 102
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 737
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მიუხედავად გარეგანი სიმარტივისა და ილეთის სირთულის არარსებობისა აპორტირება წარმოადგენს ერთ-ერთ ურთულეს ვარჯიშს.

წარმოიქმნება შემდეგი სირთულეები: აღგზნებადობისა და შეჩერების მონაცვლეობა შედარებით მცირე დროში. რამოდენიმე წუთის მანძილზე ძაღლი განიცდის საწინააღმდეგო მდგომარეობების მკვეთრ და არაერთჯერად ცვლილებას. არასაკმარისად გაწონასწორებული პროცესების მქონე ძაღლისათვის ეს გამოცდ ძალიან სერიოზული ხდება.

ლეკვისთვის ადრეულ ასაკში ამ ილეთის სათამაშო მეთოდის სახით გამოყენებით, ვაძლიერებთ აღგზნებადობის პროცესებს, შემდეგ გვიხდება მათი შეკავება. საყოველთაოდ კი ცნობილია, რომ გადაჩვევა ყოველთვის უფრო რთულია სწავლაზე და შედეგი ასეთ შემთხვევაში, უარესი იქნება. ჩვენ ვაბრაზებთ ძაღლს საგნით, “ვაცოცხლებთ” მას. ვამარაგებთ მიმზიდველი სურნელებით, საგანი გარდაიქმნება “ნადავლად”. სწორედ ამის გამო ირთვება დევნისა და დაჭერის უპირობო პროცესი, მაგრამ მას აქვს ასეთივე უპირობო გაგრძელება – ნადავლის მოკვლა და შეჭმა. სწორედ ამის გამო ხდება ძაღლის თამაში საგანთან, მასთან გაქცევის, დაწოლის, ღრღნის და ა.შ. მისწრაფება. მონადირე ძაღლებს ეს სტადიები მკვეთრად აქვთ გამოკვეთილი. მწევარი ნადავლს იჭერს და კლავს, მაგრამ არ აზიანებს.სეტერი ძებნის და მოაქვს, მაგრამ კლავს მონადირე.ლაიკა ზვერავს ან იწყებს ბრძოლას, მაგრამ არ მოაქვს ან მოაქვს მონადირის მიერ მოკლული ნადირი. მეძებარი მიყვება ნაკვალევს, მაგრამ არ ეხება მოკლულ ცხოველს და ა.შ. ამით ხდება ნადირის დაგლეჯვის და შეჭმის თავიდან აცილება.

გონივრულად მიგვაჩნია სპორტული ძაღლის მომზადებისას გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდი, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიციელი ძაღლების წვრთნა გერმანიაში XIX-XX საუკუნეებში, რომელიც რობერტ გერსბახმა აღწერა.

ლეკვის თამაში ჯოხით, სათამაშოებით, ბურთით და ა.შ აუცილებელია მისი განვითარებისათვის და მათი აკრძალვა სისულელეა, მაგრამ თამაშისას არ შეიძლება სხვა ნებისმიერი სიტყვების გამოყენება, ნორმატიული ბრძანებების გარდა. მაგალითად შეიძლება გამოვიყენოთ: “მოიტანე”, “მომაწოდე”, “დაანებე” და ა.შ. მაგრამ არა “აპორტი” და “მომეცი” (ანუ ის ბრძანებები რასაც წვრთნისას ვიყენებთ), რადგანაც ძაღლი ძალზე მჭიდროდ უკავშირებს საკუთარ ქმედებებს ნივთებს; შემთხვევით არ უნდა მოხდეს ძაღლის შეცდომაში შეყვანა არასწორად წარმოთქმული ბრძანებით.

ეს წვრთნა რამდენიმე სტადიისაგან შედგება რომელიც თავის მხრივ დაყოფილია ეტაპებად, ანუ დავალებები ძაღლისთვის თანდათან რთულდება.

პირველი სტადია

ა) ძაღლი საწყის მდგომარეობაშია: ზის ფეხთან. “აპორტის” ბრძანების მიცემისას, ძაღლს უხსნიან ხახას, რისთვისაც მარცხენა ხელით უჭერენ ზედა ტუჩს ეშვებთან, მარჯვენა ხელით კი უდებენ ნივთს, მარცხენა ხელით უჭირავთ ძაღლის ქვედა ყბა, რითაც არ აძლევენ ნივთის გადმოგდების საშუალებას. 2-3 წამის შეკავების შემდეგ აძლევენ ბრძანებას “მომეცი”, ძაღლი ხსნის კბილებს და ართმევენ ნივთს. გერსბახი გვირჩევს , რომ პირველი ნივთის სახით ძაღლს შევთავაზოთ მწვრთნელის ხელი ტყავის ხელთათამანში. ტყავი ძაღლში არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, ხოლო მწვრთნელი გრძნობს, თუ რამდენად მჭიდროდ უჭირავს ძაღლს იგი. სხვა ვარიანტებიც არის შესაძლებელი, მაგრამ პირველი ნივთი უნდა იყოს ძაღლისათვის სასიამოვნო და არ იწვევდეს მასში ღეჭვის და ყლაპვის სურვილს.
აუცილებლად შეინარჩუნეთ პაუზა საგანთან შეხებასა და “მომეცი” ბრძანებას შორის.

ბ) ძაღლი ბრძანებაზე აღებს ხახას და იღებს სხვადასხვა ნივთს, უჭირავს ისინი და იძლევა მათ ბრძანებაზე. საჭიროა აღვკვეთოთ (ქვედა ყბაზე მსუბუქი მორტყმით) ნივთის დაღეჭვის ან თვითნებურად დაგდების მცდელობა.

გ) ხახაში ნივთის გაჩერება მიიყვანება ხუთ წუთამდე.

დ) ძაღლი ხახაში საგანთან ერთად ასრულებს ბრძანებას “გვერდით”, ადგილზე და მოძრაობისას მობრუნებას.

ე) ხდება ძაღლის დაძახება შეჩერების პოზიციიდან, იგი ასრულებს ბრძანებას “ჩემთან” ხახაში ნივთთან ერთად.

მეორე სტადია

ა) საგნის მიტანა ძაღლის დრუნჩთან ხდება ისე, რომ “აპორტი” ბრძანების შესრულებისათვის მას მოუწიოს კისრის გამოწევა და ნივთის აღება. ბრძანებას თან სდევს შეჩერება!

ბ) ნივთს ძაღლის წინ დებენ.

გ) ნივთს ძაღლის წინ აგდებენ.

დ) თანდათანობით იზრდებაა შეჩერება და მანძილი. ამასთან მუდმივად მეორდება გ), დ), ე) ვარჯიშები პირველი სტადიიდან. იცვლება ნივთები, ნივთების ფორმა, წონა და ფაქტურა.

მესამე სტადია

ა) ნივთს ისეთ ადგილას დებენ, სადაც ძაღლმა სუნის მიხედვით უნდა მოძებნოს (ბალახში, თოვლში და ა.შ.).

ბ) ნივთის ძებნა საჭირო ყნოსვით. თავიდან მწვრთნელის ნივთს წინასწარ დებენ (რა თქმა უნდა ძაღლმა არ უნდა დაინახოს) და მცირე ხნის შემდეგ კი ძაღლი მიჰყავთ და უშვებენ ნივთის ადგილმდებარეობიდან დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით.

შემდეგ მწვრთნელის ნივთს ასევე წინასწარ ათავსებენ ანალოგიურ ნივთებში. ამასთან შეიძლება საგნების ძებნა და თანმიმდევრული დაყნოსვა სხვადასხვა ნივთებში. როდესაც თანმიმდევრული დაყნოსვა დამუშავებულია ავტომატიზმამდე, შეიყვანება უცხო სუნი. სუნის დიფერენციაცია ხდება ერთადერთი გართულება ძაღლისათვის და ძაღლს შეუძლია მასზე კონცენტრირება.





მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
Becasseდრო: შაბათი, 11.10.2014, 14:46:44 | შეტყობინება # 103
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2 წლის ძაღლი მყავს, უმეტესად პოინტერის სისხლიაქვს მაგრამ სუფთა არა, ძირითადად მწყერზე ნადირობს, ქათამი 1-2ჯერ ყავს ნანახი, თავიდან საგანზე მივაჩვიე მოტანას ჩვეულებრივ, გეშვის პირველ წელს არ მიმიცია მოტანის ბრძანება წელს კიდე რამოდენიმე გაყვანის შემდეგ ვცადე, მოტანით მოიტანა, არც გაუფუჭებია, მაგღამ ჩამოგდებულთან დიდხანს ჩერდება და სანამ კარგად არ შეისწავლის არმოაქვს, ეს წელს ხდებოდა მთელი მწყერის სეზონის მანძილზე, დავაჯილდოვე კიდეც როცა მომიტანა ხან ტკბილეულით ხან მოფერედებით მარა არგაჭრა არაფერმა, მაინც დიდხანს ივლებს პირში ფრინველს (საბედნიეროდ არ აფუჭებს) მერე ვიფიქრე რო კიდე ერტი წელი მომეცადა და ბოლოს აღარ ვაძალებდი მოტანას ჩემით ვიღებდი ფრინველს, ახლა ქათამზე და სხვა ფრინველებზე მივაჩვევ იქნებ მათ მიმართ ნაკლები ინტერესი გამოიჩინოს და მომავალ სეზონზე გავიმეორებ მწყერზე მცდელობას ისევ. თუ გქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა ძალიან მაინტერესებს. ისე განსხვავებული ძაღლია რაგაც ასეთი ჯერ არ მინახავს, მგრძნობიარე და ჭკვიანი, ჩხუბს ვერიტანს სასტიკად, ოდნავ დაყვირებაზეც უცხოსავით მიწყებს ყურებას

ყურადღება უპირველეს ყოვლისა

შეტყობინება დაამუშავა Becasse - შაბათი, 11.10.2014, 14:47:36
 
kobuletiდრო: შაბათი, 11.10.2014, 18:30:53 | შეტყობინება # 104
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ ასეთი პრობლემა მაქვს... მყავს 4 თვის პოინტერი წელს მწყერზე რომ გავიყვანე ყველაფერი გააკეთა მინდორში სტოიკაც და რამოდენიმეჯერ ისეც ააფრინა.. მაგრამ რომ ნახულობდა ჭამასი იწყებდა და მოტანაზე არც კი უფიქრია 25 25
როგორ მოვიქცე რით მოვაგვარო ეს პრობლემააა..... 25 დამეხმარეთ ან მირჩიაეთ რაიმეეე...


ნ. ნემსაძე
,,Ij Baukal MP27 EM-1C Sport"
 
Becasseდრო: შაბათი, 11.10.2014, 19:09:30 | შეტყობინება # 105
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobuleti, იყო მგონი ამაზე ამ ან სხვა თემაში საუბარი, ძაღლის გეშვა 7 თვის ასაკიდან უნდა დაიწყო მინიმუმ, 4 თვის ძაღლს ნადირობა არ მოეთხოვება არათუ მოტანა, პირველ წელს მოტანა საერთოდ არარის მიზანშეწონილი, არ იჩქარო ბევრი იმუშავე და შეუძლებელი არაფერი არაა. მე მაგალითად 1 წლის და 1 თვის გავიყვანე პირველად და არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ვთვლი რო 2 წლამდე ძაღლი მაინც ლეკვად ითვლება

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
kobuletiდრო: შაბათი, 11.10.2014, 19:23:18 | შეტყობინება # 106
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Becasse თქვენი ტქმიდან გამომდინარე ჭამასაც დატოვებს არაა ..

ნ. ნემსაძე
,,Ij Baukal MP27 EM-1C Sport"
 
Becasseდრო: შაბათი, 11.10.2014, 20:05:55 | შეტყობინება # 107
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი აუცილებლად, პირველად მწყერი არ მოატანინო, ყველაზე მეტად აღაგზნებს ძაღლს მისი მძაფრი სუნიდან და გემოდან გამომდინარე, 2 წლის ძაღლებს ასწავლიან მოტანას და მაგას ყველაფერი წინ აქვს. კიდე თხოვნა იქნება თქვენოობით არმომართო შენზე უმცროსი ვარ მგონი და უხერხულად ვარ 36_1_69

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
kobuletiდრო: შაბათი, 11.10.2014, 20:25:04 | შეტყობინება # 108
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Becasse გაიხარე მაგარი კაცი ხარ 39 დახმარებისთვის მადლობელი ვარ 23_30_126 23_30_126

ნ. ნემსაძე
,,Ij Baukal MP27 EM-1C Sport"
 
Guruliiiდრო: სამშაბათი, 18.11.2014, 02:32:46 | შეტყობინება # 109
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ , მყავს სეტერი 1,6 წლის მაჩუქეს დაახლოებით 4-5 თვეა და არანაირი სირთულე არ ქონია შეგუებაზე ... არი ინგლისური სეტერი და დაგეშვა უნდა ვერ იგებს სუნს მწყყერზე ... წყალში შევიდა იმდღეს იხვზე და არ გამოიტანა დასუნა მარტო ... იქნება მირჩიოთ რამე და მასწავლოდ აქამდე არ მქონია ძაღლებთან შეხება ...

t.devidze
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 18.11.2014, 08:17:43 | შეტყობინება # 110
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5825
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Guruliii, სტატიების განყოფილებაში კარგი მასალა დევს. გადახედეთ და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

დამატებულია (18.11.2014, 07:17:43)
---------------------------------------------
gio90, გიო ძმა. დაანებე მაგ ლეკვს თავი წელს ნუ მოატანინებ ფრინველს!!!! ადრე დაგიწყია ყველაფერი და სიჩქარით გააფუჭებ ძაღლს!!"


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Guruliiiდრო: სამშაბათი, 18.11.2014, 13:41:53 | შეტყობინება # 111
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ვნახე ეხლა მადლობა გიო ... მაგრამ პირადადც თუ ვინმე გამოცდილებას გამიზიარებს ან ვისაც სეტერი ყავს და ისიც ამიხსნის კარგი იქნება ..

t.devidze

შეტყობინება დაამუშავა Guruliii - სამშაბათი, 18.11.2014, 13:46:07
 
TOKOTOKOTOKOდრო: ოთხშაბათი, 03.12.2014, 13:13:26 | შეტყობინება # 112
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გონჩისატვის ვინმეს მოტანა გისწავლებიატ?

TOKOIA
 
tura11დრო: სამშაბათი, 30.12.2014, 11:16:59 | შეტყობინება # 113
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 66
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
TOKOTOKOTOKO, კკი მე ვასწავლე ანგლოს

m.rusadze
 
giohunt1982დრო: კვირა, 01.02.2015, 14:20:39 | შეტყობინება # 114
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5825
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tura11, და რა სახის ნანადირევი მოქონდა ანგლოს? ფრინველი თუ ნადირი??

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
doc-lashaდრო: შაბათი, 25.04.2015, 20:03:39 | შეტყობინება # 115
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 55
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რათქმაუნდა პატარააა... 2 თვის პოინტერს თამაშის მეტი არაფერი აინტერესებს.. ეგრე იქნება 1 წლამდე... მაგრამ საუცხოო დროა ... ამ თამაშ-თამაშში უნდა ასწავლო: დაჯდომა,მოტანა, მაგას მიაქციე ყურადღება...
 
barbaqadzenikoloziდრო: ოთხშაბათი, 01.07.2015, 12:07:57 | შეტყობინება # 116
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ 8 თვის ლეკვი მყავს მოტანა იცის კარგად მწყერის ბუმბულიან ბალისჰით ვასწავლე და ეხლა შინაური მწყერი რომ მოვატანინო ხომარ დაშავდება რამე?

შეტყობინება დაამუშავა barbaqadzenikolozi - ოთხშაბათი, 01.07.2015, 13:13:40
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 01.07.2015, 17:47:15 | შეტყობინება # 117
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1550
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, მოციცა ვერ გავიგე, მწყრის ბუმბულისგან გაკეთებული ბალიში მოაქვს თუ მწყერის მოტანაც ისწავლა?

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 01.07.2015, 19:12:44 | შეტყობინება # 118
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეხუთე თვეში წავიდა ჩემი ლეკვი, ბევრი ძალისხმევის გარეშე ვასწავლე მოტანა პირველსავე კვირას, დაახლოვებით 3 თვის იყო, დავაჯენ, გადავუგდებ და სანამ არ ვეტყვი მოიტანე ზის და მიყურებს, რო მოიტანს ცოტა მოცემა უჭირს, კორმა მიჭირავს იმ ხელში რომლითაც ბალიშს ვართმევ, სუნზე უშვბეს პირს და კორმას იღებს, რო არ დაინახოს ისეც ვგადავუგდებ ხოლმე ბალიშს და მერე ხელის მიმართულებით ვუშვებ მოსაძებნად, მიდის და მოაქ, რაც იხვზე გამომადგება ძალიან.
აპორტირების სწავლა კურცჰაარზე და დრათჰაარზე შედარებით იოლია როგორც ვიცი და პრაკტიკა აჩვენებს. ეხლა მთავარია მინდორში მწყერს როგორ მოეპყრობა, თუ წიწკნა არ დაუწყო ხომ კაი!:)
6 თვის იქნება სეზონის გახსნის დროს, დიდი დატვირთვის არა მარა გაყვანას ვაპირებ, ტანი უწყობს ხელს არ გაუჭირდება.


შეტყობინება დაამუშავა solomon - ოთხშაბათი, 01.07.2015, 19:13:06
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 01.07.2015, 20:16:57 | შეტყობინება # 119
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1550
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, ჩემიც ესე აკეთებს ზუსტად ბრძანებაზე მოაქვს და პირს სწორედ ესე უშვებს დროზე ადრე როგორც შენ თქვი, მაგრამ ზედმეტად ადრე რო ვასწავლე მოტანა იმის ბრალი მგონია

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ოთხშაბათი, 01.07.2015, 20:17:44
 
zurab1დრო: ოთხშაბათი, 01.07.2015, 20:48:34 | შეტყობინება # 120
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ბაზიერელები გორდონი მყავს ჩემი პირველი ძაღლია და მოტანა მეთვითონ ვასწავლე იუტუბზე უყურე მაგრად დამეხმარა თორემ ისე რომ ვკითხულობდი ყველას ტავისი აზრი ქონდა თვითონ ვასწავლე და მაგარი კმაყოფილი ვარhttps://www.youtube.com/watch?v=QxvmzfjTVE8

საქართველო უპირველეს ყოვლისა
 
barbaqadzenikoloziდრო: ოთხშაბათი, 01.07.2015, 22:21:45 | შეტყობინება # 121
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, ბალიშზე ვასწავლე მოტანა და მოაქვს გადასარევად და ეხლა შინაურ მწყერზე რო ვცადო და ის მოვატანინო ხოარაფერი დაშავდებათქო
 
solomonდრო: ხუთშაბათი, 02.07.2015, 00:03:16 | შეტყობინება # 122
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, მეც ვაპირებ ამ კვირას ფერმის მწყერის ყიდვას, ამაზონიდან გამოწერილი გარეული მწყერის სუნის შემცველი სითხე მაქვს, უნდა შევაშხურო ფერმის მწყერს და ერთ ორ ცალს დავაჭერინებ, დავაჭერინებ იმიტო რო ეგენი ვერ ფრინავს, არაფერი განსაკუთრებულის გაკეთებას არ ვაპირებ, უბრალოდ გავასეირნებ და შემთხვევით გადააწყდება მწყერს, ჩვენთან არ ბუდობს მწყერი (ძალიან ცოდა რაოდენობით) აქედან გამომდინარე უბრალოდ ვანახებ და თოფის ხმას გავაგონებ, მხოლოდ დენთით გატენილს, მემგონი არაფერს არ დავაშავებ მომავალი აღზრდისთვის :)
 
akson777დრო: ხუთშაბათი, 02.07.2015, 00:16:08 | შეტყობინება # 123
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1550
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, ჩემს აზრს გეტყვი , ამაზონზე როა ის ამერიკული მწყერის სუნია და არა ევრაზიული, მათ და ჩვენ მწყერს განსხვავებული სუნები აქვთ (როგორც ყველა სხვადასხვა სახეობის ფრინველებს) იმის თქმა მინდა , რომ მაგ სუნის ძაღლის დაგეშვა აქაური მწყერის სუნის ადაპტაციის როლს ვერ შეასრულებს ძაღლისტვის ისე მაგ ამერიკული მწყერის სუნს ძაღლი ჩვეულებრივად სანადირო ფრინველად აღიქვამს და ზოგადად ფრინველის მოტანის სწავლებისთვის არაა ცუდი მარა უმჯობესი იყო იხვის სუნი გეყიდა ამაზონზე ჩემი აზრით უფრო გამოგადგებოდა ...

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 02.07.2015, 12:25:08 | შეტყობინება # 124
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5825
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, solomon, გაითვალისწინეთ, რომ პირველ სეზონზე არ არის რეკომენდირებული მონადირებული ფრინველის აპორტირება! (მცირე ზომის ფრინველის)
სიჩქარე ყოველთვის აფუჭებს საქმეს! 6-7 თვის ლეკვს რომ მწყრის მოტანას მოსთხოვ, მინდორში აზარტით გაფიცხებული ლეკვი უმეტესად ვერ მოზომავს და შეიძლება გააფუჭოს მწყერი! ასეთი შემთხვევების გამეორებისას კი თანდათან ძნელი ხდებ სიტუაციის გამოსწორება!
მეორე სეზონზე, შედარებით დადინჯებული ძაღლი, რომელიც უკვე შეჩვეულია ფრინველს, ის უკვე ნაკლები სიფიცხით ნადირობს და შესაბამისად, აპორტირებისას მწყრისგან კოტლეტს აღარ გააკეთებს!
საიტის ბევრი წევრისგან მსმენი უკვე ასეთი პრობლემის შესახებ და ბევრმა მკითხა, როგორ გადავაჩიო მწყრის ღეჭვას თუ ჭამასო! გადაჩვევა ბევრი მეთოდით შეიძლება, მაგრამ ყველაზე კარგი თავის დაზღვევაა დასაწყისში!
ამ ყველაფერის გარდა პირველ სეზონზე, ლეკვი ნაბულის სიმყარეს უფრო განავითარებს, როცა მოსატანად არ აგზავნით გასროლის შემდეგ! სამაგიეროდ მეორე სეზონზე ნაბულზე მდგომ ძაღლთან მისაახლოვებლად თავქუდმოგლეჯილი სირბილი აღარ დაგჭირდებათ! და მშვიდად მიხვალთ ძაღლთან!

დამატებულია (02.07.2015, 12:25:08)
---------------------------------------------
პს: აფრენილ ფრინველზე გამოკიდების პრევენციაც არის ის როცა პირველ სეზონზე აპორტს არ მოსთხოვ ლეკვს! (მიწის ფრინველებზე)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
solomonდრო: ხუთშაბათი, 02.07.2015, 14:49:36 | შეტყობინება # 125
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გაიხარე გიორგი გაიხარე, როგორც ყოველთვის მარტივად დაწერილი და სასარგებლო პოსტი :)
akson777, აკო, იხვის ბუმბული მქონდა შენახული მთელი პარკი და ბალიში ბუმბულით მაქვს შეკერილი.
მწყერს კიდე საერთოდ არ დასავასხავ სუნს უბრალოდ გავიყვან და ვანახებ, ცოცხალ მწყერთან რეაქცია ვნახავ როგორი ექნება, კიდე ერთხელ ვამბობ განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავ უბრალოდ ვანახებ, დანარჩენი 43 დღეში! :))
 
akson777დრო: ხუთშაბათი, 02.07.2015, 15:46:45 | შეტყობინება # 126
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1550
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, 43 დღეში! გიყურებ შენც დღეებს ითვლი ჩემსავით

დამატებულია (02.07.2015, 15:46:45)
---------------------------------------------
166


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ხუთშაბათი, 02.07.2015, 15:47:30
 
barbaqadzenikoloziდრო: ხუთშაბათი, 02.07.2015, 16:10:48 | შეტყობინება # 127
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გასაგებიაააააააა.
 
giorgigagoshviliდრო: ხუთშაბათი, 02.07.2015, 21:17:36 | შეტყობინება # 128
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, რეაქცია შემდეგი ექნება, თავიდან გაუკეთებს სტოიკას, ეცემა, მერე მიხვდება რომ ვერ დაფრინავს და მორიგ დამალულ მწყერს ნაბულის გარეშე დაიჭერს და მერე გარეულ მწყერზეც მასე იზავს სტოიკის გარეშე ამოიყვანს, მანამ სანამ არ მიხვდება სინამდვილეში რა უნდა გააკეთოს... ჩემმა ძაღლმა მასე ქნა და კიდევ რამოდენიმესამ, რომლებმაც ინკუბატორის მწყერი ანახეს, ეხლა ჩემი ძაღლი მწყრის გარდა ყველაფერს სტოიკას უკეთებს და ეგ მანამ არ გამოსწორდება სანამ სეზონი არ გაიხსნება და ინტენსიურად არ ვატარებ მინდორში...

HOLLAND & HOLLAND
 
ბაქარიდრო: ხუთშაბათი, 02.07.2015, 22:37:28 | შეტყობინება # 129
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1243
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ჩემ დრათჰარს მართალია იდეალურად მოქვს როგორც ბალიში ისე დიდო ფრინველი, მაგრამ პირველი ორი წელი მწყერთან არ ვაცლიდი წელს ვნახოთ რა იზავს 23 კატლეტი არ მაწყობს 36_1_69

შეტყობინება დაამუშავა baqari3501 - პარასკევი, 03.07.2015, 00:23:31
 
akson777დრო: ხუთშაბათი, 02.07.2015, 23:45:58 | შეტყობინება # 130
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1550
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqari3501, 166 სწორად გიქნია!

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
petre1988დრო: შაბათი, 02.04.2016, 20:31:18 | შეტყობინება # 131
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სალამი მეგობრებო,ჩემი კურცხალი სამი თვის გახდა და ეს რამდენიმე დღეა ეზარება მოტანა ,ადრე ხო არაა ამისტვის ესეტი რაგაცეების სცავლა ან რისი ბრალი შეილება იყოს ზარმაცობა თუ შეგიძლიათ მასწავლეტ როგორ მოვიქცე
 
akson777დრო: შაბათი, 02.04.2016, 20:42:54 | შეტყობინება # 132
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1550
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
petre1988, ადრეა ნუ დააძალებ. მე გირჩევ 1 წლის რო გახდება მერე დაუწყო მოტანის სწავლება და ვარჯიში და თუ ვერ ითმენ მაშინ 6 თვის . ოღონდ ეს უნდა გააკეთო თამაშ-თამაშ და არა ძალის დატანებით.

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
barbaqadzenikoloziდრო: შაბათი, 02.04.2016, 21:17:52 | შეტყობინება # 133
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
petre1988, არაფერი ადრე არაა, რომ მოგიტანს რამე გემრიელი სასუსნავი შეაჭამე, ან ტრიკორაჩკი ან რამე და ასე გააგრძელე ყოველ მოტანის შემდეგ შეაჭამე სასუსნავი და ნახავ თუ დაეზარება.
 
petre1988დრო: შაბათი, 02.04.2016, 21:25:35 | შეტყობინება # 134
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქამდე უპრობლემოდ მოქონდა და პედიგრს ვაჯმევდი როცა მომიტანდა,მე ვიცი რომ ტკბილეულის ჯამა არ შეიზლება,და ვცდილობ არ ვაჯამო

დამატებულია (02.04.2016, 21:25:35)
---------------------------------------------
და კიდევ ერთი,დგემდე მარტო პედიგრზე მყავს და ცომეული რომ ვაჯამო ხანდახან შეილებაა?
მადლობა

 
avtandilდრო: შაბათი, 02.04.2016, 23:45:42 | შეტყობინება # 135
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1206
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
petre1988, საგანგაშო არაფერია. უბრალოდ ეცადე, რომ სისტემატიური სახე არ მისცე ანუ ყოველდღე გადაბმულად არ ავარჯიშო მოტანაზე. ჯერ დაჯდომა დაწოლა და ეგეთი რაღაცეები ასწავლე. ჯოხზე მოუბი ბუმბული და (ანაბულე) :) დრო და დრო მოატანინე. ყოველი მოტანის შემდეგ არაა აუცილებელი სასუსნავი მაგრა ეტაპობრივად მიეცი. აი შექება არ დაიშურო. ტკბილეულს რაც შეეხება არის სპეციალური ტკბილეული ძაღლებისთვის. მე მაგალითად პეჩენიას ვაძლევ ხოლმე 14 ლარი ღირს კილო 5 ლარის რომ უყიდო კაი ხანს გეყოფა განსხვავებული გემოც აქ შეფერილობაც და ზომაც პედიგრთან განსხვავებით. სადაც ძაღლის საკვებს ყიდულობ იკითხე და განახებენ. ცომეულზე კი მთლად ნაპოლეონს და ეკლერს ნუ აჭმევ. პური შეიძლება მაგრამ არა სისტემატიურად და აუცილებლად ძველი უნდა იყოს. ძველი ოღონდა არა ობიანი და რამდენიმე თვის. ანუ ახალი გამომცხვარი ან იმ დღის არ უნდა იყოს. ძირითადად მეც პედიგრს ვაჭმევ, მაგრამ დროდადრო შეგიძლია მოუსხა მაწონი ხაჭო ძვლის ნახარში და ა.შ ისე იმხელა პოსტი გამომივიდა სტაჟიანი მომშენებელჯ ან მომვლელი ვიყო, მაგრამ მე ვეტერინარის რჩევებით ვხელმძღვანელობ ძირითადად.

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!

შეტყობინება დაამუშავა avtandil - კვირა, 03.04.2016, 13:09:34
 
giohunt1982დრო: კვირა, 03.04.2016, 09:14:44 | შეტყობინება # 136
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5825
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote barbaqadzenikolozi ()
ან ტრიკორაჩკი ან რამე

ეგ რომელია? მარილით და სუნელებით როა? gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
daviti911დრო: კვირა, 03.04.2016, 22:08:07 | შეტყობინება # 137
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, ხო მიეჩვევა მერე ძაღლი მაგ სასუსნავებზე და მერე რომ გადაუგდებ ჯერ ხელზე შეგხედავს რამე თუ გაქ და მერე წავა ამიტომ ზაან ცუდი მიდგომაა ეგ ძაღლი ისე უნდა გაწრთვნა რომ არანაირი სასუსნავი და რამე არ მიაწოდო ძაღლს უნდა მოეფერო რო მოგიტანს ან სიტყვით შეაქო.


Born to hunt
 
giorgig192021დრო: კვირა, 03.04.2016, 22:30:29 | შეტყობინება # 138
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
daviti911, ძაღლი აუცილებლად უნდა დაასაჩუქრო, მნიშვნელობა არ აქვს პედიგრი იქნება თუ ტრიკორაჩკი. :D უბრალოდ მას რასაც გააკეთებინებ ხალისით უნდა აკეთებდეს, რადგან მას თავიდან არც შენი სიტყვიერი მოფერება ესმის და არც სხვანაირი მიდგომა გარდა სასუსნავის. მოდი ჩემთან და განახებ ჩემი ძაღლი ბრძანებენს როგორ ასრულებს და ხელზე თუ შემომხედა სახლში გაგატან. ძაღლი როცა ბრძანებას ისწავლის სასუსნავის მიწოდება უნდა შეწყვიტო რათქმაუნდა ეტაპობრივად უნდა მოხდეს მაგის შეწყვეტა. და მას შემდეგ მოხდება ძაღლის სიტყვიერი ბრძანებების შესრულება საკვების მოთხოვნილების გარეშე. ეს ყველაფერი თუ შენ არიცი და გარკვეული არ ხარ ეგ იმას არნიშნავს რომ ეგ არასწორია. ამ მეთოდით მთელი მსოფლიოს მაშტაბიტ ასწავლია ძაღლს ბრძანების შესრულებას.

g.sheyiladze
 
daviti911დრო: კვირა, 03.04.2016, 23:10:40 | შეტყობინება # 139
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgig192021, მეგობარო გერმანული ნაგაზიდან დაწყებული ქართული ნაგაზით და დრათჰაარით დამთავრებული გამიწრთვნია ძაღლები მაგრამ არცერთთAნ არ მიხმარია სასუსნავი მითუმეტეს ტრიკოროჩკი და რაგასცა სისულელები ძალიან ხშირი შეხება მაქვს ასევე კინოლოგებთან და ჯერ არ მინახია მათ გაეწრთვნათ ძაღლი და რამე სასუსნავი მიეცათ ეგ იხმარება მაშინ როცა ძაღლს წრთვნი სამოყვარულო დონეზე და შედარებით სწრაფად ისიც ძოგჯერ და უხარისხოდ და ცოტა უკორექტულოა რო რაგაცა არ ვიცი.

Born to hunt
 
giorgig192021დრო: ორშაბათი, 04.04.2016, 08:11:33 | შეტყობინება # 140
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, სადაა შესაბამისი თემა? დამილინკე რომ იქ განვარტო რა როგორ ხდება,

daviti911, კიდევ ერთხელ გეუბნები შენ როგორ წვრთნი ძაღლს ეგ არავის უკითხავს აქ, და აქ რაც იკითხეს იმაზე რაც დაწერე შენ მაგის გამო გავაკეთე შენ პოსთზე კომენტარი, და თუ რამეში არ მეთანხმები ეგ სულ სხვა თემაა.


g.sheyiladze
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 04.04.2016, 09:08:39 | შეტყობინება # 141
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5825
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote daviti911 ()
ძალიან ხშირი შეხება მაქვს ასევე კინოლოგებთან და ჯერ არ მინახია მათ გაეწრთვნათ ძაღლი და რამე სასუსნავი მიეცათ ეგ იხმარება მაშინ როცა ძაღლს წრთვნი სამოყვარულო დონეზე

რავიცი ძამა, მე პირიქით, არ მინახავს მგეშავი, რომელიც სასუსნავს არ იყენებდეს წასახალისებლად! gimili
არანაირი ხელში ყურება! ლეკვს ეს ჩვევა (აპორტი) თანდათან ავტომატიზმში გადასდის და შემდეგ ყველანაირი სასუსნავის გარეშეც იგივე ხალისით მოიტანს ნანადირევ ფრინველს! მონადირეები ხომ იმისთვის ვასწავლით მეძებრებს აპორტირებას, რომ ნადირობისას მოპოვებული ფრინველი მოგვიტანოს ძაღლმა?! ჰოდა ნადირობისას არანაირი დამატებითი სტიმული აღარ სჭირდება ძაღლს აპორტირების შესასრულებლად!
იცის მოტანა? ჰოდა ჩამოგდებული ფრინველის დანახვა ყველაზე დიდი სტიმულია ძაღლისათვის, რომ აპორტი გააკეთოს! აღარც პეჩენია უნდა და აღარც ძეხვის ნაჭერი!

ერთიც უნდა ვთქვა, რომ ტრიკორაჩკს და მსგავს რაღაცეებს ნუ გამოიყენებთ სასუსნავად ძაღლისათვის! ნებისმიერი პროდუქტი, რომელშიც ბლომად არის მარილი, წიწაკა და სუნელები არ არის სასურველი ძაღლისათვის!
ეგ ვარჯიში მაშინ უნდა როცა ლეკვი მშიერია და ფრანგულა მსხლის ნათალზეც გადასარევად მოიტანს აპორტირების საგანს! gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giorgig192021დრო: ორშაბათი, 04.04.2016, 11:21:21 | შეტყობინება # 142
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, აქ დასამატებელი აღარაფერი არაა შესანიშნავად ახსენი ყველაფერი.

მე ერთს დავამატებ მხოლოდ და მხოლოდ,
ლეკვისთვის უმჯობესია ამგვარი ბრძანებების შესრულების მოთხოვნა დავიწყოთ 7 თვის შემდეგ , მართალია მაგ ასაკში ის კიდევ ბევრად ცეტია და თამაშის მოყვარული თუმცა ამავდროულად ის 3 თვესთან შედარებით ბევრად უკეთ ხვდება რას სთხოვ მას. აპორტირებამდე ძაღლმა უნდა ისწავლოს ფუ,ჩემთან,დაჯე,დაწე, ადგილზე, ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში რომ ძაღლი აპორტირების სწავლების დროს იყოს მომტმენი და გაწონასწორებული რაც ხელს შეგვიწყობს ნებისმიერი ბრძანების სწავლისთვის ,


g.sheyiladze
 
solomonდრო: ორშაბათი, 04.04.2016, 11:59:04 | შეტყობინება # 143
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
7 თვიდან ჩემი აზრით უფრო სერიოზული მიდგომა შეიძლება ძაღლთან, და უფრო პატარა ასაკში ჯერ კიდე ოთახში როცა გვყავს შეიძლება რბილი სათამაშო მოვატანინოთ ხოლმე თამაშ თამაშით, 2-3 თვიდან ვუწყებ ლეკვებს სწავლებას და ჯერ ძაღლი არ მყოლია ისეთი აპორტი რო არ ქონოდა.

დამატებულია (04.04.2016, 11:59:04)
---------------------------------------------
დასავლეთის პირობებში ძაღლი აპორტის გარეშე ნულია ჩემი აზრით

შეტყობინება დაამუშავა solomon - ორშაბათი, 04.04.2016, 11:58:21
 
giorgig192021დრო: ორშაბათი, 04.04.2016, 12:22:40 | შეტყობინება # 144
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, რაგაც მომენტში გეთანხმებუ მაგრამ მე ეს ასაკი იმიტომ დავაკონკრეტე რომ ძაღლი მაგ ასაკში უკეთ სწავლობს ნაკლები დრო გჭირდება და მეტად გიადვილდება ყველაფერი. ტორე თუ მიცნობ კარგად გეცოდინება რომ ჩემი ძაღლი 2 თვის ასაკში ზემოთ ხსენებული ბრძანებებით უკვე დაჯილდოვებული იყო თუმცა მაინც ვფიქრობ რომ 6-7 თვის ასაკში ბევრად მარტივია ამ ყველაფრის სწავლა.

მაგალითად გერმანიაში წელიწად ნახევრის ძაღლებს უწყებენ გაწაფვას მანამდე უბრალოდ კაი კვება და სეირნობა არ აკლიათ, რუს გამოც ძაღლი პიზიკურად მშვენდება და ყველანაირ დატვირთვას უძლებს . :)

დამატებულია (04.04.2016, 12:18:28)
---------------------------------------------


ეს ჩემი პირველი ძაღლი იყო. მას ყველაფერს დასაჩუქრებით ვასწავლიდი და შედეგს ამ ვიდეოში ნახავთ, რაც შეეხება გაბის, აქ ბევრმა იცის როგორია ის.

დამატებულია (04.04.2016, 12:22:40)
---------------------------------------------


ეს გაბია. daviti911, როგორ ფიქრობ ამ ძაღლს ხელებში რა მიჯირავს აინტერესებს ამ მომენტში? მას უკვე ტავში აქვს იმ გაკვეთილებით რაც მას ჩაუტარდა რომ აპორტი გააკეთოს დაჯილდოვების გარეშე და ის ამ ყველაფერს ზედმეტი სიტყვის გარეშე აკეთებს ყველანაირად ხელში ყურების გარეშე


g.sheyiladze

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ორშაბათი, 04.04.2016, 12:33:27
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 04.04.2016, 12:31:19 | შეტყობინება # 145
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5825
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote giorgig192021 ()
ლეკვისთვის უმჯობესია ამგვარი ბრძანებების შესრულების მოთხოვნა დავიწყოთ 7 თვის შემდეგ

გეთანხმები!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბაქარიდრო: ორშაბათი, 04.04.2016, 15:04:41 | შეტყობინება # 146
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1243
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წვრთნისას ლეკვის დასაჩუქრება იმისთვის გამოიყენება, რომ ცხოველი ადვილად მიხვდეს რას მოითხოვ მისგან (ტვინის განძრევაში სასუსნავის სიყვარული ეხმარება) აი როცა კონკრეტულ ბრანებას ვასწავლით შემდეგ არ შეიძლება ამ ბრძანების შესრულებისას ვაძლიოთ სასუსნავი ამისთვის მოფერება ან შესაქები სიტყვაც საკმარისია 23
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 04.04.2016, 15:46:46 | შეტყობინება # 147
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5825
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ბაქარი ()
აი როცა კონკრეტულ ბრანებას ვასწავლით შემდეგ არ შეიძლება ამ ბრძანების შესრულებისას ვაძლიოთ სასუსნავი

მაგალითად? ცოტა უკეთ განმარტე.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბაქარიდრო: ორშაბათი, 04.04.2016, 16:07:31 | შეტყობინება # 148
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1243
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მაგ: როცა ლეკვს დაჯდოამას ვასწავლი სასუსნავის გამოყენებით 2-3 დღის შემდეგ ყოველ შესრულებაზე არ ვაჯილდოვებ... ამის შემდეგ მხოლოდ მაშინ როცა იდეალურად შეასრულებს მაგ: პირველივე ბრძანებაზე დაჯდება და თუ თვითნებურად არ წამოხტება. როცა ბრძანებას სრულად აითვისებს მორჩა სასუსნავი, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სასუსნავის გამოყენებით არა მარტო სწავლება არამდე დახვეწვაც შესაძლებელია... მე ვემხრობი ლეკვის სასუსნავით წახალისებას იმიტომ რომ თუ სწორად გამოვიყენებთ გვერდით ეფექტებს ვერ ვხედავ და თუ ლეკვი ხელებში შემოგცქერით სულ ეს მხოლოდ იმიტომ რომ ნაჩვევია ხელიდან კვებას როგორც ხშირი დაჯილდოებით ისე რაოდენობრივად ბევრის მიცემით 453 453
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 04.04.2016, 16:38:56 | შეტყობინება # 149
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5825
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ბაქარი ()
. როცა ბრძანებას სრულად აითვისებს მორჩა სასუსნავი, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სასუსნავის გამოყენებით არა მარტო სწავლება არამდე დახვეწვაც შესაძლებელია..

მეც მაგას ვამბობ!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
levani983დრო: შაბათი, 09.04.2016, 21:54:39 | შეტყობინება # 150
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პოინტერი მყავს ნანადირევს მაგრად უჭერს პირს როგორ გადავაჩვიო მირჩიეთ

levani ambroladze
 
მონადირეების ფორუმი » მონადირე ძაღლები » მონადირე ძაღლების დაგეშვა » ძაღლისთვის მოტანის სწავლება (aport)
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ქორის დაგეშვა
  • 2.)Huglu 104a
  • 3.)Huglu gx512
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)იარაღის ხელოსნები და სახელოსნოები
  • 6.)ქედანზე ნადირობა
  • 7.)მონადირე ძაღლის დაავადებისგან დაცვა და მკურნალობა
  • 8.)კურცჰაარი
  • 9.)ინგლისური სეტერი
  • 10.)ვაზნები
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Sano1999
  • 2.)Robo81
  • 3.)maturelly
  • 4.)dato_hunter
  • 5.)BABU1
  • 6.)bachbach
  • 7.)qocho
  • 8.)jango1996
  • 9.)SportingLeague
  • 10.)kenedi88

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика